შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენს სამყოფელთან...


19-03-2016, 11:29
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 916

ჩადგა გრიგალი გადაჯაჭვულ გრძნობათა ხიბლით,
და მიტოვებულ არსებებში ჩამკვდარმა ფიქრმა,
შემომიტია, გავსებულმა ცრემლით და ჯიბრით,
სხეულზე იწყო შემოხვევა სიტყვათა ფითრმა.

და მე არ ვიცი სად იყავი, სულო, აქამდის,
შენი სხეული ან აქამდის რატომ დაგვიწყდა,
ეკლიანი გზა გაგივლია ვხედავ ნახვამდის,
ამასობაში მოლოდინის ძაფი გამიწყდა.

გალაქტიონის შემოდგომას სცვივა ფოთლები,
მესაფლავე კი კვლავ მიჰკვალავს უგზოდ თავისას,
დღეს მე არ ვიცი საფიცარო როდის მოკვდები,
დღეს მე არ ვიცი როდის შევძლებ ისევ დაგიხსნა...

ყორღანებიდან ლეონიძის გნოლი აფრინდა,
ჩემი მართვე კი მძიმედაა მხარში დაჭრილი,
ჩვენი ლამაზი ოცნებები შორეთს გაფრინდა,
იმ შორეთიდან გვესალმება ცაში აჭრილი.

დასეირნობენ კაცუნები ისევ ფუტურო,
ფუტურისტული სამყაროსი დამკრავს იერი,
დამსგავსებია დედამიწა ციყვის ფუღუროს,
და ამ ცინიზმსაც ვერ ვუპოვე დასალიერი.

მხოლოდ შენ დამრჩი გაფანტულო ნაწილაკებად,
შეგაგროვებ და ჩემ ღვთაებად კვლავაც აგაწყობ,
ბედისმწერელთა აქ ჩვენ გვთვლიან ლაწირაკებად,
ჩემი ღვთაების დაკნინება რა ვქნა, არ მაწყობს...

განადგურება დავუბეჭდე ბედად აღსასრულს,
მხოლოდღა ლექსი არ გაქრება.. შენი თვალები,
მე არასდროს არ მაგრძნობინებს ამბის დასასრულს,
ვერ განიკურნა გული შენგან განათვალები.

დილის მზის სხივზე ჩამოგხედავ საღმრთო იმედად,
ყოველ გარიჟრაჟს მოაპყარი იმედის თვალი,
მაგ გრძნობის გარდა გამაჩნია არარა მე და
შენს სამყოფელთან მივეგდები გრძნობებით მთვრალი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent