მდიდრების თამაში 7 თავი
რა უცნაური ღამეა, თბილი და იდუმალი. თითქოს ზღაპრიდან ხარ გადმოპარული და მე ვფიქრობ შენზე. ვინ ხარ? აქმდე სად იყავი? ასე რატომ ააფორიაქე ჩემში, ჩემი მშვიდი სამყარო? შენზე ფიქრში, სიყვარულის გრძნობამ გაცოფებული შემომიტია დამქანცველი ფიქრებით. ჩემო დარინა არ ვიცი რა იქნება ხვალ, ზეგ. მაგრამ ის კი ვიცი, რომ ვერ გავძლებ უშენოდ. მიყვარხარ ჩემო შავ-თვალებავ, მიყვარხარ და უკვე მენატრები. ნუთუ ყველას გულში, ასე უცნაურად შემოდის და იბადება სიყვარული? ალბად ასეა და ალბად ყველას გულში ღრმად იდგამს ფესვებს და ცეცხლივით იწყებს მთელი ორგანიზმში შემოვლას. ნამდვილი სიყვარული მარადიულია და ჩაუქრობელი. სიყვარული ყველაზე დიდი ვნებაა, რადგან ის ერთბაშად ეუფლება გონებას, გულს და სხეულს. ამ გრძნობამ უკვე ჩემში ძალიან ღრმად შემოვიდა და ყველაზე დიდი ადგილი დაიკავა. მთელი ღამე თორნიკემ ფიქრებში გაათენა, დარინაზე სასიამოვნო ფიქრებში. დილით კი უძილობით გაბრუებული ადგა და ასე გაბრუებული გაუდგა გზას სამსახურში. იქ მისულს კი უსიამოვნო ინფორმაციამ უეცრად გამოაფხიზლა. ---ბატონო თორნიკე უფროსი გელოდებათ სტუმრების ოთახში. ---უუუფ. ოღონდ ეს არა მაკა რატომ არ გამაბრთხილე, სულარ მოვიდოდი დღეს. მაკას გაეცინა თორნიკეს უსიამოვნოდ მოქცეულ სახეს რომ შეხედა. ---დიდი ხანია რაც აქ არის? ---საკმაოდ. თორნიკემ ამოიკვნესა და მძიმე ნაბიჯებით გაუდგა გზას უფროსთან შესახვედრად. ნელა-ნელა შეაღო კარები და წყნარად უთხრა. ---დილა მშვიდობის უფროსო მეძახდით? უფროსმა ერთი შეხედა წარბებშეკრულმა და გაბრაზებული ხმით უთხრა. ---ძალიან დაღლილი გამოიყურები ბატონო თორნიკე დაბრძანდით. შეიძლება გავიგო რამ დაგღალათ ასე? ---არა ასე მირჩევნია, ფეხზე ვიქნები. ---დაჯექი რომ გეუბნები. კბილებში გამოცრა მკაცრად მამაკაცმა. თორნიკე აათვალიერა და წყნარად შეეკითხა. მითხარი შენი აზრით. როგორი უნდა იყოს უფროსი, ბოსი და რა თვისებებით უნდა იყოს ის გამორჩეული. რა პასუხისმგებლობა და მოვალეობები ეკისრება, მის გარშემო მომუშავე პერსონალის მიმართ და რას ნიშნსვს იყო ლიდერი შენს საქმეში. აბა გისმენ. თორნიკე დაფიქრდა, შემდეგ გაეღიმა და უთხრა. ---იყო ლიდერი ეს იმას ნიშნავს. მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარ-მრავალი ყმიანი, მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული გამგებიანი, თვით მეომარი უებრო, კვლავ მოუბარი წყლიანი. უცებ ჩამოარაკრაკა თორნიკემ ვეფხვისტყაოსნიდან მცირე ნაკვეთი. ---თორნიკე როგორ ფიქრობ, მეტყობა მე ახლა,რომ მეხუმრება? იქუხა მამაკაცმა. ---კარგი რა ნუ ყვირიხარ, ისედაც თავი მტკივა. მოიცა გეტყვი, ნუ მიყურებ გაბღვერილი, არ გიხდება სიბრაზე შენ შალვოვიჩ. მამაკაცმა მაგიდას ხელი დაარტყა და მრისხანედ უთხრა. ---თორნიკე არ მეხუმრება. თორნიკე მიხვდა, რომ აქ სერიოზულ გაბრაზებას ჰქონდა ადგილი და წყნარად დაიწყო. ---მომისმინე, ალბად პირველ რიგში, მთავარია იყო ადამიანი. ზომიერად მკაცრი და ზომიერად მომთხოვნი. აუცილებლად სამართლიანი. საქმის პროფესიონალი და მეგობრული. ყველას რომ გაუხარდება უფროსის გამოჩენა. არ აქვს მნიშვნელობა რას საქმიანობს მომსახურე პიროვნება, უბრალო დამლაგებელსაც პატივი უნდა ვცეთ. კარგად მიცნობ და იცი, რომ ვერ ვიტან ქედმაღლობას და ვერც ხელქვეითების დამცირებას და არც სხვას მივცემ ამის უფლებას. დავაკმაყოფილე თქვენი კითხვები უფროსო? ---ჯერ არა. ახლა მითხარი შენ თავად ხარ ადამიანი? და აქ ნათქვამი თვისებებიდან, რომელს ამართლებ პირადად შენ? ---არ ვიცი.ეს სხვამ უნდა გითხრას და არა მე და ადამიანი ვარ აბა ვგავარ ცხოველს? ---ცხოველი გჯობია შენ ეს რომ იცოდე თორნილე თქვა მამაკაცმა წყნარად, რაც თორნიკეს არ მოეწონა. დავიწყოთ იმით რომ მომწყინდა შენი უპასუხისმგებლობა. კაბინეტში მხოლოდ ნახევარი საათით შეხვალ, ხელს მოაწერ საბუთებს და შემდეგ ქრები. მიდიხარ და მთელი დღეები დაბოდიალობ შენს ახლად შეძენილ მეგობართან ერთად. ---ეს ვინ ჩაგაწვეთა. ---მოკეტე და მომისმინე, არ დამიმთავრებია. ღმერთმა იცის სად დადი ხარ, ვისთან დადიხარ, რას აკეთებ, რატომ მივლი კრუგებს გარშემო, ხომ იცი ვერ დამემალები, ხომ იცი ჩემი თვალები 1000 კილომეტრის რადიუსით, რომ მოგძებნის ყველგან, ყველა წერტილში. გამაგებინე რა გინდა, რა არ გყოფნის, რა არ გასვენებს. ვისთვის ვიბრძოლე ამდენი ეს წლები. ეს ყველაფერი სხვას რომ გადაულოცო ჩემივე ხელით? რატომ მხდი სასაცილოდ? რატომ.შემდეგ დაწყნარდა ცოტა, წყალი დალია და გაგრძელა. კარგად ხარ მოწყობილი გხედავ. ---ისე რა, ვბრძოლობთ უკეთესობისაკენ. უთხრა თორნიკემ. ---არაფერია იცინე, იცინე და სულ მალე პარიზში წაბრძანდები და იქ გააგრძელებ მუშაობას. შეგხედავ შორიდან, შენი ცოდნით როგორ გაქაჩავ. ---წავალ არაა პრობლემა, მაგრამ თქვენ ვერ გაძლებთ უჩემოდ, ისე როგორც მე ვერ გავძლებ უთქვენოდ და მომენატრებით. ---წადი მომშორდი, გაქრი ახლავეს აქედან. მკაცრად უთხრა მამაკაცმა. ---უკვე მივდივარ და გავქრები ამ კაბინეტიდან მამიკო. ---მასხარა.მოესმა თორნიკეს მამის ხმა კარებში გასვლისას და გაეღიმა. შემდეგ მიუბრუნდა მამას და უთხრა. ---მამიკო ყველაფერი რომ გქონდეს და სიყვარული არ გაგაჩნდეს, ცხოვრება არ გაგიჭირდება? უსიყვარულოდ ჩათვალე, რომ არავინი ხარ და არაფერიც არ გაგაჩნია. ეს ჩემი სიტყვები არ არის. ეს სიტყვები წმინდა გაბრიელის სიტყვებია. ამიტომ მე ამ შენი შექმნილ ყველაფერთან ერთად სიყვარულიც მინდა და ვერ მაიძულებ უარი ვთქვა ამ გრძნობაზე. თვალი ჩაუკრა მამას და ღიმილით გაიხურა კარები. თემურიმ კი ღიმილით გააქნია თავი. არ შეიმჩნია, მაგრამ გაუხარდა თორნიკეს გულში ვიღაცას მოეკალათებინა. უკვე დროც იყო, კარგი დრო. თორნიკემ ღიღინით ჩაუარა გვერდი მაკას და უთხრა. ---შემდეგში გამაბრთხილე აქ რომ იქნება შალვოვიჩიი რომ საერთოდ არ მოვიდე იმ დღეს. ორივეს გაეცინა და სიცილით შევიდა მის კაბინეტში. ტელეფონზე კი დარინას ნომერი აკრიბა. ---როგორ ხარ ძვირფასო. უჩემოდ არ წახვიდე, მე გამოგივლი. თორნიკეს ჯერ სასიამოვნო კისკისი მოესმა და შემდეგ საყვარელი ხმა გაიგონა. ---მე მუდამ შენს ლოდინში.თორნიკეს კაბინეტის კარები ჭაღარა შეპარულმა მამაკაცმა შეაღო და ღიმილით უთხრა. ---არაჩვეულებრივად და ზედმეტად ბედნიერი ჩანხარ თორნიკე. ---ვარ კიდეც, ბატონო გიგი. ღიმილით უთხრა თორნიკემ. ---იმედია არ იცის სად მუშაობ და რას საქმიანობ. ---არა, არ იცის. ის ძალიან უბრალოა და ეს მომწონს მასში.თქვენ რომ იცოდეთ ის როგორ მღერის. ---აააა კიდეც მღერის? როგორ გაიცანი ასეთი არაჩვეულებრივი გოგონა? ---შემთხვევით, ეს სრულიად შემთხვევით მოხდა. ---არსად არ წაგიკითხავს ან არ გაგიგონია, რომ შემთხვევით არაფერი არ ხდება? ---საბედნიეროდ ჩემს შემთხვევაში მოხდა. თავის პოზიციას არ თმობდა თორნიკე. ---გინდა შევამოწმოთ? თორნიკემ უარის ნიშნად თავი გააქნია, მაგრამ მამაკაცმა ისევ გააგრძელა. მას უნდა გავუგზავნოთ შეტყობინება 12,000 ევრო და ცეკვა სტრიპტიზი. ---რააა? სულ გაფრინეთ ხომ თქვენ ორივემ. ვიცი თემურის მოგზავნილი რომ ხარ. გაბრაზდა თორნიკე მაგრამ შემდეგ გაეცინა. ის ასეთ შეტყობინებას, არასოდეს არ დათანხმდება. ---კარგი შენ დაწყნარდი და ამას ყველაფერს მე გავაკეთებ. აი ვწერ შეტყობინებას. მართლა დაიწყო წერილის წერა. მე ვარ ძალიან მდიდარი ბიზმესმენი და უნდა გამოგიტყდეთ, რომ ძალიან დიდი ხანია მიყვარხართ. მე გადავიხდი 12,000 ევროს რათა მხოლოდ ჩემთვის იცეკვოთ სტრიპტიზი. მომეცი ნომერი რომ გაუგზავნო. ---ის არ დაღთანხმდება ამაზე და ნუ აგზავნი. უთხთა თორნიკემ. ---შევამოწმოთ. მე მაინტერესებს, შენ არ გაინტერესებს? მომეცი ნომერი. აიღო იქვე დადებული თორნიკეს ტელეფონი და ნომერიც მოძებნა. აი გავაგზავნე, ეს ტელეფონი კი შენ გქონდეს, რათა პასუხიც თავად ნახო. ნუ მიბრაზდები, ეს უნდა გამეკეთებინა თორნიკე. დარინა გვიანობამდე შემორჩა სამსახურში საქმეებს და თან თორნიკეს ელოდებოდა. უკვე გასასვლელად ემზადებოდა, რომ მის ნომერზე შეტყობინება მოვიდა. წაიკითხა და ჩაილაპარაკა. ---რამდენი იდიოტი დადის ამ ქვეყნად. პასუხიც მოკლე დაწერა. თორნიკე დაძაბული იჯდა და ტელეფონის ეკრანს დასცქეროდა როდის გაანათებდა. აი გაანათა კიდეც, ნერვიულად დასტაცა ხელი და თვალებდახუჭულმა გახსნა შეტყობინება. ნელა-ნელა გაახილა ჯერ ცალი თვალი და ტელეფონს დახედა, წაიკითხა თუ არა შეტყობინება გული დაუწყნარდა და გაეღიმა. ტელეფონი კი იქვე მომლოდინე გიგის გაუწოდა, მან კი ხმამაღლა წაიკითხა. ---იდიოტო ნომერი შეგეშალა. ---შენ არ დაიმიჯერე და პასუხი მე ისედაც ვიცოდი.ტელეფონი გამოართვა გიგის და ჩქარი ნაბიჯებით დატოვა კაბინეტი. გიგიმ კი ღიმილით გააქნია თავი და ორივე ხელები მაღლა აწია. ---მადლობა უფალო. თორნიკემ თავის საფირმო ღიმილით შეაღო საიუველირო მაღაზიი კარები და ძალიან ლამაზი, ნაზი, თეთრი ოქროსგან დამზადებული ბეჭედი იყიდა. შემდეგ ლამაზი ყვავილების თაიგულიც მიამატა და ღიმილით გაუდგა გზას. ---დარინა ვგრძნობ, რომ თანდათან შენთან გამოთხოვების დღეც დგება, გაიზარდე შვილო. მთვარის მკრთალ შუქს გაჰყურებდა მარინა და თან თვალებში ცრემლი უბრწყინავდა სინათლის შუქზე. სახლში დედა-შვილი თბილად საუბრობდა, გარეთ კი ქარი საზარელი ღმუილით დათარეშობდა. ---რას ამბობ დედა. სად მიშვებ, რომ გამოგეთხოვო? გაუკვირდა დარინას დედის სიტყვები. ---გაკვირდები ეს ბოლო თავეებია. გაბადრული დადიხარ და .....- კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას,რომ ტელევიზორში ახალი ინფორმაციამ მიიპყრო მისი ყურადღება. ---წარმატებული ბიზმესმენი შუქნიშნის ბოძს დაეტაკა და მედიცინის დროულად ჩარევამ, მძღოლიც და შიგ მყოფი ბიზმესმენი საავადმყოფოში გადაიყვანა რთულ მდგომარეობაში. დარინამ მანქანას შეხედა და შუბლზე ცივმა ოფლმა დაასხა. თორნიკეს ნომერზე დარეკა რამოდენიმეჯერ და არავინმა უპასუხა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.