შენ დამიბრუნდი მაშინ, როდესაც უიმედოდ ვიდექი საკურთხეველთან. (მეხუთე თავი)
მაკა და დიმა 15-იანვარს გავაცილე საქრთველოში, არ მეთმობოდნენ, მაგრამ სხვა გზა არ იყო. სახლი ისევ დაცარიელდა, ისევ მარტო დავრჩი.... გადიოდა დღეები, თვეები.... მე და გუგას შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა, იშვიათად ვჩხუბობდით, ისიც ცოტახნით, შემდეგ ისევ ვრიგდებოდით. 25-მაისს ჩემი დაბ დღე იყო, 26-წელი შემისრულდა, დედა და მამა ჩამოვიდნენ, გუგა თავის მშობლებთან ერთად ჩამოვიდა. მამამ თავის რესტორანში Belga Queen-ში გადამიხადა. ჩემი კურსელები და იქაური მეგობრები იყვნენ, დიმას რამდენიმე ძმაკაციც იყო. გუგას მშობლებმა ოქროს ღვთისმშობლის კულონი თავისი დასაკიდით მაჩუქეს, გუგამ დიდი წითელი ვარდები და კალიცო სამი ლამაზი თვლით გაწყობილი მაჩუქა, დამნიშნა და დღეიდან გუგას საცოლედ ვითვლებოდი. შევატყე ეს ამბავი დედას და მამას არ გაჰკვირვებიათ, ნუ მოსალოდნელიც იყო. ღამე გვიან დავიშალეთ, გუგა და თავის მშობლები ჩვენთან დარჩნენ, მეორე დიით ვისაუზმეთ და ვსაუბრობდით. -მართალია მე და გუგა გუშინ დავინიშნეთ, მაგრამ მინდა იცოდეთ რომ ჯერჯერობით ოჯახის შესაქმნელად არ ვარ მზად, მინდა სწავლა დავამთავროთ მეც და გუგამაც, მაგისტრის დასრულებამდე ორივეს 1-წელი დაგვრჩა. თუ გავთხოვდები ლოგიკურად უნივერსიტეტის შეცვლა მომიწევს, მე კი ეს არ მინდა, ამიტომ ჩემი თხოვნაა არ დაგვაძალოთ დაოჯახება. წინააღმდეგობა არავის გაუწევია, პირიქით, ყველა დამეთანხმა და მითხრეს _თქვენს გადაწყვეტილებას პატივს ვცემთო. სტუმრების გაცილების შემდეგ კომპიუტერთან დავჯექი და ახალი ფოტოები ავტვირთე ფბ-ზე. ლაიქების და კომენტარების ნახვას ვერ ავდიოდი. ნინის კომენტარი ყველაზე მეტად მომხვდა თვალში. -გილოცავ ნუცი, იმედია არასოდეს ინანებ არჩევანს. ბედნიერებას გისურვებ, ქორწილი არ გამომაპარო. ვიცოდი ნინის რა ინტონაციით და როგორ „ნაგლურად“ ჰქონდა ეს კომენტარი დაწერილი. მერე პმ-შიც მომწერა და მომილოცა, მადლობა მოვუხადე. ვატყობდი გუგას გამოჩენის შემდეგ მე და ნინის ურთიერთობა დღითი დღე როგორ იცვლებოდა, ადრე სულ სხვანაირად ვიყავით და დღეს......დღეს უბრალოდ კარგი ნაცნობები ითქმოდა ჩვენზე. რათქმაუნდა გული მწყდებოდა, მაგრამ იმასაც კარგად ვხვდებოდი, სანამ საქართველოში არ ჩავიდოდი იქამდე ასე მოგვიწევდა ყოფნა. რამდენიმე დღეში არდადეგები დამეწყო, დედასთან და მამასთან ერთად 5-დღით ამსტერდამში წავედი. უკან დაბრუნების შემდე მშობლები საქართველოში გავაცილე. არდადეგებზე ხშირად ჩამოდიოდა გუგა, ხან მე და თიკა ჩავდიოდით გუგასთან გერმანიაში და ასე გაგვყავდა დრო. ივლისის ბოლოს მე და გუგა მისმა მშობლებმა ეგვიპტეში გაგვიშვეს 1-კვირით, შესანიშნავი 7-დღე გავატარეთ. დრო სწრაფად გადიოდა, გავიდა ზაფხული და დადგა 1-სექტემბერი, წელს მე და გუგას ბოლო სასწავლო წელი გვქონდა. თვალის დახამხამებაში გავიდა 1-წელი, ორივემ დავამთავრეთ მაგისტრი. მაისის ბოლო იყო, დედა და მამა ჩამოვიდნენ ბელგიაში ქორწილის თარიღის დასანიშნად. გუგა თავის მშობლებთან ერთად გვესტუმრა. ქორწილი მარიამობა რომ ჩაივლიდა, აგვიტოს ბოლოს გადავწყვიტეთ საქართველოში. ამდენი წლის შემდეგ გუგა პირველად უნდა ჩასულიყო იქ. ჯვრისწერა სამებაში დავგეგმეთ, ხელს კი კახეთში, სიღნაღში მოვაწერდით. 600-ადამიანი შექუჩდა, რესტორნის რამდენიმე ვარიანტი შევარჩიეთ. თითქმის ყველაფერი დავგეგმეთ, მეჯვარეები თიკა და ჩემი ბავშვობის დაქალი სალი უნდა ყოფილიყო. გუგასაც ორი მეჯვარე ჰყავდა, ერთი აქ ცხოვრობდა მეორე საქართველოში. ივნისის 10-ში ჩემებთან ერთად დავბრუნდი საქართველოში, გუგას საქმეები ჰქონდა, ამიტომ თვის ბოლომდე ვერ ახერხებდა ჩამოსვლას. აეროპორტში ჩემი მეგობრები დამხვდნენ, მათ შორის ნინი და ლევანის რამდენიმე ძმაკაცი იყო, ბუშტებით და ფეიერვერკებით შემეგებნენ....ისეთი ბედნიერი ვიყავი ვერ აგიღწერთ, მათ მე ბავშვობა გამახსენეს, იმ წუთას ისევ ძველ სამყაროში და ძველ დროში დავბრუნდი. ყველა ერთად საბურთალოზე ჩემს სახლში წავედით. ვუყურებდი ყველას ერთად ჩემს საკუთარ სახლში და ბედნიერებისგან ვტიროდი, თვალებს ვერ ვუჯერებდი. ცოტახანში ჩემს მონატრებულ ეზოში ჩავედი, ძალიან მიყვარდა ჩემი სახლი და ძალიან მენატრებოდა. დაბლა ლევანის ერთ ერთი საუკეთესო ძმაკაცი დათოც ჩამომყვა, დათოს ძალიან ვუყვარდი, ის ერთადერთი ბიჭი იყო, რომელთანაც ბოლომდე გახსნილი ვიყავი. -რაო ნუცი მოგენატრა ხო აქაურობა? -კი დათკა, მართლა ძალიან მომნატრებია საქართველო, ჩემი სახლი და თქვენ ყველა ჩემები.. -ასე იცის ყველას და ყველაფრის დავიწყებას, ფბ-ში შენს ფოტოებს რომ ვნახულობდი გულში რაღაც ჩამწყდებოდა ხოლმე....შენ ხომ ერთ დროს ასეთ ფოტოებს ლევანისთან ერთად დებდი. -დათ ძალიან გთხოვ, არ გვინდა მაგ თემაზე საუბარი კაი? მაგ ადამიანმა მაიძულა დამევიწყებინა. 2-თვეში გუგას ცოლი ვხდები, აღარ მაქვს ლევანის გახსენების უფლება. -კაი ჩემო დაიკო, უბრალოდ დაიმახსოვრე, მალე ლევანიც ჩამოვა, გინდა თუ არა ერთ დღეს აუცილებლად შეხვდებით ერთმანეთს, მინდა ეს დროულად მოხდეს სანამ გათხოვდები. დათოს საუბარი გავაწყვეტინე და სახლში ავედით. ბავშვებს შევუერთდით და გავაგრძელეთ დროს ტარება. მეორე დღეს დედას Toyota RAV4-ით შემოვიარე მთელი თბილისი, ყველას ნახვა მინდოდა თუნდაც 10-წუთით. ბოლოსთვის ჩემი დაქალი ნინი შემოვინახე, გავაჩერე მის სადარბაზოსთან მანქანა, გადმოვიღე საჩუქრები და ავედი. კარი ნინის ქმარმა თოკომ გამიღო. -ვაა ჩემი ძმაა, მოაღწიე ჩვენამდე? როგორ ხარ? -კარგად თოკო, შენ როგორ ხარ? ჰოო ბოლოს თქენ შემოგინახეთ, ცოტა დიდხანს გაჩრება მინდა თქვენთან და.. შევედი მისაღებში და დავინახე ჩემი და ნინის გაკეთებული ალექსანდროვის ფურცელზე გაფორმებული წარწერები და ფოტოები. მათ შორის ჩემი და ლევანის ფოტოები. ამის დანახვამ გულში ის იარა განმიახლა, რის მოშუშებასაც წლები ვცდილობდი. გამახსენდა ძველი დრო, გამახსენდა ლევანი და ჩვენი სიყვარული, თვალზე ცრემლი მომადგა, თუმცა ვეცადე არ შემემჩნია და ყურადღება ჩემს პატარა ნათლულზე გადავიტანე. ნიაკო გამოექანა ჩემსკენ და ჩამეხუტა, არ ვიცი რატომ, მაგრამ რატომღაც ბავშვობიდან მაშას მეძახდა, ალბათ Маша и Медведь-აქედან მაშას მამსგავსებდა. ხელში ავიყვანე და იმდენი ვკოცნე შევაწუხე, ბოლოს ჩემს გოგოს ნინის ჩავეხუტე, ცრემლები მომადგა მის ასეთ თბილ და ძველებურ ჩახუტებაზე. საჩუქრები ვაჩუქე ყველას, ნიაკომ მაშინვე ჩაიცვა მაშა ნათლიას ჩამოტანილი „ზმანები“ და სიხარულით მთელს სახლს უვლიდა. -გოგოებო მე დაგტოვებთ, ნიაკოსაც გავიყვან გარეთ გავისეირნებთ, თქვენ ბევრი გექნებათ საჭორაო. -ოჰ მოიფიქრე ჩემო ქმარო? მიდი ჰოო წადით, ნიას ყურადღება მიაქციე ტანსაცმელი არ დაისვაროს. ვაიმე ნუცი ნახე ახლა შენ ამის გარეთ „ბლატავი“. -ჩემი მეტიჩარა გოგო, როგორ უხარია....გოგო „იასნა“ უნდა „იბლატაოს“, ჯერ სად არის, ნათლია აწი უფრო „გააბლატავებს“, ჯერ ცოტა გაიზარდოს. თოკომ ბავშვი წაიყვანა და წავიდა, ნინიმ ცივი ყავა გააკეთა, ორივე პუფში მოვკალათდით და დავიწყეთ ჭორაობა. -ნუც იცი ვეღარ გცნობ, ძალიან შეცვლილი ხარ. ვიზუალურად, საუბრით, აზროვნებით...აი სულ სხვა ხარ. -მართლა? ნუ რავიცი გოგო, ცხოვრება გვცლის ყველას, რას ვიზავთ. ნინიმ ქორწილის შეახებ მკითხა რაღაცები, შემდეგ „ლაითად“ ლევანიზე ჩამირტყა. -ნუცი რომ გაიგო ახლო მომავალში ლევანი ჩამოვიდაო, რა რეაქციები გექნება? -დაიწყე ისევ ხო? გუშინ დათომაც დამიწყო ლევანიზე საუბარი და გავაჩუმე. ჯერ ერთი, ეგ აქ არ ჩამოვა, აშკარად იქ „საკაიფოდ“ მოეწყო რუსი „ნაშების“ ხარჯზე, აქ რატო უნდაჩამოვიდეს რა დარჩენია? და მეორე, მე ლევანის თუ ვაინტერესებდი აქამდეც შეეძლო ჩემი მოძებნა, აი თუნდაც მაშინ ჭკუის დარიგება რომ დამიწყო. შეეძლო რაიმე ეთქვა რასაც ჩავებღაუჭებოდი, რაიმე ისეთი სულ პატარა იმედის მომცემი რომ მეგრძნო მისგან მე გუგასთან აღარ გავაგრძელებდი ურთიერთობას. ახლა რა დროსია? მე დანიშნული ვარ, ქორწილის თარიღიც დაგეგმილი გვაქვს, ოჯახებით ასე ახლოს ვართ. რა გგონია თუნდაც ჩამოვიდეს აქ მისი დანახვა აზრს შემაცვლევინებს? არა ნინ, ეს აღარ მოხდება. ნინი მისმენდა, საუბარი რომ დავამთავრე შევნიშნე თვალები როგორ ჩაუწყლიანდა, ყავის ფინჯანი დადო მაგიდაზე და ჩამეხუტა. -ვერ ვეგუები ნუცი სხვას რომ მიყვები, ვერ ვეგუები იმ აზრს რომ მალე სხვისი ცოლი უნდა გახდე, გთხოვ დაფიქრდი, ვიცი ახლა რასაც გეტყვი უაზრობად მოგეჩვენება, მაგრამ იქნებ სცადო და შენ გადადგა პირველი ნაბიჯი, იქნებ ლევანი ზუსტად შენს ერთ შეტყობინებას ელოდება, მისწერე რაც გულში გაქვს, მე ვიცი და ვხვდები ყველაზე მეტად ახლა შენ მისი აქ ჩამოსვლა და მასთან ყოფნა გინდა, გთხოვ იფიქრე ჩემს ნათქვამზე. -შენ რაღაც იცი და არ მეუბნები ხო? ლევანიმ რაიმე გითხრა ამ თემაზე? შენ ადრე ასე არ მელაპარაკებოდი, უფრო სწორად მე აგიკრძალე მასზე საუბარი. -რა მნიშვნელობა აქვს მე და ლევანიმ რაზე ვისაუბრეთ, უბრალოდ გთხოვ ყველაფერს ხაზი გადაუსვი, შეეხმიანე და დაელაპარაკე. ვიცი და დარწმუნებული ვარ შენს თუნდაც ერთ მიწერილზე ის აქ ჩამოვა და ისევ ერთად იქნებით. გუგა კარგი ადამიანი ჩანს, ცოდოა არ იმსახურებს შენი მხრიდან მიტოვებას, მაგრამ რომ გაყვე და რაღაც პერიოდის შემდეგ მის მიმართ შეიცვალო და გაცივდე ასე უფრო დაიტანჯება დამიჯერე. გავა დრო და გაგიგებს ყველაფერს, მაგრამ თუ ვერ გაგიგებს არც მაგია პრობლემა, მთავარია შენ და ლევანი იყოთ ბედნიერები, გთხოვ ნუ დაინგრევ მომავალს. -ნინ რაღაცას გთხოვ კაი? თუ ოდნავ მაინც გიყვარვარ და მაფასებ მაგ თემაზე აღარ დამელაპარაკო კარგი? მე ერთ დროს საკმარისზე მეტად დავიმცირე თავი მის წინაშე, საკმარისზე მეტად ვეხვეწე და ვემუდარე რომ არ მივეტოვებინე, თუმცა მან ჩემი თხოვნა „დაიკიდა“ და მაინც წავიდა... ახლა მე ვეღარ გადავდგავ პირველ ნაბიჯს, ძალიან მეცოდება თუ ჩემგან რაიმე იმედი აქვს. ვსო დამთავრდა ყველაფერი. -დამთავრდა? ე.ი აღარ გიყვარს ხო? აბა რომ შემოხვედი კუთხეში იმ ფოტოების დანახვამ რატომ „დაგგრუზა“? გგონია ვერ დავინახე თვალზე ცრემლი რომ მოგადგა? კაი რა ნუცი, კარგად გიცნობ და ვიცი რომ ისევ გიყვარს, შეუძლებელია იმ სიყვარულის დავიწყება რასაც მის მიმართ გრძნობდი. -რის გაგებას ცდილობ ნინ? გთხოვ მეტი კითხვა აღარ დამისვა, ისედაც აქაურობა, ყოველი ქუჩა, ყოველი ადამიანი მის თავს მახსენებს, იცი რას ვნატრობ? არ მინდა ჩემი აქ ყოფნის დროს ლევანი საქართველოში ჩამოვიდეს, რადგან უკვე აღარ ვიცი მის დანახვაზე რა რეაქცია მექნება, მეშინია საკუთარი თავის, მეშინია რომ გულს ვერ გავაკონტროლებ, მეშინია გუგას გული არ ვატკინო...ამის მოსმენა გინდოდა? აჰაა, ხომ გაიგე ახლა.. ცრემლები წამომივიდა, ნინი ჩამეხუტა და ისიც ჩემთან ერთად ტიროდა, მერე გავიხსენეთ ბავშვობა, გამახსენა ლევანისთან ყოფნის რაღაც პერიოდები. რაღაცნაირად გული გამითბა. მოგვიანებით თოკო და ნიაც ამოვიდნენ. -კარგი იყო თქვენთან ყოფნა ბავშვებო, გვიანია უკვე, მე წავალ. ხვალ გამომიარეთ, ოღონდ წინასწარ შემეხმიანეთ სახლში რომ ვიყო. -კაი ნუცი, მოკითხვა სახლში. მანქანაში ჩასვლისთანავე გუგამ დამირეკა. -რას შვრები ჩემო გოგო, საით ხარ? -ნინისთან ვიყავი, ახლა ჩამოვედი და სახლში მივდივარ. შენ რას შვრები? გუგამ იცოდა ნინი ლევანის ბიძაშვილი რომ იყო, თუმცა არასოდეს დაუშლია მასთან კონტაქტი. სახლში მისულს ნათესავები დამხვდნენ, ბავშვობიდან არ მიყვარდა ეს ნათესაური სცენები, რამხელა გაზრდილხარ, როგორ გალამაზებულხარ, რა გამხდარი ხარ და ა.შ. მეორე დღეს ნინი და ჩემი მომავალი მეჯვარე სალი მესტუმრა, ბევრი ვიჭორავეთ. -ნუც შენი ტელეფონია, მამიკო გირეკავს. -ჰოო დიმ, რახდება? -ნუცი სასწრაფოდ გამოდი ვაკეში, რაღაც საქმეები გვაქვს ქორწილისთვის, უშენოდ მე და მაკა ვერ ვაგვარებთ. -უიი...სახლში გოგოები მყავს და.. -არაუშავრს უცხოები ხომ არ არიან, დატოვე ცოტახნით და წამოდი. გოგოებს ბოდიში მოვუხადე, გამოვიცვალე და წავედი. -გკოცნით ბავშვებო, მალე მოვალ. -მიდი გოგო, იქამდე მე და სალი შენი ქორწილის რაღაცებს განვიხილავთ. -სალ როგორ მინდოდა შენთან საუბარი იცი? კიდევ კარგი წავიდა ნუცა. -რახდება ნინ, მშვიდობაა? -გოგო რასაც ახლა გეტყვი იცოდე ჩვენს შორის უნდა დარჩეს. -კაი გოგო ნუ მაშინებ, მიდი აბა დაიწყე. -მისმინე, ეს რამდენიმე ადამიანმა ვიცით, ლევანი რუსეთში საბუთების გამო დაიჭირეს, ახლა აქედან ძმაკაცები ყველაფერს ცდილობენ რომ გამოვიდეს და ნუცის ქორწილამდე საქართველოში ჩამოვიდეს. -ჰაა? „ღადაობ“ გოგო? მერე გუგა? რაღა დარჩა მათ ქორწილამდეე.....გუგა გაგიჟდება, თან არ მგონია ნუციმ თუნდაც ლევანის დანახვაზე გადაწყვეტილება შეცვალოს. -იცი გუშინ ნუცი ჩემთან იყო და ველაპარაკე, მისი საუბრიდან გამომდინარე მივხვდი, რომ ისევ ლევანი უყვარს, მისი დანახვა ყველაფერს შეცვლის დამიჯერე. -გეფიცები დამბურძგლა, ჩემთან ლევანიზე „ვაფშე“ არ ლაპარაკობს. -ვიცი, ეგ არავისთან აღარ ლაპარაკობს მასზე. გუშინ მეც ისეთები ვუთხარი რომ გამოვტეხე. -კაი გასაგებია ყველაფერი და ჩვენ რას ვაპირებთ? -რას დაა...ყველაზე მეტად ლევანის ძმაკაცი დათო და ჩემი ძმა გიო აქტიურობენ, ჩემი ქმარი თოკოც არ აკლებს, ყველანაირად ვცდილობთ რომ ლევანი გამოვიდეს აგვისტოს ბოლომდე. უი ვიღაც მირეკავს მოიც.. -გისმენთ. -როგორ ხარ ნინი? ლევანი ვარ. -კარგად ლევანი, შენ როგორ ხარ? ეს ნომერი არ მეწერა...მშვიდობაა? -მშვიდობა როგორ უნდა იყოს, დათოს ველაპარაკე და მითხრა ყველაფერი. -ჰოო...ახლა ნუცისთან ვართ მე და სალი, ნუცი გასულია და მოვუყევი სალის ყველაფერი. -ნინ გთხოვ ყველაფერი გააკეთეთ მაქედან და ამ დედამო***ული ციხიდან გამომიყვანეთ, როგორც აქედან გამოვალ მეორე დღესვე ჩამოვალ. არ დაუშვებ ნუცის გათხოვებას, უიმისოდ ვერ ვიქნები გესმის? ლევანის ხმაში ყველაფერი იგრძნობოდა, საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიში, სინანული, სიყვარული და სიგიჟემდე მონატრება. -კაი ჩემო სიხარულო დამშვიდდი, ყველაფერს ვიზავთ და გამოხვალ, დამიჯერე თქვენი სიყვარული დაუსრულებელია, თქვენ მალე ისევ ერთად იქნებით. ახლა დამშვიდდი გთხოვ. ნეტა ადრე გეაქტიურა ასე, ამ ზომამდე ხომ არ მივიდოდა ეს ყველაფერი. -მიყვარს ნუცა, ისევ ძალიან მიყვარს, ეგ გოგო ჩემი ბავშვობა...ყველას დედას შევ**ი ვინც მაგას შეეხება, ეგ ვერასოდეს გახდება სხვისი ცოლი. ოდესმე ხომ ჩამოვალ, თვალწინ „დავუბრედავ“ ქმარს და მერე სამუდამო „სროკზე“ წავალ. -კაი ახლა გაჩერდი, ხომ გითხარი ყველაფერს ვიზავთ თქო, ცუდზე ნუ ფიქრობ გთხოვ. -დაელაპარაკე შენ ნუცის? გთხოვ ჩემი ნომერი მიეცი, ეს ნომერი 1-თვე მექნება, საათებსაც გეტყვი რომელ საათებში ვრთავ ხოლმე და მომწეროს თუნდაც ერთი მესიჯი და მე დავურეკავ. -გუშინ ველაპარაკე, მაგრამ მაგ თემაზე საუბარი არ უნდა... -რას ამბობს, აღარ მიყვარსო? -უყვარხარ! „პროსტა“ არ აღიარებს, მაგრამ უყვარხარ. -მართლა ნინ? ვახ „ჩემი“, ჩემი სიყვარულია ეგ, ჩემი გადარეული გოგო, ნეტა იცოდეს როგორ მენატრება... -იმასაც ენატრები, ყველაზე მეტად შენი დანახვა გაუხარდება ახლა ზუსტად ვიცი. -მალე დამინახავს ნინ გპირდები, წავედი ახლა ჩემებს უნდა დავურეკო. ნუცის არაფერი უთხრა ძალიან გთხოვ და თქვენით მოაგვარეთ ყველაფერი. გკოცნი ჩემო ტკბილო ბიძაშვილო. -კაი ლევანი, ჭკუით, გკოცნი მეც. -აიი ხედავ სალ? ცოდოები არიან ორივე....ლევანის ისევ უყვარს, ხომ ნახე რაები ილაპარაკა? ნუცისაც უყვარს, უბრალოდ მასზე აღარ საუბრობს... სალიმ ცრემლები მოიწმინდა და ნაღვლიანი ხმით მიპასუხა. -ვაიმეე ნინ გული დამეწვა გეფიცები, წეღან შენი სიტყვები სწორად ვერ გავიგე, ახლა ზუსტად ვიცი რომ უნდა დავეხმაროთ ლევანის და გამოვიყვანოთ. ცოტახანში ნუციც მოვიდა. -ხომ არ მოიწყინეთ გოგოებო უჩემოდ? დიმამ და მაკამ ქორწილის ამბებზე აქეთ იქეთ მატარეს.. -არა გოგო რა მოგვაწყენდა, ვჭორაობდით. შენ რა ქენი მოაგვარეთ ყველაფერი? -კიი, კი მოვაგვარეთ. -წავედით ჩვენ ნუცი, ნია ბაღიდან უნდა გამოვიყვანო. ხვალ გნახავ. -კარგით გოგოებო, გამახარეთ დღეს ძალიან, გკოცნით დროებით. მე და სალი ჩავედით, გზიდან დათოს დავურეკე ლევანის ნათქვამი ვუთხარი, საღამოს „სასტავი“ ვინც ამ საქმეში ვიყავით ჩემთან შევიკრიბეთ სალაპარაკოდ. დათოს და ჩემს ძმას ახალი ამბები ჰქონდათ, საუბარი დათომ დაიწყო. -ახლა რახდება... დღეს ლევანის ადვოკატს ველაპარაკე, ყველაფერს ცდილობს და აგვისტოს ბოლომდე სექტემბრის 10მდე არაფერი გამოდის. არადა ნუცის 30-ში აქვს ქორწილი, გადადების „შანსია“ არ გადადებენ, ე.ი ჩვენ უნდა ვქნათ რაღაც რომ ლევანის გამოსვლა უფრო დავაჩაქაროთ, ნუ იმ საბუთების აღდგენას ამდენი დრო სჭირდება რა ხო „აზზე“ ხართ. საუბარში ჩემი ქმარი ჩაერთო. -ბიჭო დღეს ლევანის დაურეავს ნინისთვის, „ტიპი ჭედავს“, ხო ხვდები თუ იქამდე აქ არ „გაიჩითა“ მართლა „დაბრედავს“ იმ ბიჭს და წავა „სროკზე“. -ჰო ძმაო გასაგებია, მარა ფიზიკურად ვერ ესწრება იმ „დედამოტ***ლი“ საბუთების გაკეთება. მე ყველა დავამშვიდე, მჩვევია ხოლმე სიტუაციების განმუხტვა. -კარგით ახლა დავმშვიდდეთ, იცოდეთ ლევანი რომ დარეკავს არავინ უთხრას რაიმე ისეთი, ახლა პირიქით უნდა დავამშვიდოთ. ივნისის ბოლოს ნუცის გუგა ჩამოუვიდა, სულ ერთად დადიოდნენ, ქორწილის ამბებს აგვარებდნენ, ნათესავებში და მეგობრებში დადიოდნენ, მოკლედ გუგა ნუცას არ შორდებოდა ერთი წამითაც კი. ერთ დღესაც ნუციმ მთხოვა თავისი და ლევანის ფოტოების ამოღება იმ ალექსანდროვის ქაღალდიდან. მეც წინააღმდეგობა აღარ გავუწიე, ვიცოდი საღამოს ჩემთან აპირებდნენ ამოსვლას და... ლევანის საქმე ძალიან გაიწელა, თუმცა ადვოკატის თქმით აუცილებლად მოასწრებდა აგვისტოს ბოლომდე. 20-აგვისტო იყო ადვოკატმა დაგვირეკა და გვითხრა რომ 29-ში საღამოს უშვებდნენ ლევანის და 30-ში უკვე აქ იქნებოდა. ახლა იმაზე ვნერვიულობდით მოასწრებდა თუ არა ჯვრისწერას.....მაგრამ თავი დავიმშვიდეთ ყველამ, მთავარი ის იყო, რომ ნუცის ქორწილის დღეს უწევდა ჩამოსვა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.