შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზეცა თავისას არ კარგავს! -3-


5-10-2016, 21:13
ავტორი sopiko
ნანახია 1 943

[თავი 3]
-კარის ნორმალურად გაღება ვერ უნდა ისწავლო?-ოთხმოცი წლის მასწავლებელივით დავჩაჩანებ არაამქვეყნიურად მშვიდ და გაღიმებულ შიოს და ნაცრისფერ ბეემვეს გულგრილად ვათვალიერებ.-ამით მივდივართ?
-რა უცნაურები ხართ ქალები! კომფორტი და გარემოება უფრო გაინტერესებთ, ვიდრე ის, თუ რას გიქადით ეს ყოველივე.-ეცინება მამაკაცს.
ოჰოო... მგონი არ მეჩვენება და კლასიკური შარვალი აცვია. თეთრი პერანგი უწესრიგოდ აქვს ჩატანებული მასში. ცალი მხარე ამოწეულია, ცალი ჩაქაჩული. ჩემი არ იყოს, ისიც ''გამოკვანწულა''. თან რა კარგად ადგას მხრებზე ეს თეთრი ნაჭერი. ნამდვილად მასზეა შეკერილი! კარგი, რა, ლეა... საბოლოოდ ნუ გიმტყუნებს გრძნობები! ხო, ქალი ხარ! ხო, ის მამაკაცია, თანაც საკმაოდ მომხიბვლავი, მაგრამ... მაგრამ არაფერი! თამამად შეგიძლია მის შებმას ეცადო.
-არადა მეგონა ძირეულად ამომიწყვეტავდი ნათესაობას!-გაკვირვება ეტყობა მენაბდეს.
უი, რამე გამომრჩა? ნუთუ რამე ისეთი მითხრა, რომ ამის მიზეზი მომცა? რა თქმა უნდა, მითხრა, მაგრამ რა გამოდის? ის მიზანი აქვს, რომ მოთმინებიდან გამომიყვანოს, თვითონ კი მშვიდად იღიმოდეს? ეს რაში სჭირდება? ვიბნევი.
-სად მივდივართ?-საიდანღაც მოტანილი სიმკაცრით ვეკითხები.
-ბავშვთა სახლში. სამწუხაროდ, თურმე შენც საჭირო ხარ იმისთვის, რომ თათას გვარი მივცე და წამოვიყვანო.
-გასაგებია.-ვხვდები, რომ მასთან კამათს აზრი არ აქვს. ტყუილად ლაპარაკით ვერაფერს გავხდები. იქნებ საერთოდ აღარ ვიგრძნო თათას მიმართ იმის მსგავსი არაფერი, რაც მის დაბადების დღეს მოხდა? ამის გაფიქრებაზე გული საეჭვოდ მეწიწკნება. შეუძლებელია ყველაფერი უცებ არაფრად იქცეს, იმდენად დიდი მანძილია ამ ორ სიტყვას შორის.
მანქანაში ვსხდებით და ორივე ჯიუტად გვერდით ვატრიალებთ თავს. შიოსთან, რაც არ უნდა იყოს, ბევრი რამ მაქვს გასარკვევი. ჩემი ინტერესის უმთავრესი ობიექტია გაბო, რომელიც ამ ბოლო დღეებში მიმავიწყდა. დაკარგულ ჩანთაზეც ახალი არაფერი გამიგია. იმის გაგებამ, რომ ცალწარბა შიოსა და ნინოს ძმაა, უფრო მეტად დამაბნია. ჯანდაბა! მაინც მომიწევს იმ ადგილას მეორედ მისვლა, რადგან ახლა მხოლოდ გაბო კი არა, ცალწარბაც იქცევს ჩემს ყურადღებას.
-ღვედი შეიკარი.-სიტყვაძუნწობს მამაკაცი.
-ჩემს უსაფრთხოებაზე ზრუნავ?-გულაფრთხიალებული ვეკითხები.
-არა, ჩემს ჯიბეზე... სულაც არ მსურს ჯარიმების გადახდა!-სრული სერიოზულობით ამბობს ის. ველოდები, როდის გაიღიმებს, მაგრამ ალბათ მართლა არ ხუმრობს. აჰა... ესე იგი თავისი ჯიბის სისქელე უფრო ადარდებს... რა გასაკვირია? შეიძლება სულ ცოტათი უფრო ადრე მიცნობს, ვიდრე მე გავიცანი, მაგრამ ერთმანეთთან არაფერი გვაკავშირებს. ადამიანი ოდნავ მაინც უნდა გიყვარდეს, რომ განაღვლებდეს.
შიო ძრავას ქოქავს და მანქანაც ჩემს ეზოს ტოვებს. მობილურს ხელებში ვიქცევ და ეკრანს ვანათებ. რამე უნდა გავაკეთო, თორემ სასტიკად უხერხულად ვგრძნობ თავს. მენაბდეს მინა ჩაწეული აქვს და იქიდან მონაბერი ჰაერი ლოყაზე რომ მელამუნება, ეს მახსენებს, ვინ მიზის გვერდით და რომ მარტო არ ვარ.
-გაბოს იცნობ?-ენა წინ მისწრებს და კითხვაც თავისით ცხვება ღუმელში.
-გაბოს? რამ გაგახსენა?
-რა ვიცი... უბრალოდ დავინტერესდი.-მხრებს ვიწურავ.
-ვიცნობ. ცალწარბასთან იმიტომ მუშაობს, რომ მან მისი ძმისშვილი გადაარჩინა.-მცირედ ინფორმაციას მაწვდის გაბოზე.
-რა? აი, თურმე რატომ...-სიმართლის გაგება, რა თქმა უნდა, მაოცებს, მაგრამ ამავე დროს მაკმაყოფილებს კიდეც.
-თურმე? რას გულისხმობ?
-ერთხელ ვნახე და მაშინვე ისეთ საქციელში გამოვიჭირე, რომ ძალიან გამიკვირდა, ცალწარბას გვერდით რა უნდოდა. ბოდიშს გიხდი. ვიცი, შენი ძმაა და ალბათ გწყინს...
-მწყინს? ნუ მაცინებ, რა...-სიტყვას არ მასრულებინებს ის და საჭეს ძლიერად ატრიალებს. ჯავრს მასზე თუ იყრის. შეწუხებულ მზერას ვტყორცნი და ასეთი უღიმღამო დიალოგებით დაღლილი ვფრუტუნებ.
-ეს იმას ნიშნავს, რომ საუბრის ხასიათზე არ ხარ, არა?
ის ჩუმადაა. ხო, ასე გამოდის. ჩემთან ლაპარაკი არ უნდა. ჩემთან, შტერ ქალთან, რომელიც რამდენიმე ნაბიჯის გავლის შემდეგაც კი იღლება. რატომ მგონია, რომ ის ასე ფიქრობს? ან რატომ ვფიქრობ ამდენს მასზე? გაჩუმდი, ალტერეგო... გაჩუმდი, თორემ მე გაგაჩუმებ!
უპატრონო ბავშვთა სახლის შესასვლელთან აჩერებს მანქანას შიო და ელოდება, როდის გადავალ გარეთ მე. წესით ჯერ ის უნდა გადადიოდეს, მერე მე კარს მიღებდეს, ხელს მიშვერდეს და ისე გადმოვყავდე. რატომ ელოდები, ლეა, ისეთი ბოროტმოქმედის ძმისგან ჯენტლმენობას, როგორიც ცალწარბაა? მერე რა, რომ მათ შორის ურთიერთობა არაა და შიო სულ სხვანაირი ჩანს? ნუ გავიწყდება, რომ ძალიან სულელი ხარ და ყველაში და ყველაფერში კარგს ხედავ.
მანქანიდან გადავდივარ და წინ მივიწევ. სულაც არ ვაპირებ დაველოდო. როცა მოესურვება, მაშინ გამომყვეს უკან. შესასვლელთან მდჯომ გოგონასთან მივდივარ და ვხედავ კიდეც, როგორი მედიდური, ჩაფიქრებული ნაბიჯებით მოემართება შიო ჩვენკენ. სასწრაფოდ თვალს ვარიდებ და ზრდილობიანი ღიმილით გოგონას ვეუბნები, რომ ჩვენ ახლახანს მოყვანილი ახალშობილი ბავშვის, თათას მეურვეები ვართ და ოფიციალური მხარის მოგვარება გვინდა, რათა ის სახლში წავიყვანოთ. სწორედ ამ დროს მიდგება გვერდით მენაბდე.
-თქვენ ცოლ-ქმარი ხართ?-ისე მოურიდებლად გვეკითხება გოგონა, რომ დაბნევას და პირის დაღებასაც კი ვერ ვასწრებ.
ის-ისაა შიოს უნდა გადავხედო კითხვით სავსე თვალებით, რომ წელზე მის გახურებულ, აკანკალებულ ხელს ვგრძნობ და დაშანთულივით მეზნიქება კანი. რაღა თქმა უნდა, მისკენ გახედვა მაინც მიწევს, მაგრამ თითებს ჩემი მკლავისკენ რომ აცურებს და ოდნავ მიჭერს, დაახლოებით ვხვდები, რაც აქვს გულში და რის გამოც იქცევა ასე.
დაახლოებით_მეთქი კი ვამბობ, მაგრამ იმდენად შეცბუნებული ვარ ამ მოულოდნელობით, რომ ვეღარაფრის თქმას ვეღარ ვახერხებ. გათეთრებული მივჩერებივარ გოგოს და ჩემს დაჭიმულ მყესებზე ვფიქრობ.
-დიახ. შიო მენაბდე და ლეა ხოჯავა.-მოგონილი სიმშვიდით პასუხობს ჩემი თანმხლები მამაკაცი. მისი სიტყვების გააზრებასაც ვერ ვასწრებ, რომ შემდგომი კითხვა მუხლებში კინაღამ მკეცავს.
-შეგიძლიათ საბუთები მანახოთ? ხომ იცით, ეს აუცილებელი ფორმალობაა. თუ მეურვე დაქორწინებული არ არის, მას არ შეეძლება ბავშვის წაყვანა.
აუცილებელი ფორმალობა? დაქორწინებული? ანუ... შიომ ყველაფერი წინასწარ დაგეგმა, ამიტომაც წამომიყვანა მე აქ, წინასწარ რომ შევეგუებინე რეალობას... მე მისთვის თათას წართმევა მინდოდა, მას კი ვალდებულება და მეგობრის ხსოვნა აიძულებდა ამის უფლება ჩემთვის არ მოეცა. კანონები კი ორივეს გვეწინაამღდეგებოდა. ორივეს ოღონდ ცალკ-ცალკე. ცალკე მე და ცალკე მას. ერთად თუ ვიქნებოდით, თათაც ორივესი იქნებოდა და თან მისი წამოყვანის უფლებასაც მოვიპოვებდით. როგორ ვერ მივხვდი? ეს ხომ ძალიან მარტივი იყო? არადა რა აღარ ვიფიქრე... ღირს თათას გამო ასეთი მსხვერპლი? ღირს მერის გამო? ან თუნდაც საკუთარი თავის გამო?
-საბუთები დღეს არ მოგვიტანია. ზოგი დღეს მოვაწესრიგოთ, რაც უკვე თან მაქვს და დანარჩენი შემდეგისთვის გადავდოთ.-ადვილად ჭრის ამ პრობლემასაც შიო.
მგონი ენა გადავყლაპე. ისე ვაწერ ხელს რაღაც ფურცელზე, გონება გათიშული მაქვს. რეტი მესხმის. ხელებში დენი მივლის, მაგრამ უკან არ ვიხევ. სადღაც აქ თათაა, ტირის, მისი მომვლელი კი უკვე დაიღალა ამდენ ბავშვებზე მზრუნველობით და მას იმდენად თბილად ვერ ეპყრობა, როგორც ის იმსახურებს. იქნებ მისი ტემპერატურის შემოწმება დაავიწყდეს? ანდაც საბანი ბოლოში არ ამოუკეცოს? დიდი ბალიში ხომ არ დაუდეს? ასე ხომ ის ვერ მოისვენებს... არა, მე სულ მასზე ვიფიქრებ. შეიძლება შიომ სხვა ვინმეც იპოვოს, სხვასთანაც მოაწეროს ხელი, მაგრამ მე თათას გარეშე ვერ შევძლებ. რა? მივალ ხოლმე შიოსთან და ვეტყვი, ორი წუთით მანახე_მეთქი? ხოდა დროა ვისწავლო რა არის ნამდვილად ღირებული. ამღვრეულ თვალებს, როგორც შემიძლია, ისე ვუმალავ მამაკაცს და მასთან ერთად თათას სანახავად ახალშობილთა განყოფილებაში შევდივარ.

^^^
გვიანია, მაგრამ ვისაც წაკითხვა უნდა, წაიკითხავს.
ალბათ ბოდიშს უნდა ვიხდიდე, რომ ვიგვიანებ, მაგრამ შემდეგ თავს სწრაფად დავდებ, როცა მეცოდინება, რომ ერთ ადამიანზე მეტი შემიფასებს მას.
მაინც ძალიან მომენატრეთ...
უყვარხართ სოფიკოს!



№1 სტუმარი Manana maruashvlli

Kargia cxovrebiseulia momwons
Male dade shemdegi

 


№2 სტუმარი Guest Neilo

Kargi gogoa lea

 


№3 სტუმარი mari

dzalian momwons da velodebi shemdeg tavsss

 


№4  offline მოდერი sopiko

Manana maruashvlli
Kargia cxovrebiseulia momwons
Male dade shemdegi

სწორედ ეს მინდოდა, რომ ცხოვრებისეული ყოფილიყო.
მადლობა heart_eyes
Guest Neilo
Kargi gogoa lea

ნამდვილად relaxed
mari
dzalian momwons da velodebi shemdeg tavsss

გმადლობ, მარი heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent