ჩემს გარდა არავინ შეიყვარო.(დასასრული)
6თავი. პაციენტი-მარიამ ჟვანია. წლოვანება-22. დაბადების თვე და რიცხვი-23 ნოემბერი. დედ-მამა-მამუკა ჟვანია და ნატო არჩვაძე. დიაგნოზე-თავის ტვინის სისძარღვთა ანევრიზმა. ეცადეთ პაციენტი ააიდოთ ყოველგვარ ნერვიულობას და დაძაბულობას. მკურნალობის გასაგრძელებლად,აუცილებლად უნდა გაიაროს 2წლიანი კურსი ამერიკაში. ექიმი-ვახტანგ ნოზაძე. * როგორი შეგრძნება იყო? შეგრძნება იყო ძალიან ცუდი.ისეთი ძვლებში,რომ გამტვრევს ტკივილისგან.სუნთქვა,რომ აღარ შეგიძლია ისე გტკივა,მაგრამ ვერაფერს შეცვლი.წუთიერი გადაწყვეტილება იყო ეს და უნდა ადგე და შეეგუო,ვალდებული ხარ,იმიტომ ,რომ უკან დასახევი გზა არგაქვს.ვერც დროს დააბრუნებ უკან და ვერც ვერაფერს შეცვლი... ტკივილი როდის მძაფრდება უფრო? ღამე მისი მწველი ტუჩები,რომ მაღვიძებს.ტანის თითოეული კუთხე-კუნჭული,რომ მეწვის.ჩემი კანი ითხოვს მას,ჩემი ყველა ორგანო..მაგრამ არ არის.. რატომ არ არის? ჩემი უტვინობის გამო,ჩემი სიბოროტის გამო,ჩემი სურვილის გამო,ასე რო მინდოდა მისთვის სამაგიეროს გადახდა.. ეტკინა? უსაშველოდ.უმაზე მეტად ეტკინა ვიდრე მე მისი და ნატაშკას სურათების დროს მეტკინა.იმდენად ეტკინა,რომ ტკივილმა მოკლა..გაანადგურა. როგორ ფიქრობ ახლა რას გრძნობს? ტკივილის გარდა არაფერს.. გაპატიებს? არასდროს..! გაუძლებს კი უშენობას? გაუძლებს,ზუსტადაც,რომ ჩემს გამო გაუძლებს. ვერ მივხვდი? როგორ აგიხნსათ?დათა სხვაა რა,სხვა ტიპია.. შეზიზღდი? არა.. აღარ უყვარხარ? ვუყვარვარ,იმაზე მეტად ვიდღე მანამდე სანამ ამ სისულელეს ჩავიდენდი! მაშინ რატომ ვერ გპატიობს? ვარ საპატიებელი რო?! მაინც თუ უყვარხარ?როცა უყვართ ხო მაშინ არც პრინციპები არსებოს და ზოგადად არაფერი? ჩვენს ხვები ვართ.. რას ნიშნავს სხვები? ჩვენი ურთიერთობა არის სულ სხვა,ვიდრე ერთი თბილუსური სიყვარულის ისტორია.ჩვენ ვართ სხვები სხვა ტიპები,თითქოს არ ვართ ამ პლანეტიდან..განსხვავებულები ვართ..! ყველა განსხვავებულია..! არ გესმის იმის რასაც ვამბობ.პრინციპში მართო დათას ესმის.. როგორ ეგუები უმისობას? ვერვეგუები.. მაშინ დაურეკე! არა. რატომ? უფრო ვატკენ.. არ მესმის თქვენი. ვიცი. ნამდვილად გიყვართ ერთმანეთი? ყველაზე და ყველაფერზე მეტად.. მაშინ..კარგი მოვრჩეთ. ხო,მოვრჩეთ. * წასვლამდე 15 დღით ადრე. ნინას გავუარე სახლში.ჯერ კიდევ გაბრაზებული იყო ჩემზე,მაგრამ მაინც მომისმინა.პირველი მას ვუთხარი ჩემი წასვლის შესახებ.არაფერი უთქვამს მხოლოდ ის მითხრა,რომ ამერიკიდან გამოჯამრთელებული თუ არ დავბრუნდებოდი მისი ხელით მომკლავდა.ნუცაც მოვიდა და ისეთი გარემო იყო,როგორც ადრე.მერე ნუცასაც გავუმხილე საიდუმლო და კინაღამ გული წაუვიდა.იყო ძალიან ძალიან ბევრი ტირილი.მის გოდებაზე მეც ავტირდი,მერე ნინაც აგვყვა.არსად არ წავსულვართ იმ დღეს ნინასთან დავრჩით.დილის შვიდ საათამდე აივანზე ვისხედით პლედშემოხვეულები,ცოტა ვილაპარაკეთ,ცოტა ვიცინეთ,ცოტა ვლანძღეთ ერთმანეთი,ცოტა მოვესიყვარულეთ და მაინც ცოტა ვიტირეთ კიდეც.. * წასვლიდან 14 დღით ადრე. დღე იყო ცივი,საშინლად ცივი.მონუსხული და დაბურული,ისეთი,რომ ვერ გაიგებ დილაა თუ ღამე.ძალიან თბილად მეცვა,ქუჩებში უაზროდ დავხეტიალობდი.აბაშიძეზე ავუხვიე..არვიცი რატომ,ალბათ მეგონა,რომ შემხვდებოდა.მართლა შემხვდა..სუპერმარკეტიდან გამოდიოდა მე წინ ვიდექი.კიბეები ჩამოიარა და პირისპირ დამიდგა.ყველაფერს ვგრძნობდი რაც შეიძლებოდა მეგრძნო და რაც არ შეიძლებოდა.არ გარხეულა.უბრალოდ მიყურა.ვიცოდი,ხმა არ ამოიღებდა "ეს ბოლო ლაპარაკია ჩვენი,მარიამ." კარგად მახსოვდა მისი სიტყვები,თანაც მარიამით მომმართა და.. ხელი სახეზე მოისვა,დაღლილი სახე ჰქონდა,თვალები - ჩაშავებული.ალბათ ერთი-ორი დღის უძინარ იყო.ძალიან მინდოდა ხმის ამოღება,უბრალოდ მისი სახელის წარმოთქმაც კი,მაგრამ ვერ გავბედე. მის სახეს კვლავ,რომ დავაკვირდი ჩემი თავის მიმართ კიდევ უფრო დიდი ზიზღი ვიგრძენი,გულის რევა,ყველაფერი საშინელება ვიგრძენი.მუხლები მეკვეთებოდა,მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობდი მაინც მყარად ვმდგარიყავი მიწაზე. უნდა ავმდგარიყავი და გზა გამეგრძელებინა,მაგრამ ვერა..ფეხს ვერ ვდგამდი.ვიცოდი ვერც გადავდგამდი სანამ თვითონ არ წავიდოდა.არ მიდიოდა.. ორივე მაზოხისტები ვიყავით,ერთმანეთზე მაზოხისტები.გვსიამოვნებდა ჩვენი და ერთმანეთის ტკივილი.გვინდოდა ორივეს დაგვენახა ერთმანეთში როგორ გვტკიოდა ჩვენი სახციელები.ამაკანკალა,მთელი სხეული მიკანკალებდა.გაეღიმა,არვიცი ეს როგორი ღიმილი იყო,სევდის სიამოვნების თუ.. ვერ მოვითმინე.იმ ხელზე შევეხე სიგარეტი,რომ ეჭირა,გაშრა და გაქვავდა მაშინვე.სიგარეტი გამოვართვი.ძლიერად მოვქაჩე,მერე ბოლი გამოვუშვი.ისევ დავუბრუნე სიგარეტი.თვალებით შევეხვეწე,რომ წასულიყო მერე მეც,რომ შემძლებოდა წასვლა. ერთი მანაც მოქაჩა სიგარეტი.მერე ძირს დააგდო და ფეხით გასრისა. ზურგი მაქცია და წავიდა.. ამოვისუნთქე,მეც შევძელი ადგილიდან დაძვრა. * წასვლამდე 13დღით ადრე. უჰაერობა.. კრუნჩხვები.. შეტევა.. ისევ გამოკეტილი თეთრ ოთახში. ისევ დედაჩემის ჩუმი დაგუდული ტირილი.. ისევ გული მიმდის.. წასვლამდე 12 დღით ადრე. ისევ პალატაში ვარ.ამჯერად ნუცა და ნინა ჩემ გვერდით არიან.ნუცას ჩემი ხელი უჭირავს და ნაზად მეფერება,ნინა კი გვერძე მიწევს და მეხუტება.გული მიჩქარდება,რომ ვიაზრებ 12დღეში მივდივარ.. ისე მტკივა,ისე არ მინდა აქაურობის დატოვება.. რატომ მოხდა ასე? ვუსვამ ჩემს თავს კითხვას,და თვალები ბლანტი სითხით მევსება.ნელა მოგორავენ ჩემს ლოყაზე.მერე უკვე მთელი ხმით ვტირი,პანიკაში ვარდები და ისევ კრუნჩხვები მეწყება. ალბათ ასე იყო საჭირო. ვითიშები. * გამოწერის დღე. ანუ წასვლამდე ხუთი დღით ადრე. ექიმმა მირჩია სახლიდან არ გავსულიყავი და წასვლამდე სულ ვწოლილიყავი მაგრამ არ დავუჯერე.როგორც კი გამომწერეს სახლში მისული არ ვიყავი,უკვე ვიცვამდი,რომ ნუცასთან წავსულიყავი.დედაჩემთან მთელი ომი გამოვიარე,მაგრამ მაინც არ გამიშვა.გაბრაზებული შევარდი ჩემს ოთახში.ლეპტოპი ავიღე ჩემ ფ(F)ოლდერში შევედი და ფოტოების თვალიერება დავიწყე.ძალიან ძველი ფოტო იყო,იმ დღის დათა,რომ გავიცანი.. * გახსენება. საშინელი სიცივე იყო,ბავშვები ნუცასთან ვიკრიბებოდით როგორც ყოველთვის.მე და ნინა ერთად მივედით,კარი ვაჩემ გაგვიღო.გადაგვეხვია ორივეს ძალიან თბილად მერე სასტუმრო ოთახში შეგვიპატიჟა.უცნობი სახე,რომ დავინახე ცოტა არიყოს გამიკვირდა მაგრამ არ შევიმჩნიე.ერთი შეხედვითაც ეტყობოდა,სხვა,რომ იყო.ყველასგან გამორჩეული,მშვიდი,გიჟი მაზოხისტი.სიგარეტს ეწეოდა(პარლამენტს). *რა გინდა გემოვნება ჰქონია-თქო* გავიფიქრე. -მარ,მოდი ჩვენთან. დამიძახა ნუცამ,რომელიც უნერვო მშშვიდ გიჟ მაზოხისტთან ერთად იდგა.თავი დავუქნიე და მათთან მივედი.ახლოს,რომ მივედი კინაღამ გა-ვა-ფ-რი-ნე! თვალები ჰქონდა საოცარი.. მზერა გამიშტერდა.. ჩაეცინა. მერე თავი უხერხულად ვიგრძენი და ნუცას შევხედე. -მარ,გაიცანი ეს დათაა ჩემი ბიძაშვილი,დათ გაიცანი ეს მარიამია ჩემი დაქალი. -სასიამოვნოა მაშო. გაიღიმა მან.მეც გავუღიმე მერე დავასტოპე. "მაშო?!" მე მარიამი მქვია! -გეშლება,მაშო არა მარიამი.ჩემთვისაც დათა. -კარგი მაშო. მხოლოდ ეს თქვა და წავიდა. მე გაბრაზებული დავრჩი ნუცასთან ერთად.ნუცა იცინოდა,მე ვბრაზობი. * მერე ის ფოტო შემხვდა ვაჩესთან და ნუცასთან,რომ ვიყავით აგარაკზე. გული მეტკინა,ამ დროის დაბრუნება,რომ არ შემეძლო. მაგრამ,მოგონებები ხო ჩვენთან რჩებიან?! ყოველთვის.. * იანვრის შუა რიცხვები იყო,ძალიან თხლად მეცვა.ბავშვები ბუხართან ისხდნენ მე და დათა აივანზე. -ამ დროს ყველა ბიჭი გოგოს ეკითებიან ხომ არ გცივა? ვთქვი,რომ მიმხვდარიყო და მისი თბილი ჟაკეტი მოეცა. -ყველა არ ვარ მე. თვალი ჩამიკრა და ღრმა ნაპასი დაარტყა. -კარგი. ვთქვი გაბრაზებულმა და სახლისკენ დავიწყე წასვლა. -არ წახვიდე,მაშო. -მცივა!მაშო არა მა-რი-ა-მი! -მოდი ჩემთან. აღარ გავუძალიანდი მასთან მივედი,ძალიან ძლიერად მომეხვია.(ეს ის დროა ჯერ ერთადაც,რომ არ ვართ.)დიდხანს ვეხუტებოდით ერთმანეთს. -გათბი? ჩუმად მიჩურჩულა,ტუჩები ძალიან ახლოს ჰქონდა ჩემს ყურთან,ბუსუსებმა უკვე იმდენჯერ დამაყარა ვეღარც ვითვლი. -მაშო რატო? -მიყვარს სახელი მაშო.. -ანუ..? -ანუ მე შენ ისა რა..-გაიცინა ძალიან ხმამაღლა მან.-ნუ ელოდები საყვარელო,რომ გეტყვი მიყვარხარს! ძალიან ბევრი იცინა,ძალიან ბევრი.გავბრაზდი მუჯლუგუნი ვკარი და სახლში შევედი,თვითონაც შემომყვა,უკნიდან მომეხუტა და თავი ჩემს ყელში ჩარგო. * მე უკვე ვტიროდი.მთელი გულით ვტიროდი.მტკიდოდა მტკიოდა ის დღე,როდესაც ნიკუშას ვეზასავე,დათა,რომ გამემწარებინა.მტკიოდა ის დღეები,რომლებსაც ვერ დავაბრუნდებდი. და მეცოდებოდა ჩემი თავი. მეცოდებოდა უიმისოდ ჩემი თავი.ვიცოდი,რომ ვეღარ ვნახავდი.ვეღარ ჩავეხუტებოდი,ვეღარ ვაკოცებდი,ვეღარ ვეტყოდი,რომ მიყვარს..მის სუნს ვეღარ ვიგრძნობდი.. ღმერთო ასეთი დებილი რატომ ვარ?! აქ უკვე პანიკა დამეწყო. * წასვლამდე 3დღით ადრე. ნუცას შევუარე,ნინაც მასთან იყო.დამშვიდობებას ვაპირებდი.ბათუმში ვაპირებდი წასვლას და მერე იქიდან გაფრენას.ნუცა ტიროდა,მეც ვტიროდი და ნინაც ტიროდა!ისე ვეხუტებოდი გოგოებს მეგონა ცხოვრებაში ვეღარასდროს ვნახავდი,უკვე მაკანკალებდა მონატრებისგან. -დათას არ ეტყვი? შემომაპარა ნუცამ. -ნუცა არც კი გაბედო! -მაშო,-ამ სახელის გაგონებაზე გამცრა.-მართლა არ გაპატიებს იცოდე.ასე,რომ ადგე და წახვიდე დაუმშვიდობებლად თანაც,რომ გაიგოს რას უმალავ,მართლა არ გაპატიებს. -არ მინდა შეცოდების გამო,აღდგეს ჩვენი ურთიერთობა.არ ვარ მაგის ღირსი,დათას ღირსი არ ვარ.. -ნუცა მართალია,ხომ იცი არა?! ლაპარაკში ნინაც ჩაერთო. აღარაფერი მითქვამს.6საათისთვის წამოვედი.გოგოებმა მთხოვეს გაგაცილებთო,მაგრამ უარით გავისტუმრე.მერე უფრო გამიჭირდებოდა. დედაჩემის მანქანით წავედი,ნატაშკა გაფრენის დღეს ჩამოვიდოდა და ბათუმიდან წავიდოდით.აუცილებლად მჭირდებოდა მარტო ყოფნა და ფიქრი. ხო და მეც ავდექი და ბათუმში წამოვედი. * წასვლამდე 1დღით ადრე. უკვე ბინდედოდა ბულვარში დავსეირნობდი მარტო,ტელეფონის ზუზუნის ხმა გავიგე,ჩანთიდან ამოვიღე და წარწერა "დათა",რომ წავიკითხე ცოტა არ იყოს გამიკვირდა.ცოტა არა ძალიან,ძალიან გამიკვირდა.. -სად ხარ?! ისე იღრიალა მეგონა ტელეფონიდან გამომივარდებოდა. -მე..მ..ე ისა.. დამება ენა მე. -მაშო სად ხარ მითხარი! არ ჩერდებოდა,ყვიროდა და ყვიროდა. -ბათუმში,ბულვარში ვსეირნობ. ხმააკანკალებულმა ვუპასუხე მე. -ჭავჭავაძეზე გამოდი,იცოდე ორ წუთში იქ იყავი. მერე გამითიშა.გული ლამის გამისკდა სანამ ჭავჭავაძეზე მივედი.ხუთ წამში მანქანა ზუსტად ფეხებთან მომიყენა.შეშინებულა შევკივლე..მანქანიდან ისეთ მდგომარეობაში გადმოვიდა,რომ დავინახე ცუდად გავხდი.მომიახლოვდა და მაშინ დავინახე თვალები როგორ ჩაწითლებოდა.. ყველაფერი იცის.. -ნუცამ გითხრა? ჩუმად ამოვიკნავლე მე. -ამას როგორ მიკეთებ?დავიჯერო არ გეცოდები?დავიჯერო მართლა აღარ გიყვარვარ?!ისე მიდიხარ არც კი მემშვიდობები და თან ვიგებ,რომ თავში ბომბა გაქვს,რომელიც შეიძლება ნებისმიერ დროს აფეთქდეს.შენ რო ვეღარ მენახე იცი რა მომივიდოდა?მ-ო-ვ-კ-ვ-დ-ე-ბ-ო-დ-ი!ხო ყველაფერი ჩემი ბრალია,ჩემი ბრალია იმ დონემდე,რომ მიგიყვანე ნიკუშასთან გეზასავა,ჩემი ბრალია და სხივისი არავისი,მაგრამ ესე უნდა გამიმეტო?როგორ შეგეძლო?!როგორ არ მითხარი..იცოდე მაში არ ცახვიდე,არ გაბედო ჩემი მიტოვება თორე გეფიცები გავაფრენ!ამის დედაც,უშენოდ მართლა გავაფრენ. რით დავიმსახურე ეს ადამიანი? ვინმე ამისხნით?! -არ მოვკვდები,მართლა გეფიცები.. ნერვიულად გამეცინა მე. -მაშო სასაცილოს რას ხედავ ამიხსნი? პირველად ვხედავდი ასეთ მდგომარეობაში,პირველად ვხედავდი მის თვალებზე ცრემლებს. დათა მეტრეველი იდგა ჩემს წინ,ასეთ მდგომარეობაში და ღმერთო ჩემო ის ტ-ი-რ-ო-დ-ა! -მაკოცე,გთხოვ. ვთხოვე მე.არაფერი უთქვამს უფრო ახლოს მოვიდა და მაკოცა.ეს იყო..არ ვიცი რა იყო.რა დავარქვა ისიც არ ვიცი,არც ის ვიცი ის ბედნიერება როგორ ავღწერო რაც მე იმ მომენტში განვიცადე.. სახლში,რომ წავედით უკვე ბნელოდა.მისახებ ოთახში ვისხედით,თავი ჩემს ფეხებზე ედო,თვალები დაეხუჭა მე კი თმებზე ვეფერებოდი.ნაზად ვაკოცე ტუჩებზე,თავი,რომ გამოვწიე უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა.გასწორდა კარგად მოკალათდა დამჯდარი და კალთაში ჩამისვა. * საძინებელში ვიწექით უკვე,მე მასზე ვიყავი მოქცეული თავი მის გულმკერდზე მედო და მის გულისცემას ვუსმენდი. -მოდი ვითამაშოთ. გაღიმებულმა ავხედე მას. -რა? -კითხვობანა. ისე გაიცინა ისე,მთელი 10წუთი არ გაჩერებულა. -კაი,ვითამაშოთ.. -მე ვიწყებ. სწრაფად ვთქვი,დათამ კი საპასუხოდ თავი დამიქნია. -მიყვარს? -ცხოვრება. -ვერვიტან? -უპრინციპო ადამიანებს. -მაღიზიანებს? -სიტყვებზე ხტუნვა. -გული მერევა? -ღალატზე.. მეტკინა.. -არ მიყვარს როცა? -მატყუებენ. -ვერვაპატიებ? -მიტოვებას! ისევ მეტკინა. -პატივს ვცემ? -ყველა სულიერს. -მჯერა? -სასწაულების. -მეშინია? -საყვარელი ადამიანების დაკარგვის. -რას არ გააკეთებ არასდროს? -თავსარმოვიკლავ! -რას გააკეთებ სიცოცხლის ბოლო დღეს? -არვიცი,ბევრ რამეს. -რას ან ვის არ დათმობ არასდროს? -მაშო ჟვანიას. გამეღიმა,დავიხარე და ნაზად ვაკოცე. -ვამაყობ? -მშობლებით! -10წლის შემდეგ ვიქნები? -შენი ქმარი. მისკენ ავიწიე და ძალიან ნაზად ვაკოცე,რომ მოვშორდი ისევ ამოიხვნეშა.ამჯერად თვითონ მომექცა ზემოდან და მთელი სახე დამიკოცნა.ყურს უკან,რომ მაკოცა კვნესის შეკავება ვერ შევძელი.ჩემს ყელში გაეღიმა.მაიკა ნელა გამხადა,ჩემი ლავიწები,რომ დაინახა თვალები აენთო და ამჯერად მათ შესწავლას შეუდგა.კბილები მაკრად,რომ ჩამასო,კიდევ ამოვიკვნესე.მიხვდა რო მეტკინა და ნაზად გადამატარა ენა ნაკბენზე.ვერ აგიღწერთ რა ვიგრძენი ამ დროს.ბრეტელებიან მაიკას დაწვდა ამჯერად,ამომხედა მე კი თავი დავუქნიე.ისიც გამაძრო და მარტო ლიფის ამარად დავრჩი. მერე ალბათ თქვენც ხვდებით რა იყო ჩემო მეგობრებო.ძალიან დიდი სიამოვნება,კვნესით გაჟღენთილი ოთახი და სიყვარულით სავსე 2 ადამიანი. -ხომ არ წახვალ? -არა.. -ხპმ დარჩები? -ხო.. -მიყვარხარ! -მეც! მერე დაეძინა.მე არ მძინებია,მასთან ჩახუტებული ვიწექი და ვფიქრობდი რა გამეკეთებინა.6ხდებოდა ჩუმად,რომ წამოვდექი და ბარგის ჩალაგებას შევუდექი ჩემი რეისი 8საათზე იყო,ამიტომ დრო მქონდა.უკვე,რომ მოვემზადე ფურცელი და პასტა ავიღე.. უკვე შვიდის ნახევარზე სახლიდან გამოვდიოდი,ვერ შევძელი ასე წასვლა მასთან მივირბინე და ძალიან ფაქისად ვაკოცე დათას. -ჩემს გარდა არავინ შეიყვარო! ჩუმად ვიჩურჩულე და წამოვედი. * უკვე შუადღის სამი საათი იყო დათას,რომ გაეღვიძა.მაშოს ეძებდა და ვერსად,რომ ვერ იპოვა იფიქრა მარკეტში ჩავიდაო,ადგა და აბაზანაში შევიდა.გუშინდელი ღამის გახსენებაზე ჩაეღიმა..აბაზანიდან გამოსულს ეგონა მაშო სახლში დახვდებოდა მაგრამ არ დახვდა,მერე დარეკვა ცადა,ტელეფონი გამორთული იყო.სამზარეულოში გავიდა და მაგიდაზე დადებული ფურცელი,რომ დაინახა მწარედ ჩაიცინა.ნელა გახსნა და კითხვა დაიწყო. "პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადო,იმისთვის,რომ საერთოდ არსებობ.მერე იმისთვის,რომ ჩემ ცხოვრებაში გამოჩნდი და ის მაგრძნობინე რასაც ზუსტად ვიცი ვერავინ ვერასდროს მაგრძნობინებს.გეფიცები შენს თავს,რომ ყველაზე ბედნიერი და ამაყი ვარ შენ,რომ გიყვარვარ..გუშინ ვფიქრობდი და მაინც ვერ ვხდები როგორ დაგიმსახურე?რითი დავიმსახურე შენი სიყვარული?!არვიცი,მართლა არ ვიცი.ვიცი,რომ ამ წამს გძულვარ!ვიცი,ძალიან კარგად.ისიც ვიცი ახლა,როგორ გაგიცრუე იმედი რადგან წავედი,არადა გუშინ გითხარი,რომ დავრჩებოდი.ვიცი,როგორ ვერ იტან ჩემს მერყევ ხასიათს.იცი?ვერც მე ვერ ვიტან!ვიცი,მოვკვდები უშენოდ ისე მომენატრები,მაგრამ არ მინდა მიყურო ასეთს!არ მინდა მიყურო როგორ ვიტანჯები ამ დაავადებისგან..ვიცი შენ ჩემზე ბევრად გეტკინება!არ მინდა ეს,უკვე საკმარისად აიტანე.2წელი დათა,ხო 2წელი მივდივარ და გტოვებ.არ ვიცი,როგორ მართლა არ ვიცი.. მინდა რო ყველაზე ბედნიერი იყო,იმასთან ვინ შენ გიმსახურებს(მე არა,მართლა არვარ შენი ღირსი შენ იმდენად კარგი ხარ!)საერთოდ ყველაზე ბედნიერი იყავი,გთოხ!სხვა შეიყვარე ვინმე უკეთესი.. იცი მატყუარა ვარ!საშინელი მატყუარა.არ მინდა ბენიერი იყო ვინმე სხვასთან,არც ის მინდა ვინმე გიყვარდეს.შენი თავი მარტო ჩემთვის მემეტება(ხომ იცი როგორი ეგოისტიც ვარ არა?)ხო იცი,მაინც როგორ მინდა გამიგო და დამელოდო,მიუხედავად იმისა,რომ ამას არ ვიმსახურებ? ვიცი რო იცი..! ჩემზე არ იფიქრო ძალიან ბევრი,არ მინდა შეგზიზღდე.მალე გავა ეს დრო.. ჩამოვალ და რავიცი,იქნებ ისევ ერთად ვიყოთ? ან იქნებ სხვასთან უფრო ბედნიერი დამხვდე?! ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მიყვარხარ მთელი არსებით.არ მგონია ვინმეს ასე ჰყვარებოდეს მეორე ადამიანი.მაგიჟებ და ჟკუიდან გადაგყვარარ!მიყვარხარ დათა,ძალიან ძალიან!უსაშველოდ..! წასვლის დროა უკვე. მოდი პაუზა ავიღოთ,ეს ორი წელი იყოს პაუზა გთხოვ,ძალიან გთხოვ! არ მორჩეს რა ჩვენი ისტორია,ასე არა რა.. უნდა წავიდე,არ მინდა მაგრამ მაგვიანდება! გთხოვ.. ძალიან თხოვ.. ჩემს გარდა არავინ შეიყვარო! -მაშო. " * დააკომენტარეთ აუცილებლად.ძალიან დიდი იმედი მაქვს არ გაგიცრუეთ იმედები.გთხოვთ კომენტარები არ დაიშუროთ!გკოცნით! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.