შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დავბრუნდები ...


19-10-2016, 00:48
ავტორი თიკოშო
ნანახია 1 160

საოცარია უჩვეულო ღამის წყვდიადი, დიადი მთვარე ამოგორდა კრძალვით გოდებით და არენაზე ამოიჭრა ცის მასკარადად, მზე სინათლისა მწველი და თბილი,დილას ეცემა ღი ფერები დ გნთიადი ღებს დარაბას აი გმოჩნდა პირველი სხივი და გაანათა ჩუმი ქარაგმა..
დილა თენდება დღესასწაულად თუმცა დილაა ჩვეულებრივი,აი ისევ თბილი ნიავი და ისევ ცივი მასკარადები

ერთი ჩვეულებრივი დილა გათენდა მწვანეში ჩაკარგულ სოფელში,მზიანი თუმცა სუსხიანი ..იქაურობის სიმშვიდეს მხოლოდ ლოცვის ხმა არღვევს,მდუმარე ხმა რომელიც მონასტრიდან ისმის,აქ ყოველი დილა ლოცვით იწყება,მორჩილნი ცხოვრობენ სენაკებში და უვლიან თავიაანთ პატარა მეურნეობას,ამზადებენ ჯვრებს და წერენ ხატებს,ათიოდე მორჩილია ამ სასწაულ ადგილას უფლის სამსახურში

ნატა შენს სახელზე წერილია მოსული ხო იცი ეს არ შეიძლება !კი ვიცი დედაოალბათ რაიმე ძალიან მნიშვნელოვანია ,გასაგებია წაიკითხე აი გამომართვი ...გმადლობ თ მიმართა ნატამ მკაცრი სახის ქალს,ღიმილიანი სახით წერილი გამოართვა და იქვე სკამზე ჩამოჯდა..
"ძვირფასო ნატა როგორ ხარ?ნეტა იცოდე როგორ მაკლიხარ,
ვიცი არ უნდა გწერდე,მაგრამ ძალიან მჭირდები,მე ცოლი მომყავს
მინდა ჩემს გვერდით იყო და დაგვლოცო,გახსოვს ერთმანეთ რა ვუთხარით ?!
გაჭირვებაშიც და სიხარულშიც სულ ერთად ვიქნებოდით,ჩემტვის ყველაზე ბედნიერ დღეს ჩემთან უნდა იყო ძალიან მენატრები და მიყვარხარ "შენი ლევანი"

ჩემს ლევანის ცოლი მოჰყავს ყელში ბურთი გაეჩხირა და ცრემლით ამოევსო მწვანე თვალები
_რა გჭირს ნატა?მას ამ სიტყვებზე მარი მიუახლოვდა მარი და ნატა თითქმის ტოლები იყვნენ და მეგობრობდნენ კიდეც ...
_ლევანის ცოლი მოჰყავს ისევ იმეორებდა მარისთვის არც შეუხედავს ცრემლიანი თვალებით წერილს კეცავდა ..
_ლევანი ვინაა?ან რატო ტირი?არ გინდა მომიყვე ?აქ რატო ხარ,რამ გადაგაწყვეტინა იცი როგორ მაინტერესებს ...
იცი მარი ჩემი ამბავი ძალიან ადრე დაიწყო და საკმაოდ გრძელიცაა,მომიყევი მომიყევი მიდი იცი როგორ მაინტერესებს ...ხო იქნებ ასეც ჯობდეს ცოტა გულიდანაც მომეშვება ...ხო აბა რა წამოდი სადმე ჩამოვსხდეთ სადაც ხელს არავინ შეგვიშლის ...


ჩემი ამბავი ჩემივე დაბადების დღეზე დაიწყო იმ დღეს 16 წლის გავხდი დედამ და მამამ დიდი დაბადების დღე გადამიხადეს , ჩემი ახლობლები,მეგობრები, ნაცნობებიც კი მოკლედ ვინც გამახსენდა ყველა იქ იყო მათ შორის ის ადამიანიც ვინც ეს წერილი გამომიგზავნა ..ლევანი ჩემი ბავშვობის უახლოესი მეგობარია ერთად ვართ გაზრდილები გვერდი-გვერდ სახლში ვცხოვრობდით და ჩვენი ოჯახებიც ძალიან ახლოს იყვნენ, ყველაფერი ძალიან მაგრად მიდიოდა ყველა ცეკვევდა ყველა ერთობოდა, ნაცნობებს შორის ერთი უცნობი შევნიშნე ცოტა გამიკვირდა და ძალიან მომინდა მისი ვინაობის დადგენა,ძალიან დიდი სიმპათიით სარგებლობდა გოგოებში ყველა მის ირგვლივ ცდილობდა ყოფნას მასზე ჩურჩულებდნენ...
ჩემგან ზურგით იდგა მიუახლოვდი მხარზე ხელის შეხებით ვანიშნე ერთი წუთით მეთქი შემოტრიალდა გისმენთო მომმართა და მომაჩერდა დავიბენი რამოდენიმე წუთის მერე ძლივს მოვახერხე მეკითხა ვინ იყო მან გამიღიმა ...მე რატი ვარ და შენ ?მე ნატა აჰ იუბილარი თქვენ ხართ არა ?!მე ლევანისთAნ ერთად მოვედი აქ კი მეუხერხულებოდა მაგრამ ....ეხლაც აქ იყო სადღაც არც კი გაგვაცნო ერთმანეთი დაიბნა ცოტა ,სასიამოვნოა მაინც მოვახერხეთ ერთმანეთის გაცნობა მეთი და მეც გავუღიმე ,შემოვტრიალდი და მეგობარს გავუბი საუბარი ,შევამჩნიე მისი მზერა უკან როგორ გამომყვა,ტანში გამაჟრჟოლა, რაღაც უცნაურმა გრძნობამ დამიარა სხეულში ალბათ შემცივდა უცებ გამიელვა თავში...
ყველა მხიარულობდა მეც მათთან ერთად თუმცა ვგრძნობდი რატის მზერა უკან როგორ დამყვებოდა. მოსაღამოვდა უფრო გახურდნენ ბავშვები მუსიკაც ქუხდა დაღლა არავის ეტყობოდა ..ცეკვიტ დაღლილი აივანზე გავედი სიცილით და იქვე მდგარ მოაჯირს იდაყვებით დავეყრდენი აივანი ბაღს გადაყურებდა ბაღიდან ამოსულ ყვავილებს აივანზე თავი შემოეყოთ და მოაჯირს მოხვეოდნენ , ლამაზი სანახავი იყო ისევ უკან გადავწყვიტე შესვლა ოთახში რადგან ციოდა შემოვტრიალდი და წინ რატი ამესვეტა ეს შენ და ერტი ვარდი მომაწოდა რომელიც ნაუცბათევად ჩემივე ბაღიდან მოეწყვიტა ,გამეცინა ეს მცირედი ჩემგან ,მადლობ ძალიან ლამაზია და ყვავილი გამოვართვი მაშინ რა ვიცოდი რომ ის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი გახდებოდა ჩემთვის არც რატიმ იცოდა ...
ვიცეკოტ უცებ მკითხა და ხელი გამომიწოდა ?! რატომაც არა მეთქი ჩვენი ოთახში შესვლა და წყნარი მუსიკის ჩართვა ერთი იყო ჩვენი ხელები პირველად შეეხნენ ერთმანეთს,უცებ შუქი ჩაქრა -გამეცინა ისევ დათო იმაიმუნებდა მეთქი რატი ვერ მიხვდა რაო?მკითხა ასეთი ჩვევა აქვს ჩემ კლასელ დათოს წყნარ მუსიკაზე შუქს აქრობს მეთქი ასე რატომ შვრებაო? კლასში და სამეგობროში რამდენიმე შეყვარებული წყვილი გვყავს და შუქის ჩაქრობით მათ აძლევს სიმარტოვის საშვალებას თქო ..ძალიან საინტერესოა და ვინც შეყვარებულთან ერთად არ არის იმან რა უნდა ქნასო მკითხა თან ვიგრძენი როგორ გაეღიმა ალბათ უნდა ილოცოს მეთქი და მეც გამეღიმა ...არა ჯობია პარტნიორს აკოცოსო და ვიგრძენი მისი ცხელი ტუჩები ლოყაზე როგორ შემეხო მისი სითბო მისი სუნამოს სუნი ახლაც მახსოვს ძალიან ცივი სუნამო ესხა თუმცა მე ძალიან მომეწონა ჩემს პირველ თითქმის კოცნას ხო მისი სუნამოს სუნი უდის დღესაც ....



№1  offline წევრი თიკოშო

თუ მოგეწონათ დააკომენტარეთ და გაგრძელებას დავდებ ...ძალიან საინტერესოა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent