შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჭინკობისთვე III პირველი კოცნა


19-10-2016, 00:38
ავტორი mildiani
ნანახია 5 300

ქალის კითხვამ დამაბნია, ტანში უსიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. ის ისევ არ გვაშორებდა თვალს და ჩვენგან პასუხს ელოდებოდა. მერე ცივად გაიღიმა და ასაკისათვის ცოტა შეუფერებელი, თეთრი კბილები გამოაჩინა.
- რა ომი? - ჩემ ყურთან ახლოს ვგრძნობ ნინისგან წარმოთქმულ ბგერებს, რომელსაც თბილ ჰაერს აყოლებს და წუთით ეს სითბო უცნაურ მეზობელს მავიწყებს.
- არ ვიცი, ჯობია წავიდეთ, - ვეუბნები ჩურჩულით და მხარს ზემოდან ვუყურებ. მის დამფრთხალ, ცისფერ მზერას ვაწყდები. ნინი ხელს მკიდებს და თითებს თითებში მიხლართავს, საოცარი შეგრძნებაა, რამდენიმე ნაბიჯს ვდგამთ თუ არა ქალი უფრო ხმამაღლა გვეკითხება:
- დამთავრდა ომი?
მისი ხმა ექოდ ედება მთელ სოფელს.
- რამე ვუპასუხოთ.
- ჯობია შევეშვათ, - ვეუბნები, ხელს უფრო მაგრად ვუჭერ და ემოციის გამოცვლას ამით ვდილობ.
- რომელ ომზე იკითხა?
- არვიცი რომ დავბრუნდებით ვიკითხოთ ვინაა.
მთასთან უფრო ახლოს ვიყავით. გზაზე ნაკვალევს ვაკვირდებოდით, თუმცა არც ძროხის და არც ადამიანის კვალი არსად ჩანდა, რომ იპოვიან დაგვირეკავენ ამიტომ ჯობია ძებნა გავაგრძელოთ.
- ბავშვობაში აქეთ ყოფილხარ, ან გზა იცი? - მეკითხება ნინი და ჩემს წინ დგება, სახეზე ისე მაკვირდება თითქოს ვინმემ ჩემი ნაკვთების აღწერა დაავალაო.
- არა, არვიცი ან არ მახსოვს. - ჯიბეებში ხელი ჩავიყავი და მხრები ავათამაშე მერე ნინის გვერდი ავუარე და გზა გავაგრძელე, მთაზე საცალფეხო ბილიკი ადიოდა, ნახევრად გატყავებულ ტყეში რამდენიმე მეტრზე თითქმის ყველაფრის დანახვა შეიძლებოდა, თან სიწყნარე იყო და რამეს რომ გაევლო აუცილებლად გავიგონებდით. უფრო და უფრო მაღლა ვადიოდით, ვხვდებოდი, რომ ძროხა აქ ვერ ამოვიდოდა მაგრამ მაინც არ ვჩერდებოდი. ნინი ჩამომრჩა, ეტყობა დაიღალა. ხელი მოვკიდე, ვცდილობდი მისთვის გზა გამემარტივებინა და დავხმარებოდი. თავს რაღაც ამაყად და ამაღლებულად ვგრძნობდი.
- ცოტა გავიაროთ კიდევ და დავბრუნდეთ. აზრი არ აქვს აქ არამგონია ამოსულიყო, თან კვალიც არ ჩანს.
თითქმის ნახევარი საათის სიარულის შემდეგ გზა გასწორდა და ჩვენ მთის მეორე მხარეს მოვექეცით, სოფელი ხედვის არედან დაგვეკარგა, ახლა სადღაც შორიდან მდინარის გუგუნი ისმოდა, გონების თვალით წარმოვიდგინე ვიწროო კალაპოტში, მთებს შორის მომავალი ჩქარი, წვიმისგან ამღვრეული მდინარე. ცოტახნით გავჩერდით ნინი ხელს ისე ძლიერად მიჭერდა, ლამის სისხლმაც სეწყვიტა მოძრაობა, მდინარის ხმა უფრო დიდმა ხმაურმა გადაფარა ძლიერი წვიმა გვიახლოვებოდა.
- დავბრუნდეთ.
- იმ ქალზე ვფიქრობ, - იწყებს ნინი მშვიდი ტონით საუბარს თიქოს ვერც გაიგო რა ვუთხარი.
- ის ქალს თავის გასჭირვებია, ძლიერი წვიმა გვიახლოვდება და უნდა წავიდეთ.
- ძალიან დავიღალე, ცოტახანს შევისვენოთ, ფეხები სულ დამისველდა.
სწორ, უზადო ფეხებზე აქა-იქ წერტილებად ტალახები აქვს, სველი პერანგი კი ტანზე მიჰკრობია. ამის დრო არ არის შემოვუძახე თავს, მოსაცმელი გავიხადე და ნინის გავუწოდე.
-არ გეგონოს ფილმის რომელიმე გმირს ვბაძავდე, - ვცადე ჩემი ქმედება კომიკური გამოსულიყო.
- შენ მაისურით რჩები მარტო და ცოდო ხარ.
- რომ ჩაგეცვა არცერთს არაფერი არ მოგვივიდოდა.
წვიმა რამდენიმე წამში ჩვენთან აღწევს. მსხვილი ძლიერი და ცივი წვეთები ტანზე მეცემა, ვხვდები რომ მართას მოცემული პარკი ტყუილად მიჭირავს ხელში, ხეს ვათვალიერებ რომლის ქვეშაც დგომა შეიძლება, სწრაფად გავრბივართ და პარკს თავზე ვიფარებთ ერთ ბოლოს ნინი იჭერს მეორეს მე, წვიმა მთის ფონზე საოცრად ლამაზია. წვეთებში ყვითელი ფერი ელავს, საოცრად მყუდრო გარემო შეიქმნა ნინის მხარი მკლავზე მეხება და ვიშმუშნები. ჰაერი თითქოს იმუხტება, ვცდილობ ბუნების სანახაობით დავტკბე და არ შევხედო, თავის ერთი მიბრუნება და სახე პირდაპირ ნინის სახესთან მექნება, აქ კი ჩემი მოთმინების უნარიც უძლური იქნება. მართას გულში მადლობას ვუხდი რომ პარკი გამოგვატანა.
ტყე მთლიანად წვიმის ხმაურმა მოიცვა.
- დღეს ძალიან გამახარე, - რბილი ხმით მეუბნება ნინი და მისი სიტყვები ყურთან მხვდება და მაჟრიალებს, ის ჩემსკენ ბრუნდება.
გრილ ჰაერს ღრმად ვისუნთქავ, ვერ ვხვდები რაზე მეკითხება.
-რაზე ამბობ?
- კომპლიმენტზე. ალბათ გაგიკვირდება, მაგრამ იშვიათად ვიღებ.
-მე ხომ გეუბნები ხოლმე შიგადაშიგ?! დღეს მართლა საოცრად გამოიყურები და აღვნიშნე. სამადლობელი არაფერია.
-ძალიან ლამაზი და საოცარია აქაურობა. - თემას ცვლის ნინი.
ვხვდები რომ რაღაც მიზნები ამოძრავებს, ან მე მეჩვენება ასე. თავს ვაქნევ და წვიმის ცქერას განვაგრძობ, მაგრამ მოთმინება არ მყოფნის და თავს მისკენ ვაბრუნებ, ამჯერად ნინი ბუნებას აკვირდება, მერე თითქოს ჩემს მზერას გრძნობსო და თავს ჩემსკენ ატრიალებს. მისი საოცრად ლამაზი სახის ნაკვთები და დიდი ვარდისფერი ტუჩები ჩემს სახესთანაა, გული გამალებით იწყებს ცემას. სხეულში სისხლი დიდი სიჩქარით იწყებს მოძრაობას, დაცხა...
-რა? - მეკითხება ნინი და თვალს არ მაშორებს.
- არაფერი - ვლუღლუღებ უცნაური ხმით.
ნინი ტუჩებს ენის წვერით ისველებს და თავს ატრიალებს, ეს უკვე მეტისმეტია, ფეხებს სველ ფოთლებზე ვაბაკუნებ. პარკის ჭერით ხელი დამეღალა და უცნაურად ვიწყებ მოძრაობას, მინდა რომ შემომხედოს მაგრამ ის ისევ მთებს მიშტერებია, წვიმა გაძლიერდა, პარკზეც უფრო ხმაურით ეცემა წვეთები, ჰაერიც თითქოს უფრო იმუხტება, გაბედე! იქნებ მასაც აქვს ჩემს მიმართ რაიმე სიმპათიები და რაღაც გამოვიდეს?! მაგრამ ჩვენ დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს. მეგობრობა წმინდაა, არა ვბოდავ, ჩემს თავს ვეწინააღმდეგები, ვხვდები რომ ეს გოგო მიყვარს, მაგრამ ამას ჩემს თავსაც ვუმალავ და უაზრო გაცვეთილი ფრაზები მომყავს არგუმენტებად. რატომ უნდა ვებრძოლო ჩემს თავს, როცა ჩემს გვერდით საოცარი ულამაზესი, ცოტა მხიარული, ჭკვიანი გოგო დგას?! ჩემთვის ეს ასეა და არც მაინტრერესებს სხვა რას ფიქრობს.
ამ ფიქრებში გართული ვხვდები რომ ამ დროის განმავლობაში ნინის თავალს არ ვაშორებ, სველ თმებზე, ტანზე და სხეულზე ხარბად ვაკვირდები. მინდა შემომხედოს, მინდა ისევ ახლოს ვიგრძნო ჩემთან. ნინი შემობრუნდა თავალის გუგები გაუფართოვდა ერთმანეთზე მიწებებული ტუჩები გაეპო. სულ რამდენიმე სანტიმეტრიც და მის ტუჩებს შევეხები, სველ თმას საოცარი სურნელი ასდის. ნინისკენ ვიხრები, პარკზე მოჭერილ ხელს ვადუნებ და ლამის ზედ დავიფარო, ის ხმას არ იღებს, უფრო ვთამამდები და ტუჩებით ფრთხილად ვეხები მის ტუჩებს. მის სუნთქვას ვგრძნობ.ჩემზე მოშტერებული მწველი, ცისფერი თვალების მზერა სადღაც უჩინარდება, ნინი თვალებს ხუჭავს. მინდა მხოლოდ შეგრძნებებს ვუსმინო. პარკს ხელს ვუშვებ, ნინის მსუბუქი მოძრაობით სველ ხეზე ვაკრავ, მის ნატიფ სახეს მარცხენა ხელში ვიქცევ. ჩემი ალტერ ეგო ბედნიერებისგან ლამის ჭკუას კარგავს, როცა ვაცნობიერებ, რომ ნინი კოცნაზე კოცნითვე მპასუხობს. მეღიმება. ნინი გრძელ თითებს თმაში მიცურებს და ტანში ჟრუანტელი მივლის, მეროე ხელთ კი ჩემს მაისურს ქაჩავს, წვრილ გამოყვანილ წელს ხელს ვხვევ და მის სველ სხეულს ტანზე ვიკრავ. მინდა ყველაფერი დაუსრულებლად გაგრძელდეს, მაგრამ ნინი უკან მწევს და თვალებს ახელს, უკიდეგანო ცისფერი სივრცე ჩემს წინ ახალი ძალით იშლება, მორცხვად თვალებს დაბლა ხრის ჩურჩულებს.
- ძროხა.
-მე მეუბნები?- წარბებს ვკრავ.
ნინი იბნევა და გაფაციცებით იყურება აქეთ-იქით და ხელისგულს სახეზე ისვამს.
-არა, ძროხა უნდა მოვძებნოთ.
სულ გადამავიწყდა რა მინდოდა ტყეში, თავს უქნევ და პარკის ასაღებად ვიხრები. ჩემს ცხოვრებაში ახალის სასიამოვნო მოლოდინები შეიქმნა, ურთიერთობა შემიძლია ნინისთან დავაკავშირო, კოცნაზე კოცნითვე პასუხი იმედია მხოლოდ ვნება არა არის.
- რატო მაკოცე? - ნინი ტუჩებზე ხელს ისვამს და დამნაშავე ბავშვივით მიყურებს.
ვჩერდები ამ კითხვისთვის მზად არ ვარ, მაგრამ აშკარად უნდა ვყოფილიყავი
- ჩემი კოცნის დროს რაც იგრძენი იმის მიხედვით იმსჯელე.
ნინი ხმას არ იღებს წვიმას არ ვერიდებით და ატალახებულ, ნეშომპალიან გზაზე თამამად მივაბიჯებ, ის უკან მომყვება ხმას არ იღებს, ვჩერდები და პარკს ვაწვდი, მორცხვად მართმევს და თავზე იფარებს.
- შენ არ გინდა? - მეკითხება თითქმის ყვრილით და ცდილობს წვიმისაგან გამოწვეული ხმაური გადაფაროს.
- არა, არ მინდა .
- რატომ?
მხრები ავიჩეჩე. რატომ ჩამაცივდა?
- გეგი ჩვენ ხომ მეგობრები ვართ, არ უნდა გეკოცნა!
- მეკოცნა? - მთელი სხეულით ვბრუნდები მისკენ და მეღიმება,- შენც ხომ მაკოცე?
ნინი მხრებს უაზროდ ათამაშებს, თითქოს რაღაცის თქმა უნდაო, მაგრამ ჩერდება. გზას ვაგრძელებ და მთის წინა მხარეს გადავდივართ, დიდ თავისუფლებას და სიმსუბუქეს ვგრძნობ, ესე კარგად დიდი ხანია არ ვყოფილვარ, უაზროდ ვიცინი და ტალახებსაც არ ვერიდები.
- ერთი წამი მოიცადე, - მხარზე ხელს მადებს ნინი და მისკენ ვტრიალდები, - ამაზე სახლში ვერ დაგელაპარაკები.
- რა გაინტერესებს?
- არ ვიცი როგორ გკითხო, მეც კი დავიბენი, თავალს მარიდებს და ხეებს უყურებს, - არაჩვეულებრივი ბიჭი ხარ, ვინ არ აკოცებდა ასეთ ბიჭს, ჯერ გარეგნობა, მაღალი, გამოკვეთილი სახის ნაკვთები აჩეჩილი თმა ცოტა წვერიც გიხდება, სავარაუდოდ ნავარჯიშები სხეული, შენს ადამიანობაზე და პიროვნებაზე აღარ დავიწყებ, - ისე ამბობდა, თითქოს თავის თავს ელაპარაკებაო, - მაგრამ მე არასოდეს მიფიქრია მსგავს რამეზე... ნუ შეიძლება ცოტას ვიტყუები.
- ანუ?
- რამეს გრძნობ ჩემს მიმართ?
ამ მომენტში საოცრად გულწრფელი ვხდები, არდგან ნინიც გულწრფელია თავის სიტყვებში.
- არ ვიცი, მართლა არ ვიცი, მაგრამ ძალიან მომწონხარ, მანამდეც, მაგრამ მგონი სხვანირად გიყურებ, ოღონდ ისევ არ დაიწყო, რომ ჩვენ მეგობრები ვართ.
-მე ყოველთვის ვამაყობდი და ვამბობდი რომ მყავს ბიჭი მეგობრები და შეიძლება მათთან მეგობრობა გამოვიდეს ახლა კი არ ვიცი მეც დამაბნიე.
-დათო ხომაა შენი მეგობარი, სესილიც ჩემთვის მეგობარია.
- მე ვინ ვარ შენთვის მართლა მაინტერესებს.
- გოგო რომელიც ძალიან, ძალიან მომწონს. ყველა გოგოზე მეტად და მხოლოდ სექსი არ მინდა მასთან
- სექსიც გინდა?- მეკითხება გაოცებული და პირს აღებს, სიამოვნებით ვაკოცებდი კიდევ ერთხელ, პარკშემოხვეული ძალიან ლამაზია.
მეცინება და წვიმას სახეს ვუშვერ.
- რა არის ამაში ცუდი? ძალიან მიმზიდველი ხარ.
- მაშინებ!
- მოდი ყველაფერი ისე დავტოვოთ როგორც არის და რასაც დრო მოიტანს და გვიჩვენებს იმის მიხედვით მივიღოთ გადაწყვეტილება. არაფერს არ დაგაძალებ იმიტომ რომ არც მე ვიცი რას ვგრძნობ.
სუბარს ტელეფონის ზარი მაწყვეტინებს. დათოა. ვპასუხობ და მეუბნება რომ ძროხა იპოვეს და დავბრუნდეთ უკან, სულს სველი ვარ. ტყიდან გამოვდივართ და იმ უცნაურ სახლს ვუახლოვდებით. კიდევ უფრო დიდი ინტერესით ვაკვირდები და ფანჯარაში ვიყურები, მაინტერესებს ისევ თუ დავინახავ იმ უცნაურ წერტილებს, რომელიც ძალიან ჰგავდა არაამქვეყნიურ თვალებს. ის სრულიად განსხვავდებოდა იმ მოხუცის თვალებისაგან, ფიქრიდან ნინის კივილს გამოვყავარ
- რა მოხდა? - ვეკითხები შეშინებულ ნინის.
- ის ქალი გზაზეა. - მპასუხობ ცივი ხმით.
გზის ბოლოს წვიმისაგან დასველებული თმაგაწეწილი ქალი დგას ცივი თვალებით გვაკვირდება და არ მოძრაობს.
-სირცხვილია, ის ხომ ჩვეულებრივი ადამიანია, როგორ იქცევი. - ვამშვიდებ ნინინს და ხელს ვუშვერ.
- ნახე როგორ გვიყურებს. - ნინი ძლიერად მიჭერს ხელს ისე რომ ლამისაა სიმწრისაგან ვყვირო, საიდან აქვს ამხელა ძალა?
ნინისკენ გაბრაზებული ვბრუნდები და თვალებს ვუბრიელებ.
- პატარა ბავშვივით ნუ იქცევი, სირცხვილია! - ხელზე ვექაჩები და ძალით მიმყავს. ქალს ვუახლოვდებით, მაგრამ ის არც გამომეტყველებას იცვლის და არც ადგილს.
-დამთავრდა ომი შვილო?- გვეკითხება ხრინწინი და ქალისათვის შეუფერებელი მკაცრი ტონით.
- კი! - თავს ვუქნევ და გვერდს მშვიდად ვუვლი.
ზურგს უკან საზეიმო ყვირილი მესმის.
-„იდიდე მარად ჩემ სამშობლოვ, გმირთა კერა ხარ ჩაუქრობელი, ქვეყანას მიეც დიდი სტალინი გლეხთა მონობის დამამხობელი“.
ქალის უცნაურ ლექზე ცოტა ვიძაბები, მაგრამ ვრწმუნდები რომ სტალინზე შეყვარებული ქალია, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ გაუცნობიერებია რომ ომი დამთავრდა. ახლა ნინი მექაჩება წინ და მეც მორჩილად მივყვები, ქალი ისევ ბურტყუნებს მაგრამ მისი ხმა აღარ მესმის. ცოტა ხნის შმდეგ უკან ვიხედები და გაკვირვებისაგან ადგილზე ვშეშდები, მოხუცი ტლახში, შუა გზაზე წევს დამჭკნარი ხელები ჰაერში აუწევია და ცას უყურებს, მისი ჭაღარა თმა ბინძური წყლის გამო ყავისფერი გახდა, ვცდილობ ნინის ჩემზე ჩაჭიდებული ხელი გავაშვებინო. ის კი მიძალიანდება და ახლა უკვე მეორე ხელითაც მებღაუჭება.
- რას აკეთებ? არ მიხვიდე! - ცრის კბილებიდან.
- რას ამბობ, მოხუცია, ამ წყალში ხო არ დავტოვებ გაცივდება.
- არ მიხვიდე გეგი, ეგ ქალი სრულ ჭკუაზე ვერ არის.
-მერე დავტოვოთ ამ ტალახში? - ნინისგან თავს ვითავისუფლებ, - დამელოდე არსად წახვიდე.
ქალთან სირბილით მივდივარ ვიმუხლები და მხარზე ხელს ვადებ, ჩემსკენ ბრუნდება, ცივი თვალებით მიყურებს და მაკვირდება, ტუჩებს უცნაურად ამოძრავებს თითქოს რაღაცას ყვებაო, მხარზე ხელს ვკიდებ და ვცდილობ წამოვაყენო
- მოდის, მოდის, მოდის- ბურტყუნებს ის.
- ადექით! - ვეუბნები მზრუნველი ტონით ის კი კბილს კბილზე აჭერს, დანაოჭებული ხელით ტალახს იღებს და მსვრის, მერე კი მაფურთხებს.
ფეხზე ვდგები შარვლიდან ტალახს ვიწმენდ, მხარზე შეხებას ვგრძნობ ნინი მოვიდა და მექაჩება, ლამისაა ყვირილი დაიწყოს.
- ხომ ხედავ გამოდი!
მოხუცის სახლიდან მტვრევის ხმა ისმის, ქალი თითქოს მდგომარეობიდან გამოდის და გაფართოვებული თვალებით იყურება სახლისკენ, როგორც ჩანს მარტო არ ცხოვრობს, ისე სწრაფად დგება ფეხზე რომ მიკვირს, ისევ იღებს ტალახს და მე და ნინის გვსვრის, სახეზე ხელს ვიფარებ, ქვებიანი ტალახი მწარედ მხვდება ხელზე, სიმწრისაგან კბილს კბილზე ვაჭერ.
- რამე ხომ არ გეტკინა? - ვეკითხები ნინის.
-არა, წვიდეთ დროზე! - მემუდარება ნინი და ცისფერ თვალებში ცრემლები უდგება, ძალიან შეეშინდა. მეც დავიძაბე, ქალი სახლის კარს აღებს და მის უკან უჩინარდება. იქაურობას ჩვენც სწრაფად ვშორდებით. სახლის დანახვა მახარებს ეზოში სწრაფად შევდივართ, ტალახიანები და სულ სველები ვართ, როგორც კი კარს ვაღებთ მართა გვეგებება:
- რა იყო ბებია, ასე სად გეისვარეთ?
- დავეცით. - ვპასუხობ მე.
ბუხართან მსხდომებს სახეზე ღიმილი გადასდით. დათოს და სესილის კმაყოფილი სახეები აქვს, მათ ძროხა იპოვეს და თავი ისე უჭირავთ გეგონება რაღაც განძი აღმოაჩინესო.
- რა დაეცი, რტომ მალავ? ის გიჟი ქალი ვინ არის მთისკენ რომ ცხოვრობს?- ხმას უწევს ნინი და შიშისაგან ყბა უთამაშებს, მართას ფერი ეცვლება და ჰაერში გამოშვერილი ხელები უშეშდება.
- რავა რამე დგიშავათ?- იკითხა მან.
- რაღაც ომზე ლაპარაკობდა მერე ძირს დაწვა და ცაში ხელები ასწია, გეგი დასახმარებლად რომ მივიდა, ტალახი ესროლა და მეც მესროლა, რა უნდოდა ვერ გავიგე. - მიაყარა ნინიმ სულის მოუთქმელად.
- სალომეზე ამბობს? - ჩაერთო თედო- ერთი შეშლილი მოხუცია ბაბუა, ქმარი ომში დაკარგა და ყოველ დღე ომის დამთავრებას ელოდება.
- გარეთ მიდღემჩი არ გამოსულა და ახლა რა დეეტაკა? - ბრაზობს მართა.
- ის დროშა რაღა ბედურებაა?- არ ცხრება ნინი.
- სტალინის დიდი მოტრფიალეა ბაბუა, რაც მაგან გადეიტანა კიდო კარქათ არის მაგ საცოდავი.
- რა სახე აქვს, შემეშინდა, რამე ისეთი რომ სჭეროდა ხელში არ დაგვინდობდა.
- ნინი გეხვეწები მოდი და გათბი შეეშვი რაც იყო იყო. - ვამბობ და ბუხრისკენ ვუბიძგებ.
- კარგი დრო გაგიტარებიათ. - იკრიჭება დათო.
- სკამზე თუ დამსვავ მადლობას გეტვი.
- საქმე მე გავაკეთე და შენ დაგითმო?- ხუმრობს დათო, სულ არ ვარ ხუმრობის ხასიათზე ძალიან დავიღალე.
-გთხოვ, მართლა ცუდად ვარ მთაზე ვიყავით ასულები.
-კაი ჩაის გაგიკეთებთ სუყველას.- ძალით იღიმება მართა და კარადასთან სწრაფი ნაბიჯებით მიდის.
გამოვიცვალეთ და ბუხართან თბილად მოკალათებული მართას გაკეთებული ოქროსფერი ჩაის არომატით იმდენად მოვიხიბლე, რომ თითქმის დამავიწყდა შეშლილი სალომე.
- გემრიელი ჩაია. - ვამბობ და ცეცხლს მივშტერებივარ.
- ჩვენი ჩაია, წელს მევიტანეთ, ეფროსინემ მე და ნათელამ. - მპასუხობს ბებია, - სიმინდს გამეიტანებენ ახლა და მოვხარშოთ, სალომეს მე დეველაპარიკები, ტალახის სოლა რავა უნდა ვაჩვენებ
- რა უნდა მოთხოვო ქალო დაანებე თავი თავისი გაჭირვებია, - ჩაიბურტყუნა თედომ, - არაფერი მოგწიოს სახლში არ შეხვიდე მაგასთან, ათას რამეს ამბობენ შეეშვი, ვერ მოთხოვ პასუხს, გითხარით დარჩით სახლშითქვა და არ გეიგონეთ.
- ძროხა სად იპოვეთ?
-ქვევით იყო სადღაც მდინარესთან, ისეთი ლამაზი ადგილებია რომ გადაირევით, - აღტაცებით დაიწყო სესილიმ საუბარი, - ხვალ თუ კარგი ამინდი იყო წავიდეთო თედო ბაბუა დაგვპირდა.
- აპა რას ვიზამ ანკესს წევიღებთ კიდო და თევზი იქნება დევიჭიროთ, წყალიც ცოტა დამშვიდდება. - თავს აქნევს თედო.
- რძე მევიტოვე ბებია, რძეში ჩაფშვინილი ჭადი თუ გიჭამიათ როდისმე? - გვეკითხება მართა.
- რძე და მჭადი ერთად? - გაიკვირვა დათომ
- კაი ხანია არ გამიკეთებია, უმალ პური რო არ იყო ვაკეთებდით და ისეთი კაია თუ არ გეზარებათ რძე გავაკეთებ.
-რავიცი მგონი არცერთს არ გვეზიზღება, გძულთ ვინმეს რძე?- გვეკთხება დათო, როცა უარყოფით პასუხს ვერ იღებს მართა ბუხარში რძით სავსე ქვაბს დგამს და მჭადის დაფშვნას იწყებს. ეჭვი მეპარება რამე კარგი გამოვიდეს რძე და მჭადი ცოტა უცნაურია.
სალომე მალე ყველას ავიწყდება, რძეში ჩაფშვნილი ჭადიც მზადდება წინ მოხარშული სიმინდი და თევზაობა გველოდება, მერე რთველი, მგონი ნინისთანაც რაღაც გამოდის, არაფერს არ ვიმჩნევთ. ყველაფერი კარგად აეწყო სოფელმა ძალიან ბედნიერი გამხადა.
ადუღებულ თეთრ სითხეში ბებია მჭადის ნატეხებს ყრის და ურევს, მერე კი შაქარსაც უმატებს. მართა და გოგოები სუფრაზე ღმა თეფშებს დებენ. მართა ქვაბს მაგიდაზე დებს და უკვე სშესქელებულ მასას თეფშებზე ასხამს. მიუხედავად იმისა რომ არასოდეს არ მიჭამია მაინც მიჩნდება სურვილი რომ გავსინჯო, ცოტა შეუხედავია, ცხელი ჩის მერე სასარგებლო სოფლის რძით გაკეთებულ ვახშამსაც გეახლებით, უგემრიელესია, ფაფას ჰგავს მაგრამ უფრო გემრიელი არ მეგონა ეს გემოები ერთმანეთს თუ დაემთხვეოდა, ოდნავ რომ შეგრილდა უფრო გემრიელი გახდა.
როცა ამ საოცარი ახალი გემოს გასინჯვას ვასრულებთ, სახლში ეფროსინე შემოდის, წინსაფში, ხასხასა მწვანე გაურჩეველი სიმინდები აქვს ჩაყრილი, წელში მოხრილი მაგიდასთან მიდის და ფრთხილად იწყებს კალთის დაცარიელებას.
ნათლაც გვერთდება, ხლში გიტარა უჭირავს ვხვდები რომ წინ საინტერესო საღამო გველოდება, ნათელა ალბათ იმღერებს, გიტარას ტახტზე დებს და სველ შუბლს დამჭკნარი ხელით იმწმენდს.
- ერთი რამდენი ხანია შენი სიმღერა არ მომისმენია ეფროსინე, - ამბობს ის და თვალს უკრავს მოხუცს.
ეფროსინე წაბებს კრავს და ტუჩებს უცნაურად ბრეცს, უკვე ვხვდები რა პასუხსაც გასცემს ნათელას.
- ვაი, რა სიმღერა გოგო შეიშალე? საღა შემიძლია სიმღერა, დაკვრაც დამავწყდა რაც ჩემმა გიტარამ ოურია შემეშვი ერთი თუ ქალი ხარ.
- ბოვშებს უნდა უმღერო, გააგებინე რა ხმა გაქ, სიბერეში ხმა ტკბება შე ქალო კი არ ფუჭდება, ახალა გამახსენდა ეს გიტარა სახლში რო მედო, რახან დაგავიწყდა სულ გაჩუქებ ამაზე დამკვრელი მე არავინ არ მყავს.
ეფროსინეს თვალები უციმციმებს, როგორც ჩანს მაცდური წინადადება შესთავაზა ნათელამ, მერე კი მორცხვად ამბობს.
- ვნახოთ რა გამომივა.
გახარებულები შეძახილებით ვამხმნევებთ მოხუცს, გარჩეული სიმინდს მართა წყლით სავსე ქვაბში დებს და ბუხარში კიდებს, რამდენიმე ტაროს კი ისე ტოვებს შესაწვავად. იწყება სოფლის ამბების განხილვა, რაც არცისე უინტერესოა, ცოტა დაღლას ვგრძნობ, ნინისკენ თვალს ვაპარებ, ვხედავ რომ რაღაცაზე ფიქრობს, ჩამობნელდა, ნავთის ლამფა ინთება, არ მეგონა თუ ამას კიდევ ხმარობდა ვინმე, სოფელი ამითაც არის გამორჩეული და უნიკალური, ძველი ცხოვრებით და წესებით ცხოვრობენ.
- არასოდეს არ მიჭამია შემწყარი სიმინდი,- ამბობს სსესილი, - მოხარშულზე მეტად ეს მაინტერესებს, ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ აქ თუ მოხარშულ სიმინდს შევჭამდი ამას ვერა.
მართა გრძელი თითებით სიმინდს მარილს აყრის , ისეთი ცხელია ორთქლი ჭერამდე აღწევს, ნერწყვს ვყლაპავ, თედოს დიდ ბოთლში ჩამოსხმული ჭაჭა შემოაქვს. მიუხედავად იმისა რომ ამ სასმელის მოტრფიალე დიდად არ გახლავარ, ახლა სიამოვნებით დავლევდი, ისევ გაიელვა და ჭექა ქუხილია, მაგრამ ეს არ გვადარდებს, უფლის სადღეგრძელოს შემდეგ ეფროსინეს მარჯვენას ვლოცავთ და მის აზრს რომ ამ შემოდგომაზე ესეთი სიმინდი მოიყვანა, ის მორცხვად ზის მაგიდის თავში და პატარა გოგოსავით უხერხულობს საქებარ სიტყვებს. ცხელ, წითელ ნაკვერჩხლებში შესაწვავად სიმინდი იყრება და ოთახი ამ საოცარის სუნით იჟრენთება, პატარა ჭიქით ჭაჭას ვსვამ და სახე მეჭიმება.
- ძალიან ძლიერია, - ვიჭყანები და სიმინდს გამალებით ვაცლი მარცვლებს.
- აპა რავა გინდა,- მხრებში გაიმართა თედო და ჩემი ნათქვამი შესაქებ სიტყვებად მიიღო.
გოგოებმა სმა შეწყიტეს, დათო კი წვეთსაც არ ტოვებს ჭიქაში, საღამოს რაღაც მოიწყინა და ჩუმად არის.
-ბებია, - იწყებს ნათელა, - არ გრცხვენიათ ამხელა მოხუცები ვართ რა დროს რა მოგვივა ამ არაყის გამო ღმერთმა იცის და ეს ახალგაზრდები რამ მოგსხლიტათ გამაგებინეთ?!
- არ ვართ დალევას მიჩვეულები. - იკრიჭაბა ნინი.
- რავა ჩვენ ლოთები ვართ თუ რავა არის ჩვენი საქმე?
- არვიცი, არვიცი. - ბურტყუნებს ეფროსინე.
-შენ გიტარა მეიტანე და შემოსცხე შენებური.
-დამალევინე შექალო ორი ჭიქა.
-დედა, ამ ბოვშებს ვუთხარი ლოთები არ ვართთქო და ეს რავარი მონდომებულია დალევაზე, არაფერი დაგემართოს თუ არა მომხედი კი არავინ არ გყავს შენე, მეიტანე გიტარა მიდი.
-თედოს ჭაჭაზე უარს ვიტყვი შე ქალო? რავა არ მიყვარდა ქალი რო სვამდა ხოლმე სუფრაზე, მარა ახლა ქე გადავკრავ ხოლმე თითო ჭიქას ჩუმად, ამას თქვენთან ვამბობ თუ არა სხვაგან კი არ ვიტყვი.
-არა ლოთი ყოფილა ეს და შემარცხვინა ამ ბოვშებთან. - ამოიხვნეშა ნათელამ და ფეხზე წამოდგა გიტარის მოსატანად, ეფროსინეს ისე მიაწოდა თითქოს საზეიმო ვითარებაში რამე ჯილდო გადასცაო, ეფროსინემაც მოკრძალებულად გამოართვა გიტარა და სიმებზე დამჭნარი ხელები ჩამოუსვა.
- გასასწორებელია ესე, - ჩაახველა,- მარტო არ ვიმღერებ იცოდე!
-რამე ისეთი დეიწყე ჩვენც რო აგყვეთ, - თვალს უკრავს მართა, - აგერ თედოც იმღერებს და ბოვშებიც აგვყვებიან.
სამელი კარგა გვარიანად მომეკიდა, თავბრუც მეხვევა და გარემოსაც სხვანაირად აღვიქვამ, თუმცა არაფერი არ მაწუხებს, ვიღიმი და სიმღერას ველოდები. ეფროსინე სქელი საქმიანი თითებით კიდევ ერთხელ ამოწმებს სიმების ჯღერადობას. მის თითებს ვუყურებ და მერე ჩემს გრძელ წვრილ თითებზე გადამაქვს ყურადრება თავს დამნაშავედ ვგრძნობ, რადგან ქალს ესესთი თითები აქვს, შრომისაგან გაუხეშებული და მე გრძელი მოვლილი თითები. ჩემს თავთან ბრძოლას ვწყვეტ და ეფროსინე უკვერ რიტმულ, გაბმულ მელოდიას უკრავს, ტანში ჟრუანტელი მივლის, ისევ, დაიქუხა და გაიელვა, ეფროსინე ჩემო ციცინათელს სიმღერას იწყებს დაბალ მშვიდ და თბილ ხმაზე, მას მართა და ნათელა მიჰყვებიან, სხვები კი გასუსულები ვუსმენთ მოხუცების ტკბილ სიმღერას. ვფიქრობ მათ ცხოვრებაზე, ემოციებზე და გრძნობებზე, რამდენი რამ გადაიტანეს, მაგრამ მაინც ბედნიერები და ლაღები არიან. იციან როგორ მიიღონ ცხოვრებისაგან მაქსიმალური და არასოდეს დაუშვან წარსულის შეცდომები. ნინი და სესილი ტირიან და სახიდან ჩამოსულ ცრემლებს ხელით იწმენდენ, ლამფის შუქზე მოცუცების გახუნებული თვალები ციმციმებენ და სევდიან სიმღერას არ წყვეტენ. მინდა რომ სიმღერა არ დაასრულონ, უფრო მაღალ და ძლიერ ბგერებს იღებენ. ვვოცდები მათი შესაძლებლობებისაგან, მინდა რომ მიყვარდეს, მინდა რომ მათსავით მიყვარდეს და მათსავით ძლიერი ვიყო. სიმღერა სრულდება, მომდევნო სიმღერა კი ქართული კინოფილმიდანაა, ისიც სევდიანი და ისიც დამაფიქრებელი, სიმღერა ისევ მაფიქრებს მომავალზე და რაც აქამდე გამიკეთებია ცხოვრებაში, ცოტა ვითრგუნები მაგრამ არ მინდა რომ დაკვრა და სიმღერა შეწყვიტონ.
მართა შემწვარ სიმინდს მაგიდაზე დებს, თუმცა ახლა ამის ჭამის სურვილიც არ მაქვს თითქოს ყველაფერი შეიცვალა და მინდა უკეთესი გავხდე. მოხუცებს აქვთ რაღაც განსაკუთრებული, რაც შეცვლისკენ გიბიძგებს. მეზობლები უკვე წასასვლელად ემზადებიან, გულითად მადლობას ვუხდი და თბილად ვემშვიდობები, თან ცოტა ვნერვიულობ ნასვამები არიან და არაფერი მოუვიდეთ, მხარზე ამაყად იგდებს გიტარას ეფროსინე და თავის ძაღლს ეძახის:
-წევედით ბახულა, ხედავ რა გიტარა მაქ? დოუკრათ რო მივალთ მე და შენ, ხო ამყვები?
ძაღლი მოხუცს კუდს უქიცინებს და ჭკვიან თვალებს არ აშორებს, ერთმანეთს მშვიდაი ღამე ვუსურვეთ და დავიშალეთ. გარეთ მოწყობილ ძაღლსაც თავზე ხელი გადავუსვი და გავახარე, წვიმას გავექეცით, მერე სართულზე სირბილით ავედით. სიბნელეში ჩემი ლოგინი ტელეფონის შუქით მოვძებნე, ბატარეია დაჯდა და მისი შემახსენებელი ზარიც ნერვებს მიშლის, ამიტომ ელემენტის დაზოგვის და უფრო დასვენების მიზნით მობილური გამოვრთე.
-ფანჯარა რომ გავაღოთ ცუდი არ იქნება, არცისე ძალიან ცივა რომ შეგვაწუხოს რას იტყვი? - შევთავაზე დათოს და სიბნელეში მის თანხბობას დაველოდე.
- რავიცი მე არაფერში არ შემიშლის ხელს. - მპასუხობს მშვიდად.
სიბნელეში ფანჯარას ელვის შუქით ვპოულიბ ქვედა ჩამკეტს ვხსნი და გრილი, სუფთა ჰაერით მაშინვე ივსება ოთახი, წვიმის ხმაური უფრო მყუდრო და მშვიდ გარემოს ქმნის, აქ თავს უფრო მშვიდად ვგრძნობ და სამყაოსაც უფრო ოპტიმისტურ ფერებში ვუყურებ. ლოგინში ვწვები და ფანჯრისკენ ვბრუნდები ყოველ გაელვებას ველოდები, როგორ ნათდება ოთახი და მთები. საოცარი სანახაობაა. დათო ხმის ამოუღებლად იძინებს მე კი ისევ ფანჯარაში ყურებით ვირთობ თავს ძლიერად დაიჭექა თითქოს მთელი ცა ჩამოიქცაო, ამ ხმასთან ერთად გავიგონე რომ მინას რაღაც მოხვდა, რადგან ხე ახლოს იყო ფანჯარასთან ვიფიქრე რომ ხის ტოტი მოხვდა და არც შევიმჩნიე, თუმცა ძლიერი ქარი არ ყოფილა, რამდენიმე წუთში იგივე განმეორდა ეხლა მინაზე რაღაც უფრო ძლიერი მოხვდა, ისევ გაიელვა და ხის ხმელი ტოტები იატაკზე შემზარავად აირეკლა. ცოტა უცნაური და გაურკვეველი გრძნობა დამეუფლა, ერთმანეთის მიყოლებით ისევ განმეორდა ხმები, ახლა მივხვდი რომ იატაკზეც რარაც გაგორდა, თავი ბალიშიდან წამოვწიე, ვიფიქრე რომ ფანჯარა დამეკეტა მაგრამ იმის გარკვევა უფრო მაინტერესებდა რა ეგდო იატაკზე, ლოგინიდან ხელი გადავყავი და ჩემი გამორთული ტელეფონის ძებნა დავიწყე. ხელები ტანსაცმელში შევაცურე, მაგრამ ტელეფონი ვერ ვიპოვე, მოულოდნელად რაღაც ცივს შევეხე, შევკრთი და გულმა გამალებით დამიწყო ცემა.დათოს უკვე ეძინა, იატაკზე ისევ გაგორდა რაღაც. მივხვდი რომ სწრაფად უნდა გამერკვია რა ხდებოდა
- შენი ტელეფონი მათხოვე, - გავაღვიძე დათო ჩურჩულით.
-იატაკზე დევს და აიღე. რამე მოხდა? - მეუბნება ნამძინარევი ხმით და ძვლივს ვარჩევ რას მელაპარაკება ისე ბუტბუტებს.
- არაფერი, ფეხზე ვდგები და დათოს ლოგინთან ვარაუდით მივდივარ, ხის იატაკს ხელს ვუსვამ იმ იმედით რომ ტელეფონს ვიპოვი, მაგრამ ხმელი ხის გარადა არაფერი არ მხვდება. ვერ ვპოულობ.
- ცუდად ხარ? - მეკითხება დათო და ლოგინი ჭრიალებს.
- არა უბრალოდ შუქი მჭირდება.
ისევ დაიჭექა და შევხტი, ჩუმდა ვიგინები და იატაკზე ხელით ტელეფონის ძებნას განვაგრძობ, ჭერზე ცისფერი შუქი ჩნდება, უკან ვიხედები და ვხედავ როგორ ანათებს ჩემი ტელეფონი და ბატარეიის დასატენ, შემახსენებელ ზარს გამოსცემს. ვიბნევი. ნასვამი ვარ მაგრამ არცისე რომ არ მახსოვდეს, ტელეფონი გამოვრთე. სწრაფად მივდივარ და მობილურს ვიღებ, იატაკზე ვანათებ და ვეძებ რა დაეცა, რამდენიმე წუთის შემდეგ დამჯდარი მობილური ირთვება, გამწარებული და გაურკვევლობაში მყოფი ვიგინები, ვფიქრობ ხომ არ დავბრუნდე ლოგინში, მაგრამ ცნობისმოყვარეობა არ მასვენებს, დათო ტელეფონს მანათებს და მეკითხება:
-რა გჭირს?
-შენ ისროლე?
-მეძინა რა უნდა მესროლა, რას აკეთებ ასე დათვერი?
- ტელეფონი მომეცი, - დათოსთან სწრაფად მივდივარ, ტელეფონს ვართმევ და ძებნას განვაგრძობ, თავში რაღაც ძალიან მწარედ მხვდება და მტიკვა თმებში ხელს ვისვამ და ისევ ვიგინები, სიმწრისაგან კბილს კბილზე ვაჭერ, ის რაც თავში მომხვდა იატაკზე დავარდა, დათო ფეხზე დგება და ჩემთან მოდის.
-გაიგონე?- ლამისაა სიმწრისაგან ვიღრიალო მაგრამ თავის გაკონტროლება ჯერ კიდევ შემიძლია, დათო ტელეფონს მანათებს და სახეზე მაკვირდება ეს კიდევ ურო მაღიზიანებს.
- ნუ მანათებ ერთი წამით თავში რაღაც მომხვდა, თავზე მიდებულ ხელს ვშლი და ხელზე წითელ ლაქას ვხედავ, - სისხლი მომდის?
დათო თავზე მაკვირდება.
- რა ჯანდაბაა ეს?- აღმოხდა გაკვირვებულს, - სისხლი გდის რა მოგხვდა თავზე?
-არ ვიცი მეც ეგ მაინტერესებს.
- ჭერიდან ხო არ ცვივა რამე? ერთჯერადი ცხვირსახოცი მაქვს ჩანთაში და გინდა?
- მომეცი. უნდა გავიგო რა იყო.
დათოს ერთჯერადი ცხვირსახოცი მოაქვს და იმ ადგილას ვიდებს სადაც მტკივა, მობილურს იატკზე ვანათებ და ჩემს გვერდით დაგდებულ პტარა კენჭს ვხედავ, ხელში ვიღებ ვნთებ და ვაკვირდები.
-გარედან ისროლა ვიღაცამ.- ვამბობ და ფეხზე ვდგები.
-მიიდე ეგ ცხვირსახოცი მთელი თმა გაგისისხლიანდება. - მეუბნება დათო.
-მოიცა გოგოები ხო არ ჩავიდნენ ეზოში?
-მე რა ვიცი, ეტყობა ვიღაცაა ქვევით და ცდილობს შეგვაშინოს.
- ის სალომე ხო არ არის, დღეს რომ შეგხვდა და ტალახები გვესროლა? - ფანჯარასტან მივდივარ და გარეთ ეზოში ვანათებ, თუმცა შუქი იმდენად პატარაა რომ ძირს მინდვრამდე ვერ წვდება.
- დაკეტე ფანჯარა. - მაფრთხილებს დათო, -იმ ქალზე ამბობ? მაჩვენე კიდე მოგდის სისხლი?
საბედნიეროდ მხოლოდ რამდენიმე წვეთი სისხლი წამომივიდა და მალევე შეწყდა.
-ჩავიდეთ! - ვთავაზობ დათოს.
- სად უნდა ჩახვიდე თუ კიდე ისროლეს ჩავიდეთ მერე, ქვა ისე არ ამოვარდებოდა ზემოთ ვინმეს რომ არ ესროლა, გოგოებთან ხომ არ გავიდეთ და შევამოწმოთ ადგილზე არიან თუ არა ეგენი ხო არ არიან, ორი ჭიქა დალიეს და ეტყობა იმოქმედა.
-კაი შეეშვი ხომ არ შევუარდებით ოთახში, - ვუარობ, - თუ მართლა კიდე განმეორდა მაშინ ავდგები და ჩავალ, მაგრამ ცოტა არ იყოს უცნაურია.
-ეგენი იქნებიან, რომ გვეღვიძა ვეღარ გაბედეს შემოსვლა და ახლა ქვევით იქნებიან და კვდებიან ალბათ სიცილით.
-თავში მომხვდა, თან მწარდედ. ხუმრობა აღარაა მინაც ლამის ჩაამტვრიეს, ამ წვიმაში ან არ ეშინიათ ან არ ეზარებათ?
-მთვრალები არიან მეთქი რას გეუბნები? - დაწექი არ მიაქციო ყურადღება და დაიძინე, მობეზრდებათ და ამოვლენ, დათოს მობილურს ვუბრუნებ და ლოგინში ვბრუნდები. ტკივილმა გამიარა და ძილიც მომერია, ხვალ პასუხს მოვთხოვ ამისათვის გოგოებს, ისევ ფანჯარაში განვაგრძობ ყურებას და ეჭვი მაინც სალომეზე მაქვს. არ არის გამორიცხული თავზე დამადგეს. ისევ გაიელვა. ისევ ტოტები და ნაცნობი ორი წითელი წერტილი გამოჩნდა ხეებს შორის, ესეთი ორი წერტილი სალომეს სახლში იყო და ზუსტად იგივეა ხეებს შორის, სწრაფად ვდგები და ფანჯარას ვაღებ თუმცა სანამ ფანჯრიდან თავს გავყოფ ყველაფერი ქრება. გარეთ მხოლოდ წყვდიადი და წვიმაა, ცოტა შემეშინდა ისევ ლოგნში ვბრუნდები, ვცდილობ დავიძინო. ლოგინში კრგა ხანს ვწრიალებ, ფანჯრისკენ აღარ გაიხედავს და არც დათო არ შემიწუხებია.



№1  offline წევრი შამხათი

საინტერესოა და განსხვავებული. მომწონს, წარმატებები შენ!

 


№2  offline წევრი mildiani

შამხათი
საინტერესოა და განსხვავებული. მომწონს, წარმატებები შენ!


ძალიან დიდი მადლობა.

 


№3  offline წევრი natia23

Dadzabuli vkitxulobdi bolo nawils,shemeshinda sakmaod :D momwons,kargi zomis tavebs deb da tan yovel dge.velodebi shemdegs

 


№4  offline წევრი mildiani

natia23
Dadzabuli vkitxulobdi bolo nawils,shemeshinda sakmaod :D momwons,kargi zomis tavebs deb da tan yovel dge.velodebi shemdegs


დღეს ღამის თორმეტ საათზე მეოთხე თავი იქნება, ძალიან დიდი მადლობა.

 


№5  offline წევრი natia23

mildiani
natia23
Dadzabuli vkitxulobdi bolo nawils,shemeshinda sakmaod :D momwons,kargi zomis tavebs deb da tan yovel dge.velodebi shemdegs


დღეს ღამის თორმეტ საათზე მეოთხე თავი იქნება, ძალიან დიდი მადლობა.

Tu megvidza wavikitxav :D fb ze rogor gipovo??

 


№6 სტუმარი ani

Au zaan magaria.meotxe tavi martla iqneba neta 12zee ?davelodebi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent