შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული თუ გართობა (თავი 3)


19-10-2016, 01:50
ავტორი loveblee
ნანახია 1 857

მთელი ღამე აიდა ბექას სიტყვებზე ფიქრობდა. ფიქრობდა მის შეხებაზე. აინტერესებდა რატომ იგრძნო განსხვავებულად თავი როცა ის ახლოს მივიდა. არასვენებდა ბექაზე ფიქრი. თვალებს ისრესდა, თავში ხელს ირტყავდა რომ მასზე არ ეფიქრა. ლოგინში ბევრი წრიალის შემდეგ კი ჩაეძინა.
-აიდა! ევა! ადექით სკოლაში გაგვიანდებათ!_აიდამ ბალიში თავზე დაიდო რომ დედამისის ხმა დაეფარა მაგრამ ნუცა ისე გაჰკიოდა მის ხმას ვერაფერი დაფარავდა. აიდას არ უნდოდა ნუცა შემოვარდნილიყო ყვირილით ოთახში ამიტომ ლოგინიდან ძლივს წამოიზლაზნა და აბაზანაში შევიდა. შემდეგ ტანსაცმლის არჩევა დაიწყო. მოტკეცილი მაღალწელიანი ჯინსი ჩაიცვა, ზემოდან კი მოკლე, თავისუფალი მაიკა, კედები ფეხზე ამოიცვა, ჩანთა აიღო და ოთახიდან გავიდა. ევა უკვე გამზადებული იდგა გასასვლელთან და აიდას ელოდებოდა.
-ჩქარა გოგო თორე მზიას ყვირილის თავი არ მაქვს._სიცილით თქვა ევამ და გარეთ გავიდა. აიდაც უხმოდ გაყვა თავის დას. სკოლა მათ სახლთან ახლოს იყო, ამიტომ ორივე და ფეხით დადიოდა.
-აუ ერთი კვირა და მოვრჩებით ამ იდიოტობა სკოლას რა. დავიტანჯე უკვე._წაიბუზღუნა აიდამ.
-კიდევ ერთი წელიც და სამუდამოდ მოვრჩებით დაო._ევამ აიდას მხარზე ხელი დაადო და ანუგეშა.
სკოლის ეზოში რომ შევიდნენ კედელთან ხუთი ბიჭი იდგა, მათ შორის ნიკაც. დებმა ბიჭებს ყურადღება არ მიაქციეს. უეცრად ევას ნიკამ მაჯაში ხელი ჩაავლო და მისკენ შეაბრუნა.
-რა გინდა!_ევამ გაბრაზებულმა კითხა.
-შენ._სერიოზული ხმით უთხრა ნიკამ.
-შემეშვი!_აფართხალთა ევა მაგრამ ამაოდ._შენ გოგო მარტო გასართობად გინდა!
-შენ არ მინდიხარ გასართობად!
-თავი დამანებე! როდის აქეთ შემამჩნიე? ყოველთვის ისე იქცეოდი თითქოს არც ვარსებობდი!_დიდი წვალების შემდეგ ევა ნიკას დაუსხლტა და სკოლაში გიჟივით შევარდა. აიდა დას გაეკიდა. კლასში რომ შევიდა, ევა გაცეცხლებული დადიოდა კლასში. კლასელები ეკითხებოდნენ რა სჭირდა მაგრამ არავის ხმას არ სცემდა. აიდამ და საპირფარეშოში გაიყვა და ორივე სარკესთან დადგა. აიდა დას სარკიდან უყურებდა.
-გოგო რა დაგემართა?
-ნერვები მომიშალა მაგ იდიოტმა._ევა მუჭებით იყო დაყრდნობილი წყლის ნიჟარაზე.
-კარგად უთხარი გოგო რა გინდა._აიდა დას ჩაეხუტა. ევას გაეცინად და ორივე უხმოდ შევიდა კლასში. აიდა ყველა გაკვეთილს ყურადღებით უსმენდა. ევა კი დაფას გაშტერებული უყურებდა და გონებით სადღაც დაფრინავდა. იქნებ მართლა მოწონს ნიკას? იქნებ ნიკას აქ გრძნობები მის მიმართ? იქნებ შეიცვალა? ისეთი სერიოზულობით ელაპარაკებოდა ევას, ეჭვსაც ვერ შეიტანდი მის სიტყვებში. ევას ხანდახან ჩაეღიმებოდა რომ წარმოიდგენდა მას და ნიკას ერთად. აიდა კი გაკვირვებული გახედავდა თავის დას შემდეგ კი ისევ მასწავლებლის მოსმენას გააგრძელებდა. როგორც იქნა დამთავრდა გაკვეთილები. აიდა და ევა კლასიდან პირველები გამოვიდნენ. ორივეს მალე უნდოდა სახლში წასვლა. სკოლის დერეფანში ძირითადად ყველა მათ უყურებდა. ბიჭებს ისინი მოწონდათ. გოგოებს კი შურდათ რადგან ევა და აიდა ლამაზები იყვნენ. მათ არ უჭირდათ, ახალი მობილურებით და კარგი ტანსაცმლით დადიოდნენ მაგრამ თავში არცერთს არასდროს ავარდნია. ევა და აიდა გარეგნულადაც და ხასიათითაც ერთმანეთს ძალიან გავდნენ. აიდა ევაზე ერთი წლით პატარა იყო მაგრამ ნუცამ ორივე სკოლაში ერთ დროულად მიიყვანა. როგორც ყოველთვის ეხლა დერეფანში გოგოების შურიანი და ბიჭების დაჟინებულ მზერას ამჩნევდნენ. არც აიდა და არც ევა ამ ყველაფერს ყურადღებას არ აქცევდა. სკოლის ეზოში კედელთან ისევ იდგა ის ხუთეული მაგრამ ნიკა ამ ჯერად ევასკენ არ წამოსულა, უბრალოდ უყურებდა.
-ვიცი რო კიდევ მოგწონს._უთხრა აიდამ.
-მეტყობა ხო?_სიცილით დაუსვა კითხვა ევამ.
-მე გატყობ ყოველ შემთხვევაში.
-იქნებ მართლა მოვწონვარ?_აიდას გვერდულად შეხედა.
-არ ვიცი რა გითხრა._მხრები აიჩეჩა აიდამ.
-აუ მომწონს._წაუბუზღუნა ევამ.
-არ მჯერა მაგ ბიჭის. პირველი კლასიდანვე არ მევასებოდა. დერეფანში ისე ცანცარებდა._თვალები გადაატრიალა აიდამ
-შენ ნუ ხარ ბოროტი. მაგისი კლასი ძაან სწერვები არიან საერთოდ.
-გახსოვს გოგო მთელი მეცხრე კლასელები ექსკურსიაზე რო წავედით?_კითხა აიდამ ევა.
-კი მერე?
-შენი ნიკა და მაგის ძმაკაცი გოოებს რო საჯდომზე ხელს არტყავდნენ?_უნდოდა ევა გაებრაზებინა.
-აუუ ვერ გიტან შე დამპალო. რატო გამახსენე.
-ხო იცი რა ბოროტი ვარ._სიცილს აგრძელებდა აიდა._გოგო ადი შენ სახლში, მაღაზიაში რაღაცას ვიყიდი და ამოვალ ოქეი?
-კაი მიდი, და მალე ამოდი.
აიდა მაღაზიაში შევიდა და თავის საყვარელი შოკოლადი იყიდა. გზაზე რომ გადადიოდა უეცრად მის წინ ყველაფერი გაჩერდა. ყურებში წრიალი ესმოდა. იგრძნო როგორ დააგდო ძლიერმა ბიძგმა მიწაზე. წრიალი ნელ ნელა ხალხის ხმაში გადავიდა. თვალები ნელ ნელა გაახილა და ნაცნობი სილუეტი შეამჩნია რომელიც ჯერ არც თუ ისე წმინდად ჩანდა. ფრთხილად წამოიწია რომ კარგად მიხვედრილიყო სად იყო და რა მოხდა. სხეულზე ძლიერი ხელის შეხება იგრძნო. აიდა გონებაზე მოსვლის მაგივრად ისევ გაითიშა. რომ გამოეღვიძა თავის ოთახში იყო უკვე. აკო და ევა მის ლოგინზე ისხდნენ, ბექა კი ოთახის კარებთან იყო აყუდებული.
-რა მოხდა._ამოიკრუსუნა აიდამ და ლოგინზე ნელა წამოჯდა.
-თვალებში რომ არ იხედები ის მოხდა!_ევა გაბრაზებული უთხრა.
-მე არ ვიხედები თვალებში თუ ის?_ხელი გაიშვირა ბექასკენ აიდამ.
-შოკოლადის ჭამაში იყავი გართული!_წარბშეკრულმა უთხრა აიდას ბექამ.
-აიდა ქუჩაში რო დადიხარ წინ იყურე, რამდენჯერ უნად გაგაფრთხილო?! წავედი საქმეები მაქ და საღამოს მოვალ!_თითი დაუქნია აიდას აკომ, შუბლზე აკოცა და ელვის სისწრაფიდ გავიდა სახლიდან.
-ბექა აფთიაქში ჩავალ, სპირტს და ბამბას ვიყიდი და ამოვალ. მიხედე ამას._ევაც გარეთ გავიდა.
აიდამ ფანჯრისკენ შეაბრუნა თავი რომ ბექასთვის არ შეეხედა. ბიჭი ნელა მიუახლოვდა გოგონას და მის გვერდით ლოგინზე ჩამოჯდა.
-მანქანის ტარება არ გასწავლეს შეენ?_გაბრაზებულმა კითხა ბექას.
-შენ სიარული არ გასწავლე?_კითხვით კითხვაზე უპასუხა და უფრო მიუახლოვდა აიდას.
-და რომ გაიწიო არა?_აიდამ ბექას მკერდზე ხელი კრა.
-და რო არა?_არ ანებებდა ბექა თავს. აიდამ წარბი აწია და ხელები გადააჯვარედინა. ბექამ ნელა ააყოლა გოგონას ფეხზე ხელი. აიდამ ბექას შეხებაზე თვალები მინაბა და ქვედა ტუჩს კბილი დაადგა. ბექას გოგონას ქცევაზე ჩაეღიმა. აიდას არასდროს არ უგვრძნია ასეთი რამ მაგრამ მიხვდა რომ ყველაზე სასიამოვნო შეგრძნება იყო რაც ოდესმე ჰქონია. ბქამ გოგონას ბარძაყზე ხელი ძლეარად მოუჭირა და აიდამ მაშინვე თვალები დააჭყიტა. გიჟივით წამოხტა ლოგინიდან და ბექას მოშორდა. ბექა აიდას მიუახლოვდა. გოგონა უკან მიდიოდა მაგრამ კედელს რო აეკრა, ბექამ ხელებს შუა მოაქცია და აიდას თვალებში ჩახედა.
-ვიცი რომ გსიამოვებს ჩემი შეხება._ტუჩის კუთხე ჩატეხა ბექამ._არ ვიცოდი ასე მალე თუ გაგაგიჟებდი.
-სულაც არ მაგიჟებ და გაიწიე._ხელი კრა აიდამ და ისევ ლოგინისკენ წავიდა.
ბექამ მობილურზე მოსულ მესიჯს დახედა და კარისკენ წავიდა.
-დროებით ლამაზო._თვალი ჩაუკრა და გავიდა.
-თუ საერთოდ არ გნახავ უკეთესია!_მიაძახა აიდამ და ლოგინს ხელები ძლირ დაარტყა.
ევა რომ ამოვიდა აიდას ნაკაწრების სპირტით დამუშავება დაიწყო. ისე იყო აიდა ფიწრებში წასული, სპირტი რომ კანს უწვავდა იამასც ვერ გრძნობდა. "ნუთუ მომეწონა...შანსი არაა... მაგიჟებს მისი შეხება... რა სისულელეებს ბოდავ აიდა...ორი დღეა რაც გავიცანი და უკვე მსიამოვნებს მისი დანახვა... მოკეტე აიდა! მოკეტე!" ძლივს გააჩუმა თავისი მეორე მე.
ევამ თავის დას ნაკაწრები რომ თავის ოთახში გავიდა და მეცადინეობა დაიწყო. წერდა მაგრამ არ იცოდა რას რადგან ფიქრებით ისიც სხვაგნ დაფრინავდა.



№1 სტუმარი manana

kargia gaagrdzele .

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent