მოუხერხებელი გამომძიებელი 12
რა გჭირს სოფია?-მეკითხება დედა, სახლში მისულს. -არაფერი, უბრალოდ დავიღალე!-ვპასუხობ დედას და საძინებელიში შევდივარ. საწოლზე ვარსკვლავის ფორმის ნაირად ვემხობი და ჩემს საქწიელზე ვიწყებ ფიქრს. მგონი ყველაფერს სხვაგვარად შევხედე. უბრალოდ ყოფილი ცოლია და ნებისმიერ თემაზე შეეძლოდ დალაპარაკება. თან, მე ხომ მჯერა ლაშასი! ცუდათ მოვიქეცი! ზედმეტად ვიეჭვიანე მის ყოფილ ცოლზე! და მე ამ ყველაფერს ახლა ვხვდები! ცუდათ მოვიქეცი! *** სამსახურში მივდივარ და პირდაპირ ლაშას კაბინეტიკსენ მივემართები. ვაკაკუნებ და კარებს ვაღებ. ლაშა საბუთებში იყურება: -ელენე, სოფიას უთხარი მოემზადოს, ადვოკატთან მივდივართ!- -ელენე არ ვარ!-თავს ვხრი მე. -ხოდა, ძალიან კარგი, ახლავე წავალთ!-მკლავში ხელს მავლებს და გასასვლელისკენ მივყავარ. - -რას აკეთებ?-ვეუბნები ტკივილისგან შეწუხებული.-გამიშვი, მტკივა! -წამოდი!-მეუბნება ისე არც მიყურებს. მანქანაში მსვავს და ისიც მძღოლის ადგილს იკავებს. ვხვდები, რომ ძალიან გაბრაზებულია, მაგრამ მაინც ჩემსას ვაგრძლებ: -ნორმალური ხარ?-ვეკითხები და თან ნატკენ ხელს ვიზელ. ერთი მომხედა და ისევ გზას დაუწყო ყურება. დანიშნულების ადგილას მივედით და ლლიპტი გამოიძახა. მას შევყევი და ერთ ადგილას სუნთქვა შეკრული ვიდექი. ლიპტის კარი გაიღო და გარეთ გამოვედით. კარებზე დააკაკუნა და ადვოკატის კაბინეტში შევედით: -გამარჯობა, ქალბატონი მაკატერინე!-მიესალმა ლაშა. -გამარჯობა!-ვამბობ მეც. -გამარჯობა!-გვანიშნებს, რომ დავჯდეთ. -მე საბუთებს გადავხედე და...-სიტყვას არ ამტავრებს, ჩვენს უკან შემოსულ გოგოს უყურებს. -რა მოხდა ლანა?-ეუბნება გოგონას. -ბატონი დათა გირეკავთ.-მიაწოდა მობილური. -უთხარი, რომ ცოტახანში გადავურეკავ.-ეუბნება მაკატერინე. -ასე თქვა საჩქაროაო.-ეუბნება გოგონა და როგორც მივხვდი, მისი მდივანი. ქალბატონი მაკატერინე, ხელს იშვერს და ლანაც მობილურს აწვდის: -ხო, დათა! ........... -დემეტრეს სიცხე აქვს?-წუხდება მაკატერინე. ............. ხო, ეგ წამალი დაალევინე და ცოტახანში მეც წამოვალ.-მობილურს თიშავს და ჩვენ გვიბრუნდება.-უკაცრავად, ჩემს შვილს სიცხე აქვს და... ხო, საქმეზე გადავიდეთ! საბუთებს გადავხედე და მართალი აღმოჩნდით, მას ბევრ ბანკში აქვს სესხი. თუმცა, როგორც ჩვენი მოწინააღმდეგე მხარე ამტკიცებს, რომ თქვენ საბუტები არ შეუმოწმეთ და ისე გაეცით უარყოფითი პასუხი ეს უნდა დავამტკიცოთ.-გვეუბნება ადვოკატი.-საბუთების მოტანა, რომ გთხოვეთ მომიტანეთ? -დიახ!-აწვდის ლაშა. -მაშ, კარგით თავისუფლები ხართ და კიდევ შევხდებით.-გვემშვიდობება ქალბატონი მაკატერინე. წინ ლაშა მიდის და მეც კან მივყვები, კუდის სავით. მანქანაში ვჯდებით და უხმოდ მივდივართ. ცოტახანაში, სიჩუმეს მე ვართვევ, მინდა, რომ ჩემი დანაშაული გამოვისყიდო: -ლაშაა!-ვეუბნები ჩუმად. ის ხმას არ იღებს და გზას უყურებს.-ვიცი, დამნაშავე ვარ! ისიც, ვიცი, რომ უმიზეზოდ...-ვთქვა, რომ ვიეჭვიანე? თუმცა ამის თქმა რათ უნდა, ისედაც ხომ ყველაფერი ნათელია, მაგრამ ქალებს, ხომ იმის აღიარება, რომ ვეჭვიანობთ არ გვიყვარს. -რა უმიზეზოდ?-მეკითხება ირონიით. -რომ ვიეჭვიანე.-როგორც იქნა ვთქვი.-შენიც მჯერა და ცუდათ მოვიქეცი. მეც მიყვარხარ და ბოდიში!-სიყვარულშიც გამოვუტყდი, ჩემივე პირით. -კარგია, რომ ხვდები შენს დანაშაულს!-ისევ გზას უყურებს. ჩემი წვალება უნდა?! -შემომხედავ თუ რას იზავ?!-ყურადღებას, რომ არ მაქცევს ვბრაზდები და ფიალა ავსებული ვეუბნები. თუმცა, რა გასაკვირია, რომ არ მიყურებს?! სწორიცაა! -მოვედით, გადადი!-ფანჯარაში ვიყურები და უკვე ბანკის წინ ვდგავართ. კარებს ვაღებ და მანქანიდან გადავდივარ. ჩემს ადგილას ვჯდები და დიანა ჩემსკენ იწევა სკამით: -გუშინ ვეღარ გკითხე, მოგეწონა ლაშას ყოფილი ცოლი?-მეკითხება დიანა ცნობისმოყვარეობით. -დიანა დამთავრებ თუ არა! როდემდე უნდა იყო ასე? რაში გაინტერესებს ლაშას ყოფილი ცოლი ან საიდან მოგაქვს ამდენი სისულელე?-ვეკიტხები გაბრაზებული და შეწუხებული. -შენ სისულელე ეძახ და...-ამბობს დიანა. -და რა?-ვეკითხები მე. -კარგი რა, უფროსის ცხოვრება ვის არ აინტერესებს?-მეკითხება დიანა. -სოფია, ბატონ ლაშამ საბუთები, რომ მივეცი შემომიტანოსო.-მოდის ელენე. -კარგი!-ვთანხმდები, მაგრამ შესვლა არ მინდა. დაუკაკუნებლად შევდივარ და საბუთებს მაგიდაზე ვუდებ და უკან ვბრუნდები. -გაჩერდი!-მესმის ლაშას ხმა. უკან ვბრუნდები და მას ვუყურებ. ჩემთან ახლოს მოდის და სახეზე მაკვირდება. სუნთქვა მეკვრის და თვალებს დაბლა ვხრი. -კალამი გისვია სახეზე!-მეუბნება და სავარძელში ჯდება. გაბრაზებული უკან ვბრუნდები და კარებს ვიჯახუნებ. მან ჩემი წვალება გადაწყვიტა? სამაგიეროს მიხდის? გაბრაზებული სკამზე ვებერტყები და მობილურს უმიზეზოდ ვატრიალებ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.