იმედგაცრუება
ეხლა ვზივარ და ვფიქრობ თუ რამდენ ნაირი ადამიანია დედამიწაზე.. ზოგი უგულო ზოგიც გულიანი, ზოგი კეთილი და ზოგიც ბოროტი აფერისტი და გულწრფელი მაგრამ მე ვიზეც უნდა დავწერო ყველაფერი ერთად აღებული ქიმიის ცდასავით შერეული ადუღებული და უგულო ადამინი იყო.. რომელმაც თავი შევამყვარა. თავის ტკბილი სიტყვებით და ფიცებით.. ყველაფერი კი ასე დაიწყო.. გავიცანი როგორც ალბათ ყველა მეორე იცნობს დღეს ადამიანს სოციალურ ქსელში.. პირველი რაც ვკითხე ზოდიაქო იყო ნუ ზოგადად ესეთი რაღაცეების არ მწამს მაგრამ იმ მომენტში დამაინტერესა როგორ დაემთხვეოდა ჩვენი ურთიერთობა დაწერილს. მე თევზები ვარ ის სასწორი .. როგორცწერია სასწორებს ადამიანები მალე ბეზრდებათ და აფერისტები არიან :))) ( მაპატიეთ სასწორებო) ზუსტად ისეთი ადამიანი იყო როგორსაც ვისურვებდი ჩემს გვერით მომწონს მამაკაცები რომლებიც გამოიყურებიან როგორც ცუდი ბიჭები და მაგრამ გოგოებს ეპყრობიან როგორც დედოფალს.. ხასიეთებში ისე შემეწყო ზოგჯერ მეგონა ესეთ ადამიანს ვერ ვნახავდი მეორეს. ყველაფერში მიგებდა და ყველაფერს მიყვებოდა .. მიყვდებოდა თავის შეყვარებულზე რომელთანაც უკვე ორი წერია იყო . თავის შვილზე რომელიც ყოფილი შეყარებულისგან ყავდა.. ყველაფერში ვუგებდი და ჩემ რჩევებს ვუზიარებდი. ერთხელ მკითხა ბიჭის და გოგოს მეგობრობის მჯეროდა თუ არა მე პირდაპირ ვუპასუხე რომ არა მანაც იგივე მითხრა რომ არც მას სჯეროდა გოგოსა და ბიჭის მეგობრობის. კითხვა დამებადა აბა ჩვენ ვინ ვიყავით ერთმანეთისთვის მაშინ აღარ მოუწერია 2 საათის მერე მომწერა ... -რაღაც უნდა გითხრა და მეშინია რომ ცუდად გაიგებ -მითხარი და ვნახოთ როგორ გავიგებ -შეყავრებული უნდა ვნახო -მაგარია მაგას რა ჯობია მერე -არა არაა მაგარიი -რატომ? -იმიტომ რომ მე რეალურად შენ მიყვარხარ შენთან ვიგრძენი ის რაც აქამდე არ მიგრძვნია აქამდე თავი ჩამოყალიბებულ ადამიანად მიმაჩნდა ეხლა კი არ ვიცი ვინ ვარ .. ამ წერილზე საერთოდ დავიბენი ავირიე ჩემს ნახევარს გაუხარდა ესე რომ ფიქრობდა მეორე ნახევარი დაიბნა არ იცოდა რა მიეწერა მაგრამ ბოლოს მაინც მიწერა.. -შენ შეყვარებული გყავს ორივესთან როგორ უნდა იყო? ამაზე ისეთი პასუხი მივიღე არ მინდა დავწერო და ავღწერო ( შეიძლება წაიკითხოს იმ გოგომ და მიხვდეს ) ვიგრძენი რომ მივეჩვიე თან საშინლად დილით თვალებს ვახელდი თუ არა პირველ რიგში მას ვურეკავდი და ვაღვიძებდი მაგრამ ისეთი ტკბილი ხმით მელაპარაკებოდა ბოლოს ისევ მე ვთხოვდი რომ დაეძინა და დაესვენა ყველაფერი ისე აეწყო ჩემთვის რომ იტყვიან იდეალურადო მანამ სანამ მისმა გოგომ არ დამირეკა და არ დამიწყო გამოკითხვა თუ ვინ ვიყავი მე.. ამ დროს რა ვიგრძენი ვერ ავღწერ .. ვიგრძენი რომ ჩემი სულელი ახირების და აკვიათების გულიზე ვიღაც იტანჯებოდა და ცრემლი ცვიოდა თვალიდან.. ეს ბოლო მომენტი იყო რომ ვუთხარი ორმაგი ცხოვრებით ცხოვრებას ვერ გააგრძელებდა ან იმას დაშორდებოდა ან მე აღარ მომწერდა და აღარ იაფერისტებდა აღარაუხსნიდა ორ გოგოს სიყვარულს.. არ დაიფიცებდა ტყუილზე.. სულ იმას ამბობდა რომ ის გოგო არ უყვარდა.. მაგრამ არჩევნის წინაშე რომ დადგა თურმე ყვარებია .. მეორე დღეა აღარ მწერს და არც მირეკავს.. გული ძაანნ ღრმად სადღაც მაინც მტკივა იმიტომ რომ მაგ ადამიანთან ვიყავი ის ვინ სინამდვილეში ვარ. მივეჩვიე ყოველ წამს ტელეფონს ვამოწმებ იქნებ რამე სიახლე დამხვდეს მაგრამ ამაოდ.. ნუ ზოგადად ესეთი ადამიანი მე თუ მკითხავ სიყვარულის ღირსი არაა.. თან ისეთი სიყვარულის ერთ დროულად ორ გოგოს რომ უყვარდეს.. ის კიი ის კი ორივეს ატყუებდეს და ტყუილ იმედებს უსახავდეს.. ესე მგონია ეს ცოდვა სამუდამოდ დამრჩება კისერზე იმის შეყარებულმა როდამირეკა და აკანკალებული ცრემლნარები შეშინებული ხმით მკითხა თუ ვინ ვიყავი.. ვერასდროს დავივიწყებ ამ ადამიანს.. ის დარჩება ჩემში ლამაზ მოგონებად .. ლამაზად იმიტომ რომ მან თავი ცოტახნით მაინც მაგრძნობინა ბედნიერად.. ეხლა კი შეცდომისთვის ვიმკი.. გული მტკივა და მენატრება ვერ ავღწერ რას განვიცდი.. ცრემლი უბრალოდ აღარ გადმომდის თვალიდან.. ყოველ დღე და ყოველ წუთს სიყვალბე იმაზე რომ კარგად ვარ არადა ამ დროს ჩემი სული შიგნიდან მის სახელს კივის.. იმედი მაქვს ყვეალფერი მალე ჩაივლის იმედი მაქვს მომავლის მზე მალე ამოვა და მისი მონატრების ცრემი ჩემ თვალზე აღარ ჩამოვა.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.