შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სვანური ვერდიქტი (11 თავი)


20-10-2016, 23:12
ავტორი terooo
ნანახია 3 504

საღამოს კოცონის წინ ვისხედით ყველანი, ღამეს ვათენებდით, ბიჭებმა კარვებიც გაშალეს.
-რომელიმეს რომ გინდოდეთ დაიძინეთო.- პირველი მაკუნა გაემართა, სანამ დაწვებოდა, კარავის ყელა წერტილი შეამოწმა, ყველა მილიმეტრი, არაფერი იყოსო, შემდეგ მშვიდად დაწვა და დაეძინა კიდეც დაღლილს.
ჩვენ უბრალოდ ვბაასობდით, ვსაუბრობდით, ისტორიებს ვყვებოდით, ლუკა სასიამოვნო მოსაუბრე გამოდგა, სასიამოვნო ამბებს ყვებოდა, შემდეგ ქართული ნანაც შეგვისრულა დაბალ ხმაზე, რა სასიამოვნო იყო. ხეების შრიალი, მთვარე ხან გამოჩნდებოდა ხან დაიმალებოდა, უბრალო ნიავიც კი რაღაც სასიამოვნო ამბავს გიყვებოდა, წარსულში მაბრუნებდა და აქ მომხდარი ბრძოლებისა და ომების ამბავს მახსენებდა. თითქოს იქ იმ ბრძოლის დროს მეც მათ გვერდით ვიყავი ოღონდ დახმარების საშუალებაც კი არ მქონდა, რამდენ შეგრძნებას იწვევდა ეს სამყარო, არ შემცდარვარ მის შესახებ ასეთი გადამეტებული სიყვრული რომ მქონდა.
-რას ფიქრობ?- ნაინა მომიჯდა გვერდით და მხარზე დამადო თავი.
-ყველაფერზე და ამავ დროს არაფერზეც. ამ სამყაროზე, უბრალოდ თვალებს ვხუჭავ და ნიავის შრიალი რომ მესმის უკვე სხვა სამყაროში ვარ, უკვე სულ სხვა ემოციით ვივსები. როგორ მშვიდად ვარ, ამ უდაბურ ტყეშიც კი ნეტავ იცოდე.
-ბავშვობაში ერთი მეგობარი მყავდა, მასაც შენს მსგავსად მარიამი ერქვა, -ჩემს მხარზე კომფორტულად მოკალათდა და დაიწყო- რა ბავშვობაში, სკოლას ვამთავრებდი ჩვენთან რომ ჩამოვიდა, აქ მასწავლებლად მოიწვიეს, გაცვლითი პროგრამით იყო, ისეთი თბილი და უშუალო იყო თავიდანვე შემიყვარდა, მის თვალებში სიცოცხლის დაუღალავ წყურვილს ვხედავდი, მხიარული და ღიმილიანი იყო მუდამ, ენერგული, დაუღალავად შეეძლო ეკეთებინა ის რასაც ხელს მოკიდებდა, - რამდენიმე წამით შეისვენა და განაგრძო- ჩვენს მეზობლად ცხოვრობდა, ახლა ის სახლი მიტოვებულია, იქ აღარავინ ცხოვრობს რამდენიმე წელია და ალბათ დაინგრევა კიდეც მალე, მაგრამ მოგონებები მაინც ცოცხლობენ.
არაფერს ვეკითხებოდი, უბრალოდ შევამჩნიე რომ დაცლა სჭირდებოდა, ემოციებს ვეღარ ერეოდა, ალბათ საიდუმლოც კი, გულზე ლოდად აწვა და მოსვენების საშუალებას არ აძლევდა, მე კი უპირობოდ მენდო, ჩემს მხარზე ედო თავი, თვალები ცეცხლისთვის გაეშტერებინა და წარსულში მოგზაურობდა ალბათ. ნაინასთვის შეუფერებლად მოიწყინა თვალებიც კი ჩაუქრაო თითქოს.
-შეუდარებელი პედაგოგი იყო, ამბობდნენ რომ სკოლა გამოაცოცხა, ახალი ტენდეციები შემოიღო და დაუღალავად შრომობდა, მერე... მერე კი შეუყვარდა...- ღრმად ამოისუნთქა და თხრობა განაგრძო- შეუყვარდა, როგორც თავად ამბობს თავი შეაყვარეს ძალით, ბედნიერი იყო, სიყვარულით დაფრინავდა ისეთი ბედნიერი იყო, სიხარულს ასხივებდა.- ისევ ღიმილმა დაუფარა სახე- ჩვენ დავმეგობრდით, მეუბნებოდა გულწრფელი თვალები გაქვს და შეუძლებელია ადამიანს ატკინო და ეშმაკურად მოექცეო. ყველაფერს მიყვებოდა გარდა იმისა რომ არ მეუბნებოდა ვინ იყო, მისი სახელიც კი არ ვიცოდი, მისი აღწერით ვერავის ვერ მივამსგავსე, ისეთი ბავშვური როგორსაც ის მიღწერდა არავინ იყო, ან იქნებ საკმაოდ დიდი არ ვიყავი რომ ადამიანი გამომეცნო. სახლში დაბრუნებას აპირებდა რამდენიმე კვირით, არ მინდა წავიდე მაგრამ სახლშიც გაგიჟებულები მელიან ,,როდის გნახავთო“?
ისე ამოიხვნეშა თითქოს გულიც თან ამოაყოლო, ახლა მივხვდი რომ ამ პატარა არსებას რამდენი ტკივილი ჰქონია გულში, რამდენ ცრემს ინახავდა მისი თვალები, სხვებს კი არასდროს ააფერს აჩვენებდა, მე ... მე არ ვიცი რატომ მენდო..,. არ მეცოდინებოდა მანამ დანამ თავად არ მეტყოდა მიზეზს.
-წავიდა, ღიმილით მაგრამ მაინც ფეხხები უკან რჩებოდა, გუშინ მთელი დღე მიბღვერდა რომ გაიგო მივდიოდიო, ჩუმად მითხრა და ჩამეხუტა. იცის ჩემი მეგობარი რომ ხარ, იცის რომ თუ რამე დაჭირდება და ჩემთან დაკავშირება მოუნდება შენი დახმარება დაჭირებდა, შესაძლებელია გენდოს, შენი დახმარებით ყველაფერს შეძლებს. მითხრა გამიღიმა და წავიდა. მართლაც დაბრუნდა რამდენიმე კვირაში, უფრო მეტად გაცისკროვნებული, უფრო მეტი ღიმილითა და სიხარულით აღსავსე. რომ დმინახა, უცებ გაიღიმა გამოიქცა ჩამეხუტა და ჩუმად მითხრა:
*მალე ქორწილი იქნება მოემზადე და ნათლიაც იქნებიო.
-გამიკვირდა თითქოსდა არც კი ველოდი, ან იქნებ ველოდი კიდეც, ბიჭის სახელიც კი არ ვიცოდი, არ მეუბნებოდა, როც დრო მოვა გაიგებო, უფლებას არ მაძლევს მისი სახელი რომ ვთქვა, ეშინია ხალხმა მისი აზრი თავს არ მომახვიოსო- მეტყოდა გამიღიმებდა და კისკისით გაისწორებდა თმებს.
-მერე.. მერე ყველაფერი აირია... - ჩემი თითებ ჩაბღუჯა ნანამ, რაც უნდა ეთქვა დიდი ტკივილი იყო, ვერ უძლებდა, სულიც ტკიოდა.- მერე მისი თვალებიც ჩაქრა, სულ ცრემლით ჰქონდა სავსე, ვეღარ უძლებდა, თქვა რომ იმ ბიჭს პრობლემები ჰქონდა ოჯახში, იმის მიუხედავად რომ ძლიერი იყო, ოჯახში ნათქვამს ვერ შეეწინააღმდეგა, ჩემი გოგო ნელ-ნელა ჩაქრა
-ჰეი მანდ თქვენ- გიორგის ხმამ დაგვაბრუნა წასრულიდან კოცონთან- რას ჩურჩულებთ?
-განსაკუთრებულს არაფერს- სახეზე ისევ ის თბილი ღიმილი დაიბრუნა- ნათელი და უდარდელი, ჩუმად ჩურჩულით მითხრა მაინც, მოგვიანებით გავაგრძელოთ.
-აბა ეხლა ჩვენც ჩაგვრიეთ- ეს უკვე ლუკა იყო
-კარგით რა- საწყლად თქვა ნაინამ- მარიამი მისი ცხოვრების შესახებ მიყვებოდა, თურმე შეყვარებულიც კი ყავს- ისე მხიარულად და უდარდელად თქვა მეც კი დავიჯერე სიმართლეათქო.
მხოლოდ მას ვუყურებდი, დავინახე თვალები როგორ ჩაუქრა და ბრზით როგორ აენთო, ხელები როგორ ძლიერაად დამუშტა, სახეზე კი არაფერი შეეტყო, საერთოდ არც ერთი ნერვი არ შეტოკებია.
-რატომ მოიტყუე?- ნაინას მსუბუქად ვუჩქმიტე და ჩუმად ვუთხარი.
-მაცადე დავტკბე რა- მანაც ღიმილით მითხრა და - იცოდე ქორწილში მეც ვარ, არ გამომაპარო.
-ნაინა- მკაცრი იყო მისი ხმა
-რა მოხდა ძამიკო?- ისევ ის თბილი ღიმილი- მე და მარიამი საკმაოდ დავმეგობრდით, ეს კი საკმარისია მისი ბედნიერების დღეს მის გვერდით ვიყო.
-და მერე სად არის? აქ მარტო როგორ გამოგიშვა? თან ამდენი ხნით?- ეს გიორგ იყო, ბიძაშვილების მზერა დავიჭირე, თითქოს უხმო მადლობა გადაუხადეს ერთმანეთსო.
-ნაინამ ..- სიმართლის თქმას ვაპირებდი, როდესაც ისევ ნაინა ჩაერთო
-ის ბიჭი რამდენიმე თვე საქართველოში არ იქნება, ნაინამ კი ამით ისარგებლა და მისი სანატრელი კუთხე მოინახულა. თან შვებულებას მშვიდად ატარებს.
-კარგი, მარტო მე ხომ არ უნდა დავიჩაგრო და ჩემი ცხოვრება არ უნდა იყოს სააშკარაოზე გამოტანილი- ღიმილით ვთქვი- თქვენზეც გავიგო ცოტა რამ უკეთესი იქნება.
-აბა ვისზე გაინტერესებს?- აღფრთოვნებული დარჩა ნუცა- მოდი ბიჭებიდან დავიწყოთ.
-ჩუმად ის არ გავაღვიძოთ და თუ გინდათ ჩემ საგვარეულო ისტორიასაც მოგიყვები- თქვა ლუკამ და გაიცინა. მაკუნა იგულისხმა იმ უჟმურს დააყრიდა კითხვებს, ახლა მე რომ მიყურებდა და ცდილობდა თვალებით გავებურღე.
-მარჯვნიდან დავიწყოთ მაშინ- ნაინას ვანიშნე დაიწყეთქო- შენი ბრალია და შენვე გაცურე პირველმა.
-გინდა აქ მთაში დამტოვოს? - გადაიკისკისა და ძმას გაუსწორა მზერა.
-ვიღაც მუდმივ ბილეთს აიღებს გერმანიის- მანაც გაუღიმა და მზერა გაუსწორა.
-არავინ არ არის ჩემს ცხოვრებაში, ისეთი ვისაც მთელ ჩემს ცხოვრებას დავუკავშირებ, აქ ყველანი ცდილობდნენ საკუთარი ზალაუფლება დაემტიცებინათ, ყველა პირველობას ითხოვდა და ,,ცოლი ვიცი კუხნაში“, გერმანიაში კი... ისინი კი უბრალოდ ცივები და განსხვავებულები არიან, ვერ შევატყვე რომ ადამიანობა კიდევ შერჩათ, ნამდვილი ფაშისტები არიან, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ, გარეგნულად რამდენადაც მიმზიდველები და სიმპტიურები არიან იმდენად ცივი და მიუკარებლები არიან შინაგანად.- თავისუფლად საუბრობდა და რამდენჯერმე ძამიკოს ჩაუკრა თვალი.- ჰეი ლუკა შენი ჯერია.
-ჩემიი?- იმდენად მრავალმნიშვნელოვნად თქვა, ყველანი მივხვდით რომ საინტერესო ამბავი იწყებოდა- პირველ კურსზე ვიყავი ერთი გოგონა რომ დავინახე, ფაქიზი და ნაზი, ველური ხასითით- სევდანარევი ღიმილით გაიღიმა- ხასიათი მოგვიანებით გავიგე, როდესაც პირადად გავიცანი, იმდენად უკარება და ამავ დროს ნაზი იყო, ყველა ძალა გამოვიყენე რომ გამეგო ვინ იყო, ის მესამე კურსზე იყო მე პირველზე, საერთო მეგობრები აღმოგვაჩნდა, რაღაც გადანაცვლება მოხდა და რამდენიმე ლექცია ერთად ჩაგვიტარდა, არაფერი მესმოდა ლექციაზე, მხოლოდ მას ვუყურებდი, მხოლოდ მისი ხმა ჩამესმოდა, - ამოისუნთქა ლუკამ და მთელი გულის ოხვრა თან ამოაყოლა.
-აუ ამის საქმე წასულია- თქვა გიომ და საერთო სიცილი მოყვა.
-ყველას შეიძლება ეგრე დაემართოს- ჩაერია აქამდე ჩუმად მყოფი თეკლა.
-განაგრძე- უთხრა ნაინამ
-მერე როგორც იქნა გავიცანი ახლოდან, დავახლოვდით, მერე დამცინოდა პატარა ხარო, რამდენიმე კვირის წინ ბოლო გამოცდის დღეს როგორც იქნა გამოვუტყდი სიყვარულში- თავი ჩახარა, ყველა მიხვდა შედეგს, არავის არაფერი არ უკითხავს, ელოდნენ როდის დაასრულებდა. - ჯერ იცინა, მერე დამცინა, მერე გამიბრაზდა, ბოლოს კი პატარა ბავშვივით დამიყვავა და მითხრა რომ გადამივლის, მე პატარა ვარ და უნდა გავიზარდო.- მერე კი მხიარულად დაამატა- ჩემს იქეთ გზა მაინც არ აქვს. ახლა თეკლას ჯერია.
-მე რა მაქვს სათქმელი- ჩუმად დაიწყო- ისეთი დესპოტი ძმა მყავს, ვინმემ უბრალოდ რომ გამიღიმოს იმაზეც ეკეტება, მისი ძმაკაცები ისე მექცევიან თითქოს სიარული ახლა ვისწავლე და არ უნდა დავეცე, ისე არავინ არ გამოჩენილა ჩემს ცხოვრებაში მაგრამ როცა გამოჩნდება, ისეთი უნდა იყოს მთელი ცხოვრება მის გვერდით რომ გავატარო. მეც დავასრულე- ღიმილით თქვა და მის გვერდით მჯდომ იაგოს გახედა ჩუმად.
ყველა გაირინდა, ყველას სნთქვა შეეკრა, მხოლოდ ნაინა იყო მშვიდად და ძმას უღიმოდა, მხოლოდ ის იყო ახლა ამ წამს თვისუფლად, მხოლოდ მან იცოდა იაგოს ხასიათი, ძმას გამამხნევებლად შეხედა და ღიმილი შეაფრქვვია.
-მე სიყვარულის და ასეთი სენტიმენტალობების არ მჯერა, მხოლოდ სუსტებს უყვარდებათ და მერე უფრო სუსტდებიან.- თქვა მკაცრად და გიორგის გახედა- მე დავასრულე. უცებ წამოდგა და ამ ხნის მანძილზე პირველად შევამჩნიე მის ხელში სიგარეტი. არავს მიუქცევია ყურადრება, მიჩვეულები იყვნენ მის გამოხტომებს, მე კი მზერა გავაყოლე.
-ანუ ჩემი ჯერი დადგა...- ღიმილით დაიწყო გიორგიმ- შეყვარებული ვარ, თქვა ამაყად, ჩემს გვერდით მყოფის ჩუმი კვნესა მოწვდა ჩემს სმენას, ნუცას თავი დაეხარა და თვალები დაეხუჭა, მუხლბი მაგრად მიეჭირა გულზე და ხელებიც შემოეჭდო- იმდენი ხანია რომ სათვალავიც კი ამერია- ღიმილით განაგრძობდა გიორგი და ყველას მოავლო თვალი, ცოოტა ოდენი მზერა ნუცაზე შეაჩერა, ისევ გაიღიმა და განაგრძო- პირველად რომ ვნახე გიჟის შთაბეჭდილება დამიტოვა, უნივერსიტეტის წინ ვიღაც ბიჭს მთელი მონდომებით ეჩხუბებოდა, ერთი ციდა გოგოს ვიღაც აყლაყი დაეყენებინა და რაღაცას მთელი მონდომებით უხსნიდა, მეგონა რომ ხელს თუ დაადებდა, ეს ერთი ციდა გოგო გაქრებოდა, ის ბიჭი კი ადგილიდანაც კი ვერ იძროდა, ჩემი დახმარებაც კი არ დაჭირდა, იმ წამს ის ბიჭი ისე შემეცოოდაა... უხმოდ დაუქნია თავი და თავდახრილი გაუჩინარდა ადგილიდან, ამ ერთი ციდა გოგოს თვალიც კი ვეღარ მოვკარი, ღამის მყუდროება დამირღვია, მერე კიდევ რამდენჯერმე მოვკარი თვალი, უფრო და უფრო მაოცებდა მისი შეუდრეკელობა, მერე ვნახე იქ სადაც მის ნახვას არ მოველოდი, აი, მაშინ კი დავრწმუნდი რომ მაგარ შარში ვიყავი, იმ ღამით მეგობრებთან ერთად გადავათენე ჭიქასთან ერთად და მხოლოდ დილით ვაღიარე რომ მიყვარდა, ლამის მაშინვე წავედი მასთან, მაგრამ ბიჭებმა მითხრეს შეაშინებო და არ გამიშვეს, მერე ფხიზელზე გადავიფქქრე, უნივერსიტეტი დამთავროსთქო, დრო კი მიიპარებოდა, ახლა ველოდები, ძალიან ცოტა დრო დარჩა, ვიცი მის ცხოვრებაში არავინაა, ეს არც კი დამიშვია, ზოგი ძალით, ზოგი ნებითაც კი გავუშვი, შორიდან მაგრამ მაინც ჩემი ქვია.
-და მოიცა ეს ამბავი ახლა აქ უნდა გამეგო მე?- ნაინას სახე გაბადროდა, მზესა გავდა ამ წამს, სიხარულის სხივები დასთამაშებდა სახეზე.
-და როდის უნდა მეთქვა?- გაუკვირდა გიორგის
-სანამ მას ეტყოდი?- ისევ იცინოდა ნაინა.
-მან ჯერ ხომ არც კი იცის? არც კი მითქვამს, მხოლოდ ახლა ვთქვი, და ჩვენ ხუთის გარდა არავის არ ეცოდინება.
-გიორგი მოგკლავ- სრული სერიოზულობით უთხრა ნაინამ და ნუცას გახედა, რომელიც უცვლელ პოზაში იჯდა ისევ.
-მიყვარს- ღიმილით თქვა გიორგიმ- მე დავასრულე ახლა ნუცას ჯერია.
-მეეე- ღრმად ამოიხვნეშა და ისევ თავი ჩახარა- არ მიყვარს, ეს გრძნობა რომელიც თითქმის არ არსებობს, რომელსაც ტკივილისა და ცრემლის მეტ არაფერი მოაქვს ადამიანებისთვის, ის მხოლოდ რჩეულთა ხედრია და როგორც ჩანს მე რჩეულთა შორის ვერ მოვხვდი. სიყვარულს მხოლოდ ტკივილი და იმედ გაცრუება მოაქვს.- თვალი გაუსწორა ცეცხლის მოთამაშე ენებს- მე დავასრულე, შენი ჯერია მარიამ.
- არასოდეს მდომებია რომ სხვებზე უკეთესი ვყოფილიყავი ან მათზე მაღლა ვმდგარიყავი, რაც მინდოდა ყოველთვის ჩემი შრომით ვაღწევდი და მივისწრაფოდი,- დავწყე და ყურადღებას არ ვაქცევდი ნაინას მსუბუქ ჩქმეტებს, უბრალოდ გავუღიმე და განვაგრძე- ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდი, სულ რაღაც ახლის ძიებაში ვიყავი, ამიტომაც გამეპარა უსაზღვროდ დრო, დრო როცა ადამიანებს ერთმანეთი უყვარდებათ, როდესაც ერთმანეთს სწავლობენ, იცნობენ, უახლოვდებიან და ამ ყველაფრის შემდეგ ალბათ კიდეც ქორწინდებიან. - მისი მზერა დავიჭირე რომელიც ისევ მის ადგილას დაბრუნებულიყო და გიოსთვის გადაეხვია ხელი, წამით მისი მზერაც კი დავიჭირე, პირველად ვხედავდი მის თვალში ანარეკლს, ეს ხომ აქამდე არ მინახავს, მისი თვალები სარკეს გავდა, უცებ მოვარიდე მზერა- მაგრამ მე გამომეპარა, ბედნიერების და სიყვარულის დრო გამომეპარა, ან გვერდი ისე ჩავუარე ყურადღებაც კი არ მივაქციე, არასდროს არ ყოფილა ჩემს გვერდით ადამიანები რომლებზედაც სერიოზულად ვიფიქრებდი, აი, თეკლას მსგავსად სიყვარულის მოსვლის ერთხელ მწამს, გიყვარდება ერთხელ და სამუდამოდ- მერე უნებურად გამეღიმა- ალბათ თინეიჯერი გოგოს მსგავსად ვმსჯელობ მაგრამ რა ვქნა ესე ვფიქრობ, მე სიყვარულის მარადიულობის მჯერა. თუ შემიყვარდება ჩემს გვერდით იქნება მთელი ცხოვრება, არ მჯერა ფრაზის, უყვარდატ და დაშორდნენ, თუ უყვარდათ ერთმანეთი გადაუყვარდათ? არა, ადამიანებს არ აქვთ ძალა სიყვარულს გულში ჩაწვდნენ, თავად სიყვარული შეიყვარონ და ჯერ ადამიანი და მერე სიყვარული. ვერ ჩაწვდნენ სიყვარულის არს, არ უნდა გახუნდნენ ერთმანეთის თვალებში, მე მიმაჩნია რომ საყვარელ ადამიანზე ძვირფასი არავინ და არაფერი მეყოლება, ის ყველაფერი იქნება ჩემთვის, საუკეთესო მეგობარიც კი, ამიტომ ვერ ვიპოვე ალბათ აქამდე- ღიმილით დავამთავრე და ხუთი წყვილი თვალი იყო ჩემზე მოპყრობილი- და ის რაც ნაინაამ თქვა- ისევ განვაგრძე- უბრალოდ იხუმრა, არავინ არსებობს ჩემს ცხოვრებაშ და თუ კი იარსებებს მე მას არასოდეს დავმალავ, მეც დავასრულე.
-ვაუ, ყველაზე ვრცელი სიტყვა გამოგივიდა- გამიღიმა ლუკამ და მოწონების ნიშნად თითები მაჩვენა.
ცეცხლს ვუყურებდი, ცეცხლის მიღმა კი მის თვალებს, ვგრძნობდი როგორ შეავსო ჩემმა სიტყვებმა, მაგრამ მეშინოდა, მეშინოდა მისი შავი თვალების, რომელშიც აიზბერგი მაინც დაცურავდა, შეჯახების მეშინოდა, რომელსაც ვერ მოვერეოდი და მეც გამყინავდა. სითბოს სხივები, სინათლის სიჩქარით ვრცელდებოდნენ მის თვალებშ მაგრამ... მაინ ვერ ვიჯერებდი, მაშინებდა ეს სითბო, რომელიც მხოლოდ ჩემი წარმოსახვა არ ყოფილიყო, რომ მერე გვიანი იქნებოდა და მთელი ცხოვრება სინანულში გავატარებდი.
-ხვალ რა გეგმები გვაქვს ა უნდა მოვინახულოთ?- დუმილი თეკლამ დაარღვია, როგორ მომწონს ეს გოგო რაღაც განსაკუთრებული შარმი აქვს.



№1  offline მოდერი zia-maria

ისეთი დიდი საიდუმლოს მალავს ეს სიტორია,ჯერ ვერ შევივსე,ვერ აღვიქვი ისტორიის საიდუმლო.იმედია მალე ჩავწვდები მის სიღრმეს,შიგ გულში და ყველაფრის გარკვევის შემდეგ,მეც დავისვენებ.ძალიან მინდა მარიამო და იაგო ერთად დარჩეს,ეს წყვილი ერთმანეთს ავსებს.თუმცა ისიც ვიცი,ამ წყვილზე არ არის ეს ისტორია,აქ სულ სხვა რამაა ამოსაცნობი.საიდუმლოს დიდი გასაღები ავტორ თქვენს ხელთაა და მოვყვებით ფეხდაფეხ თქვენს ნაამბობს.ძალიან კარგი თავი იყო,მოკლე და სასიამოვნო.გულწრფელობის საღამოს უფრო დავარქმევდი ამ თავშეყრას.გელოდებით,თუმცა ვიცი,რომ დაგაგვიანდება,დღეს იმოდენა ტკივილის დარტყმა მიიღე.გამძლეობა ჩემო საყვარელო და მაპატიე,რომ ამ საღამოს აგაფორიაქე,მეც ძალიან ვინერვიულე. disappointed_relieved

 


№2  offline აქტიური მკითხველი select

აი ეს ისტორია არის რაღაც გასაოცარი რაა რაღაცას მალავს და ვერ ჩავწვდი რაა კითხვისას ისე ჩავეფალი რომმ კბილის ტკივილიც დამავიწყდა ძალიან მომწონს რაღაცნნაირია აი რომ გინდა თქვა მაგრამ სათქმელს თავს რომ ვერ უყრი ისე ვარ მე ეს ისტორია რაღაც ახლით მავსებს და როცა ვამმთავრებ მაბედნიიერებს ასე განაგრძე საყვარელო არ გიცნობ მაგრამმ უკვე შემიყვარდი გასაოცარი წერის ნიჭი გაქ დიდხანს ნუ გვალოდინებ წარმატებები heart_eyes

 


№3  offline წევრი თეონა.უ

ვკითხულობ, ვკითხულობ და არ მყოფნის ყოველ ჯერზე ვიძახი რომ დაამთავრებდა მერე მაინც დამეწყო კითხვათქო....გთხოვ დღეს კიდევ გამახარე ახალი თავით.უნიჭიერესი ხარ

 


№4 სტუმარი Nacka

Ter kqrgia da rac mtavaria didi intriga gidebs shig .xolo rac sheexeeba gagrdzelebas gaubere

 


№5  offline აქტიური მკითხველი terooo

გამარჯობათ როგორ ხართ? მე ცარიელი, ტკივილიანი, ცრემლიანი.... ცოტა ხანი ვერ დავდებ, მაპატიეთ ხომ? საიტის ჭრიჭინა ააღარ არის, ის ჩემი სუკეთესო მეგობარი იყო, თავს სასიკვდილო განაჩენი გამოუტა, არ აღმოჩნდა საკმაოდ ძლიერი საკუთარ თავს ვერ აჯობა და ემოციებმა ძლია...
მაპატიეთ, ცოტა ხანი დრო მჩირდება რომ ისევ ჩვეულ რეჟიიმს დავუბრუნდე...
მაპატიეთ.. და აუცილებლად გავაგრძელებ, ერთ შესანიშნავ გოგონას სიტყვა მივეცი რომ რაც არ უნდაა მოხდეს, ამ ისტორია აუცილებლად დავასრულებ... ოღონდ ცოტა დრო მჭირდება...

 


№6  offline წევრი თეონა.უ

ძალიან გთხოვ მოიკრიბე ძალა და ამ დღეებში გაგვახარე ჩემო კარგო

 


№7  offline აქტიური მკითხველი terooo

თეონა.უ
ძალიან გთხოვ მოიკრიბე ძალა და ამ დღეებში გაგვახარე ჩემო კარგო

ეს არ მქონდა ნანახი..

 


№8  offline აქტიური მკითხველი terooo

თეონა.უ
ძალიან გთხოვ მოიკრიბე ძალა და ამ დღეებში გაგვახარე ჩემო კარგო

დიდი მადლობა

 


№9 სტუმარი cisartyela

მე ვამაყობ შენით..
ასეთი უბრლო ნაზი თვი და მრვლის მთქმელი...
მიყვარხარ მე შეენ...

 


№10  offline აქტიური მკითხველი terooo

cisartyela
მე ვამაყობ შენით..
ასეთი უბრლო ნაზი თვი და მრვლის მთქმელი...
მიყვარხარ მე შეენ...

მეც ძალიან მიყვარხარ ჩემო გოგო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent