შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მდიდრების თამაში 3თავი


16-10-2016, 21:03
ავტორი zia-maria
ნანახია 3 195

ღმერთმა შექმნა სამყარო და მშრომელი ხალხისათვის 6 სამუშაო დღე დააწესა, აი მეშვიდე დღე კი დასვენების დღედ დატოვა, და ეს დღე არის კვირა დღე. სწორედ მეორე დღე, კვიირა დღე იყო და ოთხივე კუს ტბაზე ავიდნენ, ირმას აგარაკზე. სახლი ახლოს იყო ტბასთან, სახლს წინ კი წიწვოვანი ხეები ამშვენებდა და ძალიან ლამაზი იყო ირგვლივ მიდამო.
---აქ მიყვარს ყოფნა, ძალიან კარგია, თან სუფთა ჰერი და სიმყუდროვე. ამ ყველაფერთს კი ხელს უწყობს მშველიერი გარემო. არ მოიწყინოთ, აქ ყველა კარგ დროს გავატარებთ. რეზიკო მოგწონს აქაურობა?- ირმა კეკლუცობდა და თან უხაროდა რეზის გვერდით ყოფნა.
---არაჩვეულებრივი ადგილია. სინამდვილეს ვერც რეზი დაუდგა წინ და აღფრთოვანებულმა დაეთანხმა, რამაც ირმა უფრო გააბედნიერა.
---აა დარინააა. მე დამავიწყდა გამეფრთხილებინე, რომ საცურაო კოსტიუმი წამოგეღო.- უთხრა ვითომდა შეწუხებულმა ირმამ დარინას.
---არა, მაგრამ ეს არ წარმოადგენს საშინელებას. არ ჩავალ წყალში და ვსიო.- უთხრა დარინამ ისე, რომ მიდამოს თვალიერება არ შეუწყვეტია.
---როგორ თუ არ გინდა. წამოდი, წამოდი მე ჩემსას მოგცემ კარგად გექნება.
---არ მინდა ირმა არ ჩავიცმევ. გაუძალიანდა დარინა.
---სიტყვის გაგონებაც არ მინდა. უთხრა ირმამ და თითქმის ძალით წაიყვანა დარინა სახლისკენ. გზაში კი ჩუმად ჩასჩურჩულა.
-სულ არ გეხერხება მამაკაცის დაკერვა დარინა, რატომ უნდა დამალო ის რაც კარგი გაქვს?
---კარგი რა ირმა, რა საჭიროა.- წუწუნებდა დარინა და ისე მიყვებოდა ირმას. თორნიკემ თვალი გააყოლა მიმავალ გოგოებს და ჩუმი ხმით უთხრა რეზის.
---რეზი ძალიან დამღალა ამ ქალის კაპრიზებმა, რაღაც დარინა თვალში ყავს ცუდად ამოყვანილი და ვფიქრობ რაღაც აქვს ჩაფიქრებული.
---ნუ იტყვი მეც ძალიან დავიღალე უკვე, ვფიქრობ ტყუილად არ წაიყვანა სახლში, აქ რაღაც მოხდება. ძალიან კარგი გოგოა დარინა. მას თვალებში თუ ჩახედავ მის სისადავეს თვალები გეტყვიან. იბრძოლე მისთვის. გულწრფელი იყო რეზის სიტყვები.
---შემოდი, შემოდი აი ეს წითელი საცურავო კოსტიუმი ჩაიცვი, მოგიხდება. მეც მალე მოვალ და მეც ჩავიცმევ. ირმამ მარტო დატოვა დარინა მის საძინებელში და თავად ბიჭებთან დაბრუნდა ეზოში.
---აბა როგორ ხართ ბიჭებო? თორნიკე რატომ ზიხარ? რეზი სად არის? გარშემო მომოიხედა და ტბის სიახლოვეს დაინახა რეზი რომელიც ტბას გადაჰყურებდა. თორნიკემ და ირმამ მწვადის მზადება დაიწყო და უეცრად ირმამ თავზე მოიკიდა ორივე ხელები.
---რა დაგემართა ირმა ცუდად ხარ? შეეკითხა შეშინებულმა თორნიკემ.
---ძალიან გთხოვ, მაღლა ჩემს საძინებელში კომოდზე პატარა შუშით წამალი დევს და მომიტანე. დღეს არ მიმიღია და ეს არ შეიძლება.
---მოდი აქ დაჯექი შენ და მე ახლავეს წამალს მოგიტან. ნელა-ნელა მიიყვანა მაგიდასთან და ფრთხილად დააჯინა, შემდეგ კი სახლისაკენ გაიქცა. ირმამ კი ცოტა ხანში წამოდგა და რეზის ამოუდგა გვერდით.
---ირმა ძალიან დავტკბი აქ სიმშვიდით და სილამაზით. საოცრად ლამაზია აქაურობა.
---ჩვენ ერთნაირი გემოვნება გვაქვს ძვირფასო. ცოტა ხნით ეკეკლუცა რეზის და ისიც თორნიკეს მიჰყვა უკან.
დარინამ ტანთ გაიხადა და წითელი ტრუსი ამოიცვა. ზემოთ ბუზგალტერს იცმევდა, რომ საძინებლის კარებში თორნიკე იდგა გაშტერებული და ანთებული თვალებით უმზერდა, მის წინ შიშველ მდგარ არსებას რომელიც ანგელოზს ჰგავდა, მზის სხივს მოყოლილს. ამ დროს ირმაც მოვიდა და ერთი შეჰკივლა. ხან ერთს უცქედა და ხან მეორეს, ბოლოს დარინას უყვირა.
---ესაა შენი მეგობრობა? შიშველი დახვდი უცხო მამაკაცს საძინებელში? ალბად გინდოდა საწოლში შეგეტყუებინა. დარინა იდგა გაოგნებული, მკერდზე ორივე ხელებით აფარებული და სირცხვილისაგან თვალები მაგრად დაეხუჭა.. თორნიკემ ცალი ხელი თვალებზე მიიფარა და დარინას უთხრა.
---მე არაფერი დამინახავს, არაფერზე შემიხედია. ჩაიცვი და გელოდები ქვემოთ.
---ღმერთო როგორი სირცხვილია, როგორ მრცხვენია. არ ვიცოდი ასეთი თუ იყო. უთხრა თორნიკეს და რეზის გულზე აეკრა. გთხოვ მომაშორე აქაურობას, წამიყვანე ქედან რაც შეიძლება სასწრაფოდ. ჩემი საუკეთესო მეგობარი, ჩემს საძინებელში შიშველი, ღმერთო ეს როგორ გავამხილო. წამიყვანე გთხოვ აქედან რეზიიიი.
---კარგი რა ირმა, არაფერიც არ მომხდარა. უთხრა თორნიკემ.
---რა მოხდა თორნიკე. იკითხა გაოცებულმა რეზიმ რადგან, ვერ გაეგო რა მოხდა. თორნიკემ თვალი ჩაუკრა და რეზიმაც მიხვდა, რომ მართალი იყო რასაც ფიქრობდა. ირმამ თეატრი გაითამაშა. რეზის ჩაეღიმა და ირმა ხელით წაიყვანა მანქანისკენ, მაგრამ გული ეტკინა განადგურებულ დარინას რომ მოკრა თვალი. დარინა მიუახლოვდა თორნიკეს და დარცხვენილმა უთხრა.
---სად წავიდნენ?
---წავიდნენ თავიანთ ბუდეში. ამისთვის არ მოაწყო ეს ყველაფერი? ღიმილით უთხრა დარინას და იქვე ჩამოჯდა.
---არ ველოდი, გეფიცები ასე თუ დაეცემოდა და ამას გააკეთებდა, არ ველოდი.
----მე მივხვდი, რაღაც რომ ჰქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ ვერ მოვასწარი შენი გაბრთხილება. მეც და რეზიმაც მივხვდით. აი შენ კი ძალიან გულიუბრყვილო ხარ დარინა. ცოტა სიმკაცრე უნდა გამოიჩინო.
---ვერაფერს ვერ მივხვდი. როგორ გაასკეთა ეს, თავად წავიდა და ჩვენ აქ დაგვტოვა, ამინდი ირევა. ახლა რა ვქნათ?
---გინდა საზამთრო გავჭრათ? თუ გინდა მწვადი შევწვათ..
---არა, მე აქ არ გავჩერდები. ვინ იცის და ხვალ რას დაგვაბრალებს. მე მივდივარ, თქვენ კი როგორც გინდათ ისე მოიქეცით. თავის ჩანთას ხელი დაავლო და სირბილით გაეცალა თორნიკეს.
---დარინა მოიცადე. თორნიკემ მის პიჯაკს დაავლო ხელი და ღვინის ერთი ბოთლიც თანვე გაიყოლა. გზაზე გავიდნენ და ეცადნენ გამვლელი მანქანის გაჩერებას, მაგრამ არცერთმა არ გაუჩერა. ეს კი თორნიკეს ძალიან ახარებდა და გულში ხარხარებდა.
---ბასიაკი ლოთივით, რომ გიჭირავს ეს ბოთლი, კიდევ მაღლა აწიე და უფრო გაგიჩერებს მძღოლი მანქანას. უთხრა გაბრაზებულმა თორნიკეს. გაბრაზდა ისიც და დარინას შეუღრინა.
---მაშინ შენ ეცადე და გააჩერე მანქანა.
---გააჩერე გთხოვ.ქალაქისკენ მომვალ მანქანას თითქმის წინ გადაუდგა დარინა. რა ჯანდაბაა ეს, რატომ არ აჩერებენ. ჩაიდუდღუნა და თან მაღლა ცას ახედა.უცებ ჩამობნელდა ირგვლივ, ცას შავი ღრუბელი გადაეკრა და ერთი ძლიერად დაიგრუხუნა, რასაც დარინას ძლიერი შეკივლება მოჰყვა. ღმერთო შენ მიშველე და გადამატანინე დღევანდელი დღე. საშინელი წვიმა წამოვიდა და ამ წვიმაში ორი ერთმანეთზე მეტი ჯიუტი ადამიანი წინ მიიკვლევდნენ გზას ფეხით. თორნიკემ რაღაც გადახურულს მოკრა თვალი და სიხარულით უთხრა დარინას.
---დარინა ნახე იქ რაღაც გადახურულია, პატარა სახლი ჩანს და წამოდი თავი შევაფაროთ, გადაიღებს წვიმა და ეგებ გავაჩეროთ მანქანა.
.---მე შენთან ერთდ, არასადაც არ წამოვალ. მირჩევნია ასე წვიმაში ვიარო.
---ასე ხომ? ჯინზე იქცევი დარინა. შენ ნუ წამოხვალ, მე წაგიყვან. უთხრა თორნიკემ და ხელში აიყვანა და სულ ყვირილით წაიყვანა იმ გადახურულისკენ.
---გამიშვი ხელი. დამსვი, დამსვი რომ გეუბნები. ყვიროდა და თან თევზივით ფართხალებდა. თორნიკემ პირდაპირ ტალახიან გუბურაში დასვა, თავად კი გატოპა და გავიდა. პატარა სახლი აღმოჩნდა, თივით სავსე, წყალი არსად არ ჩამოდიოდა პერანგი გაიხადა და გაწურა ,იქვე გადააფინა. შემდეგ დარინას მიუბრუნდა,რომელიც მის დაკუნთულ სხეულს თვალს არ აშორებდა. თორნიკეს გაეცინა და უთხრა.
---მე არ შემოგხედავ, გაიხადე და გაწურე პერანგი. შეეძლო თორნიკეს დაერეკა და მანქანა მოაკითხავდა, იქ სადაც იყო, მაგრამ ასე მის თავს გაყიდდა დარინას წინაშე. თან თავს ძალიან კარგად გრძნობდა, სიამოვნებდა ამ პატარა და მორცხვი გოგოს ახლოს ყოფნა. დარინამ ჩუმად გააპარა თვალი და შეხედა რა მართლა არ უყურებდა თორნიკე პერანგი გაიხადა, გაწურა და იქვე თივაზე მიაფინა. ჩაჯდა და მკერდზე მიიფარა ხელები, რომლებიც შავი ლიფიდან თეთრად ანათებდნენ. თორნიკემ მაინც გააპარა თვალი დარინასკენ და მისი სავსე მკერდის დანახვისას, სასიამოვნოდ ჩაეღიმა.
თორნიკე და დარინა უცხო ადგილას, წვიმას შეფარებულები, ელოდებიან როდის გადაიღებს წვიმა და ამ დროს, რეზიმ სახლამდე მიიყვანა ირმა და იმდენი მოახერხა ამ სწერვა ირმამ რომ, მის თვალში მილიონერი ბიზმესმენთან ერთად საწოლში აღმოჩნდა. თორნიკემ ღვინის ბოთლს მოხსნა თავი და დარინას მიაწოდა, დარინამ წარბებშეკრულნა ახედა და უთხრა.
---არა, არა მადლობა. გაეღიმა თორნიკეს და თავად მოსვა პირველად და ისევ გაუწოდა.-
--ნუ ჯიუტობ, მოსვი და ცოტას გათბები, თორემ დილამდე არცერთი კბილი აღარ შეგრჩება მასე თუ ურტყი ერთმანეთს და ვფიქრობ, უკბილო არასასიამოვნო შესახედი იქნები.
--- ოხ გავიცინოთ?
---როგორც გინდა. აბნევდა დარინას თორნიკეს ღიმილი. თვალი აარიდა და უთხრა.
---ხუმრობის ხასიათზეც, რომ ხარ. არ მიაქცია მის დუდღუნს ყურადღება თორნიკემ ეშმაკურად აუთამაშა თვალები და უთხრა.
---ისე უნდა ვაღიარო, რომ წითელი ფერი ძალიან გიხდება.
---რა წითელი ფერი, შენ საცურაო კოსტიუმზე ამბობ?
---არც შემიმჩნევია საცურაო თუ იყო, რომ შეგხედე, ეგრევე მიმაყინე ადგილზე. ვნებიანად უთხრა თორნიკემ.
---ისე რომ იცოდე, განათლებული და ჩამოყალიბებული ბიჭებმა, კარებზე იციან დაკაკუნება და არა შენსავეთ ველურივით შედიან უცხო საძინებელში.
---ისე რომ იცოდე, განათლებული გოგოები, უცხო საძინებელში შიშველი არ პოზიორობენ.
---ასე ხომ? შესანიშნავია. გაბრაზდა დარინა და წამოდგა. ოდნავ შემშრალი პერანგი ჩაიცვა და ერთი სიტყვა უთხრა, მივდივარ.
---წადი, წადი, ვნახავ ერთი სად წახვალ, გაეცინა თორნიკეს და თივაზე გადაწვა .უკვე ბინდდებოდა და შეეშინდა არ დაიკარგოს, ღამეში სად ვეძებოო და უკან გაჰყვა. სად მიდიხარ ერთი გამაგებია ამ წვიმაში. ვერ ხედავ ცა ძირს, რომ ჩამოდის?
---ზუსტადაც წავალ. შებრუნდა და საწინააღმდეგო მხარეს დაადგა საცალფეხო ბილიკს. გიორგს გაეცინა და ხმამაღლა უყვირა წინ წასულ დარინას.
---სად მიდიხარ, რომ დაადევი თავი და მიდიხარ. მაქეთ ტყეში მიდის გზა ჯიუტო.მომიცადე მაინც და მეც წამოვალ, არ დაეცე ფრთხილად იარე.
---არ მჭირდება შენი გამოყოლა. მოაძახა დარინამ და გზა გააგრძელა. ამ დროს თორნიკე დარინას განწირული კივილის ხმა გაიგონა და შიშისაგან გული ლამის წაუვიდა.



№1 სტუმარი Guest ხათუნა

ამ თავმა დამაინტრიგა.კარგი სერიალი გამოვიდოდა მზიკოოო

 


№2  offline მოდერი zia-maria

Guest ხათუნა
ამ თავმა დამაინტრიგა.კარგი სერიალი გამოვიდოდა მზიკოოო

laughing smiley როგორ გამაცინე ხათო. kissing_heart kissing_heart მადლობა საყვარელო,რომ კითხულობ.

 


№3 სტუმარი Nino kvirikashvilii.

Martlaa zalian daizaba cituazia..irmacc caqzielii autanelia...zaliann ganvizade darinacc mdgomareobaa.ra chirc rame itkina tu shashina ramemm.velodebi gulicc fanzqalitt momdevno tavcc.cauketecoidd gadmoizemn chemoo msia..magarucarr

 


№4  offline მოდერი zia-maria

Nino kvirikashvilii.
Martlaa zalian daizaba cituazia..irmacc caqzielii autanelia...zaliann ganvizade darinacc mdgomareobaa.ra chirc rame itkina tu shashina ramemm.velodebi gulicc fanzqalitt momdevno tavcc.cauketecoidd gadmoizemn chemoo msia..magarucarr

kissing_heart kissing_heart kissing_heart მადლობა ნინო გაიხარე.

 


№5  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგი ისტორიაა და მიხარია რომ დაგვიბრუნდი ეხლა წავიკითხე ყველა.თუ შეძლებ კარგი იქნება უფრო დიდ თავებს თუ დადებ
--------------------
ლანა

 


№6 სტუმარი Guest ხათუნა

წავიკითხე მეოთხე თავიც.დიდხანს ველოდე სანამ დაიდებოდა და ძაან ვისიამოვნე.შენი გმირი დარინა ძაან მომწონს.აქვს ხიბლიც თავდაჭერილია და ჭკვიანიც.გეგმებს არ აწყობს.მიჰყვება დინებას და ეს აუბრალოებს კიდეც.მოკლედ კარგი მიგნებაა.ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.

 


№7  offline მოდერი zia-maria

La-Na
კარგი ისტორიაა და მიხარია რომ დაგვიბრუნდი ეხლა წავიკითხე ყველა.თუ შეძლებ კარგი იქნება უფრო დიდ თავებს თუ დადებ

მე ახლა გადავხედე კომენტარებს და მიხარია, ისევ ჩემთან ერთად რომ გნახეთ.მადლობააა. kissing_heart

Guest ხათუნა
წავიკითხე მეოთხე თავიც.დიდხანს ველოდე სანამ დაიდებოდა და ძაან ვისიამოვნე.შენი გმირი დარინა ძაან მომწონს.აქვს ხიბლიც თავდაჭერილია და ჭკვიანიც.გეგმებს არ აწყობს.მიჰყვება დინებას და ეს აუბრალოებს კიდეც.მოკლედ კარგი მიგნებაა.ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.

ხათ მალამო ხარ გულის. kissing_heart kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent