შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის შიშის სინდრომი (20) დასასრული.


3-10-2016, 21:26
ავტორი Genius))
ნანახია 3 686

როდესაც ვინმეს ზღაპრის დაწერა უნდა პირველი რაც თავში აგონდება ეს ისტორიაა სიყვარულზე , ეს მხოლოდ იმიტომ რომ ზღაპარი არარეალურს ნიშნავს ხოლო ბევრს არ ჯერა რომ შეიძლება სიგიჟემდე ცხოვრებაშიც შეუყვარდეთ...
სიყვარული - ეს ღვთის საჩუქარია , ნუ ეს უბრალოდ სიტყვაა , მაგრამ შეიძლება შენს მთელ ცხოვრებას აღნიშნავდეს , იმ მომენტიდან როდესაც შენი გული გამალებით იწყებს ძგერას , იმ მომენტამდე საანმ შენს მეუღლეს ბოლოჯერ გახედავ და კიდევ ერთხელ ეტყვი რომ უზომოდ გიყვარს...
კი შეიძლება! შეიძლება ადამიანს ისე შეუყვარდეს როგორც ის ზღაპრიდან გადმოცემულ სიყვარულს აღიქვამს , საერთოდ ადამიანის სიყვარულის საზღვრები იქ გადის სადამდეც მას მისი სჯერა , რამდენადაც ძლიერი ჰგონია ის იმდენად უყვარდება...
როდესაც რეალობა ზღაპარზე უკეთესია ზუსტად ამას ეძახიან ადამიანები ზღაპარს , მათ ზღაპარს , რომელიც აწყობილია მათ სიყვარულზე და უბრალოდ არ ჯერათ რომ ეს ნამდვილია...
მე ჩემს ცხოვრებას ზღაპარს ვუწოდებ!
ის იმაზე კარგია ვიდრე ვოცნებობდი , ხომ იცით მე სიყვარულზე გაგიჟებული ადამიანი არასდროს ვყოფილვარ და შესაბამისად უბრალოდ იმაზე ვოცნებობდი რომ ბედნიერად მეცხოვა...
დღეს კი უბედნიერესი ვარ , ბევრი ტკივილის შემდეგ ის მივიღე რაც მინდოდა , მაჩუქეს ის ბედნიერება რომელსაც ვეძებდი , ოჯახზე რომ არაფერი ვთქვათ გვერდით მყავდა ადამიანი რომელიც ჩემი ოცნებებიდან დედამიწაზე ჩამოყვანილს გავდა...
ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა დათი ვიბლიანი , რომ დავიფიქრდეთ ძალიან ბევრი საერთო გვქონდა , ზუსტად ერთი ნაბიჯი მაშორებდა მასთან , მე ხო მამამისის ბარში ვმუშაობდი და შემეძლო ის ადრეც გამეცნო , მაგრამ როდესაც შენი ბედი ესეთია მას ვერანაირად ვერ შეცვლი...
მაინც მინდა რომ ჩემზე ვისაუბრო , მაინც მინდა გაიგოთ რა ვიყავი და ამ ყველაფრის შემდეგ რა გავხდი...
ამ ყველაფერმა კი მხოლოდ ერთი რამ მასწავლა , იმედი ყოველთვის უნდა არსებობდეს!
რაც არ უნდა ცუდი ხდებოდეს შენს გულში თუ გონებაში უნდა ანათებდეს ის პატარა ნაპერწკალი რომელიც მოგასწავლის რომ რამდენი დღის , კვირის თუ წლის შემდეგ ის გაიზრდება და შენს გულს სრულიად მოიცავს , ანუ შენთანაც მოვა ის ბედნიერება რის გამოც ამდენი ხანი ცრემლებს ღვრიდი...
მე კატუშა ონიანი ერთი უბრალო გოგონა ვარ , მშობლების გარეშე მაგრამ საუკეთესოდ აღზრდილი , ვერ ვიტყვი რომ უზრდელი ვარ მაგრამ როდესაც ადამიანს ენას ვუბრუნებ ზუსტად ვიცი რომ ის ამას იმსახურებს , თბილი ვარ , ვგავარ დედას , როგორც მომიყვეს ის საუკეთესო ადამიანი ყოფილა ბავშვობიდან , აი ისეთი გულში წყენას არასდროს რომ არ ინახავენ , ყველა უყვართ და მათ ჩვენულებრივად არ ესმით რას ნიშნავს სიძულვილი , ის მკაცრი იყო , მიმწოლი ჯინიანი და ვთვლი რომ ეს ადამიანში აუცილებელი თვისებებია , არ ყოფილა პირდაპირი მაგრამ ზოგჯერ ეს ადამიანის ნაკლია , არც მე ვარ ესეთი , არ შემიძლია ადამიანს პირში ვუთხრა ის რაც მას გულს ატკენს როდესაც ამაში დარწმუნებული ვარ... ხო დედას ვგავარ და ეს მეამაყება , მერე რა რომ მან შეცდომა დაუშვა და მიმატოვა , მე ვხევად მის გაზრდილ ორ ადამიანს და თვალწინ წარმომიდგება როგორი იქნებოდა ის ჩემთან , ამაზე სულ მეღიმება და ჩემდაუნებურად თვალებიდან ცრემლები მომდის...
ყველაზე კარგი დღეები იყო ჩემთვის რომელიც მამასთან გავატარე , ყველაზე ბედნიერი კი მაშინ ვიყავი როდესაც ის ჩემმა გულმა მამად მიიღო და ძველი წყენა დაივიწყა , წყენა თუ იმედგაცრუება ეს უკვე აღარ მადარდებს , ეს უკვე მეორე კვირაა რაც მამათან ერთად ვარ , მას ყველაფერს ვაყოლებ მათ ცხოვრებაზე და ამას ინტერესით ვისმენ , როდესაც მათ სიყვარულზე მიყვება და თავდახრილი იღიმის უბრალოდ მაჟრიალებს და ვხვდები რომ უდიდესი სიყვარულის ნაყოფი ვარ , ის კარგი ადამიანია , იმაზე კარგი ვიდრე ველოდი , გულჩვილი სრული ამ სიტყვის განმარტებით , უზომოდ თბილი და შეიძლება ეს მისი ცხოვრების დახსახურებაა , ხშირად მეუბნება რომ ცხოვრებაში ყოველთვი კარგი უკნა დავკეთო , ტყუილი , ბოროტება გვერდით უნდა გადავდო და მტერსაც კი ღიმილით შევხვდე , მიყვარს როდესაც ამაყად წარმოთქვამს სიტყვებს "შვილო ეს შენი მთავარი იარაღია!" , შემდეგ გამიღიმებს და შუბლზე ნაზად მაკოცებს , გეფიცებით ეს ერთი წამი ჩემთვის მთელი ცხრამეტი წელია მის გარეშე , მასთან ერთად პატარა ბავშვი ვარ და მგონია რომ როდესაც შევხვდი მაშინ დაიწყო ჩემი ცხოვრება თავიდან , "თვიდანში" კი ვგულისხმობ იმ პირველ ტირილს , პირველ ჩასუნთქვას რომელსაც ბავშვი ქვეყანაზე მოვლენისას აკეთებს , ჰო როდესაც ის ვნახე მე პირველად ჩავისუნთქე თავისუფლად და მგონია რომ ცოტახანში იმ პერიოდამდე მივალ როდესაც პირველი ნაბიჯები უნდა გადავდგა მამასთან ერთად და ამაყად ვთქვა რომ მამიკოს გოგო ვარ...
იცით მხოლოდ ერთი ადამიანის გამო შეიცვალა ჩემი ცხოვრება , ის რომ არა მე დღეს ისევ იმ ბინაში ვიქნებოდი და ყოველ ორ დღეში სამუშაოზე მომიწევდა გასვლა რომელიც ჩემთვის უზომოდ დამღლელი იყო , დათი ვიბლიანი რომ არა ჩემს ცხოვრებას აზრი არ მიეცემოდა...
იცით დავფიქრდი და მივხვდი რომ ცხოვრებას აზრს სიყვარული აძლევს , როდესაც არ იცი ეს გრძნობა რა არის მაშინ უბრალოდ არავინ ხარ , ყოველი დღე შენთვის დამღლელია...
ჩემი სიყვარული მაღალია , შევგვრემანი და შავთვალება , საოცარი ღიმილით და იდიოტური ხასიათებით რომელიც სიგიჟემდე მიყვარს , ჩემი სიყვარული უბრალოა მაგრამ ყველაფერზე წრფელი , ყველაფერზე რეალური და გამორჩეული , ჩემი სიყვარული ერთი პიროვნებაა ამ მილიარდიდან და ეს მეამაყება...
მეამაყება ის ფაქტი რომ ყველაფრის მიუხედავად დღემდე ისევ ისე მიყვარს , ვგიჟდები მის შავ თვალებზე რომელებიც ყველას აშინებს , ვგიჯდები მის გამოხედვაზე როდესაც თავს დახრის ხოლმე და მის თვალებს პირდაპირ ჩემკენ მომართავს , ვგიჟდები როდესაც მეწინააღმდეგება და მისი ირონიით სავსე სიტყვები პირდაპირ გულზე მხვდება , შემდეგ კი უბრალოდ იწყება ბედნიერება! კი! როდესაც გიყვარს ჩხუბსაც კი ბედნიერებას დაარქმევ!..
მართალია როდესაც გიყვარს ყველაზე მტკივნეული მისი დაკარგვაა , მე დღეს ამ ტკივილს განვიცდი და ყველა დარეკვაზე , ყველა კარის გაღებაზე მგონია რომ ის ჩემთან მოვიდა , შემდეგ კი როდესაც ვიღაც სხვა შემეგებება მინდა მარტო ვიყო და ვიტირო , მაშინ მინდება რომ წარსული გავაქრო მაგრამ შემდეგ მახსენდება ის ფაქტი რომ ბედნიერებას ცხრამეტი წელი ველოდე და რადგან მაჩუქეს მისი წართმევის უფლებას არავის მივცემდი...
როდესაც იცი რომ ადამიანს უყვარხარ უნდა გაიაზრო რომ უპატიებელი არაფერია!
უნდა მივხვდე რომ სიყვარული იმდენად ძლიერი რაღაცაა რომ მთებსაც დაძრავს! ისე როგორც ლოცვა , მართალია შედარება განსხვავებულია მაგრამ ლოცვის შემდეგ ყველაზე დიდი ძალა სიყვარულს აქვს...
არსებობს მცნება რომ შეყვარებული ადამიანი გიჟად მოიხსენიება , ეს კი იმას ნიშნავს რომ მას ყველაფრის გაკეთება შეუძლია!..
თავის გაწირვაც კი ეს არ უნდა გაგიკვირდეს , რადგან გიჟს ჭკუა არ მოეკითხება!..
*****************************************************************************
ზუსტად ორი კვირა გავიდა იმ დღიდან როდესაც ვიბლიან მთხოვა მისთვის დრო მიმეცა , უკვე მოთმინებას ვკარგავდი და როდესაც ნაბიჯს ვდგამდი მასთან მისასვლელად რატომღაც ვჩერდებდი , რაღაც მიშლიდა ხელს , ტვინი გადამიტრიალდებოდა და უეცრად ის აზრი მებადება რომ ამ საქციელით მას ისევ დავკარგავ , ამიტომ უკან ვტირალდები და მის მოლოდინში უაზროდ ვუყურებ არემარეს...
როდესაც სახლში ვზივარვერ ვიძინებ , უბრალოდ არ შემიძლია თვალებ დავხუჭო და მშვიდად მივცე თავს დაძინების უფლება როდესაც ვიცი რომ ჩემი იდიოტი მეზობელი ჩემ გვერდით არ არის და სადღაც ის ისევ ჩემს ტყუილზე ფიქრობს...
როდესაც ვფიქროვ ვხვდები რომ არავინ არსებობს ვინც ამ ტკივილს გადამატანინებს , ამიტომ უფრო მენატრება ხოლმე ჩემი ვიბლიანი და საკუთარ გრძნობებზე ვბრაზდები...
ახლა კი როდესაც ვიღაც უცხო ნომერმა დამირეკა კიდევ ერთხელ გავბედე და ჩემს გულში ჩამქრალი იმედი ავანთე , ღმერთს შევევედრე რომ მისი ხმა გამეგო და ტელეფონს შეშინებულმა ვუპასუხე
-გისმენთ - ხმა ამიკანკალდა და თვალები დავხუჭე , გული შიშიდგან ორმაგად ცემდა და მეგონა სადაცაა შემდეგ დარტყმაზე გასკდებოდა...
-კატო - როდესაც გავიგე თემოს მხიარული ხმა მომინდა რომ ტელეფონი დამელეწა , სახე დავმანჭე და მუშტი საწოლს დავარტყი
-ხო თემო - შევეცადე გაბრაზება დამემალა და თბილი ხმით ვუპასუხე
-სად ხარ? - კიდევ უფრო გამხიარულდა და წარმოვიდგინე როგორ იღიმოდა
-მამაჩემთან რა იყო? რა გიხარია შენ და ანი დაინიშნეთ? - გამახსენდა რომ ასეთი ბედნიერი მაშინ იყო როდესაც მისი და ანის ურთიერთობას მიმალავდა
-მანდ გამოგიარო თუ სახლში? ბარში უნდა წავიდეთ , არ შეიძლება ესე სახლში ჯდომა - ხმა გაამკაცრა თემომ
-აუ რა ბარში! ხომ იცი რომ არაფრის თავი არ მაქვს - ნაწყენმა ჩავილაპარაკე
-იცოდე ძალით რომ მომიწიოს მანქანაში შენი ჩატენვა , ჩეგტენი და ისე წაგიყვან - ეშმაკურად ჩაიცინა თემომ
-მაგას ვერ იზავ , კარგად მიცნობ თემო და იცი რისი გამკეთებელიც ვარ - გამეღიმა და თავი გავაქნიე
-დიდი დიდი თავი გამიტეხო - სიცილით მიპასუხა მან
-ან იქნებ უკეთესი იდეაა ავარია? - ირონიულად ჩავილაპარაკე
-შენ მაგას მე არასდროს არ გამიკეთებ , ასე რომ მოემზადე ონიანო და გამოგივლი! - ხმას აუწია
-თემო არ მინდა! - მეც მას ავყევი
-მე მინდა! მომენატრა ჩემი მხიარული მეგობარი - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა თემომ და უეცრად გული გამითბა
-მეც მომენატრე მაგრამ... - თავი დავხარე, თითქოს მხედავდა
-არავითარი მაგრამ! - ტონი შეცვალა თემომ - ერთი სურვილი როგორ არ უნდა შემისრულო?
-კარგი ჰო - ვხვდებოდი რომ ძალიან ვქაჯობდი და ისიც არ მინდოდა რომ რამე წყენოდა
-ის შავი კაბა ჩაიცვი მე რომ მიყვარს კაი? - გაიცინა
-ის კაბა სახლში მაქვს - დაბნეულმა ჩავილაპარაკე
-არაუშავს მოვალ და მე წამოგიღებ - მომესმა გარბენის ხმა
-და გასაღები რომ აქ გაქვს? - გამეცინა
-ბებოს ვთხოვ - უემოციოდ ჩაილაპარაკა - კაი მოვდივარ და შენ გალამაზებული დამხვდი , ბანაობა თუ გინდა ახლა იბანავე და არ მალოდინო თორემ სააბაზონოს წამოვიღებ შენთან ერთად - სიცილით ჩაილაპარაკა და ტელეგონი გამითიშა
მეც გამეცინა და ფეხზე სიცილით წამოვედი , სანდროსთვის არც გამიხედია ისე გავედი ოთახიდან
-სად მიდიხარ? - დამწია უკან მისი გაბრაზებული ხმა და რომ შევბრუნდი კარებთან მდგომი დავინახე
-ბარში - გავუღიმე და ზურგი ვაქციე
-მეც წამოვალ - მხიარულად ჩაილაპარაკა სანდრომ და ჩემკენ წამოვიდა
-შენ ხვალ სკოლაში მიდიხარ! - საჩვენებელი თითი სახესთან ავუფრიალე - წადი და იმეცადინე! რომ მოვალ ყველაფრის ჩაბარებას მოგთხოვ! - ლოყაზე ხმაურიანად ვაკოცე და სააბაზანოსკენ სირბილით წავედი
ნაბანავები ვიყავი და ამიტომ მხოლოდ სახის გალამაზებას შევუდექი , მსუბული მაკიაჟი გავიკეთე და სარკეში ჩემს თავს გავუღიმე , ხომ იცით როგორ მიყვარს ეს მომენტი!
სააბაზანოდან რომ გამოვედი ლადო შემეფეთა და დაბნეულმა გამომხედა , ამათვალიერა და გამიღიმა
-რა ლამაზი ხარ - მხიარულად ჩაილაპარაკა და სამზარეულოსკენ წავიდა
მეც უკან გავეკიდე და პარკები გამოვართვი რომელიც ძალიან მძიმე მეჩვენა
-მე და თემო ბარში მივდივართ მა - გავუღიმე და პარკები დახლზე შემოვდე
-გაერთეთ - ლოყაზე მაკოცა და ლიზიკოსკენ წავიდა რომელიც წვნიანს მადიანად შეექცეოდა
-კაი - დაბნეულმა ჩავილაპარაკე და სიცილით წავედი კარისკენ რომელზეც ამ წამს გაისმა კაკუნის ხმა
თემომ რომ დამინახა კბილები დაკრიჭა და კაბა ხელში მომაჩეჩა , ხელები მხრებზე დამადო და ოთახისკენ გამაქანა , კარი მომიხურა და შემდეგ მგონი ლადოსკენ წავიდა
კაბა უცებ გადავიცვი და ოთახიდან გამოვედი , მამაჩემს გავუღიმე და თემოსთან ერთად სახლიდან გავედი...
მანქანა სახლის წინ იდგა , თემომ როგორც ჩვევია ხოლმე ჯერ მე ჩამსხვა ხოლო შემდეგ თვითონ მომიჯდა გვერდით , გამეღიმა და საჩქაროდ დაიძრა ადგილიდან
როდესაც გზა ვიცანი თემოს დაბნეულმა გავხედე , საშინლად არ მინდოდა ძველი მოგონებების გახსენება და ისევ მამუკას ბარში დაბრუნება , ყველაფერი იმ დღეს გავდა როდესაც მე და თემოს პირველად მოგვინდა ვიბლიანის ბარში მიმტანზე მეტი ვყოფილიყავით...
-სად მიგყავარ? - გაკვირვებულმა და თან ნაწყენმა ვკითხე და უემოციოდ გავხედე
-ბარში - ისე ჩაილაპარაკა ვითომც არაფერიო
-მაგრამ შეიძლება სხვაგან წავიდეთ მაინც და მაინც აქ რატომ? - მზერა ავარიდე
-იმიტომ რომ ყველაფერი დაივიწყო - უემოციოდ გამცა პასუხი და მანქანა გააჩერა
ჩვენს წინ თამუნდა იდგა და სიგარეტს ეწეოდა როგორც ადრე , როდესაც მანქანიდან გადავედი ჩემკენ წამოვიდა და ლოყაზე ისე მაკოცა როგორც იცოდა ხოლმე
მე კიდევ უფრო დავიბენი , ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა , რატომ გავდა ყველაფერი წარსულს , ყველა მოქმდება! თითქოს ისინი სცენარის მიხედვით მოქმედებდნენ
თემომ თამუნას ხელი გადახვია და ბარისკენ წავიდა , მე კი გამომხედა და თავით მანიშნა რომ გავყლოდი
ცუდი ფიქრების მოსაშორებლად თავი გავაქნიე და მას გავყევი
-თავი დამანებე! - უეცრად მომესმა ნაცნობი გოგონას ხმა და ინსტიქტურად მისკენ მივტრიალდი
გარემოსთვის თვალი არ მომივლია , ზუსტად იმ ადგილას გავიხედე სადაც ადრე ზუსტად ეს სანახაობა დამხვდა , არც შევმცდარვარ იქ მართლაც დამხვდა ნაცნობი გოგონა ბიჭთან ერთად
მიბრუნება მინდოდა მაგრამ რატომღაც ძალიან მომინდა იმ ადგილას მისვლა , ისევ მომინდა გმირობა , ამიტომ ამის ასრულება გავბედე და ნელი ნაბიჯებით , შეშინებული იქით დავიძარი საიდანაც ხმა მოდიოდა...
გოგონას გავხედე და მას ჩემი ნახვისას გაეღიმა , შემდეგ შეშინებულმა ბიჭისკენ გავიხედე და მის სხუელს მივაშტერდი , რომელიც ჩრდილში იმალებოდა და თანდათან ჩემკენ მოდიოდა
თანდათან მთელი სხეული მეძაბებოდა რადგან უკვე ვიცოდი ვინ აღმოჩნდებოდა ჩემ წინ , ვიბლიანს ველოდი და იმედები არც გამიცრუვდა...
როდესაც დამინახა ირონიულად ჩაიღიმა , მე კი ერთ ადგილას გავშეშდი , უკვე იმდენად მომნატრებოდა რომ გულმა ხტუნაობა დაიწყო , თვალებიდან ცრემლები წამომივიდა და სხეული ამიკანკალდა , ვიბლიანზე ამას გავლენაც არ მოუხდენია , გვერდი ამიარა და გოგონასკენ დაიძრა
-დათი - ჩუმად ჩავილაპარაკე და ჩემი ხმა ვერ ვიცანი
-ისევ გმიერობა მოგინდა? - ჩაიცინა მან და ჩემკენ მოტრიალა - მოვშორდე ხო?
-სად იყავი? ამდენი ხანი რატომ არ გამოჩნდი? - სიტყვებს ერთმანეთს ძლივს ვაბამდი
-შენ ის უნდა დაიცვა! - ირონიას არ აკლებდა მის სიტყვებს
-ანუ ვერ მაპატიე - გამეღიმა და მივტრიალდი , ნელა მივდიოდი და თავს მთელი ძალით ვიკავებდი რომ არ მეტირა
ვიბლიანს ჩემთვის არაფერი უთქვამს , გოგონასკენ წავიდა და ხელი ჩაჰკიდა
-თავი დამანებე! მოშორდი! - გოგონას ხმას უმატა და ცადა რომ თავიდან მოეშორებინა
-დარწმუნეული ხარ რომ ეგ გინდა? - ხმას აუწია ვიბლიანმა და ჩაიცინა
-თავი დაანებე , იქნე გაიაზრო რომ შენთან არ უნდა - გულმა ვერ მოითმინა და მაინც მივტრიალდი
ვიბლიანს გაეღიმა
მის ღიმილს ზიზღით სავსე მზერა შევგებე და ადგილიდან წამოვედი , თემოსთვის არაფერი მითქვამს გადავწყვიტე სახლისკენ წავსულიყავი...
ქუჩას ფეხით გავუყევი და ისევ ფიქრი დავიწყე , გული ძალიან მტკიოდა რადგან მეგონა რომ მან ვერ მაპატია და გადაწყვიტა ცხოვრება ჩემ გარეშე გაეგრძელებინა...
მაგრამ ყველაზე მეტად ის მტკიოდა რომ მე მის გარეშე არავინ არ ვიყავი , მის დამცინავ მზერას ვუყურებდი და მაინც მიყვარდა , ჩემს თავზე მეშლებოდა ნერვები და მთელი გულით მინდოდა დათი ვიბლიანი ჩემი ცხოვრებიდან სამუდამოდ გამქრალიყო... მზად ვიყავი ტკივილს გავმკლავებოდი მაგრამ სიყვარულს ვერა...
ვერც კი შევამჩნიე ისე წარმომივიდა თვალებიდან ცრემლები , როდესაც ლოყაბზე რაღაც ვიცი მიგრძენი მხოლოდ მაშინ გავიაზრე ეს , სახეზე ხელები ზიზღით გადავისვი და ტირილს ვუმატე...
-არ დაიღალე ჩემ გამო ტირილით? - გავიგე ვიბლიანის ხმა და თავი ავწიე , ის ჩემ წინ იდგა და უემოციოდ მიყურებდა , მაგრამ თვალები მაინც სხვას ამბობდნენ
-რას აკეთებ? რა გინდა ჩემგან? - ხმა ამიკანკალდა და გამეცინა - თუ გინდა რომ მატკინო ეს გამოგდის - გავუღიმე და სვლა განვაგრძე
-მომენატრე - ისე ჩაილაპარაკა ვითომც არაფერიო
-ეს საერთოდ არ გეტყობა - ირონიულად ჩავილაპარაკე და თავი გავაქნიე
-ჰო ალბათ არ მეტყობა - მხრები აჩეჩა ვიბლიანმა და წინ დამიდგა
-სახლში მეჩქარება - მოკლედ მოვუჭერი და გვერდით გავუარე
-ჩემ გამო ნუ ტირი - მაინც დამეწია ვიბლიანის ხმა და გამეღიმა
ვერ გამეგო ამ ბიჭს რა უნდოდა , რას ცდილობდა და რატომ უნდოდა გავეწამებინე , ვუყვარდი თუ მართლა მისი მორიგი გართობა იყო ეს?...
**********************************************
სახლში ისე მივედი რომ ვიბლიანზე ფიქრი თავიდან არ მომშორებია , სულ იმაზე ვფიქრობდი და ვცდილობდი ამ გამოცანის პასუხი მეპოვა , არჩევნი ორი იყო , ან მართლა ვუყვარდი ან უბრალოდ ჩემით მაგრად ერთობოდა...
კიბეები ნელა ავიარე და ჩემს სახლთან გავჩერდი , გასაღები შევარჭე და კარი გამოვაღე , უკვე უნდა მომეხურა როდესაც ვიღაცის ძლიერმა ხელმა შემაჩერა და კარი შემოაღო...
შეშინებული უან გავხტი და გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა როდესაც წინ ვიბლიანი დავინახე ჩემოდნებით ხელში
-გამარჯობა ხუჭუჭ! - მხიარულად ჩაილაპარაკა და სახლში შემოაბინა , ჩემოდნები დივანთან დააგდო თვითონ კი ზედ მოთავსდა
-დათი რა ჯანდაბას აკეთებ? - დაბნეულმა ვკითხე და მას მივაშტერდი , ვერ გამეგო ამ დღეებს რატომ მახსენებდა
-მე სახლი ვიქირავე , რა უნდა მინდოდეს აქ? - მხრები აჩეჩა პატარა ვიბლიანმა და მისი ოთახისკენ წავიდა - ისევ ეს იქნება ჩემი ოთახი ხო? - ირონიულად ჩაილაპარაკა და მისი ოთახისკენ წავიდა
-ვიბლიანო მოიცადე - ჩქარა მისკენ წავედი და კარებთან წინ გადავუდექი - ან აქედან წახვალ ან ამიხსნი რას აკეთებ! - ხმა გავამკაცრე და ხელი გასასვლელისკენ გავიშვირე
-ღმერთო როგორ მენატრებოდი - ჩემი სახე ხელებში მოიქცია და კოცნით დამაჯილდოვა
-გამაგებინე რა ხდება! - ვიყვირე და ტირილი დავიწყე - უნდა გენახე , ესე როგორ მოდიხარ და მეუბნები რომ გენატრებოდი? ჯერ ჩემს გრძნობებზე თამაშ იწყებ და - თავი გავაქნიე - თუმცა ახლაც თამაშობ! კარგი რადგან ესე გინდა! რადგან თვლი საჭიროდ გამაწამო მაშინ მეც აქ ვარ , როგორც ადრედაიწყე თამაში დღესაც იგივეს აკეთებ , კარგი ვითამაშოთ მაგრამ ისიც იცი რომ მე არასდროს ვნებდები , გრძნობების მიუხედავად! - მთელი ემოციით ვლაპარაკობდი და ხელებს ჰაერში ვიქნევდი
-კარგი - ისე ჩაილაპარაკა ვიბლიანმა ვითომც არაფერიო , ჩემს სახეს რომ გადააწყდა გაეღიმა და ოთახის კარი შეაღო
-ვაიმე შენ რატომ გადაგეყარე! - გამწარებულმა "წავიკივლე" და ჩემი ოთახისკენ ჩქარი ნაბიჯებით წავედი
-უბრალოდ შენი ბედი ვარ - სიცილით მომაძახა ვიბლიანმა და ოთახიდან თავი გამოყო
-ვიცი! - ვიყვირე და ჩემი ოთახის კარი მთელი ძალით მივაჯახუნე
**********************************************************************
მეორე დღეს ბიჭების ხმამ გამაღვიძა , ოთახიდან ნახევარად მძინარე გავლასლასდი და საღამურებში გამოწყობილი კარებს მივეყრდენი , თვალებზე ხელები გავისვი როგორც პატარას ბავშვს
-თვალებს ითხრი ხუჭუჭ? - გავიგე ვიბლიანის დამცინავი ხმა და მას გავხედე
როდესაც ლევანი და ანდრია დავინახე სახეზე ღიმილი გადამეფინა
-შენ არ ამოგთხარო იმაზე იფიქრე - ვიბლიანს გავუღიმე და მივბრუნდი - ბიჭებო ახლავე მოვალ - ხელი ავუწიე და სააბაზანოსკენ გავიქეცი
ხელპირი დავიბანე , მოვწესრიგდი , იქვე დაგდებული შორტი ამოვიცვი და უბრალო მაისურს დავავლე ხელი , როდესაც ჩემი თავი მომეწონდა , სარკეს გავუღიმე და ბიჭებთან დავბრუნდი
-აბა რა გამოვტოვე? - მხიარულად ჩავილაპარაკე და ორივე გადავკოცნე , შემდეგ ვიბლიანს გვერდით მივუჯექი და გავუღიმე
-გაგჭორეთ ისეთი არაფერი - იორნიულად ჩაილაპარაკა ვიბლიანმა
-თქვენ ისევ ერთად ხართ ხო? - დაბნეულმა გაიცინა ლევანიმ და ანდრიას გადახედა
-არა! - დაუფიქრებლად წამოვიძახე მე
-კი! - და ზუსტად იმ წამს შეასწორა ჩემი პასუხი პატარა ვიბლიანმა
-ვგიჟდები ამ წყვილზე ღმერთო! - სიცილი დაიწყო ლევანიმ და დივანზე გადაწვა
-მეც მეც! - ანდრიასაც გაეცინა და ლევანის მხარი გაკრა
მე და ვიბლიანმა ერთმანეთს გადავხედეთ , მას გაეღიმა მე კი დავეჯღანე
-ნახე როგორ უყვარხართ ჩემ ბიჭებს - გამიღიმა პატარა ვიბლიანმა და ხელი გადამხვია
-ვიცი რომ შენ უფრო მაგრად გიყვარვარ - წარბები ავუთამაშე და ლოყაზე ვაკოცე
-მე შენი თმა მიყვარს მხოლოდ - ჩუმად ჩაილაპარაკა და თმაში ხელი შემიცურა
-მე შენი თვალები რომლებიც არ მაშინებს - ისევ ისეთი დიალოგი შედგა ჩვენს შორის როგორც ადრე
-ბედნიერებას ანიჭებს არათუ აშინებს - წარბები აათამაშა ლევანიმ და გამიღიმა - ისე დიდი ხანი არ ჩანდით და რატო? - დაბნეულმა გამომხედა
-ჩვენ მარტო ყოფნაც გვინდა ხოლმე - მაცდურად გამომხედა და წითელ ვაშლს დავემსგავსე
-გასაგებია - ირონიით ჩაილაპარაკა ლევანიმ და ანდრიას გახედა - ამას კიდევ ეშინია მარტო ძილის რძალო?
-მეშინია რომელია მის გარეშე საერთოდ ვერ ვიძინებ - ჩუმად ჩაილაპარაკა და მომაშტერდა
მინდოდა ამეხედა მაგრამ მისი მზერა მწვავდა და ვერ ვბედავდი თავის გატრიალებას
-მე შენი რძალი არ ვარ - უხერხულად ვუთხარი ლევანის და გამეღიმა
-ხო ჯერ არა - დაუფიქრებლად გამცა პასუხი მან
-ჯერ არა - გაიმეორა მისი სიტყვები ვიბლიანმა და ნასიამოვნებს გაეღიმა
****************************************************************
ერთი თვის შემდეგ...
იცით რა ხდებოდა ამ ერთი თვის განმავლობაში? წარსულს ვიხსენებდით და მე საერთოდ ვერ ვხვდებოდი რატომ , ყოველი დღე ზუსტად ისე მეორდებოდა როგორც ადრე ,თანმიმდევრობა დაცული იყო...
პირველად ის ისევ ბარში ვნახე , შემდეგ ისევ ჩემი მეზობელი გახდა , ვჩუხობობდით , ძმაკაცები მოვიდნენ , ერთად ვისადილეთ , ვაწყენინეთ , გავახარეთ , შეგვიყვარდა...
ისევ ისე ბავშვივით ვიყავი რომელმაც სიყვარული პირველად შეიგრძნო...
მისი გრძობების ისევ ვიწამე და ჩვენს მომავალზე იქრი დავიწყე , ამ დროსი განმავლობაში ვიბლიანი არ მეუბნებოდა რომ ვუყვარდი მაგრამ ამას საქციელით მანახებდა , რაც ნებისმიერ სიტყვაზე ძვირფასი იყო ჩემთვის...
ზუსტად ესე სიყვარულში გავიდა ჩვენი ერთი თვე , ვგრძნობდი რომ უფრო მიყვარდებოდა მაგრამ ამას ვმალავდი , რატომ არვიცი მაგრამ ისევ ისე ვმალავდი როგორც ერთი თვის წინ...
**************************************
-და დღეს რა მოხდება? - ოთახიდან გავედი თუ არა პირდაპირ ვკითხე ვიბლიანს , რომელიც დივანზე იჯდა და რაღაცას უყურებდა
-და რა უნდა მოხდეს? - დაბნეულმა გამომხედა და ფეხზე წამოდგა
-შენ ერთი თვე ისე გამაყვანინე რომ წარსულს მახსენებდი , დღეს კი იმ დღეს უწევს განმეორება როდესაც მამაშენთან წამიყვანე - ირონიულად ჩავილაპარაკე და თვალებში ჩავხედე
-მე უბრალოდ ყველაფერი თავიდან დავიწყე - გამიღიმე და გუში ჩამიკრა
-და დღეს რა მოხდება? - კიდევ გავუმეორე ეს კითხვა და ავხედე
-დღეს ის მოხდება რაც მაშინ უნდა მომხდარიყო - მხრები აჩეჩა ვიბლიანმა
-მამაშენთან წამიყვან? - დაბნეულმა გავხედე
-არა რა სისულელეა - გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა - კარებს ჩავკეტავ , გვერდით დაგისვამ და მთელი დღე შენი ყურებით დავტკბები - გამიღიმა და ჩემს ბაგეებს ნაზად შეეხო
-და ამ ყველაფრის გარეშე არ შეგეძლო? უბრალოდ მოსულიყავი და ყველაფერი გაგვეგრძელებინა - გავუღიმე
-ვიცოდი რომ არ მეჩხუბებოდი , მე კი ამის გარეშე უბრალოდ არ შემიძლია , ახლაც აღარ ვიცი როგორ გაგაბრაზო ხუჭუჭ , უკვე ჩემი ხარ და შენი ნერვების მოშლა გამიჭირდება - თავი გააქნია
-შენი არ ვარ - დავეჯღანე
-მთვარზე გაფრინდი ხო? - ნაღვლიანმა ჩაილაპარაკა ვიბლიანმა და ჩაიცინა
-მაპატიე? - თვალებზე ცრემლები მომადგა , მისკენ წავედი და ხელები მოვხვიე
-იმ დღესვე მაგრამ მამაჩემს ვერ ვაპატიე და ამიტომ ვიყავი შენგან შორს - საფეთქელთან მაკოცა
-შეგეძლო დაგერეკა - ნაწყენმა ავხედე
-უბრალოდ არ შეგიძლია რომ ყველაფერი დაივიწყო და მომცე საშუალება თავიდან დავიწყოთ? - გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა ვიბლიანმა
-კარგი მოვკეტავ - ტუჩებთან ხელი მივიტანე და გამეცინა
-როგორ მიყვარს ეს გოგო - ხელი მომხვია და მიმიხუტა - მეტიც მაგიჟებს! - თმას ხელი მოჰკიდა და მასთან თამაში დაიწყო
-მაინც იგივეს იმეორებ! - ხმა გავამკაცრე
-არ ვიმეორებ , ჩემი გრძნობები შენს მიმართ არ შეცვლილა - შუბლზე მაკოცა
-იცი ვიბლიანო? - ღიმილით ავხედე - მიყვარხარ! - ნაზად ვაკოცე და ჩემი ოთახისკენ მორცხვი ბავშვივით გავიქეცი
-ჰო დამემალე - მობეზრებულად ჩაიბუტბუტა პატარა ვიბლიანმა და ჩემი ოთახისკენ წამოვიდა , კარს რომ მოუახლოვდა გაეცინა და შემდეგ შემოაღო
***********************************************************
ლამაზი ისტორიაა? ჩემთვის კი... მე ვიპოვე გოგო რომელიც შემიყვარდა , რომელზეც საერთოდ არ მიოცნებია მაგრამ ზუსტად ვიცი ჩემს ოცნებებში ის ასეთი იდეალური არ იქნებოდა , მან მასწავლა სიყვარული და ამის გამო მადლობელი ვარ მისი...
ეს ჩემთვის ზღაპარია , ეს იმ ბიჭის ზღაპარია რომელსაც სიყვარულის არ სჯეროდა და ერთ დღეს , გაუცნობიერებლად მიაკვლია მას , შეუყვარდა და მორჩა...
იცით ეს საოცარი გრძნობაა? საოცარია როდესაც ვიღაცაზე ხარ დამოკიდებული , როდესაც კარგ ხასიათზე ხარ და იცი რომ ეს მხოლოდ მის გამოა , როდესაც დილით იღვიძებ და იმ ადამიანის სახეს ხედავ რომელიც სიიჯემდე გიყვარს , მის გაბუშტულ ტუჩებს , მის ნზა კანს ეხები და მთელ ტანში გაჟრიალებს , აცნობიერებ რომ მის გარდა სხვა არავინ გინდა , შემდეგ კი იგებ რომ ცოტახანში შენს მსგავს პატარას გაჩუქებს და უბრალოდ ის ერთადერთი ყველაზე ბედნიერს გხდის ამქვეყნად...
იცით ხალხნო სიყვარული საოცარი გრძნობაა , იმაზე საოცარი ვიდრე თქვენ გგონიათ , აი ისეთი რომელიც აუცილებლად ყველამ უნდა გამოსცადოთ...
მე გისურვებთ რომ ყველას ისე შეგიყვარდეთ რასაც ამის წაკითხვისას გრძნობდით , როგორც გგონიათ რომ მე კატო მიყვარს , ისე შეგიყვარდეთ სადამდეც თქვენი სიყვარულის საზღვრებია , მე კი იმედი მაქვს ის გავზარდე... და არა მარტო მე...
*************************************************
თქვენ გაიგეთ კატოს და დათის პოზიცია სიყვარულზე , და არა მარტო მათი , იყვნენ კიდევ ბევრი რომლებსაც ჩემთან ერთად მიყვებოდით და იმ წამებს ელოდით სანამ მათ სხვები შეუყვარდებოდათ...
თქვენ იცით ჩემი პოზიცია მასთან დაკავშირებით , მაგრამ თქვენი "მწერალი" ვუწოდებ ჩემს თავს ასე ერთხელ არაფერი დაშავრდება. ერთს გეტყვით მხოლოდ...
გწამდეთ ამ გრძნობის!
გწამდეთ ამ გრძნობის უკიდეგანო ძალების!
გწამდეთ სიყვარულის!


******************************************
უბრალოდ ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ ბოლომდე გამომყევით. ისევდა ისევ მაგრამ საბოლოოდ ველოდები თქვენს შეფასებებს...



№1 სტუმარი Guest .....

madloba...

 


№2  offline წევრი anuki15

შესანიშნავი იყო, მართლა ძალიან ვისიამოვნე ყოველი თავის წაკითხვით <3 იმედი მაქვს სხვა ახალ ისტორიებსაც დადებ მომავალში <3 მოკლედ მართლა ძალიან ლამაზი და საყვარელი ისტორიაა, რამდენჯერმე ამეტირა კიდეც <3

 


№3 სტუმარი indira

dz magarht iyo yochag

 


№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

Ai dzalian magari istoria iyo,tumca bolomde mqonda imedi mamas sheurigdeboda.kargi iyo.dagvibrundi axali istoriit
--------------------
ლანა

 


№5  offline წევრი ლელუკა

ძალიან კარგი იკო მიხარია ესე რო დამთავრდა! kissing_heart kissing_closed_eyes

 


№6  offline წევრი TeddyBear

დღეს წავიკითხე ყველა თავი და ძალიან მომეწონა kissing_heart

 


№7 სტუმარი teo

auu es yvelaferi ukve yoveldgiurobad meqca da awi ravknaa?! yoveldge moutmenlad velodebodi rodis daideboda shemdegi tavi..ai ubralod dzalian magari iyoo super...yochag

 


№8  offline წევრი Genius))

ძალიან დიდიმადლობა <3 <3 <3

 


№9 სტუმარი ფილა

სუპერ გოგო ხარრრ მომწონს ესეთი შინაარსის ისტორიები

 


№10  offline წევრი Genius))

ფილა
სუპერ გოგო ხარრრ მომწონს ესეთი შინაარსის ისტორიები

ძალიანდიდი მადლობა <3

 


№11  offline წევრი wandering

Admin es istoria fbze gidevs?

 


№12  offline წევრი Genius))

wandering
Admin es istoria fbze gidevs?

კიმიდევს

 


№13  offline წევრი wandering

Rogor gnaxo fbze

 


№14  offline წევრი INGOBERNABLE

დღეს წავიკითხე მთლიანად ეს ისტორია❤❤❤ და ერთი სული მქონდა როდის მიხვდებოდნენ ერთმანეთი რო უყვარდათ❤❤❤. ძალიან ძალიან კარგი იყო❤❤❤❤ მომეწონა ❤❤❤ შემიყვარდა ეს წყვილი❤❤ ხუჭუჭა და პატარა ვიბლიანი❤❤❤❤.

 


№15  offline წევრი veroo

რა სასწაულია რა მაგარია სად ვიყავი აქამდე ყოჩაღ შენ პირველად წავიკითხე ისე მომეწონა ეხლა ავდგები და ყველაფერს წავიკითხავ შენსას????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent