შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

SoulMate 3


13-10-2016, 00:02
ავტორი Constance
ნანახია 1 495

11 მარტი, 2016.
დღეს.. დაბრკოლებებს გადავაწყდი.. ვეცდები ყველაფერი მოვყვე რაც მოხდა მთელი დღის განმავლობაში.
როდესაც გავიღვიძე დილით, აღელვებული მოუსვენრად ვიყავი. არ ვიცი ზოგჯერ უძილობის შემდეგ ძალა უფრო მემატება როდესაც კოშმარიდან ვიღვიძებ. თითქოს უფრო გაახალგაზრდავებული ვარ. ალექსმაც შეამჩნია.
- დღეს ხალისიანი ხარ - ალექსმა ჩაიცინა და გაიზმორა.
ადრე ავდექი და გავედი გარეთ ნაგვის გადასაყრელად.
- დიახ - ვუპასუხე, ხელი მოვკიდე და ავაყენე საწოლიდან - ასე რომ შენც კარგ ხასიათზე იქნები - ვუბრძანე.
თვალები გადაატრიალა მაგრამ შემეძლო მეთქვა რომ სიამოვნებდა.
ვიბანავეთ და ჩავიცვით. რადგან მისი მაისურები მიხდება, ხშირად ვიცმევ მის სუნს რომ ვგრძნობდე. ალექსი ამ დილით ხშირად მკოცნიდა თავზე.
ავტობუსით წავედით სკოლაში. არ მახსოვს რაიმე განსაკუთრებული მგზავრობისას. ოჰ, კალათბურთი გუშინ დაიწყო. ალექსმა კუთხეში შემატრიალა როდესაც ზარი დაირეკა.
- ხუთზე შემხვდი კარგი? - მკითხა მან, დაიხარა და ნაზად მაკოცა ტუჩებზე.
მომენტალურად დაჰიპნოზებული ვიდექი და დამავიწყდა რომ სკოლაში ვიყავით. ხელები მის თმაში მქონდა ახლართული და თვალები დახუჭული, მას მოუწია გაჩერება და გავაანალიზე რას ვაკეთებდი. ვიგრძენი სისხლი როგორ მომაწვა ლოყებზე. მან გაიცინა და ნაზად მომეფერა ლოყაზე.
- იცი ზოგჯერ როგორი საყვარელი ხარ?.. - ის შებრუნდა და სიარული დაიწყო - მისტერ ჩევისთან დარჩი კარგი?
თვალები გადავატრიალე როდესაც გამომხედა - თითქოს არ მენდობი - მივაძახე მე.
ლიტერატურაზე წავედი სადაც ბავშვები სასჯელს იხდიდნენ. მისტერ ჩევისმა თავის მერხთან მიმიხმო და მეც დავჯექი ჩემს ჩვეულ ადგილზე, მის გვერდით თითების კაკუნით მერხზე. ვიცოდი ეს აღიზიანებდა, მაგრამ იმდენად მოვწონდი რომ არაფერი თქვა ჩემს შესაჩერებლად. დავეხმარე ტესტების შეფასებაში სანამ სასჯელი დაუსრულდათ მოსწავლეებს და მარტო დავრჩით.
- რას ფიქრობ რა უნდა გავაკეთოთ პოეზიის თავისთვის ანა? - მკითხა მან.
ჩავიცინე - ბევრი იდეა მაქვს. რათქმაუნდა ლექსები დაგვჭირდება. ასევე ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ შექსპირის სონეტები. ამის შესახებ კითხვაც არ არის საჭირო. ასევე ჩვენ...
- ბავშვო - მომიჭრა მან - ყველა შენნაირი არ არის პოეზიასთან ისეთ დამოკიდებულებაში როგორც შენ.
ვერ გავიგე რა იგულისხმა - ამიტომ გვჭირდება რომ უფრო ახლოს გაიცნონ ნამდვილი ლიტერატურა.
მისტერ ჩევისმა ჩემზე გაიცინა და მივხვდი როგორც ჟღერდა ჩემი ნათქვამი.
- ოჰ მაპატიეთ, ვიგულისხმე რომ.. ესე არ მიგულისხმია.. აჰმ.. - ჩავიბუზღუნე პატარა ჩაცინებით, თმაზე ხელი გადავისვი ნერვიულად.
- არაუშავს. მოგვიწევს რამდენიმე სახის პოეზია ვასწავლოთ . მეცხრე საფეხურზე ლიტერატურაში უმეტესად პოეზიაა.
დიდხანს ვისხედით და ვლაპარაკობდით იდეებზე. მშვენიერ მეთოდს მივაგენით ჰაიკუსის სწავლისათვის რაზეც ორივემ ვიცინეთ. სანამ გავაანალიზებდი რომელი საათი იყო. მერხზე საათი 5:08ს აჩვენებდა. სკამიდან წამოვდექი.
- მისტერ ჩევის. მაპატიეთ, დროის შეგრძნება დავკარგე - დავიწყე ჩემი ნივთების ალაგება.
- არაუშავს - მითხრა მან.
უკვე გავდიოდი როდესაც მასწავლებელმა პირდაპირი კითხვა დამისვა.
- ანა შეყვარებული გყავს?
შევტრიალდი, არ ვიყავი დარწმუნებული როგორ მეპასუხა - არა სერ - ვთქვი ბოლოს.
მან ჩაიცინა და თავი გააქნია, მაგრამ ვერ მივხვდი რატომ.
- კარგი მაშინ, შეგიძლია წახვიდე.
- მოიცადეთ, რატომ მკითხეთ?
მან შემომხედა თითქმის სევდიანად, თითქმის რაღაც ლტოლვით.
- ანა, უბრალოდ შეხედე შენს სახეს და მოუსმინე როგორ საუბრობ. არ შემიძლია აგიხსნა, ისე როგორც ნამდვილად შეყვარებული ადამიანი ილაპარაკებდა.
მას შეეძლო ეთქვა ვიყავი თუ არა შეყვარებული იმისმიხედვით თუ როგორ ვლაპარაკობდი? ნაცნობი სიწითლე ვიგრძენი ლოყებზე და გავიფიქრე ალექსზე. ამან მისტერ ჩევისის ჩაცინება გამოიწვია.
- აი ეხლა, ვიცი რომ მართალი ვარ. ვინც არ უნდა იყოს, იღბლიანია რომ შენ ჰყავხარ - მასწავლებელმა გამიღიმა.
მოიცადე, ის რა მეფლირტავება? ხელები გადავაჯვარედინე და ფრთხილად შევათვალიერე. მახსოვს ლტოლვის გარდა ვერაფერს ვხედავდი. ეს არ იყო სექსუალური. შემიძლია განსხვავების დანახვა ვნებასა და დეპრესიაში, მიუხედავად მცირედი გამოცდილებისა. ის უბრალოდ ჩანდა... სევდიანი. შეიძლება მას უნდოდა რომ ყვარებოდათ და უნდოდა თვითონ ყოფილიყო ისეთ სიყვარულში როგორიც მან ჩემში დაინახა.
- მადლობა მისტერ ჩევის - თავი დავუქნიე - დარწმუნებული ვარ ვინც არ უნდა დაიმსახუროს თქვენი სიყვარული, ასევე იღბლიანი იქნება.
ამაზე მან გაიცინა. თავის გააქნია და თქვა - ყოველთვის ფორმალური. მართალია ბავშვო. ეხლა წადი და არ დაგავიწყდეს ერთი სტროფის დაწერა ამ ღამით.
- არ იდარდოთ მისტერ ჩევის. პოეზია არასდროს დამავიწყდება.
გავუღიმე და სწრაფად გავედი. ალექსს შევხვდი ჩვენს ადგილთან. კალათბურთის გუნდი უკვე წასული იყო იმ დროს როდესაც მივედი. ჩემმა პატარა საუბარმა მისტერ ჩევისთან იმაზე მეტი დრო წამართვა ვიდრე ველოდი.
- დაიგვიანე - ალექსმა ჩაიბუზღუნა, სცადა საშიში ყოფილიყო. მინდოდა მისთვის მეკოცნა - ავტობუსი უკვე წავიდა მთელ გუნდთან ერთად, ანა!
ტუჩზე ვიკბინე და მხრები ავიჩეჩე - მაპატიე, დროის შეგრძნება დავკარგე. ჩვენ უბრალოდ წავიდეთ ფეხით.
მან გაბრაზებულმა გადმოდგა ნაბიჯი ჩემსკენ და მკლავებში მომიქცია. მისი ტუჩები ჩემსას შეეხო. კოცნა უხეში იყო, მართლა უხეში, მაგრამ ჩემი გონება სამოთხეში დაფრინავდა. როდესაც მან უკან დაიხია ვიცოდი რომ ჩემი ტუჩები გაწითლებული იქნებოდა. არ მაღელვებდა, მხოლოდ მას ვხედავდი ჩემს გარშემო.
მან გამიღიმა ბოროტულად. როგორ შეეძლო ესეთი გრძნობები გამოეწვია ჩემში? ის ჩემი არაბიოლოგიური ძმაა მაგრამ მაინც ახერხებს ჩემს დადნობას...
სახლისკენ დავიწყეთ სიარული. ჩემი ტელეფონი სახლში დამრჩა დილით, ამიტომ ალექსს მოუწია დედაჩვენისთვის მიეწერა, ეთქვა რომ დავაგვიანებდით. ხელები ერთმანეთს ჩავკიდეთ, ყოველ მოსახვევში ალექსი მაჩერებდა რომ ჩამხუტებოდა და ეკოცნა.
კოცნა ოდნავ მეტი იყო ცოტახნით, მან თითქმის შემომახია მაისური, 143ქუჩის შესახვევში. ეს კიდევ ერთ საათს წაგვართმევდა სანამ სახლამდე მივიდოდით, მაგრამ არც დიდად არ მადარდებდა. ბოლო შეჩერების შემდეგ გზატკეცილს გავუყევით. ჰაერს ღრმად ვისუნთქავდი და მუხლებში სისუსტეს ვგრძნობდი, არ ვიყავი დარწმუნებული მყარად დგომა შემეძლო თუ არა.
- ალექს - მას დავეყრდენი, თითქმის მთვრალი ვიყავი მისი კოცნისგან - რატომ აკეთებ ამას?
მან გაიქნია თავი და თმაზე მომეფერა. - უბრალოდ უცნაური შეგრძნება მაქვს, თითქოს დიდი ხნით ვერ უნდა გნახო.
არ ვხუმრობ. მან მართლად ეს თქვა!
ალექსის ინტუიცია ნამდვილად ძლიერია. ერთხელ როდესაც უნდა წავსულიყავით ფერმის სახლში, მას ცუდი შეგრძნება ჰქონდა ამიტომ გავაქირავეთ. ის წუწუნებდა ბევრს და ბოლოს მშობლებმა თქვეს რომ შეგვეძლო შემდეგ ზაფხულს წავსულიყავით. ბოლოს ისე აღმოჩნდა რომ თუ წავიდოდით ტორნადო გადაგვივლიდა და დავიხოცებოდით. ასე რომ უმეტესად ალექსის ინტუიციას ვენდობოდი, მაგრამ მაშინ გავიცინე.
- ნუ სულელობ - მივეკარი მას, ხელები სახეზე მოვკიდე როდესაც მანქანებმა სწრაფად ჩაგვიარეს - მე ყოველთვის აქ ვიქნები.
ვიგრძენი თავი დაიქნია და ისევ მაკოცა, ამჯერად ნაზად და ტკბილად, ტუჩების ოდნავი შეხებით. სიარული განვაგრძეთ გზატკეცილზე. 5:30 იყო როდესაც ფურგონი შევნიშნე. დიდი, თეთრი ფურგონი მინესოტის ნომრით და დაბურული მინებით. ჭუჭყიანი იყო და ძალიან, ძალიან ნელა დადიოდა და ჩვენ მოგვყვებოდა.
- ალექს, ეხლა არა მაგრამ ეხლა გაიხედე - ცერა თითი მის ხელს მოვუჭირე - ფურგონი.
მან თავი შეატრიალა - შეგვიძლია შევუხვიოთ და სხვა გზით წავიდეთ თუ ნერვიულობ.
თავი დავაქნიე რადგან ძალიან ვნერვიულობდი. უკანა ჯიბეში ტელეფონის გარეშე დაკარგულად ვგრძნობდი თავს. ვიცი პათეტიკურია,მაგრამ როგორც ყველა თინეიჯერი ტექნოლოგიებზე დამოკიდებულივარ.
შევუხვიეთ სამეზობლოში და როგორც მოსალოდნელი იყო ფურგონიც გამოგვყვა. ალექსის ხელს ძლიერად ვუჭერდი, იმდენად რომ ალბათ სტკიოდა მაგრამ არაფერი უთქვამს. ოჰ ღმერთო, ძალიან მიყვარს ამის გამო.
ის არასდროს დაიჩივლებდა,
- არ ინერვიულო ანა - მან ჩამჩურჩულა ნაზად - მათ არაფრის გაკეთება შეუძლიათ, ბევრი სახლია ჩვენს გარშემო.
ალბათ მართალი იყო.. მაგრამ მაინც ვკანკალებდი. რატომ ვარ ესეთი ბავშვური?
მოულოდნელად, ფურგონმა სიჩქარეს მოუმატა და საბურავებმა გზაზე ხმა გამოსცეს. ისევ ჩვენ მოგვყვებოდნენ და ალექსმა და მე სირბილი დავიწყეთ. ვიცოდი ის ჩემს გამო ნელა დარბოდა, შეეძლო 14 წამში 100 მეტრი გაერბინა მაგრამ მე სუნთქვას ვერ ვახერხებდი. მან ხელიც არ გამიშვა და ისე ჰქონდა ჩაკიდებული თითქოს სიცოცხლის უკანასკნელი ხაზი იყო.
უცბად ფურგონი ჩვენს წინ გაჩნდა და ჩვენ გავჩერდით. ცხელი ცრემლებით ვტიროდი, ალექსს კი ძლიერი გამომეტყველება ჰქონდა. შევტრიალდით და სხვა გზით გავიქეცით, მაგრამ ნიღბიანები მანქანიდან გადმოდიოდნენ და ჩვენსკენ მოდიოდნენ. წამები დასჭირდათ რომ ჩვენამდე მოეღწიათ და მე ვკიოდი და ფეხებს ვიქნევდი ჩემი სიცოცხლის გადასარჩენად.
- ალექს - დავიყვირე ტირილით როდესაც მას ჩამომაშორეს.
ის იბრძოდა და ვიგრძენი სიამაყე როდესაც მას ვუყურებდი. ალექსს შავი ქამარი ჰქონდა თუ რაღაც კარატეში და მალევე მან ერთ ერთი კაცი ჩამოიშორა. სახეში ჩაარტყა და ჩემსკენ გამოიქცა როდესაც მე რომელიღაც ნიღბიას ვეჭირე და მცდელობის მიუხედავად მისი ძლიერი მკლავებიდან თავის დაღწევას ვერ ვახერხებდი.
- ალექს დამეხმარე! - დავიყვირე სასოწარკვეთილმა, შიში მიპყრობდა. - ალექს! დამეხმარე!
ჩემსკენ გამოიქცა, მაგრამ უკვე გვიან იყო. კაცმა ლიმუზინის უკანა მხარეს ჩამაგდო როდესაც მე ვყვიროდი და ვყვიროდი. ის კაცი რომელიც ალექსმა სცემა უცბად თავს დაესხა და შეაჩერა. ყველანი ფურგონისკენ წამოვიდნენ და ეხლა ორნი ცდილობდნენ მანქანაში ჩავესვი. არ წავიდოდი! ვყვიროდი და ვიცოდი რაც მოხდებოდა.
ბოლოს რაც მახსოვს სანამ მეტალის კარი დაიხურებოდა იყო ჩემი ძმის ცრემლი. ის არასდროს ტირის! და იმას ვგულისხმობ რასაც ვამბობ, ის. არასდროს. ტირის.!! როდესაც დავინახე როგორ იწვა ძირს ტკივილით და როგორ მიყურებდა უმწეო, ჩემი გული დაიმსხვრა. ამან ყველაფერი გატეხა რაც მქონდა.
-ანა! - მისი არანორმალური ხმა როდესაც დამიყვირა - მიყვარხარ! არ მივცემ უფლებას ჩემგან წაგიყვანონ!
და ამის შემდეგ კარი დაიკეტა. ყველაფერი ჩამობნელდა და მანქანა დაიძრა. კარებს ვურტყავდი რომ გადასვლა მომეხერხებინა. ალბათ გარედან ჩაკეტეს რადგან კარი არ აპირებდა გაღებას.
- ალექს... - ოხვრას ამოვაყოლე, მერყევი ხმით.
- არც კი სცადო კარის გაღება - თქვა ხმამ ჩემს უკან. პანიკაში ჩავარდნილმა წრიალი დავიწყე - ვხედავ როგორ ცდილობ, კარი არ გაიღება ნამდვილად ვწუხვარ. არაქვს აზრი ისეთი რამის გაკეთებას რაც მათ გააღიზიანებს. ისინი მოგკლავენ პირველივე ნივთით რასაც იპოვიან.
ჩემს ხელებს ძლივსღა ვხედავდი ჩემი სახის წინ სიბნელეში, განსაკუთრებით ვერ დავინახავდი იმას ვინც ჩემს წინ იჯდა.
- ვინ... ვინ ხართ? - ამოვიკვნესე, ისევ სველი ლოყებით.
ისეთი ჟღერადობა ჰქონდა ჩემს ხმას თითქოს მასშივე ვტიროდი.
- ჩემი სახელია ფრედრიკი. მე ფრედრიკი ვარ. შენ? შენ ვინ იქნები?
- ანასტასია - ჩავიჩურჩულე.
მისი კილო გერმანულს გავდა, მაგრამ ის ფურგონში იყო, ნიუ იორკის შუაგულში. როგორ მოხვდა აქ?
- რამდენი ხანია რაც აქ ხარ? - ვკითხე მას, პასუხის შიშით.
- დღეები. კვირები. ნამდვილად არვიცი, დღე ექვსჯერ იყო და მხოლოდ ეს არის რაც ვიცი. ამოვიოხრე. ციოდა. კითხვები ჩემს თავში ტრიალებდა. და მფეთქავ ტკივილს ვგრძნობდი გულში, ტკივილი რომელსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა ფიზიკურთან. ჩემი ძმა მჭირდებოდა. ზურგჩანთა მოვიხსენი და ვეცადე ფიქრები გამედევნა თავიდან. მნათობი კალამი და დღიური ამოვიღე, ჩემი ტელეფონი?
- ფრედრიკ ტელეფონი გაქვს? - ვკითხე უეცრად.
- კი - მან თქვა საწყლად - მათ წამართვეს და დაამსხვრიეს.
ამოვიოხრე და კლავები მუხლების გარშემო შემოვიხვიე. არც წერა მინდოდა და არც ლაპარაკი, ან რამის კეთება უბრალოდ სახლში წასვლა მინდოდა. როგორ თბილად ვიქნებოდი, კომფორტულად, ალექსის მოპირდაპირედ ვიჯდებოდი მაგიდაზე და ფარულად ვეთამაშებოდი ფეხებით მაგიდის ქვეშ, როგორც ყოველ საღამოს. ეს ჩვეულებრივი იქნებოდა.
ჩამეძინა როგორც ვფიქრობ და როდესაც გავიღვიძე ვგრძნობდი თითქოს საათებს ჩაევლო. ამას ეხლა ვწერ მნათობი კალმით როდესაც გზაზე მანქანა ხტის.
ალექსი მჭირდება ძალიან, ისე ჩანს თითქოს ვიღაც გულს მართმევს და ისე უჭერს როგორც სარეცხის ღრუბელს. მჭირდება რომ მან კლავები შემომხვიოს და მითხრას რომ ყველაფერი კარგად იქნება. ისევ ვიხსენებ ყველა იმ კოცნას გზაში. ვნატრობ რომ უკეთესად მახსოვდეს. მისი ტუჩები და ენა შაქარივით ტკბილი იყო, მხოლოდ შაქარი.
არაფერი აღარ ვიცი, ისე ვგრძნობ თითქოს უფრო და უფრო ცხელა და მალე სუნთქვას ვეღარ შევძლებ. ფრედრიკი არ ლაპარაკობს, ვნატრობ უკეთესად ვხედავდე. ვნატრობ ვიცოდე სად მივდივართ. ვნატრობ..
ვაპირებ საშინაო დავალება ყოველდღე ვწერო რომელიც მისტერ ჩევისმა მოგვცა. იმიტომ რომ ვიცი თუ.. არა! როცა აქედან გავალ მას მოუნდება ამის წაკითხვა. ერთი ხაზი თავისუფალი სტროფის ყოველ ღამით.


შევარნები იყურებიან ოქროს ხის წვერებიდან,
იძახიან თავისი სიცოცხლისთვის.
ოჰ როგორ იბუზებიან შიშით ამინდის რომელიც მათ აკონტროლებს,
ამის გარეშე ისინი გამოუსადეგარნი იქნებიან.
შესაძლოა ფიქრობენ რომ თუ მიუთითებენ ცისკენ და იყვირებენ საკმარისად ხმამაღლა, სამოთხე უპასუხებს მათ მოთქმას.





სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent