შეწყვეტილი ცხოვრება (ნაწილი VIII)
ეს ყველაფერი ყოველგვარ ნორმის და ადამიანურობის ფარგლებს სცდებოდა, შეუძლებელი იყო ჩვეულებრივ მოკვდავს გამოეარა ამხელა თანჯვა და ტკივილი და არ დაეკარგა რეალური ადამიანური სახე, სახე რომელიც უფალმა უბოძა, მის ადგილას, ნებისმიერი სხვა მოძებნიდა ყველას, მიწიდან ამოთხრიდა, ვინც ასეთი ტკივილი მიაყენა, ვინც კიდევ ერთხელ წაართვა უკანასკნელი საყვარელი ადამიანი, კიდევ ერთხელ მოაჭრა ფრთები და მიწაზე მწარედ დაცემა აიძულა, თავდაყირა დააყენეა მისი მშვიდი, სიყვარულით აღსავსე ცხოვრება და სისხლიან მდინარედ აქცია, მან კი უბრალოდ ყველაფერი უფალს მიანდო, უფალს მიანდო საკუთარი თავიც და გადარჩა... ჩემთვის ეს ყოველივე წარმოუდგენელი იყო... მე ამწამს არ შემეძო მისი გაგება, რა აიძლებდა კვლავ გაეგრძელებინა სიცოცხლე რა აძევდა ამის ძალას... -ხედავ ახლა რაშა შენი პრობლემა? შენ, შენ ერთი მხდალი, არაფრისმაქნისი ჩვეულებრივი ადამიანი ხარ, სული აღარ გაქვს დიდი ხნის წინ დაკარგე და ახლა ელოდები როდის გაიხრწნება ეგ შენი დამპალი სხეული, რომელსაც ჭიები მიწის მოყრის თანავე შეჭამენ, შენ იმდენად ეგოისტი და მშიშარა ხარ არც კი ცდილობ პრობლემას თვალებში ჩახედო და გამოასწორო, გამოსავალი იპოვნო, თვალებშ ნაცარს იყრი სიარაქლემასავით იმალები და შემდეგ წუწუნებ, შენ მხდალი ხარ არაფერი შეგიძია, გამოუსადეგარი ხარ შენი მშობლებისთვისაც საკუთარი ძმისთვისაც და შენი თავისთვისაც კი... ახლა მაინც დაინახო იქნებ რეალობა ახლა მაინც გაახილო იქნებ თვალები... .... დროა გამოფხიზლდე, გონზე მოეგო კვლავ ჩამძახოდა ჩემი მეორე მე, მხოლოდ არა დაცინვითა და მწარე ირონიით არამედ რაღაც შეცვლილი ხმით, თითქოს სწყურია ჩემი გამოფხიზლება, მასში რაღაც თხოვნისა და მოწოდების მსგავსი გამოკრთოდა. ახლა მივხვდი რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ის მართალი იყო, უბრალოდ უნდა მომესმინა მისთვის, მაგრამ არა ყოველთვის საკუთარი თავი მიმაჩნდა მსხვერპლად და რეალობას თვალს არ ვუსწორებდი ამიტომაც გავრბოდი მუდამ, რეალურად კი ადამიანი საკუთარ თავს ვერსად გაექცევა, თუმცა ერთი კი იყო ამ სირბილმა აქ მომიყვანა, ადგილზე სადაც სინამდვილე მთელი თავისი სიმწარითა და სიცხადით თვალწინ გადამეშალა, იოანეს ამბავი გახა ჩემი ცხოვრების დასასრულისა და ახლიდან ადაწყების მიზეზი, ალბათ სწორედ ასეთი მწარე ისტორია უნდა მომესმინა რომ მივმხვდარიყავი ჩემი პრობლემები არაფერი იყო იმ ყველაფერთან შედარებით რისი გამკლავებაც სხვა ადამიანებს უწევდათ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ მე მშობლები მყავდა მართალია ის რაღაც ჯადოსნური ძაფი გამწყდარი იყო ჩვენს შორის მაგრამ ყველაზე მთავარი რაც იყო ისინი ცოცხლები იყვნენ, მყავდა ძმა რომლისთვისაც უნდა მეცოცხლა, უნდა მევრძოლა იმისთვის რომ ისინი მაინც არ დამეკარგა სამუდამოდ ვისაც ჯერ ჯიდევ ვუყვარდი, სხვა ყველაფერი უკვე უმნიშვნელო იყო, ახლა მივხვდი რომ ამოძირკვული და ერთიანად გამხმარი ყავავილების აყვავებაშეუძლებელი იყო, თუმცა შემეძ₾ო ისინი ახლიდან დამერგა და ახლიდან გამეშენებინა საკუთარი ბაღი, რომელსაც უკეთ გავუფრთხილდებოდი და მეტ სითბოსა და სიყვარულს ვაჩუქებდი ყოველი გავალვისა და განსაცდელის დროს სიყვარულის ცრემლებით მოვრწყავდი და ცისარტყელის თბილი ფერებით მოვეფერებოდი, სარეველებს კი რომლებიც ასე შეუპოვრად მიიწევდნენ მათ გასანადგურებლად ძრიანად ამოვგლეჯდი და არ მივცემდი მათთან მიახლოვების საშუალებას. შემდეგ კი ალბათ გამოჩნდებოდა ის ადამიანი რომელიც ჩემი ბაღის გალამაზებაშ და გამრავალფეროვნებაშ დამეხმარებოდა და სარეველასავით არ გამინადგურებდა მას. ამ ფიქრებიდან ისევ ბებიამ გამომაფხიზლა..... -შვილო ისე შენ და იოანე კარგი წყვილი იქნებოდით, ორივე საკუთარ თავში ჩაკეტილები ხართ, გულთან არავის უშვებთ, ერთმანეთს რო ენდოთ ალბათ ბევრი რამ შეიცვლება თქვენს შორის. -ჰმ, არა ბებია მერწმუნეთ ასე არაა, ჩვენ რადიკალურად განვსხვავდებით ერთმანეთისგან, ის ძ₾იერი მებრძოლი, სიცოცხლით აღსავსე ადამიანია, სიცოცხლის ფასი იცის და არაფრის გამო არ თმობს მას, მან იცის რომ გზა ხსნისა მხოლოდ სიყვარულშა, მე კი ეს ყველაფერი დიდხნის წინ გადამავიწყდა, დიდხნის წინ დავნებდი ცოხვრებას და მხოლოდ ახლა მოვხვდი ყველაფერს, ჩვენ შესაძლოა გავხდეთ კარგი მეგობრები მაგრამ ვერასდროს გავხდებით კარგი წყვილი. ძალიან დაგღალეთ, დაისვენეთ და გმადლობთ რომ ასე არაჩვეულებრივად მიმიღეთ. -რის მადლობა შვილო, ოღონდ კიდევ დარჩი და ამის მეტიმე არაფერი გამახარებს, ჩემს ასაკშიმარტოობაზე საშნელი არაფერია, უფლის რიდი მაქვს როგორ მოვსპო მისი ასეთი ძვირფასი საჩუქარი როგორ მოვუღო ჩემს სიცოცხლეს ბოლო, თუ არა აქამდე სიხარულით გავიქცეოდი ჩემს მეუღლესთან და ჩავიხუტებდი გულშ, მაგრამ დარწმუნებული ვარ მოვა ამის დროც, იქამდე კი ლოდინის მეტი არფერი დამრჩენია. ღამემშვიდობის ჩემო ძირფასო. მანაც კი იცოდა სიცოცხლის ფასი, ის ზუსტად აფასებდა ცხოვრებას და ელოდა ელოდა მოთმინებით თავის აღსასრულს. ღამის 3 საათი იყო ძილი კი არ მეკარებოდა, ვიცოდი მასაც ეღვიძა, არც დავფიქრებულვარ სიგარეტი ავიღე პლედი მოვიხურე და მისი კოტეჯისკენ გავწიე, რისთვის მივდიოდი, რა მქონდა სათქმელი არ ვიცოდი მაგრამ ვიცოდი რომ უნდა წავსულიყავი, თოვდა, აუღელვებლად, ნაზად წმინდად, მისი სარკმლიდან მკრთალი შუქი გამოკრთოდა და თოვლის ფანტელებს ნაზად ეცემოდა, კარი ნელა შევაღე, რათქმაუნდა ჩვეულ ფორმაშ დამხვდა, სისხლისფერი კონიაკს საკუთარი ცრემლებით აზავებდა და მასაც უფრო ემატებოდა სისხლის დარდის, მარტოობისა და მონატრების სურნელი, ახლა ამ მონიაკშ იყო ჩაქსოვილი მთელი მისი დარდი და მწუხარება, მთელი მისი ცხოვრება.რა შეიძლებოდა მეთქვა მისთვის, ის რომ მესმოდა?! ეს ხო მრული უაზრობა და სიყალბე იქნებოდა, მას თავად არ ესმოდა საკუთარი თავის და იმის თ რა ძალით აგრძელებდა სიცოცხლეს..... -იცი?! -უეცრად დაიწყო მან.. -იცი?! ის ყოველ ღამით მოდის ჩემთან, თეთრი ზაფხულის ფანა კაბით, ჩვეული გაბუტული კონიაკისფერი წითელი ტუჩებით ღრმა მწვანე თვალებით და თავის ნაზ, ნატიფ თ₾ლილ თითებს თმაში მიცურებს, ნაზი ტალღასავით მელამუნება და მეჩურჩულება, რომ ვუყვარვარ, რომ მხოლოდ ჩემია და მელოდება, თუმცა ჯერ მასთან ვერ წავალ რადგან დრო არაა, ამის დრო კი მაშინ მოვა როდესაც ის შეწყვეტს ჩემთან მოსვლას, ახლა კი ახლა ის ყოველ ღამით ჩემს გვერდითაა, ჩამოჯდება ჩემს საწოლზე და ასე დაუსრულებლად მიმზერს როგორ მძნავს, მე ვგრძნობ მას, მე შემიძ₾ია შევიგრძნო ის მთელი ჩემი არსებითა და სულის სიღრმით.... სიგარეტს მოვუკიდე და კონიაკი მოვსვი, ეს ადამიანი ჩემთვის სამუდამო გამოცანად დარჩებოდა... -შენ, შენ აუცილებლად დაბრუნდები მასთან და კვლავ ააშენებთ თქვენი სამოთხის ბაღს, მივუგე და საკუთარი სიტყვების რეალობამ მეც კი გამაოგნა, შემდეგ კონიაკი მოვსვი... -მადლობა, მადლობა იმისთვის რომ მასწავლე, მიმახვედრე როგორ ვიბრძოლო და დავაღწიო ამ კუნძლსა და უძირო საკუჭნაოს თავი, მადლობა რომ საკუთარი თავის რწმენა დამიბრუნე, და კიდევ მადლობა რომ სიცოცხლის გაგრძელების საშუალება მომეცი. ხვალ მივდივარ, დროა საკუთარ საჭადრაკო დაფაზე განვაგრძო ბრძოლა და ეს თამაშ სამუდამოდ დავასრულო, ვიცი ძალიან ძნელი იქნება მაგრამ სჯობს საბოოლოოდ გავიბრძოლო ცხოვრების წინააღმდეგ შემდეგ კი მოხდეს რაც მოსხდენია... თბილი მზერით გამომხედა და გამიღიამ... -მიხარია რომ შენი გადარჩენა მაინც მოვახრერხე, იმედია ეს დროებითი არაა და საბოლოოდ დაგიხსენი სიკვდილის კლანჭებიდან. კიდევ დიდხანს ვსაუბრობდით, თუმცა მას ერთი სიტყვაც არ დაუძღავის პირდაპირ არც თავის მშობლებზე ა არც ელიზე, არ იყო შეჩვეული ადამიანებთან თავის დარდებზე საუბარს, მისი მეგობარი სამუდამოდ კონიაკი გამხდარიყო და ელენეს აჩრდილი, თუმცა იქნებ ეს მხოლოდ ჩემთვის იყო აჩრდილი, მისთვის კი ისეთივე ხორციელი ყოფილიყო როგორც არცერთი ცოცხალი ადამიანი. სახლში გამთენიისას დავბრუნდი, ტანსაცმელი ჩავალაგე და დავწექი ცოტა გამოძნება არ მაწყენდა სანამ თბილისისკენ და ბრძოლისკენ მომავალ გზას დავადგებოდი... გზას რომელიც საბოოლოოდ დამიბრუნებდა ყველაფერს ან საბოლოოდ დამაკარგინებდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.