შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენი...


1-02-2016, 19:36
ნანახია 1 950

მე შენი ტანი,
სახეზე ქარი,
მიბერავს თმები,
ხტუნაობს ზღვები.
მე შენი სახე,
სიმები ქარში,
ვაგიჟებ ზამთრებს,
მაგიჟებ ძვრამდე.
ვბრუნდები სახლში,
მე შენი კანი,
სუნთქვა ნელდება ქარში
და მძირავს ეგ უძირო ტანი.
მე შენი თმები,
სიშავე ვხდები,
მე შენი ხელი,
ღრუბლის სიმებზე მთვრალი.
მე შენი ფსკერი,
მედება სიშმაგის ალი,
ვარყევ უდაბნოს შენში,
და ქარებს ვფანტავ ზღვაში.
სიჩქარე მკლავებს გადასდის ნელში,
მეც გეფერები ტყის ძირას მთაში.
მე შენი ტბები,
ფსკერი ვრცელი და ვრცელი,
შიგნით ისხამენ სხეულებს ფრთები,
და მესმის სუნთქვა შენი, ნელი.
მე შენი თეძო,
სუნთქვა ვარდისფერი,
ვიშიშვლებ ქამრებს ზევით,
და ვიტყვი ვფრენდი შენში შენით.
შენი მაგიჟებს ვნება,
ცისარტყელებს რომ ხატავ ცაზე,
მაალებს სიშორე,
მივყვები ნებას,
და მე შენი წყარო,
ვიპოვე ჩემს ცისფერ ზღვაზე.
მე შენი ფრთები,
ფრთები, ვფრენდით ზევით,
მე შენი მზერა, მრევდა,
მეცემა ლურჯ მეხად.
მე შენში მთვარე,
მიყვარს საღამო ველად,
მიზიდავს სურნელი შენ რომ უდიხარ ვარდებს,
და მოელი ჩემი სხეულის ძლევას.



№1  offline წევრი გიჟი გოგონა :)

კარგი იყო, მომეწონა feel

 


№2  offline წევრი maridb

ra kargi leqsiaa momewona.<3^_^
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


№3  offline წევრი anabel

კარგი ლექსია ^*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent