სასურველი (თავი 7)
"ერთი საფეხური"- ვითვლი გონებაში- "ორი" ... "სამი"..."ოთხი"..."ხუთი საფეხური"..."ექვსი" და ვიღაცის თბილ სხეულს ვასკდები. "ვაის" ჩურჩულით ვიცხადებ და ერთი საფეხურით უკან ვიხევ. -თინია არ გძინავს?- მესმის ანდრიას დაღლილი ხმა და მოაჯირზე მოჭიდებულ ხელზე მის თითებს ვგრძნობ. თითებზე მეჭიდება და ერთი საფეხურით მაღლა მოიწევს. მაინც მაღალია. - ვერ დავიძინე. ხმაური რომ მომესმა ბებოს მონახულება გადავწყვიტე, ხომ არაფერი სჭირდებათქო.- ვჩურჩულებ და უკვე გარკვევით ვხედავ სიბნელეში მის სახესა და თვალებს. თურმე არც ისე ბნელა.თან ქვემოთ სინათლე ანთია, ალბათ ბებოსთვის, და მეც გარკვევით ვხედვ ყველაფერს. -ბებოს მშვიდად სძინავს, ამოსვლამდე შევუხედე.- მანაც ჩურჩულით მიპასუხა და მაჯაზე მომეჭიდა მხურვალე თითებით. -სად იყავი?- მაინც ვერ შევიკავე თავი და ზედმეტად ინტერესიანი ხმით დავსი ბოლო ოთხი საათის განმავლობაში ჩემი ტვინის მბურღავი კითხვა. -სამსახურში- ჩაცინებას მოაყოლა პასუხი. -ასე გვიან?- გამიკვირდა - ლილიანა შენთან მუშაობს?- დავსვი მეორე სულელური და თავის გამყიდველი კითხვა. -ლილიანა? არა.- გაკვირვებული ხმით მიპასუხა. -არა, დავინახე ერთად რომ გახვედით და იმიტომ გკითხე- უცებ გამოვაცხვე ტყუილი და სუნთქვა შეწყვეტილი დაველოდე მის პასუხს. -არა თინია. ბესომ დამირეკა და დაახლოებით თერთმეტისთვის გავედი, შენ რომ გაიპარე ბებოსთან მას მერე. ლილიანამ სახლში გაყვანა მთხოვა, მაგრამ მეჩქარებოდა და ტაქსით გავუშვი. მერე მეც წავედი და ახლა აქ ვარ.- სვენებ-სვენებით ამოილაპარაკა და მკლავს იდაყვამდე ამოუყვა.-მოგენატრე თინია? - მაცდური ხმით შემეკითხა და ჩემს სხეულზეც არ დააყოვნა გამყიდველმა ჟრუანტელმა.იგრძნო თითებით ჩემი რეაქცია და უფრო გასაგიჟებლად თითით მკლავს აუყვა. მოულოდნელად ბესოს და მარინას საძინებლის კარი გაიღო და ჩვენც გავნათდით. ანდრიას ღიმილი დავიჭირე. მას ჩემთან ყოფნა მოსწონდა. - ანდრია შენ ხარ? თინია არ გძინავს შვილო?- კიბის მოაჯირს მოადგა ბატონი ბესო და ზემოდან დაგვაკვირდა. -არა მამა, ახლა მოვრჩი იმ საბითების დამუშავებას. ჩემს ხმაურზე თინიას გაეღვიძა და ბებო მოინახულა. ახლა უკვე ორივე დავწვებით. წადი შენც დაისვენე მთელი დღეა ფეხზე დგაარ. - ანდრია რა გითხარი მე, ხვალ დილით ერთად განვიხილოთთქო. ასე არ შეიძლება. ყველა სირთულეს მარტო როგორ გაუმკლავდები?! -არ იდარდო მამა სანამ შენ მყავხარ წინ არანაირი სირთულე არ მელოდება.- ხელი აუწია დამშვიდობების ნიშნად, კიბეებზე ავიდა და მეც ამიყოლა. -ძილი ნებისა - დავაწიე კარებში შესულ ბესოს და ისევ სიბნელეში აღმოვჩნდი. ისევ განათდა ირგვლივ ყველაფერი და ჩემს უკან კარიც მიიხურა. ოთახში დავტრიალდი და ანდრიაზე შევაჩერე მზერა. -ეს შენი ოთახია?- მოხიბლულმა ვკითხე. ძალიან მაგარი ოთახი ჰქონდა. მუქი ავეჯითა და სრიალა შავი თეთრეულით. თანხმობის ნიშნად გაღიმებულმა თავი დამიქნია. - ძალიან მომწონს.- ვერ ვიკავებ ემოციებს და რასაც ვფიქრობ იმას ვამბობ, როგორც ყოველთვის. - მეც- მესმის მისი დასერიოზულებული ხმა და მისკენ ვბრუნდები. წარბებს ქვემოდან შემომყურებს და ოდნავ ისველებს ტუჩებს. სასწრაფოდ ვბრუნდები რომ სახე დავმალო, ვიცი ფერები გადამდის, თმებიც ყალყზე მიდგას. - ლამაზი ფერის ავეჯი გაქვს.- ვბურტყუნებ სისულელეს და ისევ ვტრიალებ ოთახში - რამხელა ოთახიაა- ხმამაღლა ვიოცებ და დენდარტყმულივით ვხტები. ხელებს წელში მიცურებს და მის სუნთქვას მხრებზე ვგრძნობ.ბეჭზე მკოცნის და მე ისევ მირტყამს დენი. იმხელაზე ვხტები რომ ისევ ანდრიას დასაჭერი ვხდები. - რა გჭირს თინია?- გაკვირვებული მეკითხება და თმებზე მეხება. -დენს მირტყამ- ისევ სიმართლეს ვაყრანტალებ და ახარხარებულ ანდრეას უკვე მეც გაცინებული შევყურებ. ისე იცინის რომ მეც მიყოლებს. ხელს მხვევს და გულში მიკრავს. თმაზე მეფერება მერე კი თავს უკან მაგდებინებს და საკოცნელად იხრება. წინ კი სიცარიელე ხვდება.წამებში იხსენებს გონება ალექსანდრეს სიტყვებსა და მუქარას. კარებისკენ გავრბივარ და ისევ მისი ხმა მაჩერებს. - რა გჭირს თინია?- მკაცრი სახით მიყურებს და ხარბად ისუნთქავს ჰაერა. აშკარად გაბრაზებულია. - ძალიან გვიანია ანდრია. დაღლილი ხარ შენც და ...ასე არ შემიძლია გესმის? ასე ვერ გავაგრძელებთ. არაფერი გამოგვივა და ტყუილად ვაფორიაქებთ ერთმანეთს.- შეშინებული რას ვბურტყუნებ არც კი ვიცი, მაგრამ ვატყობ რომ ჭრის. სახე ეღრიცება და სიბრაზე იპყრობს მის სახეს. ხოდა სანამ პასუხი გაუცია, დაზაფრული გამოვრბივარ მისი ოთახიდან და საკუთარს ვაფარებ თავს. კარებებს ვკეტავ და ზეწრის ქვეშ ვიბუზები. ცხელა მე კი მაკანკალებს მისი სახის და თვალების გახსენებაზე. ეს რა ჩავიდინე. ნუთუ ასე დამაშინა ალექსანდრემ რომ საკუთარი პირით ვთქვი უარი ბედნიერებაზე. რით მემუქრება საზიზღარი რით მაშინებს - იმით რაც არ მომხდარა და არც არასდროს მოხდება. ნუთუ მართლა ასეთი მკაცრია ანდრეა თუ მომეჩვენა?! ამაში დასარწმუნებლად კი მომავალი დღეები დამეხმარა. დღეს ერთი კვირა გადის რაც გარსვიანებს ვსტუმრობთ. ამ დღეების განმავლობაში უამრავი თავდასხმა გადავიტანე ალექსანდრესგან, უამრავი ვოიაჟი ქალაქში მარიტასთან ერთად და სრული იგნორი ანდრიასგან. ერთი ზედმეტად მიმჩნევდა მეორე კი საერთოდ ვერ მამჩნევდა. ალექსანდრეს დამოკიდებულება თითქოს შეიცვალა, ატყობდა ჩემსა და ანდრიას შორის გაჩენილ უთანხმოებას და განსაკუთრებულად თბილად მექცეოდა. დილით გვიან მეღვიძება. საათი 10 უჩვენებს. ვდგები ნივთებს ვაგროვებ და აბაზანაში შევდივარ. ორივე კარს ვკეტავ, შხაპს ვიღებ და ახალ ბალოტისფერ სპორტულებში გამოწყობილი გავდივარ ოთახიდან. იქ მომლოდინე ალექსანდრეს ვხვდები, ჩუმად ვესალმები და გვერდს ვუვლი. - თი - მეძახის და ხელზე მქაჩავს, ოთახში შედის და მეც მიმათრევს. მკლავზე ვექაჩები და მის მოცილებას ვცდილობ, მაგრამ ვერაფერს ვახერხებ. - რას აკეთებ იდიო..- სიტყვას არ მამთავრებინებს და ტუჩებზე მეტაკება. განსხვავებულად მკოცნის, არც მტკენს და არც თმაზე მქაჩავს ნელა დაატარებს ენას ტუჩებზე და მეც ნერვები მიტანს. ხელებით ვეწინააღმდეგები, მაგრამ მიკავებს და ზურგს უკან მიაქვს. მთელი ტანით მეკვრის და ისე ვნებიანად მკბენს ქვედა ტუჩზე რომ წამიერად ხელები მიდუნდება და შეგრძნებებს ვაყურადებ. ისიც უცებ მწყდება ტუჩებიდან და ჩემს ცვლილებას აკვირდება. - ვიცი მოგწონვარ თინია! მე მაბოდებს შენზე. შენ ვერ ხვდები რომ ჩემთვის ხარ შექმნილი. მაგიჟებ თინია, ვერ წარმოიდგენ რა ორთაბრძოლა მაქვს შენს გამო საკუთარ თავთან.- ბედნიერი მელაპარაკება და სახეზე ცხვირით მეხება. მე სახეს ვარიდებ და სხარტი მოძრაობით თავს ვინთავისუფლებ და მთელი გარეთგამოვრბივარ. "რა ვერ შეიგნო ამ ბიჭმა რომ არ მომწონს. არ მიზიდავს არანაირად. ღმერთო დროზე წავიდე აქედან, მეტი არაფერი მინდა" გულში ლოცვას ვიწყებ და კიბეს ქვემოთ მივუყვები. ბებოს საძინებელთან მისულს ხმები მესმის და ვაყურადებ. ეს დღეები თავს სუსტად გრძნობდა და ელდამ დამიარა, ხომ არაფერი მოუვიდა ბებოსთქო. კარების გაღებას ვაპირებდი რომ ანდრიას ხმა მომესმა და მეც გავშეშდი. დავიხარე და ჭუჭრუტანაში შევიჭყიტე. თინა ბებოს მარინასთან, ბესოსთან და ანდრიასთან მოსაუბრეს ვხედავ. ვხედავ რომ ოთახის სარკმელი ღიაა და გარეთ გავრბივარ, ფანჯარასთან ვიხრები და საშინელების მოლოდინში ვაყურადებ მათ საუბარს. ბების საიცრად გამტყდარი და ათრთოლებული ხმა მესმის და შიშისგან ოფლი მასხავს. -მე უკვე დიდი დრო აღარ დამრჩენია. თქვენც გაიგეთ რაც თქვა გუშინ. "კი მაგრამ ექიმი რა დროს იყო აქ?" ტვინი მტკივდება ნერვიულობით. პიცერიაში ყოფნისას ალბათ. პირველად ვბრაზდები მარიტაზე და ვაგრძელებ მოსმენას. - ჩემი თინიას დარდს ვერ გავიყოლებ. ამ დაუნდობელ სამყაროში მარტოს ვერ დავტოვებ. რომ მეცოდინება ჩემს გოგოს პატრონი ყავს, ოჯახი აქვს და თავს კაცი ადგას, თამამად შევეგებები სიკვდილს. მე ვერ მოვრჩები და აწი რაღა დროსია ჩემი სიცოცხლე. აქამდეც მის გამო ვიცოცხლე. ვჭირდებოდი სულ მარგო იყო და მე ვიყავი მისთვის ყველა და ყველაფერი. ანდრია შვილო შენ კაცი ხარ უკვე. ზრდასრული და ჩამოყალიბებულო, ჭკვიანი და წარმატებული. სანდო ხარ ვიცი, ართგული ხარ! მე ადამიანებში არასდროს ვცდები. დაფიქრდი და ისე გადაწყვიტე. შენს იქით მე სხვას ვერ ვხედავ ჩემი თინიას გვერდით. შენს გარდა არც არავისთვის მემეტება ჩემი გოგო. ძალას არ გატან ბებო. მხოლოდ დაფიქრებას გთხოვ. თინია სამი სოფლის მეპატრონეა შვილო. ადგილი ღვთიურია და წმინდა, ისიც თქვენი მისახედი იქნება ბებო. იმ ადგილს კაცი დაკარგავს?! ანდრია ბებო თუ ფიქრობ და იცი რომ მის მიმართ გრძნობა არ გაგიჩნდება როგორც ძმა ისე დაუდეი გ ერდით. მაგრამ თუ კი ოდნავ მაინც მოგწონს ჩემი ველური იცოდე რომ აუცილებლად შეგაყვარრბს თავს. მასზე მართალი, სუფთა და გულახდილი ადამიანი ცხოვრებაში არ შეგხვდება ბებო. თუ იფიქრებ მასზე ბედნიერი ვიქნები ბებო. შენზე უკეთესს ვერც ვერავის გავატან და არც ვანდობ. თქვენს გარდა არავინ არ ყავს და მინდა ისე იგრძნოს თავი როგორც საკუთარ ოჯახში. შენ უნდა გახდე შვილო მისთვის ოჯახი. არ გაგაწვალებს და არც განერვიულებს, ანგელოზივითაა, შენც ხედავ კეთილია და ჯანმრთელი. გაგაბედნიერებთ და გაგამრავლებთ.- კვნესით ასრულებს ბებია ლაპარაკს და ვხვდები რომ ტირის.- მე უკან ვერ დავბრუნდები. ძალები არ მეყოფა იქ ჩასავლელად. ერთი თვეც არ მითხრა ექიმმა. უწყდება ხმა ბებიას და მიწისკენ მივსრიალებ მეც. ვიღაც დაცემას არ მაცდის, ხელში მიყვანს და ხელოვნურ წყაროსკენ მიმარბენინებს. წყლის შესხმა ბოლომდე მიბრუნებს ძალებს და ჩემს წინ ჩაცუცქულ ალექსანდრეს ვხედავ. გაშმაგებული თვალებით მიყურებს და არც ფარავს ბრაზს. - უკეთ ხარ?- მეკითხება ცივად და ხელს მიშვებს.- იცოდე ეს არ მოხდება. ანდრიას უარს ეტყვი. მშვენივრად იცი რატომაც. ანდრია ასეთ მოპყრობას არ იმსახურებს. არც გაპატიებს. მთელს ცხოვრებას ტყუილში ვერ ვაცხოვრებთ. ნამდვილ მიზეზს რათქმაუნდა არ ეტყვი. ვითომ არ მოგწონს და ვერ იფიქრებ მასზე როგორც კაცზე და ქმარზე. გაიგე?! ფუ ამის რაღა მაინცდამაინც ანდრია.- იგინება და ბრაზიანი თვალებით მიყურებს. - და შენ რომ აერჩიე მომიყვანდი ცოლად? - ვეკითხები გამწარებული.- გამეცი პასუხი რომ მბრძანებლობ აქ. მოსვენებას რომ არ მაძლევდი, ჩემთვის ხარ გაჩენილიო. შენ გააკეთებ ამას?- ვეკითხები ბრაზისგან მოძლიერებული და ხელს ვკრავ. - ცოლის მოყვანაზე არასდროს მიფიქრია. ნუ ჯერჯერობით არა. ჯერ მხოლოდ 26 ვარ. არც ვარ მზად ამხელა პასუხისმგებლობისთვის. გარდა ამისა ყველამ იცის რომ შეყვარრბული მყავს და მსგავსი თხოვნებით არც მომმართავენ. - რაა?- პირს ვაღებ გაოცებისგან. - რა იყო ხომ არ იფიქრე რომ რახან შენს მიმართ ამხელა ლტოლვას განვიცდი რამე გრძნობები გამაჩნდა?!- მეკითხება გაოცებული და თითებს ტუჩებზე მიტარებს. - კარგი ხარ თინია. ძალიან მიმზიდველი და სასურველი. მაგრამ არ მიყვარხარ. ჩვენი ჩუმი და თანაც არაერთი პაემნის გამო უფლება არ გაქვს ანდრიასთან რაიმე სახის ურთიერთობა დაამყარო. არც იფიქრო იცოდე, თორემ ყველაფერს მოვუყვები ანდრიას და სამუდამოდ დაიმარხება შენი ოცნება მთებში. გაიგე?- მიბრიალებს თვალებს და სახლში შედის. გაუბედურებული მივლასლასებ სახლისკენ და კარებში შესული ანდრიას ვასკდები. ოღონდ ახლა არა გაკივის გონება და ანდრიას პერანგზე ვეჭიდები. მუხლები მეკეცება და თვალებიც მებინდება. ძალა მეცლება მაგრამ გონებას არ ვკარგავ. - რა გჭირს თინია?- მესმის ანდრიას შეშფოთებული ხმა და ამ დღეების განმავლობაში პირველად იმჩნევს ჩემს არსებობას. დაცემას არ მაცდის, მიჭერს და ხელში აყვანილს მისაღებში მიმარბენინებს.- დედა წყალი ჩქარა.- გაყვირის ბოლო ხმაზე და დივანზე მაწვენს. ყველაფერს აღვიქვამ, მაგრამ ძალა არ მყოფნის რომ თვალი გავახილო. მთელი ოჯახი ჩემს ირგვლივ იკრიბება. მარიტა ყინულს მოარბენინებს, მარინა საფეთქელს მიზილავს. ანდრია მი ხელება მისრესს. მმესმის ვიღაცას შეშინებული ბებო მოყავს და სირცხვილით ვიწვი. - რა დაემართა?- მესმის ალექსანდრეს ხმა და ვხვდები რომ ისაა ბებოს მეგზური. - ოთახში შემოდიოდა და კარებში შევეჩეხე. ფერი არ ქონდა სახეზე, რაღაც დაიჩურჩულა და იქვე ჩაიკეცა. ექიმს გამოვუძახოთ რატომ არ მოდის გონს?- შეშინებული კითხულობს ანდრია. - ღმერთო მგონი ჩენი საუბარი მოისმინა- ხმამაღლა ოხრავს მარინა და ბებიას შეცხადების ხმაც ნესმის. - მოგიკვდა ბებია. როგორ არ ვუთხარი აქამდე. ასე უნდა გაეგო ბავშვს ჩემი ამბავი. ან მეკითხა მაინც მისთვის ქორწინებაზე აზრი. - თავს იდანაშაულებს ბებო. რაზე ლაპარკობ თინა ბებო?- მესმის მარიტას ინტერესიანი ხმა და განმეორებით ვისმენ ბებოს დიაგნოზს. - ბებო ავად ვარ. არაფრრი მეშველება. არ იცოდა ამის შესახებ თინიამ და ასე არც უნდ გაეგო. თან აზრიც გამოვთქვი თინიას და ანდრიას შესაძლო ქორწინების შესახებ და შეშინდა ბავშვი. ვიცოდი რაც მჭირდა დ იმიტომ მოვედი თქვენთან ამდენი წლის მერე. მინდა თინიამ თქვენთან იპოვოს ოჯახი. მე მეტად ვეღარ შევძლებ მის გვერდით ყოფნას. აქ ჩამოსვლისთანავე შევამჩნჯე რომ ნდრიას მოეწონა, თინიასაც. მაგრამ შევცდი ალბათ. მეჩქარება მისი პატრონისთვის ჩაბარება და ამიტომაც ვიჩქარე დასკვნების გამოტანაში. ღმერთო ეს რა გავიგონე. ჩემი თინა ბებო, ჩემიბერთადერთი იმედი და მფარველი. ჩემი ერთადერთი ოჯახი ხელიდან მეცლება. უკურნებელი სენითაა დაავადებული და ვერაფერს ვშველი. ჩემი ბებო, ჩემი ყველაფერი. რა ვქნა?! რა გავაკეთო?! უფალს დხმარებას ვთხოვ მაგრამ ვიცი ისევ საკუთარი თავის იმედად თუ ვიქნები. ბებოს რით ვუშველო? მდგომარეობა რით შევუმსუბუქო? ღმერთო დამეხმარე...გულში ვიწყებ ლოცვას და გამოსავლის ძებნას. ვიცი რომ მხოლოდ ერთი გამოსავალი მაქვს. ვიცი რომ მხოლოდ ასე თუ მოვაკლებ ბებოს სადარდებელს და სატკივარს. ხიდა მეც ვახელ თვალს და ყველას გასაგონად ვამბობ - თანახნა ვარ-ს. პირველს ვისაც ვხედავ ანდრიაა. თავზე მადგას და საოცრად სევდიანი თვალებით დამყურებს. - რათქვი ბებო?- კითხვას მისვმს ბებია. - თანახმა ვარ ბებო.- ვიმეორებ გადაწყვეტილებას და ოდნავ ვუღიმი კიდეც ბებიას. - ჩემს გამო ბებო?- გამომცდელი თვალებით მიყურებს დაპასუხს ელის. -არა მარტო.- ვჩურჩულებ პასუხად.- მომწონს ანდრია. კიდევ უფრო ჩუმად ვამატებ და სახეს ხელებში ვმალავ. - მერე ვისაუბროთ ახლა დაისვენოს ჯობია.- დინჯად მაწყვეტინებს სიტყვას ანდრია და მთელი ოჯახი ერთად ვკრთებით კარის მიჯახუნების ხმაზე. ლექსანდრე წავიდა. - კარგია რომ თინია გინიერრბას იჩენს და სიმართლეს ამბობს. მაგრამ შენ ანდრია?- ეკითხება ბატონი ბესო ანდრიას და ყურადღებით აკვირდებ. - ანდრიაც თანახმაა- სწრაფად პასუხობს მარინა- მას უარი არ უთქვამს. - თუმცა არც თანხმობა განუცხადებია.- მკაცრად აჩუმებს ბესო მეუღლეს და ყველა ანდრიასკენ ბრუნდება. ანდრია გაფითრებული და დაძაბული სახით მიყურებს. - წამომყევი-ს! - მკაცრად მეუბნება და გარეთ გამავალ კარებს აღებს. ძლივს ვდგები და ბებოს ვითომდა უდარდელი ღიმილოთ ვუცინი. კარებისკენ მივდივარ და ანდრიას გვერდს ვუვლი. გარეთ გამოსული მაჯაში ხელს მჭიდებს და უკანა ეზოსკენ მიმარბენინებს. იქ მზესუმზირების მაღალი ბუჩქის უკან გავყავარ და მოსულიერების საშვალებას მაძლევს. - გისმენ თინია!- მეუბნება ცივად- იქნებ რამის თქმა გინდა? ან არ გინდა მაგრამ მოგიწევს თქმა. ახლა ზუსტად ის დროა როცა ყველაფერი უნდა თქვა. მეტად ამის შანსს აღარ მოგცემ.- მკაცრად მელაპარაკება და სხეულს ძლივს იმორჩილებს. - გისმენმეთქი.- ყვირილზე გადადის და მკლავზე მქაჩავს რომ მისკენ მიმაბრუნოს.- იქნებ მითხრა რა იყო შენი ხელისკვრის და გაუცხოების მიზეზი? რამ შეცვალა ის დამოკიდებულება რაც თავიდან გაგვიჩნდა ერთმანეთის მიმართ? ცხოვრებაში პირველად ვიფიქრე რომ ვიპოვე ჩემი მეორე...- გაცოფებული წყვეტს სიტყვას და მეორე ხელშიც მწვდება. ძლიერად მიჭერს ხელს და მანჯღრევს.- გამაგებინე თინია რამ შეგცვალა? ჩემს მიმართ სიმპატიები რამ გაგიქრო.....ან ვინ...- თვითონვე პასუხობს თავის თავს და ლოყაზე ჩამოგორებულ ჩემს მოღალატე ცრემლს თვალს აყოლებს. თითქოს ჭირიანს ეხებაო ისე სწრაფად მიშვებს ხელს და უკან იხევს. ხელებს თავზე იჭერს და უარყოფის ნიშნად თავს აქეთ-იქით აქნევს. რაღაცაზე გამალებით ფიქრობს და აი ისიც. მისი ლამაზი სახე წამში ემსგავსება მონსტრისას და ერთადერთი რაც ჩემს სმენამდე აღწევს "მოგკლავ ალექსანდრე- ა ". მის შესაჩერებლად ვერაფერს ვაკეთებ. ძალა აღარ მაქვს. იქვე ვიკეცები მზესუმზირების უკან და ბოლო ხმაზე ვტირი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.