შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამთვალა ყორანი (სრულად)


14-10-2016, 13:56
ავტორი tatalia
ნანახია 3 098

- ბებიაა მე გიჟი არ ვარ ბებიაააა. მე დებორა ვარ დებორა
თეთრ კოლიდორში სასოწარკვეთილი ხმა აღწევდა და გაცრეცილ, უფერულ გარემოს კიდევ უფრო მეტ სითეთრეს სძენდა.
- ახალია ?
წარბები აათამაშა დაბალმა, პუტკუნა ქალმა და გამხდარ, მაღალ სილუეტს შეხედა, რომლის სახეზეც ვერაფერი წაიკითხა. კაცს დანაოჭებული თითები ერთმანეთში გადაეჭდო და გრძელი ცხივირის ფართო ნესტოებს ხშირად ჰაერით კიდევ მეტად ბერავდა.
- ბებია იღონე რამე ბებია. დედააა უთხარი მას, რომ მე გიჟი არ ვარ არაა.
ახლა გაცრეცილ, წამლებით გაჟღენთილ საავადმყოფოში გამოჩნდა მაღალი, გრძელთმიანი გოგონას სილუეტი, რომელიც რამოდენიმე ექიმს ეჭირა და ხელის გაშვებას არაფრის დიდებით უპირებდნენ.
- დებორა. მე შენ მიყვარხარ
შორიდან ესმოდა დედის მტანჯველი ქვითინი და ვერ ხვდებოდა ეს ქალი უნდა შესძულებოდა მისი უმოქმედობის გამო თუ შებრალებოდა ბებიის ტირანიის გამო.
ბოლოს მოდუნდა, მოდუნდა და დაჰყვა ნებას.

- დებორა ჭამის დროა
თავზე თეთრ ხალათიანი ქერა ქალი ადგება და გულის ამრევ საკვებს აწვდის, დებორა უემოციოთ ართმევს და მის თვალწინ ნაგვის ურნაში ცლის, წამლებისგან გაბრუებულს ცოტა თავბრუ ეხვევა და ძლივს უბრუნდება ადგილს რათა არ წაიქცეს. ქერა ქალი მხრებს იჩეჩავს და გარეთ გადის.
დებორა წევს გულაღმა წევს და ფიქრობს ამ თეთრ კედლებზე, რომელიც არაფრით გამორჩეული, თუმცა ყველაფრით გამორჩეულია ყველაფრისგან.
- 1 თვეა აქ ხარ და სულ ასე იქცევი.
საერთო აივანზე ამჩნევს უფერულ, თვალებ ჩაშავებულ, სუსტ ბიჭს. რომელიც შეშინებული უყურებს და დებორას ეღიმება.
- მითვალთვალებ?
- მე ?მე არა. მე უბრალოდ
ლუღლუღებს იგი და დებორას თვალს არიდებს.
- რა გქვია ?
- ნაპოლეონი
მტკიცედ იძახის ის და დებორას ახლა ფართოდ ეღიმება
- მე კლეოპატრა ნაპოლეონ
ფეხზე დგება, მოკლე პერანგის ამარა შუშათან მიდის და მინას ხელს ადებს, გარედან ნაპოლეონიც იგივეს იმეორებს.
- კლეოპატრა მე შენ დიდიხანია გეძებდი, მე შენ მხოლოდ წიგნიდან გიცნობდი.
აღფრთოვანებულია ბიჭი და დებორაც მის ნებას ჰყვება.
- ნაპოლეონ ?დიდო მხედართმთავარო, დღეიდან შენ ჩემი პირადი დაცვა ხარ.
მიმართავს ომახიანი, მაღალი ხმით თითქოს თავი მართლაც დედოფალი ჰქონიაო ან იქნებ არის კიდეც რავიცით.
ნაპოლეონს თვალები უბრწყინდება, თავს სიხარულით უქნევს და გოგონას თაფლისფერ თვალებში
მისი შავი გუგებით იკარგება



3 თვეზე მეტი გადის, დებორას სძულს საავადმყოფო. სძულს გიჟები, რომელიც ყოველღამით გაყვირიან. იმიტომ კი არ სძულს, რომ ისინი გიჟები არიან სძულს იმიტომ, რომ ვერაფერი მოახერხეს ასეთმა ჭკვიანმა ხალხმა და ახლა ცხოვრების დარჩენილ წუთებს აქ ამ ბნელეთში ატარებენ.
დიახ დიახ არ მოგესმათ ჭკვიანმა ხალხმა, იცით მაინც რისი დანახვა შეუძლიათ გიჟებს ?იცით მაინც რა ესმით, როგორ აღიქვავენ სამყაროს და ვის ესაუბრებიან ?თავად ღმერთს. დიახ ღმერთს. ეზიზღEბა წამლები, რომელიც ბოლოს უღებს, თუმცა მაინც მორჩილად სვავს. განა არ შეუძლაი დამალოს ან გადაყაროს, მაგრამ არა სვავს და ეს კიდევ უფრო აგიჟებს, რომ არ ყრის მათ.
- რაარის ცხოვრება ნაპოლეონ ?
თეთრ კაბაში გამოწყობილი დებორა ბალახეზ ზის და გვირგვინს აკეთებს გვირილებით, ნაპოლეონს ყავის ფინჯანი დაუჭერია ხელთ და ჰორიზონს მართლაც, რომ მხედრთმთავრული იერით გასცქერის
- ცხოვერება დიდი ბურთია, ჩემო კლეოპატრა. გააჩნია როგორ ივლი ამ ბურთით, ზოგს გზაში უსკდება აი ხომ იცი წყლით სავსე დიდი ბუშტი წარმოიდგინე, ზოგი კი დანიშნულების ადგილამდე ისე მიაქვს, რომ არაფერს ედება.
ნაპოლეონის მაგივრად პასუხი მოხუცმა ენტონიმ გასცა და გოგონას გევრდით ჩამოუჯდა.
- მე თავად ზევსი ვარ ჩემო კლეოპატრა
გაიღიმა მოხუცმა და გოგონას ეამბორა.

- ნაპოლეონ სიყვარულის თუ გჯერა ?
- კი კი კლეოპატრა მჯერა მჯერა
გაბადრული შესციცინებს ნაპოლეონი კლეოპატრას და თვალს ვარდისფერ თმიანი გოგონასკენ აპარებს, რომელიც თვალს უკრავს და წამწამებს უფახუნებს, დებორას ეღიმება
- ის ვინ არის ნაპოლეონ ?
- ის თავად ფრიდაა კლეოპატრა ჩემი ხელოვნებაა
დამორცხვებული იღიმის ბიჭი და ხვდება კიდევ ერთხელ ხვდება დებორა, რომ გიჟები მართლაც სხვაგვარად უყურებენ ცხოვრებას, ხელოვნებასა და სიკვდილს აუცილებლად.
- კოსტა შენი ჯერია.
ბაღში დებორასა და ნაპოლეონის დიალოგს ექიმი არღვევს და მკაცრად უყურებს ბიჩს.
- შენ რა არ გესმის ?
წარბებს კრავს ქერა ქალი
- მე კოსტა არ ვარ. არ ვარ კოსტა
კანკალი იტანს ბიჭს და თითებს იკვნეტს, დებორა ხელს ადებს ხელზე და ამშვიდებს
- კოსტა თუ არ ადგები და წამოხვალ იძულებული ვიქნები ელექტრო დენი გამოვიყენო.
ამაზე სულ გიჟდება კოსტა და მუხლებზე ხელებს ირტყავს თან ტირის
- ნაპოლეონს არუნდა დენები, არუნდა დენები
იმეორებს ერთსა და იმავეს
- ნაპოლეონ ?კლეოპატრა გიბრძანებს გაყვე ამ მეამბოხეს და გმირულად შეხვდე შენს სასჯელს.
არ იცის დებორამ არა რახდება იქ, ოთახის მიღმა სადაც, ხშირად ყვირიან და ტირიან გიჟები, მერე იქიდან გამოჰყავთ და 1 კვირით იკარგებიან ისინი. გავა 7 დღე და ისევ ჩვეულებრივი სახეებით ბრუნდებიან, არიცის, თუმცა ხვდება იქ ცუდია, ძალიან ცუდია.
კოსტა ემორჩილება ფეხზე დგება და დასჯილი ბავშვივით მიჰყვება ქალს უკან. არ სურს გაიგოს მისი ყვირილი, ამიტომ დებორა ბაღში რჩება და ფიქრობს, მემგონი არც ისე ცუდია ყველაფერი.
შEმდეგ ზევს ამჩნევს და მოწიწებით მიჰყვება უკან, კაცი როალს უჯდება და შოპენის შესრულებას იწყებს. დებორა ხმას არ იღებს, უსმენს, უსმენს და გიჟდება დიახ გიჟდება, აგიჟებს ამ ნაოჭიანი ხელებით შესრულებული ასოცარი ჰანგები.


უკვე 3 დღე გავიდა რაც კოსტა არუნახავს, 3 დღე და ახლა ნამდვილად გაგიჟდება, რომ არ გაიგოს სად არის. ფეხის წვერებზე დგება და ჩუმათ მიიპარება ოთახიდან, მის ოთახში იჭყიტება პატარა ჭუჭრუტანიდან და ოთახს თვალს ავლებს, ვერ ასწრებს ვერაფრის გააზრებას პირზე ხელს, რომ აფარებენ და სადღაც მიათრევენ. იმდენად ძლიერად უჭერენ ხელს, რომ თვალები ტკივილსგან ეხუჭება და ფართხალს წყვეტს, სიბნელეში შედის თეთრი ოთახიდან და იატაკზე ეხეთქება. ადრესატი ცდილობს პერანგი შემოახიოს და მანამდე ვერ იაზრებს რა ხდება სანამ მაღალი სილუეტი შარვლის ელვას არ წვდება და მის წინ არ შიშვლდება. დებორა ახლა კივილს იწყებს და სილუეტს ფრჩხილებს ასობს კისერზე.
იგი ხელს ურტყავს და სისხლის გემოს გრძნობს გოგონა ყელში.
გრძნობს, რომ ითიშება და იგივე მეორდება იგივე რაც წლების წინათ.
ხმამაღლა იწყებს მოთქმას და კაცს ბუტბუტებს.
- თავი დამანები გემუდარები, ერთხელ ხომ იახწიე შენსას, არა გთხოვ გეყოფა.
ერთსა და იმავეს იმეორებს და უკვე აგონიაში მყოფი გრძნობს, რომ დედამიწას აღარ ეკუთვნის.
ძლიერი ხმა აბრუნებს რეალობაში და მთლიანად გაშიშვლებულს მეორე სილუეტი უდება წინ, რომელიც პირველს იქვე მდგარ ვედროს ურტყავს თავში.
ახლაღა ავლებს ოთახს თვალს და ამჩნევს დამლაგებლის "რეზიდენციას" გონს მოდის და იქვე მდგარ იატაკის ჯოხს მთელი სისწრაფით იქნევს პირველი მამაკაცის სასქესო ორგანოსკენ. კაცი ტკივისგან იატაკზე იშხლართება და მეორე მამაკაცის წიხლები სახეზე ხვდება. ბოლოს უბრალოდ გონს კარგავს და ითიშება. მეორე სილუეტი ღრმად სუნთქავს და ცდილობს ძალიან არ მიუახლობდეს გოგონას. 3 წუთიან დუმილს მისი ბოხი და ცივი ხმა არღვევს.
- კარგად ხარ?
- არვიცი...არვიცი
დებორას ტირილი უტყდება და ახლა ამჩნევს ის რა სიფრთხილით უახლოვდება და მხარზე ხელს ადებს, ცდილობს არ შეაშინოს. ნათურას ანთებს და გოგონას წინ იმუხლება თმებზე ნაზად ეხება და ეჩურჩულება.
- ნუ გეშინია, ჩუუ
თან პიჯაკს იხდის და მის შიშველ სხეულს ახვევს, დებორა იტრუნება და ნელნელა წევს თავს მაღლა. მის წინ ქერა, ცისფერთვალება, გამოკვეთილ ყბებიანი 28 წლამდე მამაკაცი დგას და დებორაც მის ზღვასავით თვალებში წამით იკარგება.
- აქ რა ჯანდება ხდება ?
დაცვა შემორბის და წყვილს ერთმანეთს გლეჯს.
10 წუთის გაცნობილი ადამიანი მი გონებაში სამუდამოდ ილექება.
ასე სრულდება ეს დღეც. კოსტა ისევ არ ჩანს,დებორა ბორგავს და ახალ დღეს ელოდება რაღაცის ან ვიღაცის გამო.
- გაიღვიძე.
მკაცრი ხმა აფხიზლებს, წამლებს სვავს და უკან მიყვება პუტკუნა ქალს. დიდ დარბაზში შედის და მისნაირ 20 ადამიანს ავლებს მზერას სკამზე ჯდება და ელოდება მოვლენების განვითარებას, 2 წუთში მისი გადამრჩენი კვეთს კარის ზღურბს და ისიც მის პირდაპირ ჯდება თავის დაკვრით ოდნავ ესალმება და გვერდით იხედება. დებორას სწყინს...თუმცა არ იცის რატომ?!რას ელოდა გადაკოცნიდა თუ ოჯახს მოუკითხავდა.
- მეგი მქვია მეგი. აქ იმიტომ ვარ, რომ საყვარელი მყავდა. მისმა მდიდარმა ცოლმა გაიგო და ისე მოაწყო ყველაფერი, რომ აქ მოვხვედრილიყავი დღეს.
ზიზღით შეხედა იქ მსხდომ ექიმებს, რომელთაც რეაქცია არ ჰქონიათ.
- ილიკო ვარ და მე მე ილიკო ვარ ილიკო ხახახახ
ახარხარდა 40 წლამდე კაცი და იგივეს საუბარი განაგრძო.
- ილიკო ილიკოოოო
აი ნამდვილი გიჯი ვინ იყო. დებორას შეშურდა მისი, მასაც სურდა ერთხელ ნამდვილი გიჟი ყოფილიყო და ისეთი რაღაცეები ენახა რასაც ახლა ჩვეულებრივი მოკვდავი ვერ ხედავდა. ექიმებმა თავი გააქნიეს და რაღაც მონიშნეს კალმით.
- ელენა მქვია
გაიღიმა სიფრიფანა გოგონამ და მოკლე შავი თმა ხელით აიჩეჩა
- რატომ ხარ აქ ელენა ?
- დიახ ელენა მქვია
ისევ გაიღიმა გოგონამ. ექიმმა პასტით კვლავ რაღაც მონიშნა და თავი უკმაყოფილოდ გააქნია. ჯერი დებორაზე მიდიოდა არ აპირებდა რაიმეს თქმას, როცა მის წინ მჯდომმა ზღვისფერთვალება ბიჭმა უკვე მეორედ გადაარჩინა და ანიშნა, რომ ესაუბრა აუცილებლად ეთქვა რამე. არიცის რატომ დაჰყვა მის ნებას თუმცა თქვა.
- დებორა. 22 წლის, 3 წლის წინ ჩემმა შეყვარებულმა ძმაკაცებთან ერთად გამაუპატიურა ბებიაჩემი თვლის, რომ ოჯახის სირცხვილი ვარ. ნათესავებში ამბობს, რომ იმ ფაქტს ვერ შევეგუე და ახლა უბრალოდ გიჟი ვარ.
ეს ყველაფერი ისე უდარდელად თქვა თავადვე გაუკვირდა საკუთარი ხმის.
ექიმებს არაფერი აღუნიშნავთ, შემდეგ პაციენტზე გადავიდნენ. როგორც იქნა მისი ჯერიც დადგა და დებორა სასურველის გაგონებაზე გაირინდა
- ედვარდი მქვია, ვარ ამ კლინიკის დამფუძნებლების შვილი. უფრო სწორედ ვიყავი, მე ჩემი ოჯახი დავხოცე.
- გიჟებმაც კი ისე შეიცხადეს თითქოს ხვდებოდნენ რა თქვა ედვარდმა. მერე კი სიცილი ატეხეს და ხმამაღლა ყველა ერთს იმეორებდა
- ედვარდი მკვლელია. ედვარდი მკვლელია.
დებორას ტაომ დააყარა და ძალიან მოუნდა გაეგო მიზეზი, სანამ რაიმეს იკითხავდა თავად ედვარდმა დაამატა.
- აქ არავის გამოვუგზავნივარ თავად მოვედი. მინდა გამოვცადო რა გრძნობა იყო, როდესაც ჩემი მშობლები ხალხს აწამებდნენ, მინდა ვიყო გიჟი.
ზიზღნარევი გამომეტყველება ირონიამ შეცვალა, ბოლო წინადადება სიმტკიცით თქვა და სწრაფად დატოვა დარბაზი. მადლიერაბა ამ ბიჭის მიმართ, მალ აღფრთოვანებაში გადაუვიდა დებორას და ისიც უკან გაჰყვა მამაკაცს, ხატების პატარა კუთხე შენიშნა და დიდი ფარისევლობა იგრძნო. ხატები იქ სადაც ხალხს არაფრად ექცევიან სასაცილოა და მხოლოდ არაფერი. შეჩერდა, მზერა დედაღვთისმშობელს მიაპყრო და გულში რამდენჯერმე გაიმეორა
"ნეტა ვიყო გიჟი, ნეტა ვიყო გიჟი"
გოგონას, რომელსაც აქ მოსვლას სიკვდილი ერჩივნა რამდენი თვის უკან ახლა სურდა სამყარო ისეთი ენახა, როგორსაც მხოლოდ ისინი ხედავდნენ.
- კლეოპატრა ?
სირბილით გამოვარდა ბიჭი და გულში ჩაიკრა გოგონა.
- ნაპოლეონ რატომ გაქრი?
- მე ეგვიპტე ვნახე კლეოპატრა, დიდი დრაკონები და ხის უზარმაზარი ცხენი ვნახე, მე დრაკონები დავამარცხე და შენთან გამოვიქეცი
თან ხელს ჰაერში ატრიალებდა თითქოს ხმალი ეჭირა და ხმამაღლა იცინოდა. მათი გულუბყვილო სიცილი საკაცემ შეაჩერა, თეთრი ტილო გადაეფარებინათ მოხუცი ზევისისთვის და საკაცით გამოჰყავდათ, გაიგონა ექიმის სიტყვებიც
- ამ კვირაში მეორეა. ცოტახანს ცდებს უნდა შევეშვათ
- ნაპოლეონ შეგიძლია გარეთ დამელოდო?
ბიჭი გაისტუმრა და ყური უფრო უგდო
მოხუცი 80 წელს მიხწეული ქალი სთხოვდა მაღალ,გამხდარ მამაკაცს და დებორამ წამში ამოიცნო მისი მოძალადე ექიმი. ზიზღის გრძნობამ სძლია და აპირებდა მივარდნას და სილის გაწვნას, რომ უკვე მესამედ უშველა ბიჭმა. კედელს მიანარცხა და პირზე ხელი ააფარა
- რა ჯანდაბას აკეთებ აქ ?
ჩურჩულით ჰკითხა და თან გაბრაზებული ხმის დამალვაც არუცდია
- რამდენჯერ უნდა გადაგარჩინო?
- და გთხოოვს ვინმე ?
დებორამაც არ დააკლო გაბრაზება.
- ტუტუცი გოგო, უმადური
სასწრაფოდ მოაშორა ხელები და ოდნავ განზე გაიწია რათა დებორას სუნთქვის საშუალება შესძლებოდა.
რამოდენიმე წუთი ასე ჯიქურ უმზერდნენ ერთმანეთს, შემდეგ ბიჭი ნაზად შეეხო თვალებზე და ხმაწართმეულმა სთქვა.
- წადი დებორა აქედან.
მალევე მოშორდა ქალს და გაუჩინარდა.

დღეები ერთმანეთს უბრალოდ მისდევდა, არ ჩანდა ნაპოლეონი არ ჩანდა ედვარდი არ ჩანდნნ ექიმები. კარის პატარა ფორთოჭკიდან აწვდიდნენ საკვებს და მალევე ქრებოდნენ. ესმოდა დებორას ყვირილის ხმები. ესმოდა ტირილი და ვერ გაეგო რა ხდებოდა.
13 დღეს ვარდისფერ თმიანი გოგონა დალანდა საერთო აივანზე როგორ იდგა და სრუტუნებდა, ფანჯარაზე მიუკაკუნა
- ჰეი ?ვარდისფერო ?რატომ ტირი
- მოკვა
ამოიგმანა გოგონამ ისე, რომ მისთვის არც შეუხედავს
- ვინ მოკვვდა?
თითქოს მიხვდა კიდეცო, მაგრამ ეცადა იმედი არ დაეკარგა
- მხედართმთავარი
კვლავ აქვითინდა გოგონა და დებორა გაშრა. ყვირილი დაიწყო, ღრიალებდა და ექიმებს უხმობდა. არავინ შემოსულა საერთოდ არავინ.

- სად არის?
მეოთხე დღეს შემოვიდა ექიმი ისიც წამლის გამო, თუმცა პასუხის გაცემას არ აპირებდა დებორამ თეფშიდან ჩანგალი აიღო სწრაფად და ქალს ყელთან მიუტანა
- სად არის თქო?
ექიმი აკანკალდა და ჩურჩულით უთხრა
- მოკვდა
- რატომ??რატომ მოკვდა?მითხარი იქიდან რატომ გამოყავთ მკვდრები?
ხმას აუწია დებორამ და ჩანგას ყელთან მეტად ასობდა.
- არ ვიცი არაფერი ვიცი
- მითხარი, თორემ მოგკლავ მეხომ გიჟი ვარ?
უკვე ყვიროდა გოგონა
- იქ ისეთ ხალხზე ატარებენ ცდებს, ვინც ძალიან შეურაცხადია და გონზე ვეღარასდროს მოვა, კოსტას საკუთარი სახელიც კი აღარ ახსოვდა ის ვეღარ გადარჩებოდა.
- მოკალი, მოკალი ეგ ბო ზი
ვარდისფერ თმიანი აივნიდან ზიზღს ანთხევდა
არც კი დაფიქრებულა რას სჩადიოდა ჩანგალი ყელში გაურჭო ქალს და სასწრაფოდ დატოვა ოთახი, გარბოდა იმის იმედით, რომ მის გვამს მაინც ნახავდა სადმე. მორგში აპირებდა ჩასვლას, რომ კვლავ სტაცეს ხელი. სახეს ვერ ხედავდა, თუმცა რა საჭირო იყო უკვე იცოდა ვინც იყო.
ცალკე ოთახში შეათრია გოგო და თვალებში ჩახედა შეშინებულმა
- მოკალი ?
- ალაბათ
უპასუხა უდარდელად და დაინახა მამაკაცი როგორ აკანკალდა
- ახლა როგორ უნდა იცხოვრო დებორა?შენ რა სულ...
სიტყვის თქმა არ დასცალდა დებორა სწრაფად, თუმცა ნაზად დააცხრა ბაგეებზე და კისერში ხელები შეუცურა. სანამ ორივე გონს მოეგებოდა გვიანი იყო, ჰაერში აყრილი ტანსაცმელი, განთავისუფლებული სხეულები, ერთმანეთის მთელი არსების შეგრძნება და ბევრი სასიამოვნო ბგერები მოჰყვა ყველაფერს.
- არ დავუშვებ შენ აგო პასუხი, შენ ზედმეტად კარგი ხარ.
გულზე მიიხუტა დებორა ბიჭმა, დებორას გაეღიმა
- აქ ყველას გვაქვს სახელები შენ ჩემი ალექსანდრე ხარ. ალექსანდრე მაკედონელი
და სანამ თვალეს მილულავდა მის მუცელზე ედვარდის შემოჭდილ ხელს დახედა დებორამ და შეამჩნია მაჯასთან, ვენაზე დახატული ყორანი.
- ეს რაარის?
უკვე ძილბურანში მყოფმა ამოილუღლუღა დებორამ.
- სამთვალა ყორანი, რომელიც მომავალს ხედავს.
ჩაესმა მორფეოსის სამყაროში გადასულს.

დილით, რომ გაიღვიძა გვრდით არავინ ჰყავდა, წამოდგა და გასვლას აპირებდა ექთანი რომ შემოვარდა
- დებორა?მოვიდნენ
ვერ მიხვდა, ვერაფერს მიხვდა. უკან გაჰყვა და ხელთ განადგურებული დედამისი დარჩა
- დებორა ?ბებია დაიღუპა. წამოდი სახლში ძვირფასო
დედის სისუსტეში კიდევ ერთხელ დარწმუნდა. როგორ მარტივადაც მოვიდა ისე მარტივად აპირებდა წასვლას აქედან რა უცნაურია ცხოვრება. რა უცნაურია ყველაფერი.
- სანამ წახვალთ აი ეს დაგიტოვეს
დებორას პატარა ნაგლეჯი მიაწოდეს, უთქმელად მიხვდა ვინც იყო.
"გიჟები არ კვდებიან, გიჟები მარადიულები არიან, სამთვალა ყორანი ხედავს მომავალს, მე გხედავ მომავალში ჩემთან"
- ფრთხილად !
ექიმმა დაიყვირა და დებორამაც ინქსტიქტურად თვალი გააყოლა საკაცეს, იქ მწოლიარეს ხელები ძირს გადმოვარდნოდა და იცნო...იცნო ხელზე ყორანი. ამას დაემატა ექიმის სიტყვები
- საწყალი, გუშინ ექთანი მოუკლავს და დღეს თავად წავიდა იმქვეყნად.
გაახსენდა მისი მაკედონელის სიტყვები "არ დავუშვებ შენ აგო პასუხი"
ჩაიკეცა დებორა... ჩაიკეცა და უცრემლოდ, უხმოდ ცივ მეტლახზე დაწვა.
- დებორა შვილო?
ესმოდა ქალის ხმა. თუმცა ვერ ცნობდა თავად ქალს, იცინოდა...ხარხარებდა, ბილწ სიტყვებს იძახდა და გაყვიროდა.
- ვინ არის დებორა ?მე კლეოპატრა ვარ.


ასეც ხდება ხოლმე 139 დღის წინ, როცა დებორა პირველად თეთრ, უფერულ საავადმყოფოს მოადგა ყვიროდა გიჟი არ ვარ, მე დებორა
ვარო, ახლა ის კლეოპატრაა ნამდვილად კლეოპატრაა მან იპოვა საკუთარი თავი, თუნდაც იქ იმ ჯოჯოხეთში, მაინც იპოვე ბოლოს და ბოლოს საკუთარი პიროვნება და ახლ ამოუთმენლად ელის ჯერ ნაპოლეონის, შემდეგ ზევსის და ბოლოს დიდი ალექსანდრე მაკედონელის გამოჩენას, ახლა ისიც ხედავს სმყაროს სხვაფერს. უფროსწორედ ისეთს, როგორიც სინამდვილეშია ეს დამპალი ცხოვრება.


- დებორა შვილო?
- აზრი არ აქვს, ახლა ის კლეოპატრაა.
მიუგო პუტკუნა ექთანმა და თეთრი, უფერული კოლიდორი დატოვა.



№1  offline წევრი nini_nuca

აუუუუ :( კაიიი რაააა. რაღაცნაირი სევდიანი იყო :( ძალიან სევდიანი

 


№2 სტუმარი Mariam

Saintereso iko

 


№3  offline წევრი taia21

ძალიან მომეწონა რაღაც განსხვავებული იყო მეც მომინდა გიჟების თვალით სამყაროს დანახვა

 


№4  offline წევრი tatalia

nini_nuca
აუუუუ :( კაიიი რაააა. რაღაცნაირი სევდიანი იყო :( ძალიან სევდიანი

მადლობ რომ წაიკითხე <3

Mariam
Saintereso iko

მადლობა <3

taia21
ძალიან მომეწონა რაღაც განსხვავებული იყო მეც მომინდა გიჟების თვალით სამყაროს დანახვა

დიდი მადლობა <3

 


№5  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგი იყო.შემეცოდა დაბორა და ედვარდი
--------------------
ლანა

 


№6  offline წევრი tatalia

La-Na
კარგი იყო.შემეცოდა დაბორა და ედვარდი

მადლობა ♡ მათი სიყვარული არ დასრულებულაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent