შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობათა სიჭარბე (3)


10-10-2016, 21:00
ავტორი casas
ნანახია 1 943

სამზარეულოში იდგა და მსუბუქ სალათს ამზადებდა ცოტა მაინც რომ დანაყრებულიყო..დიდად კულინარი არ არის.მხოლოდ თვითონ რაც უყვარს იმ კერძების მომზადება იცის.სახლშიც მარტო ცხოვრობს და მეტი არც ჭირდება.თუმცა დარწმუნებულია ,როცა დაჭირდება აუცილებლად ისწავლის ყველაფრის მომზადებას.მაგრამ ჯერ-ჯერობით თავის თავის ქალია რა!
რაღაც სიმღერას ღიღინებდა და თან პარარელურად ბოსტნეულს ჭრიდა ტელეფონი რომ ამღერდა.
-შენ ახლა წესით ქმართან ჩახუტებულს უნდა გეძინოს- ღიმილით დაწვდა აპარატს და გაბადრულმა უპასუხა
-რა იცი რომ ახლაც არ ვეხუტები??-სიცილით უთხრა ანანომ და კიდევ უფრო მიეკრა საყვარელ მამაკაცს
-საქმეც არ გაქვთ რამე?-ფხუკუნით ჰკითხა
-საქმეც მოვილიეთ უკვე-ბედნიერი სახით ამოსძახა ანომ
-ნამეტანი ჩქარები ყოფილხართ თქვენ-დაასკვნა და ხმამაღლა გადაიკისკისა
-აბა შენ როდის ეღირსები კაცის ალერს არ ვიცი-ჯიბრით უთხრა
-რა სჭირს მაგას საღირსებელი? გავივლი აგერ და 10 ნაშას ავყრი ერთად-როგორც ყოველთვის ხუმრობაში გაატარა
-რას აყრი კაცს არ იკარებ ახლოში და-მობეზრებით ჩაიბუტბუტა
-შენ ხომ გაიკარე და მიხედე მაგას-უთხრა და თვალები გადაატრიალა
-არ იჯავრო შენ ეგ,ისეა მიხედილი გვერდზე არ გაიხედება-თავი მოიწონა და გაიფოფრა
-ჰე,ჰე რამდენი ლაპარაკი გიყვარს,როგორ გიძლებს აკო?!- წაეჯუჯღურა
-იმე,უჟმური-ცხვირი აიბზუა,ვითომ ნენე შეხედავდა-გამოდი დღეს ჩემთან,აკოს ძმაკაცები მოვლენ და მომეხმარე.იქნებ დაგაჯახო ვინმეს და მერე მაინც დატკბე-ჩაიფხუკუნა ნენეს სახის წარმოდგენისას
-საერთოდ არ გიხდება მაჭანკლობა.ისე რომ იცოდე,მაინც-სერიოზული ხმით უთხრა და წარბი ასწია
-ჰო კარგი წავედი მე მწარე.გელოდები-სწრაფად მიაყარა და ტელეფონი გაუთიშა.ნენემ რაღაცის სათქმელად დაღებული პირი უცებ დახურა და ერთი კარგად შეუკურთხა დაქალს გულში.
სულ ასეთი ცანცარა და ჩქარია ანო.
არა მეგრელი არ არის.
ვანელია უბრალოდ.ხომ იცით უბრალო ვანელობა რასაც ნიშნავს?! ნავთია და ზედ გაკრული ასანთი.მართალია ცარიელი გული და სულია,მაგრამ მაინც ჩაურტყამს ხოლმე "ვანურს".
სწარაფად მოამზადა სალათი და გემრიელადაც მიირთვა.მერე მშვიდად მიალაგა სამზარეულო და საძინებელში გავიდა.დროს სპეციალურად წელავდა.ანოს ამბავი იცოდა.მიარბენინებდა ტყუილად ადრე და დააყუდებდა იქ.ამიტომ თვითონ უკეთ იცის როდის წავიდეს.
ძალიან სადად ჩაიცვა.უბრალოდ და კომფორტულად.ზედმეტი გადაპრანჭვა არც არასდროს უყვარდა.უბრალოდ ზოგჯერ იძულებული იყო რაღაცეები ისე გაეკეთებინა,როგორც არ უნდოდა..ახლა კიდევ ნამდვილად დაისვენა, რაც ცალკე გადავიდა საცხოვრებლად.თავისი თავის პატრონი მთლიანად თვითონ არის.
სანამ მოემზადა მანამდე მოსაღამოვდა კიდეც.მანქანის გასაღები აიღო და სწრაფად გავარდა ბინიდან.

შუქნიშანთან იდგა და სარკეში თმას ისწორებდა.პარარელურად ციფერბლატს უყურებდა და თავის ბედს წყევლიდა,მაინდამაინც ყველა წითელზე,რომ მოუწია გაჩერება.მწვანე შუქის დანახვისას გახარებულმა, შემთხვევით ძლიერად დააჭირა გაზის პედალს ფეხი და შეჯახების ხმა მისწვდა მის ყურთასმენას.გაოცებისგან თვალები დაქაჩა და მის წინ მდგომ ბოლო მოდის მერსედესის ჯიპს დააკვირდა.პირველი რეაქცია შოკი იყო და იმის გაფიქრება,ასეთ ძვირიან მანქანას როგორ გააკეთებდა.მერე კარგად გამოიტირა თავისი დანაზოგი და ზლაზვნით გადავიდა მანქანიდან.უნდოდა პატრონს გასაუბრებოდა და ბოდიში მაინც მოეხადა.მართალია მისი ბოდიში არაფერს შეცვლიდა,მაგრამ ელემენტარულ ზრდილობად მაინც გამოამჟღავნებდა და იმას არ აფიქრებინებდა,რომ ერთი გატუტუცებული გოგო იყო,რომელსაც მამიკოც ფულებით ჰქონდა მართვის მოწმობა აღებული.იქნებ ვინმე კეთილი ფულიანი ბაბუა ყოფილიყო და შეცოდებოდა საწყალი გოგო,პატარა მოწკუპული მანქანით რომ დადიოდა და მთელი ხარჯები თვითონ დაეფარა.
ისე,როგორი უყურადღებოა,მთელი დღე ჰქონდა მოსამზადებლად და კიდევ სარკეში იხედებოდა.მაგრამ მთლად თავისი ბრალიც არა.პრაქტიკა რომ აკლია მაგის ბრალია.სულ ახალი აღებული აქვს მართვის მოწმობა.მამამისმაც კიდევ მაშინვე სახლში მოუყენა მანქანა და ტყუილად ხომ არ დააყენებდა ავტოფარეხში? გამოიყვანა და მშვენივრადაც დადის.ნუ,დღემდე ასე იყო.
უცებ გამოერკვა ფიქრებიდან.სიმწრით გადახედა გატეხილ ფარს და ოდნავ გაკაწრულ მანქანას.მისდა გასაკვირად მძღოლი არც კი გადმოსულიყო მანქანიდან.

-"ალბათ მე მიცდის,უტაქტო"-გულში ლანძაღავდა და თან მინაზე უკაკუნებდა.რამდენიმე წამის შემდეგ მინა ოდნავ ჩამოიწია და მამაკაცის მხოლოდ თვალების დანახვა შეძლო.ისეთი დაბურული მინები იყო,ძაანაც რომ გდომოდა რამის დანახვა,ვერ შეძლებდი.
-"ღმერთო ჩემო,როგორი მკაცრი გამოხედვა აქვს.მაგრამ რატომ მეცნობა ასე?აშკარად სადღაც მყავს ნანახი და ვერ ვიხსენებ"-
-ასე მოიხიბლე ჩემით?-ირონიულმა ხმამ დააბრუნა რეალობას
-უკაცრავად,ბოდიშის მოსახდელად მოვედი.თქვენს მანქანას დავეტაკე და სულ ოდნავ გავკაწრე-მეტი ეფექტისთვის ხელით აჩვენა,რამდენი იყო სულ ოდნავ და თავი მოისაწყლა
-და შენი აზრით მაგ სულ ოდნავ გაკაწვრას ბოდიში უშველის?-ისევ იგივე ირონიული ხმა და საერთოდ არ შეცვლილი გამომეტყველება
-არ უშველის,მაგრამ...იქნებ..-ენა დაება და სიტყვებს თავი ვეღარ მოუყარა.იმდენად არ ესიამოვნა უკვე მეორედ,ერთნაირი ირონიული პასუხი
-არანაირი მოლაპარაკება-ისე კატეგორიულად უთხრა თითქოს ნენეს აზრებს კითხულობსო
-ხომ შეგვიძლია,რომ-სიტყვა პატრულის სირენების ხმამ გააწყვეტინა და გაოცებულმა შეხედა უცნობ დაზარალებულს-თქვენ რა პატრული გამოიძახეთ ერთი უბრალო ნაკაწრისთვის?-გაოცებას და სიბრაზეს ვერ მალავდა და ლამის იყო ის ორი ლამაზი თვალი საკუთარი ხელებით ამოეჩიჩქნა
-დრო ფულია ჩემო კარგო,მე კიდევ შენთან სალაპარაკოდ არც დრო მაქვს და მითუმეტეს არც სურვილი-ცივად უთხრა და სწრაფად დაქოქა მანქანა.დატოვა ნენე ასე გაშეშებული და გაოგნებული.
-ქალბატონო თუ შეიძლება ხელი მოაწერეთ-რეალობას პატრულის თანამშრომლის ხმამ დააბრუნა,რომელმაც რაღაც დოკუმენტი მისცა ხელმოსაწერად
-ეს რა არის?-ჯერ კიდევ აგონიაში მყოფმა იკითხა და ფურცელს დააკვირდა
-ეგ თქვენი წერილობითი დასტურია იმისა,რომ მზად ხართ დაზარალებულს ზარალი აუნაზღაუროთ-დაზეპირებული ტექსტი ჩამოარაკრაკა ოფიცერმა და კალამი მიაწოდა
-ეგ ჯერ კიდევ საკითხავია რომელია დაზარალებული,მე თუ ის ფულით გაპეყილი იდიოტი-კბილებში გამოსწრა და ხელი იქით გაიშვირა,საითაც ცოტა ხნის წინ წავიდა მერსედესის მძღოლი
-ქალბატონო დროზე თუ შეიძლება,ამდენი დრო არ გვაქვს-მობეზრებულმა უთხრა და ფურცელზე მიუთითა
-როგორ თუ დრო არ გაქვთ?თქვენ ფულს აქეთ-იქით სიარულში გიხდიან თუ საქმის კეთებაში?-უცებ აიფოფრა და მთელი ჯავრი პოლიციელზე იყარა.ამანაც იგივე რომ უთხრა.დრო არ მაქვსო.ვითომ მარტო თვითონ იყოს მოცლილი.თავხედები ესენი
-კიდევ ერთი ზედმეტი სიტყვა და განყოფილებაში წაგიყვანთ-მუქარის ტონით უთხრა და ქუდი შეისწორა
-და რისთვის დამდებ ბრალს,სიმართლის ლაპარაკისთვის? ის რატომ გაუშვით? იქნებ თვითონ იდგა უადგილო ადგილას? მაგრამ როდის ყოფილა ამ ქვეყანაში უფულო კაცს სამართალი გასვლია-ქაქანობდა და თან დოკუმენტს ხელს აწერდა.იცოდა მაინც რომ არ აცდებოდა და აღარ აჭიანურებდა.არავინ შეარჩენდა იმ პატარა ნაკაწრსაც,რომელსაც ვინ იცის რამდენი დიდი კუპიურა დასჭირდებოდა.როგორც კი ხელი მოაწერა,სწრაფად შეაჩეჩა ხელში პოლიციელს და მანქანაში ჩახტა
-დაგიკავშირდებით-სანამ დაქოქავდა კარგად გაიგონა ოფიცრის სიტყვები.გაბრაზებულმა მაგრად მიაჭირა გაზს ფეხი და უცებ მოცილდა იქაურობას.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

პატარაა პატარაააა.ცოტა გაზარდე თავები.ისე კარგი და სასიამოვნო წასაკითხია
--------------------
ლანა

 


№2  offline წევრი casas

ვეცდები გავზარდოოო,მადლობა დიდიი blush blush

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent