შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბროდვეი !


17-10-2016, 22:26
ავტორი tatalia
ნანახია 1 490

დილაადრიან მობილურის ზარი მიფრთხობს ყოველგვარ სიმშვიდესა და რაც მთავარია ძილს, მობეზრებული გავყვირი და მობილურს უხალისოდ, ძილბურანში მყოფი ვიღებ.
- ვინ ხარ და რა გინდა?
- ანნა გილოცაააავ
ყვირის ჩემი დაქალი ნორა, გაღიზიანებული ყურებზე თითებს ვიჭერ
- რა მოხდა რა ?
- სამსახური გიშოვე
- რაა?
ახლა მე ვყვირიი და ის მსაყვედუროვბს რა გაღრიალებსო, ვარდისფერ თმებს იქვე მიგდებული ფანქრით ვიწევ და შიშველი საწოლზე ვჯდები
- რა სამსახურია?
- შენს მდგომარეობაში მაგას არ ვიკითხავდი ანნა
მსაყვედურობს დაქალი და მეც მახსენდება სამოდელო სააგენტოდან, როგორ გამომაგდო უფროსმა იმის გამო, რომ სიმართლე ვუთხარი. როგორ უფათურებდა ახალგაზრდა გოგონებს ხელებს.
- ხო კარგი კარგი
ვჯუჯღუნებ და მისამართს ვიწერ
- და ასეთი რა სამსახურია?
- დეიდაჩემმა მითხრა ახლობლები არიან დეიდასი, დამხმარე უნდათ თუ რაღაცო აღარ მოვუსმინე კაცო, მთავარია სამსახური იყოს და მოკლედ თავად მიდი და გაიგე
- გაღმერთებ
მობილურს ვთიშავ და საგუდაგულოდ ვეწყობი, მოკლე შავ კაბასა და გაშლილ ვარდისფერ თმაში გამოწყობი მივუყვები ბროდვეის ვიწრო ქუჩას, რადგან იქვე ვცხოვრობ და შემოდგომის ყვითელ ფოთლებს ფეხებით ვთელავ, სახლს ისე მივადექი ახლაღა "ავიღე თავი მიწიდან" და უზარმაზარ გალავანს შევხედე
- იმედია ამ მოდელ ქალს კარგი ხო ამ ყოფილ მოდელ ქალს მოსამსახურეთ არ მამუშავებენ ღმერთო
დარცხვენილი ვაჭერ ღილაკს და ვიტრუნები, 3 წუთში უზარმაზარი ბორბლიანი კარი იღება და დაახლოებით 50 ათამდე სპორტულად ჩაცმული და შეიარაღებული ნავარჯიშები მამაკაცი მომშტერებია, ანერვიულებული უკან ვაპირებ გაბრუნებას, როცა ჩემზე ოდნავ დაბალი, ქერა, სიფირიფანა გოგონა ბედნიერი მეხუტება და იღიმის
- მე ელისი
- ანაა
ვლუღლუღებ და გოგონას ვაშტერდები
- შეგაშინეს არა ველურებმა, შემოდი შემოდი
წინ მიმიძღვის და მეც უკან დასჯილი ბავშვივით მივყვები
- გამიკვირდა სამსახურს, რომ დათანხმდი
- ხო მეც გამიკვირდა
მგონია მიცნო, რომ მოდელი ვარ თქო და თავმომწონედ ვამბობ, სინამდვილეში ღმერთმა იცის რას გულისხმობს
- ძალიან ჯიუტი ვინმეა ძალიან
- მართლა არ ვიცი, როგორ უნდა გაუძლო, მაგრამ წარმატებებს გისურვებთ
ოთახიდან ქერა ქალი გამოდის, ტკივილიანი და სევდიანი თვალებით და ჩემოდანს მაწვდის
- აქ ყველაფერია, უკვე აღარ შეგვიძლია. ჩვენ მეორე სახლში გადავდივართ, თუ რამე დაგჭირდება ჩვენი მისამართია
"ვიზიტკას" მიტოვებს და ვერაფრის თქმას ვასწრებ ისე მტოვებს ორივე, უზამრაზარ სახლში გაშტერებული ვდგავარ და ღრიალის ხმა მაფხიზლებს
- დედააააააა
გაყვირის ვიღაც და მეც მის ხმას მივუყვები, დიდ კიბეებს უცბად ვუმკლავდები და 4 სართულზე მთლიანად დაპატრონებულ ოთახის კარს ვაღებ, ახალგაზრდა მამაკაცს ვამჩნევ ნოლზე გადაპარსული თავით, სახეს ვერ ვამჩნევ ზურგშექცევით ზის შიშველი და კარის ხმაზე მეუბნება.
- არ მჭირდება ეს შენი მომვლელები, მერამდენი მომვლელია დაითვალე მაინც?წადი აქედან წადიიი მე მივხედავ ჩემს თავს გაეთრიეთ ყველა ასე რთულია?
ბოლო წინადადების დროს უკან ბრუნდება და გაფითრებული მიყურებს, მეც იგივე მდგომარეობაში ვდგავარ
- ვინ ხარ ?
- მე ანნა
- კაი რასამბობ ანა?
ირონიით მპასუხობს, ვუყურებ მის ლურჯ თვალებს, აწითლებულ ტუჩებსა და ამღვრეულ გუგებს.მის თვალებში ჩემი ცისფერი თვალებით ვიკარგები
- მე მემგონი შენი მომვლელი ვარ, ალბათ ასეა
მეც დაბნეული ვარ და ისიც
- ვინ ხარ ?რამდენი წლის ხარ 16ს? შენ როგორ უნდა მომიარო
ხარხარებს იგი და მინდა, რომ დავახრჩო გაღიზიანებული ვუმატებ ხმას
- 19 წლის ვარ და მოდელი ვარ გასაგებია?
სახეს ასერიოზულებს და წარბებს მაღლა სწევს
- ჯერ ერთი თქვენობით მესაუბრე ფისო, მეორე მოდელი თუ ხარ აქ რა ჩემი ფეხები გინდა? და მესამე აქედან წაეთრიე და დედაჩემს დაუძახე მოგაშოროს აქედან
გაღიზიანებული გამოვრბივარ უკან და ნორას ვურეკავ
- ესაა სამსახური გიიშოვეო ?
ჩავყვირი ყურში
- რა მოხდა?
ყველაფერს ვუყვები და ვინაბები
- მისმინე დეიდას დავურეკავ და შეგეხმიანეი არსად წახვიდე
მის ლოდინში სახლის დატვალიერებას ვიწყებ და ვაჟბატონის უამრავ ფოტოს ვაწყდები, წყალბურთელი ყოფილა ტუტუცი. რამხელა სახლია, უამრავი ნახატით და ქანდაკებებით გარემოცვული.
- შვილო?
ფიქრებიდან მოხუცი ქალის ხმა მაბრუნებს და დაბალ, ფუმფულა ქალს ვამჩნევ
- როგორც იქნა
მეხვევა და თითებზე მკოცნის
- შენ მოხვედი
მემგონი გეშლებით ქალბატონო
გაკვირვებული ვუყურებ მას
- სტელა შვილო, სტელა მქვია არაფერიც არ მეშლება ამდენი ხანია ჩემი დანტესთვის მომვლელს ვეძებთ და არავინ მოდის საერთოდ არავინ მისი ჯიუტი ხასიათის გამო შვილო
თვალზე ცრემლი შეიმშრალა მოხუცმა
- სასწაულად ჯიუტია 6 თვეა გეძებთ შვილო და შენ ერთადერთი აღმოჩნდი ვინც მოვიდა
ახლა უფრო დავიბენი, ქალიც მიხვდა და სავარძლისკენ მიმითითა
- შენ რა არ იცი?
გაუკვირდა მოხუც სტელას, მეც მოვუყევი როგორ მოვხდი აქ და მეტად უმატა ტირილს
- ქალბატონო სტელა რატომ ტირით ?
გული მომკვდა
- შვილო ანუ შენც გაუგებრობით მოხვდი და შენც მოგიწევს წასვალ მისი ხასიათის გამო
- რასჭირს ასეთი მეტყვით ?
- ინვალიდია შვილო ინვალიდი, უნაკლო მომავალი ჰქონდა უნაკლო, მაგრამ რათ გინდა ?წყალბურთი ვიცი და ცხენბურთს რაღა უნდაო ატყდა ერთ დღესაც და ხომ ხედავ ახლა ვეღარ ინძრევა უკვე 2 წელია ზის და ჩენი დანი სადღაც გაქრა ახლა ვიღაც ტირანი ცხოვრობს მასში და ჩვენი დანახვაც არ სურს. საკუთარმა დედამ ვეღარ გაუძლო შვილო ვერა, გაიქცა აქედან აღარ შეუძლია მისი გულქვაობის ატანა.
- რა სამწუხაროა
შევწუხდი გურწფელად და ქალის ცრემლებზე მეც ამეტირა, მინდოდა მისი დამშვიდება, მაგრამ ვინ გაცადა ჯერ ნორა მირეკავდა გავთიშე შემდეგ კი ვაჟბატონი ეტლით გადმომდგარა კიბეების თავზე და ტაშს გვიკრავდა.
- ყოჩაღ, ბრავო სტელა შენ ხომ ასეთი საოცარი ხარ, რომ ყველა მეორე ქუჩიდან შემოთრეულს უყვები რა მჭირს და ყოჩაღ მოდელო ანა
მოდელო ხაზგასმით გამოყო და ზიზღნარევი სახე მომაპყრო
- აჰა შენ ოსკარი მსახიობური ნიჭისთვის
რაღაც მედალი ფეხებთან გადმომიგდო და ისე სხვათაშორის დასძინა
- ხო მართლა თავისდროზე მაგ მედლებს, რომ ვიღებდი ოქროაო ასე მეუბნებოდნენ და წაიღე ჩააბარე რა იცი ქინებ არ მატყუებდნენ
სტელამ ცრემლები შეიმშრალა და ოთახიდან გავარდა, მე კი გაღიზიანებულმა კიბეები ავირბინე და წინ ავესვეტე
- იდიოტი ხარ
- რამდენსმიბედავ
დაიბრდღვინა, ახლა მე ავიკარი ირონიული ნიღაბი და მის წინ ჩავიმუხლე
- მომისმინე შე გათამამებულო ბიჭუნავ, შენ რომ ახლა ეტლში ზიხარ შენი დაუდევრობის ბრალია და არა დედაშენის, შენი დის, სტელასი ან ჩემი რას შეახტი ცხენს თუ თავი არ გქონდა. წამლის დალევის დროა ოთახში დამელოდე და მოვალ პატარა
პასუხს არ დავლოდებივარ სასწრაფოდ მოვკიდე ეტლს ხელი და სანამ ჩემი სიტყვების გადახარშვას მოასწრებდა კარები გამოვუკეტე და გამოვიქეცი დაბლა, იქ ატყდა რაც ატყდა. მსხვრევის, ლეწვის, ღრიალის ხმა, მაგრამ მერე რა ამასაც მოვუვლი.
- სტელა?
მოხუცს მხარზე შევახე და გაბადრულმა ვკითხე
- რომელ წამლებს სვავს და რამდენ ხანში ერთხელ უნდა მივცე ?კიდევ რას ჭამს?რა უყვარს და ზოგადად მითხარი რა მევალება
მოხუცს თვალები გაუნათდა და მადლიერი მზერით აღსავსემ გულში ჩამიკრა.
"ნორაჩკა ვრჩები, მერე დაგირეკავ"
ნორას მივწერე და ვაჟბატონისკენ დავიძარი.




გამარჯობათ "შემოდგომის შვილებს" ვაგრძელებ არ შეგეშინდეთ :დდ ამ ისტორიას გასართობად ვდებ, ვიცი რომ ბანალურია და ბლა ბლა ბლა ისე წაიკითხეთ და ისიამოვნეთ



№1 სტუმარი Nia

Me momwons da gaagrdzele

 


№2  offline წევრი nini :)

momewonaaaa.... gaagrdzeleeee....

 


№3  offline წევრი nini_nuca

კარგია კარგია კარგიაა მომწონს ... შემოდგომის შვილები არ დაივიწყო თორე გავგიჟდები

 


№4  offline წევრი tatalia

მადლობა მადლობა <3 არ ვივიწყებ დავდე :დ

 


№5 სტუმარი A

Au..... gaagrdzele ra magari saxalisoa da darwmunebuli var upro saxaliso gagrdzelebac eqneba....

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent