შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა სიცოცხლე არ გყოფნის სიყვარულისთვის 2


17-10-2016, 19:56
ავტორი planeta
ნანახია 1 587

2თავი
-----------------
ალბათ გიკვირთ არა ასე უცხო ბიჭს რომ ვკოცნი შემდეგ მასთან ერთად დასასვენებლად მივდივარ და მშობლები არაფერს მეუბნებიან?ხო ეს იმან განაპირობა რომ მე უკვე ერთი ექვსი თვეა ვებრძვი ჩემს სიკვდილს ლეიკემიას.ქიმიაზე უარი ვთქვი რადგან ჩემს დარჩენილ ცხოვრებას ამით ვიტანჯავდი.მინდოდა ყველაფერი გამეკეთებინა რასაც არ გავაკეთებდი საერთოდ ან ამ ასაკში მაინც.”ვებრძვი ჩემს სიკვდილს ცოტა არ იყო გადაჭარბებული ნათქვამია რადან მე ყველანაირ მკურნალობაზე უარი განვაცხადე.ეს რათქმაუნდა არ იყო ჩემი მშობლებისთვის ადვილი რათქმაუნდა ვერც იქნებოდა რადგან ყველა მშობელს უნდა თავის შვილს დიდხანს უყუროს და ეალერსოს.ხშირად მახსენებს დაავადების სიმპტომები თავს თითქმის სულ თავი მტკივა და შეტევები მაქვს ცხვირიდან სისხლდენით მაგრამ მივეჩვიე,გიკვირთ ხო ცუდადყოფნას როგორ შეიძლება ადამიანი მიეჩვიოს მაგრამ ასეც ხდება როდესაც ცხოვრების მაქსიმალურად გამოყენება გინდა.სკოლაში აღარ დავდივარ რადგან ჩემი შესახედაობის გამო ყველამ ზურგი მაქცია გარდა ორისა ჩემი ბავშვობის მეგობრებმა მიმიმ და გიომ.მიმი ერთი თავქარიანი გიჟი გოგოა მაგრამ ჭკვიანი.სულ ბიჭებს ეკეკლუცება და ეპრანჭება ამიტომაც სკოლაში პოპულარობით სარგებლობს ერთი შეხედვით გიჟი გოგო მაგრამ ამავდროულად ყველაზე გაწონასწორებული გოგო.მისგან ბევრი რამე ვისწავლე(ამის დახმარებით ვარ ტატოსთან ასე თავისუფლად)მაგრამ მიუხედავათ მისი ბიჭებისადმი გაძლიერებული სიმპატიებისა არასდროს ჰქონია ბიჭთან სერიოზული ურთიერთობა.ხო რაც შეეხება გიოს ის ნამდვილი დინჯი და მშვიდია რასაცქვია ნამდვილი სვანია.მიმი მისი ნამდვილი ღამის კოშმარია არასოდეს არ ასვენებს როცა ხვდებიან (გიო ჩვენზე დიდია 21 წლის)მუდმივად ეღადავება მის სიწყარესა და სმშვიდეზე მაგრამ მიმიმ რა იცის გიორგის რომ უყვარს და ამიტომ არაფერს ეუბნება თორემ სულ მშვიდი კი არ არის.გიორგის საცოდაობით ვიტანჯები რადგან ვხვდები როგორ უყვარს ის ალქაჯი მაგრამ ვერ ეუბნება (იმედია გვაღირსებს თქმას)
‘’’’’’’’’’’
აღფრთოვანებული ვათვალიერებდი გარემოს როდესაც ტატო გვერდით დამიდგა
-მოგწონს აქაურობა-ინტერესიანი მზერით მიყურებდა თან აკვირდებოდა თითოეულ ჩემს მიმიკას და ქცევას
-ძალიან,ძალიან ლამაზია ყველაფერი იმდენად ლამაზია რომ არც კი ვიცი რა ვთვა მომწონს აქაურობა განსაკუთრებით ტბა...ყოველთვის მიყვარდა მშვიდი ადგილები
-ხოდა როცა მოგინდება მაშინი შეგიძლია ჩამოხვიდე და დაისვენო-მიღიმოდა და ისე მიყურებდა თან ჩემს თითებს ეთამაშებოდა,ალბათ ბავშვები რომ არა იდევ დიდხანს დავტკბებოდით ამ ლამაზი ხედით
-აუ შემოდით რაა ჩვენ გავამზადეთ უკვე საჭმელი და თქვენ გელოდებით-გარეთ ჟღალთმიანი გოგო გამოვიდა და თბილი ხმით დაგვიძახა უცებ ჩემი თავი გამახსენდა ზუსტად ისეთივე თმები ქონდა როგორც მე ... ძალიან ხვეული და ჟღალი თმები
-წამოდი სევიდეთ შევჭამოთ და მერე გარეთ გამოვიდეთ ისევ წყლისპირას კოცონი დავანთოთ ხომ გინდა?-ხელი ჩემზე ქონდა გადახვეული სახლისკენ მივდიოდით და თან მელაპარაებოდა ღიმილიანი სახით
-კი მინდა-მე ასევე ღიმილით ვუთხარი ფეხისწვერებზე ავიწიე და ლოყაზე ვაოცე.ბავშვები ძალიან მომეწონენ,ყველა ისეთი თბილი და მხიარული იყო.საღამოს გარეთ გავედით ტბის პირას კოცონი დავანთეთ გარშემო სემოვუსხედით პლედებში გახვეულები და ათას თემაზე ვლაპარაკობდით შემდეგ ვიმღერეთ და ვიცეკვეთ კიდეც ბოლოს კი ტატო გამოვიდა გიტარით და სიმღერა დაიწყო.მას ისეთი თბილი და ტკბილი ხმა ქონდა გული სითბოთი ამევსო,ისე ნაზად უსვამდა გიტარს სიმებს თითებს და ისე იყურებოდა ნებისმიერს მოხიბლავდა.უცებ თავი შეუძლოდ ვიგრძენი ვგრძნობდი შეტევა მეწყებოდა მაგრამ ღმერთს ვევედრებოდი აქ არ გავმხდარიყავი ცუდად ნელა წამოვდექი ფეხზე და ტატომაც გამომხედა თვალებით ვანიშნე რომ არაფერი გავუღიმე და გზა გავაგრძელე სახლისკენ.ცხვირიდან ბლანტი სითხის წამოვლა ვიგრძენი ფეხს ავუჩქარე და სააბაზანოში ჩავიკეტე.ძლიერი სისხლდენა მქონდა ვერაფრით ვერ ვიცერებდი ბოლოს თავბრუსხვევა ვიგრძენი ყველაფერი დაუფერულდა და გონება დავკარგე

*ტატო*
მელანოს რომ შეაგვიანდა შევშინდი ავდექი და სახლისკენ წავედი კიბის საფეხურზე სისხლის კვალი სევნიშე და კვალს გავყევი სააბაზანოს კარი ცაკეტილი იყო ხოლო ონკანი მოშვებული გამწარებული ვეძახდი მელანოს ბოლოს კი როცა ხმა არ გამცა კარები შევამტვრიე იქ კი სისხლის გუბეში მოცურავე გაუფერულებული სხეული დავინახე უცებ ხელში ავიტაცე და ღრიალით გავედი ეზოში
-ნიკა დროზე მანქანა დაქოქე...დროზემეთქი-ყველა გაოცებული და შეშინებული იყურებოდა ბექამ მანქანის კარები გამიღო უკანა სავარძელზე დავჯექი მელანოსთან ერთად და სავადმოფოში წავედით
-რა ხდება ტოო გამაგებინე რა დაემართაა-შეშინებული მეკითხებოდა ნიკა და თან სიჩქარეს უმატა
-არვიცი აბაზანაში რომ შევედი ასეთ მდგომარეობაში დამხვდა...არ უნდა დამეტოვებინა მარტო არა ჩეი ბრალია ხომ ვიცოდი როგორ მდგომარეობაშიც იყო...ჩემი ბრალია-თაზე ვეფერებოდი და თან სახეს ვუოცნიდი ჩემს საყვარელ ადამიანს რომელმაც სულ რაღაც ორ დღეში ჩემს სულში შემოარწია.ბედის ირონიაა არა?იმ დღეს როდესაც მელანოს შევხვდი ჩემს დასთან ერთად ვასეირნებდი ბავშვს და შემთხვევიტ შევნიშნე ბალახზე მიწოლილი ლამაზად მომღიმარი გოგონა,მიუხედავად მისი ჩაცვენილი თვალებისა და გაუფერულებული კანისა მე მაინც დავინახე მასსი სილამაზე ის ხომ ცხოვრებამ ასე გაწირა დ არ დაინდო ისევე როგორც მე,დიახ მეც ვებრძოდი ხუთი წლის წინ ამ საშინელ დავადებას ორი წლის განმავლობაში მაგრამ დავამარცხე რადგან ადრეულ სტადიაში აღმომიჩინის. სავადმყოფოში მისვლისას გიჟვით გადმოვედი მანქანიდან და დერეფანში შევარდი
-დროზე ექიმს დაუძახეთ დროზე-ბოლო ხმაზე ვღრიალებდი და არავის არ ვუყურებდი წინ მივდიოდი მხოლოდ მაშინ გავჩერდი როდესაც ექიმი დავინახე და საკაცე მოიტანეს.ორი საათის განმავლობაში დერეფანში ველოდებოდი ექიმს პალატიდან როგორც ი გამოვიდა ეგრევე მივვარდი
-მელანო ახვლედიანის ნათესავი თქვნ ხართ?
-არა მე მისი მეგობარი ვარ და შეგიძლიათ მდგომარეობა მითხრათ?
-მელანოს ლეიკემიის ურთულესი ფორმა აქვს დაახლოებით სამი ოთხი თვე ან უფრო ნაკებიც დარჩა სიცოცხლისთვის შეტევაც სწორედ აქედან არის გამოწვეული რადგან მკურნალობის კურსი შეწყვეტილია ახლა ი თქვენის ნებართვით დაგტოვებთ-ექიმის სიტყვები ყურში შეუჩერებლად ჩამესმოდა მას მხოლოდ ორი თვე დარჩა სიცოცხლისთვის ,მე ვერც ი წარმოვიდგენდი რომ ის ასე მძიმედ იყო.მხოლოდ რამდენიმე ხნის სემდეგ გამახსედა რომ მისი მშობლებისთვის დამერეკა.ისინი სავადმყოფოში მალევე მოვიდნენ და გადამეხვივნენ
-მადლობა შვილო ყველაფრისთვის მადლობას გიხდი სენ ვერც კი წარმოიდგენ მას რამხელა ბედნიერება მოუტანე ამ რამდენიემ დღეში
-არა რას ბრძანებთ მე მსიამოვნებს მასთან ერთად ყოფნა-ქალმა გამღიმა და მამაკაცთან ერთად პალათაში შევიდა როოცა გამოვიდნენ ვთხოვე რომ მელანოსთან მე დავრჩებოდი თავიდან ურზე იყვნენ ასე როგორ სეგაწუხებთო მაგრამ მერე დამთანხმდნენ.პალატაში როცა შევედი დავინახე მიუძლურებული სხეული რომელსაც უამრავი მილი ჰქონდა მიერთებული,ფრთხლად მივუწექი გვერდით და სახეზე დავუწყე ფერება შემდეგ თითები ნაზად დავუკოცნე მთელი ღამე მის ცქერაში გავატარე.დილით გამოფხიზლება დაიწყო და ეგრევე ექიმს დავუძახეექიმმა გასინჯა და მითხრა რომ ერთი დღის გატარება კიდევ მოუწევდა სავადმყოოში.როცა ექიმი პალატიდანნ ავიდა მასთან ახლოს მივედი შუბლზე ვაკოცე და იქვე სკამზე ჩამოვჯეი
-როგორ ხარ მწვანეთვალებავ?გუშინ ძალიან შემაშინე
-ბოდიში არ მინდოდა შენი შეშინება უბრალოდ ეს ისე უცებ მოხდა...
-ჩშშ არ გინდა ყველაფერი ვიცი -ტუჩებზე მივაფარე ხელი და ჩავეხუტე მან კი ლაპარაკი დაიწყო
-ექვსი თვის წინ ცუდად გავხდი გონება დავკარგე და დედამ ექიმთან მიმიყვანა დიაგნოზი რთული იყო ლეიკემიის რთული სტადია რომელიც არ ინკურნება უბრალოდ შეგიძლია ქიმიებით ერთი ან ორი თვით მეტხანს იცოცხლო, ჩემი დალურჯებებიც რომლებიც ვერ გამერკვია ჩემ სხეულზე საიდან ჩნდებოდნენ აქედან ყოფილა გამოწვეული.ოთხი თვის მანძილზე ვიკეთებდი ქიმიებს მაგრამ ეს ჩემთვის იმდენად რთული გადასატანი იყო უარი ვთქვი ყველანაირ მკურნალობაზე და დარჩენილი ცხოვრების ჩემებურად გატარებაზე გადავიტანე ყურადღება-ამ ყვლაფერს იმდენად განადგურებული ყვებოდა რომ სანუგეშ არაფერი მქონდა რომ მეთქვა
-იცი ხუთი წლის წინ მეც მქონდა ეს საშინელი დააავადება მაგრამ ადრეულ სტადიაზე აღმომიჩინეს და ორ წლიანი კურსის ჩატარების შემდეგ დავამარცხე...იქნებ შენც გეცადა და გაგეგრზდელებინა მკურნალობა
-არა ტატო არ შეიძლია...ცემი სტადია არანაირ მკურნალობას არ ექვემდებარება გთხოვ არ გვინდა ამაზე ლაპარაკი უბრალოდ ცამეხუტე-მაგრად ვეხუტებოდი და მინდოდა ამ დროს მეყვირა და ყველაფერი დამელეწა მე ხომ მას ვერაფრიტ ვშველიდი სრულიად უძლირი ვიყავი,იმის წარმოდგენაც კი მიჭირდა რომ ის ცემთან ერტად აღარ იქნებოდა სულს მიღღრნიდა ეს ყველაფერი.მეორე დღეს გამოწერეს სავადმყოფოდან და სახლში წაიყვანეს.მას შემდეგ ყოველ დღეს ერთად ვატარებდით,ერთი თვე გავიდა და მიდი დაბადებისდღეც ახლოვდებოდა მინდოდა რაიმე განსაკუთრებული გამეკეთებინა მაგრამ ცემი ტვინი ამდენს ვერ გაწვდებოდა ამიტომ ჩემს საყვარელ ძმაკაცის დას მაოს(ჟრალ ხუჭუჭა მაოს)და მელანოს გიჟ მეგობრებს მიმის და გიორგის ვთხოვე დახმარება რომლებიც აუცილებლად ვიცი დამეხმარებოდნენ(ისე გიორგიც და მიმიც სულელებეი არიან ან ერთი როგორ ვერ ეუბნება რომ უყვარს ან მეორე როგორ ვერ ხვდება ამას, მაგრამ მე ვისზე რას ვამბობ).ბვაშვები ჩემთან სახლში შევკრიბე ჯერ მიმი და გიო მოვიდნენ
-ვა ვა თავად ვატო ფილფანს ჭირდება ჩვენი დახმარება??-სიცილით შემოვიდა გიორგი სახლში და მიმიც უკან მოყვა(ხო დამავიწყდა მეთქვა გიორგი მამამჩემის ძმაკაცის შვილია და აქედან გამომდინარე ჩვენც კარგი ძმაკაცები ვართ)
-მასხარა ხარ რაა მასხარა ამხელა კაციიი-ბეჭებზე ხელი დავარტყი და მოვეხვიე უცებ მიმ ისე შეიცხადა გამიკვირდა
-ვაიმე ეს იცინის კიდეც?სად იყავი ფილფანო აქამდე ეს მთასავით კაცი ამდენიხანია ვერ გავაცინე და შენ როგორ მოახერხე
-ვინ ეს??ეს არ იცინის?კაი რა ღადაობ ტო სულ იღრიჯბა ესმასხარა ეგ შენ არ გიღიმის ალბათ-გიორგიზე რომ თქვა არ იცინისო კინაღამ ცუდად გავხდი იმდენი ვიცინე „კაცი მასხარაა“სუფთა მაგრამ ამ გოგოს რას ერჩის ვერვხვდები(არა კი ვხვდები მაგრამ სიტყვამ მოიტანა)
-კაი კაი ვსო გადავიდეთ საქმეზე-კარზე ზაის ხმა გაისმა და გავღე საიდანაც ჩემი პატარა გოგო მიღიმოდა(რაღა პატარა 16 წლის არის უკვე)-მოდი ჩემო ლამაზოო,როორახარ?
-რავი არამიშავს მასწთან ვიკავი და მშია ისე ვკვდები შენ გექნებ რამეე მანანა დეიდა ისეთ საჭმელებს აკეთებს რომ წარმოვიდგინე როგორი გემრიელი იქნება იფრო მომშივდა
-კაი ხო ისეც გაჭმევ რათგინდა ამდენი ლაპარაკი-სიცილით ვუთხარი და ლოყაზე ვუკბინეე
-ნუ ხარ საქონელი გაბრაზებულმა მითხრა და ერთი მწრედ მიჩმიტა-უიი ვინ ყოფილან აქ მომენატრეთ ძალიან-გიოს და მიმის გადაეხვია შემდეგ სამზარეულოში შევიდა პიცა გამოიტანა მაგიდასტანდაჯდა და ჭამა დაიწყო ამის შემყურეს ჩვენც მოგვინდა და შევუერთდით
-კარგი ხო ახლა საქმეზე გადავდივარ ორ დღეში არის ჩემი მელანოს დაბადების დრე და სიურპრიზზი უნდა მოვუწყო რაშიც თქვენი დახმარება მჭირდება აუცილებლად
-უჰ რა პრობლემაა კაცო მაგას რა უნდა-გოგონებმა აზრების კორიანტელი დაგვაყარეს ჩვენ კი ინტერესით შევცქეროდით ბოლოს კი საერთო აზრზე შევჯერდით


----------------------------------
გამარჯობაა იმედია მოგეწონებათთ მაქსიმალურად ვცდილობ გავშალო სათქმელი და მძიმეები სწორად და საჭირო ადგილას დავსვა(კრიტიკოსები ყოველთვის ჯანსაღ კრიტიკას მაძლევენ :დდ) ველლი შეფასებებს. მიყვარხართ



№1  offline წევრი Barbara_Smith

ძალიან მაგარია ინტერესით ველოდები ახალ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent