შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სუიციდი


18-10-2016, 00:05
ავტორი Drama Queen
ნანახია 1 894

დედაჩემი ყოველთვის იძახდა "სტრანი" ბავშვიაო. ყურადღებას არ ვაქცევდი მის ნათქვამს, ვთვლიდი, რადგანაც მისგან განსხვავებული აზრი გამაჩნდა მაგიტომ მეძახდა "სტრან" ბავშვს. ნამდვილად არ მეგონა ასე თუ გადავწყვეტდი სიკვდილს. სახურავიდან გადავყურებ თბილისის ხედს და ვიაზრებ, ბოლოჯერ ვხედავ ამ გაცვეთილ პეიზაჟს, რომელიც, ალბათ, არასდროს მომბეზრდებოდა. რა ბანალურია, არა? სახურავი. სხვაგვარადაც შემიძლია თვითმკვლელობა, მაგრამ ასე მირჩევნია. რატომ? ალბათ, სისხლში მაქვს, ბოლოს და ბოლოს, დედაჩემიც და დაც სუიციდის მსხვერპლნი იყვნენ. შეიძლება დეიდაჩემის კაპრიზები და პრეტენზიები ამომივიდა ყელში, ან ხალხის უსუსურობა, თუმცა თავს მე ვიკლავ, უსუსური მე გამოვდივარ. იქნებ საერთოდ უმიზეზოდ ვდგავას აქ და უაზროდ გადავწყვიტე "გაფრენა", მაგრამ შედეგი ერთია.
ბაბუაწვერები მიყვარს. ბავშვობიდან მხიბლავენ ეს მცენარეები, თავისებურად ლამაზები და განსაკუთრებულები. ბავშვებს მათი იმედი აქვთ, სურვილს აგვისრულებსო. მეც რამდენი რამ ვთხოვე მათ და რამდენჯერ შევუბერე სული თეთრ ბუსუსებიან მცენარეს. ოცნებები მართლა რომ ხდებოდეს, ისეთი განსაკუთრებულები აღარ იქნებოდნენ, ალბათ, ამიტომ არასდროს ამხდენია, ან უბრალოდ არ გამიმართლა.
სიყვარული? არასდროს შემყვარებია. სიყვარული მწყურია-მეთქი რომ ვთქვა მოგატყუებთ, ნამდვილად არ მინდა ვინმე მიყვარდეს, მაშინ ამას ხომ ვერ გავბედავდი. დღეს ყველას ყველა უყვარს, გულისამრევია. მხოლოდ დედას ვეუბნებოდი "მიყვარხარს", ისიც იშვიათან. ამ სიტყვას ვაფასებ და ვიცი, რამდენად ძვირფასია და დღევანდელობის მისდამი დამოკიდებულება კიდევ ზრდის სიკვდილის სურვილს.
სიკვდილზეც მიფიქრია, უფრო სწორად, წარმოვიდგენდი როგორ მოვკვდებოდი. სახურავიდან გადახტომა კი არასდროს მომსვლია აზრად. სულ ვგრძნობდი, ადრეულ ასაკში მოვკვდებოდი, ვერ გეტყვით საიდან ვხვდებოდი ამას, უბრალოდ ვიცოდი და მორჩა. მეგონა მომკლავდნენ, ავად გავხდებოდი, შიმშილით მოვკვდებოდი,მაგრამ სუიციდს არასდროს შეუხსენებია თავი, სანამ დედა გადაიჭრიდა ვენებს, მერე მხოლოდ ამაზე მეფიქრებოდა.
სიკვდილს ჩემი ნებით ვთავაზობ თავს და ნაბიჯს ვდგამ. ერთი.. ორი.. და.. ძირს ვეშვები.
იძახიან, სიკვდილის წინ მთელი ცხოვრება თვალწინ ჩაგირბენსო, მაგრამ მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ იმედი გავუცრუე დედას, დეიდას, მეგობრებს, ნაცნობებს და.. ყველაზე მეტად ღმერთს, მე ხომ მისი საჩუქარი გააზრებულად ვუარვყავი. შემდეგ კი მთელი ძალით ვეშვები ქვაფენილზე და მორჩა.



№1  offline წევრი Mirranda Qavtaradze

ეს რა სისულელე იყო,პატარები აღარ წერენ ასეთ ბანალურ ისტორიებს :)) თუმცაღა ვდიქრომ რომ ავტორს შეგტკივა რამეზე გული,ადამიანები ტყუილად აფ ვწერთ ჩვენ ჩვენი გრძნობები და ხასიათი გადმოგვაქვს კალმით ფურცელზე :)) დიდად არ მესიამოვნა მსგავსი სიახლის დანახვა,არ შეგედერებათ ახალგაზრდებს წეროთ სიკვდილზე,სიხოცხლეს უნდა ყცეკვოდეთ სიცოცხლისთვის უნდა წერდეთ ჩემო ლამაზო და კარგო :) ნუ მიწყენ ამ ყოველივეს რასაც ვწერ ახლა,მაგრამ ძალიან გავბრაზდი და ავღელვდი <3

 


№2  offline წევრი Nicolas Jaar

Mirranda Qavtaradze
ეს რა სისულელე იყო,პატარები აღარ წერენ ასეთ ბანალურ ისტორიებს :)) თუმცაღა ვდიქრომ რომ ავტორს შეგტკივა რამეზე გული,ადამიანები ტყუილად აფ ვწერთ ჩვენ ჩვენი გრძნობები და ხასიათი გადმოგვაქვს კალმით ფურცელზე :)) დიდად არ მესიამოვნა მსგავსი სიახლის დანახვა,არ შეგედერებათ ახალგაზრდებს წეროთ სიკვდილზე,სიხოცხლეს უნდა ყცეკვოდეთ სიცოცხლისთვის უნდა წერდეთ ჩემო ლამაზო და კარგო :) ნუ მიწყენ ამ ყოველივეს რასაც ვწერ ახლა,მაგრამ ძალიან გავბრაზდი და ავღელვდი <3

+1 შენს აზრს...
--------------------
Only God Can Judge Me

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent