მდიდრების თამაში 2თავი
თორნიკეს სახეზე, ძალიან დიდი ნერვიულობა და დაძაბულობა ეტყობოდა. მის წინ ახალგაზრდა ქალი გაბადრული იჯდა და კეკლუცად შესციცინებდა თვალებში თორნიკეს. თორნიკემ როგორც იქნა დაძლია დაძაბულობა და ხმა ამოიღო, წყნრად დაიწყო საუბარი. ---ირმა მინდა, რომ სერიოზულად დაგელაპარაკო. ამ წუთისთვის და ამ საუბრისთვის ძალიან დიდი ხანია, რომ ვემზადები, მაგრამ ჯერ უნდა გითხრს ვინ ვარ და სად ვმუშაობ. ---ეს საერთოდ არ მაინტერესებს თორნიკე, ეს წვრილმანები, ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი. თორნიკეს გაეღიმა და უთხრა. ---მართლა? შენ გასაოცარი ქალი ხარ ირმა და მაოცებ, მაგრამ მე მაინც მინდა იცოდე, ცოტა რამ ჩემი ცხოვრების შესახებ და მომისმინე, ძალიან გთხოვ არ შემაწყვეტინო. მე ვმუშაობ ერთ ძალიან მდიდარ ოჯახში ირმა. იმ ადამიანს ვეხმარები ოჯახის საქმეებში, ვრეცხავ მანქანებს და ერთი სიტყვით, ვაკეთებ ყველაფერ იმას, რასაც ის მეტყვის.- ირმას სახე შეეცვალა, მის სახეზე თბილი ღიმილი თანდათან ყინულივით ცივი გახდა. დააკვირდა თორნიკეს, თვალებში ჩახედა და უთხრა; ---შენ ეს არ გეტყობა თორნიკე შენი ჩაცმის სტილით, თუ შევხედავთ შენს პიროვნებას. ეს პიჯაკი ძალიან ძვირადღირებულია.- თორნიკეს რეზის სიტყვები გაახსენდა და გაეცინა, მაგრამ არ დაიბნა და უცებ უპასუხა ღიმილით. ---ვიცოდი მაგას რომ მეტყოდი, ეს კოსტიუმი ჩემი უფროსის საჩუქარია. საზღვარეთ როცა მიდის, უსაჩუქროდ არ ბრუნდება უკან. ---და საათი? ეს ხომ უნიკალური ბრენდია და ესეც ძვირადღირებულია. ---კი გეთანხმები 350 $ ღირს, გინდა დაიჯერე გინდა არა, მაგრამ ესეც დაბადების დღეზე მაჩუქა. მისთვის ეს თანხა არაფერია ირმა. ---ავტომობილი? ბოლო მოდელის X6-ია.- თორნიკემ ხმამაღლა გაიცინა მეტი დამაჯერებლობისთვის. ---ეს კი ჩემი უფროსისაა. ის ჩემი ასაკისაა და უარს არ მეუბნება, როცა მე მჭირდება გასვლა მანქანით. ძალიან მეხმარება, მისთვის დღეს 1000 ლარის დახარჯვა ისეა, როგორც 10 ლარი. ცხოვრებითაც მის სახლში ვცხოვრობ. -ირმა უსმენდა აღარაფერი არ ესმოდა, ხელებს კი მაგიდის ქვემოთ მალავდა და სადაც იყო თითებს გადაიმტვრევდა. ეგონა მდიდარ მამაკაცს შეხვდა, მისი ცხოვრების პრინცს და აღმოჩნდა ეს არაფრის მქონეა. ირმა თავის ფიქრებში იყო ჩაძირული და უკვე გაქცევას ფიქრობდა, რომ თორნიკეს ხმამ გამოაფხიზლა. ---ირმა გყავს ვინმე კარგი მეგობარი, უბრალო და სათნო ჩემს უფროსს რომ გავაცნო. მინდა კარგი მეგობრობა სიკეთით გადავუხადო. ---მეგობარი? დაფიქრდა და კმაყოფილმა უპასუხა. ---მეგობარი? კი როგორ არ მყავს, ძალიან უბრალო და სათნო, დარინა ლიპარიშვილი. მეორე დილით სამსახურში მისულს, სქელი საქაღალდე დაუდო წინ დარინას და უთხრა; ---პირადად ხელში გადასცემ ბანკში ვიცე პრეზიდენტს. ეს ბანკის ანგარიშებია, გასაგებია? ---დიახ გავიგე და ყველაფერს შევასრულებ ქალბატონო ირმა. ---ხო აი რა მინდა გკითხო დიდი ხანია, როგორაა შენი პირადი ცხოვრება? დარინას უცნაურად მოეჩვენა თვით ირმადან ასეთი პირადული კითხვის დასმა და გაუბედავად, მაგრამ მხიარულად უპასუხა. ---ჯერ თავისუფლებით ვტკბები უფროსო. ---მე მაქვს შემოთავაზება შენთან პირადად და უარი არ მიიღება. მყავს ერთი მეგობარი, რომელსაც უნდა გაიცნოს, უბრალო და სათნო გოგონა. აი მე კი ბევრი არც მიფიქრია არჩევანი პირდაპირ შენზე შევაჩერე.- დარინა დაიბნა და ენა დაებლუკა. ---მე... მე... არ ვიცი, მე ჯერ არ ვფიქრობ.....! ---მე უკვე ვუთხარი, რომ დღეს საღამოს ერთად ვივახშმებთ. ---ვივახშმებთ? ეს როგორ არც კი ვიცნობ ადამიანს და მასთან ერთად ვივახშმო?-გაუკვირდა დარინას და ცოტა კიც გაბრაზდა ირმაზე. ---ასეა დღეს ერთად ვივახშმებთ. თვალი ჩაუკრა ირმამ და დაამატა.- მერე მადლობას მეტყვი, დარინა თორნიკე ძალიან კარგი ადამიანია. ---არა, მე არ შემიძლია, ვერ შევხვდები.- მტკიცე უარზე დადგა დარინა. ---არაფლის მოსმენა არ მინდა. დღეს 11 საათზე რესტორან რედისიონის შესასვლელთან შევხვდებით ერთმანეთს. ვსიო ეს გადაწყვეტილია და არ მესმის არაფერი. დარინა მოწყენილი უსმენდა ირმას და ალბად უფლება რომ ჰქონოდა, ერთ ღერ თმას არ შეარჩენდა თავზე ირმა გოგოს. სახლში მისულმა მისი გარდერობი გამოაღო და ტანსაცმლის არჩევა დაიწყო, არ უნდოდა გამომწვევად ჩაეცვა, არც ისე მონაზონს დამსგავსებოდა. ამიტომ თეთრი შავ წინწკლებიან პერანგზე შეაჩერა არჩევანი და შავ კლასიკურ შარვალზე. ასევე შავი ქუსლიანი ფეხსაცმელი და შავი მოსამცმელი, რადგან გარეთ ჯერ კიდევ სიცივე იყო, კალენდარი გაზაფხულის ბოლო დღეებს ითვლიდა. თმები უბრალოდ ჩამოივარცხნა, მის კურჩხალა შავ თმას არანაირი შელამაზება არ სჭირდებოდა, უბრალოდ აიწია და გვერდებზე ლოკონები ჩამოეყარა, მოეწონა და ასევე დატოვა. ამ მზადებაში დედამ შემოუსწრო და გაოცებულმა კითხა. ---სად მიდიხარ ასეთ დროს? არ იყო მიჩვეული დარინას საღამოობით გარეთ გასვლას ქალბატონი მარინა და უცნაურად მოეჩვენა, ან რა იყო უცნაური 24 წლის გოგონას, რომ პირადი ცხოვრება აქვს უკვე ეს უცნაურია? ---კინოში მივდივართ გოგოები. არ ინერვიულო არ დავაგვიანებ დედიკო. წავედი აბა დროებით და დილამდეეე- აკოცა დედას და მოზომილი ნაბიჯებით დატოვა სახლი.დედამ კი მიაძახა. ---კინოში გოგოებთან წასასვლელად, ზედმეტად გამოპრანჭული ხარ. ---არ ინერვიულო დე, შვილი გაგეზარდა დროა შეეგუო ამას. ღიმილით უთხრა და კარიც გაიკეტა. ძალიან იჩქარა, მაგრამ მაინც დააგვიანდა. მისმა მისვლამ კი ეფექტი გამოიღო, თვით ირმას თვალშიდაც კი. ---ბოდიშით დამაგვიანდა.- თქვა მორცხვად. თორნიკემ შორიდან შეათვალიერა დარინა და ერთი შეხედვით მოეწონა ეს მორცხვი გოგონა. ---აბა ბიჭებო გაიცანით, ეს ჩემი თანამშრომელია დარინა. უთხრა რეზის და თორნიკეს. ესენი კი დარინა ჩემი მეგობრები არიან. მიუბრუნდა დარინას და თვალით თორნიკეზე ანიშნა. დარინას შერცხვა და ჩუმად ჩაილაპარაკა, ძლივს გასაგონი ხმით. ---სასიამოვნოა.- ორივეს ხელი ჩამოართვა და რატომღაც მისი თხელი და აცახცახებული თითები თორნიკეს დიდ და ძლიერ ხელში დიდხანს შერჩა. დარინას შერცხვა და ლოყები აუწითლდა. თორნიკეს კი გაეღიმა ყველას შეუმჩნევლად. ---აბა, რადგან უკვე ყველა მოვედით და კიდეც გავიცანით ერთმანეთი, დროა შევიდეთ. თქვა რეზიმ. თორნიკე წინ გაუძღვათ დაკავებული მაგიდისაკენ ისე გააკეთა რომ დარინას წინ დაჯდა და ირმა რეზის გვერდით დასვა, რაზეც ირმამ მადლიერი თვალები შეანათა თორნიკეს. ---რა მოგართვათ? მათ მაგიდას ოფიციანტი მიუახლოვდა ბლოკნოტით ხელში. ---აბა ჩემო ძმაო, არაყი მოგვიტანე.- თქვა რეზიმ მხიარულად, მაგრამ თორნიკემ ფეხი მიარტყა გოგოების შეუმჩნევლად და რეზიმ უეცრად მოვიდა გონს. -სტოპ, სოპ, სტოპ ვიხუმრე. მე კონიაკი მომიტანეთ თქვენ რას მიირთმევთ? გოგოებს გადახედა რეზიმ. ირმამ გაიბადრა და თქვა. ---მე ირლანდიულ ყავას დავლევ და მსუბუქი დესერტი მომართვით. ---თქვენც იგივე? მიმართა ოფიციანტმა დარინას. ---არა, არა. უბრალოდ ყავა.- მორცხვად თქვა.- --მეც უბრალოდ ყავა- .უთხრა თორნიკემ ოფიციანტს ---ძალიან მომწონს აქ, კარგი განტვირთვის ადგილია, დაღილობას მოგიხსნის აქ ყოფნა. თქვენ რას იტყვით?- შეკითხვა სხვათაშორის ირმას დაუსვა. ---მესმის თქვენი და ძალიან კარგად. მეც თქვენსავით დამღლელი სამუშაო მაქვს, (რას აკეთებს ნეტავ,რომ იღლება) ცუდი არ იქნება, აქ თუ ვივლი დაღლილობის მოსახსნელად და არა მარტო, თქვენთან ერთად.- დარინამ თვალები გადაატრიალა ირმას სიტყვებზე, რაც თორნიკეს არ დარჩენია შეუმჩნეველი და ჩაეცინა. ---ძნელია, როცა ასეთი დამღლელი სამუშაო გაქვს, რამდენ ხალხთან გიწევს ურთიერთობა და შელაპარაკება- თქვა რეზიმ. ---დიახ, დიახ სწორედ ესაა ყველაზე დამღლელი პროცესი. -რეზიმ და ირმამ კარგად გაუგეს, მაგრამ დარინასთვის ძალიან მოსაწყენი იყო იქ ყოფნა. თორნიკე და დარინა ერთნაირად ფიქრობდა, ორივე გაქცევაზე იყო, რომ აქ ორივე ზედმეტად გრძნობდა თავს. ისაუბრეს,კარგად გაიცვნეს ერთმანეთი, ირმამ მერამდენე ყავა შეუკვეთა უკვე სათვალავიც კი აერია დარინას. ოფიციანტმა დარინას შემთხვევით პერანგზე გადაასხა ყავა, რაზეც თორნიკე ძალიან გაბრაზდა. ---ბოდიშს გიხდით, დღეს პირველი დღეა რაც აქ მუშაობს და თუ თქვენი სურვილია ის დავითხოვო სამსახურიდან, დავითხოვ ახლავეს. დარინას შეეცოდა ახალგაზრდა ოფიციანტი.ვინ იცის როგორ ჭირდებოდა მას ეს სამსახური და შეეცოდა .ამიტომ წყნარად უთხრა იქვე მდგარ მენეჯერს და აკანკალებულ გოგონას ღიმილით გახედა. ---არ არის საჭირო სამუშაოდან დაითხოვოთ, ეს ხომ შემთხვევით მოხდა.ბოდიში მოიხადა ყველას წინაშე და ცოტა ხნით დაეთხოვა მაგიდის წევრებს. გავიდა, თავი მოიწესრიგა და მალე დაუბრუნდა საერთო კამპანიას. კიდევ ერთხელ მოიხადა ბოდიში და მორიდებით აღნიშნა. -უკვე გვიან არის, მე უნდა წავიდე.- თორნიკემ შვებით ამოისუნთქა და ისიც წამოდგა ფეხზე. ყველამ დატოვა რესტორანი და დარინამ ეზოში დაემშვიდობა მათ, მაგრამ ირმამ არ გაუშვა და მაცდური წინადადება შესთავაზა სამივეს. ---რას იტყვით, ხვალ ხომ კვირაა და ოთხივემ ჩემს აგარაკზე რომ წავიდეთ? ---ცუდი იდეა არ არის, წავიდეთ. დაეთანხმა რეზი. ---მე არ შემიძლია და ბოდიშს გიხდით.- თქვა გადაწყვეტილი პასუხი დარინამ. ---არანაირი უარი არ მიიღება. მკაცრად და მტკიცედ უთხრა ირმამ დარინას და თვალების ბრიალით შეხედა. დარინამაც სიჩუმე არჩია, რადგან უაზრო იყო ირმასთან შეპასუხება. ---გოგოებო მიგაცილებთ სახლამდა.- გოგოებს გაცილება შესთავაზა რეზიმ რამაც ირმა აღტაცებაში მოიყვანა. ---ოოო უარს ვერ გეტყვით.- კეკლუცად უთხრა ირმამ. ---მე მეტროთი წავალ, მადლობა შემოთავაზებისთვის. თქვა დარინამ და თორნიკეს მიერ გამოღებულ მანქანის კარებს, გვერდი ოსტატურად აუარა და ჩქარი ნაბიჯით დაუყვა ქუჩას, ღამის სიბნელეში. თორნიკე კი დარჩა გაოცებული,არამარტო დარინას საქციელით, არამედ მისი უბრალოებით. ---თორნიკე შენ დარინა გააცილე და ირმას მე გავიყვან. მიდი გაყევი რას მომაშტერდი. უთხრა რეზიმ და თორნიკე ფიქრებიდან გამოიყვანა. შეძლებისდაგვარად ჩქარი ნაბიჯით გაყვა დარინას და თან ფიქრობდა. ---საიდან მოხვედი, ასეთი უბრალო.ერთადერთი ხარ ასეთი უბრალო სულით ვისაც კი ვიცნობ.- ხმამაღლა ძახილით კი დარინას დაედევნა. -დარინა დაიცადე, მეც ვმუშაობ ხვალ, მიგიყვან სახლამდე და მეც მშვიდად წავალ. თხოვდა თორნიკე რომელიც ტაქსით მიყვებოდა დარინას ფეხდაფეხ. ---დიდი მადლობა, მაგრამ რატომ წუხდები, არ არის საჭირო სახლამდე მომყვე. თორნიკე გადმოვიდა ტაქსიდან და დარინას სთხოვდა დამჯდარიყო, რომ მიეყვანა სახლამდე და ღამით ქუჩაში არ დაეტოვა მარტოდ მარტო. ---რადგან არ გინდა, ღამე მარტო დამტოვო, მადლობა ტაქსისთვის. ტაქსის კარები გამოაღო, ჩაჯდა და წავიდა. თორნიკე კი დატოვა გაშტერებული ღამის სიმყუდროვეში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.