შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კალმით ხელში (სრულად)


10-10-2016, 19:50
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 4 904

„პაპაჩემი ვაი-ფაის გათიშვის გამო მოკვდა ვენახში გულის შეტევით, უფეისბუქობას ვერ გაუძლო“-მეხუმრება მამაჩემი მე, რომელსაც რამდენიმე დღე ვერ მიცხოვრია ჩემი რომანის ახალი თავის ინტერნეტში გამოქვეყნების გარეშე და ერთი სული მაქვს, როდის დავუბრუნდები თბილისს.
-ხვალ რთველი გვაქვს და უნდა ივაჟკაცოთ-ამბობს და ოთახს ტოვებს, მიხარია, რომ მარტო ვრჩები ჩემს ლეპტოპთან, ახლა მაინც შევძლებ მშვიდად წერას.
მეორე დღეს ღამეგათენებული უენთუზიაზმოდ ვემზადები ვენახში ჩასასვლელთან, ის ჩვენი სახლიდან 3 კილომეტრითაა დაშორებული და ,თუ მხედველობაში მივიღებთ გზას, გაშორებული.
მთელი ოჯახი გაჭირვებით ვხსდებით პატარა მანქანაში, რომელსაც ტაჩკისებრი უკანალი აქვს და მალე უკვე ვენახში ვართ. მეორე წელია, რაც დამხმარეს გარეშე ვატარებთ რთველს, ეს ჩვენთვის დღესასწაული არაა, უბრალოდ პროცესია, რომელიც მალე უნდა დავასრულოთ.
***
-მოსავალს წელს სხვადასხვა მიკრობთა ალიანსი დაეტაკა და მიწასთან გაასწორა-ამბობს ჩემი პატარა და, რომელსაც ცელოფნების გახსნა აქვს დავალებული და უვედროების ჟამს ყურძნით იტკბარუნებს პირს.
-ჰო, წელს 8-ჯერ ნაკლები იქნება. ერთი პლანიც აღარაა დარჩენილი, თუმცა ჩვენი ცელოფნები ისევ მკვდრებივით ყრიან ძირს-უკმაყოფილოდ ვამბობ და წყაროსთან მივდივარ, საშინლად მწყურია, თუმცა წყლის შესახებ სულ მავიწყდება, როცა ვხედავ ცოტა მოშორებით არსებულ ქვას, რომელიც საფლავისას ჰგავს. მისკენ მივდივარ, ვკითხულობ სომხურ გვარს და გულში ვკიცხავ გარდაცვლილს, ალბათ მხოლოდ აკაკი სთხოვდა სამშობლოს, შენს მიწას მიმაბარეო.
საფლავთან ვიმუხლები და არითმეტიკის საშუალებით ვცდილობ, გამოვიანგარიშო, რამდენი წელი იცხოვრა ზარენმა. თავიდან მეშლება მიმატება-გამოკლება, თუმცა მალე ვყალიბდები.
-32 წლის ყოფილა, რა ახალგაზრდა..-ხმამაღლა ვფიქრობ და ამ დროს ვიღაც უცნობი ბიჭი მიახლოვდება, წელში მოხრილია, გაშიშვლებული ტოტის მსგავსი ხელ-ფახს სამოსი ძლიერ უკვეთს.
-საწყალი იყო, საწყალი...-ამბობს და გვერდით მიჯდება.
-უკაცრავად..-დაბნევით ვამბობ და თვალს ვარიდებს მის ავადმყოფურად გადმოკაკლულ თვალებს.
-ცხოვრებაში ვერ გაიხარა, თუმცა სიკვდილმა კი გაუმართლა. ვენახში დაეცა „კალმით ხელში“.
-რას ამბობ ? საიდან იცი ?-ცნობისმოყვარეობა მკლავს.
-მამაჩემი იყო.
-ვაიმე, ვწუხვარ-სირცხვილის გრძნობა მიპყრობს, თვალს ძალით ვხუჭავ და წასვლაზე ვფიქრობ, მაგრამ ფეხის მოცვლა არ მინდა, გულიდან ამომავალი მწერლური ცნობისმოყვარეობა მმატებს ძალას.
-ვენახში ინფარქტმა ადგილზევე გაათავა, ადგილზევე...-ბიჭს ყავისფერი თვალები უღიავდება და ცრემლები მზერაზე ელექება.
-ჩემს დიდ პაპასაც იგივე დამართნია-ვიცი, ამით ვერ ვანუგეშებ, თუმცა ოპტიმისტური ბუნება არ მაძლევს უკან დახევის ნებას, მხარზე ხელს ვადებ უცნობს და თვალებში ვუყურებ, ვცდილობ, ტელეპათიურად დავამყარო მის სამყაროსთან კონტაქტი.
-დავმშვიდდე, ჯობია. უბრალოდ ძალიან ამიჩუყდა გული აქ რომ დაგინახე, არავინ მოდის ხოლმე აქ, არავინ...დედაჩემიც სიკვდილამდე დაშორდა, ავად ხარო. საავადმყოფოში არ წვებოდა საწყალი, მუშაობის გარეშე არ შემიძლიაო. ვენახი იყო მისი სამყარო, მისი ცხოვრეის ელექ კი-ვაზი...
-ანდერძის გამო დაკრძალეს აქ ?-ჩემთვის ყველაზე საინტერესო კითხვას ვუსვამ და მოლოდინის სიმძაფრით აღსავსე ვინაბები.
-ჰო, სულ ამას ამბობდა, სულ ამას....
-შენც გიყვარს ვენახი ?-ვცდილობ, საუბარი სხვა თემაზე გადავიტანო.
-არა, მძულს, მან ხომ მამა წამართვა, ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა.
-რას ამბობ ? განა ვენახის ბრალია ?
-ის რომ არა, ახლა ცოცხალი იქნებოდა..-ამბობს ბანალურად დაზეპირებულ ფრაზას.
-გთხოვ, ვენახს ნუ აბრალებ-ვღიზიანდები და ნუგეშის სურვილის მაგივრად ჭეშმარიტების დამტკიცება მინდება.
-რატომ არა ?
-მსგავსი პრიმიტიული დასკვნები უნუგეშო ადამიანებს სჩვევიათ, რომ არ იციან, რითი დაიმშვიდონ თავი.სწორედ აქ,გურჯაანში, ერთმა პაპამ შვილიშვილი მოკლა, ტრაქტორს ძრავდა და ვერ შენიშნა 6 წლის ბიჭი, რომელიც ამ უაზრო და თან მნიშვნელოვანი მექანიზმის უკან იდგა.
-ღმერთო ჩემო!-ფერი ეცვლება ბიჭს, ხელები უკანკალდება, მე კი ავტომატურად ვუჭერ მტევნებს და ვცდილობ, დავამშვიდო.ვგრძნობ, რომ უძლიერესი ტრამვა აქვს-ხელის მტევანი და ყურძნის მტევანი ერთმანეთს ჰგავს ალბათ-ამბობს და თავს მხარზე მაჭერს და თვალებს ხუჭავს.
მისი გულის სისველე ოფლის სახით გადმოდის ჩემს მხარზე და ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მისი ტკივილი ჩემი ტკივილია, მისი ცრემლები-ჩემი.
-შემოდგომა არ მიყვარდა, იცი ? ამ დროს არაფერი ხდებოდა ისეთი, რასაც შეეძლო ტკივილის შემსუბუქება, მაგრამ დღეს ასე აღარ ვფიქრობ. დღეს შენ ხარ ჩემი იმედი, ჩემი ნუგეში, ნათელი ახალი ცხოვრებისკენ...-თვალზე ცრემლი მადგება, ვშეშდები და მის ღრმა თვალებში ვიწყებ ცურვას.
-იცი, დედაჩემიც გარდაიცვალა ? მას სიმსივნის მეოთხე სტატია ჰქონდა, საავადმყოფოში გაატარა საკუთარი ცხოვრების უკანასკნელი თვეები, სადაც ყვითელხტიან რვეულში წერდა, მწერალი იყო, რომანის დასრულების გარეშე არ უნდოდა სიკვდილი..-რაღაც მაჩერებს, თითქოს აზრი მეფანტება შემოდგომის ფოთლებივით, რომლებსაც ფანტავს უკვე ნაცნობი ბიჭის თბილი შეხება და ვაგრძელებ თხრობას-ისიც კალმით ხელში მოკვდა, ისიც შემოდგომას და ისიც შემოდგომისფერ, ყვითელ, რვეულზე ამოისუნთქვა უკანასკნელად.
-არ იტირო, გთხოვ და მეც უფრო მეტად გავხდები იმედისუნარიანი..გთხოვ!-გახშირებულ სუნთქვას ვიკავებ და ბიჭის ათრთოლებულ მხრებს ვაშტერდები, რომლებიც შემოდგომის ნიავივით ირხევიან , თუმცა, მისგან განსხვავებით, არ მიფანტავენ აზრებს, პირიქით, ერთ იმედის დამბადებელ კოცონად კრავენ.
-დამპირდი, რომ ახალი ცხოვრებისკენ აიღებ გეზს, დამპირდი-ვეუბნები და მის შემოდგომისფრად აციმციმებულ თვალებს. პასუხად მხოლოდ თავს მიქნევს, ფეხზე დგება, ვენახისკენ მიიწევს, იმუხლება, ყურძნის მტევანს კოცნის და ჩემკენ ღიმილიანი სახით იხედება.



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

მაარიიიიაააამ....
არაფრისგან ყველაფერიიიი

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

terooo
მაარიიიიაააამ....
არაფრისგან ყველაფერიიიი

ტეროო <3

 


№3  offline წევრი nini :)

kargi iyooo.. titqos araceri magram yvelaferi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent