აფერისტი მაჭანკალი –7– (დასასრული)
[თავი 7] სახლში დაბრუნება გვიგვიანდება, ამიტომ სულ წუთებში ვიცმევ კაბას და კიბეებზე ხუთჯერ დაგორებას ქიარიმეს მარჯვენა მარჩენს. ეს უკანასკნელი მანქანის სიჩქარეს ისე უმატებს, რომ თვალებს ვხუჭავ... დაბნეულები გადავდივართ ავტომობილიდან და ელენა მიროვნას კარზე ვაკაკუნებთ. –ოჰ, დაგვიანებული სტუმრებიც მოსულან!–კარს გვიღებს თვით მასპინძელი.–ქიარიმე, აქ ბიჭებიც არიან, ასე რომ მაგრად უნდა იდგე. მისი ეს სიტყვები უდროოდ მეჩვენება, მიუხედავად იმისა, რომ მას მხოლოდ გახუმრება უნდოდა. უზარმაზარ მისაღებში შევდივართ და კუთხეში მეზობლის ბავშვებივით ვდგებით. –ქიარიმე, იქნებ მასწავლო ''ასეთ'' საზუგადოებაში მოქცევა და თან მაგრად იდგე?–უკმეხად ვეკითხები მამაკაცს და ჩემკენ დახრილს უსიამოვნო გრძნობადაუფლებული ვეცლები. ახლა ხომ ყველაფერი გარკვეულია, რაღას წამოვედი აქ? ...მაგრამ ქიარიმეს უარს ვეღარ ვეტყოდი... პირობის გატეხა ჩემს მავნე საქციელების სიას უფრო გაზრდიდა... გოგონა შავ–თეთრი უნიფორმით გვერდით მივლის თუ არა, ვუხმობ და კოქტეილს მის ხელებში ჩაბღუჯული სინიდან ვიღებ. უაზროდ ვაწვალებ კბილებით საწრუპს და ბოლოს შეუმჩნევლად ვაბრუნებ ჭიქას იგივე სინზე. სწორედ ამ დროს ტრიალდება ქალიშვილი ჩემკენ და ხელსახოცები დაბლა უცვივდება. –მაპატიეთ! ჩემი ბრალია!–იატაკიდან იწყებს ხელსახოცების აკრებას, თუმცა მისი ბოდიში ჩემთვის არაფერს ნიშნავს, რადგან დამნაშავე მე ვარ. ეულად დარჩენილი ხელსახოცის ასაღებად ვიკუზები და ფხრიწ! ეს საშინელი ხმა გონებაში შეტყობინებას მიგზავნის... კაბა სიძველისგან გაიხა! ხო, არ მცმია, მაგრამ მაინც გაიხა! სახეშეშლილი უამრავ ადამიანში ქიარიმეს ვეძებ და საკუთარ თავს საძაგელი სიტყვებით ვამკობ იმის გამო, რომ ჩემივე სისულელემ უცხო ხალხში მარტო, თან ასეთ მდგომარეობაში დამტოვა. –სესილი!–უკნიდან მესმის ქიარიმეს შეძახილი და მისკენ მივიჩქარი. –ქიარიმე, გამომყევი!–ხელს ვავლებ და გაურკვეველი მიმართულებით მივათრევ. იქ არ არის! აქ არ არის! ვაჰ, სად არის სააბაზანო? ერთ–ერთ დერეფანს როგორც იქნა თეთრად შეღებილ კარებთან გავყავარ. უკანალზე ხელაფარებული უკუსვლით შევდივარ სააბაზანოში და მორცხვობისთვის ახლაღა ვიცლი. –ქიარიმე, არ დამცინო რა...–ვთხოვ და თან ხელებს ვიმტვრევ. –რატომ უნდა დაგცინო? რა დაგემართა?–ჩემკენ ნაბიჯის გადმოსადგმელად ემზადება, ხელის აწევით რომ ვაჩერებ. –პიკაჯი მომეცი... მე... გამეხა... კაბა და თანაც... საჯდომზე.–ბოლოს უკვე მეც ვეღარ ვიკავებ სიცილს და ისიც ბედავს და სახარხაროდ აღებს პირს. –და შენ... ამის გერიდებოდა? ხო, მართალია ხუთიოდე დღეა, რაც ერთმანეთს ვიცნობთ... მაგრამ მე ხომ მანამდეც გიცნობდი, ჰა? შენ მართლა სულელო, როგორ დაუშვი ის, რომ დაგცინებდი?–გაბუშტულ ლოყებზე მეფერება და თავს მკერდზე მადებინებს. –მაგრამ ხომ დამცინი?–სლუკუნის შესაკავებლად ვერანაირ ღონისძიებას ვერ ვიღებ და კბილებს ენას ორივე მხრიდან ვაჭერ. ქიარიმე პიჯაკს თავისი ხელით მახვევს წელზე და სააბაზანოდან მიხუტებული გავყავარ. ბოდიშების მოხდით ემშვიდობება ელენს და წვეულებას ნაადრევად ვტოვებთ. მამაკაცი უბიდან მანქანის გასაღებს იღებს, უკან რომ ვაბრუნებინებ. –აქ დატოვე და ხვალ წამოიყვანე. ფეხით გავისეირნოთ...–გაცისკროვნებული თვალებით ვთავაზობ და ისიც ჩემს თხოვნას თუ მოთხოვნას ასრულებს. –ელენს უყვარხარ, არა?–მხარზე თავს ვაყრდნობ და პირიდან გამოშვებულ თბილ ჰაერს კისერზე ვაფრქვევ. –მე არ მიყვარს!–პირდაპირობას არ ღალატობს ის. –ვიცი. გზატკეცილზე მე და ის მივაბიჯებთ! იტალიელი შურისმაძიებელი და მთიული! შეიძლება მართლაც ვგავარ ქარს... შეიძლება ისიც არ ჰგავდეს მთიულს, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს! ჩემთვის ამ წუთებში მხოლოდ ორი რამ არსებობს! გზა და ჩვენ! *** 20 ივლისი რამდენიმე წუთში ოცდაერთით შეიცვლებოდა. ერთი თვე გავიდა ვარდების პირველი თაიგულიდან... ერთი თვე გავიდა იმ დღის შემდეგ, რაც ეზოში დაყრილი ფურცლის ნაგლეჯები პირველსართულელმა მეზობელმა მოგავა და ნაგავში გადაყარა... ჩემს გულში კი მაშინ შემოფრინდა ქიარიმე ქურხული! მამაკაცი, რომელთან შეხვედრასაც მოუთმენლად, მაგრამ სულ სხვა მიზეზის გამო ველოდი! თურმე წინასწარ არაფერი უნდა განსაზღვრო... ამაში ჩემმა ერთი თვის განმავლობაში მიღებულმა გამოცდილებამ დამარწმუნა... ცაზე სავსე მთვარე იწონებს თავს. მიყვარს მისთვის ფოტოების გადაღება... საძინებლიდან ქიარიმეს ნაჩუქარი ფოტოაპარატი გამომაქვს და ფანჯრიდან უკვე მერამდენე სურათს ვიღებ. არა, ეს რაღაც არ მომწონს! თითქოს ბუნდოვნად ჩანს... და უცებ შესანიშნავი იდეა მომდის! ფანრით ხელში სადარბაზოში გავდივარ და ჯერ მერვე სართულზე ავდივარ, მერე კი იქიდან მაღალი კიბით სახურავზე ვძვრები. მგონი მთვარე ჩემზე გაბუტულია... ახლა მეორე მხარესაა შებრუნებული. მეც იქით გავრბივარ. ის ზედაპირი, რომელზეც ვდგავარ, ინძრევა, რაც კარგს არაფერს მიქადის, თუმცა მთიულობა ნაწილაკებად იქცევა ჩემს ფესვებში... ეს ნაწილაკები კი ქაოსურად იფანტება... სახურავის კიდესთან მივდივარ, ხელს მაღლა ვმართავ და ფოტოს ვიღებ. გახარებული სურათების თვალიერებას ვიწყებ და გული საგულედან მივარდება, ვიღაც ხელებს რომ მხვევს და თავის სხეულზე მიკრავს. –არ გადამივარდე!–მხარს კოცნით უყვება ქიარიმე და თავისკენ ბზრიალასავით მატრიალებს. –მართალი ხარ, არ გადაგივარდე, რადგან სწორედ შენი მეტიჩრობის გამო კინაღამ გადავვარდი.–ვსაყვედურობ ღიმილით და სახურავზე ვჯდები. ისიც ჩემს გვერდით თავსდება და საფეთქელზე ბაგეებს მაკრობს. –სესილი, რა იქნებოდა, მამიდაჩემი რომ არ ჩარეულიყო ჩემს სიყვარულში?–მეკითხება საოცრად ბედნიერი ხმით. –შენ გეყვარებოდი, ოღონდ შენთვის...–სევდიანად ვპასუხობ, თუმცა ორმაგად მიხარია, რომ ეს ასე არ არის.- ამის წარმოდგენაც კი არ მინდა. –მე წარმოვიდგინე და... მამიდაჩემისადმი სიყვარული გამიასმაგდა...–თრთოლვა იგრძნობა ქიარიმეს სიტყვებში. –მოიცა, ის აფერისტი მაჭანკალი, მე რომ შემაცდინა, ჩემზე მეტად გიყვარს?–ვითომდა აღშფოთებული ვიდებ თითს გულზე. –ეგ ადგილი უკვე დაკავებულია, მადმაზელ და ის ერთმა დიდმა შურისმაძიებელმა დაისაკუთრა! და ეს ჩემი ბოლო შურისძიებაა, რადგან მეტის საჭიროებას ვეღარ ვხედავ! რა მასწავლა აფერისტმა მაჭანკალმა? ის, რომ გამოტვინებული, უაზრო სიამაყით დაბრმავებული ადამიანების გადარჩენის გამო ყველა გზას უნდა მიმართო და კიდევ... კიდევ... ბედნიერება! დ ა ს ა ს რ უ ლ ი! ^^^ ესეც ასე! მშვიდობით, ჩვენო ქიარიმე და სესილი! უკვე მერამდენე ისტორია დავასრულე და დასასრულს ყოველთვის საამო გრძნობა მეუფლება ხოლმე! ჩემო ძვირფასებო, ტკბილებო და უტკბილესებო, თქვენ ყველანი უდიდესი სტიმულები ხართ! ნათელი წერტილები და დიდი მადლობა ამისთვის! ხო, ველი საბოლოო შეფასებებს ჩვენს შურისმაძიებლებთან დაკავშირებით... დღეს გადაწყდება ბედი მათი! (აქ ვიცინი) შემდეგი ისტორია იქნება ყოველმხრივ განსხვავებული... კვლავ ცოტა მოველურო ბიჭი, თვითდარწმუნებული გოგონა და მძაფრსიუჟეტიანი ჟანრი! მართალია ზედაპირულად, მაგრამ მაინც... უყვარხართ ერთ გოგოს ძალიან, სახელად სოფოს... (უამრავი წითელი გული თქვეენ!) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.