შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასურველი (თავი 4)


13-10-2016, 16:57
ავტორი Salivan
ნანახია 3 568

_ ვიცეკვოთ თი? - მეკითხება გაღიმებული და მარჯვენა ხელის ცერა თითით ხელის გულზე მეფერება. მე ჩვენს გადაჭდობილ თითებს დავყურებ, მეღიმება და სახეზე ვაცქერდები. ისიც ზუსტად ჩემსავით ჯერ ხელებს დაყურებს გაღიმებული და მერე მე შემომყურებს. მისი ჭრელი თვალები გულს მიფორიაქებს და სხეულს სითბოთი მივსებს. განათებული მოედანის ცენტრში გავყავარ და ხელებს წელზე მხვევს. ხელებს მხრებზე ვაწყობ და საწყალი გამომეტყველებით ავყურებ. გასაგიჟებელი ღიმილით მიღიმის, თავისკენ მიზიდავს და ცხვირს ჩემს ყელში მალავს. ისეთი თრთოლვა მივლის ტანში რომ ანდრიაც ამჩნევს და ჩაცინების ხმაც მესმის. ხვდება როგორც მოქმედებს ჩემზე, ისიც იცის რომ პირველად განვიცდი მსგავს ემოციებს და ამიტომ როგორც პეპელას უდიდესი სიფრთხილით მეხება.
ლამაზ მელოდიაზე ვირხევით და უცებ აღვიქვამ რომ ეს ჩემი პირველი ცეკვაა მამაკაცთან ერთად. ადრე ტელევიზორში თუ რამე სიმღერა გავიდოდა, აუცილებლად ვაყოლებდი ტანს მოცეკვავეებს. არა აქვს მნიშვნელობა უცხოური იყო თუ ქართული. მაგრამ ასეთ პირველ ცეკვაზე ვერც ვიოცნებებდი. ვალსი მამაკაცთან რომელიც ყველა ასპექტში მომწონდა. ასეთი ნაზი შეხებით და ემოციებით. სოფელში ბებოს ვაცეკვებდი ხოლმე ვალსს და საბოლოოდ ჯოხს ვღებულობდი ფეხებში. ურჯულოების ცეკვებს კი არა ქართულს უნდა ცეკვავდეო, მიმალანძღავდა და ტელევიზორს მითიშავდა. ანდრიას მკლავებში მოქცეულს კი არც ბებოს, არც სტიქიური უბედურების და საერთოდ არაფრის მეშინოდა.
მოულოდნელად ანდრია მწყდება თვალებში მაცქერდება და მეკითხება.
- გინდა ნამდვილი ოაზისი განახო?- აფორიაქებული თავს ვუკრავ და ჩვენს ისევ ჩაჭდობილ ხელებს დავყურებ. ანდრია ხელზე მქაჩავს და ეზოს სიღრმისკენ მიმარბენინებს. მეც მას მივყვები და ნახევარწუთიანი სირბილის შემდეგ იდეალირად მრგვალ და განათებულ მდელოზე გავდივართ. შუაში ხელოვნური წყაროა მოწყობილი, ირგვლივ ქვები ისეა განლაგებული რომ წყაროსთან დასაჯდომს ქმნის. ზემოდან კი წყაროს ულამაზესი ხეივანი ადგას იისფერი და ვარდისფერი ყვავილებით გადახურული.
- რა ლამაზია - აღმომხდა აღფრთოვანებულს - მგონი ზღაპრულ სამყაროში მოვხვდი. ანდრიასკენ მივაბრუნე თავი და ბედნიერმა გავუცინე.
- ლამაზი შენ ხარ!- განმიცხადა უცებ და მისკენ მთელი ტანით მიმაბრუნა. - ზღაპრულ არსებასაც შენ გავხარ. ზედმეტად ლამაზიც კი ხარ. ვერ წარმოიდგენ რა მემართება შენი თვალების, ტუჩების ან თმების დანახვისას. ისეთი სასურველი ხარ, ზედმეტად მიმზიდველი. არ ვიცი რა მიქენი, მაგრამ კარებში შენი პირველად დანახვის წამიდან შენი სურვილი მკლავს.ბადაგივითა ხარ თან მათრობ და თან მათბობ.
- თი - უცებ დამიმოკლა სახელი და მეც მისი სიახლოვით გაბრუებულმა გაუაზრებლად დავიწყე თავის ქნევა. მან ხელებით სახე დამიკავა და გაღიმებულმა განაგრძო საუბარი - პირველად ვგრძნობ თავს ასე უცნაურად ერთი დღის გაცნობილ გოგოსთან. მაგრამ ვიცი რომ რასაც ვგრძნობ ნამდვილია და ...- მოულოდნელად საუბარი შეწყვიტა, მისკენ მიმიზიდა და მისი სიტყვებით გაბრუებულს მაკოცა.
ჩემი პირველი კოცნა... გავიფიქრე ბედნიერმა და ხელები მკერდზე ნაზად დავაწყვე. საოცარმა შეგრძნებამ დამიარა ტანში, რაღაც შეიცვალა ჩემში და ეს წამიერად ვიგრძენი. რაღაც ადუღდა და ამოიფრქვა. მთელს ტანს მოედო და მაიძულა ხელები ნელა ამეარიალებინა ანდრიას მკერდზე და ყელზე შემომეხვია. არ ვიცოდი კოცნა მაგრამ ვხვდებოდი რომ ეს იდეალური კოცნა იყო. პირველი, განუმეორებელი და თან იდეალური. ანდრიას სხეულმა ჩემს ქმედებაზე რეაგირება მოახდინა, სახიდან ხელები წელზე ჩააჩოჩა და სხეულზე ამიკრა. ისე ნაზად მკოცნიდა, ისე ფაქიზად რომ სურვილად დავიღვენთე და დავდნი. კანკალმა ამიტანა, ანდრიამ ტუჩები მომაცილა და სახეზე დამხედა. მიხვდა ყველაფერს და უფრო ძლიერად ჩამიკრა გულში.
- თი - ისევ ისე თბილად მომმართა და ზურგზე ფერება განაგრძო.
- ხო - მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე და გავუღიმე.
- იცი? - რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ სიტყვა გაუწყდა. წვეულების მხრიდან ალექსანდრეა გაღიზიანებული და ხმამაღალი ლაპარაკი შემოგვესმა.
- რა მითხარი, საით წავიდნენო?- ვიღაცას ეკითხებოდა.
მისი ხმა გავიგონე თუ არა ანდრიას ხელებში ფართხალი დავიწყე. არ მინდოდა იმ უნამუსოს ასე ჩახუტებულები ვენახეთ. მერე ალბათ ნამდვილ სკანდალს მოაწყობდა. სასწაულებს მეტყოდა და თავს მომაკვლევინებდა.
- რა ხდწბა თინია? - გაოცებულმა მკითხა ანდრიამ და ხელი დამიჭირა.
- იცი ანდრია... უნდა წავიდე. ხომ ხედავ გვეძებენ და მე ცოტა არ იყოს დავიბენი. მარიტასთან წავალ გთხოვ და ნუ დამაკავებ რა.- საცოდავად ავხედე და ხელებიდან დავუსხლტი. უკან- უკან სვლით ბუჩქებში მივძვრები და წვეულებას სულ სხვა მხრიდან ვუერთდები.
თორმეტი საათი რომ ხდება ბიჭების წვეულების მხრიდან ღმუილის ხმა ისმის, შეშინებულები ვშეშდებით და სიბნელიდან ჩვენსკენ მორბენალ ბიჭებს ვხედავთ. თითო-თითოდ იტაცებენ გოგონებს, სიბნელეში მიათრევენ და მერე საშინელი კივილის და წყლის შხაპინის ხმა ისმის.
-ოღონდ წყალი არა.- ვჩურჩულებ შეშინებული. მე ხომ ცურვა არ ვიცი, არ მინდა შევრცხვე. - უნდა დავიმალო.ვჩირჩულებ ჩუმად და გარემოს ვათვალიერებ. ხეებს ავყურებ და ბუჩქებს შორის მივძვრწბი.
იქ კი დადარაჯებულ ანდრიას ვეფეთები. ეშმაკურად მიღიმის და წარბებს მითამაშებს.
- ოღონდ წყალი არა- ვეჩურჩულები და თვალებით გასაქცევს ვეძებ.
- კოცნა? - მეკითხება ფრთხილად და ჩატეხილი ტუჩის კუთხით ვხვდები რომ მეხუმრება.
- კარგი - ვყვები თამაშში და მასაც თვალები უფართოვდება გაოცებისგან. სახის გამომეტყველება ეცვლება და ვხედავ როგორ იღვიძებს მასში მტაცებელი.- მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მიპოვი. თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს და თვალებს ხუჭავს. ღმერთო კიდევ ერთხელ ვათვალიერებ ჩემს წინ მდგარ საოცრებას და დახუჭულ თვალებზე თითებს ვუტარებ. ჩემს შეხებაზე უცებ აქტიურდება, ხელებს იწვდენს და დაჭერას სცდილობს.
- აბაა - ვაჯავრებ ჩუმად და ხეებს შორის ვიკარგები. ყველაზე მაღალ და დაფოთლილ ხეს ვარჩევ, კატასავით ვახტები და ზემოთ მივცოცავ. თეთრი კაბით რომ ვერ მიპოვის უფრო მაღლა მივძვრები და ფოთლებში ვეხვევი.
ნელ-ნელა მოკივართა ხმა კლებულობს და ბიჭებიც აღარ სჩანან. ქვემოთ ვიხედები და ჩემი სამალავიდან 3 მეტრში ჩუმათ მოძრავ ანრიას სილუეტს ვარჩევ. ბნელა და ვერ მიპოვის. ვაპირებ მინიშნებასავით ხმები გამოვცე რომ მისკენ მომავალ ნიკას ვამჩნევ.
- ე, სად არის შენი სტუმარი? - მესმის ქვემოდან ნიკას ხმა და ვცდილობ ანდრიას სახე დავინახო. ეს თამაში კარგ ხასიათზე მაყენებს და ღიმილით ვადევნებ ბიჭებს თვალს.
- აქვეა ახლოს, მის სურნელს ვგრძნობ.- პასუხობს ანდრია და ზემოთ იხედება.
- რას გრძნობ?- გაოცებული ეკითხება ნიკა.
- კარგი სამალავი იპოვა და ალბათ ახლა ზის და დამცინის.- განაგრძობს ანდრია საუბარა და თვითონად იღიმის. - თინიაა, თიი. გამოდიიი. - ამომძახის ხის ქვემოდან. თითქოს იცოდეს რომ ამ ხეზე ვიმალები.
- თქვენც მაგრები მყავხართ რა.ტყიდან ჩამოსულ ქაჯს ბუჩქებში ეძებთ. აწიეთ თავები და იმ მაღალ ხეებში მოძებნეთ. ეგეთი ველური ამ ბუჩქებში არ დაიმალებოდა. - მესმის ალექსანდრეს ხმა და მერე მასაც ვხედავ. სიბნელიდან გამოდის და ზემოთ იწყებს ყურებას. - აქ ხედავთ სადმე? მე ვერა. აი იქეთ კი მაგარი სამალავებია- არწმუნებს ბიჭებს და ეზოს მარჯვენა ნაწილისკენ იწევა.
- არა ვიცი რომ აქვეა.- ეწინააღმდეგება ანდრია და ჩემს ხეს გარს უვლის.
- მართალია სანდრო- ამდენი ხანია აქ ვდგავართ უშედეგოდ. წამო იქეთ. იქნებ ბავშვებში გაერია და იქ იმალება. - მკლავზე ექაჩება ნიკა ანდრიას და ეზოს მოპირდაპირე მხარეა მიათრევს. ალექსანდრწც მათ მიყვება. დიდხანს ვუსმენ ტოტების ხმას და მათ საუბარს ვაყურადებ. ანდრია ჩემსკენ მოიწევს, მაგრამ ალექსანდრე აკავებს და ჩემს მოძებნაში დახმარებას პირდება.როცა სიწყნარე ისადგურებს ნელ-ნელა ჩამოვხტივარ ტოტიდან-ტოტზე და მიწაზე ავაზასავითოთხზე ვხტები. ვფიქრობ ლამაზი სანახაობა გამომივიდა, ნუ რა თქმა უნდა ვინმე თუ დაინახავდა. ვიმართები, კაბას ვისწორებ და უცებ ვგრძნობ რომ ვიგუდები. ვიღაცა სახეზე ხელს მაფარებს და სახლის გალავნამდე მიმათრევს. ვიწრო კარებს აღებს და ეზოს გარეთ მიმათრევს. სურნელზე ვხვდები ალექსანდრეა და კივილს ვწყვეტ. იქნებ მიხვდეს და ხელი გამიშვას აღარ მყოფბის ჰაერი. როცა იაზრებს რომ წყნარად მივყვები ხელს მიშვებს და მეც ხარბად ვისუნთქავ ჰაერს და მუხლებს ვეყრდნობი.
-წამოდი- მკახრად მეუბნება დ წინ მიდის.
- სად ან რატომ? - გაღიზიანებული ვეკითხები და უკან ვიხევ.
- უნდა ვილაპარაკოთ.- მოჩვენწბითი სიმშვიდით მპასუხობს და ხელს მიწვდენს.
- თუ რამე გაქვს სათქმელი აქვე მითხარი. შენთან ერთად არსად არ ვაპირებ წამოსვლას.
- იქ ქვემოთ სკვერია და შევძლევთ დავსხდეთ დ ისე ვიააუბროთ.- უკვე კბილებში ცრის და თვალება მიბრიალებს.
- კარგი.- ვპასუხობ შეწუხებული და გაყინულ ხელებს ჟაკეტში ვმალავ. მისი სიახლოვე მაშინებს. მიდის და მეც მივყვები. რამოდენიმე წამში სწრაფად ბრუნდება და ზედ ვასკდები.
- მეგონა არ მომყვებოდი. რა ჩუმი ხარ.
- და ველური არა?!- ვაგრძელებ მის წინადადებას და წინ ვასწრებ.- როგორც ხედავ მოვდივარ და უკვე გელოდები კიდეც. შეწუხებული სახით ვბრუნდები და მის გაცეცხლებულ თვალებს ვაწყდები.
- ფუ შენი ... - იგინება გულიანად და საცეზე მეტაკება. თმებს იბღუჯავს ხელებში ასე მიკავებს თავს და მხეცივით მკოცნის. მკბენს და თმებს მაგლეჯს.
- ალექსნდე - დაზაფრული მთელი ხმით ვკივი და მთელი ძალით ვაწვები მკერდზე.ოდნავ ვიშორებ ვბრუნდები და გაქცევას ვცდილობ. უკნიდან მეტაკება მაქცევს და ზემოდან მეცემა. საშინელ ტკივილს ვგრძნობ მაგრამ უფრო საშინელის მოლოდინში ძალებს ვპოულობ ზურგზე ვბრუნდები და მის მოშორებას ვცდილობ.



№1  offline წევრი Salivan

ბოდიში შეცდომებისთვის. ტელეფონით დავამატე და ვეღარ შევასწორე. მინდოდა სიტყვა შემესრულებინა და აღარ მრლოდინეთ. სურათზე თინიაა წვეულებისთვის გალამაზებული. მომდევნო თავში ანდრიას გაგაცნობთ. წინა თავის დასურათებაზე კი როგორც მიხვდით სანდრო იყო. იმედი მაქვს მოგეწინებათ ეს თავი ან არ მოგეწონებათ. ყველა შემთხვევაში შემიფასეთ ნამუშევარი რომ ვიცოდე თქვენი აზრი და დამოკიდებულება. წინასწარ უღრმესი მადლობა. პატივისცემით სალი

 


№2  offline წევრი Bluefloyd

ძააააააალიან მომწონს

 


№3  offline წევრი შამხათი

გავნერვიულდი, არ მინდა სანდრომ ჩაუშალოს თინიას და ანდრიას დაწყებული ურთიერთობა.

 


№4 სტუმარი Tik21

ძალიან ძალიან მომწონს....კარგია❤❤❤

 


№5 სტუმარი Guest თეონა

ხომ ვამბობდი ანდრია მოსწონსთქო. ანდრიასაც მოსწონს. როგორ ფრთხილად და სათუთად ექცევა. არამგონია ყალბი იყოს. ისიც ობოლია და არმგონია თინია ტანჯვისთვის გაიმეტოს. სანდრო კი ნამდვილი სატანაა. რა გაძლებს მომდევნო თავამდე. ისეთ ადგილას გააჩერე მეშინია . . .

 


№6  offline წევრი Bluefloyd

მართალია სანდრო სატაანა შეიძლება იყოს მაგრამ მე უფრო სანდრო მომწონს ვიდრე ანდრეა ანდრეა ძალიან კარგი ადამიანია მაგრამ რაღაც მაინც არ მომწონს მასში.

 


№7 სტუმარი კიკი

აი მე კი ძალიან მომწონს ანდრია. სანდო, დინჯი და გაწონასწორებული ბიჭია. მექალთანეც ყოფილა და გოფონების რჩეულიც. მაგრამ აბა როგორ ექცევა თინიას. ალექსანდრე კი თავზე უვლის, ამცირებს და როგორც უკანასკნელ ქუჩის ქალს ისე ექცევა. აქ სადმე სიმპატიას ხედავთ? მემგონი თვითონ სახელი ალექსანდრე ახდენს გავლენას. ანდრიას ნახვა მინდა, როგორ გამოიყურება. თინია უდაოდ ულამაზესი გოგოა. მართლა ველური სილამაზეა მასში. ალექსანდრეს მისი შესაფერი მაცდური გარეგნობა აქვს მაგრამ საშიში თვალები. მგონია რომ ორივე ძმას შეუყვარდება. აუფ ხვალვე დადე რა!!! გთხოვ :)))

 


№8 სტუმარი Tamta kiladze

პირველი თავი სად ვნახო

 


№9 სტუმარი კიკი

სასურველი (თავი 1) ასე ჩაწერე და ამოგიგდებს. არ წააგებ.

 


№10  offline წევრი ely and baby

ძალიან მომეწონა,ყველა თავი დღეს წავიკითხე და ძალიან დავინტერესდი.იმედია შემდეგ თავს მალე ვიხილავ.

 


№11  offline წევრი tatalia

მე პირიქით მგონია.
ანდრია ყალბი და ხელოვნური მეჩვენება.
კაი რააა მე მომწონს სანდროოო (((

 


№12 სტუმარი Guest veko

აუ ძალიან მაგარია,ერთი სული მაქვს შემდეგი თავი წავიკითხო. მე სანდროს ფანი ვარ და მგონია ისეთი არაა, როგორიც ჩანს.

 


№13 სტუმარი ნატი

იქნება კი სანდრო მისთვის ერთგული და სანდო დასაყრდენი? შეუქმნის კი იმ ოჯახს რომელიც არასდროს ქონია თინიას? როგორ მომწონს ამ გოფოს სახელი. მე ანდრიას ვუჭერ მხარს. როგორია მაინტერესებს.

 


№14  offline წევრი Gimilis gogo

ძაან მაგარია ოღონდ გთხოოვ ალექსანდრე გამოასწორე და ბოლოს ერთად დატოვე თინია და სანდრო

Guest veko
აუ ძალიან მაგარია,ერთი სული მაქვს შემდეგი თავი წავიკითხო. მე სანდროს ფანი ვარ და მგონია ისეთი არაა, როგორიც ჩანს.

Guest veko
აუ ძალიან მაგარია,ერთი სული მაქვს შემდეგი თავი წავიკითხო. მე სანდროს ფანი ვარ და მგონია ისეთი არაა, როგორიც ჩანს.

მეც მასე მგონია

 


№15  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Ver vxvdebi ra xdeba iman akoca axla aman

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent