შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემთხვევითი სიყვარული-ნაწილი 12


20-10-2016, 19:48
ავტორი Liks14
ნანახია 2 924

მთელი ღამე ერთად გავატარეთ. უბრალოდ ვიჯექით და ვლაპარაკობდით. ერთმანეთს ვეფერებოდით. მზის ამოსვლას ერთად ვუყურეთ. აი ბედნიერი დღის ბედნიერი დასაწყისი!♥
-წრუწუ, ადექი.- ხელი მომისვა ლოყაზე იომ
-ჰმმ.-დავჭყიტე თვალები- რალამაზი დღეა- გავეხედე ფანჯარაში და ხელები ავწიე.
-ჩვენი ერთად ყოფნის პირველი დღეა.-გამიღიმა კრუასანმა-დაიმახსოვრე ესდღე.
-13 ივლისი-შევხედე იოს.
-13 ივლისი-შემომხედა .
ცოტახანი ერთმანეთს გაუნძრევლად ვუყურებდით. ფიქრებში ვიყავით გადართული. მე მასზე ვფიქრობდი. ჩემს წინ იყო მაგრამ მაინც მენატრებოდა.
-კარგი-გამოვერკვიე ფიქრებიდან-გავიდეთ გარეთ, გავისეირნოთ ტყეში.
-წამო-ხელი მომხვია იომ
გარეთ გავედით. ულამაზეს ხეებს შევცქეროდით, ბალახს, მზეს, ბუნებას და ვტკბებოდით.
-იცი როგორი ბედნიერი ვარ?-შემომხედა და მითხრა თბილი ხმით
-მეც, ძალიან-მივეხუტე ჩემს კრუასანს.
-შენ რა ტელეფონი გაქვს ლიზა?-მკითხა
მე შევიშმუშნე.
-ნოკია X- და გვერდით გავიხედე
იოს გაეცინა ჩემს ასეთ საქციელზე
-რაგაცინეებს?-შევხედე წარბებშეკრულმა
-ის მაცინებს რომ აღიარება არგინდა შენი ტელეფონის. გრცხვენია? კიმაგრამ რატომ? გინდა აიფონი გქონდეს? რადგინდა? მაგარი ტიპი რომ იყო? აიფონს მხოლოდ იმისთვის ყიდულობენ რაღაც ძალიან მაგარი ტიპები რომ გამოჩნდენ. სიმართლე გითხრა არმინდოდა ეს ტელეფონი მაგრამ, მამამ მაჩუქა როგორ გითხარი-გაეცინა იოს
-ვიცი, მაგრამ, მაინც საჭიროა. კაი შევცვალოთ თემა. მოკლეედ. რამეზე ვილაპარაკოთ რა-გავუღიმე მე
-ხო, კვირაში მივდივარ. არცისე კარგი თემაა მაგრამ უნდა მეთქვა. მერე ჩამოვალ 1-2 კვირაში. -ხმაში სევდა შეეპარა იოანეს.
-აუუ-ავბუზღუნდი მე.-ჩვენ ხომ მხოლოდ ახლახან გავხვდით შეყვარებულებიი-და ოდნავ ავწითლდი
იოანეს ჩაეღიმა და უფრო გაბედნიერდა.
-მაშინ შეყვარებული უნდა მაიმუნობდნენ-შემომხედა ეშმაკურად იომ
-რას გულისხომ?-ათასმა აზრმა გამიარა თავში. არმინდოდა ისეთი აღმოჩენილიყო იოანე როგორც მე ყველაზე საშინლად წარმომედგინა ის.
-დამშვიდდი-გაეცინა იოს
უცებ ფეხებში ხელი ჩამავლო და ზურგზე მომიგდო გუდასავით და გაიქცა
-იოო, გამიშვი დამსვიი-ვუბრახუნებდი იოანეს ზურგზე
იოანე კი კვდებოდა სიცილით.
-დამსვი ბიჭოო, ნუმირბიხარ-გამეცინა მე-აუ კაი იო რაა-ავბუზღუნდი.
უცებ ძირში დამაწვინა,ხელებით მიწას დაეყრდნო და ხელებში მომაქცია. მიყურებდა, ვუყურებდი .არაფერს ვამბობდით. ეს ქცვევა ხომ ჩვენი საყვარელი მოქმედება იყო. უცებ დაუფიქრებლად ზემოთ ავიწიე.მინდოდა მისი ტუჩების გემო გამეგო. ათასი აზრი მიტრიალებდა თავში. მაგრამ ჩემდა გასაკვირად ტუჩები ამარიდა და შუბლზე მაკოცა
-ამის დროც მოვა-გამიღიმა
-ვაიმე,მაპატიე არვიცი რა დამემართა,-ავფორიაქთი სირცხვილით გავწითლდი-გთხოვ დავივიწყოთ უბრალოდ.
ჩემი ლაპარაკის განმავლობაში იოანე წყნარად მიყურებდა და მიღიმოდა.
უცებ კრუასანის ტელეფონი აწკრიალდა
-დედა მირეკავს.
ტელეფონს უპასუხა
-გისმენ-უპასუხა სერიოზული ხმით.
-დედიკო, სახლში მოდი გთხოვ
-მალე მოვალ.
და გაუთიშა.
უცებ სახეზე მოიღუშა.
-კაი არაუშავს. იცი რა? მე დავუმტკიცებ მამაშენს რომ სიღარიბე სიყვარულთან არაფერ შუაშია.
იოანე ჩამეხუტა. ასე ვიდექით დაახლოებით 10 წუთი.
-კარგი წავიდეთ-შევხედე იოს
-კაი წრუწუნავ-და ცხვირზე ხელი მომიჭირა
-ჰეე გეყოო-გამეცინა მე
წინ გავუშვი და უკან დავედევნე. ვუყურებდი. მიყვარდა მისი ქუდიანი მაისური. დროდადრო რომ წამოიხურებდა და უსაყვარლესად გადაიწევდა თმებს. მიყვარდა მისი სურნელი. ტკბილი სუნი ქონდა, მაგრამ არა სუნამოს. ჩემთვის ტკბილი სუნი ქონდა მის თითოეულ ნაწილს, თვალს, ტუჩს, სახეს.
უცებ შემამჩნია რომ ვუყურებდი და შემოტრიალდა.
-მოდიხარ თუ უნდა იდგე და მიყურო თუ რა საშინელი ფეხები მაქვს-გაეცინა იოს
-არა, მაგას არ ვუყურებ. უბრალოდ ჩავფიქრდი
-კაი მოდი და მანქანაში იფიქრე-და გაეღიმა
გზაში
-დღეს ბავშვები ვიკრიბებით, ხომმოხვალ?-შემომხედა იომ.
-კიი, აუცილებლად.-გავუღიმე
-იცი რავიფიქრე როდესაც პირველად დაგინახე?-გაეცინა კრუსანს
-აბა-გამეცინა მეც
-ვის აქვს ასეთი მახინჯი თმათქო-და ჩაბჟირდა.
მე გაბრაზებული სახე მივიღე და ავბუზღუნდი
-აუუ გაეთრიეე შენ ღოოროო-დავუწყე ყვირილი მე და თან მეცინებოდა
-კაი გოგო ვხუმრობ. ეს გოგო უნდა დავითრიო თქო. ჰო ეს ვიფიქრე- და დაწყნარდა
-როგორ ადვილად იხდენ ჩანაფიქრს-გავუღიმე
-იოანე წერეთელი, თავიდანვე უნდა მეთქვა.-გაეცინა- იცოდე, ჩანაფიქრი, ოცნება, ყველაფერი თუარ მოიმოქმედე არცერთი არმოვა მისით. მე თავიდანვე რომ მოვსულიყავი და გამეცნობი ლამასოთი დამეწყო ახლა შენს სახლში იმაზე იწუწუნებდი თუ რატომ ხარ „ეილონი’’-და გაეცინა
-არასდროს მიწუწუნია იმ ფაქტზე რომ მარტო ვიყავი. იცოდე მე არასდროს ვიქნები მარტო. -გავხედე და თვალი ჩავუკარი.
გაეცინა.
-აუუ იოო გთხოვ რა გააღე თავი მთლიანად. რაქვია ასეთ მანქანას?
-მანქანა-გაეცინა იოს
-სახელი კონკრეტული-ავყევი მეც
-BMW 4 Cabrio-გაეღიმა-კმაყოფილი ხარ?
-კი, მიდი ახადე თავი თუ რაცქვია
-ლუქი-გაეცინა
იოს გაეცინა და ღილაკს დააწვა.
უცებ წამოვხტი და ხელები გავშალე. ვყვიროდი და ვწიოდი. არავის ესმოდა ჩემი ხმა გარდა იოანესა. იომ სიმღერა ჩართო Imagine Dragons – Demons. დავიწყე ცეკვა, ხელების ქნევა. იომ ტელეფონი ამოიღო და ვიდეოს გადაღება დაიწყო.
-ჰაჰა იოო გამორთეე-ვუკიოდი მე
იოანე მეჯღანებოდა და აგრძელებდა ვიდეოს გადაღებას.
მე ვიცინოდი, ვკისკისებდი, ვყვიროდი. იოანეც არ აკლებდა, ცალი ხელით ტელეფონი ეჭირა, ცალი ხელით ატარებდა.
მოკლედ ძალიან ბევერი ვიგიჟეთ.
-მოვედით-გამიღიმა იომ
-ჰოო, კაი საღამომდე. გავხედე კრუასანს.
-საღამომდე-გამიღიმა და მანქანა დაქოქა. სახლში ავედი.
ჩემოდნები ეწყო.
-მაა მოხვედი? 1 საათში გავდივარ-მომესალმა მამა
-სადა მამა?- შევხედე გაკვირვებული სახით.
-მამი, დაგავიწყდა დღეს რომ მივდივარ საზღვარგარეთ?-შემომხედა გაბრაზებულმა
აააარააა. დღეს მამიკო მიდის. ფუ რადებილი ვარ. როგორ დამავიწყდა. მაგრამ გუშინ ისეთი ღამე მქონდა მე ვინ ვიყავი ის აღარ მახსოვდა.
-არა მა უბრალოდ ჩავფიქრდი და ვეღარ გიპასუხე სწორად. კაი მა მიიდი მოემზადე
-კაი მამი
თავს დამნაშავედ ვგრძნობდი. ეს როგორ დამავიწყდაა.
აუ არაა. დღეს ხომ ბავშვები ვიკრიბებით. აუუ საშინელი ბედის პატრონი ვარ.
აუ კიდე კაი მაშკა გავაფრთხილე უკვე რომ არ ვიქნები მათთან ერთად.
ერთი საათი ფიქრებში გავატარე.
ტელეფონზე წერილი მომივიდა.
-ლიზ, ვერ მოდიხარ ანუ ხოომ? ჩვენ უკვე ვჯდებით, მერე ხომ მოხვალ, გამოგვიარე, ადგილი იცი. გელოდებით.
-კაი მაშკ.
ტელეფონი დავაგდე.
-მაა წამო წავედით.-გადმომძახა მისაღები ოთახიდან
მამიკო მივაცილეთ აეროპორტში.
-მა ძალიან მომენატრები-ცრემლებმა თავისი გზა იპოვეს მამას სახეზე.- იცოდე რომ ყველაზე ძალიან მიყვარხარ-ქსრუტუნებდა მამა.-ჭკვიანად იყავი მაა.დაგირეკავ ხოლმე-და ჩამეხუტა
-კაი მაა-ავყევი მამას ტირილში.-მიდი არ დაგაგვიანდეს.
მამა გავაცილეთ და სახლში გულდაწყვეტილი წამოვედი.
-დეი, მე და ჩემი ბავშვები ვიკრიბებით, მალე მოვალ-ვუთხარი საყვარელი თვალებით და გავენაზე
-კაი ლიზა. იცოდე არ დააგვიანო და ჭკვიანადდ...-გააფართოვა თვალები
დეიდას დავემშვიდობე და დანიშნულ ადგილზე მივედი.
-ლიზააა-დაიყვირა მაშამ და კარებთან მოირბინა. ბავშვებმა ვერ შემამჩნიეს. ზოგი რას აკეთებდა ზოგი რას.
-ჩემი საყვარელო-მოვეხვიე მაშას.
-მოდი შემოგვიერთდი- და ხელი მომკიდა
იოანე სანდროს ელაპარაკებოდა. თეთრი მაისური ეცვა და ზემოდან ცისფერი პერანგი. ზურგით იჯდა ჩემიდან და ვერ დამინახა. უცებ სანდრომ გამომხედა მერე იოს შეხედა. რაღაც უთხრა და იომ გამომხედა. უცებ ყურებამდე გაეღიმა. აშკარად გაუხარდა ჩემი მისვლა.
-გამარჯობა ბავშვებოო.-მივესალმე ბავშვებს.
-პრივეტ ლიზ, მოდი დაჯექი. -მითხრა ანიმ და ადგილი დამითმო.
იოანესთან მინდოდა დაჯდომა მაგრამ არმინდოდა რამე ეფიქრათ.
იოანეს ვითომც არ შეუმჩნევია, ტუჩის კუთხე ჩატეხა და სანდროს მიუბრუნდა. შიგა და შიგ თვალს მაპარებდა, გაეღიმებოდა და სანდროსთან ლაპარაკს განაგრძობდა.
უცებ იოს ვანიშნე გამოდი ერთიწუთი თქო.
-როგორახარ წრუწუნავ.-გამიღიმა იომ
-კარგად კრუასანო-გავუღიმე-მოკლედ რაღაც უნდა გითხრა. ჯერჯერობით არმინდა გაიგონ რა ურთიერთობაც გვაქ. ამიტომაც არავის უთხრა. სადნროზე ხომ არ გითქვამს?
-უპს-გააფართოვა თვალები და ტუჩები მომუწა.
-აუ, მოსაკლავი ხარ.-გამეცინა- მიდი და უთხარი არავის უთხრას.
-ახლა ვუთხარი ცნობისთვის-ჩამიკრა თვალი.
-კაი მიდი.-გავუღუმე
-მომენატრე, მთელი 2 საათი არმინახიხარ-ჩაეცინა იოს.
-მეც-ავხედე გაბრწყინებული თვალებით.
-შენ ხომ არ უთხარი ვინმეს?
-ჯერ არა, პირობა უნდა შევასრულო, მერე ვისაც გინდა ვუთხრათ.
-კაი-გამიღიმა.
იო ცოტახანი მიყურებდა. მერე ხელი ლოყისკენ წამოიღო. მერე გააჩერა და გაეცინა.
-რა გაცინებს-ვუთხარი
-არანაირი შეყვარებულობა-გამიღიმა და თავის ადგილს მიუბრუნდა.
რაღაც სანდროს უთხრა. სანდრომ გადმომხედა და თვალი ჩამიკრა
ასე გავიდა მთელი საღამო. იოანე კი არ მეშვებოდა, ორჯერ დამპატიჟა საცეკვაოდ, ერთხელ ვიუარე მაგრამ ბოლოს მაინც დავთანხმდი.
-ძალიან კარგი დღე იყო არა?-ჩამჩურჩულა ყურში ცეკვის დროს.
-შენს გარეშე არმომწონს-ვუთხარი-ნეტა როდის ვეტყვით ბავშვებს. მაშკას სახე მაინტერესებს-გამეცინა.
-სადნროს სახე უნდა გენახა-გაეცინა
-საბა სადაა?-ვკითხე და თვალი მოვავლე ბავშვებს
-შენ გვერდით-გაეცინა-ანის ეცეკვება
-რაა,-ავყვევი სიცილში-მაინც დაკერა ხოო?
-საბაა, არ გაუჭირდებოდა.
და საბას გადავხედეთ. საბამ თვალი ჩაგვიკრა.
ძალიან ბევრი ვიცეკვეთ. ცოტა დავლიეთ. გვინდოდა სახლში მივსულიყავით და არა ვინმეს მიეტანა ჩვენი თავი.
იო რაღაცაზე ფიქრობდა, მერე ადგა. მოვიდა და ყურში ჩამჩურჩულა
-დრო მოვიდა.-გამიღიმა და მაკოცა.
უცებ გავშეშდი. არვიცოდი რა გამეკეთებინა. დავნებდი და მოვლენების განვითარებას დაველოდე.
ბავშვების გაოცებულმა სახეებმა დამაბნიეს.
-იოანე, დამშვიდდი გთხოვ.
უცებ ხელი გადამხვია და ბავშვებისკენ შეტრილდა.
-ბავშვებო გაგვიცანით-გაუღიმი ბავშვებს- ჩვენ შეყვარებული ვართ.
რაღა უნდა მეთქვა, აზრი აღარ ქონდა.ველოდებოდი ბავშვების სიტყვებს თუ როგორ არ ვუხდებოდით ერთმანეთს. მაგრამ
-ვააააააუუ-იკივლა მაშამ
-აუ ბიჭო ამას გვიმალავდი-შესძახა გიომ
-ჩემი ბავშვებიი გამოგვიხტა ანი და ჩაგვეხუტა.
მოვარდა ყველა და მათაც ჩაგვეხუტნენ
-გილოცაავთ-დაიწყეს ყვირილი
მე ბედნიერებისგან აღარ ვიცოდი რაღა მექნა. ხან ერთს ვეხუტებოდი ხან მეორეს.
იოანეს გავხედე. ისეთი ბედნიერი იყო. იცინოდა და ბავშვებს ეხუტებოდა. მერე შემომხედა. ტუჩები შეკრა და თვალი ჩამიკრა.
................................................................................................
დილით თვალები გავახილე და უცნაური გარემო შემრჩა ხელში. მერე გამოვფხიზლდი და ჩემი სახლი ვიცანი. მაგრამ ლიზაც რომ დავინახე სიხურლისგან აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა. ცოტახანი ვუყურებდი თუ როგორ ეშმუშნებოდა კურნოსა ცხვირი როდესაც სუნთქვდა. ტუჩებს აცმაცუნებდა. ვეღარ მოვითმინე და გავაღვიძე რომ არ მეკოცნა.
დილა ერთად გავატარეთ. დავრბოდით და ვიყავით. მერე ხელში ავიტაცე და გავიქეცი. მიბრახუბენდა დამსვი დროზეო მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი. ბოლოს ბალახში ჩავაწვინე. ზემოდან მოვექეცი და დაველოდე რას იზამდა. უცებ წამოიწია და უნდოდა ეკოცნა. ტუჩის მაგივრად შუბლზე ვაკოცე. ვიცოდი რომ არიყო ასეთი ლიზა, ასეთი სიტუაცია მე შევუქმენი რომ სდომოდა ეკოცნა ჩემთვის. უცებ დაიბმნა, გაწითლდა და ბოდიშები მომაყარა. ჩემი პატარა.
სახლში მივაცილე და უკან წამოვედი.
-დედაა, მოხვედი ჩემო სიხარულო-შემეგება კარში დედა.
-კი დედა-გადავატრიალე თვალები
-მოდი შვილო, მამას უნდა შენთან ლაპარაკი
-არმინდა მასთან ლაპარაკი-ვუთხარი და გავშორდი.
-იოანე შვილო, -გამოვიდა კაბინეტიდან მამა-გთხოვ მაპატიე, არმინდოდა ასეთი სიტყვები მეკადრებინა ლიზასთვის. უბრალოდ ვერ დავუფიქრდი. გთხოვ მაპატიე.
-იცი რას გეტყვი?- და შევხედე- როდესაც ისწავლი თუ რა არის ადამიანობა, მაშინ მელაპარაკე.
ოთახში ავედი. საღამოსთვის მზადება დავიწყე.
ჩემი ყველაზე საყვარელი ტანსაცმელი ჩავიცვი. თეთრი მაისური რომელიც თბილისში ვიყიდე, ზემოდან ცისფერი პერანგი რომელიც გერმანიაში ყოფნის დრო ვიყიდე და ადიდასის კედები.
რესტორანში მივედი. მაშკა და სანდრო დამხვდა. ნელნელა გროვდებოდა ბავშვები. ლიზა არა და არ ჩანდა.
-ლიზა სად არის მაშკა?-ვკითხე მაშკას
-მამას აცილებს. საღამოს მოვა
სული ამოვითქვი. მეგონა ვერ ვნახავდი დღეს. არადა ისე მენატრებოდა. ცოტახანი ლაპარაკში გავატარეთ.
საბა ანის ელაპარაკებოდა, ისე ინაზებოდა საბა რომ ასეთი საბა არც მინახავს.
-ბიჭო-გამომხედა სანდრომ-რაღაც ძაან კითხულობ შენ ლიზას ხოიცი, რამე ხომ არ ხდება?-გაეცინა
-არა ძმა რაუნდა ხდებოდეს-ვცადე მომეტყუებინა რადგან არმინდოდა ეს ამბავი ვინმეს გაეგო.
-ხოიცი შეგიძლია მენდო-ჩამიკრა თვალი სანდრო-ჰა მიდიი თქვიი
-ჰოკაიი, კაიი, შეყვარებულები ვართ, გუშინ ვუთხარი ყველაფერი, მასაც ვუყვარვარ, და ასე , მოკლედ ერთად ვართ.
-რაა? მაგას მიმალავდი ტო? ჰა დროზე უთხარი ბავშვებს თუგინდა მე ვიტყვი-გაეცინა სანდროს
-არა სანდრო, არმინდა ბავშვებმა გაიგოს, როდესაც ამის დრო მოვა ვეტყვი ყველას ყველაფერს.
-აუ ვიცოდი ძმა რომ მაგარ გოგოს დაითრევდი-თვალი ამარიდა და კარებისკენ გაიხედა
-შენი გოგო მოვიდა-მითხრა სანდრომ
გავიხედე და ლიზა დავინახე. გამინათდა სახე. ისეთ საყვარელი იყო მინდოდა შემეჭამა.
თვალს მარიდებდა, მივხვდი რატომაც და აღარაფერი მიკითხავს.
უცებ გამიყვანა და მითხრა რომ მასაც არუნდოდა ბავშვებს გაეგოთ. შევთანხმდით და ჩვენ ადგილებზე დავბრუნდით.
ძალიან გავერთედ, ვიცეკვეთ, მერე დასალევი მოგვინდა და დავამატეთ კიდე. ბოლოს ერთი იდეა მომივიდა თავში მთვრალს. რატომ უნდა დამემალა ბავშვებისთვის ის რომ მე და ლიზა შეყვარებულები ვიყავით? ვინმე დაგვიშლიდა? უცებ ავდექი და ლიზას ვაკოცე. არვიცი ეს რატომგავაკეთე, დაუფიქრებლობის გამო იყო. მაგრამ არ მინანია. ყველაფერი ვუთხარით ბავშვებს. ბავშვებმა ჯერ გაოცებულები სახეები მიიღეს, მერე კი ერთიანად წამოხტნენ და მოლოცვა დაიწყეს. ლიზას გავხედე, მიყურებდა. ისეთი საყვარელი იყო ,ბედნიერი, მინდოდა სულ ასე ყოფილიყო. შევხდე და თვალი ჩავუკარი.



№1  offline წევრი isterichka123

ვოუ მაგარია ასე გაგრძელე

 


№2  offline წევრი Liks14

დიდი მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent