შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დილის არომატი - 3


18-10-2016, 20:12
ავტორი D-roni
ნანახია 2 386

დიდხანს ვიჯექი გაუნძრევლად , ყველაფერზე ვფიქრობდი ... არა გატყუებთ !
ვერაფერზეც ვერ ვფიქრობ , არ შემიძლია ... დავიწყებ ფიქრს და ისევ მისი სიტყვები მიტრიალებს თავში !
"ვერც კი წარმოიდგენ რამდენ ხანს იგეგმებოდი ჩემს ცხოვრებაში!"
მისი მზერა , მისი თბილი და გამჭირვალე თვალები...
მისი წარბები , ძალიან მკაცრ იერს რომ სძენს მის გამომეტყველებას ...
მისი ტუჩები , ლამაზი და საშუალო ზომის ტუჩები , სუნთქვის დროს ოდნავ , რომ აშორებს ერთმანეთს!
ყბები ,გაბრაზება და დაჭიმვაც კი ძალიან რომ უხდება და თვალები ... ნაცრისფერი თვალები , სიბრაზის დროს მწვანეში , რომ გადადის და ბედნიერების დროს გამჭირვალე რომ ხდება ...
მგონი ვგიჟდები ... თან მაღიზიანებს და თან მიზიდავს !
მგონი ვცივდები ... თან , რომ მცხელა და თან მაკანკალებს ...
გაციებაა ?
ალბათ გაციებაა!
თქვენ რას იტყვით ?
ალბათ მართლაც ვგიჟდები , არა მაგაზე ნუ ფიქრობთ !
გამორიცხულია ის იყოს რაც თქვენ გგონიათ !
გ ა მ ო რ ი ც ხ უ ლ ი ა !
- რა უნდა ქნა ? - ნუცამ ყავის ჭიქა მომაწოდა და მეც ღიმილით გამოვართვი ხელიდან.
- არ ვიცი, დარჩება ყველაფერი თავის ადგილას ...რა უნდა ვქნა სხვა ? -საწრუპით ნაყინი ამოვიღე და გემრიელად გადავუშვი სასულეში.
- სულ არ მოგწონს?-მკითხა თეკომ და ნინას მხარს თავით მიეყრდნო.
- არ ვიცი ... ვიზუალურად ვერაფერს , რომ ვერ დაუწუნებ ისეთია!
თუმცა თავისი სიჯიუტით , სიმკაცრით , გამოხედვითაც კი ნერვებს მიშლის !
- და რატომ ?- ოდნავ წამოჯდა ნინა .- გაიწიე გოგო , რომელი ბალიში მე მნახე ?! - შეუბღვირა და ისევ უკან დაბრუნდა ინერციით.
- შენ ვერა და შენი ბალიშები გამოდგება ! -სიცილით დაეყრდნო ხელით და მის ნათქვამზე მეც გამეცინა.
- მოკლედ , არ მინდა ამაზე ლაპარაკი ... არც მისი ნახვა მინდა , მინდა სიწყნარე და ჩვეულებრივად გაგრძელება ჩემი მხიარული და გიჟკრული ცხოვრების!
ფეხზე წამოვდექი და ოთახისკენ წავედი .
- მორალურად უნდა მოვემზადო , დღეს ღამე უნდა გავერთო!
^^^
მის წინ მდგომი , თავიდან ვერც კი წარმოვიდგენდი ასე თუ გამიადვილდებოდა , ამ ყველაფრის გადახარშვა ... თუმცა არც პირველი და ვიმედოვნებ არც უკანასკნელია ვინც სიყვარული ამიხსნა!
ვერ გამამტყუვნებთ , არ მომწონს და არც მიყვარს ...როგორ გინდა დადგე და ინერვიულო იმაზე , რაც რეალურად შენში არ ზის?!
ნუ კარგი , ცოტა მაინც ვნერვიულობ ... აფორიაქებული ვარ , თუმცა არც იმდენად , რომ გართობა ვერ შევძლო!

- იმას გახედეთ ... - ნინამ ჩუმად შემოატრიალა თავი და კარიდან შემოსულ ბრბოზე გვანიშნა .
- ვინ ...- სიტყვა შუაზე გამიწყდა , კარში შემოსული თორნიკე და მასთან ერთად რამდენიმე გოგო-ბიჭი , რომ დავინახე.- იმენა ისეთი შეყვარებულია , რომ საღამოს გული თუ არ გადააყოლა ქალებში სასმელთან ერთად ისე ვერ გაძლებს! - ირონიულად წავიგესლე და სასმელი მოვიყუდე.
- შენ რა გაბრაზებს , ხომ გკიდია? - სწერვულად გამიღიმა თეკომ და ფეხზე წამოდგა . - ვიცეკვოთ რა ! - ჩვენც წამოგვაგდო და თამამად წავედი საცეკვაოდ.
ჯერ არავინ იწყებდა ცეკვას , ამიტომ ცარიელ ადგილას მხოლოდ ჩვენ ოთხნი ვიდექით და სიცილით ვიკლებდით იქაურობას.
მალევე შემოგვიერთდნენ ბიჭები , ერთ-ერთმა ღიმილით გამომიწოდა ხელი და მეც ჩქარი ტემპით დავიწყე მასთან ერთად ცეკვა.
სასიამოვნო მოსაუბრე აღმოჩნდა , ბევრიც მაცინა ... სასაცილო რეპლიკებიც ისროლა , ისეთი სასაცილო სიცილი აქვს ჯერ მარტო მაგაზე გაგეცინება ადამიანს.
კარგით , ვიცი რომ ძალიან ბოროტი ვარ!
ხელზე გადამიწვინა და უნებურად წამსკდა ბაგეებიდან ბოლო ხმაზე სიცილი , მეც არ ვიცი რაზე გამეცინა , თუმცა ფაქტია ძალიან გამეცინა!
ფეხზე წამომდგარმა უნებურად მოვკარი თორნიკეს თვალებს მზერა , თუმცა მის სახეზე ურეაქციობისა და უემოციოობის მეტი ვერაფერი შევნიშნე.
ოდნავ გაბრაზებულმა შევკარი წარბები და ჩემს მეწყვილეს ვანიშნე , რომ მწუროდა.
ბარისკენ წამოვედი , მან კი თეკოსთან გააგრძელა ცეკვა.
თეკო ცოტა შებოჭილი გოგოა , არ უყვარს უცხოებთან ცეკვა და ტრალი ვალი , ასე რომ ვანიშნე ეცეკვე არაფერს არ იზავსთქო , მანაც მხრები აიჩეჩა და მართლაც აყვა მის სასაცილო მოქმედებებს.
ღიმილით შევუტრიალდი ბარმენს და სასტიკად მომინდა რაიმე ცივი და გამაგრილებელი.
- ყველაზე გემრიელი კოქტეილი , რომელი გაქვთ ?-ვკითხე ხმამაღლა და მაღალ სკამზე ტრიალი დავიწყე.
- გემრიელი და ძლიერი , თუ მარტო გემრიელი ? -ღიმილით ჩამეკითხა და რაღაც აისროლა ჰაერში.
გაოგნებულმა ავაყოლე მის მოქმედებას თვალი და ტუჩები გავაწკლაპუნე.
- იყოს ძლიერიც ! - თვალი ჩავუკარი და მობილური ამოვიღე.
ერთ-ერთი მთვრალი ბიჭი მომიახლოვდა კოქტეილის წრუპვის დროს , შეშინებულმა გავისწორე კაბა და ყურადღება არ მიმიქცევია მისი გალოკილი ტუჩებისთვის და ამაზრზენი თვალებისთვის ჩემს სხეულზე , რომ დაატარებდა მთელი მონდომებით.
წინ ჩამომიჯდა და რაღაცაზე ბუტ-ბუტი დაიწყო , თავიდან არ მეგონა მე თუ მელაპარაკებოდა , ალბათ ჩემმა ურეაქციობამ გააგიჟა და მაჯაში მთელი ძალით წამავლო ხელი.
გაოგნებულმა და შეშინებულმა გავხედე დაჭიქას მთელი ძალით მოვუჭირე თითები.
- ხელი გამიშვი , რა გინდა ? -ვკითხე და ხელის გამოგლეჯვა ვცადე , ვცდილობ სახეზე არაფერი დამეტყოს თუმცა შეშინებულს ძალიან მიჭირს საკუთარი ემოციების კონტროლი.
- რომ გელაპარაკები , პასუხი უნდა გამცე გაიგე? - მკითხა და ოდნავ დამექაჩა.
ამჯერად იმდენად შემიბყრო ბრაზმა , შიში საერთოდ დამავიწყდა , ხელი მთელი ძალით გამოვგლიჯე და ჭიქა სახეში გავუქანე , სითხე სახეზე შეესხა და ჭიქა ფეხზე დაეცა.
გაბრაზებულმა მოიწმინდა სახე და , როგორც კი ხელი ასწია დასარტყმელად წამოკივლებაც კი ვერ მოვასწარი , გაოგნებულმა გავაყოლე მის მაჯაზე წავლებულ ხელს მზერა და გულდამშვიდებულმა შევხედე დევდარიანს.
მამაკაცმა მთელი ძალით მოუქნია მთვრალს ხელი და ბარზე მინგრეულს საყელოში ჩავლებული ხელით ჰკრა ფეხი.
- თავის კონტროლი ისწავლე სანამ ხელში არ შემომფშვნები , სად არის დაცვა გაათრიოს ეს ლეში აქედან ! - დაიღრიალა და უნებურად შევხტი მის ხმაზე.
არ იყო ის თბილი თორნიკე , ის გახდა ვისიც ყველას ეშინოდა , ვისაც ყველა დამფრთხალი უყურებდა , გოგონები აღბრთოვანებით რომ აკვირდეოდნენ და მის მამაკაცურობას კიდევ მემლიონეს უსვამდნენ ხაზს.
კიდევ უფრო გაკვირვებულმა გავაყოლე კარისკენ წასულს თვალი და ჩანთა ავიღე .
- თორნიკე ! - დავუყვირე ის კი ჩემს ხმაზე არც კი გაჩერებულა , ტემპს მოუმატა და მანქანისკენ წავიდა.
კარი მივუკეტე და ზედ აკრულს დამფრთხალმა ავხედე.
ისევ ისე მიყურებდა , მის სახეზე მიმიკაცს კი არ იცვლებოდა , თვალები შეშინებულმა ავაფახულე და ოდნავ უკან დავიწიე.
- მადლობა ...- შიშით ამოვიჩურჩულე და ჩანთას ხელი მოვუჭირე.
- სულ ესაა?-ირონიულად ჩაიღიმა და წარბშეკრული მიტრიალდა კარისკენ. - სხვა დროს , სხვის გასაბრაზებლად თავს საფრთხეში ნუ ჩაიგდებ ! მითუმეტეს იმის , ვინც შენი ცალტვინური დასკვნებით საერთოდ არ გიცნობს ! -ჩემივე სიტყვები გამახსენა და უკანმოუახედავად გავარდა მანქანით.
ცრემლმორეული ვიდექი და გოგონების ხმაც ვერ მაფხიზლებდა ...

მთელი ღამე განვლილ რამდენიმე წუთზე მეფიქრებოდა.
რა იქნებოდა , რომ ვერ მოესწრო?
ვიტყუები...ეგ საერთოდ არ მანაღვლებს ,გული ძალიან მატკინა მისმა სიცივემ, სიმკაცრემ, არაფრის მთქმელმა გამოხედვამ და შავ ფერებში შემოსილმა მზერამ...
გული მატკინა მისმა რამდენიმე საათში შეცვლილმა დამოკიდებულებამ ჩემს მიმართ...
თორნიკემ მატკინა გულმა ...თვითონ თონიკემ!
- ნუ ნერვიულობ ... - გვერდით მჯდომმა თბილად გამიღიმა და მისკენ გაყინულმა მივატრიალე თავი .
- დე ...- ცრემლები მოვიწმინდე და ღიმილით წამოვჯექი ოდნავ სარწეველედან.
- გოგონებმა მითხრეს ... - დამნაშავესავით გააქნია თავი . - არ გაუბრაზდე , ძალიან ვთხოვე!
- დეე , რამდენიმე საათში ასე რამ გააბოროტა? - ვკითხე დაბნეულმა და ჩაის ჭიქას თითები მთელი ძალით შემოვხვიე.
- შენმა ქცევამ დედიკო... - თავზე ხელი გადამისვა და თმაში თითები შემიცურა.
- ძალიან მეწყინა ... - ჩემთვის გაბუტულმა ჩავიფრუტუნე.
- შენ ეგ გეწყინა , ახლა წარმოიდგინე იმას როგორ ეტკინა გული , მაგას გასწავლიდი დეე ?ხომ გითხარი გრძნობებით არ უნდა ითამაშო და არავის არ უნდა დასცინოთქო ... რამ დაგაცინა იმ ანგელოზივით ბიჭისთვის დედიკო ?
- დედა , არ მინდოდა ... უბრალოდ ასე გამოვიდა , უცებ ძალიან დავიბენი ... არა ნუ გამეცინა , როგორ შეიძლებოდა არ გაგცინებოდა მაგრამ ...
- და რა იყო მაგაში სასაცილო არ გადამრიო ? - გაბრაზებულმა წამწიწკნა თმა.
- მეტკინა დედა ! - შევუბღვირე და ნატკენი ადგილი დავიზილე. - რა იყო და ... რა ვიცი მე რა იყო ? იყო და მომკალი ახლა ! - ხელები გადავიჯვარედინე.
- ხო და დაჯექი ახლა და იცინე ! - შემიბიღვირა და ფეხზე წამოდგა. - ესეც შენი , მოკლე კაბები და ღამის კლუბები კიდევ ! -მაინც ღიმილით დააყოლა ბოლოში "დედური".
- ოხ დედა , დედა!- სიცილით მივაძახე და ოთახისკენ წავედი .
უცნაური ხმები შემომესმა ზემოდან , თითქოს ვიღაცამ რაღაც დააგდო .
შეპარული ეჭვებით ავიხედე , მაგრამ არავინ დამხვდა აივანზე.
თავი გადავაქნიე და პლედი მოვიშორე.
ძალიან მეძინება!
დილით ადრე გაღიძებული სხარტად წამოვჯექი საწოლზე , სახე მოვიფშვნიტე და სპორტულებში გამოწყობილი გარეთ გავვარდი.
რამდენიმე დღეა
თერმოს ხელი დავავლე და ქუჩაში გავედი , კიბეებიდანვე დავიწყე სირბილი ...
იმდენად შეჩვეული ვიყავი ცხოვრების ამ სტილს , რომ არც კი ვიღლებოდი .
ენერგიულად გადავჭერი ქუჩა და ვიგრძენი , როგორ წამალვეს ხელი შიშველ მუცელზე , რომელსაც მოკლე ტოპი ვერ მიფარავდა.
შეშინებულმა მოვიხსენი ყურსასმენები და მხოლოდ ახლა მივხვდი , რომ მთელს ტანზე ჭიანჭველები დადიოდნენ.
თვალების ფახულით ავხედე თავზე დაჩერებულ თორნიკეს და ადგილზე ოდნავ შევყანყალდი.
- როცა ქუჩაზე გადადიხარ , ცოტა ყურადღებით უნდა იყო !-ხელი უხეშად მიშვა და ახურებულ ადგილზე სიცივე ვიგრძენი.
გაგიჟებულმა მიმოვიხედე გარშემო და , რომ გავაანალიზე უკვე მეორედ მიხსნა თავი გავაქნიე გამოსაფხიზლებლად.
- მოიცადე ! - მივაძახე და სპორტულებში გამოწყობილს თვალი აცეცხლებულმა მოვავლე.
ყურადღება არ მიუქცევია ჩვეულებრივად გააგრძელა სირბილი , უკვე ვგიჟდებოდი მის უყურადღებობაზე.
- შენ რა არ მისმენ ?-ხელით ჩემსკენ შემოვაბრუნე , მან კი დაღლილმა გადაატრიალა თვალები .
- რამე გინდა ? - მკითხა აგრესიულად და ისევ გაბრუნდა .
- ელემენტალური ზრდილობის ამბავია , გაჩერდე და მომისმინო ! - გაბრაზებული გადავუდექი წინ , გვერდით გადგა და ისევ წინ წასვლა დააპირე , თუმცა გზა მოვუჭერი და ჟაკეტის სამრეებში თითები ჩავავლე.-მომისმინე და ნუ გამაძრე ქანცი !
- ელენე ხელები მომაშორე და გზა გამინთავისუფლე ! - კბილებში გამოსცრა და მართლა შემეშინდა.
- რატომ მელაპარაკები ასეთი ტონით ? - ვკითხე გაბრაზებულმა.
- მაპატიე , შენთან ნოტებზე უნდა ვისაუბრო დამავიწყდა ... -ცინიკურად გაიცინა და თითებში ხელები წამავლო. - დაიმახსოვრე , და შეეცადე გაიაზრო ... არ მინდა შენთან ლაპარაკი ასე , რომ გამეცალე ! - მომიშორა და წინ წავიდა.
- ასე ადვილად ?-ერთ ადგილზე გაშეშდა და ჩემსკენ მობრუნდა.
- რა ?-მკითხა გაკვირვებულმა.
- ასე ადვილად მეთქი ? - მისკენ მივბრუნდი და თვალი თვალში გავუყარე. - ასე ადვილად დამთმე ? , ეს იყო სულ შენი ჩემს მიმართ ნაგრძნობი სანაქებო სიყვარული ?
- მეხუმრები არა ? - მკითხა და ჩემსკენ წამოვიდა . - ახლა რას მოითხოვ ჩემგან , იმ შენი რეაქციის მერე რას მოითხოვ , ფეხებზე დაკიდებული ჩემი გრძნობების მერე რას მოითხოვ ? , თბილად მოპყრობას ? ფეხქვეშ გაგებას ? - ბრაზი დაეტყო სახეზე.
- რა ჩემი ბრალია , რომ იგივეს ვერ ვგრძნობ შენს მიმართ რასაც შენ ? - გაბრაზებულს სისულელე წამომცდა. - რა ვქნა , რომ ასეა ... - თავი დავხარე შერცხვენილმა , ჩემი თავმოყვარეობა და სავარაუდოდ ნათქვამი სიცრუე შიგნიდან მღრღნიდა.
- და ? - სახე წაეშალა.- და თუ შენ იგივეს არ გრძნობ ჩემს მიმართ , რასაც მე შენს მიმართ რატომ არ მაძლევ მოსვენებას ? - მაჯაში წამავლო თითები .- რატომ გინდა , რომ მოგისმინო , შემოგხედო , დაგიცადო , რატომ ნერვიულობ ?! - სხეულზე ამიკრა , თითებს კი უფრო და უფრო მიჭერდა მაჯაზე.
- იმიტომ , რომ დამნაშავედ მიმაჩნია თავი !-უცებ წამოვაყრანტალე რაც კი ენაზე მომადგა., თვალები ჩაუშავდა ...- მადლობის გადახდა მინდოდა ...
- მიღებულია ეგ შენი მადლობა ! - ხელი უხეშად მიშვა და გზა გააგრძელა.
- რა გჭირს , რა ჯანდაბა გჭირს!- თმაში ხელები წავივლე და ერთ ადგილზე ჩავიკეცე . - რა გჭირს , რა!

^^^

გედენიძეც შემხვდა , რამდენიმე დღე გადაბმულად ჩემს უბანში მიმოდიოდა.
რომ გეკითხა რა უნდოდა და რას დაძრწოდა აქეთ-იქით ვერ გეტყოდა .
მხოლოდ ის ვიცი , რომ ცოტა მსიამოვნებდა მასთან ყოფნა და ურთერთობა , ეს ალბათ სახეზეც მეხატა , მასთან ერთად სულ ვიღიმოდი ... სულ ვიცინოდი ...
რამდენჯერმე შეგვხვდა ბიჭებთან ერთად დევდარიანიც, მიუხედავად იმისა , რომ ერთ სადარბაზოში ვცხოვრობდით , ზემოთ-ქვემოთ მაინც ვერ ვხედავდით ერთმანეთს ხშირად.
მისი დანახვის დროს , ყოველთვის გული მიჩქარდებოდა და თითქოს მეშინოდა ...
ჩვენთვის და ჩემი კისკისითვის ყურადღება არ მოუქცევია ისე გაგვიარა გვერდით , დავინახე გედენიძეს როგორი მზერა გააყოლა და სხეულში ორგანულად შემაცია ...
კანკალით ვუთხარი გიოგის , რომ ჩემი სახლში ასვლის დრო იყო და მსუბუქი ლოყაზე კოცნით დავემშვიდობე.
მეორე დღეს გავიგე , რომ გედენიძე ცემეს ...
როგორ გავიგე ? თვითონ მომწერა ...
"არ ვიცოდი , შენს მიმართ გაჩენილი სიმპატიები ამდენად ძვირად თუ დამიჯდებოდა"-ო ...
ვურეკავდი მაგრამ არ მიპასუხა ... გამორთული ჰქონდა!
მესამე დღეს შემთხვევით მოვკარი უბანში ბირჟავიკების საუბარს ყური , გედენიძე მაგრად არის ნაცემიო ...
უნებურად ამომიტივტივდა თორნიკეს მისკენ მიმართული მზერა და მომნტალურად გავშრი ადგილზე , გაოგნებულმა გავაქნიე თავი და მის კმაყოფილ ღიმილს , რომელითაც მხოლოდ ერთხელ შემომხედა გაკვირვებული შევხვდი.
დევდარიანმა მხოლოდ ერთხელ ჩამიკრა თვალი და მისი ეს ერთი მიმიიკაც საკმარისი იყო იმისთვის , რომ მივმხდარიყავი მომხდარის ამბის მიზეზს .
თავი გაბრაზებულმა გავაქნიე და ჩემსკენ წამოსულ ერთ-ერთ უბნელს , რომელმაც ხელი ჩამკიდა და თავისკენ უხეშად შემაბრუნდა გაცოფებულმა შევხედე.
- რას შვები ელენ? - ეს რა შუაშია , მაგრამ მთელი 12 წლის ნაგროვებს ამაზე ვიყრი !
- გიო, ახლა არ მცალია ...- ხელი დავიხსენი და უცებ წინ გადამიხტა.
- რას ქვია არ გცალია ტოო .-გაბრაზებულმა ჩამავლო ხელი.
- ვაიმეე , გამიშვი ხელი და შემეშვი!- გაგიჟებულმა გამოვგლიჯე ხელი და გაოგნებულს , რომელიც ჩემგან მსგავს რეაქციას არ მოელოდა ჩქარი ნაბიჯებით გამოვცილდი.
გაგეცინებათ და მეორე დღეს გავიგე , რომ ვიღაცას გიო უცემია ღამით.
ძალინ არა ... მსუბუქი მოტეხილობებით წევს თურმე საავადმყოფოში , უბანში ერთი ჩოჩქოლი იყო ატეხილი , მე კი უკვე მეორედ გამახსენდა გაცოფებული თორნიკეს თვალები.
თმაში თითები შევიცურე და გაგიჟებული დავჯექი საწოლზე.
- არა , ასე უნდა ცემოს ყველა ვინც შემეხება ? - გოგონებს გადავხედე და მათაც სიცილი ამოუშვეს.
- არა გედენიძეს რას ერჩოდა , მაგრამ ჩვენში დარჩეს და ეგ გიო მეც მაგრად მაღიზიანებდა ! - თეკომ ჩაიფხუკუნა და თვალების ტრიალით გავედი აივანზე.
- ბიჭო გეყოფა რაა , მართლა მთელ უბანს ხო არ ამოწყვიტავ ძმობას გაფიცებ ! - ჩახშულად მაგრამ გარკვევით გავიგე ზემოდან ბიჭის ხმა და ოდნავ უკან წავიწიე.
- ნუ გაატრ*ებ ! მეორე უბანზეც გადავალ თუ საჭირო გახდება ! - გავიგე თორნიკეს ხმა და სხეულში გამაცია .
-ღმერთო, უეჭველი მანიაკია ... - ოთახში შევვარდი და გოგონების შუაში ჩავხტი. -მანიაკია , გეფიცებით მანიაკია !
- ვაიმე , ნუ ბოდავ ! - თავზე მომიკაკუნა ნუცამ და ჩემი ტუჩსაცხი აიღო.
- ცოტა მაქვს ეგ დარჩენილი ... - ტირილისგან ამოვისრუტუნე და ოთახივეს გაგვეცინა ჩემს საქციელზე.
- მაინც თავის მეიქაფებზე , რომ ზრუნავს არ ღადაობთ მაგაზე? - ნინამ გააქნია უკანალი და მობილური უფრო ზემოთ აწია.
- მეტი საჯდომი ნინაჩკა , მეტი...-გააჯავრა ნუცამ და სიცილით დაივარცხნა თმა .- რა გამაჩინე ასეთი დედა ?

___
რაღაც ჩემს ერთგულ მკითხველებს , რომლებიც დაბრუნებას მთხოვდნენ აქ ვეღარ ვხედავ !!!
გამოცოცხლდით და გამითბეთ გულები თქვენებურად!
თავები დიდია , მეტს ფიზიკურად ვერ გავზრდი ...
არც ვაგვიანებ :დ
მეც დამინდეთ!

დილის არომატი - 3



დილის არომატი - 3




№1  offline მოდერი sameone crazy girl

ვაიმეე როგორ მომწონს შენა რ იცი თან დიდი ტავია თან ემოციური ვაიმეეე ეს ბიჭი რა ველულურია ღმერთმანი მაგიჟებს bowtie და ეჭვი მაქვს მალე ცეცხლსაც მომიკიდებს და გული ამიალდება მერე bowtie smile smile smile
ლავ იუუუუუუუუუუუუუუუუ kissing_heart kissing_heart

 


№2  offline წევრი aNuGi

როგორ მომწოონს <3 heart_eyes ძალიან მაგარი ხარ <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№3  offline წევრი SillyGirl

ვგიჟდები მე შენს ისტორიებზე !
სამივე თავი ახლახანს ჩავიკითხე ბედნიერად <3
შეიძლება ადამიანი ასე კარგად წერდეს ?
ძალიან ძალიან კარგი ისტორიააა და პერსონაჟებიც ძალიან მომწონს. <3
ერთი თორნიკესნაირი გამოიმეტოს ვინმემ ჩემთვის რა :დ
მოკლედ მომწონს ისტორია ძალიან
მაცინებს და ჟრუანტელს მგვრის ერთდროულად და ხო რაც ყველაზე მთავარია მშურს ელენესი თორნიკეს გამო.
ძალიან მაგარი ავტორი ხარ შენ და წარმატებები. ველი მომდევნო თავს <3

 


№4  offline მოდერი D-roni

SillyGirl
ვგიჟდები მე შენს ისტორიებზე !
სამივე თავი ახლახანს ჩავიკითხე ბედნიერად <3
შეიძლება ადამიანი ასე კარგად წერდეს ?
ძალიან ძალიან კარგი ისტორიააა და პერსონაჟებიც ძალიან მომწონს. <3
ერთი თორნიკესნაირი გამოიმეტოს ვინმემ ჩემთვის რა :დ
მოკლედ მომწონს ისტორია ძალიან
მაცინებს და ჟრუანტელს მგვრის ერთდროულად და ხო რაც ყველაზე მთავარია მშურს ელენესი თორნიკეს გამო.
ძალიან მაგარი ავტორი ხარ შენ და წარმატებები. ველი მომდევნო თავს <3



გვიხარია მეც და ელენესაც ... ხო და ალბათ თოკოსაც :დ
მადლობა დიდი ჩემო კარგო ! heart_eyes

 


№5  offline წევრი mimimimo

მაგიჟებს ეს ისტორია.

 


№6  offline მოდერი D-roni

sameone crazy girl
ვაიმეე როგორ მომწონს შენა რ იცი თან დიდი ტავია თან ემოციური ვაიმეეე ეს ბიჭი რა ველულურია ღმერთმანი მაგიჟებს bowtie და ეჭვი მაქვს მალე ცეცხლსაც მომიკიდებს და გული ამიალდება მერე bowtie smile smile smile
ლავ იუუუუუუუუუუუუუუუუ kissing_heart kissing_heart



ჩემო სიყვარულო !!! heart_eyes

aNuGi
როგორ მომწოონს <3 heart_eyes ძალიან მაგარი ხარ <3


როგორ გამახარა შენმა უეცარმა კომენტარმა !
მადლობა ჩემო კარგო ! heart_eyes

mimimimo
მაგიჟებს ეს ისტორია.


მე კიდე ის მაგიჟებს , შენ რომ ეს გაგიჟებს!:დ
heart_eyes joy

 


№7 სტუმარი Guest ტასუ

Vinmes sheudzlia fbze momweros pirAdshi? Daxmareba mchirdeba tqveni

 


№8  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

საცემიხართქო ვამბობ და აჰაა!
არ უნდა გეტქვა რომ დებდი?
ისე შემოვეხეტე და თვალები გამიფართოვდა, ამის ღირსი ვარ შენგან?
დამპალო

 


№9  offline მოდერი ^paradise^

Es ra wavikitzxe :o wavedi yvela tavi wavikitxoooo nichiero <3

 


№10  offline მოდერი D-roni

ლორელაი
საცემიხართქო ვამბობ და აჰაა!
არ უნდა გეტქვა რომ დებდი?
ისე შემოვეხეტე და თვალები გამიფართოვდა, ამის ღირსი ვარ შენგან?
დამპალო


ვაიმე თათა ;დდდ
ვგიჟდები შენზე ! heart_eyes

^paradise^
Es ra wavikitzxe :o wavedi yvela tavi wavikitxoooo nichiero <3


წაიკითხე წაიკითხე ! joy heart_eyes

 


№11  offline აქტიური მკითხველი La-Na

ძაან მაგარია.მომწონს მე ეს ბიჭი
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent