შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მტერი შემიყვარდა ( თავი 15 და 16 გამეორებით)


12-12-2015, 18:53
ავტორი loveblee
ნანახია 3 235

გადიოდა დღეები. ვატო ისევ არ მოდიოდა გონზე. ძალიან ვნერვიულობდი. ექიმებმა თქვეს რომ მისი უცხოეთში გაშვება იყო სავალდებულო. მეც რას გავაკეთებდი. ავარიიდან ორი კვირის შემდეგ ვატო გერმანიაში გაამგზავრეს სამკურნალოდ. ეს დრო საავადმყოფოს გარდა არსად არ გავდიოდი. აეროპორტიდან მე პირდაპირ სახლში წავედი. კარები რომ შევაღე, ისე ვიუცხოვე ჩემი სახლი რომ მეგონა შემეშალა. ფეხზე დავიხადე და მისაღებში შევედი და დივანზე გადავეშვი. ჩემი მობილური აწკრიალდა. დავხედე და ეკა რეკავდა. მეც ვუპასუხე.
-გისმენ ეკა. -ისეთი ხმა მქონდა ჩემი თავი შემეცოდა.
-სოფი ბოდიში რომ შეგაწუხე მაგრამ სალაპარაკო მაქვს შენთან.
-გისმენ ეკა, ხომ ყველაფერი კარგად არის?
-კი სოფი კი, უბრალოდ საზღვარგარეთ ვაპირებ წასვლას.
-საცხოვრებლად? -წამოვხტი დივნიდან.
-კი საცხოვრებლად.
-კი მაგრამ სად, ან ვისთან უნდა წახვიდე, თან ბავშვით!
-სოფი, იტალიაში ხომ ჩემიდა ცხოვრობს და მითხრა ჩამოდიო, აქ მარტო ვარო და თან მეც მომეხმარებიო.
-აუ ხო რავიცი, შენი გადასაწყვეტია. -დაღონებულმა ვთქვი და ისევ დივანზე ჩამოვჯექი.
-და მარტო ეს არ არის. მოკლედ მინდა რომ შენ გადმოხვიდე მამაშენის სახლში, და ეგ სახლი თუ გინდა რომ გააქირავო.
-მგონი კარგი აზრია. -მესიამოვნა ეკას ნათქვამი და გამეღიმა.
-ხო მოკლედ ზეგ მივფრინავთ და შეგიძლია ხვალიდან აქ გადმოიტანო შენი ნივთები.
-კარგი ეკა, წავალ დავისვენებ, ძალიან დავიღალე.
-კარგი მიდი.
მობილური გავუთიშე და ოთახში შევედი. დასაწოლად მოვემზადე როცა კარზე ძლიერი ბრახუნის ხმა გავიგონე. 'არ დაგასვენებენ რა' გავიფიქრე და კარების გასარებად გავემართე. კარები რომ გავაღე, დემეტრე დამხვდა. ეტყობოდა რომ ძალიან მთვრალი იყო. კარების დაკეტვა ვცადე მაგრამ ამაოდ. ისეთი მოაწვა კარებს, ძირს გავიშხლართე. მაშინვე წამოვდექი, კარები მივხურე და დემეტრეს მივვარდი.
-რა გინდა აქ დემეტრე!
-აჰა, რა მინდა ხო? იმ ყ*ეზე რომ გამცვალე ესეიგი რა მინდა? ესე უნდა მითხრა რომ არ გიყვარვარ და გაიქცე?
-დემეტრე გადი ჩემი სახლიდან!-დავუყვირე მაგრამ გაიგო?
ცოტნემ კედელზე ამაყუდა და პერანგის გახდა დაიწყო. ვცდილობდი რომ თავი დამეხსნა მაგრამ ამაოდ. ვყვიროდი და ხელებს ვურტყავდი, მაგრამ ის არ ჩერდებოდა. უეცრად კარების გაღების ხმა გავიგონე. დავინახე როგორ შემოვარდა ნიკა და როგორ მომაშორა.
-შე ნაბო*არო! -ყვიროდა ამ სიტყვებს და თან დემეტრეს სცემდა. მე კი უბრალოდ ჩაკეცილი ვიყავი და ცრემლებს ღაპაღუპით ვღვრიდი. სემდეგ მახსოვს მარის მოსვლა. ის მომეხმარა და ოთახში შემიყვანა. ჩემს ყურთასმენას მოწყდა ცემის და გინების ხმა და მივხვდი რომ დემეტრე აქ აღარ იყო. შემდეგ კი ჩამეძინა. რომ გავირვიძე მარი ჩემს ოთახში იყო. რომ დამინახა ჩემტან მოვიდა.
-კარგად ხარ სოფი?
-კი კარგად ვარ არაფერი არ მომხდარა.
-კარგია. -თქვა და თავი ჩახარა. თითქოს მოწყენილი იყო.
-რა გწირს? -წამოვიწიე ლოგილიდან.
-ცოტნე მიდის უკრაინაში.
-რა იყო რა ყველა გარბის ამ ქვეყნიდან? -ცოტა კი ჩაგვეცინა მაგრამ კიდევ მოვიღუშეთ.
-ვინ ყველა? - მკითხა და თვი მუხლებზე დამადო.
-ეკაც მიდის.

ისე გავიდა ერთი თვე, დიდი არაფერი მომხდარა ჩემს ცხოვრებაში. უბრალოდ ყოველ ღამე მესიზმრებოდა როგორი იქნებოდა ჩემი პატარა. მე მამას და ეკას სახლში გადავედი საცხოვრებლად. მარი ჩემთან რჩებოდა. სალო, რიჟა და ბიჭებიც გამოდიოდნენ ხშირად. მარის ცოტნე უკრაინაში წავიდა. კი ეუბნება მარის რომ სულ ეყვარება მაგრამ ამ ბოლო დროს მარი ამჩნევს რომ ისე აღარ არის როგორც ადრე. მე კიდევ ვამჩნევ რომ ნიკა სულ რაღაცნაირი თვალებით უყურებს მარის. ერთ საღამოსაც ყველა ერთად ვართ შეკრებილები. ჩემს მობილურზე ზარი შემოვიდა. რომ დავხედე გერმანული ნომერი იყო. ყველამ მე შემომხედა. მეც დავიძაბე და მობილურს ვუპასუხე.
-გისმენთ. -ვთქვი ინგლისურად და პასუხს დაველოდე.
გამარჯობათ! მე გერმაინიის ერთერთი კლინიკიან გაწუხებთ! -მითხრა მამაკაცმა, აქცენტიანი ინგლისურით.
-დიახ, გისმენთ! -წამოვდექი დივნიდან და გოგოებიც ამყვნენ. -ხომ ყველაფერი კარგად არის?
-ვატო… -სახელი გავიგე და მობილური გაითიშა.
-არ არსებობს! -შევკივლე და მობილური დავახეთქე.
-რა არ არსებობს სოფი! ყველაფერი რიგზეა? ვატო ხომ კარგათა? -მარიმ თქვა და ყველა ჩემთან მოვიდა.
-ხაზი გაწყდა!
-კი მაგრამ დაურეკე, არ შეიძლება? -თქვა ნიკამ და ჩამეხუტა.
-ვერ დავრეკავ ნიკა. ის რა ნომერიც ჩემს მობილურში შემოდის, არ არის კლინიკის ნომერი.
-და როგორ უნდა დავუკავშირდეთ? -იკითხა რიჟამ.
-არ ვიცი არ ვიცი, არაფერი არ ვიცი. -თავი ხელებში ჩავდე და ტირილი შევიკავე.
-დამშვიდდი ყველაფერი კარგად იქნება დამიჯერე. -მამშვიდებდა მარი.
ცოტა რომ დავმშვიდდი, ნიკამ კომედიური ფილმი, "შეშლილი შეშლილი მსოფლიო" ჩართო. რაზეც ბევრი ვიცინეთ. კი ბევრჯერ გვქონდა ნაყურები მაგრამ არასდროს არ მომბეზრდება. ამ ფილმს იტალიური კომედია, "დიდი გასეირნება" მოჰყვა. არც ამ ფილმისთვის გვიყურებია უემოციოდ. ამასობაში ღამის თორმეტი გახდა. სალო და რიჟა სახლში წავიდნენ. მარი როგირც ყოველთვის ჩემთან დარჩა და ნიკამაც დარჩენა მოისურვა, ამიტომ უარი არ მითქვამს. დღევანდელი ემოციების შემდეგ, მხოლოდ ძილი თუ დამამშვიდებდა და მომწყვიტავდა რამდენიმე საათი ამ სამყაროდან. მე დასაწოლად გავემზადე. მარიმ მითხრა ცოტახანს ჰაერზე გავალო, მე კი დავიძინე.

***
მარი ეზოს, სკამზე იჯდა როდესაც იგრძნო რომ ვიღაც უახლოვდებოდა, მაგრამ არ შებრუნებულა. მას გვერდით ნიკა მოუჯდა. არც ერთი ხმას არ იღებდა. შემდეგ მარიმ თავი შეაბრუნა და ჰკითხა.
-ნიკა რა გინდა? -მარის სევდიანი თვალები ჰქონდა მაგრამ ღამე არ ჩანდა.
-მომენატრე. -ნიკას მისთვის არც შეუხედავს ისე გასცა პასუხი.
-მოვენატრე! -ჩაილაპარაკა და ადგომა დააპირა მაგრამ ნიკამ მკლავზე ხელი ჩაავლო და ადგილზე დააბრუნა.
-მარი შენ ვერ წარმოიდგენ როგორ დამნაშავედ ვგრძნობ თავს, გთხოვ მაპატიე. შენ არ იცი რას ვგრძნობდი როცა შენ და ცოტნეს გხედავდით ერთად. როგორ მინდოდა რომ შენ ჩემს გვერდზე ყოფილიყავი და არა მის გვერდზე. მიყვარხარ მარი!
-ნიკა გეყოფა! -ცრემლი წამოუვიდა მარის.
-არ მეყოფა მარი არა! მინდა მაპატიო, გთხოვ მარი მაპატიე. რაც მაშინ მოხდა ეს უბრალოდ სურვილის დაკმაყოფილება იყო, მეტი არაფერი. მაპატიე გთხოვ.
-მძულხარ ნიკა მძულხარ! -უფრო უმატა ტირილს.
-აღარ გიყვარვარ მარი? ერთხელაც არ მოგნატრებივარ? მითხარი?!
-დამანებე თავი, უნამუსო! -ხელების რტყმა დაიწყო ნიკაზე.
-თუ არ გიყვარვარ, წავალ და არაკაცი ვიყო თუ შენს ცხოვრებაში გამოვჩნდე. და არამედ დანარჩენებშიც.
ნიკა წამოდგა და წასვლა დააპირა როცა მარის ხმა გაიგონა.
-არ დამტოვო. -ჩაიჩურჩულა მარიმ და თავი ჩახარა.
ნიკა მარისთან მივიდა და ძლიერ მოეხვია.
-არ დაგტოვებ.
***
ძალიან ლამაზი დილა გათენდა. კარგ ხასიათზე გავიღვიძე. რატომღაც ჩემი პატარა ამ ღამეს არ დამსიზმრებია რამაც გული დამწყვიტა. ლოგინიდან ავდექი, ხალათი შემოვიხვიე და სამზარეულოში გავედი. რომ შევედი პირ დაღებული გავშეშდი. მარი ნიკას კალთაში იჯდა და ტელეფონს ჩასცქეროდნენ და თან იცინოდნენ.
-დილა მშვიდობისა. -ვთქვი, თვალები მაგრად დავხუჭე, შემდეგ გავახილე, თავი დაბნეულად გავაქნია და ყავის დასასხმელად მივედი. მათ ჩემს რეაქციაზე უფრო გაეცინათ.
უეცრად კარზე ზარის ხმა იყო. მეც მივედი კართან, და რომ გავაღე იქვე გავშრი...
------------
ბოდიშით რომ გალოდინეთ. რატომღაც საიტმა ბოლო ორი თავი ამომიშალა და განმეორებით ვდებ. ხვალ კი შეიძლება ბოლო თავი დავდო. ბოდიშით კიდევ ერთხელ.



auuuuuuu ;-----; axali tavi dade

 


№2  offline წევრი kaxelii

გამეორებს ახსლი დაგედო ჯობდა

 


№3  offline წევრი Lana Tomlinson

ველოდები ახალ თავს love

 


№4 სტუმარი Ano

Rodis dadeb shemdegs?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent