ყველაფერი ჩხუბით დაიწყო 14
დილით თვალები რომ გავახილე და წინა ღამით მომხდარი გამახსენდა ხვიბლიანის შემრცხვა.არ ვიცოდი რა იქნებოდა შემდეგ,რა მოხდებოდა.ხვიბლიანს ვუყვარდი და ეს იყო მთავარი,მაგრმ იმასაც კარგად ვხვდებოდი,რომ წინ რთული გზა გველოდა.ხვიბლიანს არ ეძინა,თითქოს დაძაბული იყო და ნერვიულად სუნთქავდა.ვიცოდი საუბარს ვერსად გავექცეოდი მაგრამ არ ვიცოდი რა მეთქვა. -ნიაა..._ვერ ვუპასუხე ან რა უნდა მეთქვა -ნიაა ვიცი რომ არ გძინავს_ღიმილი შეეპარა ხვიბლიანს ხმაში --ჰოო_ავბლუყუნდი მეე -აბა შემომხედე -გთხოვვ არ გინდა -შემომხედე მეთქი_ნიკაპში ხელი ამომდო და თავი ამაწევინა_მითხარი კარგად ხარ?? ხომ არაფერი გტკივა?? როცა გავიაზრე რას მეკითხებოდა სისხლი მომაწვა და ლოყები გამიწითლდა -ისაა მეე რავიი_თითების წვალებას მოვყევი და დაბნეულად დავიწყე თვალების ცეცება -შენ რა ჩემი გრცხვენია??_გაეღიმა ბერდიას და შუბლზე მაკოცა -ნუ დამცინი_თვალები ამიცრემლიანდა და სადაც იყო ტირილს დავიწყებდი -აბა ახლაა_ხმა გაიმკაცრა ხვიბლიანმა და მკაცრად გამომხედა_ცრემლები არ დამანახო.რა გაქვს სატირალი?? -ახლა რა იქნება??ან თამრო რას იფიქრებს?? -დედა შე*ეცი ნიაა_დაიყვირა და შიშისგამ შევხტი_დავიჯერო ისეთი არაკაცის შთაბეჭდილებას ვტოვებ რომ გი*მარო და მერე მიგაგდო.გოგო გითხარი მიყვარხარ თქო ამას ახლაც გეუბნები.ნია მიყვარხარ გაიგე? მთელი არსებით მიყვარხარ.არვიცი როდის ან როგორ შემიყვარდი მაგრამ ერთი ვიცი რომ ამ სიყვარულის გარეშე სუნთქვაც კი არ შემიძლია.გგონია ჩემ თავში რომ არ ვყოფილიყავი დარწმუნებული ასეთ ნაბიჯს გადავდგამდი? -მე უბრალოდ მეშინია.ხომ არ ვჩქარობთ?_ვთქვი და ცრემლები გადმომცვივდა -ნია_წამში მოლბა ხვიბლიანი და გულზე ამიკრა_მენდე უბრალოდ მენდე ძალიან გთხოვ კარგი?? -კარგი_ვუთხარი და მკლავები მოვხვიე -ბედი შენი რომ ბიჭები არიან აქ თორემ მთელი დღე ოთახიდან არ გაგიშვებდი_წელზე მომიჭირა თითები_ახლა ავდგეთ თორებ გიგი ან გაგი შემოაღებს კარს და მერე მაგათ რა გაუძლებს. ფეხზე წამოდგა და მეც გამომიწოდა ხელი.მეც უნდა ავმდგარიყავი მაგრამ გამახსენდა რომ თითქმის შიშველი ვიყავი და უმალ გავწიე უკან მისკენ გაწვდილი ხელი.თითქოს ჩემი აზრები წაიკითხაო გაეღიმა და საწოლთან ჩაიმუხლა. -აბა მითხარი რის გრცხვენია?? -შენი_გაუბედავად ვთქვი და შიშისგან შევხტი ხარხარი რომ ატეხა -ღმერთო რა სულელი ხარ_თქვა და ხელში ამიტაცა_იქნებ ერთიბლივმა შხაპმა მოგიხსნას კომპლექსები -მოიცა რაა? გაგიჟდი? დაგვინახავენ..ბერდია ახლავე დამსვი -ჩუუ გაპროტესტება არც გაბედო და სიმართლე თუ გინდა პირადად მე დასამალი არაფერი მაქვს_მითხრა და რამე რომ არ მეთქვა ტუჩებზე წამეტანა.ასე კოცნით მიმიყვანა სააბაზანომდე.ნიჟარაზე ჩამომსვა და საშხაპეში წყალი მოუშვა. -მოდი_ხელი გამომიწოდა და ყოყმანი რომ შემატყო წინ დამიდგა. -ნია სირცხვილის მიზეზს ვერ ვხედავ.ახლა ჩვენ ერთი მთლიანობა ვართ.შენ ჩემი ხარ ჩემი საკუთრება ხარ გასაგებია? -ჰოო_ვუთხარი და იმისთვის რომ გამბედაობა მომმატებოდა ბაგეებზე წავეტანე.წამით დაიბნა მაგრამ მალევე მოვიდა გონს და კოცნაში ამყვა სიამოვნების წამოძახილი ვერ შევიკავე ქვედა ტუჩზე რომ მიკბინა.კოცნაში გართულმა ვიგრძენი როგორ მომაშორა სხეულიდან მჭირდოდ შემოხვეული პლედი.მერე მხოლოდ ის მახსოვს რომ ცხელი წყლის წვეთების მაგივრად ხვიბლიანის სხეულიდან წამოსული სიმხურვალე მწვავდა. ******** სარკის წინ ვიჯექი და სველ თმას ვივარცხნიდი.სარკიდან თითქოს სულ სხვა ვიღაც მიმზერდა გაბრწყინებული თვალებითა და აწითლებული ლოყებით.ბედნიერებისგან გაბადრული დაუფარავად ასხივებდა სიხარულს.გასული ღამის ყველა დეტალს ვიხსენებდი და ყველა ის ადგილი მეწვოდა სადაც გუშინ ბერდია მეხებოდა. -კრასოტკაა_მომესმა ქვევიდან ძახილი და სავარცხელი ხელიდან გამივარდა. -რა გაღრიალებს შე*ემა_მომესმა გაგის ხმაც. -მოვდივარ_ჩავძახე და ფეხზე წამოვდექი.სწრაფად ჩავირბინე კიბეები და მისაღებში შევედი. -რამოხდა?? -აუ კრასოტკა გვაჭამე რამე რა_შემეხვეწა გიგი -აუ ხო რა_აყვა ანდრიაც_შენ სატრფოს რა უჭირს ალბათ გუშინ მთელი ღამე ჭამდა -ბიჭოოო_შეტყობინებების კითხვას თავი დაანება ბერდიამ და ანდრიას თავში წამოარტყა -რაიყო შე*ემა რა ვთქვი ეგეთი?_გაეცინა ანდრიას -ნახეთ ტო ეს როგორ გაწითლდა_გაგიმ მე გამომხედა_რაიყოთ ტო რამეს გვიმალავთ?? -უეჭველი რაღაც იმაიმუნეთ ხოო??_აყვა ანდრიაც -გეყოთ_ამოვიჩურჩულე მე_ბერდია უთხარი რა რამე -კარგი ხო გეყოთ ეხლა_გაეცინა ბერდიას. -გავალ საუზმეს მოვამზადებ_ვთქვი და სამზარეულოსკენ შევბრუნდი მაგრამ ზურგსუკან ჩურჩული მომესმა. -ბერდიაა ძმაო_ეუბნებოდა ანდრია_ხო იცი ბავშობიდან ერთად ვართ.. -რა შორიდა უვლი ბიჭო_გააჩერა ბერდიამ_პირდაპირ მკითხე -გიყვარს ხოო? _ანდრიას გაგიმ დაასწრო კითხვის დასმა -კი -მერე ტო მაგას გვიმალავდი?? -მაგარი გოგოა ბერდო ძმაო_მხარზე დაარტყა გიგიმ ხელი_ძაან საყვარელია.მაგაზე უკეთეს არჩევანს ვერ გააკეთებდი ძმაო. -აბა ქორწილი როდის იქნება?_ეშმაკურად აათამაშა წარბები გაგიმ -მალე ძმაო მალე მაგრამ ჯერ ეს პრობლემა უნდა მოვაგვარო -მოვაგვაროთ_შეუსწორა ანდრიამ_ძმები ვართ და ყველგან და ყოველთვის ერთად ვიდგებით -ნიას ყურამდე არ უნდა მივიდეს_გამაფრთხილებლად დაუქნია ბერდიამ თითი ბიჭებს_გასაგებია?? -ბაზარი არაა ძმაო.. რძალი არ უნდა ვანერვიულოთ_გაიღიმა ანდრიამ გულში სითბო ჩამეღვარა და სწორედ მაშინ გავიაზრე რომ ზუსტად მათ გვერდით იყო ჩემი ადგილი.ეს იყო ჩემი ოჯახი ჩემი თავშესაფარი და დასაყრდენი.იმის გააზრებამ რომ ამ ქვეყანაზე მარტო აღარ ვიყავი ცრემლები მომგვარა,მაგრამ ერთის მხრივ საშუნლად ავფორიაქდი.რა პრობლემაზე საუბრობდა ბერდია? რაზე დარდობდა?? რას მიმალავდნენ არ ვიცოდი მაგრამ აუცილებლად გავიგებდი.ფიქრებში გართულმა გაზქურა ავანთე და საუზმის კეთებას შევუდექი.ხახვს ვჭრიდი მუცელზე ძლიერი მკლავების მოხვევა რომ ვიგრძენი.ბერდიამ თმა ერთ მხარეს გადამიწია ლავიწზე სველი კოცნა დამიტოვა. -ბერდიაა_სიტყვებს ძლივს მოვუყარე თავი. -ჩუუ არაფერი თქვა.დამაცადე მოგეფერო ისედაც არ მყოფნი... -უხერხულია ბიჭებთან_თავის დაძვრენა ვცადე მაგრამ ტყუილად ხელი დამავლო და მაგიდაზე შემომსვა -რატომ გამირბიხარ?_მკითხა სერიოზულად და მაიძულა მისთვის შემეხდედა -არ გაგირბივარ უბრალოდ -ნანობ??_მკითხა გაბზარული ხმით -რააა?? -მითხარი გუშინ მომხდარს ნანობ??_მკითხა ოდნავ ხმამაღლა და ცივი ხმით -ბერდია_გავუღიმე და ლოყაზე მივეფერე_არ ვნანობ.არასდროს ვინანებ რადგან ახლა ჩემზე ბედნიერი არავინაა.უბრალოდ ეს ყველაფერი ჩემთვის ახალია დრო მჭირდება რომ შევეგუო კარგი? -კარგი_მითხრა და მოწყვეტით მაკოცა ტუჩებში_საუზმეს რომ მოამზადებ თბილად ჩაიცვი გავდივართ -მოიცა სად?? -სახლში რაღაც რაღაცეები გაგვითავდა თან მეც რაღაც საქმე მაქვს ასე რომ არ მალოდინო. *********** პოლიციის შენობის წინ რომ გავჩერდით საშინლად ავნერვიულდი.რა ხდებოდა აქ რა გვინდოდა. -ნია?? -რამოხდა_ფიქრებიდან გამოვფხიზლდი და ბერდიას გავხდე -კარგად ხარ?სახეზე ფერი არ გადევს -ბერდია აქ რა გვინდა??რამე ხდება?? ხომ ყველაფერი კარგადა? -დამშვიდდი_ჩემი ხელი თავისაში მოიქცია და თითებზე მაკოცა_ორი წუთით შევირბენ და დავბრუნდები -კი მაგრამ რატომ?? -ნიაა_გაღიზიანდა ხვიბლიანი_უბრალოდ მანქანაში დამელოდე კარგი? უხმოდ დავუქნიე თავი.ხვიბლიანი მანქანიდან გადავიდა და შენობაში შევიდა.რაღაც ხდებოდა რაღაც ძალინ ცუდი და ხვიბლიანი მთელი ძალით ცდილობდა ეს რაღაც დაემალა.საშინლად ავნერვიულდი.სასაცილო ჩვევა მქონდა ნერვიულობაზე ძალინ მინდებოდა ტკბილი ისე თითქმის ვერასდროს ვწყნარდებოდი.ამიტომ საფულეს ხელი დავავლე და გარემო მოვათვალიერე.იქვე ოდნავ მოშორებით მაღაზია შევნიშნე მანქანიდან გადმოვედი და იქით ავიღე გეზი.სწრაფად ვიყიდე შოკოლადები და მანქანაში დაბრუნებას ვაპირებდი სტვენის ხმა რომ შემომესმა. -ეიი ლამაზო.._იქით გავიხედე საიდანაც ხმა მოდიოდა და სამ ბიჭს მოვკარი თვალი.აქაურები არ უნდა ყოფილიყვნენ ზურგზე სამგზავრო ჩანთები ეკიდათ.გადავწყვიტე ყურადღება არ მიმექცია და ისე გამეგრძელებინა გზა მაგრამ ერთ ერთი მათგანი წინ გადამიდგა და შემაჩერა. -საით ფისუნიაა??_ისეთი ამაზრზენი ხმა ქონდა წამით თითქოს გულის რევა ვიგრძენი -ჩვენთან წამოდი არ ინანებ კარგად გავერთობით_გამიცინა და ამთვალიერა -თავი დამანებეთ_ვცადე თავი დამეღწია მათგან ერთმა მათგანმა მკლავში ხელი რომ წამავლო და შემაჩერა -გაუშვი_მეხის გავარდნასავით გაისმა ხვიბლიანის ხმა.მაშინვე შვება ვიგრძენი.ვიგრძენი რომ დაცული ვიყავი. -ვააა სპაიდერმენი გაიჩითა ტოო_გაიცინა ერთმა_წადი ძმაო გაიარე შენ საქმეს მიხედე -ხელი გაუშვი_ისევ ის მკაიცრ ხმა_მეტჯერ აღარ გაგაფრთხილებ. ბერდიას გავხედე და მაშინვე გავაანალიზე სიტოაციის სიმძაფრე.კისერზე ძარღვები დაბერვოდა.ხელები დაემუშტა და სიბრაზისგან ყბა უთამაშებდა.ვიცოდი კარგი არაფერი მოხდებოდა.სწრაფი ნაბიჯით წამოვიდა ჩვენსკენ.იმ ბიჭს რომელსაც ხელით ვეჭირე წინ დაუდგა და ხელი გააშვებინა.ზურგს უკან მომიქცი და მკაცრად მითხრა. -მანქანაში ჩაჯექი.. -კი მაგრამ -ნია მანქანაში ჩაჯექი მეთქი -აქ მარტოს ვერ დაგტოვებ -დროზე ჩაჯექი მანქანაშ თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ -ბერდია.... -დროზე მეთქი_მიღრიალა და მანქანისკენ მიბიძგა. გაუბედვად წავედი,მაგრამ ფეხები გზაში მრჩებოდა.ვიცოდი რაღაც ცუდი მოხდრბოდა. -დროებით ლამაზო_მომაძახა ერთერთმა მანქანაში ჩავჯექი თუ არა მაშინვე დარტყმის ხმა მომესმა.იქით მივიხედე და ერთ ერთი იმ სამისგან მიწაზე ეგდო.ბერდიას კი მეორე საყელოთი ეჭირა.გონება მაშინ დამებინდა მიქნეული მუშტი რომ მოხვდა ბერდიას და მის სახეზე დისხლი დავინახე. მანქანის კარი გავაღე და მათკენ ვაპირებდი წასვლას ბერდიამ რომ დამიყვირა. -მანქანაში დაბრუნდი ნია დროზეეე მისთვის ყურადღება არ მიმიქცევია მიმართულება შევიცვალე და პოლიციის შენობისკენ ავიღე გეზი გიჟივით შევარდი შიგნით და ყველას ყურადღება მივიქციე. -მიშველეთთ ძალიან გთხოვთ ჩხუბობენ_ვყვიროდი გაუაზრებლად. -აბა აბაა_ჩემსკენ ხანში შესული კაცი წამოვიდა და სკამზე ჩამომაჯინა_დამშვიდდი შვილო და ისე ამიხსენი რა ხდება?? -რა დამამშვიდრბს გარეთ ბიჭები ჩხუბობენ პირდაპირ შენობის წინ როგორ ვერ ხედავთ_გავბრაზდი მე -გასაგებიააა.. ონიანიი თიმლიანიი_გასძახა თანამშრომლებს_გამომყევით გარეთ გავიდნენ და მეც გავყევი.ბიჭებამდრ მალე მივიდნენ.ორი მათგანი ძირს ეგდო მესამეს კი ბრრდია გამეტებით ურტყამდა.მაშინვე მივარდნებ ბიჭები ბერდიას და ის ბიჭი ხელოდან გამოსტაცეს ხანში შესულმა კაცმა კი ბერდიას გაკავება სცადა. -ბერდია შვილოო რამ გადაგრია დამშვიდდი_შვილოო?? როგორც ჩანდა ერთმანეთს იცნობდნენ -მამუკა ხელი გამიშვი მოვკლავ ან ახ*ვარს_არ წყნარდებოდა ხვიბლიანი -ბერდია_წინ დავუდექი ლოყაზე მივეფერე და ცრემლები ვერ შევიკავე_დამშვიდდი ძალიან გთხოვ გეხვეწები. თითქოს წამიერად მოეშვა ხვიბლიანი,დაცხრა,წინააღმდეგობის გაწევა შეწყვიტა. -ბერდია შვილო_დაიწყო მამუკამ_რამ გადაგრია სამართალ დამცავი ხარ ბოლო ბოლო არ გეკადრება შენ ასეთი საქციელი.აბა ერთი შენ თავს შეგახედა რას გავხარ. -მოვკლავ მაგ ნაბი*ვარს -კარგი ეხლა_გაუბრაზდა მამუკა_დიდ პატივს გცემ მაგრამ ახსნა განმარტება მაინც უნდა დამიწერო თან რაც შეიძლება მალე რომ მერე ერილობასაც მიხედო_ჭრილობასო? მაშინღა შევამჩნიე რომ მკერდის დაბლა ნაკაწრი ჰქონდა და სისხლი სდიოდა. -მე არ უნდა.. -გაჩუმდი_სიტყვის დამთავრება არ დამაცადა ბერდიამ და თვალები დამიბრიალა_მანქანაში ჩაჯექი და ფეხი არ მოიცვალო ახსნა განმარტებას დავწერ და დავბრუნდები -კიმაგრამ -არანაირი მაგრამ გააკეთე რასაც გეუბნები_მითხრა და ძალით ჩამტენა მანქანაში დაახლოებით ერთი საათი ველოდი როდის დაბრუნდებოდა ხვიბლიანი.ამ პერიოდში აფთიაქსაც მივაკვლიე.სპირტი და ბამბა ვიყიდე რომ მისთვის ჭრილობა დამემუშავებინა.უკვე ვერ ვისვენებდი ადგილზე ვცქმუტავდი.უკვე გადაწყვეტილიც კი მქონდა რომ შენობაში შევსულიყავი და მენახა მაგრამ სწორად მაშინ მოვკარი ხვიბლიანს თვალი.კიბეებზე ჩამოირბინა და მანქანაში ჩაჯდა.უხმოდ ვიჯექი და ცრემლებს ვერ ვიკავებდი.ჩემი ბრალი იყო მისი ასეთ მდგომარეობაში ყოფნა. -ბერდია...._ამოვიჩურჩულე_ვიცი ჩემთამ ლაპარაკი არ გინდა მაგრამ ძალიან გთხოვ საშვალება მომეცი ჭრილობა დაგიმუშაო.. უხმოდ გადაიძრო მაისური და ჩემსკენ მოიწია.გაუბედავად წავიღე სპირტიანი ბამბა მისკენ და როცა შევამჩნიე როგორ შეიშმუშნა როცა ჭრილობაზე შევახე ცრემლების გაორმაგებულმა ტალღამ გაცმოკვეთა ჯებირები. -ნუ ტირი_გაისმა ხვიბლიანის მბრძანებლური მაგრამ ამავდროულად მზრუნველი ბარიტონი -გტკივა?_მის ბრძანებას ყურადღება არ მივაქციე და ცრემლიანი თვალებით ავხედე -არა არ მტკივა და შეწყვიტე ტირილი -ჩემზე ბრაზობ არაა?? -შენზე არა საკუთარ თავზე ვბრაზობ რომ ის ნაბი*ვრები არ დავხოცე. -ეგ აღარ თქვა ძალიან გთხოვ_ტირილი ქვითინში გადამივიდა და სახე ხელებში ჩავმალე_მეე მეე არ მინდა ოდესმე ჩემ გამო რამე დაგემართოს -აბა ახლაა_გამიბრაზდა ბერდია და თავის კალთაში გადამაჯინა_დამშვიდდი და დაივიწყე რაც მოხდა.ეს ყველაზე მცირეა რასაც შენ გამო ვაკეთებ და გავაკეთებ.ტყვიასაც კი შევუშვერ გულს გასაგებია?? ასე რომ მორჩი საკუთარი თავის დადანაშაულებას. არ ვიცი რამდენ ხანს ვიჯექით ასე ან როდის ჩამეძინა ან სახლამდე როდის მივედით მაგრამ ძილბურანში მყოფს ანდრიას აღელვებული ხმა ჩამესმა -რაგჭირს ტოო?? -სუ ბიჭოო არ გააღვიძო_გააფრთხილა ბერდიამ -რამოხდა ტო_ჩურჩულზე გადავიდა ანდრია_რო დააგვინეთ ვიფიქრე სადმე გაისეირნეს და ხელს არ შევუშლით თქო -ვიღაც სი*ები აეკიდნენ -მერე მაგის დედა ვატირე ძმაო იმის ღირსები არ ვიყავით რო დაგერეკა ტოო?? -კაი ძმობას გაფიცებ რას ბოდიალობ -რაიყო ბიჭო ვაბშე აღარ გაქ ჩვენი იმედი ტო. ეგეთ სიტოაციაში თუ არ დაგიდექით ძმაო გვერდში როგორი ძმები ვართ -ანდრია_კბილებში გამოსცრა ბერდიამ_არ გამაბრაზო იცოდე.სიტოაცია არ იყო ისეთი რო თქვენც ჩარეულიყავით -ახლა არ ვიცი რა იყო და რა არა მაგრამ მეორედ ძმაო არ დარეკავ და არაკაცი ვიყო მაგრად გამიტყდრბა შენგან -მოსულა ძმაო_გაუცინა ბერდიამ_ახლა წავალ ამას დავაწვენ ისედაც ბევრი ინერვიულა დაისვენოს ცოდოა -ძილშიც რო საყვარელია ტოო_დამთბარი ხმით თქვა ანდრიამ და ლოყაზე თბილი თითების შეხება ვიგრძენი.ძილში გამეღიმა ეს ყველაფერი სიზმარი მეგონა, მერე კი საბოლოოდ დავნებდი ძილს და მორფეოსის სამფლობელოში გადავეშვი. ******** არ ვიცი რამდენ ხანს მეძინა ან რა დრო ოყო მაგრამ ხვიბლიანის დაძაბული ხმა ჩამესმოდა ძილში და გამოფხიზლებას მთხოვდა. -ნია.. ნიააა... გაიღვიძე ძალიან გთხოვვ... -მმმმ -ნიაა გაიღვიძე უნდა წავიდეთ. -რამოხდა ბერდია_გაოცებული წამოვჯექი და ბერდიას წაშლილ სახეს წავაწყდი. -მომისმინე ახლა რაღაცას გეტყვი მაგრამ არ მინდა რომ ინერვიულო კარგი?? -ბერდია მაშინებ_ხმა გამეპარა მე -შემპირდი რომ არ ინერვიულებ -მითხარი რა მოხდა -ნია ჩვენ სახლი გატეხეს თამრო დაჭრილია და საავადმყოფოში წევს ზარივით გაისმა ეს სიტყვები ოთახში. ვხვდებოდი რომ გონებას ვკარგავდი.თამრო,თამრო გასაჭირში იყოო მე კიდევ აქ... -ნია მომისმინე_ლოყაზე მომეფერა ბერდია_ყველაფერი კარგად იქნება გპირდები -თამროოო.. თამროო ხომ ცოცხალია??_ტირილის ნოტები შემეპარა ხმაში -ცოცხალია_სიბრაზისგან ყბა აუთამაშდა ბერდიას_არ იტირო გპირდები ყველაფერი კარგად იქნება გასაგებია?? ოღონდ ახლა უნდა წავიდეთ კარგი?? ნია მომისმინე ახლა გონება უნდა მოიკრიბო,ახლ შენი გვერდით დგომა მჭირდება მეც და თამროსაც გვჭირდება ასე რომ ნივთები მოაგროვე და წავიდეთ კარგი? -კარგი. ნახევარ საათში ყველაფერი ჩავალაგე და მზად ვიყავი.ბერდიამ ჩემოდნები მანქანაში ჩაალაგა და სახლის კარები ჩაკეტა. -კრასოტკა_მომესმა ანდრიას ხმა და მისკენ მივბრუნდი_არაფერზე ინერვიულო კარგი?? ყველაფერს მოვაგვარებთ. თამრო მაგარი ქალია მალე გამოჯანმრთელდება და გემრიელ ბლინებსაც გამოგვიცხობს. -მპირდები?_გავხედე აცრემლებულმა -აბა რა ტოო_გულზე მიმიხუტა და თავზე მაკოცა. ბერდიამ მანქანის კარი გამიღო.მერე თვითონაც დაიკავა ადგილი და ავტომობილი დაძრა.ჯერ ჩვენ გავედით ეზოდან უკან ბიჭების მანქანა მოგვყვებოდა. -აი ეს აიღე_მითხრა ბერდიამ და პლედი მომაწოდა_გამათბობელი ჩართული მაქვს მაგრამ ნამძინარები ხარ და არ მინდა გაცივდე. -ბერდია ვერ ვხვდები ვის რა უნდოდა თამროს ან რას ეძებდნენ სახლში?? -რას არა ნია ვის?? და იქ თამროს არ ეძებდნენ ნია?? -აბა?? -იქ შენ გეძებდნენ ნია_თქვა ბერდიამ და გამომხედა_შენი ნაბი*ვარი მამინაცვალი იყო.საკუთარ სასიკვდილო განაჩენს მოაწერა ხელი როცა თამროს შეეხო. -ღმერთო_ხმა გამებზარა -ნია_ჩემი ხელი თავისაში მოიქცია_გიცნობ და კარგად ვიცი ახლა რა სულელური ფიქრებიც გიტრიალებს თავში ამიტომ გთხოვ არა არ გთხოვ მოვითხოვ რომ შეწყვიტო სისულელეებზე ფიქრი -ჩემი ბრალია.... -ნიაა_გაბრაზდა ბერდია_არ გაიმეორო ეგ მეორედ გასაგებია -კი მაგრამ.. -ჩუუ ყველაფერს მოვგვრებ ოღონდ შენ მენდე და ჩემ დაუკითხავად რამე სისულელე არ გააკეთო -ბერდიაა?? -რამოხდა_გამომხედა გაოცებულმა -ძალიან მიყვარხარ_ვუთხარი აცრემლებულმა პასუხი არ გაუცია ჩემი ხელი თავისაში მოიქცია და თითებზე მაკოცა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.