გიორგაძე ნინა (9)
აღარ დალოდებიან უბრალოდ რესტორანში დახვდებოდნენ. შავი,ტანზე მომდგარი,მხრებამოჭრილი,მოკლე კაბა მოირგო. ფეხზე მაღალყელიანი,შავი ბათინკი შეარჩია. ქერა თმა დაივრცხნა და გაშლილი დაიტოვა. თვალებზე შავი ჩრდილები გაიკეთა,რომლებიც მის მწვანე თვალებს უფრო გამოკვეთდნენ. წითელი პომადა ბავშვობიდანვე სძულდა,ამიტომ უბრალოდ იასამნისფერი,ტუჩის ფანქარი გადაისვა ძალიან მკრთალად. ბალერინის კულონი გაიკეთა,რომელსაც ფრთები აეფრიალებინა. თინამ აჩუქა, თითქოს ეს ფრთებიანი ბალერინა ძალას ჰმატებდა. ტელეფონი აიღო და მოწუწუნე ლიზას გახედა. ვარდისფერი,მოკლე,ფრიალა კაბა და ამავე ფერის მაღლები. ყავისფერი თმა კოსად აეწია, საყურეები გაიკეთა და მაკიაჟი გაიკეთა. მოდი,ელენეზეც მოგიყვებით. ლურჯი,მუხლებამდე,ტანზე მომდგარი კაბა და ლურჯი მაღლები მოირგო. თმა გაიშალა და ნინას მიუჯდა. -გავიდეთ ხო უკვე ? _ტელეფონს დასწვდა გაბისკირია. -წავედით,შენ დაურეკე იმათ პირდაპირ იქ მოვიდნენ. -ოკეიი_წარბები აუციმციმა გაბისკირიამ. -ღმერთო ჩემო,მამა ზეციერო,ჩაიწერეთ ეს დღე,ელენემ,ქალბატონმა იკადრა და ნორმალურივით ალაპარაკდა_ ხელები მაღლა ასწია ლეონიძემ. -აუ რა გიჟი ხარ რა_კიბეები ჩაირბინეს და ტაქსში ჩასხდნენ. __________________________________________________________ -ელენემ მომწერა,პირდაპირ რესტორანში მოდითო_ღიმილით გახედა გვეტაძემ ძმაკაცს. -ხოდა პირდაპირ იქ წავიდეთ,ისე როგორ ფიქრობ ნინას უყვარხარ ?_ოდნავ ხმადაბლა დაუსვა კითხვა. -თვითონვე მითხრა მიყვარხარო, ეგ შენ გაქვს სადარდებელი, მე უკვე დავარქვი "ჩემი"_თვალი ჩაუკრა და გზას გახედა. -რა მაქვს მე სადარდებელი? ხომ გითხარი, გაბისკირია არ მიყვარსთქო ვა,რას დაგვაწყვილე უცბად ? მორჩა, დახურულია ეს თემა, არ მიყვარს ელენე,არა და მორჩა_მტკიცედ განაცხადა მესხმა. გუგამ უბრალოდ თავი გააქნია. -ცაბაძე ჩამოსულა _ სერიოზულად გახედა გვეტაძემ ძმაკაცს. -ლუკა? მაგასთან ხო მოგვარდი. -ხო, გავარკვიეთ ყველაფერი_მოკლედ მოუჭრა და გზას გახედა. __________________________________________________________ -გამარჯობათ,გილოცავთ დამდეგ ახალ წელს,მე ჯაბა ვარ,დღეს მე მოგემსახურებით,რამეს შეუკვეთავთ თუ ელოდებით ვინმეს ?_ღიმილით მიუახლოვდა მაგიდას ხუჭუჭთმიანი ბიჭი. -გამარჯობა ჯაბა,არა, ველოდებით და მოგვიანებით შეკვუკვეთავთ. -კარგით_თავი დაუქნია ბიჭმა და წავიდა. -აი მოდიან_თვალები გაუბრწყინდა ნინას. ელენე ? ელენე უბრალოდ ტელეფონში იყო ჩაჩხერილი და სულაც არ ადარდებდა მესხი. იცინოდნენ, სვამდნენ და ერთმანეთს ამწარებდნენ. 10 წუთიღა იყო დარჩენილი 12მდე. -აეე ახალი წელი 10 წუთშიაააა_წამოიყვირა ლიზამ. წითელი ღვინით შეავსეს ბოკალები. თქვენ წარმოიდგინეთ და ზუსტად გაბისკირიას და მესხის ბოკალები უნებურად შეეხნენ ერთმანეთს,რის გამოც წითელი ფერი აღმოჩნდა მათი ტანსაცმელის პატარა ნაწილზე. -აუუ,წავედი მე _ საპირფარეშოში გავარდა ელენე,ისევე როგორც მესხი. -ვაიმეე, დროზე დავითვალოთ _ იყვირა ნინამ. -ათი,ცხრა,რვა,შვიდი,ექვსი,ხუთი,ოთხი,სამი,ორი, ერთიიიიი -გილოცავვვვთთთ. ბოკალები მიუჭახუნეს. -ფუ ამის_კურთხვით გამოვიდა მესხი,იგრძნო ვიღაცა შეასკდა. ვინ იქნებოდა თუ არა გაბისკირია. თვალები შეხვდნენ ერთმანეთს. ფეირვერკის ხმა. დიახ,ახალ წელს საპირფარეშოების წინ შეხვდნენ ერთმანეთზე აკრულნი. თითქოს ყველაფერი წრეზე დატრიალდა. ელენე,რომელიც პირველად იყო დაბნეული. თვალების ცეცებით მოშორდნენ ერთმანეთს და დარბაზში შევიდნენ ფეხაკრეფით. -აუ თქვენ საპირფარეშოში რო შეხვდით ახალ წელს_ ახარხარდა ლეონიძე,გიორგაძეც მიყვა. არადა საპირფარეშოში კი არა საპირფარეშოს წინ,თანაც ვისთან ერთად ?! -რა სასაცილოაა_მაინც არ დაიბნა გაბისკირია. არაუშავს. კარგად გაატარეს დრო. მერე გიორგაძე და გვეტაძე "დატყდნენ" სად ? უბრალოდ სეირნებოდნენ. -მინდა,რომ ყველა ახალი წელი ასეთი კარგი იყოს_ ცაში აიხედა ნინამ. -გპირდები იქნება. ისე გაუღიმა,როგორც იცოდა. ჩაეხუტა და შუბლზე სველი კოცნა დაუტოვა. იცით,როგორ აეწვა ის ადგილი? ცუდად გახდა,ლამის იქვე განუტევა სული. მერე ? მერე კოცნა ახურებული ბაგეები და გახშირებული სუნთქვა. გადახურდა,აფეთქდა და მოკვდა. დახრილი თავები ერთმანეთს მიადეს. ცხვირები "შეეხნენ" ერთმანეთს. -რაღაც უნდა გითხრა_ამოილაპარაკა გუგამ. -რა ?_ამოიჩურჩულა გიორგაძემ. -წამოდი,ჯვარი დავიწეროთ რა -ახლავე ? -ახლავე. აი ასე უბრალოდ. არ დაუწყია ნინას ყველა გოგოსავით "ნორმალური ხარ" და სხვა. ეს ნინა იყო გიორგაძე და მორჩა. ძლივს ნახეს ამ შუაღამისას ტაძარში მყოფი მღვდელი. ხან ლიზას დაურეკეს,ხან იოანეს, ხან კი ელენეს. მოკლედ არცერთი არ იღებდა ტელეფონებს, ანდაც, რას გაიგებდნენ? ჯვარი დაიწერეს. დიახ, არ უფიქრიათ რა მოხდებოდა შემდგეგ,როგორ მიიღებდნენ მათი მეგობრები,ასეთ გადაწყვეტილებას. უბრალოდ აი ასე, უნდოდათ და მორჩა. მერე ასე უბრალოდ პიტკინა თოვლზე "გაიშხლართნენ" და ვარსკვლავებით მოჭედილ, ბაკურიანის ცას "მიუშვირეს სახეები" არ აწუხებდათ თოვლი,არც სიცივე,არც ფეირვერკების ბათქა-ბუთქი და არც უკვე გათიშული ტელეფონები. პირველი ახალი წელი ერთად პირველი კოცნა და „ჩვენის“ პირველი წელი. -მომიყვები ?_ამოიჩურჩულა გიორგაძემ. -მოგიყვები. თვალები დახუჭეს გვეტაძემ თხრობა დაიწყო გიორგაძე კი უბრალოდ უსმენდა. -აუ სად არიან ? დაურეკე მიდი რა_ ნომერში ქუსლების ბაკა-ბუკით დადიოდა გაბისკირია. -დავურეკე უკვე,ხომ გითხარი გათიშული აქვთ ორივესთქო_მოთმინება დაკარგულმა მესხმა იფეთქა,თუმცა ლოგინში ჩაფუთნულ ლიზას არ გაღვიძებია. -ვაიმე, რა გაყვირებს ? ჩემი დაქალი დაიკარგა და კიდევ შენ ყვირი?_არც ადვოკატი არ ჩამორჩა. -ისევე როგორც ჩემი ძმაკაცი,და ნუ ჰქმნი არაფრისგან ყველაფერს, ერთად არიან,არ დაკარგულან რა, შეარგე მარტო ყოფნა. -შენ ... _ გაგრძელებას აპირებდა,როცა კარზე დააკაკუნეს. ელენე ნანახით გაგიჟდა. ამდენი წლის შემდეგ ისევ ნახა. ისევ ნახა ის მომღიმარე ლევანი,რომელიც სულ ილანძღებოდა ნინასგან,მაგრამ მაინც ეგონა, ასეთი არ იყო. ელენესთვის ლევანი ? ძმა არ იყო, არა არ იყო, უფრო მეტი იყო. დიახ,უფრო მეტი. იცით რამდენი ხანი არ უნახავს ? ერთი,არა ორი, არა სამი,არა ოთხი წელი. დიახ,ოთხი წელია არ უნახავს ლევან გიორგაძე,რომელსაც ჯერ კიდევ კიკინების პერიოდიდან იცნობს. -ენენეე _ძალიან მაგრა ჩაიხუტა გულამოვარდნილი გაბისკირია. ენენე ? 5 წლიდან ასე ეძახის. სხვას არ აქვს უფლება ასე დაუძახოს. -ლეოო,როგორ მომენატრეე_აცრუნდუკდა ადვოკატი. -ვაიმეე, როგორ მომნატრებიხარ ტოო,რამხელა ხარ ეე_ უცბად დააბზრიალა ელენე. -უაცრავად_ბოხი ბარიტონი გაისმა,სულ დაავიწყდათ მესხი. -უი, იოანე გაიცანი ნინას ძმა ლევანი, ლევან ეს კი ჩვენი მეგობარია იოანე მესხი. უფროს გიორგაძს,მესხის ხსენებაზე ტანში რაღაც უცნაურმა გასცრა. საიდან ახსოვდა ეს გვარი ? ვერაფერს ვერ იხსენებს,არადა რა ნაცნობი გვარია. მერე გამოფხიზლდა და გამოწვდილ ხელს, მისი შეაგება. დიდ სივრცეს თვალი მოავლო და ლოგინში გატრუნული ლიზა დაინახა. ლოყაზე აკოცა და დივანში დაიკავა ადგილი. -ნინა სადაა ? აი აქ კი დაიძაბა,რა უნდა ეპასუხა ენენეს ? -მალე მოვა_მხოლოდ ამის თქმა გაბედა გაბისკირიამ. ამის თქმა და ელენეს საპკრფაფეშოში გავარდნა და ნინასთან დარეკვა ერთი იყო. *** მოკლედ, ვიცი რომ პატარაა,მაგრამ სულ არ დადებას ჯობდა დამედო. ხოდა კიდევ მაინტერესებს თქვენი აზრები მიყვარს მე კომენტარების კითხვა,მითუმეტეს თუ ჩემს ისტორიაზეა „უმორჩილესად“ გთხოვთ კომენტარებსს გყვარობთთ ესეც თქვენი ჩამოუყალიბებელი ნია |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.