ჰომოსექსუალიზმისგან განკურნებული(ნაწილი 1
''გძულდეს ცოდვა და არა ცოდვილი!'' თამთა გორდეზიანი ახალგაზრდა ფსიქოლოგი თავის კაბინეტში იჯდა, ემოციურად საშინლად გადატვირთული იყო, იმ დღეს ახალგაზრდა ბიზნეს ლედისთან ქონდა გასაუბრება მიუხედავათ წარმატებული კარიერისა ქალბატონი ვერ თავისუფლდებოდა წარსულის იარებისგან, საქმე ის არის რომ ის სკოლის პერიოდში საკმაოდ მწვავე ბულინგის მსხვერპლი იყო, ბავშვობაში მიღებული ტრავმა მას მძიმე ტვირთად აწვა, ალბათ ერთი შეხედვით სასაცილოა ოცდაცამეტი წლის წარმატებულ ქალს ჯერ კიდევ ახსოვდეს და სტანჯავდეს სკოლის დროინდელი უსიამოვნებები, მაგრამ თამთას გამოცდილ ფსიქოლოგს კარგად ესმოდა თუ როგორ შეიძლება ადამიანს ფსიქიკა დაუმახინჯოს ბავშვობაში გადატანილმა ტკივილმა, ბულინგი ეს ისეთი მოვლენაა რაც ბევრ ადამიანს სამუდამოდ ასვამს დაღს, თამთა ყველანაირად შეეცადა ქალბატონის მდგომარეობაში შესულიყო და მისთვის სასარგებლო რჩევები მიეცა, მოეჩვენა რომ მისი საუბარი ქალბატონს დაეხმარა, თუმცა ერთი და ორი სეანსი არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ მას ეს პრობლემა დაეძლია. -თამთ რას შვრები, არ წავიდეეთ? კაბინეტში შემოვიდა დიტო, თამთას ყოფილი კურსელი, მეგობარი და ახლა უკვე კოლეგა, დიტო და თამთა პირველივე დღიდან დამეგობრდნენ, უამრავი საერთო აღმოაჩინეს საათობით შეეძლოთ ელაპარაკათ და ემსჯელათ ყველაფერზე, დიმიტრი წიკლაური მაღალი საკმაოდ სიმპატიური მამაკაცი იყო ბევრ გოგოს მოსწონდა უნივერსიტეტის პერიოდიდან მოყოლებული, თუმცა ეს თავიდან შემდეგ გოგოები ვეღარ უგებდნენ ამ მეტისმედად ჭკვიან, ფილოსოფიურად მოსაუბრე ყმაწვილს, ერთადერთი ვინც მას გაუგო მასავით მეტსმეტად ჭკვიანი თამთა იყო, ყველას ეგონა, რომ მათი ეს მეგობრობა შემდგომში სიყვარულში გადაიზრდებოდა, თუმცა სე არ მოხდა, თავად თამთასაც უკვირდა რატომ არ შეუყვარდა ადამიანი რომელიც ყველაფერში უგებდა და რომელთან ყოფნა და საუბარი უაღრესად საინტერესო იყო თუმცა შემდეგ როგორც ფსიქოლოგმა დაასკვნა, სიყვარული ხომ საერთოდაც ურთულესი ცნებაა ის საერთოდაც არაფერზე არ არის დამოკიდებული, სიყვარულით შეიძლება შენგან აბსოლიტურად განსხვავებული ადამიანი შეგიყვარდეს. -ჰოო დიტო წავიდეთ, დღეს სადმე კაფეში შევიაროთ კარგიი? -კარგი თაამთ ოღონთ იცოდე დღეს შენ მოგიწევს ჩემი დაპატიჟება იმიტომ რომ ფულის კატასტროფულ დეფიციტს განვიცდი! ........ კაფეში ნახევარ საათზე მეტი არ გაჩერებულან ყავა დალიეს ნამცხვარი მიირთვეს და ახლა სუფთა ჰაერზე დასეირნობდნენ, თამთა სპეციალურად წელავდა დროს არ უნდოდა შინ მისვლა, საქმე მის ოჯახის წევრებში იყო, ის სხვებს ეხმარებოდა ფსიქოლოგიური პრობლემების დაძლევაში თუმცა თვითონაც ქონდა ერთი პრობლემა რაც მის ბავშვობასთან იყო დაკავშირებული ეს პრობლემა მამამისის საშუალებით გაუჩნდა. მამამისს ბატონ გივის საზოგადოებაში ნამდვილი ქართველი ვაჟკაცის სახელი ქონდა თუმცა ის სინამდვილეში ერთი ჩვეულებრივი მოძალადე იყო, ის არ ერიდებოდა ორი მცირეწლოვანი ბავშვის თვალწინ ცოლის დამცირებას, დაცინვას, არცთუ იშვიათად კი ცემასაც კი, ერთხელ როდესაც თამთა იქნებოდა ასე ჩვიდმეტი წლის, მამა საშინლად მთვრალი დაბრუნდა რომელიღაც ქეიფიდან, ცოლს რაღაცაზე აუშარდა, როდესაც მან ოდნავი შეპასუხება გაბედა განრისხებულმა მამაკაცმა ის ფეხქვეშ გაიგდო, ამის შემყურე ეკუნას თამთას უმცროს დას ისტერიკული ტირილი აუტყდა, თუმცა განრისხებულ მამაკაცს აინუნშიც არ ჩაუგდია უმცროსი ქალიშვილის ტირილი ისე იყო ''სათაყვანებელი მეუღლის'' ცემით გართული, მეზობლები, რომ არ შემოსულიყვნენ ალბათ ცოლს მოკლავდა კიდეც. იმ ღამეს ეკუნა თამთას ოთახში დაწვა მთელი ღამე შიშისგან ბორგავდა. ბატონმა გივიმ მეორე დილით ქალბატონი ნინელი ბოდიშებით გაავსო და მისი მხეცობა ალკოჰოლს დააბრალა, მანაც დიდსულოვნად მიუტევა და გაგრძელდა ჩვეულებრივი ოჯახური ცხოვრება, ეს მხოლოდ ერთი იყო მრავალი შემთხვევიდან, ფხიზელსაც არაერთხელ უცემია პატივცემულ მამას დედა ამას რატომღაც სულ ბავშვების თვალწინ აკეთებდა, თავიდან თამთას არ ესმოდა რატომ ხდებოდა ეს შემდეგ კი რამდენიმე ახსნა უპოვა ამ მოვლენას, პატივცემული ბატონი გივი შეიძლება ამ ქმედებით ხაზს უსვამდა თავის სრულ ძალაუფლებას დანარჩენ ოჯახის წევრებზე, შეიძლება გოგოებს აფრთხილებდა რომ დედა მათთვის მაგალითი ყოფილიყო და თუ ''წესიერად'' არ მოიქცეოდნენ მათაც იგივე ბედი ელოდათ, თამთამ არაერთხელ სთხოვა ქალბატონ ნინელის მამას გაშორებოდა, მაგრამ ის ოჯახის დანგრევას არ ჩქარობდა შეიძლება გულის სიღრმეში სჯეროდა, რომ ამ ამბავს შეიძლება კარგი დასასრული ქონოდა, დასასრული კი ასეთი იყო ახლა ამდენი სმისგან დაავადებულ ქმარს ქალბატონი ნინელი თავზე დასტრიალებდა და ცივ ნიავს არ აკარებდა, თავი ჭეშმარიტი ქართველი მანდილოსანი ეგონა, რომელმასც ღირსეულად აპატია ქმარს შეცდომები ოჯახი შეინარჩუნა და შვილებს მამა არ დაუკარგა, ჰმ რაში სჭირდებოდათ ბავშვებს ისეთი მამა რომელმაც მათ ფსიქიკა დაუმახინჯათ? ამ კითხვაზე პასუხი თამთას არ გააჩნდა, არა თამთას შემთხვევაში ვერ იტყოდით ფსიქიკა აქვს მას დამახინჯებულიო, რადგან ბავშვობიდან საკმაოდ ძლიერი ადამიანი იყო ფსიქოლოგიურად, უბრალოდ მშობლების მიმართ რაღაც გაურკვევლი გრძნობები ჰქონდა, სამწუხაროდ იგივეს ვერ ვიტყოდით ეკუნაზე, ის საკმაოდ ემოციური სუსტი ბავშვი იყო, დაუსრულებელმა კოშმარულმა სცენებმა ის უცნაურ კარჩაკეტილ მოზარდათ აქცია, ყველას და ყველაფერს ერიდებოდა, მეგობრების ყოლა არ უნდოდა, ბიჭებს გაურბოდა, პატარაობაში თამთა მასთან საკმაოდ ახლოს იყო და ცდილობდა რამეთი ენუგეშებინა, თუმცა შემდეგ უნივერსიტეტზე და სამსახურზე ისე გადაერთო ეკუნასთვის დრო ნაკლებად რჩებოდა. ........ -დიტო არ შემოხვაალ? კითხა თამთამ მას როდესაც სახლს მიუახლოვდნენ. -რავი თაამთ შენები რას იტყვიან?! -რა უნდა თქვან კაი რაა, ჩემი მეგობარი ხარ და მინდა ჩემთან შემოხვიდე, უარს არ მივიღებ იცოდე შემოხვალ და მორჩა! ისეთი კატეგორიული ტონით უთხრა დიტომ შეპასუხება ვეღარ გაბედა და შეჰყვა. ბატონი გივი დივანზე იყო გამწესებული ფეხბურთს შეჰყურებდა ქალბატონი ნინელი თავს დასტრიელებდა, სტუმარი რომ დაინახა მუშტრის თვალით შეათვალიერა შემდეგ კი შეიპატიჟა, თამთა და დიტო ჩაის სვამდნენ როდესაც კარი გაიღო და ეკუნა შემოვიდა თავის მეგობართან ერთად, დიტომ შეხედა მაღალ უბრალოდ ჩაცმულ წაბლისფერთმიან, ცირფერთვალება გოგოს და თვალი გაუშტერდა, თამთამ შეამჩნია ეს და გაიღიმა. -დიტო გაიცანი ეს ჩემი დაა ეკუნა! დიტო დაიმორცხვა და ეკუნას მიესალმა, მან სალამის ნიშნად გაუღიმა და დედამისს გასძახა: -დედა მე და მაშო მაღლა ჩვენს ოთახში ავალთ უნდა ვიმეცადინოთ! ეს თქვა და მეგობართან ერთად კიბეებზე ავიდა. თამთამ თვალი გააყოლა დას და მის ეგრეთწოდებულ მეგობარს, არაა რაღაც არ მოსწონდა ამ მაშოში მის მზერაში რაღაც მახინჯს გრძნობდა, მაშო ეკუნას ერთადერთი მეგობარი იყო რომელიც მან პირველ კურსზე გაიცნო და საშინლად მიეჯაჭვა, თითქოს ის ჩვეულებრივი გოგო იყო სასიამოვნო ნაზი, მაგრამ თამთა ქვეცნობიერულად გრძნობდა, რომ რაღაც ისე ვერ იყო როგორც უნდა ყოფილიყო. ...... -წავალ ბავშვებს ნამცხვარს ავუტან! თქვა ქალბატონმა ნინელიმ და კიბეებს აუყვა. თამთა ცდილობდა საუბარში აეყოლიებინა დიტო მიუხედავათ იმისა, რომ ის ფიქრებით სადღაც დაფრინავდა. უცებ საშინელი კივილი გაისმა, გულგახეთქილი თამთა მაშინვე კიბეებზე ავარდა, დედამისს სახეზე ფერი არ ედო, ნამცხვრები ძირს ეყარა. -დედა რა მოხდა? ქალბატონმა ნინელიმ ერთი საშინლად დაიწივლა და გული წაუვიდა. -მაშო წადი მე მოვაგვარებ ამ საქმეს! ეკუნას ეგრეთწოდებულმა მეგობარმა მათი სახლი სასწრაფოდ დატოვა. ....... -დედა გამაგებინე რა მოხდა? გონზე მოსულ დედას თავზე დასტრიალებდა თამთა. ქალბატონმა ნინელიმ საშინელი ზიზღით სავსე მზერა ესროლა იქვე მდგარ ეკუნას. -რო შევედი ეს და ის გოგო ერთმანეთს კოცნიდნენ ტუჩებში! ძლივს გასაგონი ხმით ჩაილაპარაკა ქალბატონმა ნინელიმ. თამთას გული თუ არ გაუსკდებოდა არ ეგონა. - სიმართლეს ამბობს? შეეკითხა ბატონი გივი იქვე მდგარ ეკუნას. -ჰოო ჰოოო სიმართლეა მე და მაშო ერთმანეთს ვკოცნიდით, დიახ მე ლესბოსელი ვარ, რას ვიზამთ ისეთი არ ვარ როგორც თქვენ გინდათ! ეს თქვა თუ არა ბატონი გივი მივარდა სახეში გაარტყა და ცემა დაუწყო. თამთამ ძლივს მოახერხა მამამისის შეჩერება. -ახლავე წაეთრიე ჩემი სახლიდან დამპალო ბუნების შეცდომა, რო გიყურებ გული მერევა. დღეიდან ჩემი შვილი აღარ ხარ! სხაპასხუპით მიახალა ბატონმა გივიმ. ეკუნა სასწრაფოდ ავარდა ოთახში ბარგი ჩაალაგა და იქიდან გავარდა. თამთა შოკირებული იჯდა და ვერ ინძრეოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.