შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი სამოთხე (თავი 4)


13-10-2016, 23:16
ავტორი WTF
ნანახია 1 557

კაფეში:
გაოცებულები და დაბნეულები შესცქეროდნენ ელენე და ალექსანდრე ერთმანეთს.არადროს ენახა მეგობარს თაია ასეთი გაღიზიანებული და აფორიაქებული,თუმცა თითქოს მიზეზსაც ხვდებოდა,თავი მის ადგილას წარმოიდგინა,როგორია 20 წელი გაატარო პათოლოგ ბიძასთან და გუშინდელი დღეც გაახსენდა.
-დამიანე,ბიჭო ყოველთვის ხო არ შეიძლება ვირივით მოიქცე! - გაბრაზებულმა უსაყვედურა ალექსანდრემ მეგობარს.
-აუ გაიარე რა! ნუ მაიძულებ რამე ცუდი გაკადრო! - წარბებშეკრუმლა უპასუხა და კმაყოფილების გრძნობაც დაუფლა,თითქოს გაიმარჯვა,მაგრამ დაბნეული იყო,თითქოს გოგონას ნათქვამმა დააფიქრა.ხვდებოდა თაია სხვანაირი იყო და კიდევ უფრო დაინტერესდა მისით.აინტერესებდა ყველაფერი მის შესახებ,რა უყვარდა,რა აბედნიერებდა,მაგრამ ცდილობდა ეს ინტერესი შიგნით ჩაეხშო და ფიქრიც შეეწყვიტა.
-კარგი ნუ იჩხუბებთ,დამიანეს ბრალი არაა.თაია ცოტა გაღიზიანებული იყო ბიძამისის გამო,სულ ესაა. -სიტუაციის განმუხტვას შეეცადა,მაგრამ წამოცდა,ის წამოცდა,რასაც თითქმის ყოველთვის მალავს თაია,არ უნდა ვინმეს ებრალებოდეს.
-ბიძამისი?ბიძამისი რა შუაშია? - დაინტერესდა ალექსანდრე,თითქოს მეგობრის აზრი წაიკითხაო,დამიანესაც აინტერესებდა,მაგრამ პრინციპულად გაჩუმება ამჯობინა.
-აა.იისა..გრძელი ისტორიაა -ელენე დაიბნა იცოდა არაფერი უნდა მოეყოლა მათთვის და თემის შეცვლაც მოინდომა:
-მგონი სახლში წასვლის დროა- თქვა ელენემ და მობილურზე საათს დახედა.ორივე მიხვდა საუბარს თავი რომ აარიდა ელენემ და აღარ ჩაეძივნენ
-კარგი,გაგაცილებთ.-უპასუხა ალექსმა და ანგარიში მოითხოვა.
თაია:
მივუყვებოდი ქუჩას და ვფიქრობდი,ჩემდაუნებურად მეფიქრებოდა,დამიანეზე მეფიქრებოდა .თითქოს ჩემი მეორე ნახევარი ეთანხმებოდა,მაგრამ ჩემში მისი დანახვა აგრესიასა და ყველაფერს უარყოფითს აღვიძებდა.პირველად მომინდა სახლამდე მისასვლელი გზა დგრძელი ყოფილიყო.ახლა ნაკლებად მინდოდა სახლში ბიძისა და ბიცოლას დანახვა,ამიტომ ახლომდებარე სკვერში დავჯექი.ცხოვრებაში პირველად ვგრძნობდი,რაღაც უცნაურს,განსხვავებულს.ადამიანი მთელი სიცოცხლე გაორებულია,გაორებული კი არ არის ყველაფერი ორი აქვს მომადლებული ბუნებისგან,არა მარტო ფეხი,ხელი,თვალი თუ ყური-ფიქრიც,მიზანიც,თვალსაზრისიც,სურვილიც.მდინარესავით ორ ნაპირს შორის მიედინება სულ,გაჩენის დღიდან და აქამდე არ იცის,ვერ დაუდგენია რომელი ურჩევნია,რომელ ნაპირს მიეტმასნოს უფრო მეტად,რომელს მიეხეთქოს მთელი ძალით,რომელსმოეფეროს და რომელს გაულაწუნოს ტალღა სილასავით.
ფიქრებიდან მობილურის ზარმა გამომიყვანა,ვიცოდი ელენე იქნებოდა,მართალიც აღმოვჩნდი:
-კუუს,სახლში ხარ?
-არა,ცოტა გამოვისეირნე.რა მოხდა აბა მომიყევი,რაო პრინცმა?-მხიარულად ვუთხარი ჩემი მდგომარეობის დასაფარავად,თუმცა ვიცოდი ელეს ვერაფერს გამოვაპარებ
-შენი წასვლის შემდეგ დამიანეს ეჩხუბა,მაგრამ ხო იცი მაგის ხისთავში არაფერი შევა! -სიცილით მითხრა და მეც გამეცინა:
-ისე მომიშალა ნერვები მინდოდა ის თვითკმაყოფილი სახე მომეძრო! -გამახსენდა დიალოგი და ისეც ის ემოციები დამეუფლა.
-კაი არ გინდა,არ ღირს.მოგიყვე ამბები.აღტაცებით დაიწყო საუბარი და მეც მასსავით დადებითი ემოციებით ავივსე.
-დამიანე სახლში წავიდა.მე ალექსმა გამომაცილა,ისეთი საყვარელი და მხიარულია,ისეთი ღიმილი აქვს,კინაღამ ხელებში ჩავადნი (გაეცინა)გეგმები დავაწყვეთ.ვიყურებდი და უკვე ვინანე ის წლები აქამდე მის გარეშე,რომ გავატარე.
ვუსმენდი და გული სითბოთი ამევსო,მოვხვდი ისინი ერთმანეთისთვის იყვნენ დგაჩენილები.ელემ იპოვა თავისი მეორე ნახევარი.მიხარია,ძალიან მიხარია:
-ელე ისე მიხარია შენი ამბავი.ასეთი დიდი ხანია არ მინახიხარ.ალექსანდრე არაჩვეულებრივი ბიჭია.ფაქტობრივად,შენი ბიჭი ვარიანტია,მაგრამ ცოტას ვეჭვიანობ კიდეც. - ორივეს გაგვეცინა,მე კი თან სახლის გზასაც გავუყევი.
-კუუს, შენ ხო იცი ერთადერთი ხარ ჩემთვის
-ვიცი,ვიცი!-სიცილით ვუპასუხე
-კაი ელე წავედი მე სახლში უნდა მივიდე და ხვალ გნახავ.მიყვარხარ.
-მეც კუუს!
სახლში მისულს აღფრთოცანებული ბიცოლა და რა თქმა უნდა ალკოჰოლით გაჟღენთილი ბიძაჩემი დამხვდა.დავაიგნორე და ოთახისკენ წავედი,მაგრამ ბიძაჩემის ხმა მომესმა:
-გოგო,ისევ გვიანობამდე დაეთრევი ქუჩაში?
-გვიანი არ არის!- ვუპასუხე და ნაბიჯიც კი არ მქონდა გადადგმული.ნინოს(ბიცოლა) ხმა,რომ გავიგე:
-ჩემს დისშვილებთან ვიყავით,მოგიკითხეს!-აგდებული ტონით მითხრა და კმაყოფილმა განაგრძო:
-თეკლე თხოვდება,ისეთი კარგი ბიჭია,მდიდარია,განათლებული,ბიზნესმენი.ქორწილში დაგპატიჟეს.ერთ თვეშია.
-ნუ თუ მდიდარია კარგი ყოფილა მაშინ
-იქნებ შენს ,,ააგდო“ვინმე მდიდარი და წაეთრიო ამ სახლიდან.-უაზრო სახით გადმომხედა ბიძაჩემმა და ხმა გააგრძელა.
-ქორწილში წამოსვლას არ ვაპირებ.ისე მიკვირს თეკლამ სად ნახა ასეთი ,,კარგი“ ბიჭი,რამე ხო არ აჭამა?- ირონიულად ვუპასუხე და ოთახისკენ წავედი.
-როგორ ბედავ?-დაიკივლა ნინომ და მბრძანებლური ტონით მითხრა:
-შენთვისვე აჯობებს რო წამოხვიდე!
შეპასუხებას აზრი არ ჰქონდა,ოთახში შევედი და ლოგინზე პირაღმა დავემხე.ხვალ სამსახურის დღეა,კარგია ცოტას გულს გადავაყოლებ.ტანსაცმელი გამოვიცვალე,სააბაზანოში შევედი.დამიანეს თვალები გამახსენდა,მწვანე,ღრმა.არ მომწონდა,არ მომწონდა კი არა მაღიზიანებდა ის ფაქტი მასზე ამდენს,რომ ვფიქრობდი.ცხელი წყალი გავთიშე და აბაზანიდან გამოსულს,ძილი მომეკიდა.
დილით ადრე ავდექი.მოვწესრიგდი და სამზარეულოში გასულს,ჩემდა გასაკვირად სიწყნარე დამხვდა,ყავა გავიკეთე,ელეს მივწერე მალე გამოსულიყო (ჩემგან ორი კორპუსის იქით ცხოვრობდა და სახლი დავტოვე.ელენეს ავტობუაის გაჩერებაზე შევხვდი.
-კუუს,დილამშვიდობის!- პოზიტიურად და ენერგიულად მომესალმა.
-ელე,დილამშვიდობის!- მეც კარგ განწყობაზე ვიყავი და ეს ფაქტი ძალიანაც მახარებდა.
სამსახურში მისულებს ვიცოდით დამღლელი დღე გვექნებოდა,მაგრამ პოზიტიურობას ვინარჩუნებდით და ერთმანეთს ვახალისებდით.ელენეს ტელეფონი რა თქმა უნდა გაჩერებას არ აპირებდა.უამრავ მოკლეტექსტურ შეტყობინებებს აგზავნიდა და თავის ატკივებამდე აწკაპუნებდა ტელეფონის კლავიატურას,მე კი ვაიგნორებდო თავის ტკივილს და მეც გაღიმებული დავდიოდი მასთან ერთად.
სასტუმროს შესასვლელში ვიდექი,კარები რომშემოაღო ალექსანდრემ ყვავილებით ხელში და გვერდს უმშვენებდა თვითკმაყოფილი სახით დამიანე.

ყველას მადლობა ვინც კითხულობს..კომენტარებში თქვენ აზრს თუ დააფიქსირებთ ამით დამეხმარებით ძალიან.ეს სტიმულია ჩემთვის მადლობა წინასწარ ისეევ



№1  offline წევრი anuki15

ეხლა წავიკითხე ოთხივე თავი და ძალიან მომწონს, იმედია ახალი თავის დადებას არ დააგვიანებ, მართლა დავინტერესდი. წარმატებები heart_eyes heart_eyes

 


№2  offline წევრი WTF

anuki15
ეხლა წავიკითხე ოთხივე თავი და ძალიან მომწონს, იმედია ახალი თავის დადებას არ დააგვიანებ, მართლა დავინტერესდი. წარმატებები heart_eyes heart_eyes

შევეცდები მალე დავდო..დიდი მადლობა რომ კითხულოობ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent