შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სვანური ვერდიქტი (5 თავი)

3-10-2016, 23:04
ავტორი terooo
ნანახია 3 984

-სად მივდივართ- მის გვერდით მივაბიჯებდი და დასჯილი ბავშვის გრძნობა არ მტოვებდა.
-ხომ ვთქვი რომ ნაინასთან მივდივართ?- ისევ ბრაზი გაკრთა მის ხმაში.
-სად არის?
-სახლში, სად იქნება?- ისე გაიკვირვა და გააოცა ჩემმა შეკითხვამ, თითქოს ეგ როგორ გამიბედეო.
-უბრალოდ- დავიბენი, მე მის სახლში მივდიოდი, მას მივყავდი და არ ვიცოდი რა უნდა მეფიქრა, რა გრძნობა უნდა გამჩენოდა მის მიმართ, წამის მეათასედში ისიც კი ვიფიქრე უფრო სწორად გამეფიქრა, ასე გოგონები მიყავდათ დედების გასაცნობად, ოჯახს ჩუმად აცნობდნენ სარძლოებს, მის სახეს მოვკარი თუ არა თვალი მაშინვე ყველა აზრი გაფერმკრდალდა, გაუფერულდა და გაქრა...
-რა უბრალოდ?- მკაცრი იყო მისი ხმა და უხეში, მიკვირს როგორ შეუძლია იყოს, ორ წუში, დამთმობი, თბილი, მერე უხეში, მკაცრი და ნამდვილი სვანი- ნაინა ერიდება გარეთ გამოსვლებს, არ მოწონს როდესაც თვალს ისე აყოლებენ თითქოს სამუზეუმო ექსპონანტი იყოს, შენც იმიტომ მოეწონე რომ ხალი ისე გიყურებს როგორც მას, არ უნდა ხალხმა ამოგიჩემოს, მან იცის ამის ფასი, ხალხის ხმაში ჩავარდნა, ხან კარგს იტყვიან ხან ცუდს.
-ეგ ყველგან ეგრე ხდება, ხომ ამბობენ რომ ქალაქებში არავის არაფერი აინტერესებსო, პირიქით ხდება, იქ ყველას ყველაფერი აინტერესებს, მთავარია ცუდი გაიგონ, მგონია რომ ადამიანობას კარგავენ, მხოლოდ ისენი არა, ჩვენ ყველანი.
-რატომ გგონია?- უფრო მეტ სასაუბრო თემას მაძლევდა, თითქოს იმიტომ რომ მეტი გაეგო ჩემზე, წამით ისიც კი გავიფიქრე, ხომ არ აინტერესებს ჩემი ლექსიკური მარაგითქო, მაგრამ იმდენად დაინტერესებული იყო ამ ყველაფრით აზრები უკუვაგდე.
- ყველა ადამიანი ცდილობს რაღაც დაამტკიცოს ან დაუმტკიცოს, ვიღაცას ან რაღაცას, ცდილობს უფრო მეტი ინტერესის სფერო ჰქონდეს და უფრო მეტი საძიებო მასალა, მეტი საქმე და მეტი სათქმელი სიტყვა.
-ვერ გავიგე რას გულისხმობ- გაკვირვებულმა გამომხედა მის გვერდით მიმავალს.
-აი მაგალითად, მე უკვე შეპყრობილი ვიყავი იმით რომ სვანეთი მენახა, გამეგო მეტი თქვენს სამყაროზე, ლეგენდებზე და ასე შემდეგ, ამ ყველაფრის ძიებაში საკუთარი თავის არსებობა დამავიწყა, დამავიწყდა ვინ ვიყავი და წიგნის წერამდე რას ვაკეთებდი- შემდეგ გავხედე დაფიქრებული სახე ჰქონდა- იგივე შემიძლია ვთქვა შენზე, უბრალო თინეიჯერი ბიჭიდან უცებ სვანეთის წარმოსადეგ მამაკაცად იქეცი, - მას სახე გაუმკაცრდა და უცებ ვუთხარი- არავის არაფერი უთქვამს, უბრალოდ ეს ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე დავასკვენი, თავს უფლებას არ ვაძლევ რომ ნებართვის გარეშე კიდევ რაღაცეები გამოვიკვლიო, განა იმიტომ რომ მეშინია? არა, უბრალოდ საკმარისად ჩავერიე, მივხვდი რომ აქ ხალხს ტკივა, და ვისაც აღარ ტკივათ ბოროტებით არიან გაჟღენთილები, იმდენად ძლიერად არიან ჩაფლულნი ჭაობში რომ ესეც კი სასჯელია მათთვის.
- რას ფიქრობ ჩემზე?- დამაბნია მისმა არალოგიკურმა კითხვამ, არ ველოდი, გეფიცებით არ ველოდი ამ კითხვის დასმას, ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ ამ კითხვას არა.
-შენზე?- დაბნეულმა დავუბრუნე კითხვა.
-ხო ჩემზე, ხომ ამბობ რომ თინეიჯერობიდან უცებ სვანეთის წარმოსადეგ მამაკაცად ვიქეცი, საიდან მოიტანე ეს ყველაფერი?- მხოლოდ ახლა შევამჩნიე გზაზე ვიდექით და მისი შავი უძირო თვალებიდან, რომელიც აქამდე თაფლისფერი მეგონა გამვლელის მწველმა მზერამ დამაბრუნა ამ დროში. ის ჩემს წინ იდგა და თვალებით მბურღავდა. ჩემს თვალებში უნდოდა პასუხები ეპოვა და სიმართლის მარცვლებს კრეფდა.
-საიდან?- მაბნევდა მისი გამოხედვა, მაგრამ ერთმა ამსუნთქვამ ყველაფერს ნათელი მოჰფინა- დაკვირვება, მოსმენა, აზრის გამოტანა.
-და საიდან?- ისევ მკაცრი ხმა.
-ნუ გგონია რომ შენი სიმკაცრით ჩემზე ზემოქმედებ- არ შევუშინდი მის ხმას, არ მივცემდი უფლებას დავეჩაგრე და შევეშინებინე.- საერთოდ არ მეშინია, ძალიან რთულია და ძნელი ჩემი შეშინება, საკმაოდ ბევრი რამ გამოვიარე, ბევრი ტკივილი და სიხარული, ასე რომ უფრო მეტი ძალისხმევა დაგჭირდება რომ შემაშინო- თვალებში ვუყურებდი და ვხედავდი უცებ როგორ იწყეს თვალბმა ფერის შეცვლა, შავიდან ჯერ ყავისფერი გახდა, შემდეგ ღია ყავისფერი, ბოლოს კი თაფლისფერი, თვალები აენთო, სიხარული დავინახე მის თვალებში და ... და კიდევ... ღიმილი მის ტუჩთან, როგორ ცდილობდა რომ დაემალა მაგრამ მაინც გაეპარა, არ სურდა შემემჩნია, უცებ თითქოს ჩაახველაო და ხელები სახესთან მიიტანა და ზურგი მაქცია.
-ბოდიში- უცებ მომიბრუნდა კვლავ დაყენებული სახით და- წამოდი ნაინა გველოდება და საერთოდ შენი შეშინება აზრადაც კი არ მომსვლია. ისე თუ კითხვები გაქვს შეგიძლია მკითხო.
-აქ იმდენი საიდუმლოა შეუძლებელია რამე კითხვა არ გაგიჩნდეს, ხანდახან მგონია რომ სვანეთი ერთი დიდი საიდუმლოა
-რა გაიგე ასეთი- გაოცებულმა შემომხედა
-პირველივე დღეს , საოცრად ბევრი რამ გავიგე, იმდენად ბევრი რამ რომ უკვე ერთმანეთში მერევა, ვერ გავიგე ყველა ერთმანეთზეა გადაჯაჭვული თუ ყვეგან სისხლი და სიკვდილია.
-მარიამ მითხარი
-იმ დღეს აქ რომ ჩამოვედი, ნელი დეიდამ წამიყვანა თავისთან რესტორანში ხალხს გაგაცნობო- გაუბედავად დავიწყე მოყოლა, შემდეგ კი მხნეობაც მოვიკრიბე - ბევრი ხალხი ირეოდა გარშემო, პირველად ვიყავი მაშინ და ყველაფერს ვაკვირდებოდი, ვუსმენდი ვიმახსოვრებდი, სადგაც წაკითხული თუ მოსმენილი მქონდა, ხალხმა უფრო ბევრი რამ იცი, უბრალო გამვლელმა ვიდრე წიგნები მოგვითხრობსო, ეს მე თავადაც მშვენივრად მესმოდა, ამიტომ მთელი შემართებით ვცდილობდი რაღაც ხელჩასაჭიდი მეპოვა.
-მერე?- აზრებს ვალაგებდი როგორ მეთქვა იმ საღამოს მომხდარი ამბების შესახებ, მისმა ხმამ დამირღვია მყუდროება.
-მოკლედ, იქ ვიღაც ბიჭმა/კაცმა იმღერა, საოცრად, იმდენად სასიამოვნოდ მღეროდა, ის თითოეული სიტყვა ბოლომდე გაჯდა ჩემში, გოგონაც ახლდა და რამდენიმე ახლობელი, იმდენად განუმეორებელი წყვილი იყო, თვალს ვერ ვაშორებდი, ნელი დეიდამ გაისეირნეო გარეთ გამომიშვა, აი, მაშინ ნაინა რომ გავიცანი, კართან ვიღაცას დავეტაკე, უფრო სწორად ის დამეჯახა, გადამიარა. მერე საუბარს მოვკარი ყური, ძმებს და ყავთ მკვდარი, უმცროსი ძმა ჩამოვიდა რომ დის მკვლელობა გამოიძიოს და ასე უყურადღებოდ არ დარჩეს გამოძიების გარეშე, ძმებს შორის შუღლია როგორც ჩანს.- მთელი გრძნობით ვუყვებოდი, როცა საუბარი მისმა სიცილმა შემაწყვეტინა, ხმამაღლა იცინოდა, მიმოვიხედე ვერ გამეგო რატომ იცინოდა, გაჩერდა წამით შემომხედა და ჩემს სახეს რომ დააკვირდა ისევ იცინოდა, გაბრაზებულმა გზა განვაგრძე, ჩემი ისტორია სასაცილოდ მოეჩვენა, ალბათ გულჩვილი რომ ვყოფილიყავი ტირილსაც დავიწყებდი, მაგრამ რა გრძნობაც ჩემში ფეთქავდა ამ წამს, სიბრაზე იყო, გააფთებული ვიყავი მასზე, გულში ათასგვარი სალანძღავი სიტყვით ვლანძღავდი მას, მაგრამ პირადად ხომ ვერ ვეტყოდი, ერთ დღეს კი ყველაფერს მივახლიდი აქედან წასვლის დღეს.
-მოიცადე- ისევ ერთ ადგილას მივეყინე, ისევ ტკივილი ვიგრძენი, სიცივისგან გამოწვეული ტკივილი, ის მე მხარზე შემეხო, თითოს დავცარიელდი, გავიყინე, და სხეულის თითოეული უჯრედი მეტკინა- უბრალოდ ისე ყვებოდი თავი ვეღარ შევიკავე.- თითქოს ბოდიშს მიხდიდა.
-და სასაცილო რა იყო აქ?- ცოტა მაკლდა რომ არ მეყვირა.
-რაღაცნაირად ყვებოდი- ისევ ღიმილმა გადაურბინა სახეზე.
-კარგი, გასაგებია.- ბრაზი მახრჩობდა იქვე რომ არ ჩამერტყა რამე.- აღარაფერს ვამბობ.
-შენ არ დაგცინოდი- უცებ დასერიოზულდა.- ბეშქენი და მირიანი საუკეთესო ძმები იყვნენ- სრული სერიოზულობით დაიწყო და იმ წამს გამახსენდა სახელები, რომლებიც ვერა და ვერ გავიხსენე აქამდე- ბეშქენი რამდენიმე წლით უფროსია მირიანზე, საუკეთესო ძმობა ჰქონდათ, მათ შორის წლების სხვაობის მიუხედავად, იშვიათი ურთიერთობა ჰქონდათ, განსხვავებული ძმობაც, გამოირჩეოდნენ ყველგან და ყველაფერში. საუკეთესო მოსწავლეები, სტუდენტები, ქალაქში წასულები მაინც აქ დაბრუნდნენ, მოხუც დედ-მამასთან, ორივეს სამსახურს სთავაზობნენ მაგრამ არ ვიცი რა მოხდა ორივე დაბრუნდა სვანეთში. მირიანი ისევ ისეთი, როგორიც აქედან წასვლისას, ბეშქენი კი შეცვლილი, უფრო დასერიოზულებული, გრუბი და თითქოს ისეთი ურთიერთობა აღარ ჰქონდათ ძმებსო. ასეც იყო, ბეშქენი ჯიბრში ედგა ძმას, როდესაც მირიანი სოფლის საბჭოში მიიწვიეს სამუშაოდ, ბეშქენი ცდილობდა ყველანაირად გაემწარებინა და ხელი შეეშალა ძმისთვის. შემდეგ აღმოჩნდა რომ მხოლოდ ძმას კი არა, ყველას ასე ექცეოდა, ყველას აუბედურებდა, ყველას ეომებოდა, ყველასთან მიზეზს ეძებდა საომრად, ბევრი გააქცია აქედან, ზოგი კი მისი ნებით წავიდა. კეთილი ბიჭი უცებ მოსისხლე მტრად ექცა სოფელს, მისი დის გარდაცვალებამ კი ყველაფერი უარესობისკენ შეცვალა.
-მიზეზი რა იყო?- ვეღარ მოვითმინე და ჩავეკითხე.
-მიზეზი თავიდან არავინ იცოდა, მერე კი...
-სად ხართ აქამდე?- წინადადების დამთავრებაც კი ვერ მოასწრო თითქოს ციდან ჩამოფრინდაო, ჩვენს წინ ნაინა გაჩნდა, -თითქმის ერთი საათია აქ გელოდებით და თქვენ კი მოსეირნობთ.- საყვედური ერია მის ხმაში სახეზე ნათელი ღიმილის მიუხედავად.
-რაღაცეებს მიყვებოდა და ისე შევყევით ვერც კი გავიგე დროის გაფრენა.- როგორ მოსწონთ და ძმას მათ წინ დასჯილი ბავშვივით რომ ვდგავარ.
-კარგი რა, მართლა კი არ ვბრაზობ- გამიღიმა, ისე როგორც მაშინ პირველად, თვალებიდან დაეწყო სხივების გადმოფრქვევა და მთელ სახესა და სხეულს მოედო.- მომენატრე- მთელი გრძნობით გულში ჩამეხუტა ვიგრძენი როგორ გავთბი, სული გამითბო და გამიფერადა.
-ნაინა, სტუმარი სახლში შეიპატიჟე- მკაცრი იყო მისი ხმა, ცოტა ცივი და გრუბი.
ნაინამ ხელი დამავლო როგორც პატარა ბავშვს.
-წამო სახლს გაჩვენებ, მერე ვიჭორაოდ- ჩემს წინ ოცდახუთი წლის კი არა თხუთმეტიოდე წლის გოგონა იდგა, რომელსაც ცხოვრების გასაჭირი ჯერ არ ენახა.
-ნაინა- ისევ გაიმეორა ბოხმა ხმა.- სტუმარი სახლში შეიპატიჟე.
მხოლოდ ახლა გავაცნობიერე რომ შავ რკინის კართან ვიდექით, რომელიც ნახევრად ღია იყო, იქედან კი საოცარი სიმწვანე ჩანდა, წითელი ვარდის ბუჩქსაც მოვკარი თვალი.
-წამო თორე შემჭამა- სვანეთშიც ჩვეულებრივად კამათობდნენ და-ძმა, ჩემს ამ ფიქრზე უცებ გამეღიმა და ნაინას მივყევი უკან.

-------------
საღამო მშვიდობისა... ისევ დაგიბრუნდით დაგვიანებით მაგრამ მაინც.. იმედია მოგეწონებათ...
-უბრალოდ ვაციტირებ: ,,ვნება აშლილზე უკეთეს რას დაწერ? ძალიან კარგია, მაგრამ ვნება აშლილი შეუდრებელი". ამ ფრაზამ დამაბნია... თქვენ მაინც მითხარით რამე რა უნდა ვიფიქრო?
ამ ისტორიის წერის დროს იმდენად ვნერვიულობ არ ვიცი აზრები საიდან როგორ მომდის...
ნასტია მადლობა რომ მმიტან, სამსახურში და აქაც... ჩემს დღიურს თავი დაანებე რას ერჩი..?
აზარაშვილი... მოვდივარ შენამდე... ეს დღეებია შენთვის ვეღარ ვიცლი, მაგრამ მინც მახსოვხარ...
ტატალია როგორ გამახარა შენმა კომენტარმაც... მადლობა...
ბიბოო... ნინია... სად ხართ?
თქვენი დაღლილი ტეროოო....

№1  offline წევრი tatalia

რომ დავინახე გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვააა სიხარულით <3 <3 საოცარი მოთხრობაა და საოცარი მოთხრობა ვერ იქნება საოცარი ავტორის გარეშე, საოცრება ხარ და ნუ აგვიანებ ;(

№2  offline აქტიური მკითხველი tamo1804

ძალიან, ძალიან პატარა იყო :( მაგრამ იმდენად გემრიელი, რომ არ გსაყვედურობ :))) არ ვიცი სხვები რას ფიქრობენ, მაგრამ მე ამ ისტორიით განსაკუთრებულად მიყვარხარ <3 იმდენი სითბო და სიყვარული მოდის, თითოეულ სიტყვაში იგრძნობა როგორი სიფაქიზით ეპყრობი... სასწაულად წერ... შეგპირდი არ ვიწუწუნებთქო, მაგრამ მაინც გთხოვ მალე დადე რაა, ხომ იცი მოთმენა არ შემიძლია :))) პ.ს როდის უნდა მოიცალო ჩემთვის?!

№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

Dzalian gamixarda rom gaagrdzele am istoriis dawera.kargi iyo da momewona
--------------------
ლანა

№4  offline აქტიური მკითხველი terooo

tatalia
რომ დავინახე გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვააა სიხარულით <3 <3 საოცარი მოთხრობაა და საოცარი მოთხრობა ვერ იქნება საოცარი ავტორის გარეშე, საოცრება ხარ და ნუ აგვიანებ ;(

Madloba ai martla ar vici ra gitxra...

tamo1804
ძალიან, ძალიან პატარა იყო :( მაგრამ იმდენად გემრიელი, რომ არ გსაყვედურობ :))) არ ვიცი სხვები რას ფიქრობენ, მაგრამ მე ამ ისტორიით განსაკუთრებულად მიყვარხარ <3 იმდენი სითბო და სიყვარული მოდის, თითოეულ სიტყვაში იგრძნობა როგორი სიფაქიზით ეპყრობი... სასწაულად წერ... შეგპირდი არ ვიწუწუნებთქო, მაგრამ მაინც გთხოვ მალე დადე რაა, ხომ იცი მოთმენა არ შემიძლია :))) პ.ს როდის უნდა მოიცალო ჩემთვის?!

Ar gsayvedurob magram mainc sayvedurivit jgerda. Madloba chemo sayvarelo....
Ori tavic moitmine da sheni var

La-Na
Dzalian gamixarda rom gaagrdzele am istoriis dawera.kargi iyo da momewona

Ki aucileblad gaavagrzeleb... maxarebt zalian

№5  offline აქტიური მკითხველი tamo1804

terooo

უფრო თხოვნასავით :* :* :* ველოდები სულმოუთქმელად <3

№6 სტუმარი Guest nasia

Vaime dzalian gamixarda am istoriis danaxva, gansxvavebulia, damaintrigebeli da saintereso, gtxov rom gaagrdzelo wera da bedniereba sr momaklo kidev am tavebis dadebiit.axalsac sulmoutqmelad davelodebiiii ♡♡♡♡♡♡♡♡

№7  offline აქტიური მკითხველი terooo

ხომ ვხვდები, წესით ახლა უნდა მეძინოს და არა ახალ თავს ვწერდე, მაგრამ საინტერესო ისაა რომ ახალი თავი თითქმის დავასრულე...
ისე მეც ველოდები დღეს, განსხვავებულ თავს...

Guest nasia
Vaime dzalian gamixarda am istoriis danaxva, gansxvavebulia, damaintrigebeli da saintereso, gtxov rom gaagrdzelo wera da bedniereba sr momaklo kidev am tavebis dadebiit.axalsac sulmoutqmelad davelodebiiii ♡♡♡♡♡♡♡♡

ძალიან ძალიან დიდი მადლობა.. ძალიან გამახარე... ისევ ვწერ, ახალი თავი დასასრულისთვის ემზადება, მახარებს ის რომ მკითხველის ემოციას ამდენად იწვევს..

№8  offline აქტიური მკითხველი terooo

შუადღე მშვიდობის ჩემო საყვარლებო...
ახალი თავი მზად არის... მაგრრამ ერთი პრობლემაააა... არ დავდებ სანამ ,,ნაცკა" არ წაიკითხავს.
ხომ შემჩამა. დადე... წერეეე.... დაწეერე.... კაბინეტში შემოგიხტებიო და ათასი მუკარები....
არ დავდებ სანამ არ წაიკითხავ....

ახლა შენ მელოდე თუ კაია

№9  offline აქტიური მკითხველი tamo1804

ჩემი პირობა შესრულებულია, იმედია მოგეწონება ახალი თავი, ატვირთულია და დადასტურებას ელის :) <3 ველოდები მეც შემდეგს :*

№10 სტუმარი nacka

Tero ise vden komentars arc camikitxavs jer vicodi aq ro memuqrebodi da pirvelad es cavikitxe. Kai me ar gecodebi mara am ertgul mkitxvels ragas erchi , vicyeb kitxvas da moemzade shemdegi tavis dadebistvis ,komentarix shemdeg iqneba

№11 სტუმარი nacka

Tero kargia Magram patar vici shemdegi tavi didi iqneba, me var is adamiani romelic uyurebs tu rogoe ver tu rogor shromob rom chven gvasiamovno tam nerviulob and raime ar shegeshalos da mkitxveli ar gaagiziani magram dzalian kargia da ar girs nerviuloba ,xolo rac sheeceba ( vneba ashlils ) martaia is gandxvavebulua magram egrec ver ityvi rom mas shemdeg uketes ver dacer.Shen dzal Ian karg I xedva gaqvs da arc es istoria chamircheba mas.

Ise cer titkos shenshi svanuri sisxli chkepdes ,titkos iq yvela certili shentvis axlobelia survil uchens adamuans shenc ganicado is siamovneba rasac axcer tu ra kargia svaneti romlic me ese shemiyvarda

Shriptistvis bodishi areul ia ki ici chemi teles chemi mtanjvelis ambavi

№12  offline აქტიური მკითხველი terooo

tamo1804
ჩემი პირობა შესრულებულია, იმედია მოგეწონება ახალი თავი, ატვირთულია და დადასტურებას ელის :) <3 ველოდები მეც შემდეგს :*

მიხარიიიიაააააა

nacka
Tero ise vden komentars arc camikitxavs jer vicodi aq ro memuqrebodi da pirvelad es cavikitxe. Kai me ar gecodebi mara am ertgul mkitxvels ragas erchi , vicyeb kitxvas da moemzade shemdegi tavis dadebistvis ,komentarix shemdeg iqneba

ხომ იცი რომ არ წაგეკითხა ხვალ შენი მოსვლა სამსახურში არ ეღირებოდა... მიხარია როგორც იქნა რომ წაიკითხეეე

nacka
Tero kargia Magram patar vici shemdegi tavi didi iqneba, me var is adamiani romelic uyurebs tu rogoe ver tu rogor shromob rom chven gvasiamovno tam nerviulob and raime ar shegeshalos da mkitxveli ar gaagiziani magram dzalian kargia da ar girs nerviuloba ,xolo rac sheeceba ( vneba ashlils ) martaia is gandxvavebulua magram egrec ver ityvi rom mas shemdeg uketes ver dacer.Shen dzal Ian karg I xedva gaqvs da arc es istoria chamircheba mas.

Ise cer titkos shenshi svanuri sisxli chkepdes ,titkos iq yvela certili shentvis axlobelia survil uchens adamuans shenc ganicado is siamovneba rasac axcer tu ra kargia svaneti romlic me ese shemiyvarda

Shriptistvis bodishi areul ia ki ici chemi teles chemi mtanjvelis ambavi

ძალიან დიდიი მადლობა ჩემო ნაცკა, მიხარია და ორმაგად სასიამოვნოა შენგან ქების და სტიმულის მოცემა, მიხარია რომ იზიარებ ჩემს ტანჯვა-წამებას, მართალია ხედავ როგორ ნაწილ ნაწილ ვცდილობ სიმართლის ფესვები სადღაც სადღაც მოვიძიო და მერე ერთ დიდ თავად შევკრა...
ანუ თითქოს ჩემში სვანური სისხლი ჩქეფს, laughing წავალ დედას ვკითხავ. smile
რაც შეეხება ვნება აშლილს ჩემი აზრით ეს ორი ისტორია სრულიად განსხვავდება ერთმანეთისაგან, საერთოდ არალოგიკურია მათი ერთმანეთთან დაკავშირება...
კიდევ ვიტყვი რომ რაც ამ ისტორიის წერის დროს ვნერვიულობ, არასდროს არაფრის წერისას არ მიერვიულებია ასე, არ ვიცი რატომ.
და მახარებს ის რომ ... ვაციტირებ: ,,.Shen dzal Ian karg I xedva gaqvs""
ამ ფრაზამ მომხიბლააა

და მადლობა ჩემო ნაცკა..

№13 სტუმარი cisartyela

ახლა გავგიჟდები რა კარგი იყო...
ისე სწრაფად წავიკითხე ლამის დავიხჩვი

№14  offline აქტიური მკითხველი terooo

cisartyela
ახლა გავგიჟდები რა კარგი იყო...
ისე სწრაფად წავიკითხე ლამის დავიხჩვი

მოგდევდა ვინმეეე???
ვიცი ვიხუმრე აქ გავიცინე...
ვიცი მჯერა...

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent