შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზეცა თავისას არ კარგავს! -6-


15-10-2016, 11:47
ავტორი sopiko
ნანახია 1 879

[თავი 6]
შიოს ზურგისა და ნაცნობი სვიტრის დანახვაზე იმ მაგიდისკენ მივემართები, რომელსაც ის უზის. მანტოს ღილებს ნელ-ნელა ვიხსნი და სკამთან რომ მივდივარ, თავისუფლად ვიხდი. მამაკაცს ვისკი შეუკვეთია. პირთან მიტანილ ჭიქას ფრთხილად დებს მაგიდაზე და პირით და ცხვირით ერთად ისუნთქავს ჰაერს.
-დავჯდე თუ ცოტა გაქვს სალაპარაკო?-დამცინავად ვეკითხები და დარწმუნებული ვარ, რომ პასუხი დადებითი იქნება.
-ნუ ქაჯობ, აღარ ხარ ცხრამეტი წლის თინეიჯერი და არც მე ვაპირებ ხვეწნას.-ისეთი უგრძნობია მისი პასუხი, რომ ლამისაა ეს სკამი თავზე გადავატეხო.
-ესე იგი დავჯდე. გმადლობ, რომ ჩემი ასაკი შემახსენე.-მწარედ ვიღიმი, სკამს ხმაურით ვწევ და ზედ ვეხეთქები.
-აქედან პირდაპირ ქორწინების სახლში წავალთ და ხელს მოვაწერთ, თუ არ გადაგიფიქრებია, რა თქმა უნდა.
-კარგია, რომ ამას არ გამორიცხავ, მაგრამ არ გადამიფიქრებია. ცნობისთვის ან თავიდანვე წინაამღდეგი ვარ, ან ჩემი თანხმობა არც ერთი დღის და არც ერთი თვის შემდეგ უარით არ შეიცვლება.-იმ თვისების შესახებ ვეუბნები, რომელიც მგონი დაბადებიდან დამყვა.
ადამიანებს ცვალებადი ხასიათი გვაქვს, მაგრამ ამ ცვალებადობას როგორმე ისე უნდა შევუსაბამოთ გადაწყვეტილება, რომ ის ჩვენს ყოველნაირ განწყობას შეესაბამებოდეს. ხშირად გამიგონია, გაგიჟებით მიყვარდა, მაგრამ მომბეზრდაო, არ შემეფერებოდაო, ვერ ვუგებდითო... მაშინვე კითხვა მიჩნდებოდა. მაშ, თავიდან როგორ უგებდი_მეთქი, მაშინ ისე ვიყავი, დღეს კი ასე ვარ, ეს რა გასაკვირია. შეხედულებები და ხასიათი მუდამ გვეცვლება, ჩვენი გრძნობა კი ამას ვერ ეგუებოდა, ესე იგი საკმარისად ძლიერი არ იყოო. არაფერია თავიდანვე ძლიერი. ძალა და ფასი სათუთი ცნებებია. ან გაქვს, ან არა. თითოეულის მოპოვებას დიდი შრომა და ძალისხმევა სჭირდება. თუ გიყვარს, მუდამ გეყვარება, გაუგებ და შეიფერებ... ესაა და ეს.
-სიმართლე მითხარი, რატომ მიდიხარ ასეთ საქმეზე. ეს საქართველოა. შეიძლება თქვან, გათხოვილი იყოო და მეტად ამის შანსი აღარ მოგეცეს. ხომ იცი, აქ ვალდებულებები არ არსებობს. ფიქტიურად ვქორწინდებით. მე და შენ ერთმანეთს არც კი ვიცნობთ. უცნობი ადამიანის ცოლობა და ვიღაცის შვილის დედობა მოგიწევს. რატომ ხარ ამაზე თანახმა?-ისეთი ტონი და გამომეტყველება აქვს, ნათელია დიდი ხანია ეს კითხვა აწუხებს და მალავს. ეტყობა არ უნდოდა გადამეფიქრებინა, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ გაქაჩა. პატარა გოგო არ ვარ, რომ რაიმეს ვერ ვხვდებოდე და მისი გაკვირვების მიზეზიც ესაა. ყველაფერი გათვიცნობიერებული მაქვს და მაინც თანახმა ვარ. მართლაც რატომ?
-იცი, რა? რაღაცის სურვილი რომ გიჩნდება, არ ფიქრობ რატომ და რისთვის. უბრალოდ ვიცი, რომ სხვანაირად არ შემიძლია, სხვანაირად ვერ მოვიქცევი, სხვა გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ... ვერ ვიტან ფიქრს, მოვლენებზე ჩაძიებას... მას ყოველთვის უიმედობასთან მივყავართ, ჩიხში გვაქცევს. სინათლე გვირაბის ბოლოს მაშინ ჩნდება, როცა არ ეძებ და არა მაშინ, როცა ყველგან ის გელანდება.-ჩემს გრძნობებს დაუმალავად ვუზიარებ და მერე ვფიქრობ, რატომ ვენდობი ასე. რატომ ვაცნობ საკუთარ თავს, როცა ის ყოველთვის შორს იჭერს თავს ჩემგან. აბა, არ ფიქრობ რატომ და რისთვისო? ხო, რთულია, მაგრამ მაინც შესაძლებელი.
-მართლა ასეთი ხარ, თუ თავს მაჩვენებ?-თბილი ღიმილი ეპარება მენაბდეს.
-ასეთი როგორი?-მეცინება.
-ასეთი.
-მაშინ როგორ გიპასუხო, თუ არ იცი, რას ნიშნავს ასეთი?-გაურკვევლობაში ვვარდები.
-როცა მივხვდები, გეტყვი და მაშინ მიპასუხე. განა შენ იცი, მე როგორი ვარ?-იმედდაკარგული მეკითხება. ეტყობა დარწმუნებულია, რომ არ ვიცი_მეთქი, ვეტყვი.
''კარგი.''-ინსტიქტურად ვეპასუხები ფიქრებში და ენაზე ნაკბენსაც ვიტოვებ. რას ჰქვია კარგი? ნუ იბრმავებ თვალებს, ლეა. ყველა ადამიანს აქვს ნაკლი. პიროვნების დახასიათებისას კი როგორც ერთი უნდა დააფასო, ისე მეორე გამოამჟღავნო. რას ვუწუნებ შიოს? ჰმ, ალბათ ირონიას. ხო, მის ირონიას ვერ ვიტან. როცა კი რაიმეს მეუბნება, ვფიქრობ, მასულელებს თუ სიმართლეს ამბობს. მეშინია, რომ დამცინებს. მეშინია, რომ ჩემს ილუზიებს დაამსხვრევს. თვალები თავიუსით მეხუჭება. მგონი დავიღალე... ამდენი ფიქრისგან, ემოციისგან...
-არ ვიცი.-ვცრუობ.
თურმე თვალებში რაღაც სინათლის სხივი მაინც ჰქონდა. თითქოს ჩირაღდნები ქრება. შიო ისევ ისეთი ხდება. მისგან აღარ მოდის ადამიანური მუხტი. ვწუხვარ. სიმართლე უნდა მეთქვა. განა რას ვფიქრობდი ცუდს? პირიქით, კარგის აღიარების შემრცხვა. არ მსურს გაიგოს, რომ... რომ ჩემთვის სულაც არაა საშინელი, უგრძნობი არსება.
-ასეც ვიცოდი.-სევდიანად მპასუხობს და რამე რომ არ შევამჩნიო, თემას ცვლის.-ესე იგი ყველაფერი მზადაა. მივალთ და მოვაწერთ ხელს. მერე, რაც გინდა, ის ქენი. უბრალოდ ისიც არ მინდა გამოგრჩეს მხედველობიდან, რომ შეგვამოწმებენ. აგენტს გამოგვიგზავნიან. ცოტა ხნით მაინც უნდა ვიცხოვროთ ერთად, ეს ამბავი კი ისე არ ჩაივლის, შენებს თუ არ ეტყვი.
-არადა არ მინდოდა ასე.-ვოხრავ.
-ეს შენ აირჩიე!
-ვიცი და შეხსენება არ მჭირდება. ნუ გეშინია, არაფერში გადანაშაულებ.-მისი ის ინსტიქტი, რომ ყველაფერში დამნაშავედ გრძნობს თავს და უნდა რომ ამ გრძნობას როგორღაც აარიდოს თავი, მაშინებს.-ბევრს დაუნგრიე ცხოვრება? ბევრთან ხარ ვალში? ბევრს ატკინე?
-ვერ გავიგე...-მუჭებს კრავს და სკამიდან ასადგომად ემზადება.-მგონი დროა წავიდეთ. არ დავიგვიანოთ.
-მაინც წაგიკითხავ, შიო. იმ გასაღებს ვიპოვი, რომლითაც გაგხსნი და შენს წაკითხვას შევძლებ.-ვიქადნები.
-ეს არ მოხდება!-ხმა უკანკალდება განრისხებისგან.
-წავიდეთ, შიო.-სიტყვებს გამოვკვეთ და კაფედან პირველი გავდივარ.
უნდა დამეწყო. არ მინდა რაიმე ისეთი გავახსენო, რის გამოც ცხოვრების შიში აქვს, მაგრამ იმაში ეჭვი არ მეპარება, რომ გარშემომმყოფებისადმი მისი აგდებული და ამავე დროს თავდაჭერილი დამოკიდებულება რაღაც ძალიან მნიშვნელოვნის ჩრდილს ატარებს. არ ვარ ვალდებული გავიგო, რისი ჩრდილია ეს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ უიმისოდ არასოდეს მიმიშვებს თავისთან. მე კი უკვე საკმაოდ შორს შევტოპე.

ქორწინების სახლში ბოლოს მაშინ ვიყავი, ჩემი სტუდენტობის მეგობარი, თიკო რომ გათხოვდა. კარგი დრო იყო მაშინ, სასიამოვნო გასახსენებელი. მე და კობას უკვე შეყვარებულები გვერქვა და მეწყვილედაც, რა თქმა უნდა, ის წამოვიყვანე. იისფერი კაბა მეცვა მუხლს ოდნავ ჩამოცილებული. მაშინდელ მოდას შეესაბამებოდა და საკმაოდ ძვირიც ღირდა. კობა და ნიცა რომ დაქორწინდნენ, ის კაბა ისე ჩავტენე პარკში, არც დამნანებია. ის პარკი კი ნაგვის ურნასთან დავდე, გადაგდებას ჯობდა ვინმეს დავხმარებოდი. მშვენიერი ტანსაცმელი იყო, უბრალოდ მე მძულდა მათთან დაკავშირებული თითოეული დღე.
აქ ყველაფერი შეუცვლიათ. სანამ შენობაში შევიდოდეთ, შიოს ხელზე ვეჭიდები და მისი შეცბუნებული სახის დანახვაზე ტუჩებს ერთმანეთს ვუსვამ. მიკვირს, რომ არ დამცინის, მაგრამ იმდენად კარგავს ფერს, რომ ამის თავი აღარ აქვს. ხელის უკან წაღებას ვაპირებ, თითებს რომ მიჭერს. წამწამებს გაოცებული ვაფახულებ და ღმერთს ვევედრები, ძალა რომ მომცეს და ამ კრემისფერ ხალჩაზე როგორმე მშვიდობიანად გავიარო.
-წამოდი. რას დგახარ?-ემოციების მართვას ახერხებს მამაკაცი და მხოლოდ ამის შემდეგ ამახვილებს ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ ნაბიჯის გადადგმას არ ვაპირებ.
-ვიღაც დავინახე და ნაცნობს მივამსგავსე.-ურცხვად ვიღიმი, თორემ აბა, იმას ხომ არ ვეტყვი, ვნანობ ხელი რომ მოგკიდე, რადგან გულისცემა უკვე იმდენად გამიხშირდა, აქვე გავიშხლართები_მეთქი.
თვალებით მბურღავს. რაიმეს გამორკვევა თუ უნდა. ფიქრებს ერთ დიდ უჯრაში ვკეტავ, რადგან მისგან მოსალოდნელია სასწაულის მოხდენა. ჩემსა და მის ხელს, ერთმანეთში ახლართულ თითებს დავყურებ და მბურძგლავს. ვერ ვიტყვი, რომ ეს შეგრძნება უსიამოვნოა. რაღაც ახალზე და განსხვავებულზე მიმანიშნებს... ან დავიწყებულზე. არა, არა და არა!
-მობრძანდით!-გვეგებება გამხდარი, რუმიანაში ამოვლებული ქალი. ალმაცერად ვათვალიერებ და ძალად ვბორძიკდები. შიო ხელს მაშველებს.
არა, არ უნდა ვეჭვიანობდე!
-კარგად ხარ?-შეშფოთებით მაკვირდება მენაბდე.
ქალს ნიშნს ვუგებ, შიოს კი უბრალოდ თვალებით ვანიშნებ, რომ არაფერი მიჭირს. რა გავაკეთე ახლა ვითომ? ეს ვიღაც ისევ მომხიბვლელად უღიმის შიოს, მე კი ავცერცეტდი და ჩემმა თანმხლებმა მამაკაცმა რომ გაიგოს, რაზე ვფიქრობ, მისთვის სასაცილო საგანი გავხდებოდი.
-მგონი ზედმეტი მოგდის.-ჩურჩულებს ჩემს ყურთან შიო.
-რას გულისხმობ?-სასო მერკვეთება. ნუთუ ვერ მოვახერხე გრძნობების შენიღბვა?
-უბრალოდ ნუ ყვირი.
-არ ვყვირი.
-შენი ფიქრები ყვირიან.-აღნიშნავს ის.
ვუბღვერ. ასე არ შეიძლება. ყველაფერს ვერ უნდა ხვდებოდეს.
მერე კი თითოეული მოვლენა საშინლად ბანალური და ჩვეულებრივია. აქ არ არის არც ქორწინების დღისადმი დამახასიათებელი აჟიტირება, პატარძლების გულში ჩაბუდებული შიში, რომლის გამომწვევიც მოახლოებული პირველი ღამეა და რაც მთავარია ბედნიერება. რასაც ველოდი, არაფერია. ერთი ფარატინა ფურცელი, ორი ხელმოწერა და თავაზიანი ნახვამდის.
სადღაც კი თათა ტირის...
მე ეს ტირილი მესმის და აქ ძახილის ნიშანის ადგილია.

-ვწუხვარ, რომ შენი ცხოვრების კალენდარში დღევანდელი დღე არსებობს.-საზურგეს ხვნეშით ეყუდება მამაკაცი და თავს უკან აგდებს.
-ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც გგონია. რომ არ შემძლებოდა, არ დაგთანხმდებოდი. სისულელეა! ჩემთვის არავის არაფერი დაუძალებია და არც გარემოებების მსხვერპლი ვარ. უბრალოდ ხელი მოვაწერეთ, სხვა ხომ არაფერი? მე არანაირი შანსი არ დამიკარგავს.-ისე აუღელვებლად ვსაუბრობ, ვეჭვდები... ეს მე ვარ?
-აჰამ... მაშინ კარგი.
-რა კარგი?-ჩემი სიცილის ხმა არღვევს მანქანაში დაბუდებულ სიჩუმეს.
-რა და არ გინდა სიმართლე მითხრა.-დაღონებული მეჩვენება ის.
-შენ ხომ ისედაც ხვდები, არა?
-მაგრამ მინდა შენგან გავიგო.-არ მეკამათება მამაკაცი.
-რატომ? უფრო რომ დაიტანჯო?
-რა სისულელეა.
-ხოდა იყოს სისულელე.-გაბრაზებული ვბურტყუნებ. როგორ შეიძლება ადამიანი ასეთი ჯიუტი იყოს?
-ახლა რომ ვფიქრდები, რაც არ უნდა მომხდარიყო, შენ მაინც გამოჩნდებოდი ჩემს ცხოვრებაში. ან ნინოს გამო, ან მერის გამო, ან ირმის ნახტომის გამო... აზრი არ აქვს ბედისწერისთვის წინაამღდეგობის გაწევას... ყველაფერი მაინც მასზეა დამოკიდებული.-სიბრძნეებს აფრქვევს შიო.
-არ მჯერა მე ბედისწერის. გამოვჩნდი იმიტომ, რომ გამოვჩნდი.-არ ვეთანხმები მას.
-გამოჩნდი იმიტომ, რომ უნდა გამოჩენილიყავი.-შესწორება შეაქვს ჩემს ნათქვამში მენაბდეს,
-არა!
-კი!
-არა!
-კი!
-კი!
-არა!-მაინც ახერხებს ჩემს გამოჭერას. ხელებს ვუშვებ და თავს ხელებში ვრგავ.
-მიდი, თქვი, რომ ძალიან მაგარი ხარ!-მისი ბავშვური ხერხი მაცხარებს.
ის მხოლოდ იცინის. არაფერს ამბობს. მომიგო. კმაყოფილია, მიუხედავად იმისა, რომ საამაყო არ იყო ის, რითაც ეს შეძლო. ჩემკენ ტრიალდება. მას არ ვუყურებ, მაგრამ ამას ვგრძნობ. ყურთან ჩამოშლილი თმა ოდნავ ირხევა. თვალს არ მაშორებს. ღმერთო, მეტს ვეღარ მოვითმენ და მისკენ გავიხედები. მერე კი... მერე კი... ახლა გული დამარტყამს. ყველა ქიმიური მუხტი ერთად მეჯახება, ჩემში ერთიანდება და შეწინაამღდეგების უნარს მისუსტებს. სიტყვა ''ცოტაც'' იმდენად ხმამაღლა აღარ მესმის. კისერზე მისი ხელის შეხება ბოლო წვეთია. მხარს ვიქნევ და მანქანის კარებს ვაღებ. დაშანთულ ადგილს ცივი ჰაერის მოხვედრაზე თითქოს ბოლო ასდის. სახე მიოფლიანდება.
მანქანიდან გადავდივარ და მის ცხვირს ხელებით ვეყრდნობი. სულ მალე კარების მიკეტვის ხმა მესმის და უკნიდან შიოც მიახლოვდება.
-თქვი, რაც გინდა და წადი.-ამ დუმილს და მის ხშირ სუნთქვას ვეღარ ვუძლებ და ხმას პირველი მე ვიღებ.
-თათასთან ხვალ წავალთ.-ახლა უფრო ახლოსაა ჩემთან. მისკენ ნელა ვბრუნდები, უხერხულ პოზაში რომ არ აღმოვჩნდე და გამომწვევად ვეკითხები:
-ამის თქმა არ გინდოდა, ხომ ასეა?
ფეხს იცვლის. ამ კითხვას რომ ვერ გაექცევა, იცის და ისეთ პასუხს ეძებს, სიმართლე შემსუბუქებულად რომ გამიმხილოს.
-შენი აივნიდან ვიღაც იხედება.-ჩემ ზემოთ მანიშნებს თითით და მეც იმ მიმართულებით ვიხედები.
აივანზე ნიცაა. საღამოს ბინდბუნდშიც კი ვხედავ, როგორ ცნობისმოყვარედ გაბადრია სახე. კბილებს ვაღრჭიალებ. ყველაფერი მისი ბრალია. იქნებ რას მეტყოდა შიო, მან კი გეგმა ჩამიშალა. ესეც რა პროფესიონალია. მგონი გამოცდები აქვს ჩაბარებული თავის არიდებაში. მანქანიდან რომ არ გადმოვსულიყავი... მანქანიდან რომ არ გადმოვსულიყავი... მოხდებოდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. მისი ფილოსოფიები მეც კი ვირწმუნე. ჯანდაბა! რატომ ვარ მისი გავლენის ქვეშ?
-ხვალ თათასთან წავალთ. ხო!-მკვახედ ვიმეორებ მის ნათქვამს და დაუმშვიდობებლად ვიძვრები სადარბაზოსკენ.
-გამოუძინებელს გავხარ. დღეს აღარ დაგირეკავ.-მაწევს სიტყვებს.
-ეს რა შუაშია?-ბოლომდე ვერ ვწვდები იმის აზრს, რაც მითხრა. წესით გზას უნდა ვაგრძელებდე, მაგრამ როცა ის რაიმეს მეუბნება, ფეხები თავისით მებორკება.
-შენი უძილობის მიზეზი ხომ მე ვარ.-თავდაჯერებით მპასუხობს, ხელს მიქნევს და მანქანას უვლის. სანამ კარებს გამოაღებდეს, კიდევ ერთხელ მიღიმის, მაგრამ მისკენ რომ ვდგამ ნაბიჯს, ვხვდები, ახლა გამოკიდებას აზრი არ აქვს. ვერც ენას ვაჩერებ და ვერც ჩემს თავს ვმართავ. შიო ხომ დახურული წიგნია, მე გადაშლილი ვარ, თუმცა ყველასთღვბის არა. რაღა მისთვის? არა უშავს, ამასაც მოევლება. ლეა ისევ ისეთი სულელი აღარ არის. ჯერ კიდევ ბევრი რამ არის წინ.

^^^
გილოცავთ თბილისობას!
ესეც ჩვენი თავდაჯერებული შიო :დ გადაშლილი და გადაუშლელი წიგნები. უჰ, როგორ უხდებიან ერთმანეთს :დ
შემდეგი თავი დაიდება გვიან, თუ ამჯერადაც არც ერთი შეფასება არ დამხვდება.
უყვარხართ სოფიკოს!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent