მარტოსულობის უპირატესობა (4 თავი)
ხვალ დილით ბათუმში უნდა წავსულიყავით, ჩავალაგე ჩემი ტანსაცმელები, წყალი გადავივლე და დავწექი. ლუკაზე ფიქრები არ მასვენებდა, ვფიქრობდი ხომ არ მეცადა ისევ თქო? მაგრამ სრულიად გააზრებულად ვუთხარი ის ყველაფერი. უბრალოდ მისმა ასეთმა მონდომებამ და სიტყვებმა დამაფიქრეს, მაგრამ არა! და აი ეს ბედნიერი დღე, რომელსაც ამდენი ხანი ველოდი.. პატარა ბავშვივით მიხაროდა და ვხტუნავდი(იცინის). მოვწესრიგდი მალევე და სადგურამდე მივედით, იქაც როგორც ყოველთვის ნაცნობი შეგვხვდა და საკმაოდ დიდი ხანი ელაპარაკებოდა დედას, ჩვეული ფორმით და წესით მეც გამჭორეს(იცინის), როგორც იციან ხოლმე, რამხელა გოგო გაზრდილაა მელანოო, მოგესწრო გოგოვო შენ უნდა თქვაო, ბიჭიც რა კარგი დამდგარა და ა.შ.(იცინის). სანდროს მთელი გზა მობილური არ გაუგდია ხელიდან, მგონი ნინას წერდა, საკმაოდ სერიოზული მომეჩვენა და ამავდროულად დაბნეულიც და შეშინებული. მინდოდა მეკითხა რა ხდებოდა, მაგრამ ვერც გავბედე თქმა და თანაც ვერ მოვახერხე ამის კითხვა, დედა და ლიანა დეიდა არ გაჩერებულან ლაპარაკით, ქოთქოთებდნენ განუწყვეტლივ. ისე როგორ ჩაივლიდა ეს საუბარი, რომ არ შეხებულიყვნენ ერთ თემას! ლიანა(დეიდა): შეყვარებული გყაავს ლიზა?! ლიზა: არა ლიანა დეიდა, არ მყავს. ლიანა: რატომ? ასეთი ლამაზი გოგო ხარ და შეყვარებული არ გყაავს? ლიზა: ხო არ მყავს, ვფიქრობ ადრეა ჯერ. ლიანა: რატომ, უკვე თექვსმეტი წლის ხარ და დროა იფიქრო ჩემო კარგო. ლიზა: ხო იცით ასე არ ვფიქრობ, ჩემი აზრით ჯერ უნდა ვისწავლო, არამგონია გაუნათლებელი რძალი მოეწონოს რომელიმე დედამთილს, ასე არაა ლიანა დეიდა?! ისე ლიანა დეიდა თქვენი გოგო უკვე ოცდასამი წლისაა და არ აპირებს გათხოვებას? - ეს ბოლო წინადადება კი სპეციალურად ვუთხარი, ჩემზე ლაპარაკობს, თექვსმეტი წლის გოგოზე და თვითონ ოცდასამი წლის გოგო სახლში უზის. გადასარევი ქალია რაა! ცოტაც და ალბათ ვეღარ მოვითმენდი და ყველაფერს ვეტყოდი რასაც ვფიქრობდი. ლიანა: ხოო აი, არვიცი რა ეტაკა(იღიმის), რამდენი ეხვეწება და ის კიდევ უარზეა. - ხო აბა რაა, ჩემთვის ვფიქრობდი, იმდენი თაყვანისმცემელი ყავს ვეღარ აუდის(იცინის). ამ ლაპარაკ ლაპარაკში მეღირსა ჩასვლა, ისე ცოტა კი გამაყვანინა დრო ლიანა დეიდამ, თავისი უაზრო საუბრით(იცინის). სასტუმროში დავბინავდით, ცოტახანი დავისივენეთ და შემდეგ ზღვაზე გავედით. ამ დროს ლუკა მწერს... ლუკა: ლიზა, როგორ ხარ? როგორ იმგზავრე? ლიზა: კარგად ვარ ლუკა, შენ როგორ ხარ? ვერ გეტყვი რომ კარგად ვიმგზავრე, მაგრამ(იცინის), მადლობა ყურადღებისთვის. ლუკა: რატომ რა მოხდა? ხო მშვიდობაა?! ლიზა: კიი, უბრალოდ ჩვენი ნაცნობი შეგხვდა და იმდენი ილაპარაკა თავი ამეხადა, თან მეუბნებოდა შეყვარებული რატომ არ გყავსო? ლუკა: ხო, რა გინდა მართალი უთქვამს, რატომ არ გყავს შეყვარებული ასეთ ლამაზ გოგოს? (იცინის). ლიზა: კარგი რა ლუკა, ზუსტად ამ სიტყვებით მელაპარაკებოდა ის ქალიც. ლუკა: კარგი ჰო, კარგი. დავბრუნდი მეოთხე თავით, იმედია მოგეწონებათ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.