შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ დამიბრუნდი მაშინ, როდესაც უიმედოდ ვიდექი საკურთხეველთან. (დასასრული)


20-10-2016, 00:01
ავტორი D M
ნანახია 1 993

30-ში დილით ჩანთა ჩავალაგე და გაგუაში წავედით, ეზოში ჩვენი სამეგობრო და ნათესავები დაგვხვდნენ, ელოდნენ ბავშვების დაბადებას. სანამ შემიყვანდნენ დედას, მამას და ჩემს ტკბილ დედამთილს ჩავეხუტე და შევედი. მშობიარობას ჩემი თხოვნით ლევანი ესწრებოდა, ის ჩემზე მეტად ნერვიულობდა, ვგრძნობდი იმ მომენტში მას ჩემზე მეტად სტკიოდა.
-ნუცი გაუძელი ჩემო სიყვარულო, მალე დაიბადებიან ჩვენი პატარები და დაგავიწყებენ ყველაფერს.
-ლევანი ხელი არ გამიშვა გთხოვ.
ვტიროდი და უკვე ერთი სული მქონდა როდის „გამოძვრებოდნენ“ ჩემი ტყუპები, ლევანის გვერდით ყოფნა ბევრად მიადვილებდა ყველაფერს. აიი სულ მალე ჯერ ერთის ტირილის ხმა გაისმა, რამდენიმე წამში მეორეს ხმაც გავიგე.
-ლევანი....
ცრემლიანი თვალებით შევხედე ჩემს ქმარს.
-ნუცი დაიბადნენ ჩვენი ანასტასია და სანრექსა.
ლევანიმ შუბლზე ფრთხილად მაკოცა და ბედნიერებისგან მასაც ცრელები წამოუვიდა.
ექიმებმა ორივე გვერდით მომიწვინეს, ისინი ისეთი პატარა და უმწეოები იყვნენ....ჩემი პატარები, დედას პატარები.
-ნუც რა ლამაზები არიან ხო? ნახე ანასტასია შენსავით ქერა და ცისფერთვალებაა, სანდრექსა კი მე მგავს, თეთრი და ყავისფერი თვალებით.
ჩვენ ყველაზე ბედნიერი დედ-მამა ვიყავით. ყველა ქალმა უნდა გამოსცადოს შვილის დაბადებით გამოწვეული ბედნიერება. მათი პირველი ტირილის გაგონება, მათი პირველი შეხება, ეს ამ ქვეყანაზე ყველაზე მაგარი გრძნობაა...
მალე პალატაში გამიყვანეს, ლევანი ჩავიდა დაბლა და ყველას გააგებინა ეს სასიხარულო ამბავი.
-ხალხო დაიბადნენ, სანდრექსა 3-კილო და ანასტასია 2.500. ბიჭი მე მგავს, გოგო ნუცას.
რამდენიმე დღეში სახლში გაგვწერეს, დედას და მამას თხოვნით 2-კვირით ჩემებთან დამტოვა ლევანიმ, დამტოვა რაა....ჩემი დედამთილი და ლევანიც იქ რჩებოდნენ იმ პერიოდის განმავლობაში. ლევანი გიჟი მამა იყო, საოცარ მზრუნველობას და ყურადღებას იჩენდა ბავშვების და ჩემს მიმართ. მე ყველაზე ბედნიერი ცოლი და დედა ვიყავი.
ერთ საღამოს ლევანი ძმაკაცებთან ერთად საქეიფოდ წავიდა, ტყუპები დავაძინე და შევედი ჩემს ოთახში. ამდენი ხნის შემდეგ გავბედე და გუგას წერილის წაკითხვა გადავწყვიტე. ფრთხილად გავხსენი და გულის კანკალით დავიწყე კითხვა.
-დღეს მესამე დღეა რაც შენ მიმატოვე, შენ ვერც წარმოიდგენ როგორ იმოქმედა ჩემზე შენმა წასვლამ. ცხოვრებაში მეორედ განვიცადე ადამიანის წასვლით და დაკარგვით გამოწვეული ტკივილი. პირველად მარიამმა განმაცდევინა ეს გრძნობა, ახლა შენ. განსხვავება ის არის რომ მას საკუთარი ნებით არ მივუტოვებივარ, ის უბედურმა შემთხვევამ ისხვერპლა, შენ კი......შენ ადექი და საკურთხევლთან მიმატოვე. მაშინ კიბის საფეხურზე ჩამომჯდარს იმის ძალაც აღარ მქონდა გამეჩერებინე, მეგონა ბოლო წუთში მაინც მიხვდებოდი და დარჩებოდი, მაგრამ არა! ჩემი ერთგული სიყვარული ლევანის სიყვარულმა გადაწონა. არაუშავრს, გავა დრო და ამასაც გადავიტან, შენ არ გსაყვედურობ, არ გეგონოს მე ან ჩემი მშობლები ოდესმე ცუდად მოგიხსენიებთ, არა, ე არ მოხდება! შენ ჩვენს გულში ისევ ძველებური ნუცა დარჩები, ისეთი ნუცა ჯვრისწერამდე რომ იყავი. იცი, დავფიქრდი და მივხვდი, ალბათ ასეც ჯობდა, შენ გვიან მაგრამ მაინც დროულად მიმატოვე. შენი გაშვება ოჯახის შექმნის და ბავშვების დაბადების შემდეგ უფრო გამიძნელდებოდა, კარგია რომ ამარიდე ის ტკივილი, რასაც ოჯახის დანგრევა და შვილებისგან შორს ყოფნა ჰქვია. რათქმაუნდა შენთვისაც და ჩემთვისაც რთული იქნებოდა გყვარებოდა და გეფიქრა ლევანიზე და გეცხოვრა და წოლილიყავი ჩემთან. შეიძლება სხვამ გიჟად ჩამთვალოს, მაგრამ შენს საქციელს გამართლებას ვუძებნი და არ გამტყუნებ. მადლობა ნუც იმისთვის რომ მთელი ეს წლები ჩემს გვერდით იყავი და ცხოვრება გამილამაზე, ჩვენს შორის კოცნაზე მეტი არაფერი ყოფილა, ამიტომ გაფასებ და ვაფასებ შენს პატიოსნებას. შენი მესმის, ვერ შეძელი ლევანის ბოლომდე დავიწყება, მისმა დანახვამ ის გრძნობები გაგიღვივა, რომელიც დროებით მიძინებული აღმოჩნდა, შენ ვერ შემიყვარე, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ჩემთან მხოლოდ მის დასავიწყებლად არ ყოფილხარ, ვიცი პატივს მცემდი და ადამიანურად მაინც გიყვარდი. შენ ყოველთვის ჩემს გულში დარჩები, როგორც ყველაზე მაგარი გოგო! ხშირად დავათვალიერებ ჩვენს ფოტოებს, ვიდეოებს და ყოველთვის თბილად და ტკბილად გამახსენდები. მე ხვალ მივდივარ ჩემებთან ერთად გერმანიაში, იმედია ოდესმე მაინც ვიპოვი ისეთ ადამიანს, რომელიც მარიამის და შენს მსგავსად შუა გზაზე არ მიმატოვებს და ცხოვრების ბოლომდე ჩემთან დარჩება. ამ წერილს როდესაც ნახავ სურვილი თუ გექნება პასუხის მოწერის, ჩემი მაილი იცი და შეგიძლია შემეხმიანო. წარმატებას, ბედნიერებას, სიყვარულს და ულევ სიხარულს გისურვებ შენს საყვარელ ადამიანებთან და შენს ერთადერთ სიყვარულთან ერთად. მიყვარხარ და შენი ბედნიერება ყოველთვის გამიხარდება, მშვიდობით ჩემო ტკილო გოგო.
_ვკითხულობდი და ვტიროდი, ვიცოდი ამ სიტყვებს რა ინტონაციით წარმოთქვამდა, წარმოვიდგინე მისი სახე, მოწყენის დროს როგორ მიმიკებსაც მიიღებდა ხოლმე, თვალწინ დამიდგა ჩვენი ქორწილის დღე, გამახსენდა კიბის საფეხურზე როგორ იჯდა გაქვავებული. წერილი ისევ უკან, უჯრაში დავაბრუნე, ცრემლები მოვიწმინდა, კომპიუტერი ჩავრთე და მაილზე პასუხის მიწერა გადავწყვიტე. ბევრი ფიქრის შემდეგ ძლივს დავალაგე აზრები.
-გუგა როგორ ხარ? დღეს 10-აგვისტოა, ამდენი ხნის შემდეგ დღეს ძლივს გავბედე შენი წერილის წაკითხვა, მეშინოდა რომ ისეთ რაღაცას ვნახავდი რაც გულს მატკენდა, მაგრამ შევცდი. დღეს საბოლოოდ დავრწუმდი ისე კარგად ვერ გამიცვნიხარ მთელი ამ დროის განმავლობაში როგორც საჭირო იყო. კარგად რომ მცნობებოდი ამ წერილს დიდი ხნის უკან წავიკითხავდი და არ შემაშინებდა ის ფაქტი რის გამოც ვიკავებდი თავს. ვფიქრობ შენთან სიტყვები არ მეთქმის, არ ვიცი და აზრს ვერ ვპოულობ რა მოგწერო და რა გითხრა. ვხვდები ჩემს ასეთ საქციელს გამართლება არ აქვს. რომ არა ლევანისადმი ასეთი დიდი სიყვარული, შენ არასოდეს, არაფრის და არავის გამო მიგატოვებდი. შენ საოცარი და გამორჩეული ადამიანი ხარ, რომელიც ყოველთვის ჩემს გულში დარჩება. მე შენ ძალიან გაფასებდი მაშინაც და ახლაც, თუმცა ვერ შევძელი შენი ისე შეყვარება როგორც იმსახურებდი. მაპატიეთ შენც და შენმა მშობლებმაც იმედები რომ გაგიცრუვეთ, მაპატიე რომ ვერ გაგიწიე მეუღლეობა. მე დღეს ბედნიერი ქალი და დედა ვარ, ჰოო...ორი შვილის დედა ვარ! რამდენიმე დღის უკან ტყუპები მეყოლა, ანასტასია და სანდრექსა. მე ლევანისთან ყელაზე ბედნიერი ვარ, თუმცა ვაღიარებ, არ გავა დღე რომ არ გამახსენდეს შენთან ერთად გატარებული დღეები, აროდესაც მახსენდები, ყოველთვის მეცვლება ხასიათები. მინდა შენც იპოვო ისეთი ადამიანი, ვინც მთელი გულით შეგიყვარდება და მისგანაც ანალოგიურს მიიღებ. ბედნიერებას და წარმატებას გისურვებ, იცოდე რომ მე და ჩემს მშობლებს ყოველთვის გვემახსოვრები შენ და შენი საყვარელი ოჯახი. უფალი გფარავდეს გუგა, მეც მიყვარხარ როგორც კარგი ადამიანი.
_ყოველი სიტყვის დაწერა გულში ტკივილს მგვრიდა. გავთიშე კომპიუტერი და დავწექი, ბავშვებს ჩემი დედამთილის ოთახში ეძინათ, დედაჩემი და ლელა ღამით მეხმარებოდნენ და უვლიდნენ, ლევანი გვიან ღამე მოვიდა სახლში.
-ნუც....ნუცი...გღვიძავს?
-რაა იყო ბიჭო...დაწექი დაიძინე.
ლევანიმ გამოიცვალა და გვერდით მომიწვა.
-ნუც მომენატრე, ვეღარ გავძელი ბიჭებთან და წამოვედი სახლში შენთან.
-ნასვამი ხარ ხო?
-კი, „ლაითად“.
მაკოცა ლევანიმ ვნებიანად, შევატყე მხოლოდ კოცნას არ დასჯერდებოდა.
-ჩემო სიხარულო ძალიან მეძინება, შენც ნასვამი ხარ, მგონი ჯობია დაიძინო.
-შენთან მინდა ნუცი, მინდიხარ.
ის ისე ვნებიანად მკოცნიდა, ტანში მივლიდა მისი თვითეული შეხება. წამებში გამხადა ღამის საცვლები, თვითონაც გაიხადა და......სულ გამომაფხიზლა, მისი ყოველი შეხება, კოცნა და მოფერება არაამქვეყნიურ სიამოვნებას მანიჭებდა. ალბათ ასეთი გიჟური სიყვარულის ბრალი იყო. მეც ვნებიანად ვკოცნიდი, მის ზემოდან მოვექეცი და ახლა მე დავუწყე ვნებიანად მოფერება.
-ჩემო სიხარულო უკვე გვიანია, დავიძინოთ ახლა ხო? დილით პატარებს უნდა მივხედო.
-კი ნუცი, დავიძინოთ. ძილინებისა ჩემო პატარა.
ლევანიმ შუბლზე მაკოცა, და დავიძინეთ.
რამდენიმე დღეში ვაკეში ჩვენს სახლში გადავედით, ჩემი დედამთილი ძალიან მეხმარებოდა ბავშვების გაზრდაში, თუმცა ლევანიმ ძიძა მაინც აიყვანა. მეტი თავისუფალი დრო მქონდა, ვერც ვგრძნობდი ისე იზრდებოდნენ ბავშვები. 40-დღის იყვნენ სამების ტაძარში რომ მოვნათლეთ, ნათლობაზე თიკაც ჩამოვიდა ბელგიიდან, ის სანდრექსას ნათლია იყო. დიდი ნათლობა გავაკეთეთ რესტორან „თეთრ სახლში“.
გადიოდა თვეები, წლები, ჩვენი პატარები დღითი დღე იზრდებოდნენ. მე და ლევანის არაჩვეულებრივი და ყველასათვის სანატრელი ოჯახი გვქონდა. ბავშვები რომ წამოიზარდნენ ბაღში მივიყვანეთ, მეც დავიწყე მუშაობა ჩემი პროფესიით, ვითიბი ბანკის მმართველი გავხდი, მომწონდა ჩემი საქმიანობა. გუგაზე არაფერი აღარ მსმენია, მხოლოდ მის ფბ-ს გადავხედავდი და ფოტოებით ვხვდებოდი როგორ იყო ან რას შვრებოდა.
თვალის დახამხამებაში გავიდა 6-წელი, ანასტასია და სანდრექსა სკოლაში მივიდნენ. ვუყურებდი და მიხაროდა მათი არსებობა, სანდრიკა რაც დრო გადიოდა უფრო და უფრო ემსგავსებოდა მამამისს, ლევანის ასლი იყო, ტასუნა კი მე მგავდა, ჩემი პატარაობა იყო.
28-სექტემბერს ჩვენი ქორწინების 8-წლის თავზე და ჩემი ქმრის იუბილეზე გავიგე რომ ორსულად ვიყავი, ჩვენ მესამე შვილი გვეყოლებოდა. რათქმაუნდა ლევანი და მთელი ოჯახი ამ ამბავმა ძალიან გაგვახარა.
რამდენიმე თვეში გუგას ფბ-ში ქორწილის ფოტოები ვნახე, გამიხარდა, მართლა გულით გამიხარდა მისი გაბედნიერება. მინდოდა მილოცვა, მაგრამ თავი შევიკავე და არაფერი აღარ მივწერე.
არასოდეს მინანია ჩემი გადაწყვეტილება, არასოდეს მინანია გუგას მიტოვება და ლევანისთან დაბრუნება. მის მიმართ რამხელა სიყვარულსაც გავცემდი ათ და ას იმდენს ვიღებდი უკან. მესამე შვილი ბიჭი გვეყოლა, მას ლევანის მამის საპატივსაცემოდ გიორგი დავარქვით, ლევანის მამას გია ერქვა. ვუყურებდი ჩემს ლამაზ და თბილ ოჯახს და ბედნიერებისგან ცრემლი მომადგებოდა ხოლმე თვალზე.
როდესაც ვხედავ ჩემს გარშემო წყვილებს, განსაკუთრებით გოგოებს, რომლებიც შეყვარებულს შორდებიან, ყველას ვეუბნები და ვარიგებ რომ შეცდომა არ დაუშვან, „აბაროტის“ გამო საკუთარი ცხოვრება არ დაინგრიონ, ყველას ჩემს მაგალითს მოვუყვან ხოლმე. -როგორ უიმედოდაც არ უნდა იყოთ, არ დანებდეთ, იბრძოლეთ საკუთარი ბედნიერებისთვის, იბრძოლეთ იმ სიყვარულისთვის, რომელსაც მანძილი, დაბროლება და წლებიც კი ვერ დაგავიწყებთ. შეიძლება გავიდეს თვეები, წლები, მაგრამ თუ გულით მოინდომებთ აუცილებლად დაიბრუნებთ მას! დაიმახსოვრეთ, თუ ადამიანი თქენი ბედია ის ისევ თქვენთან დაბრუნდება!
ჩემს ქმარს კი ყოველთვის ვუმეორებ: - „შენ დამიბრუნდი მაშინ, როდესაც უიმედოდ ვიდექი საკურთეხველთან თქო“!


(არ ვიცი როგორი გამომივიდა, არ ვიცი ჩემი სათქმელის გადმოცემა ბოლომდე შევძელი თუ არა....ასეთი შემთხვევა ბევრია, ლევანის და ნუცას მსგავსად ბევრი შეყვარებულები შორდებიან, შემდეგ გოგო სხვა ადამიანში იწყებს სითბოს ძებნას, ცდილობს სხვას შეაკედლოს თავი....ყველა ბიჭს ლევანის მსგავსად ვერ ეყოფა გამბედაობა და ვერ გადადგავს ასეთ ნაბიჯს, ვერ დაიბრუნებს სიყვარულს უკან. გოგოები კი სხვის გვერდით თავს იუბედურებენ, სძინავთ ისეთი ადამიანის გვერდით, რომელიც არ უყვართ, უბრალოდ იმ ადამიანს ეჩვევიან და უყვართ ისე, როგორც უბრალოდ კარგი ადამიანი და შვილების მამა. ის სიყვარული კი როგორც ნუცას ლევანი უყვარდა ადამიანურზე მეტია! ეს არაამქვეყნური სიყვარულია, რომელსაც წლები, მანძილი და მსგავსი სირთულეები ვერ გააქრობს. მე თვითონ 9-წელია შეყვარებული მყავს, ბევრჯერ გვიჩხუბია, ბევრჯერ დავშორებულვართ, მაგრამ დღეს ისევ მის გვერდით ვარ, არავის და არაფრი გამო არ ვაპირებ მის დაკარგვას. (ყველას გისურვებთ ისეთი ადამიანის პოვნას, რომლის გვერდითაც გული სხვასთან ყოფნას არ მოგთხოვთ)....პ.ს თქვენი მაშო.



№1  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

ძალიან კარგი იყოო გამათბეე ამ ისტორიით ♡♡♡ემოციებიი ჩემამმდეე ზუსტად გადმოეციი ♡♡♡შენც უზომო ბედნიერებას გისურვებ ♡♡

 


№2  offline წევრი D M

ნიტა♡♡
ძალიან კარგი იყოო გამათბეე ამ ისტორიით ♡♡♡ემოციებიი ჩემამმდეე ზუსტად გადმოეციი ♡♡♡შენც უზომო ბედნიერებას გისურვებ ♡♡

მადლობა საყვარელო, შენც ასევე. <3

 


№3  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

გაიხარებეე ჩემო ტკბილოო ♡♡♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent