SoulMate 2
10 მარტი, 2016. ღამის ორი საათია. ვზივარ საწოლზე და ამას ვწერ. ალექს რამდენიმე ხნის წინ ჩაეძინა, მაგრმა მე ვერ ვიძინებ, არ აქვს მნიშვნელობა როგორ კომფორტს შემიქმნის. მძულს ჩემი ბავშვურობა, მაგრამ როდესაც მეშინია, მეშინია. ხელები ისევ მიკანკალებს და ალექსისკენ რაც შეიძლება ახლოს ვიჩოჩებ. როგორც ვფიქრობ უნდა მოვყვე რა მოხდა. სამი საათის წინ ჩამეძინა ალექსთან ჩახუტებულს. ორივეს ორსაწოლიანი საწოლები გვაქვს მაგრამ მაინც ერთად გვძივნავს. ეს კოშმარები ერთი წელია უფრო გაუარესდა და ვეღარ მძინავს. უმეტესად სიზმრებში ვხედავ ალექსს მკვდარს, ან ალექსს რომელიც მიდის, ან ალექსს რომელიც აღიარებს რომ ვძულვარ, დემონად გადაიქცევა და მკლავს. ყოველ ჯერზე ცივ ოფლში მეღვიძება, ჰაერისთვის ვიბრძვი და ვჩურჩულებ უშინაარსოდ, ისეთი ხმით რომელიც ჩემსას არ ჰგავს. ალექსი ამბობს რომ ჩემი სიზმრები მას უფრო აშინებს ვიდრე მე. ყოველთვის როდესაც მე შეშინებული ვიყავი ჩემი ან ჩემი ძმის სიკვდილის გამო, ალექსი ყოველთვის აქ იყო ჩემს გვერდით. ვაღიარებ რომ მასთან ძილის გარეშე არამგონია გადავრჩენილიყავი ამ სიზმრებს. ამ ღამით მსგავსი სიზმრით გავიღვიძე: მე და ალექსი ერთმანეთის ზურგზე ვიყავით მიბმულები, ოთახში ძალიან, ძალიან ბნელოდა. მეშინოდა მაგრამ თავს კომფორტულად ვგრძნობდი რადგან ჩემი ძმა ჩემს ზურგსუკან იყო. მახსოვს ვუთხარი რომ მიყვარდა და კიდევ რაღაცეებზე ვლაპარაკობდით. მერე არ ვიცი რა მოხდა, ამის შემდეგ რაც მახსოვს არის სისველის გრძნობა ჩემს ხელებზე. სიზმარში მივბრუნდი და დავინახე ალექსი, ნაცემი და დასისხლიანებული, მკვდარი ჩემს ზურგზე. ესე დაახლოებით ერთ საათს ვიყავი. როდესაც გავიღვიძე ვტიროდი. ალექსი თმაზე მეფერებოდა და მსუბუქად მკოცნიდა რომ დავეწყნარებინე. რაღაც მიზეზის გამო ამ სიზმრისგან თავს ვერ ვაღწევდი, მიუხედავად იმისა რომ ყველაზე საშინელი არ იყო რაც ოდესმე მინახავს, მაგრამ მაინც ვერ ვსუნთქავდი და უკონტროლოდ ვკანკალებდი. - ანასტასია, ანა - ალექსი ჩურჩულებდა ისევ და ისევ ჩემს ყურში - ჩშშ, ყველაფერი კარგადაა, აქ ვარ. არ იტირო, ჯანდაბა, მიყვარხარ ანა კარგად იქნები. ისე ვკანკალებდი თითქოს ვიყინებოდი. - ჩშშ, მოიცადე - თქვა ალექსმა და გაჩუმდა. შემდეგ მეც გავიგე ნაბიჯების ხმა, რომელიც სწრაფად მოიწევდა ჩვენსკენ. ორივემ ვხვდებოდით რომ ეს დედა იყო. მან იცოდა ჩემი სიზმრების შესახებ, მაგრამ არასდროს არ მიტირია აქამდე და არც ესე გვიან. მისი ნაბიჯების ხმა ახლოვდებოდა და იმდენად სწრაფად მოიწევდა რომ ჩემს საწოლში გადასვლას ვერ მოვასწრებდი. ალექსს ჩამოვშორდი და საბნის ქვეშ შევძვერი. მასთან სიშორემ სიცივე მომგვარა და მუხლები ნიკაპამდე ავიტანე. მხოლოდ ტრუსები მეცვა და გადასაფარებელი არ მათბობდა. ვცადე ცრემლები შემეკავებინა მაგრამ უფრო მეტად ავკანკალდი. დედამ ერთი წუთის შემდეგ შემოამტვრია კარი. ალბათ ვერ ხვდებოდა რომ ამ დროს თინეიჯერებს სძინავთ, და ვერც იმას აცნობიერებდა, თუ კარს ყოველ ჯერზე შემოამტვრევდა და შემდეგ მიაჯახუნებდა, ნაკუწებად დაშლიდა. - ყველა კარგადაა? - იკითხა მან ხმამაღლა. დედა ყველაფერს ხმამაღლა აკეთებდა. - კი - უპასუხა ალექსმა ისეთი ხმით რომელიც ამბობდა " მადლობ ჩემი გაღვიძებისთვის " - ესე გვიან რატომ გღვიძავს? - მომესმა თითქოს ვიღაც ტიროდა. შენი და სად არის? - იკითხა მან როდესაც შეამჩნია რომ ჩემს საწოლში არ ვიყავი. - სააბაზანოში გავიდა - უპასუხა ალექსმა მარტივად. მახსოვს თვალები გადავატრიალე. პირობა დავდე, ჩემს გამო არასდროს მოუწევდა მოტყუება. არც მახსოვს რამდენჯერ შევპირდი ამას ჩემს თავს, მაგრამ ისევ ალექსი იგონებდა ტყუილებს ჩემს გამო. -კარგი, ღამემშვიდობის. დაიძინეთ - თქვა დედამ და კარი გაიჯახუნა. როდესაც დავრწმუნდი რომ მისი ნაბიჯების ხმა აღარ ისმოდა, საბნიდან გამოვძვერი და ალექსთან დავბრუნდი. აღარ ვკანკალებდი მაგარამ მაინც მივეკარი. ჩამეხუტა და ჩემს თმაში ჩაიცინა და მითხრა რომ ამის შემდეგ დავფიქრებულიყავი რამდენად ხმამაღლა ვტიროდი. პასუხი არ გავეცი და უბრალოდ ხელები უფრო ძლიერად შემოვხვიე. ცოტა ხნის შემდეგ ალექსს ჩაეძინა და მისი მშვიდი სუნთქვა გაისმა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.