შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

SONADOR 2 ( ისტორია შეუფასებელ მეგობრობაზე )


17-10-2016, 00:36
ავტორი elene tetruashvili
ნანახია 1 634

-ეს უსამართლობაა , მე ხომ ბაკურიანში უნდა წავსულიყავი . -აფორიაქებული ვყვირივარ მე თუმცა მშობლები მაინც თავისას გაჰყვირიან .
-შენ დააშავე .
-მაგრამ თქვენ ხომ დამპირდით ?!
-ელენე , წადი შენს ოთახში . -დამაცვლით მითრა დედამ .
გაცეცლებული ვიკეტები ოთხში და აცრემლებული თვალებით ვაშტერდები ფოტოს რომელზეც ასახულია როგორ ერთობიან ჩემი მეგობრები ბაკურიანში . ეს წინა წელს იყო და გარკვეული მიზეზებისდა გამო ვერ წავედი თუმცა დედა დამპირდა რომ შემდეგ ზაფხულს (ანუ ამ ზაფხულს ) აუცილებლად წავიდოდით მე და ნია .
საღამოსკენ უკვე ჩანთების ჩალაგებას ვიიწყებ . ვდებ ჩემს საყვარელ მაისურს , ფეხსაცმელს , შარვლებს და ფოტოს რომელზეც მე და ნია ერთმანეთს ვეხუტებით , ვიჭყანებით .
-ელენეე -კარებს აღებს დედა - გაითვალისწინე რომ იქ ტელეფონი ცუდად იჭერს ასე რომ თუ დარეკვა მოგინდება ...
-ვიცი სახლის ტელეფონიდან დაგირეკავთ . -უემოციოდ ვპასუხობ და ჩემოდანს ვკრავ .
-კიდევ ეს წიგნები და იმეცადინე . იქ ინტერნეტი როგორც იცი არ იჭერს ასე რომ ....
-კარგი . -სიტყვის დასრულება არ ვაცადე დედას და წიგნები ჩანთაში ჩავტენე .
-კარგი , ადრე დაწექი . ხვალე ადრე უნდა ადგე . -გამიღიმა და ოთახიდან გავიდა .


---------------------------
დილის 7 საათზე ფეხზე ვიყავი . ჩემი შავი ფეხსაცმელი , სერი მაისური და შავი შარვალი ჩავიცვი , ყველას დავემშვიდობე გაბრაზების მიუხედავად და ტაქსში ჩავჯექი .
ყურში ნაოშნიკები გავიკეთე და შუშას თავით მივეყრდნე . ლამაზი ხედები გადაიშალა ჩემს წინ : გრძელი , ნაირ-ნაირი ხეებით დაფარული მინდვრები , ჩანჩქერი , მთები , სახლები ...
ზუსტად 3 საათში ერთ-ერთი სახლის წინ გავჩერდით . ტაქსის მძღოლს ფული მივაჩეჩე , დავემშვიდობე და მანქანიდან გადმოვედი .
კარები შევაღე ....
დიდი ეზო იყო , სარეველა ბალახით დაფარული . 2 სართულიან სახლს სიძველის ნიშანიც კი არ ედო . მოკლედ ბევრი რო აღარ ვილაპარაკო როგორც კი შევედი მაშინვე მოხუცი , თუმცა ნამდვილად "ჯანიანი " კაცი მომვარდა .
-ბაბუა . -წამოვიძახე მე და გადავეხვიე .
-პაპას სიხარულო , როგორ ხარ ? პური არ გშია ? წამოდი წამოდი . - ბარგი ხელიდან გამომგლიჯა და სახლში შემიყვანა .
მაგიდას მივუჯექით , პაპამ კოკა-კოლა დამისხა და თვითონაც დალია , შემდეგ სოსისი შემიწვა . სიმართლე გითხრათ თანამედროვეობაში ახალგაზრდებს არაფრით ჩამოუვარდება : უყვარს მაგდონალდის საჭმელი , აქვს სენსორიანი ტელეფონი თუ არ ვცდები აიფონი ...
-პაპა ....-ყვირილით შემოვარდა ჩემზე 2 წლით უმცროსი ბიჭი .
-ელენეე !-სიხარულით გამოექანა ჩემსკენ და გადამეხვია .
-ვაა , გიო ? როგორ გაზრდილხარ .
-შენც . რას შვები აბა ? ვაჟა ნახე (ვაჟა ბიძაჩემია ) .
-არა , სადარის ?
-ზემოთარის ცხენებთან .
-აქ ცხენებიც გყავთ ?
-არ იცოდი ?-გაიკვირვა გიომ და პაპას გახედა . - წამო ვნახოთ .
-კაი წამო . -ეს უცაბედი გადაწყვეტილება უსაქმობისგან მივიღე . სკამიდან წამოვფრინდი და გიოს გავყევი .
-საჭმელიიი .....-მოგვაძახა პაპაპმ თუმცა ჩვენ ახლა ამაზე აღარ ვფიქრობდით .
რამდენიმე მეტრი გავიარეთ , გორაზე ავედით . შორიდანვე შევამჩნიე დიდი შენობა რომელსაც ასევე დიდი ღობე ჰქონდა . მალე მივუახლოვდით , გიორგიმ ერთი ისკუპა და ეგრევე მეორე მხარეს აღმოჩნდა და როცა შეამჩნია რომ ვერ ვძვრებოდი წამოიძახა :
-ოხ ეს ქალაქელები . -ხელი გამომიწოდა და ძლივ-ძლივობით ამათრია .
შენობაში შევედით , მერეღამივხვდი რომ ესადგილი საჯინიბო იყო .
-ვაჟავ ! -წამოიძახა გიორგიმ და ბიძაჩემს მიუახლოვდა , რომელიც ერთ-ერთ ცხენთან იდგა და ნალებს აჭედებდა .
-ვა ელენე , ჩამოსულხარ . როგორ გაზრდილხარ . -მითხრა ვაჟამ და გამიღიმა .
-ასეა .
-გიო , არ გინდა ცხენი აარჩევინო ? -თქვა ვაჟამ და გიორგის გახედა .
-უი ხო ! -წამოიძახა მან , ხელი ჩამჭიდა და დერეფნები გაირბინა .
ცხენის არჩევა რაში მჭირდებოდა არ ვიცოდი , თუმცა მაინც მე ერთი ცხენი ავირჩიე . მოწითალო ფერის , ცხვირზე თეთრი კოპლით .
მივუახლოვდი თუ არა ფრუტუნი დაიწწყო ....
-მოსწონხარ ! -წამოიძახა გიომ და ცხვირზე მოეფერა .
-რა ქვია ?
-შეიძლება გაგეცინორ , მაგრამ -თვითონაც გაიცინა -სუხარი .
-სუხარი ?სუხარებს ყოველ დილით ჩაისთან და ვიჩინასთან ერთად ვჭამ ხოლმე. -გავიცინე თუმცა მერედავწყნარდი და სუხარს კისერზე მოვფხანე .


-----------------------------
ცოტა ხანში სახლში დავბრუნდით . გიორგიმ ბაღში გამიყვანა და კოცონის წინ დამსვა . უკვე 9ის ნახევარი იყო როდესაც პაპა გამოჩნდა და ჩემს პირდაპირ დაჯდა .
-ახლა რას ვაპირებთ ?-ვიკითხე მე .
-ახლა ?ახლა ლეგენდებს მოვყვებით .




აბა როგორი იყო ?მეტი კომენტარიი ! მართლაც ცოტა იაქტიურეთ რაა! შემიფასეთ ეგრეც არ შეიძლება . ^_^




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent