მადერა (7)
7 მარტოსულმა პაემნებმა, მოქუფრული ცის ქვეშ, ყოველდღიური სახე მიიღო. არავინ მყავდა, ვისაც გავესაუბრებოდი, ვისაც ჩემი გასაჭირის შესახებ ვუამბობდი და ვის გამოწვდილ დახმარების ხელსაც ძლიერ ჩავებღაუჭებოდი. ამიტომ სიცივისგან დაცარიელებულ პარკებში ცარიელ სკამებს ვპოულობდი და ვსაუბრობდი. ვესაუბრებოდი ვაკუუმს, რომელშიც გაჭედილი ვიყავი, ჩემი სიტყვები მის კედლებს ეხეთქებოდნენ და დაბრუნებული ექო გამოსავლად მეჩვენებოდა, მეგობრის მანუგეშებელ სიტყვებად. შებინდებისას ჰიპერმარკეტში შევივლიდი ხოლმე, დაღლამდე შემოვივლიდი დახლებს და ბოლოს საღეჭი რეზინით გამოვდიოდი. ვცდილობდი, მეცხოვრა ორდინალური ცხოვრებით; მის ხავსს ჩავჭიდებოდი. თუმცა არ შემეძლო, რადგან არ მყავდა მეგობრები, რადგან ის ეული ადამიანი ვიყავი, რომელიც ვერასდროს ჩაიცვამდა მოკლე შორტს, დახეულ კოლგოტებზე და ვერ მოწევდა სიგარეტს, ფილტვის გასკდომამდე, მოფარებულ ადგილებში. და ერთ დილით, როცა მეზობლების ხმაურმა გამაღვიძა, მივხვდი, როგორ უნდა მეცხოვრა ისე, როგორც საჭირო იყო. წითელი, ფუმფულა ხალათი შემოვიცვი და ოთახიდან გავედი. სამზარეულოში ორნი ისხდნენ: ანკა და იაკო. – დილა მშვიდობისა, გოგოებო, – გავუღიმე და ამ ღიმილში მთელი ჩემი ენერგია ჩავდე, რომ ნაკლებად დასტყობოდა ხელოვნურობა. მათ თვალებში წარმოუდგენელი გაკვირვება ამოვიკითხე. ცხადია, ველოდი, თუმცა არა ამ დოზით. ისინი სწორედ ისე მიყურებდნენ, თითქოს მათ თვალწინ უცხო პლანეტიდან ჩამოფრენილი თეფში დამჯდარიყო და მე – ერთ–ერთი უცხოპლანეტელი – მათ წინ ჩამოვსულიყავი. – დღეს რამეს გეგმავთ? – მინდოდა ცოტა გამენეიტრალებინა სიტუაცია, ამიტომ პირდაპირ საქმეზე გადავედი და იმისათვის, რომ ხელოვნურობისგან ფერცვლილი სახე სადმე დამემალა, მაცივარი გამოვაღე. მე არასდროს ვსაუზმობდი. – ხომ კარგად ხარ? – სიცილით მკითხა ანკამ. – კარგად ვარ და ამიტომ ვარ აქ, – მხრები ავიჩეჩე და მათ წინ სკამი გამოვწიე. ერთმანეთს გადახედეს გოგოებმა. – უნივერსიტეტის შემდეგ არაფერს, – იაკო ჩაერთო ლაპარაკში თავისი ნაზი, იმდენად სიფრიფანა ხმით, თითქოს ოდნავადაც რომ აეწია ტემბრი, იოგები ჩაუწყდებოდნენ. – მაშინ ბარში გეპატიჟებით! – ჩემ წინ დადებულ პურს დავხედე და ჩავკბიჩე. მეგონა ამაზე უგემურად არასდროს შემეჭამა პური. – შენ? ჩვენ? – განაგრძო ანკამ და ისე აღმოხდა, თითქოს მისთვის მეთქვა, რომ შეყვარებული ჩემთან ღალატობდა. – არაა! – გაეცინა იაკოს. – ნუ, რვაზე ჩვენს უბანში რომ გაიხსნა, იმ ბარში მოდით და თუ ვერ მოხვალთ, რას ვიზამ, – გავუღიმე ყალბად და წამოვდექი. 7 რვას რამდენიმე წუთი აკლდა, სარკის წინ რომ დავტრიალდი. შავი, ახალი კაბა მემოსა. დიდხანს ველოდი მომენტს, რომ ჩამეცვა და, როცა ჩავთვალე, ეს დღე დამდგარიყო, უყოყმანოდ გადავიცვი. ტანზე მობჯენილი, ჩემს ფორმებს ხაზს გარკვევით უსვამდა. სხვა სიტუაციაში ბარში ამ კაბას არასდროს ჩავიცვამდი, თუმცა ახლა სწორედ რომ სიტუაცია მოითხოვდა მემოქმედა. ქერა თმა მხრებზე ჩამოვიშალე და კომოდზე მიგდებულ, დიდი ხნის გაუხსნელ პარფიუმერიის ჩანთაში ტუჩსაცხი და თვალის ფანქარი მოვძებნე. ფანქარი ვიპოვნე, მაგრამ ტუჩსაცხი – ვერ. არც კი მახსოვდა, დიდი ხნის წინ, უმზნოდ რომ ჩამეგდო ჩანთაში და დამეკარგა. არც დიდი ხნის წინ ვიყავი პარფიუმერიის მოყვარული,თუმცა ფანქარს თითქმის ყველგან ვატარებდი. გადავწყვიტე, რომ სიმბოლური იქნებოდა, ერთი–ორი წუთით თუ დავაგვიანებდი. მიუხედავად იმისა, რომ ეს არც პაემანი იყო და არც მეგობრული აურზაური, მაინც ვიფიქრე, ლოგიკური იქნებოდა. ბარში რომ შევაბიჯე, ვიგრძენი, რომ ამ ცხოვრებისგან შორს ყოფნისთვის ვიყავი შექმნილი. სულ ორი ან სამი დღე იყო, რაც ეს დაწესებულება არსებობდა, მაგრამ მაინც უმოწყალოდ გამჯდარიყო კედლებში სასმლისა და თამბაქოს სურნელი. გოგოები დახლთან ჩამომჯდარიყვნენ და ჩემს გარეშე შექცეოდნენ სასმელს. – უჩემოდ დაიწყეთ? – მივუახლოვდდი და მაღალ სკამზე ჩამოვჯექი. – ისე დაიგვიანე, თითქოს პაემანზე მოდიოდი! –ანკა ჩვეულ ფორმაში იყო და ყველა შესაძლებლობისთანავე მკბენდა. – კარგი რა... – გამეცინა და ხელი ავიქნიე. ღმერთო, ეს ზედმეტი ხელოვნურობა მომიღებდა ბოლოს მხოლოდ, არათუ პოლიცია. მარტინით დავიწყე. ამაზეც გამონახა ანკამ უკბილო ხუმრობა და მაშინვე დამიმიზნა იარაღი. ყურადღება არ მივაქციე. არ შემეძლო პირდაპირ ძლიერი სასმელი, რადგან ბოლოს წლების წინ დამელია და ძლიერი პირველივე ჭიქაზე გამაწვენდა იატაკზე ან მაგიდაზე ამიყვანდა და ამაცეკვებდა. – რატო აიღე აკადემიური? – მკითხა იაკომ ბოლოს, რომელსაც სრულებით არ ეტყობოდა, რომ მესამე ჭიქა ვისკი ჩამოცალა. – პატარა დეპრესიის გამო. ხომ იცით, როგორც ვიყავი, არა?! – ვიცრუე უმალ, თუმცა ჩემი თავდაპირველი მდგომარობა, ფუთის ქონის შემდეგ რომ გამიჩნდა, მართლა იყო ალიბი, რეალური დეპრესია, რომლის შესახებაც იცოდნენ მეზობლებმა. – შეყვარებული? – ჩაერთო ანკა საუბარში, რომელსაც იაკოსგან განსხვავებით, ლოყებზე ეტყობოდა სასმლის გავლენა. – არა. ნუ, აუცილებელია მიზეზი დეპრესიისთვის? – პირველად დავიბენი,თუმცა მაინც გამოვძვერი სიტუაციიდან. – რა თქმა უნდა, – მხრები აიჩეჩა ანკამ, – აი, მე, მაგალითად, გიო რომ დამშორდა, მთელი ზაფხული საწოლს ვიყავი მიტყეპებული და იმდენი ვჭამე, ისე გავსუქდი, ახლაც მემჩნევა, ოდესღაც წონასთან რომ პრობლემები მქონდა... – ეს უკანასკნელ სიტყვები იმდენად დაბალ ხმაზე წარმოთქვა, თითქოს კონფიდენციალურ ინფორმაციას გასცემდა. – უი, რას ამბობ?! – შევიცხადე მე, რადგან არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა. – მაგრამ, აი, პროსტა.. მერე რომ მივხვდი, ძალიან მაგრად გავხდი, იმიტომ, რომ გიოს წასვლა დროის ამბავი იყო. ჩემთვის არ ყოფილა ეგ ბიჭი შექმნილი! – გავსებულ ჭიქას გრძელი თითები შემოხვია და ერთიანად ჩამოცალა. მერე წამოდგა და ორივეს ხელებში ჩაგვბღუჯა. – ახლა ცეკვა! 7 ვერც კი ვიხსენებ, სახლამდე როგორ მოვაღწიეთ. ასე არასდროს დავმთვრალვარ, თან რაც ყველაზე კომიკურია... რით დავთვერი – მარტინით? არა, რა თქმა უნდა, ამ უკანასკნელსაც აქვს გრადუსი,მაგრამ იმხელა არა, რომ გონების გათიშვამდე დაგათროს. შუა ღამე იყო, რომ გამეღვიძა. უფრო კომიკური აღმოჩნდა, იაკოს წელზე რომ ვიწექი, ანკას თავი ჩემს ფეხებზე დაედო და მისაღების იატაკზე დანარჩენი ფეხები. ღმერთო, აქმდე რომ მოვაღწიეთ, რა იქნებოდა, საკუთარ საწოლებამდეც მიგვეღწია? თავი მისკდებოდა, საფეთქლები მტკიოდა და ყვირილი მინდოდა, მაგრამ ავტონომია ჩამომრთმეოდა სხეულზე, ამიტომაც ვერც ვყვიროდი და ვერც ადგილიდან ვიძროდი. მხოლოდ თვალებს ვაცეცებდი და მთვარით განათებულ ცარიელ ოთახს ვუყურებდი, ყურებში კი იაკოს მშვიდი ფშვინვა ჩამესმოდა, რადგან, როგორც ჩანდა, სახე ზუსტად ჩემ ყურებთან ედო. რამდენი წამი, წუთი ან საათი ვიყავი ასე, არ ვიცი. ბოლოს უკანასკნელი ძალები მოვიკრიბე და წამოვდექი. მაქსიმალურად ვცდილობდი, უხმაუროდ და უმტკვნეულოდ ავმდგარიყავი, გოგოები რომ არ გამეღვიძებინა, თუმცა ისე ღრმად გადაშვებულიყვნენ ძილის სამფლობელოში, სულ ზედ რომ გადამევლო, მაინც ვერ გაიღვიძებდნენ. ადგომისთანავე თავბრუ დამეხვა და კინაღამ წავიქეცი. კედელს მივეყრდენი და მისით გავიკვლიე გზა სამზარეულომდე. პირი გამომშრალი მქონდა, თითქოს სასმელი საუკუნის განმავლობაში არ მომკარებოდა. ისე მწყუროდა, მაკანკალებდა. სამზარეულომდე მისასვლელი გზა კი ისე გაიწელა, თითქოს ქვეყნის ბოლოში გადაეტანათ. ოთახში შევედი თუ არა, შუქის ასანთებ ღილაკს დავწვდი და ავანთე. არაფერი მაინტერესებდა საერთოდ, მარტო ონკანს მივშტერებოდი და მისკენ ისე მივიწევდი, როგორც ზომბი სამიზნე ადამიანისკენ. ჭიქა ხელით მოვძებნე, ონკანი გავაღე და ბოლომდე ავსება ვერ დავაცადე, ისე ჩავუშვი ორგანიზმში რამდენიმე ყლუპი. ეს მოქმედება რამდენჯერმე გავიმეორე და, რომ დავრწმუნდი, აღარ მწყუროდა, შვებით ამოვისუნთქე. თითქოს აქამდე ცარიელ კუნძულზე ვიყავი, რომლის გასასვლელისთვის ვერ მიმეგნო და სულ ეს–ესაა აღმომეჩინა. სიამოვნებისგან ამოვიოხრე და მაჯებით დახლს დავეყრდენი. – მარტინი ვერ დაგათრობდა. უამრავი ჭიქა მარტინი – კი! – ჩავილაპარაკე და იმ ფაქტისგან გახარებულმა, რომ სწორ პასუხს მივაკვლიე, გავიცინე. მერე მოქნილად შემოვტრიალდი, თითქოს ნაბახუსევისგან ყველა ძვალი არ მტკენოდა და წამოვიკივლე, განათებულ ოთახში სხვაც რომ აღმოვაჩინე. სხვა, რომლის იქ ყოფნას საერთოდ არ ველოდი... – ჩუმად! – დაბალი ხმით, თუმც მაინც მკაცრი ტონით მიბრძანა მან და მეც ისე დავემორჩილე, ვერც კი გავიაზრე. იმდენად გაუმართლებელია ჩემი საქციელი, ვერაფერს ვამბობ. მიყვარხართ და მიხარის,რომ ხართ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.