Supernatural -თავი 2-
თავი 2 საწოლზე სულმოუთქმელად დავვარდი, ღრმად ვსუნთქავდი, ვცდილობდი აზრებისთვის თავი მომეყარა, მაგრამ ამაოდ. ძალიან დაბნეული ვიყავი, დაწყნარებას ვცდილობდი, მაგრამ არ გამომდიოდა... ხელს ვუყურებდი, ვგრძნობდი ისტერიკა მეწყებოდა, არ ვიცოდი რა მექნა, როგორ მომეშორებინა ან როგორ დამემალა. ვცდილობდი თავი დამერწმუნებინა იმაში, რომ ლაშა არ გამქრალა, ის ადგა და წავიდა უბრალოდ მევერ შევამჩნიე. ყველანაირად ვცდილობდი, მაგრამ არადა არ გამომდიოდა. როგორ შეიძლება დამეჯერებინა ის რაც არანაირად არ ქვემდებარება სიმართლეს, საღ აზროვნებას, დღევანდელობას ჩემს ხელზე გაჩენილი უცნაური Tatto კი საბოლოოდ ამტკიცებს რომ რაღაც არა ამ ქვეყნიური ხდება ჩემს თავს. საშინელ დღეში ვიყავი როდესაც დედამ დამიძახა -თინათიიინ, შემოდი ჩემთან -ახლავე დეე, მოვიდვარ - ძლივს მოვაბი თავი რამდენიმე სიტყვის თქმა. სწრაფად წამოვდექი საწოლიდან, სარკესთან მივედი, თავი მოვიწესრიგე, ქურთუკი გავიხადე, ღრმად ჩავისუნთქე, ჩვეულებრივი გამომეტყველება ავიკარი სახეზე, ისე თითქოს არაფერი მომხდარა ხელი ჯიბეში ჩაქვიცურე დედასთან გავედი -რა მოხდა დეე -თიკუნა შვილო, ლიკუნამ დარეკა, მინდაო ჩემი მეგობრის უმცროსი ძმა გავაცნოო, ძალიან კარგი ბიჭიაო და მინდა, რომ ერთმანეთს იცნობდნენო -ოჰ, ლიკას მაჭანკლობაც დაუწყია -ირონიულად ვთქვი და ჩემივე ნათქვამზე გამეღიმა -კარგი რა თიკა, შვილო რაშუაშია მაჭანკლობა უბრალოდ უნდა, რომ იცნობდეთ ერთმანეთს -მშვიდად მითხრა დედამ და ოდნავ გამიღიმა -ოოო, დედა კარგით რაააა - მობეზრებულად ავიქნიე ხელი და ჩემი ოთახისკენ გავწიე, მაგრამ დედამ ისევ გამაჩერა -არანაირი კარგით რაა თინათინ! უკვე უთხრა იმ ბიჭს რომ მიხვიდოდით. უი, ისე შობლებს და ძმას იცნობ, ჩსრკვიანების ოჯახი, ხშირად დავდივართ მათთან და ისინიც ხშირად გვსტუმრობენ, მაგრამ თვითონ ეს ბიჭი არ გყავს ნანახი. არ ცხოვრობდა საქართველოში, ამერიკაში სწავლობდა. --კი, ვიცი დედა, მაგრამ მაგათ მე ვიცოდი, რომ მხოლოდ ერთი ვაჟი ჰყავთ და იმას ვიცნობ, ზუკა კიი კარგი ბიჭია -ხო და უმცროს ძმასაც გაიცნობ, როგორც ვიცი შენზე დიდია - ცოტა არ იყოს ჩაფიქრებულმა თქვა -კარგი დეე,კარგიიი, რა გაეწყობა, გავიცნობ გავიცნობ ჩარკვიანების ვაჟს -ვუთხარი დედას და ჩემს ოთახში გავედი. თავი ტანსაცმლისგან გავინთავისუფლე, ჩემი საყვარელი ყურებიანი ხალათი ჩავიცვი და საბანაოდ გავედი. როგორც კი წლის წვეთები სხეულზე მომხვდა მაშინვე მოვდუნდი, თვალები დავხუჭე და მთელი სხეულით შევიგრძენი ცხელი და სასიამოვნო წყალი. დიდხანს ვინებივრე წყლის ქვეშ, დაახლოებით საათნახევარი გავატარე დუშკაბინაში. სწრაფად გამოვედი სველ სხეულზე ხალათი მოვიცვი პირსახოცით თმა ავიკარი და ისევ ჩემს ოთახში შევფლატუნდი. ლოგინზე მშვიდად ჩამოვჯექი. წყალმა აშკარად მოშველა სტრესი და დაღლილობა მომიხსნა რამაც საღი აზროვნების საშუალება მომცა. ჩემი ფიქრები ისევ ლაშასკენ მიიწევდნენ, ისევ დღეს მომხდარი ამბისკენ,რომელიც აუხსნესი და ამოუცნობი იყო. ჩემს მარჯვენა ხელს დავხედე. ხელის დამალვას ვერ შევძლებდი, ამიტომ გადავწყვიტე ოჯახისთვის მეთქვა, რომ Tattoo გავიკეთე. ვიცოდი რა რეაქციებიც მოჰყვებოდა ახალ ამბავს, მაგრამ სხვა გზა უბრალოდ არ მქონდა. სწრაფად მოვაშორე საწოლს გადასაფარებელი და ლოგინში შევწექი. პირსახოცი მოვიშორე თავიდან და გაშრობა დავიწყე. თმას ვივარცხნიდი როდესაც ჩემი ტელეფონი ამღერდა. მაშინვე დავხედე და ვუპასუხე -ჰო ლიკუნ -თიკუნიაა, დედამ გითხრა, ჩვენი მომავალი ვიზიტის შესახებ ჩარკვიანებთან? -კი, მომახსენა -ძალიან კარგიიი, მართლა კარგი ბიჭია, თან ზურას კარგად იცნობ და მასაც გაიცნობ ბარემ, შენზე ექვსი წლით დიდია, საკმაოდ სერიოზული ბიჭია, არ გაწყენს მისი გაცნობა-ჩამოარაკრაკა ერთ ამოსუნთვაში ლიკუნამ და ჩემს პასუხისლოდინში დადუმდაა -კარგი, გავიგე, ცუდი არც იქნება ისეთი მშობლების შვილი -ვუპასუხე მე, რითაც ასი პროცენტით დავაკმაყოფილე მისი მოლოდინი. დავემშვიოდობე და ტელეფონი გვერდზე სავარცხელთან დაპირსახოცთან ერთად. საკმაოდ გვიანი იყო უკვე. კომფორტულად მოვეწყვე დასასურველი პოზა ავირჩე დასაძინებლად. როგორც კი თვალები დავხუჭე, მაშინვე ლაშას სახე დამიდგა თვალწინ, მისი მოელვარე თვალები, რომლებიც წითლად ანათებდნენ და ჩემში როგორც გაკვირვებას ასევე შიშს იწვევდნენ. მომენტალურად გავახილე თვალები და მეორე მხარეს გადმოვბრუნდი, ოთახს ვაკვირდებოდი, შეგრძნება მქონდა, თითქოს ვიღაც დაჟინებით მიყურებდა. თვალი ფანჯრისკენ გავაპარე. ფანჯარასთან კი ადამიანის ჩრდილი იყო, რომელიც ერთ ადგილას იდგა და არ ინძრეოდა. იმდენად შემეშინდა, ლოგინიდან ინსტიქტურად წამოვფრინდი და ოთახის კუთხეში დავდექი. ვკანკალებდი, მინდოდა მეყვირა მაგრამ ხმა არ ამომდიოდა. -ვინ ხარ? რა გინდა ჩემგან? -ძლივს გადავაბი რამდენიმე სიტყვა ერთმანეთს და ისევ ჩრდილს დავაკვირდი რომელიც უეცრად ჩემსკენ დაიძრა. მე ერთ ადგილზე ვიყავი მიყინული, ძალა არ მქონდა გავქცეულიყავი ან რაიმე ამეღო თავის დასაცავად. პატარა მანძილი იყო დარჩენილი, როცა გაჩერდა, მომენტალურად აუელვდა თვალები რამაც ჩემში უარესი შიშის გრძნობა გამოიწვია. აზრები მერეოდა არვიცოდი რა მექნა, ერთი წამით ვიფიქრე ლაშა ჰომ არაა-მეთქი მაგრამ ეს სულელური აზრი უკუვაგდე. შეუძლებელია ის ჩემს სახლში იყოს, არც იცოდა მე სად ვცხოვრობ, მით უმეტეს მეოთხე სართულზე რანაირად ამოვიდა... აზრებს თავს ვერ ვუყრიდი, დანევროზებული ვფიქრობდი ყველაფერზე და ვცდილობდი გამეანალიზებინა იმისმაგივრად რომ მეყვირა ან გავქცეულიყავი. ისევ მას გავხედე, ვგრძნობდი მე მიყურებდა. უცბად გადაფარა ჩვენს შორის მანძილი და ზედ ამეკრო.მის სუნთქვას ვგრძნობდი, სითბოს, სურნელს, რომელიც შიშის მიუხედავად მაინც მაბრუებდა და სიამოვნების შეგრძნებას მიღვივებდა. ხელი ნაზად გადამისვა სახეზე და უცბად აორთქლდა... თითქოს ჩემს ოთახში არც არავინ ყოფილა. თავი კედელს მივადე და ჩავიკეცე. თავი ხელებში ჩავრგე და ტირილი დავიწყე. მეც არ ვიცი რატომ ვტიროდი. თავი შეშლილი მეგონა, ვერ ვიჯერებდი, რომ ეს ყველაფერი შეიძლება რეალური ყოფილიყო, იმის და მიუხედავად, რომ ღრმა ბავშვობიდან მჯერა მსგავსი რაღაცეების არასოდეს, მინახავს არ განმიცდია, ჩემს თვალწინ არ მომხდარა. სწრაფად წამოვდექი ღრმად ჩავისუნთქე, სუნთქვა დავირეგულირე, ზედმეტი ფიქრები თავიდან მოვიშორე. სამზარეულოში გავედი წყალი დავლიე, ჩემს ოთახში დავბრუნდი, ლოგინში შევწექი და ბევრი მოუსვენრობის შემდეგ, თავს ძალა დავატანე და გადავეშვი მორფეოსის სამყაროში. დილით მაღვიძარამ გამაღვიძა. საათს დავხედე 8 საათი იყო. სწრაფად ავდექი, სააბაზოში შევედი მოვიწესრიგე თავი და სამზარეულოში გადავინაცვლე. იქ შესულს მოფუსფისებ. -დეე, მშიაა -ვუთხარი დედას და ლოყაზე ვაკოცე -ახლავე დაგიდებ შვილო -თქვა დედამ და საუზმე მაგიდაზე დამიდო. სწრაფად ვისაუზმე, პალტო მოვიცვი, ჩანთა მოვიკიდე და სკოლისაკენ გავწიე.უცნაურად ვგრძნობდი თავს და მაშოს და ანუკის არ გამორჩენიათ. სამმა გაკვეთილმა სწრაფად განვლო, ამის შემდეგ კი სკოლაში დარჩენა მომიწია, რადგან ქართულზე უნდა წავსულიყავი, ამიტომ მაშო ცოტა ხნით დარჩა ჩემთან, ანუკი კი უნარებზე გაიქცა. -თიკულინო, რა გჭირს ? მთელი დღეა გატყობ ვერ ხარ კარგად - გვერდზე მომიჯდა მაშო -არაფერი, მაშა, უბრალოდ ცუდად მეძინა და... -მოვატყუე, მერჩივნა ჯერ-ჯერობით არაფერი მეთქვა. მეც არ ვიცოდი რა ხდებოდა ჩემს თავს ამიტომ თავი შევიკავე გარკვევამდე. -ალბათ, ძილი დაგაკლდა -ალბათ -ვუთხარი და გავუღიმე, საათს დავხედე უკვე წასვლის დრო იყო მაშოს კი ინგლისურზე ეჩქარებოდა უკვე, გადამკოცნა და წავიდა. მე წყნარად გავუყევი ქართულის გაკვეთილისკენ გზას. მშვიდად მივაბიჯებდი დაისევ დისკომფორტის გრძნობა მაწუხებდა. უკვე ახლოს ვიყავი მასწავლებლის სახლთან როცა უეცრად..... მოგესალმებით მეგობრებო! ესეც ახალი თავი იმედია მოგეწონებათ ყველანაირად ვეცადე თქვენი რჩევები გამეთვალისწინებინა, იმედია ნაწილობრივ მაინც გამომივიდა ველი თქვენს შეფასებებს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.