შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ავტორი (2) (დასასრული)


3-10-2016, 21:51
ავტორი baqi
ნანახია 1 536

- დამშვიდდი, ეს ვიცი.
- რას ნიშნავს იცი?
- ბილი, შენ არ ხარ სამყაროში ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამ ნიჭით დაჯილდოვდა.
- რას გულისხმობ? - ამ ყველაფერმა ერთი ორად ამრია. თითქოს ყველაფერი მესმოდა, რასაც ნატალია მეუბნებოდა, მაგრამ ვერ ვიგებდი. ვუყურებდი, მაგრამ ვერ ვხედავდი. მისი სიტყვები ჩემთვის ქარიშხალში ნისლი იყო.
- დრო, ეს ყველაფერი არსებობისთვისაა, თუმცა იგი არ არის თავისთავადი, როგორც სამყარო.
- თუ სამყარო, თავისთავადია მაშინ სამყარო არარსებულია ?
- არა ბილი, თუ არ იარსებებს არ არსებობა, მაშინ იარსებებს არსებობა. მაგრამ არსებობს დრო, ყოფიერების მთელი პერიოდი.
- ჩემთვის დრო პრობლემას არ წარმოადგენს.
- არც ჩემთვის.
- მაშინ გამოდის, რომ ჩვენთვის არსებობა არ არსებობს და ეს ყველაფერი მარადიულია.
- დიახ ბილი, სამყარო მარადიულია, იმათთვის, ვისთვისაც დრო პრობლემას არ წარმოადგენს.
- გამოდის, რომ ეს ჩვენთვის არაა პრობლემა.
- დიახ არ არის. - საინტერესოა, რამდენი წელი გავატარე დროის ამოხსნაში. 23 წლის ვარ. ეს ის პერიოდია, რაც დრო არ გამიჩერებია და ალბათ,30 წლის ვიქნებოდი, რომ მივუმატოთ ის წლები, რაც გაჩერებულ დროში გავატარე. ამდენი ხანი დროის კანონზომიერებაზე ვფიქრობ და ამ გოგონამ,მოახერხა და მიმახვედრა მის საიდუმლოებას. ყველაფერი გასაგები როდესაც გახდა, უცბად გამახსენდა მისი ნიჭის შესახებაც.
- როდის აპირებდი ამის თქმას, ან საიდან იცოდი რომ ეს ნიჭი მეც მქონდა?!
- შენ უკვე იცი, რომ გაჩერებულ დროში წლები არ გვემატება.
- კი ეს ვიცი. ადამიანებს დრო აბერებთ... და თუ ის გაჩერდება, მაშასადამე, არც დავბერდებით.
- ნამდვილად ასეა. მე ახლა ალბათ 50 წელს გადაცილებული უნდა ვიყო. დიდი ხანია რაც ეს ნიჭი მაქვს.
- კარგი, მაგრამ შენ საიდან იცოდი, რომ ეს ნიჭი მეც მქონდა?
- როდესაც დრო პირველად გააჩერე, როგორც შენ შეგეძლო მასში გადაადგილება, ისევე შემეძლო მეც. თავიდანვე მივხვდი, როცა ყველაფერი გაჩერდა. ეს ჩემი განზრახით არ მომხდარა.
- ესეიგი გამოდის, რომ ჩემ გაჩერებულ დროში მარტო მე არ შემეძლო გადაადგილება.
- კი ასეა.
- ამდენი ხანი რატომ არ გამოჩნდი.
- მე გეძებდი. ვეძებდი იმ ადამიანს, რომელიც იმ ნიჭით იყო დაჯილდოვებული, რომლითაც მე. როდესაც გიპოვე, გაკვირდებოდი როგორ უღებდი ფოტოებს ქალის სხეულებს, როგორ ხდიდი
მათ სამოსს და ისევ აცმევდი.
- ხომ შეგეძლო პირდაპირ მოსულიყავი და ეს გეთქვა?!
- ყველაფერს თავისი დრო აქვს.- ამ ფრაზაზე ძალიან ცინიკურად გამეღიმა. მასაც ჩაეცინა. რათქმაუნდა, ჩვენ ვიცოდით, რომ ყველაფერს თავისი დრო არ ჰქონდა. ყველაფერი ნათელი გახდა ჩემთვის.
ის დიდი ხნის განმავლობაში მაკვირდებოდა. ჩემდამი სიმპათიით იყო განწყობილი, მაგრამ არ უნდოდა ჩემი ინტერესი მასში მხოლოდ იმით გაჩენილიყო, რომ საერთო ნიჭი გვქონდა. ამ ყველაფრის შემდგომ
რა უნდა მომხდარიყო. რათქმაუნდა, ჩვენ შეგვიყვარდა ერთმანეთი. მე ვიპოვე ადამიანი, რომელიც გამიგებდა, რომელიც მუდამ ჩემს გვერდით იქნებოდა. ჩვენ შეგვეძლო ყველაფრის კეთება. შეგვეძლო სამყაროში
შეგვექმნა სამყარო. არარეალური, მაგრამ ჩვენთვის რეალური. შეგვეძლო გვეცხოვრა და არ დავბერებულიყავით. ახლა უკვე ისიც შემეძლო, რომ ციდან წამოსულ წვიმის წვეთებში, რომლებიც ჰაერში იყო გაშეშებული
და ჩემ სახეს ირეკლავდა, მარტოს არ გამეარა და ჩემ სიყვარულთან ერთად მესეირნა. ყველგან შეგვეძლო შესვლა: ბარში, კაფეში, რესტორანში, კინოთეატრში, სადაც ძირითადად შეყვარებული
ადამიანები ერთად ყოფნით ტკბებიან. მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. ერთი და იგივე და უპრობლემო ცხოვრება, ცხოვრების ინტერესს კარგავს. რათქმაუნდა, ამიტომ ვცდილობდით გაგვეჩინა
სხვადასხვა "ჰობები". ხან ვცურავდით, ხან ყინულზე ვსრიალებდით, ხანაც კალათბურთს ვთამაშობდით. ვკავდებოდით ყველანაირი სპორტით. როცა ერთი გვბეზრდებოდა მეორეზე გადავდიოდით.
ერთ დღესაც დადგა ის მომენტი, როცა ტენისის ჯერიც მოვიდა. ჩვეულებრივი დღე იყო, არაფრით გამორჩეული სხვებისგან. კარგი ამინდი. ჩვენ შორტებში გამოწყობილები ვიდექით კორტზე. როდესაც
ნატალიამ ბურთი ჩამიწოდა, ბურთს ჩოგანი ავაცილე და ის თავში მომხვდა. გონებაში საშინელი ტკივილი ვიგრძენი. ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს ვიღაც კაცი, რომელიც ცათამბრჯენზეა ასული და შენობის რეკონტრუქციას ცდილობს, ჩამოკიდებულია ტროსებით შენობის უმაღლეს წერტილზე, იმის გამო, რომ ოჯახი არჩინოს თავის შრომით და ოფლით და რომელსაც ყურადღება გაეფანტა, გაახსენდა თავის ცოლ-შვილი, როგორ ელოდა ყოველდღე მამასახლისს,
რომ გაღიმებულს და სიამაყით აღსავსეს შეედგა სახლში ნაბიჯი იმისათვის, რომ ლუკმა- პური მიეტანა მათთვის. თუმცა მისი ფიქრები ილუზია იყო, როგორც ეს ყველაფერი. სწორედ ამ დროს,
ყურადღებაგაფანტულ მშენებელს ხელში მომარჯვებული აგური ხელიდან გაუვარდა და მწვერვალიდან გადმოვარდნილი გამაგრებული ხრეში მე დამეცა.
ილუზია, დიახ ილუზია. გამოფხიზლებას ვცდილობდი, მაგრამ თვალთახედვა მიჭირდა. ყველაფერი ბუნდოვანი იყო. როცა შევძელი აზრზე მოსვლა დავინახე ქაღალდის დაგორგოლავებული ბურთულა, რომელიც ჩემ წინ ეგდო. ეს იყო ის,რაც თავში მომხვდა. წინ გავიხედე და დავინახე ლოლიტა.
ყველაფერი ილუზია გამოდგა. განუხორციელებელი იმედი, ოცნება, რეალობის მცდარად აღქმა. მე ისევ ის პატარა ბიჭი ვიყავი მესამე კლასელი, რომელიც კლასში შემოსულმა ლამაზმა გოგონამ მონუსხა თავისი გარეგნობით. დიდი ხნის განმავლობაში მახსენდებოდა ნატალია. ის ილუზიები. ის დღე და ის საღამო, როდესაც ერთმანეთს ხელს არ ვუშვებდით. მახსენდებოდა, როგორ ვისხედით, ვეფერებოდით და სიხარულით სავსე აცრემლებურ თვალებს ერთმანეთს ვანათებდით.
მახსოვდა ისიც, რომ ყველა ჩვენ გვკიცხავდა. ამვლელი და ჩამვლელი ჩურჩულებდა: -"შეხედე ურცხვად ეფერებიან ერთმანეთს".
ახლა მე ოცდასამი წლის ვარ. ისე წარიმართა ჩემი ცხოვრება, რომ გამოვედი მწერალი. ახლა ვზივარ კაფეში და ვარ ავტორი ჩემი ილუზიისა.. ჩემ წინ, კაფეში მჯდომარე გოგონა დავინახე.
წითური, ლამაზი ღიმილით. უცბად თვალები მომანათა და მივხვდი, რომ ეს თვალები სადღაც მინახავს, საიდანღაც მახსოვდა. ისევ "მიმქრალავდა" თავისკენ. ისევ გამიჩნდა კითხვა "ნეტავ რა ჰქვია?" ყოველგვარი უკან გადადგმული ნაბიჯის, ზედმეტი ფიქრის გარეშე წამოვხტი და ვკითხე.
- რა გქვიათ? გამოიცანით რა მიპასუხა.
ილუზია აღარსად ჩანდა, საათის წიკ-წიკიც მესმოდა, ჩიტების ჟრიამულიც და მანქანების ხმაც.



№1 სტუმარი feride

მაგარია <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent