SoulMateჩემი სახელია ანასტასია ვრაითი. მისტერ ჩავისმა, ჩემი ლიტერატურის მასწავლებელმა, მითხრა რომ არასდროს, არასდროს დამეწყო წერა გაცნობით "ჩემი სახელია". მოკლედ, სხვა გზა მაინც არ მქონდა. მისტერ ჩავისს მოუწევს შეეგუოს ჩემს დასაწყისს. რასაც აქ წაიკითხავთ, შეიძლება არ შეესაბამებოდეს თქვენს გემოვნებას. ან არ ჩამთვალოთ ღირსად ამ საზოგადოებაში ყოფნის. ბევრი საშინელება ჩამიდენია. მინახავს და გამიკეთებია ისეთი რაღაცეები რაც სხვისთვის შემზარავია. სხვა მხრივ იმედი მაქვს ჩემი ისტორია მოსაწონია, ისეთი როგორსაც საღამოს საწოლში დაწოლისას წაიკითხავ. გარწმუნებთ ეს ისტორია დაგაინტერესებთ. უნდა წაიკითხო ყოველი ხაზი, დალიო და სცადო გაუსინჯო გემო ყველა სიტყვასა თუ წინადადებას. ზოგიერთი დღე ჩემი ცხოვრების ჩვეულებრივია, ზოგი კი ექსტრაორდინალური, მაგრამ ყველაფერი რაც აქ წერია სიმართლეა. ყველაფერი რაც აქ არის ჩემი დღიურიდანაა. ყოველი დღე აქ არის ასახული, არ მეგონა თუ ოდესმე შევკრებდი და გამოვაქვეყნებდი როგორც ნოველას. მაგრამ აი აქ არის, აი აქ ვარ და გიყვებით ყველაფერს. ნამდვილად არ ვწუხვარ თუ აქ მოთხრობილი რამე შოკში ჩაგაგდებთ, რადგან ჩემთვის ნამდვილად შოკი იყო. უბრალოდ უნდა მეცხოვრა ამით. მხოლოდ პატივისცემას ვითხოვ, მჭირდება ვიღაც ვინც მოისმენს. [b][/b] 9 მარტი, 2011. ამ დილით გვიან გავიღვიძე. მომიწევს დაგვიანებული სკოლის ავტობუსით მგზავრობა. - დაიკიდე - მითხრა ალექსმა - შეგიძლია ოც წუთში სრულყოფილად გამოიყურებოდე. - კი რათქმაუნდა - თვალები გადავატრიალე და ვუპასუხე. ნამდვილად არ ველი რომ სრულყოფილი ვიყო. უბრალოდ ვთქვათ, როდესაც მე და ვარ (არაბიოლოგიური მაგრამ მაინც) ალექსის, მეშინია არ დავიჩრდილო. მიუხედავად იმისა რომ ჩვენი ურთიერთობა და-ძმისაზე მეტია... ავტობუსი გადაჭედილია უაზრო ბავშვებით, ყველა მათგანი თორმეტ წლამდეა და შეუძლიათ ნებისმიერი რამ ესროლონ უფროსკლასელებს. რათქმაუნდა აქ არის რამდენიმე მაღალ კლასელი, რომლებსაც დააგვიანდათ, მაგრამ უმეტეს ჩვენს თანატოლებს შეუძლიათ მანქანის ტარება. ტეხავს როდესაც თხუთმეტი წლის ხარ, ცხოვრობ ქალაქში სადაც შეგიძლია შენს ასაკში მართვის მოწმობა გქონდეს მაგრამ არ შეგიძია გყავდეს მანქანა. მთელი გზა პატარა ბავშვების ხმაურში ვიარეთ. - ალექს - ვთქვი მე - ნიძლავს ჩამოვალ, არცისეთი რთულია მანქანის მოპარვა. უმეტესი ბავშვი გასაღებს კარადაში ტოვებს. ჩვენ ორივეს შეგვიძლია უჩუმრად ავიღოთ რომელიმე. მან გაიცინა ჩემს დრამატულ ტონზე და თქვა - თუ ჩვენ მანქანას მივიყვანთ სახლში, დედა და მამა დაგვხოცავენ.. თან მითუმეტეს თუ მანქანა მათი ნაყიდი არ არის. ამოვიოხრე და თავი მხარზე დავადე. ავტობუსის სწრაფად გაჩერების და უსწორმასწორო გზის გამო თავი ამტკივდა. ალექსმა იცის ჩემი მგზავრობის "დაავადების" შესახებ, განსაკუთრებით ავტობუსებში. მან ჩემი თმის ხვეულების მოფერება დაიწყო. სასიამოვნო იყო, მაგრამ მე ყოველთვის ვიმორცხვებ როდესაც საზოგადოებაში ვართ, იმიტომ რომ სკოლაში ყველამ იცის რომ და-ძმა ვართ, მაგრამ არავინ ჩვენი ურთიერთობის შესახებ. ხალხისთვის ეს ჩვეულებრივი შესახედი იქნებოდა, მაგრამ რადგან მე სიმართლე მათზე კარგად ვიცი.. - ალექს, სკოლის ავტობუსში ვართ - წავჩურჩულე მე. მან ჩაიხითხითა, ისე როგორც მხოლოდ მას შეეძლო, თითქოს სარკაზმით გაჯერებული სიცილით. მაგრამ ვინც მას კარგად იცნობს, ყველა მიხვდება განსხვავებას სარკაზმულ და ნამდვილ სიცილს შორის. -სწორედ ამიტომ ვაკეთებ ამას იდიოტო, თავი არ გტკივა? ამოვიოხრე მაგრამ არ მიპასუხია. საშუალო სკოლის მოსწავლეებს ალბათ არც აინტერესებდათ რას ვაკეთებდით. როდესაც ავტობუსი სკოლასთან გაჩერდა და კარი გაიღო, მე სწრაფად ჩამოვირბინე. არ მახსოვს ოდესმე ესე საშინლად მემგზავროს ავტობუსით, როგორც ამ დილით. ალექსმა ჩემი ხელი დაიჭირა, ნაზად მოეფერა და გამიშვა როცა სიარული დავიწყეთ. ყველამ ჩვენს სკოლაში იცის რომ ძალიან ახლოს ვართ. არავინ იცის რომ იმაზე ახლოს ვართ ვიდრე წარმოუდგენიათ, იცით რასაც ვგულისხმობ. სკოლის გარეთ ჯენის, პაულს და სემის შევხვდით. აქ ვხვდებით ყოველ დილით, მაშინაც კი თუ გაკვეთილის დაწყებამდე ხუთი წამია დარჩენილი. სემის და მე პირველი ლიტერატურა გვაქვს, ერთადერთი კლასი რომელიც ერთად გვაქვს. ის უფრო ალექსთან მეგობრობს, მაგრამ ვინ არ მეგობრობს მასთან? სემი თამაშობს ტენისს, თანაც საკმაოდ კარგად, როგორც ალექსი ამბობს. მე ისედაც ვერ მივხვდებოდი ამიტომ მის შეფასებას ვენდობი. სემის არ უყვარს ლიტერატურა, ჩემგან განსხვავებით. მხოლოდ ამ კლასში არ მეძინება, არა მარტო მასწავლებლის გამო. მისტერ ჩევისი და მე ახლოს ვართ. მომწონს მის საკლასო ოთახში დარჩენა, როდესაც ალექსს ველოდები როდის დაამთავრებს თავის წვრთნას ფეხბურთში ან კალათბურთში. ჩვენ ვსაუბრობთ წიგნებზე და ვკითხულობთ. სკოლის ბევრი გოგონა მასზე შეყვარებულია. ის გამხდარი და ფერმკრთალია, მაგრამ გასაოცარი ცისფერი თვალები აქვს. ვფიქრობ მომწონს მაგრამ იმიტომ რომ ალექსს მახსენებს. - კარგით, გილოცავთ ახალი წლის დაწყებას, და წმინდა ლიტერატურის ახალ საფეხურზე გადასვლას - მისტერ ჩევისმა დაიწყო - შექსპირი, დიკენსი.. მეორე სემესტრში დავხარჯავთ დროს დიდებულების შესასწავლად. და თუ თქვენ სერიოზულად მიუდგებით, ისინიც შეგისწავლიან. ეს არის რასაც ნამდვილი ხელოვნება აკეთებს, სიტყვების საშუალებით. დაგაფიქრებს იმაზე თუ ვინ ხარ, რა გინდა და რატომ არსებობ. თუ არ იქნებით ფრთხილად, ნოველები შეგიპყრობენ და ვეღარ მოახერხებთ მათგან თავის დაღწევას, ისე როგორც ჩემს ნაცნობს. მისტერ ჩევისმა თვალი ცამიკრა და კლასმა ჩაისისინა. მე წიგნების ჭიის რეპუტაცია მაქვს. ისე არ არის თითქოს არაჯანსაღათ ბევრს ვკითხულობ! უბრალოდ, ასე ვთქვათ: ბიბლიოთეკარი დაიღალა ჩემგან იმდენად, რომ თავისი კომპიუტერის პაროლი მომცა და შემიძლია ჩემით ვნახო რაც მინდა. - ამ სემესტრში ჩვენ ვიმუშავებთ... დაიცადეთ... - მან დაიჭირა უჩინარი დრამის ჯოხები და დააბრახუნა ჰაერში. თვალების ატრიალებისგან თავი ვერ შევიკავე. მან დამინახა და სწრაფად ჩამიკრა თვალი ისევ. ველაპარაკე მას რასაც აპირებს იმის შესახებ და დაგეგმვაშიც დავეხმარე. - პოეზია - გამოუცხადა კლასს. ერთიანად ამოიოხრეს, თითქმის ხილული შეიქმნა, კლასის ყველა ოცნება როგორ გაფრინდა ფანჯრიდან. - ოჰ, კარგით რა. არც ესეთი ცუდი არ არის! - მისტერ ჩევისმა აიქნია ხელი ჰაერში. - ყოველ დღე შემდეგ სემესტრს თქვენ დაწერთ ერთ სტროფს ლექსისას და მოკვლევას დაუთმობთ. ეს კარგი გზაა რომ თქვენი კრეატიული იდეები ამოიფრქვეს. ამის შემდეგ ისევ თვალი ჩამიკრა. გამოვიცნობ ვინ გააკეთებს ყველა მოკვლევას. მისტერ ჩევისმა მასწავლა სონეტების შესახებ, რომლებიც ყოველთვის სახალისო დასაწერი და წასაკითხი იყო ჩემი აზრით. კლასის ბოლოს ხელი დავუქნიე სემის რომ წასულიყო ჩემს გარეშე, მე კი დავრჩი მასწავლებლის მერხის უკან. - მოკვლევა? - ვიკითხე მე. კარგად მახსოვს მისი სიცილი ამის გამო. - ოჰ დიახ, ეს სახალისო იქნება ანა! კალათბურთი მალე იწყება, ასე რომ შენ შეგეძლება დარჩე სკოლის შემდეგ. ამოვიოხრე, მაგრამ არ შემეძლო არ დავთანხმებოდი რომ საინტერესო იქნებოდა. დღის დანარჩენმა ნაწილმა სწრაფად ჩაიარა. პირველი დღე, საგაზაფხულო არდადეგების შემდეგ უკვე ასეთი იყო. როდესაც გამოვაღწია სკოლიდან 3:35ზე, ვიგრძენი რომ ჰაერი ვიომინგის გარეუბნის ანგელოზის სუნთქვასავით იყო. ალექსი და მე შევხვდით როდესაც დავემშვიდობეთ მეგობრებს, რომლებიც არც ისე ბევრნი იყვნენ მე თუ მკითხავთ. - ბევრი დავალება? - მკითხა ალექსმა როდესაც ავტობუსში ავედით. -არცისე - ვუპასუხე. მან ამოიოხრა - ჩემი შესაძლებლობები ამოიწურა, როგორ ახერხებ ამდენი რამის გაკეთებას კლასში? გავიცინე და ვუპასუხე ჩემი გონებამახვილური პასუხით. ვცდილობ გავიხსენო მაგრამ არ მახსვოს ზუსტად რა ვუთხარი. სახლის გზაზე ჩამეძინა ალექსის მხარზე და მას მოუწია გავეღვიძებინე. მამა ისევ სამუშაოზე იყო როგორც ყოველთვის და დედა სახლში პატარა ანალაინთან. ის ალბათ ყველაზე საყვარელი ბავშვია სამყაროში. არ ვხუმრობ. მას აქვს ქერა თმა და დიდი, მრგვალი მწვანე თვალები, რომლებიც ნათდება როცა მათში ჩაიხედავ. ის ერთი თვისაა მაგრამ შემიძლია დავიფიქო მას უკვე ისეთივე გამომეტყველება აქვს როგორც ზრდასრულს. ალექსს და მე ორივეს გვაქვს ყავისფერი თმა რომელიც ნატურალურად ბრწყინავს და სწორია. ალექსს მოკლედ აქვს შეჭრილი და ზემოთ აწეული რაც მის სახეს უფრო ლამაზს ხდის მაგრამ ამავე დროს მამაკაცურს და სექსუალურს. ჩემი თმა გრძელია, სახე კი როგორც ყველა ამბობს ლამაზი მაქვს, ჩვეულებრივ ბიჭები შეხვედრას მთხოვენ მაგრამ არც მახსოვს მათი სახელები. ალექსი და მე ჩვენს საერთო ოთახში ავედით. ჩანთები საწოლზე დავყარეთ, რომელიც წესით ჩემი უნდა იყოს, მაგრამ არასდროს ვიყენებ რადგან უმეტესად ალექსთან მძინავს. - ეხლა მოდი აქ ანა - თქვა ალექსმა და საწოლზე ჩამოჯდა. მის კალთაში ჩავხტი და მაკოცა ვნებარედ, ხელით ჩემს თმას აწვალებდა. მისი ტუჩები იყო ისეთი ტკბილი და სავსე. მისი ენა ჩემს ქვედა ტუჩს შეეხო და მივეცი კოცნის გაღრმავების საშუალება და ღმერთო, ეს დიდებული იყო. მთელი დღის განმავლობაში ველოდებოდი. ესე გაგრძელდა დაახლოებით ხუთი წუთის მანძილზე, მანამ სანამ მე მოვშორდი და ამოვისუნთქე. - ვიფიქრე გადატვირთული იყავი დავალებებით? - ვკითხე მას და გავიკრიჭე ისე როგორც მას უყვარს და საყვარელს ეძახის. ამოიოხრა - ანა! გავიცინე და ავდექი, მერხთან მივედი სადაც წესით ეხლა ვწერ, ასე რომ ვფიქრობ ჩემი დღე დასასრულს უახლოვდება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.