არ მოკვდები (თავი 17)
-მოვკლავ, ვახო იყო ხო?!!! -არა მაკიაჟი ცუდად დავიდე, მერე ვეღარ მოვიშორე შემრცხვა და სათვალით დავდივარ. -და ეხა ეს დავიჯეროთ?!!!! -დიტო დაწყნარდი და მიდი ყინული მოიტანე -მამა გაგიჟდი?!! -დიტო ყინული დიტო გავიდა ოთახიდან. -ანი ანდროს დავურეკავ და ის მოაგვარებს -არა არ ქნათ გთხოვ, მერე საშინელებას ჩაიდენს. აღარ განმეორდება ესეთი აღარ აწევს ჩემზე ხელს ოღონდ დიტო დააწყნარეთ -კარგი. ანი მემგონი ერთმანეთი მოგბეზრდათ -ხო ალბათ ესეა ცოტახანი განტვირთვა გვინდა ორივეს -გეტყობათ ანი ურჩიე რო ცოტახანი დაისვენოს 1-2დღე აქ დაწვეს კარგად გამოიძინოს არანაირი გადასხმები არ ექნება -ვეტყვი ცოტახანში როცა ანიმ თერაპია დაამთავრა დიტო შემოვიდა. -დიტო, ნაკლებად მგონია ეს დღეები მოვახერხო შენი ნახვა. ეს 3თვე სუ ჩემთან ერთად იყავი მიდი და დაწექი ერთი ორი დღე ან აქ ან სახლში დაისვენე გამოიძინე. მეც ალბათ ასე მოვიქცევი -მართლა? შენ მე არ გჭწირდები ჯერ? -არა დიტო. დაისვენე დიტომ აკოცა ანის. -გაგიყვანო? -არა ჯერ. კატო მოვა მაკიაჟს მოიტანს რო ეს სინიაკი მოვიშორო -ხო იცი რო მაგ შენ მამინაცვალს მოვკლავ -დიტო სანდრო ხო გელაპარაკა -ხო სანდრომ იმაზეც მელაპარაკა რო კითხე ფსიქოლოგთან რატო არ დადისო ჩვენ ხო შეთანხმება გვაქ ან. მე არაფერს გაძალებ როგორც ესენი შენი არჩევანია ყველაფერი -ხოდა კარგი, არ მინდა და არ ვივლი.. წამლებს დავლევ მარა არ ვივლი -კაი. მაგრამ ანუ მეც არ ვივლი ქიმიოთერაპიაზე რა კაია. -არა დიტო შენთვის ეს აუცილებელია -როგორც შენთვის -დიტო ნუ მიკეთებ ამას -სულ მინდოდა ამ იდიოტობისგანდ დასვენება, ნეტა სამოთხე როგორია -დიტო! ჯანდაბას ვივლი ოღონდ გააგრძელე -ჩემი ჭკვიანი-დიტომ აკოცა ანის -ნუ მაშანტაჟებ -სხვა გზას მიტოვებ? კაი წავედი მე და აბა შენ იცი-გავიდა სპორტზალიდან. კატომ მიუტანა მაკიაჟის დიდი ყუთი უცებ დაეხმარა ყველაფრის დამალვაში და ანი წავიდა ანდროსთან. სახლში მარტო ლიკა და ანდრო იყვნენ. ორივეს რეზი და ლიზი ეკავათ ხელში. არწევდნენ. ანის დანახვაზე ბავშვები დააწვინეს და ჩაეხუტნენ. -დაჯექი. როგორ ხარ?(ანდრო) ანი ჩამოჯდა -რავი კარგად პროსტა რო მოწყობილი არაა როგორც მე მჭირდება ეტლით ვერ ვმოძრაობ -დაიმახსოვრე ეგ 6დღის მერე იტყვი მაგას -ხო. დამაკავებინეთ ბავშვებიი-ანდრომ ხელში აიყვანა რეზი და ლიზი და ანის მისცა. ანიმ კალთაში ჩაიწვინა ორივე. -აუ რა საყვარლები არიაან -ხვალ მაგდა მოდის მათ სანახვად ზედ ნიკოლოზი და დათი მაზეგ ლიკას მშობლები კაროჩე სუ ნაროდი იქნება რაა მერე ნათლობაზე ხო ვაბშე რა იქნება. სახლი სუ სტუმრებით არის სავსე -აუფ მამიკო გახდი უკვე?(ანი) -ხო. ლიკას ძინავს ღამღამობით მე ვათენებ ხოლმე და დილას ეს რადგან მე სამსახურში ვარ. მამიკოს სიცოცხლეები. ანიმ რეზი დააწვინა საწოლში. -ლიზი ლიკას გავს. მარა შენი თვალები აქ -ხო ცისფერი თვალები ხო გენებში გვაქ(ანდრო) -აუ რა ლამაზი გაიზრდება თაყვანისმცემლები ეყოლება ტონა -ანი მოგკლავ მეორეჯერ ეგ არ გაიმეორო. 18წლამდე არანაირი თაყვანისმცემლები და საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლები!(ანდრო) ანის გაეცინა. -კარგი როგორც იტყვი -რა ხდება სახლში ხელი ხო არ აუწევიათ შენზე? -არა. ლიზიკოო რა საყვარელი ხარ-მერე ანიმ ისევ საწოლში ჩააწვინა ლიზი. -მოდი შენ რო გიყვარს მაკარონი გვაქ და ჭამე(ლიკა) -კაი. აუ ოდნავ რო გაიზრდებიან ხო გამატანთ ხოლმე გარეეთ?(ანი) -ჯერ შენ წამოიზარდე-გაეცინა ანდროს -აუ კიდე პატარასავით მექცევიიი(ანი) -ხარ და ლიკამ მისცა მაკარონი და ანიმ ჭამა დაიწყო როცა დაამთავრა დაემშვიდობა ანდროს და სახლში მიბრუნდა. მერე ეტლში ჩაჯდა და გავიდა სამზარეულოში. იქ ნანუკა და ირაკლი იყვნენ. ნანუკა ირაკლის ასადილებდა. ანის დანახვაზე ირაკლი მისკენ გაიქცა და ჩაეხუტა. -ეე სადილობ? -ხო წვნიანს -ეე რა მაგარი ხარ. -მეც მინდა ეტლში -მოდი კალთაში ჩამიჯექი და გავკატავდეთ მაგიდამდე ირაკლი მალე აძვრა და ერთად გაკატავდნენ მაგიდასთან. მერე დაამთავრა ჭამა. ირაკლი ოთახში აიყვანა და დააძინა. მერე თავის ოთახში გავიდა იქ მანჩო დახვდა. -ანი, სად იყავი ამდენ ხანს -სახლში გავიარე ბავშვების ნახვა მინდოდა -ნებართვა უნდა აგეღო -წავსულიყავი თუ არა ჩემ ძმასთან? უკაცრავად? -ანი მანერები არავინ არ გასწავლა? -შენ დედობა? -მოკლედ მე საჩუქარი დაგიტოვე აი მანჩო გავიდა. საწოლზე იდო 300ლარი. ანიმ აიღო და გაუკვირდა რატო ყიდულობდა მანჩო ანის გულს და რა უნდოდა მისგან. აიღო და ჯიბეში ჩადო. გადაწყვიტა სახლში რო დავბრუნდები ანდროს მივცემ ან ბავშვებს რამეს ვუყიდიო. მერე მესიჯი მიწერა ,,ლიკა ანდრომ მითხრა შენ გითხრას რაც ბავშვს უნდა ვუყიდოო, მე მომცა ფული’’ ,,მოკლედ პამპერსები და თბილი ტანსაცმელი, მერე აუცილებლად მათი სპეციალური შამპუნები’’ ,,კაიი’’-ქვევით ჩავიდა ეტლით მოახერხა. მერე გიორგისთან მივიდა-შენ მითხარი თუ რაღაც მითხარიო. მაღაზიაში მინდა გასვლა გამიყვან? -რათქმაუნდა ჩაჯექი-გიო მანქანაში ჩაჯდომაში დაეხმარა და მერე თვითონაც ჩაჯდა.-ნანუკას იცნობ? -კი -ძაან კაი და თბილი გოგოა. დიდიხანია იცნობ? -ხო ჩემი ცოლია -მართლა? -ხო, 21ის არი თითქმის. ხვალ, მის დაბადების დღეზე ბათუმში მიმყავს. -ეე რა მაგარია. -ვაფშე უნივერსიტეტს რო დაამთავრებს ამ წელს მერე ბავშვებზე ვფიქრობთ -კაია. ჩემ ძმას შეეძინა 1კვირის უკან ბავშვები. -გილოცავ -ეხა მანჩომ ფული დამიტოვა და მე მაჩუქა მარა მე წავალ და მათ ვუყიდი რაღაცეებს -მე მივწერე დედაშენს რომ მიმყავხარ და კაიო -რატო მიწერე მე სპეციალურად წამოვედი ნებართვის გარეშე ვაკეთებ იმას რაც მინდა -რატო არ გიყვარს ესე ძაან დედაშენი -მანჩო. შენ რატო გიყვარს? -არ მიყვარს ისედაც ხშირად არ ვნახულობ სულ მოგზაურობენ და ათასში ერთხელ ჩამოდიან ირაკლის სანახავად ან ისიც დაყავთ. -აა. აი ამიტომ არ მიყვარს ფეხზე ვკიდივართ მეც და ჩემი ძმებიც. -მოვედით გიორგი დაეხმარა ანის გადმოსვლაში. მან ყველაფერი იყიდა და თავი ანდროსთან წააყვანინა. გიორგი დაეხმარა ამ ყველაფრის ატანაში მერე ჩავიდა და ქვემოთ დაელოდა. ანიმ კარზე დააკაკუნა ლიკამ გაუღო. ხელში ამდენი რამ რო დაინახა განცვიფრდა. -რა არის ეს? -ეს არის ბავშვების საჩუქარი მამიდისგან -ლიკუშ ვინაა ლიკამ ანი შეუშვა სახლში. -ანი რა მაღაზია გაქურდე?(ანდრო) -ეს ბავშვებს(ანი) -გაგიჟდი? ფული გქონდა და ამათი რაღაცეები რატო იყიდე. ან საიდან გაიგე -მე, მომწერა ანდრომ მომცა ფულიო(ლიკა) -რა ჩემი საფულე გაქურდე?(ანდრო) -არა მანჩომ იდეაში მაჩუქა ფული რო ჩემი გული იყიდოს როგორც აკეთებს ხოლმე სუ რო ფულს გზავნის ხოდა ეხლა მე გიყიდეთ რაღაცეები. -ეჰ მანჩოს ფულით, ჩემი სამსახურით და კიდე შენ რასაც გჩუქნის ჩვენ ბავშვებისთვის ბევრ რამეს გავაკეთებთ.(ანდრო) -ხო ვიცი მაგარია რაღაცაში მაინც გამოგვადგეს -მადლობა ან(ლიკა) -ძინავთ ტყუპებს? -კი. გავალ გავიტან იქით მადლობა დიდი -არაფერს კაცო ლიკა გავიდა მეორე ოთახში. -მარტო მოხვედი? -არა მძღოლმა კაი ტიპია. -არ ვიცი ეგ კაი ტიპი გაუშვი და მე გაგიყვან -არა იქ არ გაბედო გამოჩენა ესეც კაი ადამიანია. ანი დაემშვიდობა ანდროს და გვიან საღამოს მივიდა სახლში. იმეცადინა იბანავა და დაიძინა. მეორე დღეს შაბათი იყო. მანჩო ავიდა ანისთან 1საათზე. -გაიღვიძე ანიი. დღეს მე და შენ ერთად გავატარებთ დროს -არ მცალია, ფსიქოლოგთან და თერაპიაზე მივდივარ ანუ ვარჯიშზე. მერე სამეცადინო მაქ ისევ და ვისვენებ მერე. -კარგი რა გამონახავ ჩემთვის დროს ან წამოვალ და შენ ექიმს უკეთ გავიცნობ -არა იყოს. გადი გაიხურე კარი -კარგი მაშინ უბრალოდ ფულს დაგიტოვებ და შენთითონ გაერთე მეგობრებთან-მანჩომ 500ლარი დაუტოვა და გავიდა. ანი წამოდგა და ფულის დანახვაზე თვალები გაუფართოვდა. -ეს ქალი სულ გაგიჟდა. 500ლარი მომცა? ანიმ რატის დაურეკა. -ალო? ხო ჩემო სიცოცხლე -კატო იეჭვიანებს. მისმინე დღეს თერაპიიდან რო გამოვალ და იმ იდიოტი ფსიქოლოგისგან მანჩომ ფული მომცა და მე გპატიჟებთ ასე ვთქვათ ტუსოვკაზე კაფე თქვენი არჩევით. შენ კატო ლაზარე ირაკლი მე. 100ლარი თითოზე. -არა ან არ გადაგახდევინებ მაგდენ ფულს შენზე დახარჯე მე გპატიჟებთ -არა რა ეს მანჩო ყოველ დღე მაძლევს ამდენს დაიკიდე რა -კაი მარა ერთხელ -კაი მიწერე დანარჩენებს დღეს ესე საღამოს ოთხზე -მადლობა, როგორ ხარ? -რავი აბა. ცუდად არ ვცხოვრობ -იცი კატოს ველაპარაკე არ ვარ დარწმუნებული რო კარგად ხარ -კატოს დავბრიდავ -მე შენ მამინაცვალს -გეხვეწები ნუ ჩაერევი აღარ აწევს ჩემზე ხელს. -საიდან მოიტანე -არ მოვხვდები მის თვალში და ვსო. ან რა ფულსაც მანჩო მაძლევს დავიქირავებ დაცვას და ხელს ვერ დამაკარებს -კაი რო რამე ხო იცი -ხო. ისე კატოს თავი დაანებე ეგრე მკაცრად ნუ ექცევი რა -რატო -რავი მაგრა ცუდად ექცევი, მკაცრად და ფაქტიურად არაფრის უფლებას არ აძლეევვს -ბოდიში რო დიტოსნაირი გამგები ვერ ვარ -რატი მიმიხვდი რასაც ვამბობ -კაი მიდი ანიმ გათიშა, მერე ადგა. ხალათი ჩაიცვა და აივანზე გავიდა. ქვემოთ გიორგი იდგა ეზოს შესასვლელის ჭიშკართან იდგა. რა კარგი იყო რომ გაიხედავდა ფანჯრიდან გზა კი არა უზარმაზარი ეზო ხვდებოდა მაგრამ ეს ფუფუნება დროული იყო სულ რაღაც 4დღე დარჩა. მერე სიგარეტის ერთი ღერი ამოიღო და მოწევა დაიწყო. შებრუნდა ოთახში და ჩაიცვა. ქვევით ჩავიდა და ეტლში ჩაჯდა. სამზარეულოში გავიდა, ნანუკა არ დახვდა. ახალი გასული იყო მარა ყავა და ნამცხვარი მაინც იდო მაგიდაზე. ანიმ მიირთვა და მერე გარეცხვა დაიწყო. ამასობაში ვახო, მანჩო და ირაკლი ჩამოვიდნენ. -რა ადრე ამდგარხარ(ვახო) -ხო(ანი) -ვახო. ირაკლი დაჯექი დე ვისადილოთ. ანი არ გინდა შენ? -ვისაუზმე უკევ მადლობა. თერაპიაზე ვაგვიანებ(ანი) ვახომ მაგიდაზე დაჰკრა ხელი. -დაჯექი! -მეჩქარება თერაპიაზე დავაგვიანებ და ამასაც მოვახსენებ მოსამართლეს-ანი ეტლში ჩაჯდა და გავიდა. გიორგიც აღარ ჩანდა მას წაეყვანა უკვე ნანუკა. სხვა კაცი იდგა და მან წაიყვანა ანი თერაპიაზე. იქიდან კი კაფეში. დიტო ორი დღე არ ენახა და არც იცოდა როგორ იყო მაგრამ ნამდვილად არ ჰქონდა ვინმეს თავი იმ მომენტში იმდენად გადაღლილი იყო. დიდხანს ერთობოდნენ, ლაპარაკობდნენ. შემოაღამდათ კიდეც. მერე დაიშალნენ სახლებში. ანი გადაღლილი იყო და პირდაპირ ოთახში ავიდა. კიდე ჰქონდა დარჩენილი ფული იმდენი არაფერი შეუკვეთიათ. 340ლარი ხელზე ჰქონდა. ჩაიდო ჩანთაში. მერე ჩაიცვა პიჟამო და შეწვა ლოგინში. თან ჩაი ჰქონდა. ჩართო ფილმი და ყურება დაუწყო. მანჩო შევიდა. -ძილინებისა ანი -აჰა -ანი არ მესმის კარგად გექცევი რატომ არ შეგილია ისევე მომექცე -იმიტომ რომ შენ ქმარს გრძელი ხელები აქვს -რა ვახომ დაგარტყა?!!! რატო არ მითხარი -აზრი? ლაშა და ნიკას ყოველდღე ცემდა შენ გეკიდა. -ეხლავე ვეჩხუბები ანი უნდა გეთქვა. კარგად ხარ?! -ხო. დააგვიანე დედის მზრუნველობით -ღამემშვიდობის-მანჩომ ღრმად ამოისუნთქა და გავიდა მალევე ჩაეძინა ანის დაღლილი რომ იყო. მეორე დღეს მართლაც რომ ადრე გაეღვიძა. 9საათი იქნებოდა ადგა და მისაღებში ჩავიდა. მერე ეტლში ჩაჯდა. გაოცდა როცა ირაკლი ვახო და მანჩო დაინახა ერთად რომლებიც ერთად იჯდნენ და ზღაპარს კითხულობდნენ. შევიდა და მოუსმინა. ისე კარგად ექცეოდნენ ირაკლის გეგონებოდა დიდი მეგობრული და მოსიყვარულე ოჯახიაო. -დილამშვიდობის!(ირაკლი) -ჰეი ჩემო დიდო ბიჭო როგორ ხარ? -კარგად. მე ზღაპარს მიკითხავენ. მოუსმინე? -შევჭამ და მოგისმენ. -კაი -დილამშვიდობის ანი(მანჩო) -დილამშვიდობის-მერე გავიდა სამზარეულოში. ნანუკა ახალი ჩამოსული იყო. -რა ერთ დღეზე მეტს არ დარჩი იქ? -შენ არ დაგტოვე მარტო ვახოსთან. არ დარეკე პოლიციაში? -გაგიჟდი? ესეთ სისულელეზე? სუ ცემდა ხოლმე ჩემ ძმებს. ამას 3დღის მერე ვიტყვი. -ხო დრო ისე მალე გადის. -აბა. გაერთე? -კი გიომ მაგარი სურპრიზები მომიწყო -კაია. -შენ გაერთე? -კი მანჩოს მოცემული ფულით კაფეში გავედი ბავშვები დავპატიჟე. ისე გავიდეთ მე და შენც ერთხელ ჩემ დაქალს გაგაცნობ -ხო. როცა მოვახერხებ. -აბა გავედი მე -სად ესე ადრე? -გავალ ჩემ ძმას მივეხმარები ბავშვების მოვლაში. ცოდოები არიან მთელი დღე-ანი ეტლიდან წამოდგა გიორგიც მოვიდა -გადიხარ? -ხო გიო ანის დაეხმარე რა ეტლი ჩაუდე მანქანაში და მის ძმასთან გაიყვანე(ნანუკა) -მადლობა გიო(ანი) -დაჯექი მე გაგიყვან ანი ჩაჯდა და გიომ ანდროსთან წაიყვანა. სახლში ნიკა და ლიკა იყვნენ. ნიკა ჩაეხუტა როცა ნახა, ლიკამაც გადაკოცნა. მერე დაჯდნენ მისაღებში, ბავშვები კალიასკაში ეწვინა და არწევდა რო დაეძინათ. -როგორ ხარ აბა მოყევი(ნიკა) -აუ რავი ნიკუშ შენთვის საჩუქარი მაქ კაროჩე მთელი 2წელია რო ჩემ მედიკამენტების და რაღაცეების ფულს იხდით აი ეს 120ლარი შენ. -საიდან ამხელა ფული ტო. რა დილერი ხარ?-დასერიოზულდა ნიკა -არა მანჩომ მომცა 340. 120 შენ და 120 ანდროს 20ლარი მე მქონდა ცალკე. სუ მაძლევს ხოლმე ფულს. -ეე ჯიგარ-ნიკამ გამოართვა-მადლობა -არაფერს. ეს ლიკა ანდროს მიე მერე-ლიკასაც მისცა ფული -მადლობა ან(ლიკა) -მე დაგეხმარები დღეს ბავშვებთან ესე 2მდე მერე თერაპიაზე გავალ მძღოლი გამიყვანს. მიდი შენ გამოიძინე კარგად. -ან კაი ეტლით როგორ იზამ(ლიკა) -ავდგები სულ ეტლში ვარ ისედაც ერთი დღე არაფერი მომივა -გთხოვ მაინც რო დაჯდები მაშინ აიყვანე რო დავარდე ან რამე(ლიკა) -არ ინერვიულო დაწექი(ანი) ლიკა გავიდა მეორე ოთახში და დაიძინა. ნიკაც სამსახურში წავიდა. ანიმ აჭამა ბავშვებს და დააძინა. მერე სადილი გაუკეთა ამათ და დაულაგა სახლი. ანდრო რო მოვიდა გაუკვირდა ყველაფერი ესე სუფთად და მზად რო დახვდა. მისაღებში რო შევიდა მძინარე ანი დახვდა. უკვე პირველი საათი იყო. მალე თერაპია ჰქონდა. ანდრომ გადააფარა პლედი. ფაქტიურად ყველას ეძინა სახლში. ანდრომ მალე შეჭამა სადილი თავისი თეფში გარეცხა და ანი გააღვიძა. -ანიი, ე თერაპია გაქ ცოტახანში -აუ მეძინება -დაიღალე? რატო გააკეთე ამდენი რამე -რავი აბა. -დავურეკავ სანდროს ვკითხავ გაცდენა თუ შეილება -აუ მიყვარხარ ანდრომ სანდროს დაურეკა და ისიც დათანხმდა ერთდღიან დასვენებაზე. მერე ანიმაც გამოიძინა და ანდრომაც. ყველაზე ადრე ისევ ანიმ გაიღვიძა. ბავშვები აბანავა ისევ აჭამა და საწოლში დააბრუნა. მერე კი დაბრუნდა სახლში. სადაც არავინ არ დახვდა. ნანუკა გიორგი და კიდე ერთი ბიჭი რომელმაც ანი გაიყვანა გუშინ ანდროსთან იქ იჯდა. -გამარჯობა. სად არიან მანჩო და ვახო -ირაკლი წაიყვანეს საბავშვო ბაღების დასათვალიერებლად. მოდი დაჯექი ოთხნი ვართ ჯოკერს ვითამაშებთ(ნანუკა) -აა კაი(ანი) ანი მივიდა და დაჯდა. -მე იო. აქამდე არასდროს მინახიხარ აქ რაზე მუშაობ(იოანე) -არაფერზე მათი შვილი ვარ -ჰა? და სად იყავი -ჩემ ძმას ჰქონდა ჩემზე მეურვებოა დიდი ისტორიაა ბავშვებმა ჯოკერის თამაში დაიწყეს და საღამომდე გასტანეს. ანი ოთახში ადიოდა უკვე როცა ვახოს და მანჩოს ლაპარაკი მოესმა. -არა ჯერ ადრეა. -რა არის ადრე ამ 3დღეში უნდა მოვთაფლოთ ეტლით გადასარევად გადაიტანს გაშიშს. ვერც ვერავინ მიხვდება რომ მას შეილება ნარკოტიკები გადაქონდეს -ყველანაირად ვცდილობ მის მოთაფლვას მაგრამ არ გამომდის ანიმ მათი საუბარი ჩაიწერა და დროზე ავიდა ოთახში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.