შემოდგომის შვილები 2.
ისევ ენაცვლება შემოდგომის ფერები ერთმანეთს, ისევ ერევა ყვითელი, წითელი, მწვანე და რატომღაც საღებავების ნაზავი მახსენდება. ხატვის დროსაც, ხომ ძირითადი ფერები ესენია და მეღიმება. რამდენი რამ შეუძლია შემოდგომას,ვფიქრობ ჩემთვის. შემდეგ მის პიჯაკს თითებით ვებღაუჭები და შეუმჩნევლად მის სურნელს ვისრუტავ ხარბად. თვალები მეხუჭება, ოცნებებიდან გიორგის ხმას გამოვყავარ. - მოვედით მიღიმის გურწფელად - მადლობ გიორგი მეც საპასუხოდ ვუღიმი და მანქანიდან გადავდივარ, სადარბაზოში ასული არ ვარ ნატალის და თუკას ვწერ. - სასწრაფოდ ჩემთან. შემდეგ დედაჩემს ვწერ, რომ დავბრუნდი და სამსახურიდან წამოსვლისას წვენი წამომიღოს მობილურს ვრთავ და სახლში ანერვიულებული ავდივარ, შევდივარ თუ არა დივანზე მოწყვეტით ვეშვები და ფანჯრიდან კვლავ ფოთლების ყურებას ვიწყებ...მის პიჯაკს თითევბს კვლავ არ ვუშვებ და უაზროდ ვიღიმი...ჩაი მინდა, მაგრამ თავს ვიკავებ და გოგონებს ველოდები. ჯერ ნატალი მოდის გაფითრებული აღებს კარს და მეხვევა. - კარგად ხარ ?ვინმემ გაწყენინა? მიყურებს შეშფოთებული, მე კი ენა ჩავარდნილი უბრალოდ ვიღიმი - ჩაის დალევ ? - ყავა მირჩევნია, ნინა რა მოხდა? სტაფილოსფერ თმმებზე მეხება და მეც ყველა კბილს ვაჩენ გაბადრული - თუკაც მოვიდეს და მეორე დაქალზე მაქვს საუბარი, გაურკვევლობაში ვტოვებ დაქალს და სამზარეულოში გავდივარ. ახლაღა ამჩნევს ჩემს პიჯაკს და ხმას მაწევს უკან. - მამაშენს სთხოვე პიჯაკი ? იცინის ბოლო ხმაზე - არაა მოგიყვები იძაფრება და კარისკენ იყურება წამდაუწუმ თუკას მოლოდინში ნერვები აწყდება და მობილურს ხელს სტაცებს სულ გინებით ჩასძახის ყურში დაქალს, სად ხარ აქამდე გავთავდი ქალიო და თითზე ნერვიულად ბეჭედს ათამაშებს, საიდანაც ჩემს მიერ დაბადებისდღეზე გაკეთებული ტატუ მოუჩანს, ტატუზე სანი მახსენდება და კვლავ უაზროდ მეღიმება, მამჩნევს და შინდისფერ მხრებამდე თმებს კოსათ იკეთებს, კაბას მაღლა იწევს დივანზე ეფლობა და წარბს სასაცილოდ წკებს მაღლა, თან დიდ ვარდისფერ ტუჩებს სასაცილოდ ბრუცავს გამომეტყველებით "ჰა დაიწყე დავიღალეო" ცოტახანს კიდევ ჩუმად ვარ და მალე მაღალი ჩრდილი მადგება თავზე, ქერა გრძელი თმები სახეზე მეყრება და მისი კოცნისგან გაბრუებული ძლივს ვამბობ - თუკაა ამომასუნთქე სიცილით ვეუბნები ჩემს ქერა დაქალს სულითაც და სხეულითაც და მის თაფლისფერ თვალებში ვარკვლავებს ვამჩნევ - ნიკოლოზი ნახე ხო ? გვეცინება მე და ნატალის, უხმოდ გვიქნევს თავს და სწრაფად ცვლის თემას - აბაააა როგორი დღე გქონდა ტკბილო ? მეუბნება დამტკბარი ხმით და ისედაც ბედნიერს კიდევ უფრო მეტად მეღიმება და მგონია სადაც არის ავტირდები. - ბიჭი გავიცანი - შე ბო ზო მაგის პიჯაკია ხო?ჩემი გაზრდილია რა იცინის ნატალი და ჩვენც ვყვებით სიცილში, თუმცა მალევე ვსერიოზულდები და მოგუდული ხმით ვამბობ - ან გოგო. კვლავ იცინიან სათქმელს ვერ ხვდებიან, მაგრამ ჩემს წაშლილ სახეზე ორივე ჩუმდება და მომლოდინე სახეებით მელოდებიან ჩაის ვასხავ, ნატალისთვის ყავას მეც ორად ვიკეცავ ფეხებს და ყველაფრის თხრობას ვიწყებ, თუკა აღტაცებული მიყურებს. ნატალის ხან სახე ეშლება, ხან პირიქით ეცინება, დასასრულს თუკა ტაშს უკრავს და ყვირის. - აუუუ როდის გამაცნობ? - გადაირიე მემგონი, მეც არ ვიცნობ ვპასუხობ შეშფოთებული - უმაგრესი ვიღაც ჩანს ნინა - ხომ მაგრამ ის გოგოა ვნაღვლიანდები და ჩაის ვხვრეპ დაძაბული. - როდიდან გაინტერესებს გოგოა თუ ბიჭი ?მეგონა ეგეთები გვე კიდა ხო ? თუკა არ მეშვება, ნატალი ჩუმად ზის. - თან ვერც იტყვი, რომ გოგოა მას ბიჭად ყოფნა სურს აშკარაა. - გადაირევიან ჩემები, როგორც ყველა ქართული ოჯახი ხომ იცი? - ეგეთებიც რომ გე კიდა მახსოვდა რატომღაც მობეზრებულად აცმაცუნებს ტუჩებს თუკა - ნატალი? სევდა შეპარული ხმით ვეძახი ჩემს დაქალს, რომელიც მკაცრი სახით მიმზერს და შემდეგ სახე ეწმინდება, როგორც ღრუბლიან ამინს შეცვლის ხოლმე მცხუნვარე მზე, ისე გადაიარეს ჩემს დაქალზე ფერებმა და საბოლოო ჯამში მისი ძლიერი ხელი ვიგრძენი ჩემს ხელზე. - ყოველთვის განსხვავებული იყავი დაიწყო მკაცრი, მაგრამ დამთბარი ხმით - 14 წლისამ მე წარბი გავიხვრიტე, შენ თავი გადაიპარსე, შემდეგ ტატუ გავიკეთე, შენ ჭიპი გაიხვრიტე, ენაზე რომ გადავედი, თუკამ ლურჯად შეიღება თმები, შენ წინა ორ კბილზე გაიკეთე პირსინგი ათასი სიგიჯე ჩაგვიდენია და არასდროს გვინანია, მუდამ მუდააამ მუდაააამ გაწელა სიტყვები - ვიცოდი რომ განსხვავებული ტიპი გეყოლებოდა გვერდით, ჯერ დღეს ნახე მაგრამ უკვე ვიცი აღარ მოგეშვება, აი ზუსტად ესეთი ადამიანი წარმომედგინა შენს გვერდით. არანორმალური, დღეს ორივე რომ დაჯდებით და თმებს გადაიპარსავთ, ხვალ თვალში რომ ტატუს გაიკეთებთ, ზეგ უბრალოდ რომ ადგებით და კალიფორნიაში წახვალთ დასასვენებლად ესე ექსპრონტად, მაზეგ პარაშუტით გადახტებით. ასეთი გჭირდება შენ გვერდით, სხვასთან ვერც გაძლებ ნინა პატარა, ამიტომ ამდენი სიგიჟის მერე რაც ჩვენ გაგვიკეთებია, თუ მოგეწონა ეგ ადამიანი იმიტომ რომ არ აბია #ლე ნუ დაიხევ უკან, ვისაც აბია რა ხეირი? "კოჭებს დაგიხვრეტ გოგო" ?? აი ამას გირჩევ მე. გაგიჟებული ვუსმენდი და ღმერთს ძალიან დიდ მადლობას ვწირავდი, რომ ეს გოგონები ჩემი დაქალები იყვნენ,ჩემი სისხლი და ხორცი. ორივეს გატრუნული მივეხუტე და ამოვიჩურჩულე. - მადლობა შემდეგ თუკა ვაწვალეთ, ნიკოლოზზე საუბრით დავღალეთ, ბევრი ვიცინეთ, პიცაც გამოვაცხეთ და დღეც უბრალოდ მიიწურა...გავაცილე ჩემი გოგოები და სარდაფის კიბეებს ავუყევი, ჩემს მაგიურ ოთახში შევედი სადაც დახრილი ჭერი, ერთი დიდი ფანჯარა და ხის იატაკია, ერთი ლეიბი აგდია და სამაგიეროდ უამრავი ფუნჯი, ტილო და საღებავია...სასწრაფოდ მათკენ წავედი და რათქმაუნდა ყვითელი, წითელი და მწვანე ფერი ერთმანეთში ავრიე. დილით კარებზე ბრახუნმა გამაღვიძა, დედა იყო. - ნინა ძვირფასო ისევ მანდ ჩაგეძინა? სიცივისგან მოკუნტულს მეძინა, ნელნელა წამოვიზლაზნე და დედას გავძახე - ხო დე ვდგები მის პიჯაკს დავხედე, რომელიც გულში ჩამეხუტებინა და დამეკუჭა, შემრცხვა.ასეთი როგორ მიმეტანა? ხვალ წავუღებ გავიფიქრე და წასასვლელად გავემზადე, მობილურს დავხედე და 3 ზარი და 1 შეტყობინება ვნახე - ნინა ელენე ვარ შენი ჯგუფელი დღეს ერთად წავიდეთ რა ვაგზალზე გნახავ, თიკოც მოდის გამეღიმა, საყვარლები გავიფიქრე ჩემთვის და ჩაცმა დავიწყე - თამუუ დედას მოვეხვიე და გუშინდელი არ დალეულ წვენს წავეტანე - ძვირფასო დამაგვიანდა - ვიცი ვიცი არაფერია დე - როგორ ხარ?მოგწონს სკოლა? უცბად გაეცინა - მაპატიე ვერ გადავეჩვიე, რომ უნივერსიტეტი ჰქვია - ხო დედი მარა ჯერ გუშინ მივედი ამომასუნთქე მეც გამეცინა - მამა წავიდა? - კი ძვირფასო უკვე წავიდა მობილური ამოვიღე და ჩემს ძმაკაცს მივწერე - დაჩი ჯერ თუ არ წასულხარ სამსახურში გამმიარე და გამიყვანე პასუხმაც არ დააყოვნა - 3 წუთში შენთან ვარ ჩაი რაღაც უგემურად მოვსვი და დედას გავძახე - თამუ მე დაჩის გავყავარ და თუ გინდა წამოდი შენც - სადამდე მიდის დედიკო? - მე ვაგზალზე დამტოვებს და თვითონ სამსახურში გადის - კარგით გამოგყვებით კაკუნით გამოვიდა დედაჩემი და კიდევ ერთხელ გავიფიქრე, როგორ დადიოდა ამ საშინელებით ის და ზოგადად ხალხი, მალევე მოვიდა დაჩი და წავედით, გზაში საკმაოდ ბევრი ვიცინე და ვაგზლამდეც მნივედით - მე დედაშენს გავიყვან გადამკოცნა და წასვლის წინ მკაცრად გამაფრთხილა - მხოლოდ წასავლელად ნუ გახსენდები - არ გცალია მუშაობ და თავი ვიმართლე მე და ბავშვობის ძმაკაცს მაგრად ჩავეხუტე - კარგი გპირდები გადავდებ ამ სწავლას გვერძე აღარ ვარ აბიტურიენტი და აწი მოვიცლი ხოლმე ვაღიარე ჩემი დანაშაული და მანქანიდან გადავედი, დედამ ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნდა და მანქანაც თვალს მიეფარა, დიდი ხანია არ დამჭირვებია ლოდინი, მალე ჩემი ჯგუფელებიც გამოჩნდენ და გადამკოცნეს - კარგად გამოიყურები შემაქო ორივემ - დიდი მადლობა გოგონებო ავტობუსისკენ გულის ფანცქალით წავედი, უკვე გასვლას აპირებდა მძღოლი და ჩვენ თითქმის შუა გზაში გაგვიჩერა, ავტობუს თვალუი მოვავლე თუმცა სასურველი არ დამინახავს. გული დამწყდა, სამაგიეროდ ყველას ჩემსკენ მომართული თვალი შევამჩნიე და მათ ასარიდებლად გოგონებთან საუბარი დავიწყე. დიდი დრო არ იყო გასული ლიკუნა ორ ბიჭთან ერთად დავლანდე, თავადაც შემამჩნია და ჩემსკენ წამოვიდა, ჩემდა გასაკვირად გადამკოცნა მეგონა იმის მერერ ზედ აღარ შემომხედავდა და ბიჭების გაცნობა დაიწყო - თორნიკე ბარბაქაძე და ლევან თავართქილაძე, ბატონი გურამ თავართქილაძის ჩვენი უნივერსიტეტის დამაარსებლის შვილიშვილი. მიმითითა შავ თვალება გადაპარსულ თმიან ბიჭზე, რომელმაც ჩემი ხელი ნაზად აიღო და მეამბორა და რომელსაც ლიკუნა ზედ ჰქონდა აკრული. ვერ გავიგე ამ გოგოს ვინ მოსწონს გავიფიქრე ჩემთვის. - ნინა ვუთხარი ხმადაბლა, რაზეც ლევანს გაეცინა და ჩემს წინ მჯდომ ბიჭს ისეთი სახით გეხედა შემეშინა, ბიჭი ფეხზე ადგა და დასვა - ლამაზ ნინას ლამაზი სახელი აქვს და გვარი? მკითხა მომნუსხველად, თუმცა მისი წინა საქციელისგან აღშფოთებულმა უკმეხად მივუგდე - ჩარკვიანი და გოგონებთან საუბარი განვაგრძე, მთელი ეს დრო წინ მეჯდა და უნამუსოდ მიყურებდა ყველგან. ლიკუნა შიგადაშიგ ერთვებოდა საუბარში, თუმცა ლევანი არ აქცევდა ყურადღებას და ჩემზე გადმორთული ხარბად მაკვირდებოდა. - რა სიმპათიურია გადმომიჩუღცულა გრძელფეხება ელენემ და თვალები ააფახუნა სიმპათიური მართლაც იყო, მაგრამ თავში აფრენილიც. მივხვდი, რომ მოეწონა და მეც მსახიობურად თავში ხელი წავირტყი - ხომ მართლა ესენი ჩემი ჯგუფელები არიან ელენე, თიკო, იაკო, სოფო და მარიამი უკან მსხდომებზეც მივუთითე და ელენეს თვალი ჩავუკარი, გაეცინა და მადლობის მსგავსი მზერა მესროლა. თავართქილაძე მთელი გზა ჩუმად იჯდა, ორი გოგოსთვის გადაეხვია მხოლოდ ხელი და კვლავ ჩემი დაკვირვებით იყო გართული, ელენემ გადმომიჩურჩულა - მგონი შენ მოეწონე - გეჩვენება გავკაპასდი, თუმცა მის მწველ მზერას ნამდვილად ვგრძნობდი, - რაზე სწავლობ ნინაჭკა ? ბოლოს და ბოლოს ხმა ამოიღო და სიჩუმე დაარღვია ლევანმა - ჟურნალისტიკა - მე ბიზნესი, მოგწონს ჩვენი უნივერსიტეტი? - არვიცი - მე ძალიან მოკლედ ვპასუხოვდი ის კი ირონიას არ იშურებდა, ავტობუსი გაჩერდა მოკლე მთლიანი კაბა ჩამოვიწიე, გეტრები გავისწორე და ჩასვლა დავიწყე, უკნიდან ამომიდგა და ყურთან მიჩურჩულა. - 2 კურზე ვარ და ჯერ შენნაირი ლამაზი გოგო არ მინახავს ნი ნა ჩემი სახელი საოცრად ლამაზად წარმოთქვა და ჩემზე წინ ჩავიდა, დამბურძგლა კი ნამდვილად დამბურძგლა...თუმცა ის გულის აჩქარება და სასიამობნო შეგრძნება არ დამეუფლა რაც გუშინ განვიცადე. შოკში მ აშინ ჩავვარდი მოტოკიცლეტზე აყუდებულ სანის ზედ რომ შეახტა ლევანი და გულში მაგრად ჩაიხუტა. - მომენატრე ყველაზე მეტად გაჰყვიროდა და უფრო ძლიერად უჭერდა ხელს - უკვე თავს მაბეზრებ მოჩვენებითი სიბრაზით აუქნია ხელი სანიმ და თმა აუჩეჩა - მეც შენ თავს გეფიცები ძმა წამით ორივეს მზერა შევნიშნე ერთი ვნებამორეული მიყურებდა, მეორე ვერ აგიხსნით როგორ მიყურებდა არც კი ვიცი ის გამოხედვა როგორ ავხსნა რაც მაშინ დავინახე საოცარი და ჰარმონეული შეგრძნება დამეუფლა თვალი მალევე ავარიდე და ბავშვებს შევერიე. შენიშვნებს მივიღებ დიდი სიამოვნებით :დდ იმედია მოგწონთ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.