გრძნობათა სიჭარბე (8)
დილით გაღვიძებულზე დემე რომ არ დახვდა ცოტა კი ეწყინა,მაგრამ იფიქრა ალბათ ასე ჯობდაო და ზედმეტი არასასიამოვნო ფიქრების განსადევნად თავი გააქნია.არ უნდოდა არაფერზე ფიქრი.არც წუხანდელ ღამეზე და არც მომავალზე.არავინ იცის რა როგორ მოხდება.ყველაფერს დროს მიანდობს.თუმცა,ერთი რამ დაზუსტებით იცის.დემეს ვერ მოეშვება და ვერც დემე მოეშვება.მაგრაამ სადამდე შეტოპავს მათი ეს თამაში,ამას მხოლოდ დრო განსაზღვრავს.იცის რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის დემეტრე,რამდენად სჭირდება მისი სიახლოეე,მაგრაააამ....მაინც არსებობს ერთი დიდი მაგრაამ.ალბათ სწორედ ამ ზედმეტი "მაგრამ"–ს გამო არის აუცილებელი დროის გასვლა და ურთიერთობაზე დაკვირვება. ფიქრებში გართული ჩავიდა მისაღებში.ირგვლიმ რომ მიიხედაა არავინ არ დახვდა.არც ჩამი–ჩუმი ისმოდა არსაიდან.იფიქრაა სანნაპიროზე გავიდნენ და აღარ გამაღვიძესო.იქვე სავარძელზე გადაწვა და თვალები მინაბა.ის ის იყო ჩაძინებას აპირებდა ერთი მზაკვრული იდეა რომ მოუვიდა თავში.სწრაფად გაახილა თვალები და სირბილით ავიდა მეორე სართულზე.ამ სახლში პირველივე მოსვლის წუთებიდან დემეს ოთახს და მის აბანოს დაადგა თვალი.მაგრაამ იმ უტეხმა არაფრის დიდებით არ დაუთმო.ხოდა მის მერე ერთი სურვილი კლავს,ძალიან უნდა დემეს დიდ და კომფორტულ ჯაკუზში ნებივრობა.ახლა ამის შანსი მიეცა და არაფრით არ გაუშვებს ხელიდან.უცებ შეაგროვა საჭირო ნივთები და ფეხაკრებით შევიდა ბაბლუანის აბანოში,თან რაღაცას ღიღინებდა სიხარულისგაან.შიგნით შესულს ჯაკუზი აქაფებული დახვდა,ცოტა კი გაუკვირდა,მაგრამ ყურადღება აღარ მიაქცია,იფიქრა გამზადებულს რა სჯობსო და ტანზე გაიხადდა.სრულიად შიშველი იდგა და ნელი ნაბიჯებით მიდიოდა ნეტარებისკენ.ფეხი ასწია და ის ის იყო უნდა ჩაედგა,უცებ ვიღაცამ რომ ამოყო ქაფიანი თავი.მოულოდნელობისგან წონასწორობა ვეღარ შეიკავა და პირდაპირ ქაფიან წყალში ჩაეშვა თავით,თანაც ძალიან კომფორტულად დააწვა იმ ვიღაცას ზემოდან.გონს რომ მოვიდა და საკუთარ თავი ასეთ ცუდ სიტუაციაში წარმოიდგინა კივილი მორთო,ისე რომ საერთოდ არ შეუხედავს ვინ იწვა ჯაკუზში. –რა გაკივლებს?წყნარად–პირზე ხელს აფარებდაა და ირონიულად იცინოდა –შეენ?????–იმხელა ხმაზე შეიცხადაა თითქოს რამე მოულოდნელობა ყოფილიყო ბაბლუანის თავის აბანოში ყოფნა –ჩემს აბანოში სხვას ელოდი ვინმე?–წარბი ირონიულად აუწია და ხელები წელზე მოხვია –კი მაგრამ..შენ ზღვაზეეე არ უნდა იყო??–დაბლეულობისგან ძლივს აბამდა სიტყვებს ერთმანეთს –კიდევ კარგი არ წავედი და ასეთი შანსი არ გავუშვი ხელიდან–ჭინკებათამაშებული თვალებით უთხრა სახიდან ქაფი მოაშორა –ახლავე მომაშორე ხელები,ახლავე–ფართხლებდა და მისი მკლავებიდან თავის დაღწევას ცდილობდა –ნუ ფართხალებ–გამაფრთხილებლად უთხრა და სახე უფრო ახლოს მიუტანა.თითქოს ეს უნდოდააო წერეთელს,მთლიანად მოეშვა.მაგრამ სირცხვილის გრძნობას მაინც ვერაფერი მოუხერხა.სრულიად შიშველი დემეს ზემოდან მოქცეოდა და სირცხვილით თვალების გასწორება უჭირდა.დემეს მის აწითლებულ ლოყებზე ოდნავ ჩაეღიმა,ნიკაბზე ხელი ამოსდო, თავი ზემოთ ააწევინა და დიდხანს უყურა თვალებში.მერე ცერა თითი ნაზად ჩამოუსვა ჯერ ლოყაზე,მერე ქვედა ტუჩზე და ბოლოს ლავიწზე.წერეთელს სიამოვნებისგან გააკანკალა და თავი ძლივს შეიკავა კნავილი რომ არ ამოეშვაა.ბაბლუანი ხელების მის სხეულზე ნავარდს არ წყვეტტდა და ნენეს გული უკვე ყელში ებჯინებოდა.ამდენის მოთმენაც არ შეეძო,პირველად იყო ასეთ სიტუაციაში,პირველი კოცნაც ხომ სწორედ ბაბლუანმა მოპარა,პირველი ალერსსაც სწორედ ის პარავდა.მაგრამ არაფრის გაკეთება არ შეეძლო.ვერ ეწინააღმდეგებოდა ბაბლუანის მხურვალე ხელებს და მის ჭინკებათამაშებულ თვალებს.ჯერ ტუჩის კუთხეში აკოცა,მერე ტუჩზე და ბოლოს იმდენად მომთხოვნი გახადა კოცნა.ლამის ტუჩები მოაჭამა.კოცნიდა მთელი გრძნობით და ხელებს ისევ და ისევ უმისამარტოდ დაატარებდა წერეთელის სხეულზეე.მიუხედავად იმისა,რომ ნენეს ჭკუა არ მოეკითხებოდა იმდენად იყო ვნებებს აყოლილი,გონება მაინც ეწინააღმდეგებოდაა.მაინც არ უნდოდა ასე და ასეთ სიტუაციაში გამხდარიყო ბაბლუანისი.სულ სხვანაირად და სხვა სიტუაციაში წარმოედგინა ყველაფერი.მართალია დემეტრეზე გიჟდება და ერთი სული აქვს ბოლომდე როდის შეიგრძნობს მის ალერს,მაგრამ არ შეუძლია.არ შეუძლია ასე ერთი ხელის მოსმით დაკარგოს თავი მის ალერსზეე.ნელა მოიშორა დემეს ტუჩები და პირდაპირ თვალებში შეხება.სულ სხვანაირი ბაბლუანი უყურებდა.მომთხოვნი და მის ალერსზე დახამებული.მიხვდა რომ ბაბლუანი როგორც საყვარელ ქალს ისე არ ეფერებოდა.არც მთლად სურვილების დასაკმაყოფილებლად უნდოდაა,მაგრამ ის რისი დანახვაც ნენეს გაახარებდა ვერ დაინახა.გრძნობა და ხედავდა სითბოს მის თვალებში და იმასაც გრძნობდა,რომ სულ ცოტა აკლდა ბაბლუანს მის სიყვრულამდე.ნენე კიდევ სწორედ იმ მომენტს დაელოდება როცა მიისი თვალები სიყვარულით იქნება სავსე დ სწორედ მაშინ გახდება მისი.ბაბლუანის ქალი !!! –გეყოს–ჩუმად უჩურჩულა და შუბლი შუბლზე მიადო.დემეს თავიდან ცოტა გაუჭირდა მისი დათმობა,მააგრამ როგორც კი თვალებში ჩახედა მიხვდა არ იყო მზად.არც დააძალებდა.ნაზად აკოცა ლოყყაზე და ოდნავ გაუღიმა.ნენემაც მისი ქცევით გახარებულმა ღიმილი აჩუქა და ფეხზე წამოდგა.საერთოდ არ ახსოვდა შიშველი რომ იყო ისე ამაყად ადგა და გადმოაბიჯა ფეხი.დემეტრე ირონიული ღიმილით უყურებდა გულში სიხარულს გრძნობდა.იცოდა რომ ეს ქალი აუცილებლდა მისი იქნებოდა,ყველანაირი გაგებით და ყველა ასპექტში –შეგიძლია მთელი დღე ეგრე იარო–მშვიდი ხმით უთხრა და ჰაერში მისი სხეულის კონტური მოხაზა.ნენე თავიდან თითქოს დაიბნა და თავი დახარა.მაგრამ მერე მიხვდა მის უპირატესობას.მიხვდა რამდენად იზიდავდა ბაბლუანს,რამდენად უნდოდა და როგორ შეეძლო მისი ვნებების აშლა. –რა პრობლემააა,შენ თუ გაუძლეებ–გამომწვევად დაიხარა ძირს დაყრილი ნივთების ასაღებად,დემეს ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და ნარნარით წავიდა კარისკენ.ბაბლუანი ღიმილით აკვირდებოდა მის მოქმედებებს და ცოტა აკლდა ფეხზე რომ არ წამომდგარიყო და იქვე არ დაემთავრებინა თავისი საქმე.სანამ კარებში გავიდოდა იქვე დადებული დემეტრეს პირსახოცი აიღო,ჰაერში აუფრიალა და კისკისით გავარდა გარეთ.იცოდა ვერ გაეკიდებოდა,თუმცა ძალიანაც შეცდა.ოთახიდან გასვლას აპირებდა დემეტრე რომ გადაუდგა წინ.მოულოდნელობისგან შეხტა და ერთი ნაბიჯით უკან გახტა.წინ რომ გაიხედა არხეინად მდგომი სრულიად შიშველი ბაბლუანი დაინახა უცებ წამოიკივივლა და თვალებზე ხელი აიფარა. –ახლავე ჩაიცვი იდიოტო–უყვიროდა და ცალი ხელით პირსახოცს აწვდიდა.იმას კი არ ფიქრობდა თვითონაც იიგივე მდგომარეობაში რომ იდგა.დემეტრეს სიცილზე ხელებსშუა გაიხედა და მისი მწველი მწერა რომ დააფიქსირა მერე თავის სხეულს დახედა.სწრაფად შეიცხადა და ხელები მკერდძე აიფარა.იდგა ასე ხელებ მკერდზე აფარებული და თვალებდახუჭული.დემეტრემ ჯერ კარგად იცინა მის დაბნულ ქმედებებზე.მერე მისი ხალათი გამოიღო და ბეჭებზე მიაფარა და ყელში სველი კოცნა დაუტოვა.როგორც კი ქსოვილი იგრძნო ნენემ ტანზე უკანმოუხდავად დატოვა დემეტრეს ოთახი და თავის ოთახში ჩაიკეტა.კარზე აეყუდა და უცებ ისტერიული სიცილი აუტყდა ყველაფრის წარმოდგენისას.პირველად აღმოჩნდა ასეთ უხერხულ სიტუაციაში.ყველაფერი ხომ დემეტრესთან უნდა გამოცადოს პირველი.არა ეს ბიჭი ცუდათ მოქმედებს ნენეს გრძნობებზე და გონებაზე.მთლად გააფუჭა და დაუკარგა სირცხვილის გრძნობა.არც ჩაცმა და ქვემოთ ჩასვლა სცხვენია და არც თვალებში ჩახედვა.ალბათ გრძნობს როოგორ ეძვირფასება დემეს. მეორე დილით ყველაზე ადრე გაიღვიძა.რატომღაც მარტო მოუნდა სანაპიროზე წასვლა და მზის პირველი სხივების შეგრძნება.მალევე მოემზადა რა რამდენი წუთში ზღვაში ცურავდა.პირველად გამოვიდა ასე ადრე.ყოველთვის უჭირდა დილით ადგომა და მზე კარგა ხნის ამოსული იყო ხოლმე სანაპიროზე რომ გადიოდა.ახლა კიდევ ახალი შეგრძნებების აღმოჩენა მოეწონა,მოეწონა დილის წკრილა წყლის შეგრძნება,მოეწონა მზე როგორ იკრეფდა ძალას და თანდათან როგორ აძლიერებდა სხივების სიმხურვალეს.ნაპირიდან სულ ოდნავ მოშორებით ცურავდა და სიამოვნებას იღებდა.არ ფიქრობდა არავიზე და არაფერზე.ზოგადად ასეთი ჩვევა აქვს,თუ არ უნდა გადაკეტავს ტვინს და საერთოდ გამოეთიშება ხოლმე დედამიწას.ახლაც ასე იყო.ვარდისფერი სათვალით უყურებდა გარშემო ყველაფერს და სრულიად სხვა გალაქტიკაზე დაფრინავდა.ხედავდა ირგვლიმ უამრავ ადამიანს,მაგრამ რეალურად ვერცერთს აღიქვამდა.რაღაც განსაკუთრებულ ნეტარებას გრძნობდა.გრძნობდა რომ რაღაც გარდამტეხი აუცილებლად მოხდებოდა მის ცხოვრებაში,რაღაც კარგი,რაც სამუდამოდ შეუცვლიდა წარმოდგენებს და ცხოვრებას სულ სხვა თვალით დაანახებდა. ფეხზე რაღაცის შეხება იგრძნო და მაშინვე მოვიდა გონს.ინტიქტურად დაიკივლა და ფეხები აააფართხალა,ის იყო უფრო ხმამაღლა აპირებდა დაყვირებას მოულოდნელად დემეტრემ რომ ამოყო წყლიდან თავი და წინ აესვეტა. –შენ ნორმალური არ ხარ–გულზე ხელი მიიდო შეშინებულმა და მომღიმარ დემეტრეს თვალები დაუბრიალა –ზედმეტად დაფრინავდი და დაგანარცხე მიწაზე–უდარდელად უთხრა და კიდევ უფრო ახლოს მიცურა –ყოჩაღ–გაუბრაზდა და წყალში ჩაყვინა.მაგრან ვინ დააცადა?მაშინვე ეტაკა დემე,ერთი ხელი წელზე მოხვია და ზედაპირზე ამოიყვანა. –ცოტა ზედმეტი ხომ არ მოგდის?–დემეს ქცევით გაოცებული და გაბრაზებული ცდილობდა მშვიდი ტონი შეენარჩუნებინა –მინდა დიდხანს გიყურო–უფრო მაგრად მოხვია ხელი და ახლოს მიიზიდა.ნენე დაბნეული აცეცებდა თვალებს და ცდილობდა მისი ნათქვამი ბოლომდე გაეაზრებინა.თან ბაბლუანის სახით თუ ვიმსჯელებთ საერთოდ არ ეტყობოდა რომ ხუმრობდა,პირიქით ზედმეტად სერიოზულიც კი ჩანდა.ბოლოს და ბოლოს გაბედა და ჩახედა სასურველ თვალებში.ჩახედა და ადგილზე გაშეშდა.ისეთი სითბო და სიყვარული ამოიკითხა ხელზე იჩქმიტა ხომ არ მძინავს და მელანდებაო.ასეთი დემე?არ არსებობს.ის ცინიზმი და ირონია სად წავიდა?როგორ გააქრო? ის ჭინკებიც სხვანაირად უთამაშებენ თვალებში.არც ისე ცქმუტავენ და არც დასცინიან.ვერ დაიჯერებს,ვერაა.სხვა დემეეაა ეს.შეცვალეს და სხვა მოიყვანეს.ღმერთო ჩემო,დემე ბაბლუანი ასეთი თვალებით უყურებს ნენე წერეთელს.ამ ფიქრებში გართულმა ტუჩებზე რაღაც რბილის შეხება და წელზე მარწუხებად შემოხვეული ძლიერი ხელები რომ იგრძნო,მაშინ მიხვდა რა მდგომარეობაშიც იმყოფებოდა და რომ ბაბლუანი კოცნიდა,ასე შუა ზღვაში,ყველას თვალწინ კოცნიდა.ოდნავადაც არ გასჩენია წინააღმდეგობის გაწევის სურვილი და საერთოდაც ამ ბოლო დროს მთლიანად მიყვება ხოლმე დემეს ნება–სურვილს.მთელი ძალით მოხვია კისერზე ხელები და კოცნაში აყვა.კოცნიდა მთელი გრძნობით,ემოციით,სინაზით.არ იცის ეს რა იყო.რასაც იმ წუთებში გრძნობდა ყველაზე დიდი სიამოვნება იყო,რაც კი ცხოვრებაში განუცდია.ბაბლუანმა ისეთი კოცნა იცოდა,ისეთი რომ სამუდამოდ მასზე მიჯაჭვულს დაგტოვებდა.ეს გამოუცდელი ნენეც აიყოლია ისე რომ ოდნავად არ უჩნდებოდა წინააღმდეგობის გაწევის გრძნობა.უჰაეორიბს შეგრძნებამ აიძულათ ერთმანეთით ტკბობა შეეწყვიტათ.ბაბლუანმა სახე დაუჭირა და პირდაპირ თვალებში უყურებდა. –არც კი გაბედო და იფიქრო,რომ შენთან ვერთობი.შენ ჩემთვის იმაზე ძვირფასი ხარ,ვიდრე წარმოგიდგენია.იმდენად თბილი გრძნობები მიჩნდება რომ გიყურებ,თვითონაც ვერ ვცნობ საკუთარ თავს.იმდენად მიზიდავ სულ მავიწყდება სხვა ქალის არსებობა.ჩემთვის შენ ხარ სასურველი ქალი,ქალი რომელთანაც იმაზე ახლოს მინდა ვიყო,ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ ვინმესთან.არც ვიცი და არც მინდა რამე სახელი დავარქვა ამ გრძნობებს,მაგრამ იცოდე რომ დემეტრე ბაბლუანისთვის მნიშვნელოვანი ხარ–დაამთავრა და მაშინვე გულზე მიიკრა აკრუსუნებული ნენე.ნელა გაიყვანა სანაპიროზე და ქვიშაზე ჩამოჯდა,ნენე კი კალთაში ჩაისვა და ჩაიხუტა.წერეთელს საერთოდ არაფრის თქმა არ უნდოდა.ვერც იტყოდა რომც ნდომოდა.იმდენად წარმოუდგენლად და საოცნებოდ ეჩვენებოდა ბაბლუანის სიტყვები.სიტყვები რომლებმაც ამხელა ბედნირება მიანიჭეს.მერე რა რომ მიყვარხარ არ უთქვამს?სამაგიეროდ უთხრა ძალიან მნიშვნელოვანი ხარ ჩემთვისო,მხოლოდ შენ გხედავო.მეტი რა უნდოდა წერეთელს?განა ამაზე იოცნებებდა?? ჰოდა ოცნებსაც რომ ვერ ბედავდა,იმაზე უკეთეს სიტუაციაში იყო ახლა.დემეტრეს გულზე თავმიდებული ყველაზე კომფორტულად გრძნობდა თავს და ყველაფერს დათმობდა სულ ასე რომ გაეგრძელებინა ყოფნა.თავის მხრივ არც ბაბლუანი ითხოვდა ზედმეტ სიტყვებს.ნენეს ცრემლები და მისი თითოეული მოქმედება ამტკიცებდა თუ რას ფიქრობდა და რა გრძნობები ჰქონდა. სახლში ერთმანეთზე ჩახუტებულები შევიდნენ.ანო და აკო მისაღებში ისხდნენ და ტელევიზორს უყურებდნენ.ანო წვენს სვამდა და აკოზე მიყრდნობილი ბოლო ხმაზე კისკისებდა.ოთახში შესული წყვილი რომ დაინახეს და თან ასეთ მდგომარეობაში მოულოდნელობისგან ანოს წვენი გადასცდა და ხველება დაიწყო.აკო თვალებგაფართოებული უუყურებდა და დანახულის რეალობას ვერ იჯერებდა. –არ მოგვილოცავთ?–უხერხული სიჩუმე ისევ დემემ დაარღვია და წყვილი დაბნეული მდგომარეობიდან გამოიყვანა –ვიცოდიიი,ვიცოდიიიიი.თქვენ რას გამომაპარებდით მეე–კივილით გამოიქცა ანო და მეგობარს მთელი ძალით ჩაეხუტა.მერე დემესაც მოესიყვარულა და თან ხელებს უფრიალებდა ცხვირწინ შენც კარგი ეშმაკი ყოფილხარო. –გილოცავთ ძმაო,გილოცავთ–მთელი გულით მიულოცა აკომ და ორივეს მოეხვია –ისე როდის მოასწარით,ჯერ კიდევ გუშინ ერთმანეთს ჭამდით და–სიტყვით გამოვიდა ანო და ეჭვისთვალით გადახედა წყვილს –მე რას მიყურებ,ეგ შენს დაქალს აქვს მწარე ენა–მაშინვე დაიძვრინა თავი დემეტრემ და ნენეს გადახედა –არც შენ გიგვალავს ბაბლუანი ენა–ნიშნისმოგებით ჩაუკრა თვალი სატრფოს და ანოს გვერდით მოკალათდა –პირველ რიგში შენს დატკბობაზე უნდა ვიმუშაო–გვერდით მიუჯდა და მოწყვეტით აკოცა ტუჩებზე.ნენეს მაშინვე ლოყები აუწითლდა და თვალების ბრიალით დაემუქრა. –ნენე ეგ ბუნებრივი მოვლენაა,უნდა მიეჩვიო აწი–ანომ მეგობრის მორცხვობაზე ხმამაღლა გაიცინა და კიდევ უფრო ააწითლა მდგომარეობას მიუჩვეველი წერეთელი.რაღაცის სათქმელად გააღო პირი,უეცრად გარედან მხიარული კისკისის ხმა რომ შემოესმა.არავის არ მოელოდნეენ,არც არავის იცნობდნენ იქ..გაოცებულებმა გადახედეს ოთხივემ ერთმანეთს და ფეხზე წამოდგეენ კარში ყურებამდე გაკრეჭილი სანდრექსა და მის გვერდით იგივე მდგომარეობაში მყოფი თეკო რომ დაინახეს..იმდენად გაუხარდა სანდრექსას დანახვა კივილი–წივილით გაექანა მისკენ და ზედ შემოახტა მეგობარს. –კარგი კარგი,თორე ზოგერთებიი ისე მიყურებენ ჩემს ცემაზე უარს არ იტყვიან–ყურში უჩურჩულა წერეთელს..ნენემ ერთი კარგად უთავაზა გვერდში და ახლა გვერდით მყოფ თეკოს დაუკოცნა ლოყები..გეგონება დიდი ხნის უნახავი მეგობრები დაბრუნდნენ ომიდანოო...არაადა მისთვის ეს ორი ხსნაა იყო იმ წუთას..უხერხული სიტუაციდანაც იხსნეს და დარწმუნებულიც იყო სანდრექსა თავისი არაორდინალური იუმორით და თეკო მუდამ კარგ ტალღაზე მოჭიკჭიკეე ხმით,საოცარ მხიარულობას შესძენდა მათ საზღვაო იდილიას. პირველი გიჟური იდეა სწორედ სანდრექსას დაებადაა,როგორ უნდა დაემთავრებიათ დღევანდელი დღე ისე რომ სულ დამახსოვრებოდათ..სწრაფად დაავლო ხელი ნენეს და მასთან ერთად გარეთ გავარდა..ცოტა ხანში კიდევ უამრავი სასუსნავით და სასმელით ხელდამშვენებულები დაბრუნდნენ უკან..სახელთახელოდ გაშალეს სუფრაც და ირგვლი შემოუსხდნენ. –არ დაიწყოთ ახლა ვერ დავლევ,ცუდათ მხდის და ასეთი პრიმიტიულებიი..ვსვამთ გონის დაკარგვამდეეე,ანოს გარდა–დაამატა და სულმოუთქმელად გამოცალა პირველი ჭიქა –გოგოებს რამე შეღავათები არ გვექნება?–იკითხა ნენემ და საწყალი თვალებით დახედა თავის ჭიქას –კი,ბიჭები აგაცილებთ ოთახამდე,როცა მიხვდვებით რომ მეტი აღარ გინდათ–მკაცრი ხმით უთხრა ბაბლუანმა და თვალი ჩაუკრა –მაგას როგორმე გავარკვეთ ჩვენთვის, როდის უნდა გავჩერდეთ–გაეჯიბრა და სადნრექსსავითთ სულმოუთქმელად დაცალა პირველი ჭიქა –გამოწვევა მიღებულია–დემემაც მისი ქმედება გაიმეორა.ტრადიციული რამდენიმე სადღერძელოს მერე,კარგად შეხურდნენ და უფრო გაიხსნენ ერთმანეთთან..ათას სისულელეს იხსენებდნენ და ბოლო ხმაზე კისკისებდნენ...სადღაც 5 ჭიქა ექნებოდათ დალეული,დემეტრესთან სიშორეს რომ ვეღარ გაუძლო და თამამად მიეხუტაა..ბაბლუანმაც თბილად მოხვია ხელი და შუბლზე აკოცაა.ჩუმად გააპარა თვალი წინ მჯდარი სანდრექსასკენ და მისი ღიმილი რომ დაინახა კიდევ უფრო გაბედნიერდა..ამდენი საყყვარელი ადამიანის გარემოცვაში როგორ შეიძლება არ იყო ბედნიერი..ნენეც თითოეული წამის დამახსოვრებას ცდილობდა და ყველას სახეზე აღბეჭდილ ოდნავ ღიმილსაც კი გაბადრული სახით უყურებდა.არაფერი სჯობდა ასე ყოფნას,ასე ტკბილად. –რამ დაგათროთ ერთი ასე იმ დღეს?–სიცილით წამოიწყო სანდრიკომ და სათითოდ გადახედა გოგოებს. –გოგოური შეკრება გვქონდა კლუბში და ცოტა ზედმეტი მოგვივიდა–ხელით ანიშნა ცოტა რამდენი იყო ანომ და ვითომ წარბაწეულ აკოს გახედაა,რომელიც სიცილს ძლივს იკავებდა მთვრალი ცოლის გახსენებისას. –არაფერიც,გამიზნულად გამოვთვერით ისე,სოლიდარობა გამოვუცხადეთ მეგობარს და კაცთა მოდგმას ავუჯანყდით–გაიჯგიმა თეკომ და წამში დაფქვა სიმმართლეე –ჰო ვხედავ როგორი აჯანყებულიცაა მაგ მეგობარი–თვალით ნენესკენ ანიშნა –არაფერი არ მახსოვს იმ ღამიდან საერთოდ–საწყლაად ამოიკნავლა და კიდევ უფრო მიეკრა ბაბლუანს –ვატყობ არც ამ ღამიდან გემახსოვრება არაფერი,დალევას თუ არ შეწყვეტ–ჭიქა გამოართვა წერეთელს და მაგიდაზე დადგაა. –ეგრე ხო? ახლა მიყურე–უცბად სტაცა არყის ბოთლს ხელი და პირზე მიიყუდაა.ნახევრამდე ისე დაცაალა,ბოთლი პირიდან არ მოუშორებიაა.ერთი ამოისუნთქა და სასმელი მაგიდაზე დააბრუნაა.ჯიბრზე ახედა თავზე წამომდგარ ბაბლუანს და გააზრებაც ვერ მოასწრო ისე აღმოჩნდა მის ბეჭზე მოკიდებული –ნენესთვის დღევანდელი საღამო დამთავრდა.აბა მიხედეთ ბიჭებო თქვენს გოგოებს–სანდრექსას თვალი ჩაუკრა და ხელისაწევით დაემშვიდობაა იქ მყოფებს.ნენეს ფართხალსთვის ყურადღება საერთოდ არ მიუქცევია ისე აიყვანა ზემოთ.საწოლზე დაწვენას უპირებდა წერეთელმა კისერზე რომ მოხვია ორივე ხელი და ზემოდან მოექცია.ახლა უკვე თვითონ გამოიჩინა სითამამე და ნაზად წაეტანა დემეტრეს ტუჩებს. –ესეც დოპინგი ძილის წინ–ღიმილით უთხრა კოცნას რომ მორჩა და თავი გულზე დაადო.ბაბლუანს ოდნავ ჩაეღიმა მისი მშვიდი სუნთქა რომ გაიგონა.მაგრად მოხვია ხელები საყვარელ სხეულს და მასთან ერთად გადაეშვა ძილის სამყაროში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.