SoulMate 4
11 მარტი, 2016. ისევ სიბნელეში გავიღვიძე. არვიცი რა დრო იყო და ვხვდებოდი რომ აზრი არ ჰქონდა. დაახლოებით ერთმა დღემ მაინც ჩაიარა. ყელს თითქოს ათასობით დანა მისერავდა შიგნიდან, ვიცოდი გაუწყლოების გამო ვიყავი ესე. მთელს ფურგონში დამპალი განავლის სუნი იდგა. ფრედრიკთან არ მისაუბრია, სასოწარკვეთილი ვარ. არ შემიშლია დავიძინო ალექსის გარეშე. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი რომ ალექსი ჩემს დასახსნელად მოვიდოდა. ვიხსენებდი დროს როდესაც პირველად შემიყვარდა. ან იმ დროს როდესაც პირველად გავაანალიზე რომ მიყვარდა. "ორი წლის წინ, დედამ და მამამ კარნავალზე წაგვიყვანეს, საშინელება იყო, მე ცამეტის ვიყავი და ყველაზე მეტად ეშმაკის ბორბალზე მინდოდა დაჯდომა. მთელი გზა გაბუტული ვიყავი და ამიტომ მშობლები გზაშივე გავაბრაზე. -ანა, თუ წუწუნს არ მორჩები, მთელი დღის მანძილზე არაფერზე იკატავებ - მითხრა მამამ როდესაც ბორბალთან მივდიოდით. ის არასდროს იყო კარგი ყვირილში. - კარგი, არმინდა! - ჩავიბუზღუნე ჩემთვის. - საკმარისია! - დაიყვირა დედამ - ვერ გავიგე ნახევარი რაც თქვი, მაგრამ თუ ხასიათს არ შეიცვლი დაისჯები, არ წაიკითხავ და არ დაჯდები კომპიუტერთან ორი კვირით! ამან მომაკეტინა. დედა საპირფარეშოში მიდიოდა და მამაც მას გაყვა. მე და ალექსი ერთ ატრაქციონზე მარტო მივდიოდით. - წამოდი ანა, გთხოვ, გთხოვ?! მხოლოდ ერთხელ! - ალექსი მეხვეწებოდა რომ წავსულყავი ატრაქციონზე რომლის მერეც ვიცოდი ცუდათ გავხდებოდი. - არა, მეათასედ ვამბობ, არა! ალექსი და მე ახლოს ვიყავით, ჩვენ ყველაფერს ერთად ვაკეთებდით პატარაობიდან. მაგრამ არ ვიყავით ისე ახლოს როგორც ეხლა. ეს იყო და-ძმის სიყვარული, და წარსულში ორივე ვუარყოფდით რომ შეიძლება უფრო მეტი ყოფილიყო. ჩვენ გონებაში არაფერი მსგავსს არ გაუვლია ამ დღემდე. ის ბოლოს დანებდა და თვითონ წავიდა, როდესაც მე სკამზე დავჯექი და ვუყურებდი როგორ ტრიალებდა დიდი მეტალის ატრაქციონი. როდესაც ჩემს წინ ჩამოივლიდა, ალექსი სასაცილო სახეებს აკეთებდა და მაცინებდა, მიუხედავად იმისა რომ ვცდილობდი გაბუტული სახე მქონოდა. როდესაც დასრულდა და ის ჩამოვიდა კბილების კრეჭვით, ყბა ჩამომივარდა. გქონიათ მომენტი როდესაც უყურებთ ვიღაცას და აცნობიერებთ " ოჰ ღმერთო ჩემო, ეს არის ყველაზე ლამაზი ადამიანი მთელს პლანეტაზე? " ეს მომენტი მქონდა. მზე ღრუბლებს შორის იკვალავდა გზას, ერთი სხივი ჩემი ძმის სახეზე ეცემოდა. მისი თმა ჟანგისფერი, ოქროსფერი იყო, აბრეშუმივით მოძრაობდა მასზე და აქამდე არასდროს შემემჩნია. მისი სახე ანთებული, კანი ფერმკრთალი მაგრამ მბრწყინავი და გლუვი. სუნთქვა შემეკრა და ლაპარაკის უნარი დავკარგე, დრო გაიყინა იმ მომენტში და ერთადერთი აზრი მქონდა თავში როდესაც მისი სახე დავინახე. ლამაზი. ეს იიყო როდესაც გავაცნობიერე რომ ჩემი არაბიოლოგიური ძმა მიყვარდა, სიგიჟემდე, შეუცვლელად მიყვარდა. - ანა კარგად ხარ? - მისი ხმა იყო დაბალი, ჩახრინწული და ბოხი ცამეტი წლის ბიჭისთვის, მისი ღიმილი დამაბრმავებლად ბრწყინავდა, მისი ტუჩებიდან ალმასის კბილები ჩანდნენ. ერთადერთი რაც ჩემს გონებაში ისმოდა იყო " ოჰ ღმერთო ჩემო ოღმერთოჩემოოღმერთოჩემო. მოულოდნელად მაჯაში მოვკიდე ხელი გაშმაგებით წავიყოლე ერთ ერთი ატრაკციონის საკონტროლო მოწყობილობის უკან. მხედველობის არიდან გავედით და ვეღარავინ დაგვინახავდა, მახსოვს პეპლები რომლებიც ჩემს მუცელში დაფრინავდნენ და გაბრაზებულები ცდილობდნენ ჩემი ყელიდან ამოსულიყვნენ. ახლოს მივედი ალექსთან და ვგრძნობდი მის ცხელ სუნთქვას ტუჩებთან. არ შემეძლო მოთმენა. უფრო შევამცირე ჩვენს შორის მანძილი. ამის შემდეგ მან გააკეთა ჩემს მაგივრად, სუსტად ამოიკვნესა და ჩემს თმაში ხელები აბლანდა. მისი ტუჩები ჩემსაზე მოძრაობდნენ რბილად, თბილად, როგორც თავსატეხის შესაფერისი ნაწილები. ორივე ჰაერისთივს ჩამოვშორდისთ ერთმანეთს, მე ვგრძნობდი რომ სიამოვნებისგან გული მიმდიოდა. არასდროს დამავიწყდება მისი ჩაცინება. -ანა- ჩაიჩურჩულა წარმოუდგენლად სექსუალური ხმით - მე... მე ვფიქრობ რომ მიყვარხარ. - მართლა შერლოკ? - ვუთხარი მოგუდული ხმით, ისევ თავბრუდახვეული კოცნისგან - ეხლა, აპირებ კიდევ მაკოცო თუ რა?" ცრემლებით გამოვფხიზლდი. ხელები მუხლების გარშემო შემოვიხვიე და თავი ჩავრგე, იმდენად მცირე გავხდი რამდენადაც შესაძლებელი იყო. მშიოდა და დაღლილი და სევდიანი ვიყავი. ჩემი სხეული ნაწამები ჩუმი ცრემლებისგან, ღმერთს შევთხოვდი რომ ვინმე მიპოვიდა. საათები, ან შეიძლება წუთები გადიოდა და ეხლა ვწერ მნათობი კალმით. ფურგუნი ნელა მოძრაობს და მესმის ფრედრიკის მოძრაობა. ალბათ კარგი ნიშანია. მოულოდნელად მანქანა გაჩერდა. ნაუცბათევად ვწერ სიტყვებს. იქნებ დამიხსნეს? ან იქნებ ორი კაცი გაჩერდნენ რომ მოგვკლან? აჰ... სინათლე ყველგან, დამაბრმავებელი სინათლე. მათ კარი გააღეს. ვერ ვხედავ საკმარისად რომ გაქცევა შევძლო, მხოლოდ ფურცელს ჩემს წინ. მესმის ხმა რომელიც არ არის ნაცნობი ან შეიძლება ინგლისურიც არ არის. ფრანგული, ალბათ? ფრედრიკი ჩემს უკან ჩურჩულებს რაღაცას მაგრამ ჩემს თვალებს კიდევ არ შეუძლიათ არაფრის დანახვა და ყურები არ მუშაობს. ქარს იმედი არ აქვს რომ მოუსმენენ, როგორც არ უნდა იყოს, ბედის ვერცხლის ნაწილი მიიკვლევს გზას ქორების ფრთებამდე რომლებიც ისევ ტირიან და გლოვენ რაღაცისთვის რაც ყოველთვის ჰქონდათ, ოცნებობენ რომ იპოვონ, მაინც საშინლად ენატრებათ, თუნდაც მათმა პატარა ტვინებმა არ იცოდნენ ეს. ბედის ჰაერში მოქნევას არ აქვს ხმა. მოქნევას ალბათ ქორები იგებენ მაგრამ ადამიანები ვერა. მოქნევა, და აქ არის მტრედი, მიუწვდენელ ადგილზე. ვერასდროს იოცნებებ რომ ის დაიჭირო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.