შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასურველი (თავი 3)


12-10-2016, 11:40
ავტორი Salivan
ნანახია 3 972

-გეგონა ამას შეგარჩენდი? - ლოყაზე მიმითითებს ხელით და ჩასაფრებული ცხოველივით ნელი ნაბიჯებით მოიწევს ჩემსკენ.
ახლა მართლა მეშინია მისი. უკან ვიხევ და ისიც მომყვება. იქ კი ჩემს გადარაზულ კარებს ვაწყდები. გასვლას ვერ მოვასწრებ ამიტომ საშველად მარიტას ვეძახი, მაგრამ უშედეგოდ. ნებაყოფლობით ვბრუნდები მისკენ და სახის გამომეტყველებაზე დაკვირვებით ვცდილობ გავიგო რას მიპირებს. იქ კი კარგს ვერაფერს ვკითხულობ. ვაიიი... არ ვიცი როგორ და რანაირად მაგრამ საკუთარი ყელიდან ამომავალი ბგერების ხმა მესმის. კითხვა დამისვამს თურმე. ხმაცამწყდარს და შეშინებულს.
- რას მერჩი სანდრო?
- არასწორად დასმული კითხვაა. ერთ შანსს გაძლევ, სწორად შემეკითხე და დაგინდობ. - აშკარად სახალისოდ აქვს საქმე ვაჟბატონს.
- რა გინდა სანდრო? - უფრო გაბედულად ვსვავ კითხვას და ახლა უკვე მეც დაჟინებით ვაცქერდები.
- შენ! - მესმის განაჩენივით და თავხედის სახეზე უდიდეს სურვილს ვხედავ. ხელებს წელში მიცურებს, ზურგზე მიასრიალებს და მხრებზე გადადის. იქედან მკლავებს მიუყვება და ჩემს დაძაბულ თითებზე ჩერდება. მისი ქმედებები ჯერ არ განცდილ ემოციებს და შეგრძნებებს მიღვიძებს. ზურგში ვიმართები და მკერდზე ვეხლები. ეს ყველაფერი თითქოს მსიამოვნებს, მაგრამ თან საშინელი განგაშის გრძნობა მიპყრობს. ასე არ უნდა ვიქცეოდეთ. ეს ხომ, ეს ხომ.... როგორ მოვიქცე, რა ვქნა?! ვეკითხები საკუთარ თავს და სანდროს ხელებში გახვეული, საერთოდ ვკარგავ თავზე კონტროლს. ვცდილობ სახეს თავი მოვუყარო, და რა გამომდის არ ვიცი. აი შიგნით კი სრული გადატრიალება მაქვს.
- რა მგრძნობიარე ხარ.- ნაზად მეჩურჩულება სანდრო და ფერებას განაგრძობს. - თითქოს პირველად გეხებოდეს კაცის ხელები. თითქმის არ მეხება თითებით ისე მეალერსება და ჩემს წამებას განაგრძობს. გონება გაკივის რომ დროა მოვისორო, აი სხეულს კი რატომღაც საერთოდ ვერ ვიმორჩილებ. ისიც კვლავ მკლავებს მიუყვება ზემოთ, ბეჭებზე გადადის, ყელს ორივე ხელით მიუყვება და ნიკაპთან ჩერდება. ცერა თითით ჩემს ქვედა ტუჩს ეხება და მიწელავს. მეორე ხელით სახეს მიჭერს, ჩემსკენ იხრება და ყელში მკოცნის. ეს უკვე ბოლო წვეთია, საერთოდ ვდუნდები და ჩუმად ვვოხრავ.
- სიამოვნებით მოგარჯულებდი ველურო. თუნდაც აქვე და ახლავე.- ჩამსისინებს ყურში და მტაცებელივით მეტააკება პირსახოცზე. თითქოს თავში ჩაქუჩი ჩამარტყესო წამში ვფხიზლდები და დაზაფრული ვეჭიდები მის თითებს.
- შემეშვი სანდრო! ხელი გაუშვი. -ვიწყებ ყვირილს, მაგრამ მაინც ვერ ვიშორებ.- სანდრო გთხოვ შეწყვიტე.- ხვეწნაზე გადავდივარ და ვგრძნობ როგორ მისველდება ლოყები. ვტირი კიდეც. - სანდრო გემუდარები- ბოლო ხავსს ვეჭიდები და რომ ვერაფერს ვიფიქრებ, მეორედ ვაწნი სილას სახეში და ეს მშველის. სანდრო რობოტივით შეშდება და სუნთქვასაც კი წყვეტს. მე ნელა ვბრუნდები კარებს ვაღებ და საძინებელში გავდივარ. იქ შესული სამივე შემომსვლელ კარს ვკეტავ და საწოლის გვერდით ხალიჩაზე ვიკუნტები.
„ ღმერთო დამეხმარე გთხოვ.’ ვიწყებ ლოცვას და იმაზე ფიქრს თუ რა დავუშავე ერთი დღის გაცნობილ ბიჭს ისეთი რომ ასე ქუჩის ქალივით მექცევა. „ ღმერთო მალე დამაბრუნე ჩემს სახლში, გემუდარები უფალო“ განვაგრძობ ვედრებას და საწოლზე მივბობღავ. ცოტა დასვენება არ მაწყენდა. თვალებს ვხუჭავ და ვდუნდები. მაგრამ ვინ გაცდის?!
- თინია გამოეტიე აწი. - მესმის მარიტას კივილი კარს მიღმა და მეც ფართხაურთხით ვიცმევ იმას რაც ხელში პირველი მხვდება. ნახეს ვიწმენდ და თმებს წინ ვიყრი.
- რა ლამაზი ხარ თინ - თვალებგაბრწყინებული შემომყურებს მარიტა და მის ოთახში მიმათრევს.
- აი ეს ვერცხლისფერი ჩანთა მოუხდება შენს ვერცხლისფერ სანდლებს, მოიკიდე მიდი. ცოტა მაკიაჟი და ხო მოსაცმელი აუცილებლად. საღამოობით გრილა ხოლმე აქ. - მომაყარა თინიამ და სარკის წინ მარტო დამტოვა.
სარკეში ჩემს ორეულს შევყურებ და პირველად მომწონს ის რასაც ვხედავ. უჩვეულოდ დასწორებული თმები, ალბათ მარიტას შამპუნის დამსახურებაა. დახატული თვალები, ვარდისფერი ტუჩები. მუხლს ზემოთ თეთრი კაბა და ვერცხლისფერი სანდლები. ნაზ გოგონას ვუღიმი სარკეში და თმაზე ხელს ვივლებ.
- ულამაზესი ხარ! - მესმის მოულოდნელი კომპლიმენტი და მისი ავტორისკენ ვბრუნდები. კარებში ანდრია დგას, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი და მაცდურად მიღიმის. თავისუფალ სტილში გამოწყობილი ისეთი სიმპატიურია რომ თვალებს ვერ ვწყვეტ. სხეულსაც ძლივს ვიმორჩილებ, რომ ისევ ყელზე არ ჩამოვეკიდო.
კარებს სცილდება, ჩემსკენ მოიწევს და ზურგს უკან მიდგება. ახლა სარკეში ორივე ვჩანვართ. დაცულობის შეგრძნება მავსებს და სარკიდან ვუღიმი. წინ გადმოყრილ თმებს იღებს, უკან მიყრის და ოდნავ ამოღებულ გულ-მკერდს მიჩენს. მისი სუნთქვა მხრებზე მეფრქვევა და სიამოვნების ტაო მივლის. ანდრია კი თავს ნელი მოძრაობით ხან მარჯვნივ ხრის და ხანაც მარცხნივ. მერე მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითით კაბის ბრეტელს მიუყვება და როგორც იქნა კანზე მეხება. ის ადგილი მეჭზე მიხურდება და წვის შეგრძნება მთელს სხეულს ედება. თითს კაბის ბრეტელიდან ბეჭზე მიასრიალებს, მკლავს მიუყვება და ნეკა თითზე მეჭიდება. ნელა იხრება და მარჯვენა ყურის ძირში ხანგრძლივად მკოცნის. ეს უკვე ბოლო წყვეთია, სხეულზე კონტროლს ვკარგავ, თავი უკან მივარდება და ანდრიას მკერდზე ეხება. ისიც ორივე ხელს წელზე მაჭდობს და მისკენ მიმასრიალებს.
- უფფ გიპოვე თინ. - ისმის მარიტას უადგილო შეძახილი და მისი თავიც მოჩანს გარდერობიდან. ისიც აქ ყოფილა. სულ არ მახსოვდა.
- შენ აქ რა გინდა ანდრია? - თვალებს უბრიალებს ძმას და მე ვერცხლისფერ ჟაკეტს მაცმევს. - ვინ დაგპატიჟა აქ ვაჟბატონო? - თვალებ მოწკურული აჩერდება ძმას და თითით ოთახიდან გაბრძანებას ანიშნებს.
- თინია თმები არ შეიკრა. - უპრობლემოდ აიგნორებს დის სახეს ანდრია და სარკიდან თვალს მიკრავს. - მე ქვემოთ დაგელოდებით ქალბატონებო.- ისევ იმ მომაკვდინებელი ღიმილით მიღიმის და ოთახიდან გადის.
- მექალთანე!- უცებ ნათლავს ძმას მარიტა და გვერდით მიდგება. - უფფ, რა გოგოები ვართ. მე შავ ჟაკეტს მოვიცმევ, ესეც ჩემი კლატჩი და მზადა ვარ. წავედით თორე დავაგვიანებთ. - ისევ ხელს მჭიდებს და პატარა ბავშვივით მიმარბენინებს ოთახიდან. დერეფანში კი ალექსანდრეს ვაწყდებით.
- სან ნახე თინიას რა გოგოა. ყველა ფერი უხდება ვაფშეე. გავგიჟდი რა. - ხელზე ეჭიდება მარიტა და ჩემსკენ აბრუნებს. არ მინდა რომ შემობრუნდეს და შემომხედოს, მის ცივ და ზიზღიან გამოხედვას ვერ გავუძლებ.
- ხოო ? ვერ შევამჩნიე. -მომშხამა უცებ თავხედმა და გზა განაგრძო.
- ვერა და იყავი მანდ. სამაგიეროდ ანდრიამ ხომ შეგამჩნია თინ? - მომიბრუნდა მარიტა და გამიღიმი. - იცოდე ანდრიას უნაკლო გემოვნება აქვს. თუ შეგაქო ე.ი. იდეალურ ფორმმაში ხარ. შენ კი რა გითხრა „ ულამაზესი ხაროო“. - ჰმ, მოუსმენია ქალბატონს. გამეღიმა და მოტიკტიკე მარიტას მივყევი, რომელმაც გვერდი აუარა გაშეშეულ ალექსანდრეს და კიბეებს დაუყვა. მეც მას მივბაძე და მისარებში ჩავედი.
იქ კი ჩვენს გასაცნობად ნაადრევად მოსული ბატონი ბესო დაგვხვდა. უსიმპატიურესი მამაკაცი აღმოჩნდა ბესო ძია. დიდი სიყვარულით და სითბოთი მიგვიღო. მისი ჩენთან დაახლოების მცდელობებზე მოგვიყვა და ბებოს ბოდიშები უხადა.
რახან ოთხივე მზად ვიყავით დავემშვიდობეთ უფროსებს და კარებისკენ დავიძარით. რომ მოულოდნელად ბებოს ხმამ გაგვაჩერა.
- ანდრია ბებო, რადგან შენ უფროსი ხარ, ჩემს თინიას შენ გაბარებ. მიმიხედე ბებო და დაიცავი. ჯერ გამოუცდელი და ცხოვრება უნახავია ცემი გოგონა. 20 წელი ჩემს გარდა არავინ უნახავს. იმ სოფლებს ჩვენს გარდა მაცხოვრებელი და პატრონი არ ყავს. თუ რამე გაეგება ცხოვრების ჩემგან და წიგნებიდან აქვს შვილო ნასწავლი. მაგრამ ეს საკმარისი არაა. მეშინია არ მოატყუონ, დაამცირონ ან გული ატკინონ. გაუფრთხილდი ბებო.
- მადლობა თინა ბებო.- უაღრესად კმაყოფილი ხმით უპასუხა ანდრიამ და ხელი ჩამკიდა. ბებოს დაანახა ჩვენი ახლართული თითები და მოულოდნელად მტევნზე მაკოცა. ამაზე გული ისე შემიფრთხიალდა რომ მეგონა საგულედან ამოვარდებოდა. ტანში ბედნიერების იმპულსები ჩამეღვარა და თითქმის ფრენით ვივყევი ანდრიას უკან. მასავით ოსტატურად ავუარე კარებში გაშეშებულ, სახემოღრეცილ ალექსანდრეს გვერდი და ეზოში გავედი. ალექსანდრეს მარიტა მოეჭიდა, გარეთ გამოათრია და ხელკავი გაუკეთა.
- რომელი საათია?- ორ წუთში ვეკითხები ანდრიას და სახეზე ვაკვირდები. ამ ბიჭს უნაკლო სახის ნაკვთები აქვს. გული მიმდის ისე მინდა შევეხო.
ის ჩვენს გადაჭდობის ხელებს აბრუნებს და საათს აკვირდება.
- შვიდი ხდება. გეჩქარება სახლში დაბრუნება? - მეკითხება თბილად.- როგორც კი მოგბეზრდეს მითხარი და წამოგიყვან.
- მადლობა ნამგზავრი ვარ და ალბათ დიდხანს ვერ გავძლებ. - ვპასუხობ ჩურჩულით და ვუღიმი. ცალი თვალით ვხედავ რომ გვერდით ალექსანდრე მიდგება და დაჟინებით მაცქერდება.
- შენ რა ჩემს ძმას უმიზნებ თუ რა იყო ეს ჩაბარება-გადალოცვის აქტი?
- ალექსანდრე! - გრგვინავს ანდრია და პასუხის გაცემას არ მაცდის.
- რა პონტია ტო, ერთი დღის გაცნობილ გოგოსთან ხელი-ხელ ჩაკიდებული რომ დადიხარ? გამარკვიოთ იქნებ? - კითხულობს გაღიზიანებული და თვალებს გვიქაჩავს. თავხედი თვითონ, ლამის ძალა იხმარა ამ ერთ დღეში, მიწასთან გამასწორა ისე შეურაცხმყო და ჩაკიდებუ ხელებზე გვიშარდება აქ.
- შენ ეს არ გეხება. - მტკიცედ პასუხობს ანდრია და კიდევ უფრო გასაგიჟებლად უმატებს. - თან ორივეს ასე მოგვწონს ვერ ხედავ? და მორჩი რა დედაკაცივით წიწკინა.
- უ ამის . . . - უხამსად იგინება ალექსანდრე და უკან ბრუნდება. მის ამ საქციელს ანდრია საერთოდ არ იმჩნევს, თვალს მიკრავს და მიღიმის.
- წვეულებაზე მისული ვარკვევ რომ ტყუპი და-ძმის დაბადების დღეზე მოვხვდი. ნიკას და ლიკას 25 წელი შეუსრულდათ. ეზო ორ ნაწილადაა გაყოფილი მარჯვნივ ბიჭების ფართია და მარცხნივ გოგონების. ჩვენი მხარე საბავშვო ატრაქციონების პარკს გავს. საქანელებით, ბუშტებით, ერადი ნათებებითა და ხმამაღალი პოპ სიმღერებით.
მარიტას მეგობრებს ვეცნობი, თითქმის ყველანი მომწონს. მათთან ერთად ვიწყებ გართობას და თამაშ. ცოტ-ცოტას ვსვავ კიდეც. ლამაზი მაგიდები დგას, ლამაზი სასუსნავებით. ჩვენც ხან ერთს მივუჯდებით და ხან მეორეს. სიტუაცია ჩემთვის ახალია და უცხო. მაგრამ იქაურობა ისე მომწონს რომ წასვლაზე ფიქრიც კი არ მიელვებს თავში.
დაახლოებით ცხრა საათზე, როცა უკვე ბნელა და ცივა კიდეც. ჩვენს მაგიდას მაღალი სილუეტი უახლოვდება და გოგონების ოვაციებიც ისმის. დაახლოებით 8 გოგო ფეხზე ხტება და ანდრიას ყელზე ეკიდება. წივილ კივილი უფრო იმატებს როცა ვერ წყვეტენ ვის გვერდით უნდა დაჯდეს ან ვისთან ერთად უნდა იცეკვოს. ბრაზი მერევა და ამ წიკვინა გოგოების გაპუტვა მინდება. ანდრია კი გაღიმებული იშორებს ყველას თავიდან, ჩემს გვერდით ცარიელ სკამზე ჯდება და გოგონებს ეუბნება.
- დღეს მე ჩემი პირადი სტუმარი მყავს და მას ნამდვილად ვერ ვაწყენინებ. -თავს ჩემსკენ აბრუნებს და მარცხენა ხელს ჩემი სკამის საზურგეზე ათავსებს. სიხარულით ვიბერები და სადაცაა სიცილით ბუშტივით გავსკდები ქეთის და ლილიანას სახეზე. არაა ეს ქალბატონები თავიდან არ მომეწონენ და თურმე არა უმიზეზოდ. ანდრიას გავხედე და მის თვალებში აღფრთოვანება ამოვიკითხე, ის მე გაფართოვებული თვალებით მიყურბდა და ცერა თითით მარჯვენა ხელის გულზე მეფერებოდა.
- ვიცეკვოთ თინ? - შემეკითხა მოულოდნელად და ჩემსკენ გადმოიხარა.

დავბრუნდი მეგობრებო და სიტყვას გაძლევთ მეტს აღარ დავიკარგები. წინასწარ დიდი მადლობა და ბოდიში
პატივისცემით სალი



№1 სტუმარი ინაკო25

როგორც იქნა. რამდენი მალოდინეეეეე. მაგრამ მოლოდინად ღირდააა. ძალიან მეცოდება თინია ამ ორი მონსტრის ხელში. მაგრამ მე სამივე ძალიან მომწონს. განსხვავებული პერსონაჟებია. დიდი ვნებათაღელვა მელის წინ ვატყოოოობ. გპატიობ მხოლოდ იმიტომ რომ მაგარად ვისიამოვნე ამ თავით.

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგია ძალიან
--------------------
ლანა

 


№3 სტუმარი კიკი

მომწონს მე ანდრია. ძალიან მეცოდება თინია, მისი გამოუცდელობის გამო არ წაიტეხოს ცხვირი. ალექსანდრე კი ზედმეტად თავდაჯერებული და თავხედია. მაგრამ მაინც მომწონს

 


№4  offline წევრი Salivan

აღარ ვიცი რა ვქნა...დღეს ჩემს თავს პირობა მივეცი რომ საღამოს დიდი აქტიურობა დამხვდებოდა გავაგრძელებდი ამ ისტორიის წერას. ახლა კი შემოვდივარ და 226 ნახვიდან მხოლოდ სამი კომენტარი მხვდება. მადლობა ინაკო, ლანა და კიკი. მაგრამ ეს იმის მაჩვენებელია რომ ამ 226 დან მხოლოდ თქვენ მოგეწონათ. მე კრიტიკის მომხრე ვარ. ნუთუ არანაირი გრძნობა არ გაგიჩინათ ამ თავმა. კარგით. თქვენ გადაწყვიტეთ გავაგრძელო თუ არა.

 


№5  offline წევრი Bluefloyd

ძალიან მომწონს და გთხოვ გააგრძელე ძალიან მომწონს ალექსანდრე და ასე ვფიქრობ ანდრეა და თინი უფრო მეგობრები იქნებიან ხოლო ალექსანდრეს და თინის ერთმანეთი.შეუყვარდებათ მართალია ალექსანდრე თავხედია მაგრამ მაინც კარგ შთაბეჭდილება ს მიტოვებს

 


№6  offline წევრი ლელუკა

კარგი იკო საინტერესოა ძალიან ველოდები გაგძელებას

 


№7 სტუმარი Guest anonymous

ახლა წავიკითხე სამივე თავიი მაგარია ძაან გთხოვ გააგრძელე არ მიტოვო

 


№8 სტუმარი Guest elle elle

auu dzaliaan momwoons ❤ andriac da aleqsandrec mara aleqsa mainc ragacnairia ra ai iseti tinias ro mouxdeba

 


№9  offline წევრი tatalia

რა ვერ გავიგე იცი ??დეიდაშვილების შეყვარება და დეიდაშვილთან შიშველი სიარული, კოცნა, შეხება და მსგავსი რაღაც ნორმალურია ?მათი დედა ხო თინას დეიდაა რავიცო ცოტა გულის რევის შეგრძნება დამრჩა მე პირადად))

 


№10  offline წევრი Salivan

tatalia
რა ვერ გავიგე იცი ??დეიდაშვილების შეყვარება და დეიდაშვილთან შიშველი სიარული, კოცნა, შეხება და მსგავსი რაღაც ნორმალურია ?მათი დედა ხო თინას დეიდაა რავიცო ცოტა გულის რევის შეგრძნება დამრჩა მე პირადად))


ასე ძალიან გეწყინა ჩემი კომენტარი? არადა მსგავსი შენს გმირებზე არაფერი მიკადრებია. ყურადღებით რომ წაგეკითხა ნახავდი რომ არცერთი ერთმანეთის სისხლით და ხორცით ნათესავი არაა. ერთმანეთთან არანაირი შესაძლო ვარიანტი ნათესაობის არ აკავშირებთ. არც იმას დაუკვირდი რომ ბებოს დიდი გეგმა აქვს და ამდენი წლის შემდეგ ასე უეცრად მათთან სტუმრობა. არც იმას რომ ობოლი, ტყეში გაზრდილი სოციალური ცხოვრების არ მქონე ერთი ტრამვირებული და უარყოფილი გოგონას ამბავს ვყვები. მხოლოდ სიშიშვლე და კოცნა. თან ჩემი ისტორია სრულიად ფანტაზიაა. ძალით აპიარებული სექსუალური უმცირესობების პროპაგანდის გარეშე. შენგან მეტს ველოდი.

 


№11  offline წევრი tatalia

Salivan
tatalia
რა ვერ გავიგე იცი ??დეიდაშვილების შეყვარება და დეიდაშვილთან შიშველი სიარული, კოცნა, შეხება და მსგავსი რაღაც ნორმალურია ?მათი დედა ხო თინას დეიდაა რავიცო ცოტა გულის რევის შეგრძნება დამრჩა მე პირადად))


ასე ძალიან გეწყინა ჩემი კომენტარი? არადა მსგავსი შენს გმირებზე არაფერი მიკადრებია. ყურადღებით რომ წაგეკითხა ნახავდი რომ არცერთი ერთმანეთის სისხლით და ხორცით ნათესავი არაა. ერთმანეთთან არანაირი შესაძლო ვარიანტი ნათესაობის არ აკავშირებთ. არც იმას დაუკვირდი რომ ბებოს დიდი გეგმა აქვს და ამდენი წლის შემდეგ ასე უეცრად მათთან სტუმრობა. არც იმას რომ ობოლი, ტყეში გაზრდილი სოციალური ცხოვრების არ მქონე ერთი ტრამვირებული და უარყოფილი გოგონას ამბავს ვყვები. მხოლოდ სიშიშვლე და კოცნა. თან ჩემი ისტორია სრულიად ფანტაზიაა. ძალით აპიარებული სექსუალური უმცირესობების პროპაგანდის გარეშე. შენგან მეტს ველოდი.

პირადად მოგწერე

 


№12  offline წევრი Salivan

tatalia
Salivan
tatalia
რა ვერ გავიგე იცი ??დეიდაშვილების შეყვარება და დეიდაშვილთან შიშველი სიარული, კოცნა, შეხება და მსგავსი რაღაც ნორმალურია ?მათი დედა ხო თინას დეიდაა რავიცო ცოტა გულის რევის შეგრძნება დამრჩა მე პირადად))


ასე ძალიან გეწყინა ჩემი კომენტარი? არადა მსგავსი შენს გმირებზე არაფერი მიკადრებია. ყურადღებით რომ წაგეკითხა ნახავდი რომ არცერთი ერთმანეთის სისხლით და ხორცით ნათესავი არაა. ერთმანეთთან არანაირი შესაძლო ვარიანტი ნათესაობის არ აკავშირებთ. არც იმას დაუკვირდი რომ ბებოს დიდი გეგმა აქვს და ამდენი წლის შემდეგ ასე უეცრად მათთან სტუმრობა. არც იმას რომ ობოლი, ტყეში გაზრდილი სოციალური ცხოვრების არ მქონე ერთი ტრამვირებული და უარყოფილი გოგონას ამბავს ვყვები. მხოლოდ სიშიშვლე და კოცნა. თან ჩემი ისტორია სრულიად ფანტაზიაა. ძალით აპიარებული სექსუალური უმცირესობების პროპაგანდის გარეშე. შენგან მეტს ველოდი.

პირადად მოგწერე




წავიკითხე და არაფერზე იდარდო. :)

 


№13  offline წევრი wandering

Pirveli da meore tavi ver vnaxe rato?

 


№14  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Ver mivxvdi romels moswons

 


№15  offline აქტიური მკითხველი neneusi

ვაიმე ვერ ვხვდები რახდება და რომელს მოსწონს თინიი.... ანდრია მგონია, რომ გულს ატკენს რაღაცნაირად რადგან მექალთანეა, მაგრამ ალექსანდრეს მერე ისევ ანდრია ჯობსსსს , ალექსანდრე არმინდააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent