შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედის საჩუქარი თავი 1


19-10-2016, 23:51
ავტორი kato wiklauri
ნანახია 5 071

მთელი ღამე ვცდილობდი დაძინებას. თვალებს დავხუჭავდი. ვცდილობდი მორფეოსის სამეფოში გადაშვებას, მაგრამ ამაოდ. როგორც კი ჩამთვლემდა კოშმარი მესიზმრებოდა და მეღვიძებოდა. ასე ვიწვალე მთელი ღამე. გამთენიისას, მაშინ როცა ერთი პირი წყალსაც ჩაეძინებაო, როგორც იქნა სრულად წამიღო ძილმა და მშვიდად ამოვუშვი ფშვინვა. დაგაცადა ვინმემ დილის ძილი რომელიც ასე მიყვარდა? არა. ზარის ხმა მისწვდა ჩემს ყურთასმენას რომელიც გაბმულად ისმოდა მთელ სახლში.თავზე საბანი გადავიფარე რომ ძილი გამეგრძელებინა, მაგრამ ამაოდ. ვიღაც აშკარად არ აპირებდა წასვლას.სკამზე გადაკიდებული საზაფხულო ხალათი მოვიცვი პიჟამოზე და გასასვლელისკენ წავედი. კარს იქით ეკა იდგა და ხელში ტელეფონი ეჭირა და ნომერს კრეფდა.მე რომ დამინახა მობილური ჩანთაში ჩაგდო და უკითხავად შემოაბიჯა ოთახში. კარი მივხურე და უკან ავედევნე. გაბრაზებული მიყურებდა და ხმას არ იღებდა. არადა სახეზე ეწერა რომ აფეთქებას არაფერი უკლდა.
-ასე რატო მიყურებ?
-ვერ ხვდები?
-ნწ..გავაქნიე თავი და დივანზე ჩამოვჯექი. ხელში ტელევიზორის პულტი მოვიმარჯვე და ჩავრთე. ეკამ გახელებულმა გამომგლიჯა. გამორთო. წინ დამიჯდა და მკაცრად მითხრა.
-ვიცი რომ ცუდად ხარ. ვიცი რომ საშინელება გადაიტანე, რა გგონია შენი ძმა მე არ დამაკლდა?მე შენზე ნკლებად მიყვარდა? ჩემი საქმრო იყო ბოლოსდაბოლოს.მაგრამ თავი ხელში უნდა აიყვანო და ცხოვრება განაგრძო. მას ასე ენდომებოდა.
-ვიცი მას რაც ენდომებოდა და ეს არ მავიწყდება. მას კიდევ უნდოდა სხვა რამ, მაგრამ მე ვიყავი ჯიუტი და არ დავუჯერე.
-რატომ არ გვაძლევ შენს მეგობრებს დახმარების უფლებას?
-არ მინდა და იმიტომ.
-ეხლა გცემ იცოდე. მთელი ცხოვრებაა გიცნობ. ხანდახან მგონია რომ საკუთარ თავზე მეტადაც. ვიცი რაღაც მოხდა კიდევ.
-დაივიწყე წამოდი ყავა დავლიოთ. უფრო სწორად გთხოვ მოადუღე რაა. ხომ იცი როგორ მიყვარს შენი მოდუღებული ყავა.-საუბრის გადატანა ვცადე. მაგრამ ის მიმიხვდა და არ აპირებდა გაჩერებას.
-იტყვი თუ არა რა მოხდა?უკვე ექვსი თვე გავიდა სალო. ასე არ შეიძლება. ეკამ ყავის მოსადუღებელში წყალი ჩაასხა და გაზზე შემოდგა.
-არაფერი არ მოხდა დამიჯერე.
-ის მაინც თუ იცი დღეს რა დღეა.
-ისეთი არაფერი. ჩვენი დაშორებიდან თითქმის ექვსი თვე გავიდა. მაშინ მიმატოვა როცა ასე ძალიან მჭირდებოდა
-მე მაგას არ ვგულისხმობდი,მაგრამ რადგან გაიხსენე მაშინ გკითხავ ვიცი რომ ყველაფერი თქვენს დაშორებას უკავშირდება და რატომ არ ამბობ ბოლომდე სიმართლეს? ყველაფერი აქედან იწყება ხო?
-დაახლოებით ...მოვიწყინე და წარსულში გადავეშვი.სანამ წარსულში ვმოგზაურობდი ეკამ ყავა მოამზადა. ჭიქებში ჩამოასხა და წინ დამიდგა
-რა მოხდა იმ დღეს?
-არაფერი დაივიწყე. აბა მითხარი დღეს რა ხდება.
-რა ხდება და დღეს მაგისტრატურაში სწავლას ვიწყებთ, როგორ დაგავიწყდა.
-არ არსებობს. ასე უცებ გავიდა ზაფხული დაუჯერებელია.
-აბა შენ რა გეგონა მთელი დღეებია სახლში ხარ ჩაკეტილი და გლოვობ და თავს იუბედურებ. რას დაემსგავსე იმას მინც თუ ხვდები?ჩვენ რომ არ გაძალებდეთ ალბათ საჭმელსაც არ შეჭამდი.შენს თავში ხარ ჩაკეტილი. დამპირდი რაა მეგობარო რომ იბრძოლებ და ერთად მივაღწევთ ყველაფერს რაც ბავშვობაში გვინდოდა რაც შენს ძმას უნდოდა.
-კარგი ეკა გპირდები რომ ყველაფერი კარგად იქნება და ახალ ცხოვრებას დავიწყებთ.
-მაინც არ მეტყვი რა მოხდა აკოსთან?
-დრო მოვა და მოგიყვები მხოლოდ იმას გეტყვი რომ შურისძიების გრძნობა არ მასვენებს და მაშინ გავახსენებ ჩემს თავს როცა არ ელოდება. შენ ეს მითხარი რომელზე უნდა ვიყოთ კლინიკაში?
-თერთმეტზე.
-უკვე ათი ხდება. მგონი ვაგვიანებთ. უცებ გადავივლებ წყალს და გავიდეთ.
-კარგი გელოდები.. სამზარეულოში დავტოვე და სააბაზანოში გავვარდი....

ამ ბინაში ჩემი ძმის გრდაცვალების შემდეგ გადმოვედი. მანამდე მთელი სტუდენტობა ეკასთან და მის მშობლებთან ერთად ვცხოვრობდი. მარტო მინდოდა ყოფნა. ჩემთვის აუტანელი გახდა მათთან ერთად ცხოვრება იმიტომ კი არა რომ ვერ მიგებდნენ ან არ მიყვარდნენ, უბრალოდ მარტო ყოფნა მინდოდა. იქ კი ტირილსაც ვერ ვახერხებდი. ბინა მომეწონა. იაფიც იყო და მყუდროც. თან ასე უფრო თავისუფლად ვიქნებოდი. თავიდან წინააღმდეგები წავიდნენ ყველა მაგრამ მე რის სვანი ვიქნებოდი ჩემსას თუ არ გავიტანდი. როგორც ჩემები მეძახდნენ ასეთ დროს ნადვილი ხისთავიანი და ჯიუტი ვხდებოდი. ბოლოს დამემორჩილენ და დაკრძალვიდან ერთი კვირის შემდეგ უკვე ჩემს პატარა ბინაში ვიყავი. კიდევ კარგი უნივერსიტეტის დამთავრება და მაგისტრატურაში ჩაბარება მოვასწარი თორემ ალბათ სწავლას შევწყვეტდი. მთელი თვეები გლოვაში და ტირილში გავატერე. აღარაფერი დარჩა იმ უდარდელი გოგოსგან ადრე რომ იცნობდნენ. ყველა ჩემს დახმარებას ცდილობდა მაგრამე ეს უფრო მეტად მოქმედებდა ჩემზე. ყველა მოვიშორე მაგრამ ბავშვობის მეგობრებმა არ მიმატოვეს.
მე, ეკა,მაკო და ირაკლი ბავშვობიდანვე ვიცნობდით ერთმანეთს. ისინი ჩემს სოფელში გავიცანი. დასასვენებლად ჩამოჰყავდათ ხოლმე სვანეთში მშობლებს და ყველაფერი ეზოში თამაშით დაიწყო სოფლის სხვა ბავშვბთან ერთად. ბავშვობა მართლაც კარგი გვქონდა. მაშინ არ იყო ინტერნეტი. მობილური ტელეფონები. ამდენი ინტერნეტ საიტები და სატელევიზიო არხები. არ გვიტენიდნენ თავებს ათასი სისულეებით.და არც ისეთი გასართობები იყო როგორც ახლა, მაგრამ მაინც ბედნიერები ვიყავით. ვთამაშობდით წრეში ბურთს, დამალობანას, კლასობანას, რეზინობანას. ვიგონებდით უამრავ გასართობებს და ბენიერები და უდარდლები ვიყავით. ბავშვები გვერქვა და ბავშვობა გვქონდა.ბედნიერი იყო სკოლის პერიოდი და ასევე არანაკლებად კარგი სტუდენტობა გვქონდა მე და ეკას. ერთ უნივერსიტეტში ვსწავლობდით. იქამდე კარგად იყო ყველაფერი სანამ არ შემიყვარდა... სანამ ჩემი ძმა არ დაუღუპა. ამ ყველაფრის მერე კი შევიცვალეთ და თითქოს ნაადრევად გავიზარდეთ ჯერ კიდევ ბავშვები ვიყავით მაგრამ უკვე რაღაც შევცლილიყო ჩვენში ლუკას გარდაცვალების შემდეგ.....

პირველივე დღე დატვირთული გამოდგა. საუნივერიტეტო კლინიკაში გაგვანაწილეს პრაქტიკებზე და ჯგუფებად დაგვყვეს. მე და ეკა ერთ ჯგუფში მოვხვდით. კლინიკა მიუხედავად იმისა რომ სასწავლო ცენტრი იყო პაციენტების ნაკლებობას არ განიცდიდა. საღამოს უკვე დაღლილები გამოვედით იქიდან..
-ერთი იდეა მაქვს.
-ვიცი რომ რაღაც არანორმალურს მოიფიქრებდი. ვუთხარი და გაჩერებაზე გავჩერდი.
-მოდი რაა მაკოს და ირაკლის დავურეკოთ და სადმე გასართობად გავიდეთ თუნდაც ღამის კლუბში ან რესტორანში. დღევანდელი დღე ავღნიშნოთ.
-ოო კაი რა მეზარება,- დავიმანჭე მე.
-ნუ ხარ ასეთი უჟმური.-ეკამ ჩემი უარი არაფრად ჩააგდო და მობილური ამოიღო ჩანთიდან..
-ალო ირუშ რას შვები სად ხარ? უი უკაცრავად ხელი თუ შეგიშალე...კარგი გოგოა?... ჩვენზე კარგი?..აუ მოგკლააავ... მოკლედ მე სალო და მაკო ღამის კლუბში მივდივართ და გელოდებით იქ.- მიაყარა ეკამ და ტელეფონი გაუთიშა. -იდიოტი ეს როგორ გვაკადრა. ცეცხლს აფრქვევდა თვალებიდან ეკა.
-რაო რა გითხრა ასეთი?
-ვიღაც ნაშა ჰყვას აგდებული და ხელი შემიშალეო. თან თქვენ გჯობიათო...არა მე მჯობია? აბა შემომხედ?-ეკამ ხელები გაშალა და ადგილზე დატრიალდა.
-კარგი რა ხო იცი რომ გაგეხუმრა. განა არ იცი მისი აზრი ჩვენს შესახებ.თან ხო იცი რომ აუცილებლად მოვა.
-არა მაინც არ შევარჩენ. მოვიდეს მაგას ვაჩვენებ სეირს.
-დამშვიდდი და წამოდი.ისე ამ ბოლო დროს გასუქდი და აღარ ხარ ფორმაში.
-შენც იმას აყევი ხო?ერთნაირები ხართ ორივე. გაბრაზდა ეკა და პირველი ავიდა ავტობუსში...

კარგად იყო უკვე მოსაღამოებული როცა სამივე ბარში ისხდნენ და პიცას მირთმევდნენ.
-მოიცა თქვენ რა არ სვავთ?ხომ კარგად ხართ?-მიუხლოვდა სიმპატიური ყმაწვილი და სამივეს კოცნები ჩამოურიგა.
-არ მომეკარო შენ.-გაუბრაზდა ეკა
-რატომ ვითომ?-ირაკლი გვერდით მიუსკუპდა ეკას, ხელი მოხვია და კულულა თმა აუჩეჩა.
-ველუროო თავი დამანებე და იმ ნაშას მიხედე.- გაებუტა ეკა
-კარგით რააა ასე დიდხანს უნდა იჩხუბოთ? აბა რამე მოვიფიქროთ-იდეა წამოაყენა მაკომ
-ასე ბავშვებივით როდემდე უნდა იკამათოთ?
-სანამ ცოცხლები ვართ სალო. და გირჩევ შენც ჩვენთან იყო და დაბრუნდე სამუდამოდ .-მიპასუხა ეკამ
-მოკლედ ასე რადგან დღეიდან სალო გვიბრუნდება მოდი დავლიოთ და ძველი დრო გავიხსენოთ
-ძველი დრო აღარ დაბრუნდება იკა ხო იცი?
-მაშინ მოდი ახალი ცხოვრება დავიწყოთ. ოფიცანტო ..გასძახა ირაკლიმ ახალგაზრდა გოგონას რომელიც მაშინვე წამოვიდა ჩვენსკენ
-მოკლედ ასე ხაჭაპური. პიცა. მარტინი და წვენი მოგვიტანეთ ჯერჯერობით დანარჩენს შემდეგში..
შეკვეთის მოლოდინში საუბარი გავაგრძელეთ. ბარი ახალგაზრდებით გაივსო. მუსიკაც აჟღერდა და რამდენიმე წყვილი აცეკვდა. ბართან ადგილები ცარიელი იყო. მხოლოდ ორი ახალგაზრდა ყმაწვილი იჯდა და სასმელს სვავდა. დაჟინებული მზერა ვიგრძენი და თვალი სწორედ ბარისკენ გაექცა. უსიამოვნოდ გამაჟრჟოლა როცა ჩვენი მზერა ერთმანეთს შეეჩეხა და სწრაფად ავარიდე თვალი.
-სალოო. გელოდებით აიღე ჭიქა. რას მიშტერებიხარ? მოჩვენება ხო არ დაინახე?
-არა ეკა ყველაფერი რიგზეა. აბა გაგვიმარჯოს. ჭიქას დავწვდი და ბოლომდე გამოვცალე
-რამდენი ხანია ერთად არსად არ ვყოფილვართ.
-მას შემდეგ რაც ლუკა გარდაიცვალა მაკო.
-კარგი რა სალო მოდი დღეს არ გვინდა ცუდი ამბების გახსენება. უბრალოდ დღევანდელი დღით დავტკბეთ
-ასე მგონია დამნაშავე ვარ მის წინაშე ირაკლი. მგონია რომ რაღაც ისე ვერ გავაკეთე როგორც უნდა გამეკეთებინა. მგონია რომ მისი მკვლელი რომ არ დაისაჯა ამით მის ხსოვნას ვუღალატე.
-ასე არაა და ეს შენ კარგად იცი. ყველაფერი ისე გააკეთე როგორც უნდა გაგეკეთებინა.უბრალოდ შენ ვერაფერს გახდი იმ დიდი უსამართლობს წინაშე და ეს შენი ბრალი არ არის.-მიპასუხა ირაკლიმ.
-დამიჯერე დრო მოვა და ცხოვრება ყველას საკადრის პასუხს გასცემს.ყველა პასუხს აგებს ჩადენილ დანაშაულზე.
-ეკა და ირაკლი მართალს ამბობენ სალო. დრო ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებს.
-თქვენ რომ არ მყავდეთ რა მეშველებოდა.-მოვეხვიე მათ.
-შენ ყველაზე კარგი მეგობარი ხარ მსოფლიოში
-და ყველაზე საყვარელი ადამიანი.- დაამატა მაკომ
-გეყო რაა თავის დადანაშაულება და ცხოვრება გააგრძელე ჩვეულებრივად, დრო ყველაფერსთავის ადგილზე დაალაგებს.
-ეხლა არ გამაბრაზოთ აქ გასართობად მოვედით თუ გულახდილი საუბრებისთვის? ამაზე სიტყვაც აღარ გამაგონოთ თორემ არ ვიცი რას ვიზავ. ავდგები და წავალ-გაბრაზდა ირაკლი
-შენ ხომ გყავს ნაშები და გაიქეცი მათთან.-გაუბრაზდა ეკა
-გოგო ასეთი მწარე ნუ ხარ თორემ დარჩები გასათხოვარი.-არ ჩამორჩა ისიც
-ვინ მეეე?
-კი შეენ.ისედაც ისეთი ასაკი გაქვს ახლა გარიგებით თუ გამოგიძებდით ვინმე უცოლოდ დარჩენილს ან ქვრივს.
-მოგკლავ ირაკლიიი.-უყვირა ეკამ. მასზე ჩვენ გულიანად გაგვეციან.
-სანამ მომკლავ წამოდი ვიცეკვოთ.
ისინი მოცეკვავე წყვილებს შეურთდნენ. მუსიკა ენერგიული იყო და ისე ხმამაღლა უკრავდა მე და მაკოს ერთმანეთის საუბარი ძლივს გვესმოდა.
-იცი ერთი ბიჭი გავიცანი ჩემს სამსახურში. ერთმანეთი მოგვწონს.
-მაგარია მაკუშ.იმედია კარგი ადამიანია, ხომ იცი შენს თავს ასე ადვილდ არავის დავუთმობ.
-მართლა კარგი ადამინია. რამდენჯერმე შევხვდით კიდეც და სასიამოვნო დრო გავატარეთ ერთად
-მერე ამას ახლა უნდა ვიგებდე?-მეწყინა მე
-ჯერ ერთი საიდუმლოდ ვინახავ. მხოლოდ შენ იცი. ან როდის უნდა მეთქვა შენ სახლიდან არ გამოდიოდი და არ გვიკარებდი რომ დაგლაპარაკებოდით.
-კარგი მეგობარო რაც იყო იყო. ახლა ყველაფერი სხვანაირად იქნება. ხო იცი მინდა ბედნიერი იყო..
საუბარი შეგვაწყვეტინეს. ჩვენი მაგიდისკენ ის ახალგაზრდა წამოვიდა რომლის მზერასაც მთელი საღამო ვგრძნობდი და ჩვენს წინ უკითხავად ჩამოჯდა.
-მგონი ადგილი შეგეშალა მეგობარო.
-არა ჩემო კარგო. ზუსტად იქ ვარ სადაც საჭიროა.მინდა ეს ლამაზი ქალბატონი საცეკვაოდ დავპატიჯო თუ წინააღმდეგი არ იქნება?მომიბრუნდა მე
ასეთი სითამამე საშინლად არ მომეწონა.მისმა ინტონაციამ და საუბრის მანერამ გამაღიზიანა და ცივად ვუპასუხე.
-მე არ ვცეკვავ. კარგი იქნება თუ დაგვტოვებთ.
-ასეთი ტონი არ გიხდება ლამაზო.
- თქვენი საქმე არ არის მე როგორ ვისაუბრებ. ასე რომ კარგი იქნება თუ დაგვტოვებთ.
ამასობაში ირაკლიმ შეამჩნია რომ ჩვენთან ყველაფერი რიგზე არ იყო და მაშინვე ჩვენსკენ წამოვიდა.
-რამე პრობლემა გოგოებო?ვინმე ხომ არ გაწუხებთ?
-კი ირა. ეს მამაკაცი. რომელსაც ვთხოვეთ ჩვენი სუფრა დაეტოვებინა ის კი ჯიუტად მეპატიჯება საცეკვაოდ.
-ძმაო მეგობრულად გთხოვ აქაურობა დატოვო. გოგონა არ ცეკვავას და ნუ შეაწუხებთ.
-კარგით.წავალ მაგრამ იცოდეთ რომ ეს კლუბი ჩემია და ნებისმიერ დროს სასურველი სტუმრები ხართ განსაკუთებით თქვენ ქალბატონო.- წამოდგა ის და უკმაყოფილოდ დაგვტოვა
-ფუუუ ფულის ტომარა,თავი დიდი ვინმე ჰგონია,- მიაძახა ეკამ
-გაჩუმდი და წავედით აქედან. -ირაკლიმ ანგარიში მოითხოვა გადაიხადა და სასწრაფოდ გავედით ბარიდან.
-რა დავაშავე სადაც მივდივარ ყველგან ვინმე გადარეულს რომ არ გადავეყარო არ შეიძლება ისე...
-ლამაზი ხარ და იმიტომ.
-ოჰ ეკა ეგ ენა რომ არ გქონდეს.. გამეცინა მე
-თქვენ მარტო დასატოვებლები არ ხართ, ერთი ცეკვაც არ დამაცადეთ. დროა გათხოვებაზე იფიქროთ და მეორე ნახევრები მოძებნოთ თორემ ასე თუ გაგრძელდა მარტო ვეღარ შევძლებ თქვენს დაცვას.
-რა იყო თავი მოგაბეზრეთ?
-არა მაკუშ,უბრალოდ ისეთი ლამაზები ხართ ყველგან უცებ ექცევით ყურადღების ცენტრში და მზრუნველი მამიკოსავით თქვენზე ვარ გადმორთული გვერდით ვერ გამიხედია. მე კი შვილები რომ მინდოდეს ცოლს მოვიყვანდი და ქართველ ერს მინიმუმ ორ ვაჟკაცს ვაჩუქებდი.-.ხმამაღლა გაიცინა ირაკლიმ
-ისე იძახი თითქოს გოგოების რიგი გედგას.
-თან რა იცი რომ ბიჭები იქნებიან?
-თქვენ ნუ გაქვთ მწარე ენა.სალო მიშველე რააა. საცოდავად შემმომხედა ირაკლიმ
-კარგით გოგოებო თორემ ჩვენი რაინდი გაბრაზდება.
-შენც ხო სალო? დამაცადე თქვენ გიჩვენებთ სეირს. ღმერთო გამაძლებინე ამათ ხელში. -ჩაილაპარაკა უკმაყოფილომ და მანქანა ჩემ სადარბაზოსთან გააჩერა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent