შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის შიშის სინდრომი (19)


2-10-2016, 21:51
ავტორი Genius))
ნანახია 3 185

რა არის სიყვარული?
ღმერთო რამდენი ხანია ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ვციდლობ და ჯერაც არ მაქვს...
მაგრამ ფაქტია ის გაბედნიერებს და ასევე ძალიან გტკენს , თითქოს ზუსტად ამ ტკივილით უნდა რომ მის არსებობაში დაგარწყმუნოს , ჩვენ ხომ ტირილს , მასზე ფიქრს , მის გარეშე მოსვენების დაკარგვას , მონატრებას , მოკლედ ამ ყველაფერს და კიდევ ბევრს სიყვარულს ვეძახით.
მე კი ნამდვილად ვირწმუნე მისი არსებობის , თუმცა რომ არ მტკენოდა გული ამის გარეშეც ვიცოდი რომ ვიბლიანი ჩემთვის ყველაფერი იყო...
ხო საერთოდ ესეა თუ არ განიცადე იმის შიში რომ მას დაკარგავ , რეალურად ვერასდროს გაიგებ შენი სიყვარულის საზღვრებს...
თუ მას უნდა რომ გავიგო როგორ მიყვარს ვიბლიანი დაე ასე იყოს! გამანგუროს ამ სიყვარულით მაგრამ ბოლოს მაინც მომცეს უფლება გვერდით მყავდეს საყვარელი ადამიანი...
ცხოვრება რომ წამია ეს ყველამ იცის...
ზუსტად ერთ წამში შეიცვალა ჩემი ცხოვრება , ზუსტად მაშინ როდესაც მანქანა ბართან გაჩერდა! იმ წამიდან ვიცოდი რომ რაღაც ცუდი მოხდებოდა და მამუკა ამ ყველაფერს ესე არ დატოვებდა...
ბოლომდე მაინც ვერ ვხვდებოდი რატომ ვძულდი ამ კაცს ასე ძალიან? ნუთუ ერთი "არა" ადამიანზე წარმოდგენას ცვლის? თავიდან კარგ ადამიანად მომაჩვენა თავი შემდეგ კი უაზროდ მომიშორა , ახლა კი მისი შვილის გვერდით არ მაჩერებდა...
მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემი თვი საერთოდ არ მაინტერესებდა , როდესაც მამა გქვია შენი შვილის გამო ყველაფერზე უნდა მიდიოდე , აი იქ კი როდესაც იმ ნაბიჯს გადადგავ სადაც შენს "პატარას" გულს ატკენ ამ წოდებას არ იმსახურებ! მამობა ღვთის საჩუქარია და ამას ისე უნდა გაუფრთხილდე როგორც შენს ახალ ნაყიდ ნივთს რომელსაც არავის აკარებ , მაგრამ ეს მხოლოდ თვეების განმავლობაში არა , მთელი ცხოვრება უნდა გრძელდებოდეს.
ვიცი. არც მე ვყოფილვარ ვიბლიანთან მართალი რადგან არ უნდა მომეტყუებინა , მაგრამ მაშინ მე ვიბლიანი საერთოდ არ მომწონდა , მეტიც ვფიქრობდი რომ ძალიან ამაზრზენი ადამიანი იყო და ჩავთვალე რომ არ უნდა მეთქვა , ორ ვიბლიანს ერთად ნამდვილად ვერ გავუმკლავდებოდი , შემდეგ კი როდესაც მივხვდი რას ნიშნავდა მამუკასთვის დათი ის მართლა მთელი გულით შემეცოდა , მინდოდა მეთქვა მაგრამ ამაზე როდესაც ვფიქრობდი უეცრად მიჩნდებოდა კითხვა "ვინ ვარ მე?" , ესეცაა ვინ ვიყავი მე მაშინ რომ დათისთვის მამამისი შემეძულებინა , დღეს ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს მაგრამ მაშინ მეგობრებიც კი არ ვყოფილვართ , უბრალოდ ერთმანეთს "ვკბენდით" და მხოლოდ "კბილის გაკრის" გამო გულს ამდენად ვერ ვატკენდი , ასე ვერ გავწირავდი...
დღეს რატომ გავაკეთე ეს? არც მე ვიცი , უბრალოდ იმ მომენტში მამუკას საქციელს ვერ გავუძელი , მიყვარს სამართალი და ვერ ვიტან როდესაც ტყუილს ფარავენ , თუნდაც სხვა ადამიანი შეიწირონ ამის გამო , მამუკა კი ზუსტად ამას აკეთებდა , მე ჩემი თავის გამო არ გამიკეთებია ეს , იმ წამს მომინდა რომ მამუკა ვიბლიანისთვის ჭკუა მესწავლებინა , მაშინ ვერ დავფიქრდი რა ზიანს მოუტანდა ეს დათის მაგრამ ახლა როცა ვფიქრობ მგონია , რომ სწორად მოვიქეცი...
ადამიანს ყოველთვის სიმართლე უნდა დაანახო , მისი თვალების წინ კი ფარდის გადაფარება არასწორი საქციელია...
დათის ეს უნდა გაეგო და გავაგებინა თუნდაც ეს გამიზნული არ ყოფილიყო...
რა მოვიგე ამით მე? საერთოდ არაფერი , მას რეალობა დავანახე მე კი ის დავკარგე , გული გავუტეხე და ამავე დროს ჩემიც ნაფლეთებად ვექციე...
ის ორჯერ მოვატყუე , თან მაშინ როდესაც თვალებში მიყურებდა , არც ვამტყუვნებ ძნელია ადამიანს ეს ყველაფერი აპატიო , მეც ზუსტად ასე მოვიქცეოდი , გავუღიმებდი და მისგან შორს წავიდოდი , დავფიქრდებოდი და თუ მეყვარებოდა აუცილებლად დავბრუნდებოდი...
იცით ეს იმედია , მე კიდევ მაქვს იმედი იმის რომ ვიბლიანი ისევ მოვა ჩემთან და დამიძახეს ისე როგორც ჩვევია , გამომხედავს მაცდური მზერით და გაეღიმა , თავს დახრის და ამომხედავს , ჩემთან ახლოს მოვა და სუნთქვა გაუხშირდება , დაიბნევა და სულელ ბავშვს დაემსგავსება!
მაკვირვებს ეს საოცარი გრძნობა! როგორ შეიძლება ერთი თვის განმავლობაში ისე შეისწავლო რომ მისი ნაბიჯებიც კი იცოდე? იცოდე როდის არის ცუდად და როდის კარგად , უყურებდე მას თვალებში და ხვდებოდე რომ ეს ის თვალებია რომელიც მთელ მსოფლიოში ყველაზე ლამაზია , თუნდაც ის ძალიან უბრალო იყოს , როდესაც უყურებ და ხვდები რომ მის გარდა საერთოდ არავინ არ გინდა!
როგორ? როგორ ხდება ეს ყველაფერი? საიდან გვაქვს ეს ძალა რომ გვიყვარდეს?
უბრალოებაში ყველაზე დიდი სილამაზე დავინახოთ?
მაგრამ უბრალოება გვიყვარდება , უბრალოება ხდის ადამიანს განსაკუთრებულს...
მე ვიბლიანი იმის გამო შემიყვარდა რომ მაბრაზებდა? ეს ხო ძალიან დიდი სისულელეა!
უბრალოდ ის არ გავდა სხვებს! ის არ იყო ისეთი როგორიც ყოველი გამვლელი...
ალბათ ეს მხოლოდ ჩემთვის რადგან ის მხოლოდ მე მეკუთნოდა!
თუ ადამიანის გული გეკუთნის მაშინ ის შენია და აი იქ იწყება ახალი ისტორია! ახალი სიყვარულის ისტორია...
*******************************************************************************
გამვლელები ისეთი სახეებით მიყურებდნენ ჩემი თავი მძულდა , ვერ ვიტანდი როდესაც ხალხს ვეცოდებოდი , ახლა კი რატომღაც ეს საერთოდ არ მადარდებდა...
როდესაც გავიზარე რომ ტირილს არანაირი აზრი არ ჰქონდა და ჯობდა რამე გამაკეთებინა , ცრემლები მოვიწმინდე და ფეხზე წამოვდექი , მანქანის კარი გავაღე უნდა ჩავმჯდარიყავი მაგრამ ზუსტად ამ დროს მოვიდა მამუკა და წინ დამიდგა...
წინ დამიდგა და მგონი თვითონაც ვერ გარკვეულიყო ჩემთვის რისი თქმა უნდოდა , როდესაც აღარაფერი მითხრა მანქანაში ჩაჯდომა დავაპირე მაგრამ მაშინ შევაჩერე
-შენ მე შვილი დამაკარგინე - ჩუმად და მშვიდად ჩაილაპარაკა , თვალები ცრემლებით აევსო
-თვითონ დაკარგეთ შვილი - უხეშად ვუთხარი და მზერა ავარიდე
-შეგეძლო უბრალოდ გაჩუმებულიყავი - მხრები აჩეჩა მამუკამ და თავი გააქნია
-თქვენც შეგეძლოთ უბრალოდ თქვენი შვილისთვის კარგი გაგეკეთებინათ - ნიშნისმოგებით ვუთხარი და ძალით გავუღიმე - ახლა კი იქნებ გამიშვათ დათი უნდა ვიპოვო - ხმას ავუწიე
-უთხარი რომ მაპატიოს - დაუფიქრელად მიპასუხა და როდესაც ჩემს გაკვირვებულ მზერას მოკრა თვალი თავი დახარა
-მე მამაჩემს ამას არ ვაპატიებდი და დათის ის როგორ ვურჩიო რასაც თვითონ არ ვიზავდი? - დაბნეულმა ჩავილაპარაკე
-ერთადერთი რის გამოც ამ ქვეყანაზე ვცხოვრობ ეს ჩემი შვილია - მის სიტყვებში ნამდვილად იგრძნობოდა სიმართლე
-მეც მაგრამ თქვენ არ გჯეროდათ ჩემი - თავი გავაქნიე
-მე შენი კი არა დათისი არ მჯეროდა , მას არასდროს ყვარებია და არც ისეთი ბიჭი იყო რომ შენ შეყვარებოდი - გულწრფელად მიპასუხა
-თქვენ მე საერთოდ არ მიცნობთ - მოკლედ მოვუჭერი და ჩამოვშორდი
-მართალი ხარ იმაზე მაგარი გოგო ყოფილხარ ვიდრე წამომეგინა - ნაღვლიანად გამიღიმა - თუ ეს შვილს დამიბრუნებს ბოდიშსაც მოგიხდი და დაგეჩოქები
-თქვენ ბოდიში ისედაც მოსახდელი გაქვთ ყველაფრის გამო - გაღიზიანებულმა ჩავილაპარაკე
-მართალია - დამეთანხმა - ბოდიში კატო - თავი დახარა
-წავალ რა - მისი სიტყვები გავიგე მაგრამ ამაზე პასუხის დაბრუნება საჭიროდ არ ჩავთვალე , მზერა ავარიდე და მანქანაში ჩავჯექი
-გევედრები დათის ნუ დამაკარგინებ! დამეხმარე რა - დაიხარა და თავი მინასთან გააჩერა
-არამგონია რომ მე თქვენი დაშორება რამეში მჭირდებოდეს - თავი დავუქნიე და ბარის ტერიტორიიდან მანქანა საჩქაროდ გავიყვანე
არ ვიცოდი სად წავიდა დათი სად უნდა მეძებნა ამიტომ უაზროდ მიმყავდა მანქანა , ჯიბიდან ჩემი ტელეფონი ამოვიღე და ვიბლიანის ნომერზე დავრეკე
ზარი გადიოდა მაგრამ არავინ არ მპასუხობდა , დარწმუნებული ვიყავი ტელეფონი ხელში ეჭირა და ყოყმანობდა , ვერ გაეგო რა უნდა გაეკეთებინა , არ უნდოდა ჩემთან საუბარი...
მაგრამ საერთოდ არ ვაპირებდი თავის დანებებას , წუთში ერთხელ დავრეკავდი თუ საჭირო გახდებოდა და თავს არ დავანებებდი...
და როგორც იქნა რამდენიმე ცდის შემდეგ აიღო ტელეფონი დათიმ...
არაფერს არ ამბობდა , მხოლოდ მისი აჩქარებული სუნთქვა მესმოდა და საუბრის უნარს მეც ვკარგავდი
-დათი სად ხარ? - ძლივს გადავაბი სიტყვები ერთმანეთს
-რა მნიშვნელობა აქვს ხუჭუჭ - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა და დარწმუნებული ვიყავი რომ იღიმოდა
-შენი ნახვა მინდა , გთხოვ უნდა გელაპარაკო - მანქანა ერთ ადგილას გავაჩერე და ცრემლები მოვიწმინე ,
-ხომ გითხარი არა? დრო მჭირდება და მარტო ყოფნა მინდა კატო , არ მომძებნო , მოვა დრო და თვითონ მოვალ შენთან , ჩემზე არ ინერვიულო და გააგრძელე ცხოვრება ისე როგორც ცხოვრობდი!
-მაგრამ ჩემს ცხოვრებაში შენ შემოხვედი დათი და ისევ ისე როგორ გავაგძელო? - ხმა ამიკანკალდა
-ხვალ ჩემს ბარგს სახლიდან წამოიღებენ - ჩუმად ჩაილაპარაკა
-რა? - ვიყვირე - სახლიდან გადადიხარ? - სხეული ამიკანკალდა
-ასე აჯობებს , სახლში იქნები?
-არა არ ვიქნები! - ხმა გავამკაცრე იმის იმედით რომ არავინ არ მოვიდოდა
-ჩემს გასაღებს გამოვატან მაშინ , არ გაბედო ტირილი! - მკაცრად მითხრა - და ხვალ ლიზიკო გყავს წამოსაყვანი არ დაგავიწყდეს - მითხრა და ტელეფონი გამითიშა
ტელეფონი ხელიდან გამივარდა და თავი საჭეს ჩამოვადე , უფრო ატირდი და მანქანას მუშტების რტყმა დავუწყე, თითქოს ის რამეში დამნაშავე ყოფილიყო...
ამ წამს თავს ძალიან მარტო ვგრძნობდი , ისეთი ვინმე მჭირდებოდა ვინც დამამშვიდებდა და გამამხნევებდა
ცრემლები მოვიწმინე და მანქანა მთელი სიჩქარით მოვწყვიტე ადგილს , ყაზბეგზე გადავუხვიე და თემოს კორპუსთან გავჩერდი...
კარი გამოვაღე და შენობისკენ გავიქეცი , კიბეები სირბილით ავიარე და როდესაც თემოს სახლთან მივედი , კარებს მთელი ძალით დავუწყე ბრახუნი
კარი ანიმ გამიღო და როდესაც მე დამინახა გაუკვირდა , წესით მისი ნახვა აქ მეც უნდა გამკვირვებოდა მაგრამ იმდენად ვიყავი გათიშული რომ მის დანახვაზე ტირილი დავიწყე , მისკენ წავედი და მაგრად მოვეხვიე.
-კატო რა გჭირს? - დაბნეულმა მკითხა ანამ და თმაზე ხელი ჩამომისვა
ამ დროს ოთახიდან თემო გამოვიდა და მე რომ დამინახე ერთ ადგილას გაჩერდა , სახის გამომეტყველება შეეცვალა და სხეული დაეძაბა
-კატო რა გჭირს? - ისევ გაიმეორა ანამ და თვალებში ჩამხედა
-დათი - მხოლოდ ეს ვუთხარი რადგან სხვა სიტყვებს თავი ვერ მოვაბი ტირილისგან
-ვიბლიანს მოუვიდა რამე? - კიდევ უფრო დაიბნა ანა და სახლში შემიყვანა , დივანზე ჩამომსვა და თვითონაც გვერდით მომიჯდა
თემო ისევ ისე იდგა ხელებგადაჯვარედინებული და დარწმუნებული ვიყავი ამ ყველაფერს ვიბლიანს აბრალებდა
-არა - სუნთქვა მიჭირდა და ძლივს ვლაპარაობდი - მან მიმატოვა - ნაღვლიანად გამეღიმა
-და ამაზე ასე ძალიან რატომ დარდობ? - უხეშად მკითხა თემომ და ინტერესით მომაშტერდა - შენ ხო ვიბლიანი არ გავასებოდა? - მხრები აჩეჩა
-არ მევასებოდა? ეგ როდის გითხარი? - დაბნეულმა ვკითხე იმის მაგივრად რომ ყველაფერი მომეყოლა
-უყვარს შე იდიოტო რეებს ეუბნები! - ხმას აუწია ანამ და თემოს თვალები დაუბრიალა
-შენ რა ვიბლიანი გიყვარს? - გაკვირვებულმა წამოძახა თემომ და ჩემ წინ ჩაიმუხლა
-ჰო მიყვარს - ჩუმად ჩავილაპარაკე და თვალებში ჩავხედე
-და იცის შენი გრძნობების შესახებ ვიბლიანმა? - მისი კითხევით უკვე მაღიზიანებდა
-მასაც ვუყვარვარ - თავი გავაქნიე და მომაბეზრებელი გამომეტყველებით გავხედე ანას
-და მიგატოვა? სად არის მივალ და დაველაპარაკები - ფეხზე წამოდგა თემო და დოინჯ შეყრილი წინ დამიდგა
-არც მე ვიცი სად არის - მოკლედ მოვუჭერი და იქვე დაგდებულ ბალიშს მაგრად ჩავეხუტე
-შენი ცრემლების გამო მოვკლავ! - გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა თემომ და მუშტები შეკრა
-ჩემი ბრალია ეს ყველაფერი - ჩუმად ჩავილაპარაკე და მათ რეაქციას დაველოდე
ორივეს ძალიან გაუკვირდა ჩემი სიტყვები , ამას არ ელოდნენ, ალბათ მათ გონებაში ყველაფერი ვიბლიანს დაბრალდა და არც კი წამოედგინათ რომ მე შემეძლო მისი წყენინება..,
-და ესეთი რა გააკეთე? - დაბნეულმა მკითხა ანამ და მისკენ მიმატრიალა
-მოვატყუე - დაუფიქრებლად ვუპასუხე და თავი დავხარე
-შენ მოიტყუე? - გაუკვირდა თემოს ჩემი სიტყვები და ანას გვერდით ჩამოჯდა
-იმ დღეს როდესაც სამსახურიდან გამომაგდეს მამუკამ რაღც შემომთავაზა ვიბლიანთან დაკავშირებით მე კი უარი ვუთხარი , ეს საშინელება იყო და თავი შევიკავე რომ ვიბლიანისთვის მეთქვა , გუშინ კი დათიმ მამამისთან მიმიყვანა რადგან მას გავეცანი , მან კი უთხრა რომ მისი მიმტანი ვიყავი , ეს დათიმ არ იცოდა ადრე მოვატყუე რომ საავადმყოფოში ნათესავს ვეხმარებოდა , ჯერ ეს ეწყინა , ამას მაპატიებდა კიდევ ერთხელ რომ არ მომეტყუებინა - ცრემლები მოვიწმინდე და ფეხზე წამოვდექი , ფანჯარასთან მივედი და ქუჩას გადავხედე
-მას ძალიან უყვარხარ და დაბრუნდება კატო - გვერდით მომიდგა ანა და ხელები მომხვია
-ის სახლიდანაც წავიდა - ნაღვლიანად ჩავილაპარაკე და გამეღიმა
-ეს იმას არ ნიშნას რომ არ დაბრუნდება - ანამაც გამიღიმა და ლოყაზე მაკოცა
-იცი? თუ ესე ძალიან გიყვარს არ უნდა ნებდებოდე - დაბნეულმა ჩაილაპარაკა თემომ , ამ ბიჭმა არასდროს არ იცოდა ჩემთვის რა უნდა ეთქვა!
-არც დავნებდებოდი რომ ვიცოდე სად არის - ირონიულად ჩავილაპარაკე და შემდეგ ვინანე
-მისი მის მეგობრებთან და გაიგე სად შეიძლება იყოს - დაუფიქრებლად მიპასუხა და გამეღიმა
-ველაპარკე , მთხოვა რომ მისთვის დრო მიმეცა , ასეც მოიქცევი , დაველოდები მაგრამ თუ მის გარეშე ყოფნა აუტანელი გახდება მას მოვძებნი - გავუღიმე მათ და კარისკენ წავედი - წავალ მე , დაიძინეთ თქვენ - უეცრად ჩემი სიყუვები მეუცნაურა და ანას გავხედე - კაი ამ ყველაფერზე მერე ვილაპარაკოთ - ჰაერში საჩვენებელი თითი ავატრიალე
-მე გაგიყვან სახლში - უკან გამომყვა თემო და ქურთუკს ხელი დაავლო
-არა ვიბლიანის მანქანით ვარ - გავუღიმე - თან სახლში არ ვაპირებ წასვლას - კარები გამოვაღე
-გაგიჟდი შენ? - აენთო ანა - უნდა იბოდიალო ხო?! - ხმა გაამკაცრა - სახლში წადი კატო - წარბებშეკრულმა გამომხედა
-არა მამაჩემთან მივდივარ - მის სიტყვებზე გამეღიმა , ხოლო მათ რეაქციაზე ჩემი სიტყვების გაგებისას სიცილი ვერ შევიკავე და თავი დავხარე
-ეს სულ გაგიჟდა - გადაჩურჩულა თემომ ანას და გამიღიმა
-ანუ შენი ოჯახია? - ცრემლები მოადგა ანას და მომეხვია
-კი ჩემი ოჯახია - ცრემლები მოვწმინდე და ლოყაზე ხმაურიანად ვაკოცე
-გილოცავ - ბედნიერმა ჩაილაპარაკა თემომ და გამიღიმა - ძალიან გამიხარდა შენ თავს ვფიცავარ
-მადლობა - მეც გავუღიმე - წავალ ახლა და მერე შეგეხმიანებით - სახლიდან გავედი და კარი ნელა მივხურე...
************************************************************
უკვე მამაჩემის სახლის წინ ვიდექი და ვერ გადამეწყვიტა რა გამეკეთებინა , მივსულიყავი მასთან და როგორც მამიკოს გოგო მისთვის ჩემი გულის ტკივილი გამემხილა თუ სახლში წავსულიყავი და მარტო , სიბნელეში მეტირა?..
პირველი იდეა ნამდვილად უფრო მომწონდა ამიტომ კარზე დავაკაკუნე და გაღების მოლოდინში გავჩუმდი, სუნთქვაც კი შევიკავე...
კიდევ ერთხელ დავაკაკუნე და როდესაც არ გამიღეს ჩავთვალე რომ ეძინათ , უკან მოვტრიალდი და ღიმილით თავი გავაქნიე , მეცინებოდა იმაზე რომ ვერავინ ვერ ვიპოვე ვისაც გულს გადავუშლიდი
უეცრად თავბრუსხვევა ვიგრძენი და კედელს ავეკარი
-კატო კარგად ხარ? - გავიგე მამაჩემის ხმა რომელიც ჩემკენ სირბილით წამოვიდა და ხელი ჩამკიდა რომ არ წავქცეულიყავი
-ცუდად ვარ - ნაღვლიანად ვუპასუხე და ტირილი დავიწყე , მისკენ მივტრიალდი და ხელები მოვხვიე
თავიდან ლადოს ჩემი ქცევა გაუკვირდა , შემდეგ კი გაიაზრა რომ ყველაფერი რეალური იყო , ტავზე ხელი ჩამომისვა და ჩემ დაწყნარებას ეცადა
-რა ხდება? - დაბნეულმა მკითხა ლადომ და თვალებზე ცრემლები მოადგა - რატომ ტირი? - სახლისკენ წამიყვანა და კარი მიხურა
-ბავშვები სად არიან? - ჩუმად ვიკითხე რადგან სახლში სინათლე არ ენთოთ
-ლიზიკოს ძინავს და სანდრო თავის ოთახში მეცადინეობს - დაუფიქრებლად მიპასუხა და დივანზე ჩამომსვა , თვითონ კი სამზარეულოში გავიდა - ჩაის გაგიკეთებ გინდა? გესიამოვნება
-თუ არ შეწუხდებით - ცრემლები მოვიწმინე და შევეცადე მისთვის გამეღიმა
-აქ იმისთვის მოხვედი რომ თქვენობით მელაპარაკო? გთხოვ აღარ ვიყო უცხოებივით , შენ ჩემი შვილი ხარ კატო - ჩაიდანი გაზქურაზე დადგა და ფინჯანი გადმოიღო
-მამა - ჩუმად ჩავილაპარაკე თავი დავხარე , მეც განსხვავებული რაღაც ვიგრძნი როდესაც მას მამა დავუძახე
-რა თქვი? - დაბნეულმა მკითხა ლადომ და ფინჯახნი ხელიდან გაუვარდა , მე მიყურებდა და სხვა არაფერი აინტერესებდა
ფეხზე წამოვვარდი და სამზარეულოსკენ გავიქეცი , ნამსხვრევებს ხელი მოვკიდე და სანაგვეში ჩავყარე
-მე მამა მჭირდება - როდესაც მოვრჩი ლადოს გავხედე და თვალებიდან ცრემლები წამომივიდა
ის დაიბნა , გაეღიმა , თვალები გაუნათდა , ვერ გაიზარდა რა ხდებოდა , ჩემკენ წამოვიდა და გულში ჩამიკრა
-ჩემო პატარა გოგონა - ხმა უკანკალებდა და სახეს მიკოცნიდა
მე კი ვტიროდი და ბედნიერებისგან მეღიმებოდა
-რა ხდება? - გაისმა სანდროს დაღლილი ხმა და სინათლეე აანთო
-მე ვარ სანდრო - გავეცი პასუხი და სამზარეულოსდან გავედი
როდესაც მან ჩემი თვალები დაინახა სახეზე გაღიზიანება დაეტყო
-რა გჭირს? - ჩემკენ წამოვიდა - შენ ახლა მოხვედი ეს თვალები კი ესე უცებ ვერ ჩაწითლდებოდა - ექიმივით ჩაილაპარაკა და გამეცინა
-არაფერი , მიდი შენ იმეცადინე - ოთახისკენ ვანიშნე
-სანამ არ მეტყვი რა მოგივიდა აქ ვიქნები - ხმა გაამკაცრა სანდრომ და კედელს მიეყრდო
-რაღაცაზე უნდა ვილაპარაკოთ სანდრო - ჩემ მაგივრად უპასუხა ლადომ - დაგვტოვე და შემდეგ აუცილებლად დაგიძახებთ - შვილი მიაბრუნდა და როდესაც სანდრო ოთახში შევიდა მე მომიტრიალდა
გამიღიმა და ხელი ჩამკიდა , დივანზე ჩამომსვა , ჩაი გამომიწოდა თვითონ კი წინ ჩამომიჯდა
-აბა მომიყევი რა ხდება და ვინ გაწყენინა - პირდაპირ მკითხა და სერიოზული გამომეტყველებით მომაჩერდა
-სინამდვილეში კი მე ვაწყენინე - ჩაი მაგიდაზე ჩამოვდე და ფეხები დივანზე მოვკეცე
-დათის - თავი დამიქნია ლადომ და გამეღიმა , გამიხარდა რომ უსიტყვოდ გაიგო რა ხდებოდა
-იცი მამა - უეცრად გავჩერდი და თავი დავხარე - განსხავებული გრძნობაა როდესაც მამას გეძახი - პირველა მივმართე შენობით და ამან ლადო გააღიმა
-მე კი ამის გამო უზომოდ ბედნიერი ვარ - ხელზე მაკოცა და გამიღიმა
-დათის ძალიან ვაწყენინე , ის სახლიდანაც კი წავიდა , მითხრა რომ დრო მიმეცა მისთვის , ასეც ვიქცევი , მაგრამ არ ვიცი სწორია ეს? - ნაღვლიანმა ჩავილაპარაკე
-მე შენ მაგივრად მისთვის ვიბრძოლებდი , მაგრამ მე კაცი , შენ გოგო - გამიღიმა ლადომ - რადგან ვიბლიანმა გითხრა რომ დრო სჭირდა მაშინ უნდა მისცე ეს დრო და თუ უყვარხარ აუცილებლად დაბრუნდება
-თუ არ დაბრუნდება? - შეშინებულმა ვკითხე
-მაშინ არ ყვარებიხარ - მხრები აჩეჩა ლადომ
-ან ძალიან ვაწყნინე , ისე რომ ვერ მაპატია - თავი დავხარე
-ეგ არ დაიჯერო ჩემო გოგონა - გაეღიმა ლადოს - თუ ადამიანი უყვართ მაშინ არ არსებობს ცნება ვერ ვეპატიებ! - ამაყად ჩაილაპარაკა და მის სიტყვებში ესე უეცბ დამარწმუნდა
-და რომ მოვძებნო და დაველაპარაკო ? - ცრემლები წამომივიდა
-დაელოდე , თუ მისი სიყვარულის გჯერა მაშინ ისიც დაიჯერე რომ დაბრუნდება - ხელი მომხვია და გულში ჩამიკრა
-და მამა შენ არ იცი მე როგორი ვარ , თუ რამდენიმე დღე არ გამოჩნდა ჩავთვლი რომ საერთოდ არ ვაინტერესებ - თავი გავაქნიე
-შენ დედაშენის ასლი ხარ ამიტომ ზუსტად ვიცი შენი ხასიათები , მერე რა რომ მას არ გაუზრდიხარ მაინც მას გავხარ , ის კი მამაცი ქალი იყო , სიყვარულის გამო ყველაფერი გააკეთა და სანამ წავიდოდი სამი ანგელოზი მაჩუქა - თავზე მაკოცა - შენც ზუსტად ვიცი რომ დათის მთელი ცხოვრება დაელოდები - გაეღიმა - ესე იქნება დამიჯერე
-შეიძლება აქ დავრჩე? - მას ავხედე და თავი მის კალთაზე ჩამოვდე - სახლში არავინ არ მყავს , მე კი მარტო ყოფნა არ მინდა - გავუღიმე
-ჩემთან დაიძინე! - უეცრად ვიღაცამ მკაცრად ჩაილაპარაკა და სირბილით წამოვიდა ჩემკენ , ხელზე ხელი მომკიდა და როგორც იცოდა ისე საყვარლად გაიღიმა
-მიდი ლიზიკოსთან დაიძინე - მითხრა ლადომ და გამიღიმა , ლიზიკოს ლოყაზე აკოცა და მას გამაყოლა
-შენ რატომ არ გძინავს? - ხმა გავამკაცრე და წარბებშეკრულმა გავხედე ლიზიკოს , არ მინდოდა ტირილი დამტყობოდა
-ვიბლიანს შენ ყველაფერს ურჩევნიხარ და ის აუცილებლად დაბრუნდება! - მხიარულად ჩაილაპარაკა ლიზიკომ და ოთახისკენ სირბილით წავიდა - შენ კი აღარ იტირო რა - როდესაც გაახსენდა რომ ჩამოვრჩი ჩემკენ გამოიქცა და ფეხელბზე ხელები მომხვია
მეც მისკენ დავიხარე , ჩემს პატარა გოგონას გავუღიმე , ხელში ავიყვანე და საწოლში ნაზად ჩავაწვინე
**************************************************************
ორი კვირის შემდეგ...
-აუ კატო დამეხმარე რა! - რაღაცას აჩქარებით წერდა სანდრო და თან მე გამომხედავდა ხოლმე
-აუ წინ გიდევს წიგნი და ჩემი დახმარება რაში გინდა? - მომაბეზრებელი გამომეტყველებით გავხედე და დავეჯღანე
-აუ კაი რა , არაფერს აკეთებ მაინც და დამეხმარე - მუდარით გამომხედა და ისევ წიგნებს მიუბრუნდა
ფეხზე წამოვდექი და მისკენ ზოზინით წავედი , უეცრად ჩემს ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა
-მოიცა - სიცილით ვუთხარი სანდროს და საწოლზე გადავხტი
უცხო ნომერი მირეკავდა რამაც გამაკვირვა , გონებაში პირველი ვიბლიანი გამახსენდა და ტელეფონს შეშინებულმა ვუპასუხე....

*********************************
ხვალ დავდებ ბოლო თავს. ველოდები თქვენს შეფასებებს.



№1 სტუმარი Guest nita

moutmenlad veli kovel sagamos axal tavs. magari gogo xar.imedia sherigdebian.momcons vibliani

 


№2 სტუმარი .......

gtxov es wyvili ertad datove..

 


№3  offline წევრი isterichka123

kaia kai male dade

au ramagaria dzalian momewona gagrdzele

 


№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

Gamixarda ojaxtan urtiertoba ROM gampaswora da daaxlovdnen.imedia chveni datic gamochndeba da chveni gogo masac shearigebs mamas
--------------------
ლანა

 


№5 სტუმარი mtvaro svani

au rogor mixaria ojaxi rom yavs da vibliani brundeba darcmunebuli vaaaaaaar.mixariaaa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent